დიასახლისი CV: როგორ უნდა შექმნათ მომგებიანი რეზიუმე ნაბიჯ-ნაბიჯ

არსებობს პროფესიები, რომლებიც ადამიანის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად ცვლიან. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია დიასახლისის პოზიციასაც, რომელიც სცილდება სივრცის ზედაპირულ მოწესრიგებას და სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებით უზრუნველყოფს ადამიანების კეთილდღეობასა და კომფორტს. 

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები

დიასახლისების უნარი, გარდაქმნან ქაოტური გარემო მიმზიდველ სივრცედ, ამ პროფესიის მქონე ადამიანებს სფეროს ყველაზე მოთხოვნად კადრებად აქცევს. თუმცა, კონკურენტულ გარემოში თავის დასამკვიდრებლად და სასურველი პოზიციის დასაკავებლად, მნიშვნელოვანია შექმნათ დიასახლისის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს შესაძლებლობებს.

🎁 ვიმედოვნებთ, რომ მოცემული სტატია პრაქტიკული რჩევებისა და რეკომენდაციების თქვენთვის გაზიარების გზით შეიტანს განსაკუთრებულ წვლილს თქვენი პროფესიული წარმატების საქმეში.

დიასახლისი CV

Სარჩევი

დიასახლისი CV: მაგალითი

👇 წარმოგიდგენთ დიასახლისის CV-ს ნიმუშს, რომელიც დაგეხმარებათ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თქვენი კვალიფიკაცია.

ირმა ასლანიძე
დიასახლისი
+995 555 123 321
aslanidze_irma@email.com
თბილისი, საქართველო

პროფესიული შეჯამება
“კერძო დაწესებულებებში მუშაობის 5 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე გამოცდილი დიასახლისი. ეფექტურად ვიყენებ თანამედროვე საწმენდ აღჭურვილობებს და საუკეთესოდ ვფლობ როგორც ხის, აგრეთვე მინისა და უჟანგავი ფოლადის ზედაპირის დამუშავების ტექნიკებს.”

სამუშაო გამოცდილება
დიასახლისი
სასტუმრო “ეპიზოდ ჰოტელს”
აპრ 2018 – აგვ 2023

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად ვასუფთავებდი ოთახებს;
  • აღვრიცხავდი დაზიანებულ ნივთებს;
  • კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების საფუძველზე ვასრულებდი ჰიგიენურ პროცედურებს.

რეკომენდატორი:
თამარ ბურდული
ტელეფონი: +995 599 167 167

განათლება
დამლაგებლის პროფესიის შემსწავლელი კურსი
პროფესიული განათლების აკადემია ,,ერისიმედი”, თბილისი, საქართველო
2018 წლის ივნისი – 2019 წლის დეკემბერი

შესაბამისი კურსები:

  • ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესები;
  • სხვადასხვა ზედაპირისა და მასალის დასუფთავების ტექნიკა;
  • საწმენდი აღჭურვილობებისა და ხელსაწყოების გამოყენება;
  • ლაქების მოცილების ტექნიკა.

ტრენინგები და კვალიფიკაცია

  • კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგი თემაზე “სასტუმროს დასუფთავების მენეჯმენტი” (2023);
  • ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემიის პრაქტიკული ტრენინგი თემაზე  “ოთახის დასუფთავების სტანდარტები” (2022);
  • სერვისის განვითარების სამსახურის ტრენინგი თემაზე “უსაფრთხოების პროტოკოლები” (2021).

ჰობები და ინტერესები

  • კულინარია
  • მებაღეობა
  • ინტერიერის დიზაინი

უნარები

  • ზედაპირული დასუფთავების ტექნიკა
  • საწმენდი აღჭურვილობის ეფექტური გამოყენება
  • ლაქების ეფექტურად მოცილების მეთოდები
  • უსაფრთხოების პროტოკოლების, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა
  • პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება
  • სტრესულ გარემოში მუშაობა
  • პრობლემის გადაჭრის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური (B1)

დიასახლისი CV

დიასახლისების ხელფასი და დასაქმების პერსპექტივა საქართველოში 2023 წელს

💡 ფაქტი: World Salaries-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დიასახლისის ყოველწლიური ანაზღაურება საქართველოში 23,140 ლარს შეადგენს.
👉 დასუფთავების სერვისებზე მუდმივი მოთხოვნის გამო, საქართველოში, დასაქმების შესაძლებლობები დამლაგებელი ქალბატონებისთვის სტაბილურად მზარდია და პერსონალურ შეთავაზებებთან ერთად კომერციულ გარემოში დასაქმებასაც გულისხმობს. მაგალითად, სასტუმროებში, ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სკოლებში.

Შექმენით დიასახლისის რეზიუმე ნაბიჯ-ნაბიჯ

დიასახლისის დამაჯერებელი რეზიუმეს შექმნა შესაბამისი უნარების, გამოცდილებისა და პიროვნული თვისებების ეფექტურად წარმოჩენას გულისხმობს.

👇 პოზიციასთან შესაბამისობის ეფექტურად წარმოსაჩენად გთავაზობთ რამდენიმე ღირებულ რჩევას.

  • რეზიუმე დაიწყეთ მკაფიო სათაურით:შექმენით ობიექტური სათაური, რომელიც ლაკონურად გამოხატავს თქვენს ენთუზიაზმს პოზიციის მიმართ. აგრეთვე, წარმოაჩინეთ თქვენი მზაობა შეინარჩუნოთ სუფთა და ორგანიზებული გარემო.
  • ხაზგასმით აღნიშნეთ როგორც ტექნიკური, აგრეთვე, ინტერპერსონალური უნარები:დასუფთავების სხვადასხვა მეთოდთან დაკავშირებულ ცოდნასთან ერთად, დეტალურად აღწერეთ აღჭურვილობისა და დასუფთავებისთვის საჭირო ქიმიკატების გამოყენების შესაძლებლობაც. ყურადღება გაამახვილეთ ისეთ უნარებზე, როგორიცაა დეტალებისადმი ყურადღება, დროის მენეჯმენტი და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • რეზიუმესთვის შეარჩიეთ მარტივი და იოლად აღსაქმელი ფორმატი:რეზიუმეში გამოიყენეთ პუნქტები და ლაკონური წინადადებები. მოარგეთ თქვენი განცხადება კონკრეტულ ვაკანსიას და სამუშაოს აღწერისას  საკვანძო სიტყვები გამოიყენეთ.
  • შეცდომების აღმოსაფხვრელად გულდასმით გადაიკითხეთ რეზიუმე:გრამატიკული და ორთოგრაფიული წესების დაცვით შემუშავებული რეზიუმე მნიშვნელოვნად გამოგარჩევთ სხვა აპლიკანტებისგან და დიასახლისის პოზიციისადმი თქვენს შესაბამისობასაც ეფექტურად წარმოაჩენს.

დიასახლისი CV

სექციების განლაგება

👉 დიასახლისის რეზიუმეში წარმოდგენილი სექციების თანმიმდევრული განლაგება მარტივ ნავიგაციას უზრუნველყოფს და დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად გაითავისოს თქვენი პროფესიული კომპეტენცია.
  • სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია:
    • სახელი და გვარი
    • პროფესიული სათაური
    • ტელეფონის ნომერი
    • ელ-ფოსტა
    • ადგილმდებარეობა
  • პროფესიული შეჯამება
  • სამუშაო გამოცდილება
  • პროფესიული განათლება
  • დიასახლისის პროფესიისთვის რელევანტური უნარ-ჩვები
  • დამატებითი სექციები (Ძირითადი მიღწევები, ტრენინგები და კვალიფიკაცია, Რეკომენდატორები, Ჰობები და ინტერესები, უცხო ენები).

მისაღები ფორმატი

👉 დიასახლისის რეზიუმესთვის რელევანტური ფორმატის შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძლიერი პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად.

Წარმოგიდგენთ სამ ძირითად ფორმატს, რომელიც პროფესიონალურირ რეზიუმეების შესაქმნელად გამოიყენება:

  • ქრონოლოგიური ფორმატი – ეფექტურად წარმოაჩენს კარიერულ ევოლუციას. ის ხაზს აპლიკანტის სამუშაო ისტორიასთან ერთად მის წინსვლასაც უსვამს და პროფესიისთვის რელევანტურ გამოცდილებას საუკეთესოდ წარმოაჩენს. ქრონოლოგიური ფორმატი პოტენციურ დამსაქმებელს გააცნობიერონ თქვენი გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების ტრაექტორიის განსაზღვრაში ეხმარება.
  • ფუნქციური ფორმატი – მკაცრი ქრონოლოგიური თანმიმდევრობის ნაცვლად მთავარ აქცენტს პროფესიისთვის რელევანტური უნარებისა და კვალიფიკაციის წარმოჩენაზე აკეთებს. ეს ფორმატი იდეალურია ისეთი  კვალიფიკაციების წარმოსაჩენად, როგორიც დასუფთავების ტექნიკა და უსაფრთხოების პროტოკოლების ცოდნაა.
  • შერეული ფორმატი – ქრონოლოგიური და ფუნქციური ფორმატების ძლიერ მხარეებს აერთიანებს. შერეული ფორმატისთვის დამახასიათებელი დაბალანსებული მიდგომა ეფექტურად ასახავს როგორც თქვენს კვალიფიკაციას, აგრეთვე, სამუშაო გამოცდილებას და საუკეთესოდ წარმოაჩენს პროფესიისთვის რელევანტურ უნარებსა და მიღწევებს.

დიასახლისი CV

სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია სრულყოფილად უნდა მოიცავდეს თქვენთან დაკავშირებულ ყველა იმ პირად და აუცილებელ მონაცემს, რომელიც  დამსაქმებელს თქვენთან დაკავშირებაში დაეხმარება.

✔️ კარგი სათაურის მაგალითი
ირმა ასლანიძე
დიასახლისი
aslanidze_irma@email.com
+995 555 123 123
თბილისი, საქართველო
❌ ცუდი სათაურის მაგალითი
ირმაკო ასლანიძე
+995 555 123 321
5 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე დიასახლისი (2018 წლის 12 აგვ – 2023 წლის 20 აგვ)

Როგორ უნდა წარმოადგინოთ სამუშაო გამოცდილება

🔎 საინტერესოა, რომ თუ პროფესიული წარმატების გზაზე დამრიგებლის CV მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებასა და მათი აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, დიასახლისის რეზიუმე სანიტარულ-ჰიგიენური წესების სამუშაო პროცესში ეფექტურ ინტეგრირებაზე ამახვილებს ყურადღებას.

👉 წარმოგიდგენთ დიასახლისისთვის რელევანტური სამუშაო ისტორიის აღწერის ორ მაგალითს:

მაგალითი 1

დიასახლისი
სასტუმრო “ეპიზოდ ჰოტელს”
აპრ 2018 – აგვ 2023

  • ოთახების დასუფთავება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად
  • ტერიტორიის ყოველდღიურად დასუფთავება კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და ამ პროცედურების გათვალისწინებით მოვალეობის შესრულება.
მაგალითი 2

დიასახლისი
განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC)
ოქტ 2018 – აგვ 2021

  • იატაკების დამუშავება, ნიჟარების წმენდა და სველი წერტილის დეზინფიცირება;
  • ინვენტარის დარეცხვა, ჭერის გამანათებელი საშუალებებისა და შუშების წმენდა;
  • ფარდებისა და ჟალუზების რეცხვა და დასაქმების ცენტრის სივრცის მოწესრიგება/დალაგება.

დიასახლისი CV

Პროფესიული განათლების მნიშვნელობა

🔎 ზოფიერთი პროფესიის მიზნის რაციონალური გააზრება ცხადყოფს, რომ ხშირად აკადემიური კვალიფიკაცია რეზიუმეს უკანა პლანზე ინაცვლებს და ასპარეზს პრაქტიკულ გამოცდილებას უთმობს. მაგალითად, მოდელის CV-ის მსგავსად, დიასახლისის რეზიუმეც, მთავარ აქცენტს პროფესიისთვის რელევანტურ უნარებსა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე აკეთებს.

მაგალითი:

დამლაგებლის პროფესიის შემსწავლელი კურსები
პროფესიული განათლების აკადემია ,,ერისიმედი”, თბილისი, საქართველო
2018 წლის ივნ – 2019 წლის აგვ

შესაბამისი კურსები:

  • უსაფრთხოების პროტოკოლები;
  • ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესები;
  • სხვადასხვა ზედაპირისა და მასალის დასუფთავების ტექნიკა;
  • საწმენდი აღჭურვილობებისა და ხელსაწყოების გამოყენება;
  • ლაქების მოცილების ტექნიკა.

დიასახლისისთვის საჭირო უნარ-ჩვევები

უნარების სექცია დიასახლისის პროფესიისთვის რელევანტური შესაძლებლობების მოკლე მიმოხილვას წარმოადგენს და კონკრეტული პოზიციის შესაბამისად, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსხვავებულ ასპექტზე კონცენტრირდება.

🔎 მაგალითად, თუ კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლის CV მთავარ აქცენტს ეფექტურ კომუნიკაციასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებზე აკეთებს, დიასახლისის რეზიუმე ისეთ უნარებზე კონცენტრირდება, როგორიც მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება და სანდოობაა.

ხისტი უნარები

  • ზედაპირული დასუფთავების ტექნიკა (მაგ., მინა, ხე, უჟანგავი ფოლადი)
  • საწმენდი აღჭურვილობის ეფექტური გამოყენება
  • ლაქების ეფექტურად მოცილების მეთოდები
  • დროის მენეჯმენტი
  • უსაფრთხოების პროტოკოლების ცოდნა
  • დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა დასუფთავებისას
  • ჯანმრთელობისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა

რბილი უნარები

  • პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება
  • სტრესულ გარემოში მუშაობა
  • პრობლემის გადაჭრის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • საიმედოობა

დიასახლისი CV

პროფესიული შეჯამება

პროფესიული შეჯამების ნაწილი აყალიბებს ტონს, რომელიც ეფექტურად წარმოაჩენს კანდიდატის როლთან შესაბამისობას. აქ წარმოდგენილი ინფორმაცია პოტენციურ დამსაქმებელს წაახალისებს მეტი ინტერესით გაეცნოს კანდიდატის კვალიფიკაციას.

👇 ქვემოთ მოცემულია დიასახლისის რეზიუმესთან დაკავშირებული პროფესიონალური შეჯამების სწორი და არასწორი მაგალითები:

✔️ რეზიუმეს შეჯამების სწორი მაგალითი
კერძო დაწესებულებებში მუშაობის 5 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე დიასახლისი. ეფექტურად ვიყენებ თანამედროვე საწმენდ აღჭურვილობებს და საუკეთესოდ ვფლობ როგორც ხის, აგრეთვე მინისა და უჟანგავი ფოლადის ზედაპირის დამუშავების ტექნიკას.
❌ რეზიუმეს შეჯამების არასწორი მაგალითი
ყოველთვის როდესაც საძიებო სივრცეში ჩემთვის სასურველი განცხადების ბმულზე გადავდივარ, ვაკანსიის აღწერის ნაცვლად მხვდება წარწერა: განცხადება რომელსაც ეძებთ არ არსებობს ან აღარ არის ხელმისაწვდომი ვადის გასვლის გამო.

თითქოს ჩემი წარუმატებლობის თანმდევ ფრაზად იქცა სიტყვები: განცხადება რომელსაც ეძებთ არ არსებობს ან აღარ არის ხელმისაწვდომი ვადის გასვლის გამო. თუმცა, ხანგრძლივი ძიების შემდეგ დადგა მომენტი, როდესაც აქტიური ვაკანსია მოვიძიე! ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება თქვენს მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია, ამიტომ მზად ვარ ეფექტურად უზრუნველვყო თქვენი კომპანიის სისუფთავე და წესრიგი!

დამატებითი სექციები

🎁 ჩვენ მიერ რეკომენდირებული დამატებითი სექციების დიასახლისის რეზიუმეში განთავსება ვაკანტურ პოზიციასთან თქვენს შესაბამისობას ეფექტურად წარმოაჩენს.
  • Ძირითადი მიღწევებიძირითადი მიღწევების რეზიუმეში დემონსტრირება საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს პროფესიონალიზმს. ძირითადი მიღწევების სექციამ შესაძლოა თქვენი რეზიუმე მეტად დამაჯერებელი და დასამახსოვრებელი გახადოს.
  • ტრენინგები და კვალიფიკაციატრენინგებისა და კვალიფიკაციის სექცია პროფესიული სრულყოფილებისადმი თქვენს ერთგულებას ეფექტურად წარმოაჩენს. დასუფთავების ტექნიკის, უსაფრთხოების პროტოკოლებისა და სპეციალიზებული აღჭურვილობების გამოყენების შესაძლებლობა დამსაქმებელს დაარწმუნებს, რომ პროფესიით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტურად შესრულება შეგიძლიათ.
  • Რეკომენდატორებირეკომენდატორებთან დაკავშირებული ინფორმაციის რეზიუმეში წარმოდგენა მეტ სანდოობას შემატებს თქვენს კანდიდატურას და დამსაქმებელს დაარწმუნებს, რომ თქვენთვის დაკისრებულ პროფესიულ ფუნქცია-მოვალეობებს საუკეთესოდ ართმევთ თავს.
  • Ჰობები და ინტერესებიამ სექციაში წარმოდგენილი, პროფესიისთვის რელევანტური ისეთი ინტერესები, როგორიცაა, კულინარია, მებაღეობა და ინტერიერის დიზაინი, აპლიკანტის პიროვნებისა და სამუშაო გარემოსთან მისი თავსებადობის აღსაქმელად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
  • უცხო ენებიიქნება ეს დასუფთავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციების გააზრება თუ კლიენტების საჭიროებების მათი პრეფერენციების შესაბამისად დაკმაყოფილება, უცხო ენების ცოდნა შესაძლებლობის დამატებით განზომილებას ქმნის და მნიშვნელოვნად ზრდის თქვენს პროფესიულ ღირებულებას.

შეჯამება: ძირითადი რჩევები დიასახლისის CV-სთვის

  • რეზიუმე მკაფიო სათაურით დაიწყეთ და ლაკონურად გამოხატეთ პოზიციის მიმართ თქვენი ინტერესი.
  • რეზიუმეში ხაზგასმით წარმოადგინეთ როგორც ტექნიკური, აგრეთვე ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები.
  • პროფესიული გამოცდილების სექციაში კომპანიის დასახელებასთან ერთად, ძირითადი მოვალეობების ჩამონათვალიც წარმოაჩინეთ.
  • გამოიყენეთ პუნქტები და ლაკონური წინადადებები. კონკრეტულ ვაკანსიასთან ერთად თქვენი CV პროფესიისთვის რელევანტურ საკვანძო სიტყვებსაც მოარგეთ.

არ დაგავიწყდეთ სამოტივაციო წერილის დაწერა!

📌 რჩევა: დიასახლისის რეზიუმეს მომზადების შემდეგ, სასურველია თქვენს შინაგან მოტივაციაზე დაფიქრდეთ და ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილის მეშვეობით აჩვენოთ დამსაქმებელს ვაკანტური პოზიციისთვის რაოდენ შესაფერისი კანდიდატი ხართ.
🎁 პროფესიული წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად შექმნილი ჩვენი რეზიუმეს მაგალითები თქვენთვის სასურველი პოზიციის დაკავებაში დაგეხმარებათ! რეზიუმეს ფორმატთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას კი, გირჩევთ ჩვენი საუკეთესო შაბლონების განყოფილებას ეწვიოთ. წარმატებას გისურვებთ!

კითხვები და პასუხები

1. საჭიროა დიასახლისის რეზიუმეში ფოტოს წარმოდგენა?

დასაქმების პროცესი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით უნდა ხორციელდებოდეს, სწორედ ამიტომ, გირჩევთ რეზიუმეში ფოტოს წარმოდგენისგან თავი შეიკავოთ.

2. მიზანშეწონილია დიასახლისის რეზიუმეში საშუალო განათლების შესახებ ინფორმაციის მითითება?

რეზიუმეში საშუალო განათლების შესახებ ინფორმაციის მითითება მხოლოდ მაშინაა გამართლებული თუ უმაღლესი განათლება არ გაქვთ მიღებული.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...