Ბარისტას რეზიუმე: დეტალური სახელმძღვანელო საუკეთესო CV-ს შესაქმნელად

ალბათ გსმენიათ, რომ ბარისტებს ხშირად ყავის “სომელიეებს” უწოდებენ. ეს სიმბოლური შედარება საუკეთესოდ წარმოაჩენს პროფესიასთან დაკავშირებულ უნიკალურობას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ბარისტები ყავის არომატისა და გემოს უნიკალურ კომბინაციებს ქმნიან, რაც ტექნიკურ ექსპერტიზასთან ერთად კრეატიულობასაც მოითხოვს. 

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები
💡 ფაქტი: მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანები ყოველდღიურად 1.3 მილიარდ ფინჯან ყავას მიირთმევენ. ყავისადმი ადამიანების ამგვარი სიყვარული ბარისტას პროფესიას განსაკუთრებით მოთხოვნადს ხდის.

თუმცა,  პროფესიული კონკურენციის პირობებში, საჭიროა შექმნათ საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ბარისტას CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს პროფესიონალიზმს.

ბარისტას რეზიუმე

🎁 მოცემულ სტატიაში პოტენციურ დამსაქმებლებზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოსახდენად საჭირო პრაქტიკულ რჩევებს გაგიზიარებთ და დეტალურად განვიხილავთ თუ როგორ უნდა შექმნათ ბარისტას საუკეთესო CV.

Სარჩევი

Ბარისტას რეზიუმე: მაგალითი

👇 ჩვენ გთავაზობთ ბარისტას CV-ის ნიმუშს, რომელიც რეზიუმეს შექმნის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად აღწერს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას:

სალომე გოგუაძე
ბარისტა
თბილისი, საქართველო
+995 555 123 321
goguadze_salome@email.com

პროფესიული შეჯამება
“5 წლიანი სამუშაო გამოცდილებისა და უნიკალური პროფესიული ხელწერის მქონე ბარისტა. ჩემი კონკურენტული უპირატესობა ყავის სასმელების კულტურის საფუძვლიანი ცოდნა და  გემოს საუცხოო შეგრძნებაა.”

სამუშაო გამოცდილება 
ბარისტა 
კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია “მეამა”
თბილისი, საქართველო
აპრილი 2017 – ივლისი 2023

ძირითადი მოვალეობები:

  • სწრაფად, ეფექტურად და თავაზიანად ვემსახურებოდი მომხმარებელს;
  • ვამზადებდი ცხელი და ცივი ყავის სხვადასხვა სახეობის სასმელებს;
  • მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შერჩევაში ვეხმარებოდი;
  • პროგრამაში აღვრიცხავდი სალარო ოპერაციებს.

ძირითადი მიღწევა

  • 2022 წელს გამოკითხული მომხმარებლების შეფასების საფუძველზე მივაღწიე სტუმრების კმაყოფილების 100%-იან ნიშნულს და კომპანიაში დასაქმებული საუკეთესო ბარისტას სტატუსი მოვიპოვე.

განათლება

ბარისტას პროფესიონალური კურსი “Master Barista”, ყავის აკადემია, საქართველო (2016 – 2017)
ბარისტას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, Horeca Solutions, საქართველო (2015 – 2016)
კულინარიის აკადემია, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო (2013 – 2015)

შესაბამისი კურსები:

  • ყავის წარმოშობისა და გავრცელების ისტორია;
  • ყავის საფქვავის ტიპები და მათი მნიშვნელობა ყავის მომზადების პროცესში;
  • ყავის აპარატის დეტალური შესწავლა (დაკალიბრება, მოვლა/მომსახურება);
  • ყველაფერი იდეალური ესპრესოს შესახებ;
  • რძის ამოყვანა და Latte Art პრაქტიკაში;
  • ყავის მომზადების ტრენდული ტექნოლოგიები.

კომპიუტერული პროგრამები

  • გაყიდვების (POS) სისტემა
  • ინვენტარის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა
  • ცვლის მართვის ციფრული ინსტრუმენტები

ტრენინგები & სერტიფიკატები

  • ყავის საერთაშორისო ასოციაციის SCA-ს ოფიციალური სერთიფიკატი;
  • Barista School-ის პროფესიული სერტიფიკატი.

ინტერესები

  • მიქსოლოგია
  • კულინარია
  • ფოტოგრაფია

ხისტი უნარები

  • მაღალი პროფესიონალიზმი
  • სწორი დატემპერება
  • ლატე არტი (ყავის ქაფზე ხატვა)
  • სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ოპერატიულობა

რბილი უნარები 

  • გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი
  • ენერგიული
  • შრომისმოყვარე
  • ყურადღებიანი
  • მობილიზებული.

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური – B2

Ბარისტას ხელფასი და დასაქმების პერსპექტივა საქართველოში 2023 წელს

💡 ფაქტი: ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში დასაქმებული ბარისტას ყოველწლიური ანაზღაურება საშუალოდ 8,906 ლარია.

👉 მიუხედავად იმისა, რომ ესპრესოს სამშობლო იტალიაა, ბარისტას პროფესია სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოშიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლოს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა არითმეტიკული პროგრესიით იზრდება ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა:

  • ყავის მაღაზიები
  • კაფეები
  • ბარები
  • რესტორნები
  • სასტუმროები

Როგორ უნდა შექმნათ ბარისტას რეზიუმე ნაბიჯ-ნაბიჯ

👇წარმოგიდგენთ რეკომენდაციებისა და რჩევების იმ ჩამონათვალს, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვნად  დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

ბარისტას რეზიუმე

  • რეზიუმე ვაკანტური პოზიციის აღწერას მოარგეთ: თქვენი რეზიუმე სამუშაოს აღწერილობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკვანძო სიტყვებს უნდა შეიცავდეს. მათი გამოყენება ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და თქვენს კვალიფიკაციას შორის თანხვედრას მკაფიოდ წარმოაჩენს.
  • ყურადღება მხოლოდ პროფესიისთვის რელევანტურ უნარებზე გაამახვილეთ:იდეალური ესპრესოს მომზადება, სწორი დატემპერება და ყავის ქაფზე ხატვა პროფესიული უნარების ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ბარისტას წარმატებულ კარიერას განსაზღვრავს.
  • Სრულყოფილად აღწერეთ თქვენი პროფესიული ცოდნა და  გამოცდილება:რეზიუმე თქვენს ცოდნასა და სამუშაო ისტორიასა და  სხვადასხვა რაკურსით უნდა აღწერდეს და ბარისტას როლში თქვენს მრავალწლიან გამოცდილებას ეფექტურად უნდა წარმოაჩენდეს.
  • შეარჩიეთ ფორმატი, რომელიც რეზიუმეს ორგანიზებულსა და ვიზუალურად მიმზიდველს გახდის:ორგანიზებული რეზიუმე მარტივად მიიქცევს დამსაქმებლის ყურადღებას და მას პოზიტიურად განაწყობს თქვენდამი. ეს შესაძლებლობას მოგცემთ სრულყოფილად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და პროფესიული კვალიფიკაცია.

სექციების განლაგება

ბარისტას რეზიუმეში წარმოდგენილი სექციების ლოგიკური თანმიმდევრობა დაგეხმარებათ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ პროფესიისთვის რელევანტური ინფორმაცია.

👇 ჩვენ მიერ რეკომენდებული განლაგება ასე გამოიყურება:

  • სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია:
    • ელ-ფოსტა
    • ტელეფონის ნომერი
    • ადგილმდებარეობა
  • პროფესიული შეჯამება
  • სამუშაო გამოცდილება
  • ძირითადი მიღწევა
  • პროფესიული განათლება
  • პროფესიისთვის რელევანტური უნარ-ჩვევები
  • დამატებითი სექციები (რეკომენდატორები, ტრენინგები და სერტიფიკატები, კომპიუტერული პროგრამები, ინტერესები, უცხო ენები).

სასურველი ფორმატი

სწორად შერჩეული ფორმატი ეფექტურად წარმოაჩენს თქვენს ცოდნას, გამოცდილებასა და მიღწევებს.

არსებობს 3 ძირითადი ტიპის ფორმატი, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული სტრუქტურა და დანიშნულება აქვთ.

  • ქრონოლოგიური ფორმატი – ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოადგენს თქვენს სამუშაო ისტორიას და პროფესიული პროგრესის მკაფიო აღქმას უზრუნველყოფს.
  • ფუნქციური ფორმატი – სამუშაო გამოცდილების არმქონე პირებს შესაძლებლობას აძლევს მთავარი აქცენტი პროფესიულ განათლებაზე გააკეთონ.
  • შერეული ფორმატი – ქრონოლოგიური და ფუნქციური ფორმატების კომბინაციას წარმოადგენს. აღნიშნული ფორმატი შესაძლებლობას გაძლევთ სამუშაო გამოცდილებასთან ერთად განათლებასა და უნარ-ჩვევებზეც გაამახვილოთ ყურადღება. ჩვეულებისამებრ, აპლიკანტთა უმრავლესობა სწორედ შერეულ ფორმატს ანიჭებს უპირატესობას.

სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია ერთგვარი შესავალია, რომელიც დამსაქმებელს თქვენთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ინფორმაციას აწვდის.

👇ბარისტას რეზიუმესთვის ეფექტური სათაურის მოსამზადებლად, სასურველია, ჩვენ მიერ მომზადებულ მაგალითებს გაეცნოთ.

✔️ კარგი სათაურის მაგალითი
სალომე გოგუაძე
ბარისტა
+995 555 123 321
goguadze_salome@email.com
თბილისი, საქართველო
❌ ცუდი სათაურის მაგალითი
სალომე გოგუაძე
+995 555 123 321
salukasalo1995@email.com
საქართველო, თბილისი, მერაბ კოსტავას 12ბ
facebook.com/in/salogoguadze

ბარისტას სამუშაო გამოცდილება

ბარისტას საქმიანობა შემოქმედებითი პროცესია. მაგალითად, როგორც მუსიკოსები ქმნიან მელოდიებს, ასე ქმნიან ბარისტებიც ყავის კომპოზიციებს, რომლებიც ტექნიკური უნარებისა და მხატვრული ნიჭის შერწყმას საჭიროებენ. სწორედ ამიტომ, ბარისტას რეზიუმე მუსიკოსოს CV-ის მსგავსად პრაქტიკისადმი ერთგულებასა და პროფესიული სრულყოფილებისკენ სწრაფვაზე კონცენტრირდება.

ბარისტას რეზიუმე

👇 ბარისტას პროფესიული გამოცდილების ეფექტურად წარმოსადგენად წარმოგიდგენთ რელევანტურ მაგალითებს:

მაგალითი 1

ბარისტა 
კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია “მეამა”
თბილისი, საქართველო
აპრილი 2017 – აგვისტო 2022

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • ცხელი და ცივი ყავის სხვადასხვა სახეობის სასმელების მომზადება;
  • მეამას პროდუქტების დეტალური ცოდნა და მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

მაგალითი 2

ბარისტა 
ყავის მაღაზიათა ქსელი “კოფისტა”
თბილისი, საქართველო
მარტი 20014 – მაისი 2016

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთა მომსახურება;
  • სალაროს საქმიანობის წარმართვა;
  • ბარში მუშაობა – ცივი და ცხელი სასმელების სხვადასხვა სახეობის მაღალ დონეზე მომზადება;
  • სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა.

განათლების სექცია ბარისტას CV-სთვის

ბარისტას პროფესიულ წარმატებას სპეციფიკური ცოდნისა და გამოცდილების კომბინაცია განაპირობებს. სწორედ ამიტომ, აპლიკანტის კვალიფიკაციის შეფასებისას პროფესიული განათლების სექცია ხშირად დამსაქმებლის განსაკუთრებული ინტერესის ფარგლებში ექცევა.

💡 საინტერესოა, რომ არსებობს პოზიციებიც, რომელთა დაკავება ერთდროულად, რამდენიმე პროფესიისთვის საჭირო კვალიფიკაციას საჭიროებს. მაგალითად, მომვლელის CV პროფესიულ სასწავლო კურსებთან ერთად, მთავარ აქცენტს უსაფრთხოების პროტოკოლების ცოდნასა და სამედიცინო განათლებაზე აკეთებს.

👇 განვიხილოთ ბარისტას პროფესიული განათლების სექციის ორი მაგალითი:

მაგალითი 1

ბარისტას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, Horeca Solutions, საქართველო (2012 – 2016)
კულინარიის აკადემია, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო (2012 – 2016

მაგალითი 2

ბარისტას პროფესიონალური კურსი “Master Barista” 
ყავის აკადემია, თბილისი, საქართველო
2012 წლის სექტემბერი – 2016 წლის ივნისი

შესაბამისი კურსები:

  • ყავის წარმოშობია და გავრცელების ისტორია;
  • ყავის საფქვავის ტიპები და მათი მნიშვნელობა ყავის მომზადების პროცესში;
  • ყავის აპარატის დეტალური შესწავლა (დაკალიბრება, მოვლა/მომსახურება);
  • სამუშაო ადგილის მართვა, ჰიგიენა და აღჭურვილობის მოვლა.
  • ყველაფერი იდეალური ესპრესოს შესახებ;
  • რძის ამოყვანა და Latte Art პრაქტიკაში;
  • ყავის მომზადების ტრენდული ტექნოლოგიები.

Ბარისტასთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები

საინტერესოა, რომ პროფესიისთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების ნაწილში ბარისტები პროფესიულ მსგავსებას კონსულტანტებთან იზიარებენ. მაგალითად, ბარისტას რეზიუმეს მსგავსად, კონსულტანტის CV-ც მაღალ პროფესიონალიზმსა და მომხმარებელთა პოზიტიური გამოცდილების უზრუნველყოფაზე აკეთებს აქცენტს.

ბარისტას რეზიუმე

👇 ბარისტას პროფესიისთვის რელევანტური უნარ-ჩვევების ჩამონათვალი ამგვარად გამოიყურება:

ხისტი უნარები

  • მაღალი პროფესიონალიზმი
  • სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირება
  • ოპერატიულობა და პუნქტუალურობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

რბილი უნარები

  • გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი
  • ენერგიული
  • აქტიური
  • პოზიტიური
  • პუნქტუალური
  • შრომისმოყვარე
  • ყურადღებიანი
  • მობილიზებული.

პროფესიული შეჯამება

პროფესიული შეჯამება დამსაქმებელზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენას ისახავს მიზნად, ამიტომ, გირჩევთ შეჯამების წერის პროცესში მთავარი ყურადღება კონკურენტული უპირატესობების სათანადოდ წარმოჩენას დაუთმოთ.

✔️ შეჯამების სწორი მაგალითი:
5 წლიანი სამუშაო გამოცდილებისა და უნიკალური პროფესიული ხელწერის მქონე ბარისტა. ჩემი კონკურენტული უპირატესობა ყავის სასმელების კულტურის საფუძვლიანი ცოდნა და  გემოს საუცხოო შეგრძნებაა.
❌ შეჯამების არასწორი მაგალითი:
მე გახლავართ ბარმენი რომლის პროფესიული გამოცდილება 7 წელს ითვლის. მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის და მჯერა, რომ ჩემი ცოდნა თქვენს კომპანიას დიდ წარმატებას მოუტანს!

დამატებითი სექციები

👉 ჩვენ გთავაზობთ დამატებითი სექციების იმ ჩამონათვალს, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს ძირითადი პროფესიული კომპეტენციის მიღმა არსებულ ღირებულ ინფორმაციას.

  • რეკომენდატორებირეკომენდატორებთან დაკავშირებული ინფორმაცია თქვენს აპლიკაციას მეტ სანდოობას მატებს და თქვენი სამუშაო ეთიკის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს.
  • Ძირითადი მიღწევებიძირითადი მიღწევების სექცია თქვენი შესაძლებლობების ხელშესახებ მტკიცებულებას წარმოადგენს. რეზიუმეს ამ ნაწილში შეგიძლიათ მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ზრდაზე ისაუბროთ და ყავის საავტორო რეცეპტების შექმნაზე გაამახვილოთ ყურადღება.
  • ტრენინგები და სერტიფიკატებიბარისტას პროფესიისთვის რელევანტური ტრენინგებისა და სერტიფიკატების (მაგალითად, ყავის საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური სერთიფიკატი) რეზიუმეში წარმოდგენა დამსაქმებლის თვალში თქვენს პროფესიულ უპირატესობას მნიშვნელოვნად განამტკიცებს.
  • კომპიუტერული პროგრამებისტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში ტექნოლოგიების მზარდი ინტეგრაციის გამო, ბარისტას რეზიუმეში კომპიუტერული უნარების წარმოდგენა აუცილებელია. შეკვეთების, გადახდებისა და ინვენტარის მართვისთვის სულ უფრო მეტი ყავის მაღაზია იყენებს ციფრულ სისტემებს.
  • ინტერესებიბარისტას პროფესიისთვის რელევანტური ინტერესების რეზიუმეში წარმოდგენით დამსაქმებელს თქვენი ძირითადი კომპეტენციის მიღმა არსებული ცოდნის გამოვლენაში დაეხმარებით. პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბარისტად ინტერესები შესაძლოა მიქსოლოგიას, კულინარიასა და ფოტოგრაფიას ეხებოდეს.
  • უცხო ენებიუცხო ენაზე მეტყველება ეფექტური კომუნიკაციის გარანტია, რადგან, ყავის მაღაზიები სულ უფრო ხშირად ემსახურებიან მომხმარებელთა მრავალფეროვან კატეგორიას. უცხო ენებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენისას, სასურველია უპირატესობა ჩვენ მიერ რეკომენდირებული ფორმატს მიანიჭოთ:
    • მშობლიური
    • თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
    • შუალედური დონე (B1)
    • Საბაზისო (A2)

შეჯამება: ძირითადი რჩევები ბარისტას CV-ს ეფექტურად შესადგენად

📍 რეზიუმეს წერის პროცესში გამოიყენეთ ისეთი ფაქტობრივი ინფორმაცია,  რომელიც თქვენს კვალიფიკაციას მეტ დამაჯერებლობას შემატებს.

📍 უნარების სექციაში სრულყოფილად წარმოადგინეთ ბარისტას პროფესიისთვის რელევანტური ხისტი და რბილი უნარები.

📍 სამუშაო გამოცდილების არქონის შემთხვევაში სათანადო ყურადღება გაამახვილეთ ინტერესებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

📍 Რეზიუმე ვაკანსიით განსაზღვრულ მოთხოვნებს მოარგეთ და სწორედ ამის საფუძველზე შეავსეთ ყოველი სექცია.

📍 რეზიუმეს ქართულ ენაზე მოსამზადებლად ისარგებლეთ Sylfaen შიფტით და რეზიუმე PDF ფორმატით გააგზავნეთ შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე.

📍 რეზიუმეს დამსაქმებელთან გაგზავნამდე დარწმუნდით, რომ ის გრამატიკულ ან ორთოგრაფიულ შეცდომებს არ შეიცავს.

რატომ გჭირდებათ სამოტივაციო წერილი?

სამოტივაციო წერილი თქვენი პიროვნების საუკეთესოდ წარმოჩენაში დაგეხმარებათ. ის დამსაქმებელს დაარწმუნებს, რომ სრულყოფილად შეძლებთ პროფესიისთვის დამახასიათებელ სირთულეებთან გამკლავებასა და მოვალეობების საუკეთესოდ შესრულებას.

🎁 ჩვენი რეზიუმეს მაგალითები დაგეხმარებათ შექმნათ პროფესიონალური CV ბარისტას პროფესიისთვის. შესაბამისი ფორმატის შერჩევასთან დაკავშირებული იდეებისთვის აუცილებლად გადახედეთ ჩვენს შაბლონებს. წარმატებას გისურვებთ!

კითხვები და პასუხები

რომელი სამი ძირითადი პროფესიული თვისება გაქცევთ საუკეთესო ბარისტად?

სამი ძირითადი პროფესიონალური თვისება, რომელიც პროფესიონალ ბარისტას გამოარჩევს არის ყავის სახეობების, წარმოშობისა და მომზადების მეთოდების სიღრმისეული ცოდნა, მაღალი პროფესიონალიზმი და კრეატიული ლატე არტის დიზაინის შექმნა.

პროფესიასთან დაკავშირებულ რა სირთულეებთან გამკლავება უწევთ ბარისტებს?

ბარისტამ პერსონიზებული მოთხოვნების საფუძველზე უნდა უზრუნველყოს კლიენტის კმაყოფილება. ეს, თავის მხრივ,  კომუნიკაციის ჩინებულ უნარს, სტუმრის მოლოდინების სათანადოდ გააზრებასა და პროფესიისადმი პროფესიონალურ მიდგმას საჭიროებს.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...