მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო მეთოდების შესწავლა, ფიზიკური შეზღუდვების შეფასება თუ პერსონალიზებული მკურნალობის გეგმის შემუშავება, პროფესიისთვის დამახასიათებელი ნიუანსების ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ფიზიოთერაპევტებს ჯანდაცვის სფეროს სხვა პროფესიონალებისგან მნიშვნელოვნად გამოარჩევს.
თუმცა, სასურველი პოზიციის დაკავების ან კარიერული ზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია შექმნათ ფიზიკური თერაპევტის CV, რომელიც კონკურენტული უპირატესობით წარმოაჩენს თქვენს კვალიფიკაციას, გამოცდილებასა და უნარებს.
Სარჩევი
ფიზიკური თერაპევტი CV: მაგალითი
👇 წარმოგიდგენთ ფიზიკური თერაპევტის CV-ს ნიმუშს, რომელიც ეფექტურად წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას:
ფიზიკური თერაპევტი
+995 555 123 123
shota.amirejibi@gmail.com
Linkedin.com/in/shotaamirejibi
თბილისი, საქართველო
პროფესიული შეჯამება
“5 წლიანი გამოცდილების მქონე ფიზიკური თერაპევტი, რომელიც ნევროლოგიური მდგომარეობების რეაბილიტაციაშია სპეციალიზირებული. ფიზიკური თერაპიისადმი ჩემი ავთენტური მიდგომა ეფუძნება პროპრიოცეპტულ ნეირომუსკულარულ მეთოდს, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს როგორც ფუნქციურ დამოუკიდებლობას, აგრეთვე, მოძრაობის აღდგენა-შენარჩუნებას.”
სამუშაო გამოცდილება
ფიზიკური თერაპევტი
ბავშვთა განვითარების ცენტრი ,,სპექტრუმი“
თბილისი, საქართველო
თებერვალი 2018 – აპრილი 2023
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით უზრუნველვყოფდი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევას;
- უზრუნველვყოფდი პაციენტის მიღებას, ინტერვიუირებას, გასინჯვას და ანამნეზის შეკრებას;
- ვმართავდი პაციენტის მდგომარეობას;
- განვსაზღვრავდი სამოქმედო ტაქტიკას.
რეკომენდატორი
თამარ სიჭინავა
მედიცინის დოქტორი
+995 512 422 422
განათლება
კლასიკური ფიზიოთერაპიის კურსი, ინტენსიური სწავლების ლიდერი სასწავლო ცენტრი კლინიკა “სერაფიტი”, საქართველო (2017 – 2018)
მედიცინის მეცნიერებათა ბაკალავრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო (2013 – 2017)
ხისტი უნარები
- ფიზიოთერაპია
- კინეზოთერაპია
- ელექტროთერაპია
- რობოთერაპია
- აკვათერაპია
- პაციენტის სარეაბილტაციო პატრონაჟი
რბილი უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირება
- ორგანიზებულობა
- თვითდისციპლინა
- გუნდური მუშაობის უნარი
- დროის ეფექტურად მართვა
ლიცენზია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული პროფესიული ლიცენზია (2018)
სერტიფიკატები
- 2023 წელი – ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო კურსი სახელწოდებით “ფიზიოთერაპია და ბალნეოლოგია”;
- 2019 წელი – USAID-ის ფიზიკური თერაპიის სასერთიფიკატო პროგრამა;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სასერთიფიკატო კურსი სახელწოდებით “მოზარდთა ქცევითი თერაპია”.
ტრენინგები
- 2023 წელი – UNICEF-ის მიერ ინკლუზიური ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ტრენინგი;
- 2021 წელი – „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელის“ მიერ ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ტრენინგი;
- ქცევის აკადემიის ტრენინგი სახელწოდებით “ფიზიკური თერაპიის მნიშვნელობა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებში”.
ფიზიკური თერაპევტების შემოსავალი საქართველოში 2023 წელს
Როგორ უნდა შეადგინოთ რეზიუმე ფიზიკური თერაპევტისთვის
რეზიუმეს მომზადების პროცესში სწორი აქცენტების გასაკეთებლად, წარმოგიდგენთ რამდენიმე ღირებულ ნიუანსს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე:
- კლინიკური გამოცდილება:რეზიუმეში თქვენი სამუშაო ისტორია სათანადო თანმიმდევრობით წარმოადგინეთ. მთავარი აქცენტი ფიზიოთერაპიასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებზე გააკეთეთ. თქვენი მიღწევების მკაფიოდ აღსაწერად კი სამოქმედო ზმნები გამოიყენეთ.
- პროფესიული ცოდნა/უნარები:ფიზიკური თერაპევტის CV, საუკეთესო შემთხვევაში, წარმატებული მკურნალობისთვის საჭირო მრავალფეროვანი ტექნიკების ცოდნას უნდა წარმოაჩენდეს. ამისთვის, გირჩევთ, რბილ უნარებთან ერთად, ტექნიკური ცოდნაც გამოავლინოთ და ხისტი უნარების სექციაში რობოთერაპიასთან ერთად ელექტრო და კინეზოთერაპიებზეც გაამახვილოთ ყურადღება.
- ფორმატი/კორექტირება:წერის პროცესში ეცადეთ ინფორმაცია მკაფიო სათაურებითა და ლოგიკური თანმიმდევრობით წარმოადგინოთ. უპირატესობა პროფესიონალურ ფორმატს მიანიჭეთ და ბეჭდვითი/გრამატიკული შეცდომების თავიდან ასაცილებლად რეზიუმე ყურადღებით გადაიკითხეთ დამსაქმებელთან გაგზავნამდე.
- საკვანძო სიტყვები: არსებობს რეზიუმეს შექმნასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ოქროს წესი, რომლის მიხედვით, CV კონკრეტულ სამუშაოს აღწერას და მასში ხაზგასმულ საკვანძო სიტყვებს უნდა მოარგოთ.
- მოცულობა: სასურველია რეზიუმე ინფორმაციას ლაკონურად წარმოაჩენდეს. გაითვალისწინეთ, რომ იდეალურ შემთხვევაში CV მხოლოდ 1-2 გვერდისგან უნდა შედგებოდეს.
სექციების განლაგება
ფიზიკური თერაპევტის რეზიუმესთვის რეკომენდირებული სექციების რეკომენდირებული თანმიმდევრობა ასეთია:
- სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია:
- სახელი, გვარი
- პროფესიული სათაური
- ტელეფონის ნომერი
- ელ-ფოსტა
- ადგილმდებარეობა
- პროფესიული სოციალური ქსელის ბმული
- პროფესიული შეჯამება
- სამუშაო გამოცდილება
- აკადემიური ან პროფესიული განათლება
- ფიზიკური თერაპიისთვის რელევანტური უნარ-ჩვები
- ხისტი უნარები
- რბილი უნარები
- დამატებითი სექციები (სერტიფიკატები, ტრენინგები, მოხალისეობა, ლიცენზია, რეკომენდატორი).
CV-ს მისაღები ფორმატი
ფორმატის არჩევანი თქვენს კარიერულ განვითარებას, სამუშაო ისტორიასა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს უნდა ეფუძნებოდეს. ფორმატის გონივრულად შერჩევამ შესაძლოა თქვენთვის სასურველი თანამდებობის დაკავების შანსები მნიშვნელოვნად გაზარდოს.
👇ქვემოთ მოცემულია რეზიუმეს 3 ყველაზე გავრცელებული ფორმატი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიზიკური თერაპევტის გამოცდილების თქვენს CV-ში წარმოდგენისას:
- ქრონოლოგიური ფორმატი – თქვენს სამუშაო გამოცდილებას საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოადგენს. ფორმატის ეს ტიპი იდეალურია მათთვის, ვისაც ფიზიკური თერაპიის სფეროში თანმიმდევრული სამუშაო ისტორია აქვს. ქრონოლოგიური ფორმატი დამსაქმებელს თქვენი კარიერული პროგრესის ეფექტურად აღქმის საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს.
- ფუნქციური ფორმატი – სამუშაო ისტორიის ნაცვლად უნარებსა და კვალიფიკაციაზეა ფოკუსირებული. აღნიშნული ფორმატი დასაქმების ხარვეზების მქონე ინდივიდებისთვის არის რეკომენდირებული. მისი გამოყენება შეუძლია აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ კურსდამთავრებულებს, რომლებიც სულ ახლახანს იწყებენ პროფესიული განვითარების გზას.
- შერეული ფორმატი – ქრონოლოგიური და ფუნქციური ფორმატის ელემენტებს აერთიანებს. ეს ფორმატი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ფიზიკური თერაპიის მიმართულებით გარკვეული გამოცდილება აქვს, მაგრამ სურს ძირითადად პროფესიულ უნარებზე ან მიღწევებზე კონცენტრირდეს.
სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო ინფორმაციის სექცია თქვენი სახელის, პროფესიული სათაურის, ტელეფონის ნომრის, პროფესიული ელფოსტის მისამართისა და LinkedIn პროფილის მითითებით უნდა სრულყოთ. დარწმუნდით, რომ ამ სექციაში წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტი, ობიექტურია.
👇 ფიზიკური თერაპევტის რეზიუმესთვის რელევანტური სათაურის შესაქმნელად, გირჩევთ, ჩვენ მიერ მომზადებულ ნიმუშს გაეცნოთ.
ფიზიკური თერაპევტი
+995 555 123 321
shota.amirejibi@gmail.com
Linkedin.com/in/shotaamirejibi
თბილისი, საქართველო
ფიზიოთერაპევტი
doctorhotiko1234@email.com
1995/10/12
ვახტანგ გორგასლის 24ა, თბილისი, საქართველო
Facebook.com/in/shotikoamirejibi
ფიზიკური თერაპევტის სამუშაო გამოცდილება
🔎 საინტერესოა, რომ ფიზიკური თერაპევტის მსგავსად, მომვლელის შემთხვევაშიც პროფესიული გამოცდილება განსაზღვრავს წარმატებულ კარიერას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მომვლელის CV და ფიზიკური თერაპევტის რეზიუმე დამსაქმებელს ნათელ წარმოდგენას უქმნიდეს იმის შესახებ თუ რამდენად კარგად შეგიძლიათ პაციენტის მოვლასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების შესრულება.
👇 თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ სამუშაო გამოცდილების აღწერის ორ რელევანტურ მაგალითს.
მაგალითი 1
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“
თბილისი, საქართველო
მაისი 2017 – ივნისი 2022
ძირითადი მოვალეობები:
- ბავშვთა შეფასება და მისი საჭიროებების მიხედვით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
- ბავშვებთან ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
- შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა მშობლებისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებისთვის.
კომპანია “ევექსი კლინიკები”
თბილისი, საქართველო
თებერვალი 20014 – აპრილი 2016
ძირითადი მოვალეობები:
- კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
- პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
- პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.
აკადემიური და პროფესიული განათლება
🔎 საინტერესოა, რომ ფიზიკური თერაპევტების მსგავსად ბიზნეს ანალიტიკოსებსაც მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ფონი აქვთ. მაგალითად, ფიზიოთერაპევტების რეზიუმე ჯანდაცვაზე ორიენტირებულ განათლებას ანიჭებს უპირატესობას, ბიზნეს ანალიტიკოსის CV კი განათლების ნაწილში ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა ფინანსები, ეკონომიკა ან მენეჯმენტი.
👇 გთავაზობთ ორ რელევანტურ მაგალითს, რომელიც სრულფასოვნად წარმოადგენს თქვენს პროფესიულ განათლებას:
მაგალითი 1
მედიცინის მეცნიერებათა ბაკალავრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო (2017 – 2021)
მაგალითი 2
ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი – 202 წლის მაისი
შესაბამისი კურსები:
- იმპულსური დენების დოზირების პრინციპები
- ამპლიპულსთერაპია
- მაგნიტოთერაპია
- ულტრაბგერითი თერაპია
- ტალახით მკურნალობა
- მინერალურის წყლების შინაგანი და აბაზანების სახით გამოყენება
უნარ-ჩვევების სექცია
სანამ გადაწყვეტთ პროფესიისთვის რელევანტურ რომელ უნარებზე კონცენტრირდეთ, გირჩევთ, თავდაპირველად, თავად პროფესიის უნიკალური ბუნება გაიაზროთ და გადაწყვეტილებაც სწორედ ამის შესაბამისად მიიღოთ.
მაგალითად, ვინაიდან კონსულტანტებს საექსპერტო რჩევების მისაღებად მიმართავენ, კონსულტანტის CV ცალსახად ეფექტური კომუნიკაციის უნარებზეა ორიენტირებული. ფიზიკური თერაპევტის რეზიუმე კი ძირითად აქცენტს ხისტი უნარების კატეგორიაზე აკეთებს.
👇 სასურველია ფიზიკური თერაპევტის პროფესიისთვის რელევანტური უნარები ამგვარად წარმოადგინოთ:
ხისტი უნარები
- ფიზიოთერაპია
- კინეზოთერაპია
- ელექტროთერაპია
- რობოთერაპია
- აკვათერაპია
- პაციენტის სარეაბილტაციო პატრონაჟი
რბილი უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირება
- ორგანიზებულობა
- თვითდისციპლინა
- გუნდური მუშაობის უნარი
- დროის ეფექტურად მართვა
პროფესიული შეჯამება
პროფესიონალური შეჯამება მიზანმიმართულად უნდა წარმოაჩენდეს თქვენს კარიერულ მიღწევებს და დამსაქმებელს თქვენი კვალიფიკაციის კონკურენტულ უპირატესობაში უნდა არწმუნებდეს.
დამატებითი სექციები
პრაქტიკული გამოცდილება ცხადყოფს, რომ რეზიუმეს შეფასების პროცესში, დამსაქმებელთა უმრავლესობა ძირითად კვალიფიკაციასთან ერთად დამატებით ინფორმაციასაც ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ, წარმატებასთან დაკავშირებული თქვენი შანსების გასაზრდელად წარმოგიდგენთ დამატებითი სექციების იმ ჩამონათვალს, რომელიც თქვენს რეზიუმეს მეტ მრავალფეროვნებას შესძენს.
- Სერთიფიკატებიფიზიოთერაპევტის რეზიუმეში წარმოდგენილი სერთიფიკატები კვალიფიკაციისა და გამოცდილების საუკეთესო გამოვლინებაა. დამსაქმებლები აფასებენ სერტიფიცირებულ თერაპევტებს, რადგან იციან, რომ მათ მეტი ცოდნა და პროფესიული კვალიფიკაცია აქვთ.
- ტრენინგებიპროფესიულ ტრენინგებზე დასწრება და ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის შემეცნება კარიერული ზრდის საუკეთესო გზაა. რეზიუმეს ეს განყოფილება სპეციალიზებულ უნარებთან ერთად თქვენს ცოდნასა და გამოცდილებასაც თვალსაჩინოდ წარმოადგენს.
- Მოხალისეობამოხალისეობრივი გამოცდილება რეზიუმეს მეტ სიღრმეს მატებს. ამ ინფორმაციის დამსაქმებლისთვის გაზიარებით ეფექტურად წარმოაჩენთ ადამიანებზე უანგაროდ ზრუნვის მნიშვნელობას და ხაზს გაუსვამთ ფაქტს, რომ თანაგრძნობა თქვენი პროფესიული ვალდებულების თანმდევი ნაწილია.
- ლიცენზიალიცენზიასთან დაკავშირებული ინფორმაცია სფეროს მარეგულირებელ მოთხოვნებთან თქვენს შესაბამისობაზე მეტყველებს. რეზიუმეების შეფასების პროცესში დამსაქმებლები პრიორიტეტს სწორედ ლიცენზირებულ თერაპევტებს ანიჭებენ, რადგან ეს დოკუმენტი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დაცვასთან ასოცირდება.
- Რეკომენდატორირეკომენდატორებთან დაკავშირებული ინფორმაციის ფიზიოთერაპევტის რეზიუმეში ჩართვა მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი სანდოობის ხარიხს. კოლეგებისგან ან ხელმძღვანელებისგან მიღებული რეკომენდაციები თქვენი პროფესიული უნარების, სამუშაო ეთიკისა და პერსონალური ხასიათის საუკეთესო დემონსტრაციაა.
შეჯამება: ძირითადი რჩევები ფიზიკური თერაპევტების CV-სთვის
- თქვენი სამუშაო ისტორია საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოადგინეთ და მთავარი აქცენტი ფიზიოთერაპიასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებზე გააკეთეთ.
- ტექნიკური ცოდნის წარმოსაჩენად, რბილ უნარებთან ერთად, ტექნიკური ცოდნაც გამოავლინეთ და ხისტი უნარების სექციაში ფიზიკური თერაპიის მრავალფეროვანი სახეობები ახსენეთ.
- წერის პროცესში ინფორმაცია მკაფიო სათაურებითა და ლოგიკური თანმიმდევრობით წარმოადგინეთ.
- უპირატესობა პროფესიონალურ ფორმატს მიანიჭეთ. ბეჭდვითი და გრამატიკული შეცდომების აღმოსაფხვრელად კი რეზიუმე ყურადღებით გადაამოწმეთ.
CV-ს სამოტივაციო წერილიც დაურთეთ
სამოტივაციო წერილი სრულყოფილად წარმოაჩენს თუ როგორ შეესაბამება თქვენი პროფესიული კომპეტენცია დამსაქმებლის ღირებულებებსა და მიზნებს. გონივრულად მომზადებულ, პერსონიზებული ხასიათის მქონე სამოტივაციო წერილს შეუძლია დამსაქმებლებზე ხანგრძლივი შთაბეჭდილება მოახდინოს.
კითხვები და პასუხები
1. რამდენად მრავალფეროვანია ფიზიკური თერაპევტების დასაქმებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები?
პროფესიული როლიდან გამომდინარე, ფიზიოთერაპევტებს შეუძლიათ დასაქმდნენ ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა:
- სარეაბილიტაციო ცენტრები
- საავადმყოფოები
- ამბულატორიული კლინიკები
- სპორტული და ფიტნეს ობიექტები
- ჯანდაცვის სააგენტოები
- კვლევითი ინსტიტუტები.
2. შესაძლებელია ფიზიკური თერაპევტი უმაღლესი განათლების გარეშე გახდეთ?
ფიზიკური თერაპია ჯანდაცვის სპეციალიზებული სფეროა, რომელიც უსაფრთხო და ეფექტური მოვლის უზრუნველსაყოფად ძლიერ საგანმანათლებლო საფუძველს მოითხოვს. შესაბამისად, ფიზიკური თერაპევტი უმაღლესი განათლების გარეშე ვერ გახდებით.