ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერის პროფესია ძალიან საინტერესო კარიერული არჩევანია, რომელიც კრეატიულობასთან ერთად ადამიანის შემოქმედებით და მხატვრულ ბუნებასაც ავთენტური გზით წარმოაჩენს. მაგრამ, როგორ უნდა გახდეთ პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი?

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას. 

ინტერიერის დიზაინერი CV

Სარჩევი

ინტერიერის დიზაინერი CV: მაგალითი

👇 წარმოგიდგენთ ინტერიერის დიზაინერის    CV-ს ნიმუში, რომელიც სასურველი პროფესიული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

სალომე შუბითიძე
ინტერიერის დიზაინერი
+995 555 123 123
shubitidze_salome@email.com
Instagram.com/in/salomeshubitidze
თბილისი, საქართველო

პროფესიული შეჯამება
“7 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ინტერიერის დიზაინერი, რომელიც მაღალი ეთიკური სტანდარტის შესაბამისად ქმნის ინტერიერის ავთენტურ კონცეფციას. ფერების ფსიქოლოგიის ღრმა საფუძვლების ცოდნა უნიკალური ხელწერის შექმნაში მეხმარება, პროფესიისთვის რელევანტური კომპიუტერული პროგრამები (Corel Draw, ArchiCad, 3Ds Max და სხვ.) კი დამკვეთის იდეებს ასხამს ფრთებს და მათ სრულ კმაყოფილებას უზრუნველყოფს. ”

სამუშაო გამოცდილება 
ინტერიერის დიზაინერი
კომპანია „კალა კაპიტალი“
თბილისი, საქართველო
იანვარი 2016 – მაისი 2023

  • ვამუშავებდი კონცეფციებს და აზომვით ნახაზებს ვადგენდი;
  • ინტერიერის 3D ვიზუალიზაციას უზრუნველვყოფდი;
  • დიზაინ-პროექტის ალბომს ვამზადებდი;
  • პროექტების წინასწარ განსაზღვრულ ვადებს ვაკონტროლებდი და პროგრესის ანგარიშს ვამზადებდი. 

განათლება
ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სამაგისტრო პროგრამა, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო (2015 – 2017) 
არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო (2011 – 2015)

ძირითადი მიღწევა
2023 წლის მარტში ინტერიერის სივრცის განახლების, მოდური ავეჯის შერჩევისა და განლაგების ოპტიმიზაციის გზით, 15-25%-ით გავზარდე 200-ზე მეტი საპროექტო უძრავიბქონების საბაზრო ღირებულება. 

ტრენინგები და კურსები

  • კომუნიკაციების სკოლის კურსი თემაზე “Graphic Design Portfolio Bootcamp” (2023);  
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ინტერიერის დიზაინის კურსი (2022)
  • სამხატვრო აკადემიის ტრენინგ-კურსი თემაზე “ფერების ფსიქოლოგია და მათი გამოყენება ინტერიერში” (20201
  •  „Smart Academy“-ის ინტერიერის დიზაინის კურსი (2020). 

სერთიფიკატები

  • Autodesk Certified Professional in AutoCAD (2022)
  • Adobe Certified Associate (2021)
  • UX Design Professional Certificate (2020)

კომპიუტერული პროგრამები

  • Adobe InDesign
  • Adobe Photoshop
  • Adobe Illustrator
  • Corel Draw 
  • ArchiCad
  • 3Ds Max
  • SketchUp Pro

უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა
  • ენერგიულობა, შედეგზე ორიენტაცია
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა. 

ჰობები და ინტერესები

  • ფერწერა
  • ხელოვნების ისტორია
  • ფერების ფსიქოლოგია

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური – C1
  • გერმანული – B1 
  • ფრანგული – A2

ინტერიერის დიზაინერი CV

Მოთხოვნა ინტერიერის დიზაინერებზე საქართველოში 2023 წელს

💡 ფაქტი: World Salaries-ის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერიერის დიზაინერის ყოველწლიური ანაზღაურება საშუალოდ 78,480 ლარია საქართველოში. ამგვარ კონკურენტულ ანაზღაურებას ინტერიერის დიზაინერებისადმი მზარდი ინტერესი განაპირობებს. 

დასაქმების პერსპექტივა

ინტერიერის დიზაინის სფერო დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს გთავაზობთ. არქიტექტურულ ფირმებთან ერთად, ინტერიერის დიზაინერს დიზაინის სტუდიებსა და ავეჯის კომპანიებშიც შეუძლიათ დასაქმდნენ. 

🎁 ინდუსტრიულმა კვლევამ ცხადყო, რომ საქართველოში ინტერიერის დიზაინერის მომსახურების საშუალო ანაზღაურება პროექტის მასშტაბის შესაბამისად განისაზღვრება და 1 კვადრატულ მეტრზე $20$30-ს შეადგენს.

ინტერიერის დიზაინერი CV

მნიშვნელოვანი რჩევები ინტერიერის დიზაინერის CV-სთვის

მაღალი სტანდარტის შესაბამისად შექმნილი ინტერიერის დიზაინერის რეზიუმე თქვენი პროფესიული შესაძლებლობების სათანადოდ წარმოჩენის ექსკლუზიურ შესაძლებლობას გაძლევთ!

👇 სწორედ ამიტომ გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინება თქვენი რეზიუმეს სართო ღირებულებას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. 

  • სათანადო ყურადღება მიაქციეთ პროფესიისთვის რელევანტურ საკვანძო სიტყვებს: ყურადღებით გაეცანით თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიციის აღწერას და დამსაქმებლის მიერ გაჟღერებულ პროფესიულ ტერმინებს სათანადო ყურადღება მიაქციეთ. ამ საკვანძო სიტყვების რეზიუმეში გამოყენებით დამსაქმებელს დადებითად განაწყობთ თქვენდამი და მნიშვნელოვნად გაზრდით თქვენი წარმატების შანს. 
  • ეცადეთ იდეალური ბალანსი იპოვოთ მრავალფეროვნებასა და ზომიერებას შორის:რეზიუმეს მომზადებისას ყურადღება მხოლოდ პროფესიისთვის რელევანტურ ინფორმაციაზე გაამახვილეთ. თუმცა, ამავდროულად, ეცადეთ სრულყოფილად აღწერ როგორც თქვენი პროფესიული განათლება, აგრეთვე სამუშაო გამოცდილება და პერსონალური უნარ-ჩვევები. უნარებზე საუბრისას არ გამოგრჩეთ ინტერიერის დიზაინერისთვის აუცილებელი ისეთი პროფესიული მახასიათებლების წარმოჩენა, როგორიც ავთენტური ვიზუალური ხედვა და სივრცითი ბალანსის ეფექტური აღქმაა. 
  • რეზიუმეს ონლაინ პორტფოლიოს ბმული დაურთეთ:ინტერიერის დიზაინერის CV სამუშაო გამოცდილებას მრავალფეროვნად უნდა აღწერდეს. ამის მისაღწევად გირჩევთ რეზიუმეში პროფესიული პორტფოლიოს ბმული წარმოადგინოთ. აღნიშნული პორტფოლიო რეზიუმეში წარმოდგენილ თეორიულ ინფორმაციას ხელშესახები მიღწევებით მეტ ღირსებას შესძენს.
  • სექციები ლოგიკური თანმიმდევრობით წარმოადგინეთ:გსურთ დამსაქმებელმა ერთი ამოსუნთქვით შეიმეცნოს თქვენი რეზიუმე? ამისთვის მხოლოდ ერთი მარტივი რჩევის გათვალისწინებაც საკმარისი იქნება. ეადეთ რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია თანმიმდევრულად განალაგოთ და მათ შორის ლოგიკური ბმა შეინარჩუნოთ. 
  • რეზიუმეს შინაარსობრივ მხარესთან ერთად მის გრამატიკულ მართებულობასაც მიაქციეთ ყურადღება:გრამატიკული წესების დაცვით შექმნილი, შინაარსობრივად გამართული რეზიუმე აუცილებლად დააინტერესებს დამსაქმებელს და მას პოზიტიურად განაწყობს თქვენდამი. ეს, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი წარმატების შანსს.

ინტერიერის დიზაინერი CV

სექციების განლაგება

👉 ვინაიდან, ინტერიერის დიზაინერის    პროფესია სივრცითი ბალანსის რაციონალურ აღქმას გულისხმობს, სექციების ლოგიკურად განლაგების საკითხს უდავოდ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მიუდგეთ. 
  • რეზიუმეს სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
    • სახელი და გვარი
    • პროფესიული სათაური
    • ტელეფონის ნომერი
    • ელექტრონული ფოსტის მისამართი
    • პორტფოლიოს ბმული
    • ადგილმდებარეობა 
  • პროფესიული შეჯამება
  • სამუშაო გამოცდილება
  • ხისტი და რბილი უნარები
  • დამატებითი სექციები (უცხო ენები, კომპიუტერული პროგრამები, ტრენინგები და კურსები, Სერთიფიკატები, მიღწევები, Ჰობები და ინტერესები)

CV-ს ოპტიმალური ფორმატი

რეზიუმეს მომზადებისას, დამსაქმებლისთვის ინფორმაციის წარსადგენად 3 ძირითადი ტიპის ფორმატი გამოიყენება. მოდით განვიხილოთ რა განასხვავებს მათ ერთმანეთისგან და რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი:

  • ქრონოლოგიური ფორმატი – მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანებისთვისაა შესაფერისი. ის თქვენს სამუშაო გამოცდილებასა და მიღწევებს ქრონოლოგიურად, უახლოესი დროიდან წარსულისკენ განალაგებს და დამსაქმებლს თქვენი პროფესიონალიზმის წარმოჩენის საფუძველზე ეხმარება გადაწყვეტილების თქვენს სასარგებლოდ მიღებაში. 
  • ფუნქციური ფორმატი – მთავარ აქცენტს ინტერიერის დიზაინერისთვის საჭირო უნარების თვალსაჩინოდ წარმოჩენაზე აკეთებს. შესაბამისად, თუ თქვენ ახლახანს დაასრულეთ სწავლა და პროფესიულ გამოცდილებას არ ფლობთ, ფუნქციური ფორმატი გონივრული არჩევანია თქვენთვის.
  • შერეული ფორმატი – შესაფერისია მათთვის, ვისაც აქცენტის გაკეთება პროფესიისთვის რელევანტურ უნარებსთან ერთად განათლებასა და პროფესიულ გამოცდილებაზეც სურს.

ინტერიერის დიზაინერი CV

სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

👇 გთავაზობთ ნიმუშს, რომელიც თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ეფექტურად წარმოაჩენს და დამსაქმებელს თქვენთან დასაკავშირებლად საჭირო ყველა მნიშვნელოვან დეტალს სათანადო სიცხადით გაუზიარებს. 

✔️ კარგი სათაურის ნიმუში
სალომე შუბითიძე
ინტერიერის დიზაინერი
+995 555 123 123
shubitidze_salome@email.com
Instagram.com/in/salomeshubitidze
თბილისი, საქართველო
❌ ცუდი სათაურის ნიმუში
შუბითიძე სალომე
+995 555 123 123
salomka1995@email.com
Facebook.com/in/salomeshubitidze
საქართველო, თბილისი, სააკაძის ქუჩა 21ა

ინტერიერის დიზაინერის სამუშაო გამოცდილება

ინტერიერის დიზაინერი CV

🔎 პროფესიონალური გამოცდილების სექცია CV-ის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რეზიუმეს ამ ნაწილში საკუთარი თავის პრეზენტაცია განსაკუთრებული მონდომებითა და ყურადღებით შეძლოთ. სტაჟიორის CV-ისგან განსხვავებით ინტერიერის დიზაინერის რეზიუმე შესაძლებლობას გაძლევთ ფრთები გაშალოთ და სრულფასოვნად წარმოაჩინოთ თქვენი კონკურენტული უპირატესობა.  

👇 თვალსაჩინოებისთვის, ინტერიერის დიზაინერის  სამუშაო გამოცდილების აღწერის ორ მაგალითს გთავაზობთ:

მაგალითი 1

ინტერიერის დიზაინერი
მულტიბრენდული შოურუმი “დემასი”
თბილისი, საქართველო
სექტემბერი 2017 – ივლისი 2021

  • კომპანიის საპროექტო დოკუმანეტაზიაზე მუშაობა და ნახაზების შექმნა;
  • 3D და 2D ვიზუალების დამზადება ინტერიერისთვის;
  • არსებული მონახაზების დასახვეწად დამკვეთთან კომუნიკაცია;
  • საპრეზენტაციო ვიზუალიზაციის მომზადება.
მაგალითი 2

ინტერიერის დიზაინერი
კომპანია „საფარელი“
თბილისი, საქართველო
იანვარი 2018 – მაისი 2021

  • კონცეფციის შემუშავება და აზომვითი ნახაზების შედგენა;
  • ინტერიერის 3D ვიზუალიზაცია;
  • დიზაინ-პროექტის ალბომის მომზადება;
  • პროექტების წინასწარ განსაზღვრული ვადების კონტროლი და პროგრესის ანგარიშის მომზადება.

ინტერიერის დიზაინერი CV

განათლების სექცია ინტერიერის დიზაინერის  CV-ში 

ინტერიერის დიზაინის შექმნა შემოქმედებითი პროცესია, რომელიც გამორჩეულ ნიჭთან და ავთენტურ ხედვასთან ასოცირდება. თუმცა, თავდაყოლილ შემოქმედებითობასთან ერთად, ამ პროფესიის მქონე ადამიანებისთვის მაღალი ხარისხის პროფესიულ განათლებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

🔎 მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინერის პროფესია პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხთან ასოცირდება, თარჯიმნის CV-ისგან განსხვავებით, ინტერიერის დიზაინერის რეზიუმე ლიცენზიის მითითებას არ საჭიროებს. 

👇 თვალსაჩინოებისთვის ორი რელევანტური მაგალითი განვიხილოთ:

მაგალითი 1

ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სამაგისტრო პროგრამა, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო (2010 – 2012) 
არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო (2006 – 2010)

მაგალითი 2

ინტერიერის დიზაინის პროფესიული კურსი
ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2012 წლის სექტემბერი – 2016 წლის დეკემბერი
ძირითადი კურსები:

  • სივრცის კონცეფცია, მისი ანალიზი და ეფექტური დაგეგმვა;
  • გეგმის სწორედ დახაზვა არქიკადში; 
  • მუდ ბორდსა და ფოტოშოპში ოთახის კოლაჟის შექმნა;
  • მასალები, განათება და ფერი ინტერიერში;
  • ავეჯი და მისი სივრცეში განაწილება;
  • პროექტის ტექნიკურად გამართვა და ეფექტური პრეზენტაცია.

ინტერიერის დიზაინერი CV

ინტერიერის დიზაინერის  უნარ-ჩვევები

👉 უნარების სექცია ვაკანტური პოზიციის აღწერაში მითითებულ საკვანძო სიტყვებს უნდა ეხმიანებოდეს და ხისტ უნარებთან ერთად რბილ უნარებსაც უნდა მოიცავდეს. 

ხშირად პროფესიისთვის რელევანტური ხისტი უნარები იმ კომპიუტერულ პროგრამებსაც აერთიანებს რომელთა გარეშე პროფესიული წარმატების მიღწევა შეუძლებელია. 

ხისტი უნარები

  • Adobe InDesign
  • Adobe Photoshop
  • Adobe Illustrator
  • Corel Draw 
  • ArchiCad
  • 3Ds Max
  • SketchUp Pro

რბილი უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა
  • ენერგიულობა, შედეგზე ორიენტაცია
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა.

პროფესიული შეჯამება

შთამბეჭდავი პროფესიონალური შეჯამების დასაწერად მნიშვნელოვანია გონივრულად შეაფასოთ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნები და ეფექტურად შეუსაბამოთ მას თქვენი პროფესიული პროფილი.

✔️ შეჯამების სწორი მაგალითი
7 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ინტერიერის დიზაინერი, რომელიც მაღალი ეთიკური სტანდარტის შესაბამისად ქმნის ინტერიერის ავთენტურ კონცეფციას. ფერების ფსიქოლოგიის ღრმა საფუძვლების ცოდნა უნიკალური ხელწერის შექმნაში მეხმარება, პროფესიისთვის რელევანტური კომპიუტერული პროგრამები (Corel Draw, ArchiCad, 3Ds Max და სხვ.) კი დამკვეთის იდეებს ასხამს ფრთებს და მათ სრულ კმაყოფილებას უზრუნველყოფს. 
❌ შეჯამების არასწორი მაგალითი
ინტერიერის დიზაინში 10 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელიც კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ეძებს!

ინტერიერის დიზაინერი CV

დამატებითი სექციები 

ჩვენ მიერ რეკომენდირებული დამატებითი სექციები მეტ მრავალფეროვნებას შესძენს თქვენს რეზიუმეს. ამ ინფორმაციის CV-ში წარმოდგენით წარმატებისკენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ.

  • უცხო ენებიუცხო ენების სექციის მომზადებისას დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ მითითებული დონე ენის ცოდნის ხარისხს ობიექტურად ასახავს. თავდაპირველად, მიუთითეთ ენა, რომელსაც ყველაზე უკეთ ფლობთ, შემდეგ კი ჩამონათვალი სხვა ენებით განაგრძეთ.
  • კომპიუტერული პროგრამებიინტერიერის დიზაინერის პროფესია კომპიუტერულ პროგრამებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. რეზიუმეს ეს ნაწილი პროფესიისთვის რელევანტურ ისეთ პროგრამებს შეიძლება მოიცავდეს, როგორიც Adobe Photoshop, Adobe Illustrator და Autodesk AutoCAD-ია.
  • ტრენინგები და კურსებიდამსაქმებლის ყურადღების მისაქცევად აპრობირებული მეთოდი რეზიუმეში ტრენინგებისა და კურსების სექციის დამატებაა.   დამატებითი სექციის სახით ამ ინფორმაციის რეზიუმეში წარმოდგენა კონკრეტული ცოდნის მიღების საფუძველზე წარმოაჩენს თქვენს პროფესიონალიზმს.
  • Სერთიფიკატებისერთიფიკატების სექციის მომზადებას, სასურველია სერთიფიკატის გამცემ ორგანიზაციასთან ერთად მისი მიღების თარიღიც წარმოადგინოთ. ინფორმაციის წარმოდგენისადმი ამგვარი მიდგომა თქვენს პროფესიონალიზმს გაუსვამს ხაზს და დამსაქმებელს თქვენს კომპეტენციაში კიდევ ერთხელ დაარწმუნებს. 
  • მიღწევებიმიღწევების სექცია ყველაზე უკეთ წარმოაჩენს თქვენს შესაძლებლობებს. ეს ერთგვარი ხელშესახები მტკცებულებაა, რომელიც დამსაქმებელს თქვენი კონკურენტული უპირატესობის მკაფიოდ აღქმაში ეხმარება.

შეჯამება: რა უნდა გახსოვდეთ ინტერიერის დიზაინერის    რეზიუმეს შედგენისას

  • დაკვირვებით გაეცანით სასურველი პოზიციის აღწერას და სათანადო ყურადღება დამსაქმებლის მიერ მითითებულ პროფესიულ ტერმინებს მიაქციეთ. 
  • რეზიუმეს მომზადებისას ყურადღება მხოლოდ პროფესიისთვის რელევანტურ ინფორმაციაზე გაამახვილეთ. 
  • ინტერიერის დიზაინერისთვის საჭირო უნარებზე საუბრისას თანაბარი მნიშვნელობით წარმაჩინეთ როგორც ხისტი, აგრეთვე რბილი უნარები
  • საუკეთესო შემთხვევაში, სამუშაო გამოცდილების მრავალფეროვანი პრეზენტაციისთვის, ინტერიერის დიზაინერის CV პროფესიული პორტფოლიოს ბმულსაც უნდა მოიცავდეს. 
  • ეცადეთ რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია თანმიმდევრობით განალაგოთ და მათ შორის ლოგიკური ბმა შეინარჩუნოთ. 
  • რეზიუმე გრამატიკული წესების დაცვით უნდა შექმნათ. შინაარსობრივად გამართული რეზიუმე აუცილებლად დააინტერესებს დამსაქმებელს და მას პოზიტიურად განაწყობს თქვენდამი.

არ დაგავიწყდეთ სამოტივაციო წერილის მნიშვნელობა

სამოტივაციო წერილი თქვენს რეზიუმეს  მეტ მრავალფეროვნებას შესძენს და შესაძლებლობას მოგცემთ კმაფიოდ წარმოაჩინოთ ვაკანტური პოზიციისადმი თქვენი ინტერესი. 

სამოტივაციო წერილში თქვენს პროფესიულ მიღწევებთან ერთად, გამოცდილება და სამომავლო გეგმებიც შეგიძლიათ მიმოიხილოთ. ამ რჩევების პრაქტიკული პრეზენტაციისთვის, გირჩევთ სტუდენტის სამოტივაციო წერილს გადახედოთ. ამ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია  მკაფიო წარმოდგენას შეგიქმნით იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოავლინოთ მოტივაცია ეფექტურად.

🎁 ვფიქრობთ, ჩვენი სტატია დაუსრულებელი იქნება თუ ფინალურ რჩევას არ გაგიზიარებთ და ინტერიერის დიზაინერის    იდეალური რეზიუმეს შესაქმნელად საჭირო ჩვენი რეზიუმეს საუკეთესო მაგალითებსა და შაბლონებს არ გაგიზიარებთ! 

დარწმუნებული ვართ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ მიერ რეკომენდირებული ეს ინტელექტუალური რესურსები თქვენი შთაგონების წყაროდ იქცევა! 

კითხვები და პასუხები

1. შემიძლია ინტერიერის დიზაინერის  პოზიცია შესაბამისი განათლების გარეშე დავიკავო? 

ინტერიერის დიზაინერს დამსაქმებლის წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. შესაბამისად, შედეგზე ორიენტირებული სხვა პროფესიის მქონე ადამიანების მსგავსად, ინტერიერის დიზაინერებსაც ესაჭირდებათ სპეციალიზებული განათლება. თუმცა, ამაში მხოლოდ უმაღლესი განათლება კი არა, მოკლე ვადიანი სასწავლო პროგრამებიც იგულისხმება. 

2. რა უნდა გავითვალისწინოთ ინტერიერის დიზაინერის რეზიუმეში ჰობებისა და ინტერესების წარმოდგენისას?

ეცადეთ რეზიუმეში წარმოდგენილი თქვენი ინტერესები გარკვეულწილად ინტერიერის დიზაინერის პროფესიასთან იყოს ლოგიკურ ბმაში. საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლოა ინტერესები ფერების ფსიქოლოგიას, ფერწერასა და ხელოვნების ისტორიას მოიცავდეს.

მსგავსი სტატიები

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...

ფინანსური ანალიტიკოსი CV: დეტალური გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ფინანსური ანალიტიკოსი CV: დეტალური გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ეკონომიკურად განვითარებულ მსოფლიოში ფინანსური ანალიტიკოსის პროფესია ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად პროფესიათა რიცხვს...