დამრიგებლის CV: საუკეთესო გზამკვლევი განათლების სფეროში მუშაობის დასაწყებად

თუ მოსწავლეებთან ურთიერთობა აღგაფრთოვანებთ და პიროვნული განვითარების გზაზე  მათი თანამგზავრობის იდეა გხიბლავთ, დამრიგებლის პროფესია იდეალური არჩევანია თქვენთვის! 

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

დამრიგებლის პროფესიის უნიკალურობა მის უნივერსალურობაში მდგომარეობს და მოსწავლეების სრული პოტენციალის გამოვლენასთან ერთად მათი კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობასაც გულისხმობს.

კონკურენტული სამუშაო გარემო ცხადყოფს, რომ კვალიფიციურ დამრიგებლებზე მოთხოვნა სულ უფრო მეტად იზრდება. სწორედ ამიტომ, საჭიროა შექმნათ დამრიგებლის CV, რომელიც თქვენს კვალიფიკაციასა და გამოცდილებას სათანადოდ წარმოაჩენს.

დამრიგებელი CV

ამ სტატიაში საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე განვიხილავთ თუ როგორ უნდა შექმნათ მაღალი ხარისხის რეზიუმე და მოგაწვდით ღირებულ რჩევებს, რომლებიც განსაკუთრებით გამოგადგებათ პროფესიული წარმატებისკენ მიმავალ გზაზე!

Სარჩევი

დამრიგებელი CV: საუკეთესო მაგალითი

👇 წარმოგიდგენთ დამრიგებლის CV-ს ნიმუშს, რომელიც რეზიუმეს შექმნის საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისად წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას:

ნინა მეტრეველი
დამრიგებელი
+995 555 123 321
metreveli.nina@email.com
თბილისი, საქართველო

პროფესიული შეჯამება
“საკუთარ საქმეზე შეყვარებული დაწყებითი საფეხურის დამრიგებელი კერძო სკოლაში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილებით. ჩემი პროფესიული მიზანი მოსწავლეების შემეცნებითი და სოციო-ემოციური განვითარებაა. სრულყოფილად შემიძლია ეფექტური აღმზრდელობითი მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკების ინტეგრაცია საგანმანათლებლო პროცესში.”

სამუშაო გამოცდილება 
დაწყებითი კლასის დამრიგებელი
UG სკოლა
თბილისი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი – 2023 წლის დეკემბერი
ძირითადი მოვალეობები:

  • არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ ვატარებდი სადამრიგებლო საათს და მოსწავლის ასაკის შესაბამისად, სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით ვმუშაობდი მათი უნარების განვითარებაზე;
  • საჭიროების შემთხვევაში, ვხვდებოდი დაინტერესებულ მშობელს და ვაწვდიდი მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
  • სასწავლო წლის ბოლოს,  მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით, მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ვაანალიზებდი სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევებს, გაკვეთილებზე დასწრებასა და ქცევას;
  • მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, ვამზადებდი ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ.

განათლება
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2014 წლის სექტემბერი – 2018 წლის ივნისი

სერთიფიკატები & ტრენინგები

  • 2023 წლის მარტი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის სამთვიანი ტრენინგ-კურსი თემაზე “ინკლუზიური სწავლების პრინციპები”;
  • 2023 წლის თებერვალი – საერთაშორისო განვითარების ცენტრის სასერთიფიკატო კურსი თემაზე “დროის მართვა და ეფექტური კომუნიკაცია”;
  • 2022 წლის დეკემბერი – სმარტ აკადემიის ტრენინგი თემაზე “მოზარდთა განვითარების თავისებურებები და აღზრდისადმი ორიენტირებული მიდგომა”;
  • 2020 წლის ოქტომბერი – მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიერ მონიჭებული უფროსი მასწავლებლის სერტიფიკაცი.

სტიპენდიები, ჯილდოები & პუბლიკაციები

  • მასწავლებლის ეროვნული ჯილდო;
  • „ასწავლე საქართველოს მაღალმთიანეთში“ პროგრამის მონაწილე;
  • თბილისის თავისუფალი სკოლის შემოქმედებითი კონკურსის გამარჯვებული.

ხისტი უნარები

  • საგნის ექსპერტიზა
  • კურიკულუმის შემუშავება და გაკვეთილის დაგეგმვა
  • საკლასო ოთახის მართვის ტექნიკების ცოდნა
  • განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება
  • მოსწავლეთა პროგრესისთვის თვალყურის დევნება
  • ონლაინ სწავლების ტექნიკების ცოდნა
  • პრაქტიკული სამუშაოების დაგეგმვის სტრატეგიები
  • რესურსების ეფექტურად გამოყენება

რბილი უნარები

  • ძლიერი ინტერპერსონალური უნარები
  • კრიტიკული აზროვნება
  • ემპათიურობა
  • კრეატიულობა და ინოვაციურობა
  • ჯგუფური მუშაობა
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • მოთმინება და თანაგრძნობა

კომპიუტერული უნარ-ჩვევები

  • Microsoft Word
  • Microsoft Excel
  • Microsoft Outlook
  • Microsoft Powerpoint
  • Google Sheets
  • Xero

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური – B2
  • ფრანგული – B1

დამრიგებლის პოზიცია ქართულ სკოლებში: მოვალეობები და პასუხისმგებლობები

დამრიგებლის საქმიანობა მოსწავლეების შემეცნებითი და ემოციური განვითარებისკენაა მიმართული და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისთვის სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.

👉 დამრიგებლის პროფესიული მიზანი მოსწავლეების პიროვნული, ზნეობრივი და გონებრივი შესაძლებლობების აღმოჩენა და განვითარებაა. ამ პროფესიის მქონე ადამიანები ახალი თაობის წარმომადგენლებს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და საკუთარი უფლება-მოვალეობების გონივრულად გააზრებაშიც მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს.
🎁 უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლეებთან ერთად, დამრიგებლის პასუხისმგებლობა მშობლებთან ეფექტურ კომუნიკაციაზეც ვრცელდება და მათთვის სკოლის შინაგანაწესის, მოსწავლეთა ეთიკის კოდექსისა და სასწავლო გეგმის გაცნობასაც გულისხმობს.

დამრიგებლის სავარაუდო ანაზღაურება

💡 ფაქტი: პროფესიისთვის განსაზღვრულ სახელფასო ოდენობაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დასაქმებული დამრიგებლის საშუალო ანაზღაურება საათობრივ დატვირთვაზეა დამოკიდებული და 2022 წლის მონაცემებით, საშუალოდ 1500 ლარს შეადგენს.
👉 საქართველოში დასაქმებული დამრიგებლის ანაზღაურება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული როგორც სკოლაში სწავლების გამოცდილებაზე, აგრეთვე პროფესიულ სტატუსსა და აკადემიურ ხარისხზე.

Როგორ უნდა შეადგინოთ დამრიგებლის რეზიუმე

საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მომზადებული დამრიგებლის რეზიუმე  თქვენი ცოდნისა და გამოცდილების საუკეთესო პრეზენტაციაა.

დამრიგებელი CV

👉 რეზიუმეში სწორი აქცენტების გასაკეთებლად წარმოგიდგენთ პრაქტიკულ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებით შეგიძლიათ შექმნათ დამაჯერებელი CV და ეფექტურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები.
  • წარმოაჩინეთ სწავლების თქვენეული ტექნიკა:აღწერეთ თქვენი სწავლების მეთოდოლოგია (მაგ., დიფერენცირებული ან მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება) და ეფექტურად წარმოაჩინეთ თქვენი პროფესიული პრაქტიკა. აგრეთვე, გამოიყენეთ ისეთი რაოდენობრივი მაჩვენებლები, როგორიცაა მოსწავლეთა მიღწევები ან ტესტირების გაუმჯობესებული ქულები.
  • ყურადღება გაამახვილეთ საკვანძო სიტყვებზე:ვაკანტური პოზიციით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და თქვენს პროფესიულ კვალიფიკაციას შორის შესაბამისობის ნათლად წარმოჩენის მიზნით, სასურველია რეზიუმეში სამუშაოს აღწერილობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკვანძო სიტყვები გამოიყენოთ.
  • ყურადღება გაამახვილეთ თქვენს პიროვნულ უნარ-ჩვევებზე:რეზიუმეს მომზადებისას ყურადღება ისეთ პიროვნულ თვისებებზე გაამახვილეთ, როგორიც ეფექტური კომუნიკაცია, დროის მენეჯმენტი, დეტალებზე ორიენტირება და კრეატიული აზროვნებაა.
  • Სრულყოფილად აღწერეთ თქვენი პროფესიული ექსპერტიზა: სამუშაო გამოცდილება თქვენს მრავალწლიან გამოცდილებას და მასთან დაკავშირებულ ფუნქცია-მოვალეობებს ეფექტურად უნდა წარმოაჩენდეს. ამ მიზნით, თქვენი პროფესიული ისტორია საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოადგინეთ.👉 აუცილებლად მიუთითეთ როგორც კომპანიის სახელი, აგრეთვე პოზიციის დასახელება, მუშაობის პერიოდი და პასუხისმგებლობების მოკლე აღწერა.
  • შექმენით რეზიუმეს თანმიმდევრული სტრუქტურა:თქვენი შესაძლებლობებისა და პროფესიული კვალიფიკაციის სრულყოფილად წარმოსაჩენად სასურველია ზედმიწევნით შეავსოთ  CV-ს ყოველი სექცია და სათანადო ინტერვალებთან ერთად კიდეების შესაბამისი სწორებაც უზრუნველყოთ.იმისთვის, რომ მკითხველს ინფორმაციის აღქმა გაუმარტივოთ, მიღწევების, პასუხისმგებლობებისა და უნარების წარმოსადგენად გირჩევთ გამოიყენოთ პუნქტები.
  • ყურადღება მიაქციეთ სტრუქტურასთან დაკავშირებულ ნიუანსებს:გონივრულად ორგანიზებული CV პოტენციური დამსაქმებლის ყურადღებას იოლად მიიპყრობს და თქვენი დასაქმების შანსებსაც მნიშვნელოვნად გაზრდის. ამ მიზნით, დარწმუნდით, რომ თქვენს რეზიუმეში არ ფიქსირდება გრამატიკული შეცდომები.

Სექციების განლაგება

დამრიგებლის რეზიუმეში წარმოდგენილი სექციების იდეალურად განსალაგებლად სასურველია უპირატესობა მარტივად აღქმად და ვიზუალურად საინტერესო ფორმატს მიანიჭოთ. Მიზეზი ის არის, რომ გონივრულად ორგანიზებულ განლაგებას შეუძლია ეფექტურად წარმოაჩინოს თქვენი კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება.

👇 დამრიგებლის CV-ს შექმნისას სასურველია ჩვენ მიერ რეკომენდებულ ფორმატზე შეაჩეროთ არჩევანი:

  • საკონტაქტო ინფორმაცია და პროფესიული სათაური:
    • ელ-ფოსტა;
    • ტელეფონის ნომერი;
    • ადგილმდებარეობა;
  • პროფესიონალური შეჯამება;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • აკადემიური განათლება;
  • ხისტი და რბილის კატეგორიების სახით წარმოდგენილი უნარ-ჩვევები;
  • დამატებითი სექციები (უცხო ენები, კომპიუტერული უნარ-ჩვევები, სერტიფიკატები და ტრენინგები, სტიპენდიები, ჯილდოები და პუბლიკაციები).

CV-ს სტრუქტურირების წესები

რეზიუმეს ეფექტურ სტრუქტურირებას ინფორმაციის აღქმის ხარისხზე არსებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, სასურველ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობის ეფექტურად წარმოსაჩენად მნიშვნელოვანია გონივრულად შეარჩიოთ საუკეთესო ფორმატი.

👇 წარმოგიდგენთ სამი სახის ფორმატს, რომელთაგან თითოეული განსხვავებულ მიზანს ემსახურება და აპლიკანტის კონკრეტულ მიზნებზეა დამოკიდებული.

  • ქრონოლოგიური ფორმატი:საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით უსვამს ხაზს თქვენს პროფესიულ პროგრესს. ფორმატის ეს ტიპი იდეალურია დამრიგებლებისთვის, რომელთაც თანმიმდევრული სამუშაო ისტორიის დემონსტრირებით სურთ წარმოაჩინონ უწყვეტი პროფესიული განვითარების ციკლი.
  • ფუნქციური ფორმატი:ფუნქციური ფორმატი ძირითადად პროფესიულ უნარებსა და კვალიფიკაციაზეა ფოკუსირებული. აღნიშნული ფორმატი დამრიგებლებს საშუალებას აძლევს ხაზი გაუსვან ისეთ ღირებულ კომპეტენციებს, როგორიც საგნობრივი ექსპერტიზა და სწავლების მეთოდოლოგიაა.ფუნქციური ფორმატი ეფექტურია მათთვის, ვისაც სურს ყურადღება სამუშაო ისტორიის ნაცვლად კონკრეტულ უნარებზე გაამახვილოს.
  • შერეული ფორმატი:ქრონოლოგიური და ფუნქციური ფორმატის ელემენტების გაერთიანებით უზრუნველყოფს ბალანსს სამუშაო ისტორიის ჩვენებასა და უნარების ხაზგასმას შორის. შერეული ფორმატი დამრიგებლებს შესაძლებლობას აძლევს თავდაპირველად პროფესიისთვის რელევანტური უნარები წარმოაჩინონ და მხოლოდ ამის შემდეგ მიმოიხილონ სამუშაო გამოცდილება.
🎁 კარიერის ექსპერტების მიხედვით, მასწავლებლების რეზიუმესთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავ ფორმატად ქრონოლოგიური ფორმატი მიიჩნევა. Თუმცა გირჩევთ, სანამ გაადწყვეტილებას მიიღებთ, გაითვალისწინოთ თქვენი პირადი გამოცდილება და უნარები და ვაკანსიის მოთხოვნები.

სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის განყოფილება რეზიუმეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექციაა, რომელიც დამსაქმებელს განხილვის პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების თქვენთვის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

დამრიგებელი CV

👉 დამრიგებლის რეზიუმეს სათაური თქვენს პროფესიულ კვალიფიკაციას ორიოდე სიტყვით უნდა წარმოადგენდეს და თქვენს სახელთან ერთად, პროფესიულ სტატუსს, ლოკაციას, ტელეფონის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტას უნდა მოიცავდეს.
⚠️ გაფრთხილება: დამსაქმებელზე საქმიანი შთაბეჭდილების დატოვების მიზნით, შეეცადეთ სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია შეძლებისდაგვარად ლაკონური იყოს. ნუ გადატვირთავთ მას ისეთი ინფორმაციით, როგორიც საცხოვრებელი მისამართი ან დაბადების თარიღია.
✔️ კარგი სათაურის მაგალითი
ნინა მეტრეველი
დამრიგებელი
+995 555 123 123
metreveli.nina@email.com
თბილისი, საქართველო
❌ ცუდი სათაურის მაგალითი
ნინა მეტრეველი
დაწყებითი კლასების დამრიგებელი
facebook.com/in/ninametreveli
ninik007@email.com
+995 555 123 123
თამარ მეფის გამზირი N17, თბილისი, საქართველო

Საჭიროა ფოტოსურათი დამრიგებლის CV-ში?

განათლების სფეროში საჭირო კადრის სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასებისთვის, კვალიფიკაციაზე, უნარებსა და გამოცდილებაზე ფოკუსირება არსებითად მნიშვნელოვანია.

👉 დამრიგებლის გარეგნობა არ უნდა იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი კანდიდატის კონკურენტული უპირატესობის შეფასებისას. რეზიუმეების განხილვის პროცესი ვიზუალის ნაცვლად ცოდნას, გამოცდილებასა და სწავლების სტრატეგიებს უნდა ეფუძნებოდეს.
⚠️ გაფრთხილება: ფოტოს რეზიუმეში ჩართვამ შესაძლოა სუბიექტური მიკერძოება გამოიწვიოს და ყურადღება თქვენი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასებიდან თქვენს გარეგნობაზე გადაიტანოს.

დამრიგებლის სამუშაო გამოცდილება

სამუშაო ისტორიის სექცია დამსაქმებლის თვალში სათანადო რეპუტაციის შექმნას ემსახურება, ვინაიდან ის თქვენი პროფესიული გამოცდილების მითითებით ადასტურებს თქვენს პროფესიულ ღირსებას.

📌 რჩევა: დამრიგებლის Სამუშაო გამოცდილების აღწერისას სასურველია ყურადღება მხოლოდ იმ ნიუანსებზე გაამახვილოთ, რომელიც ვაკანსიის მოთხოვნებთან იქნება შესაბამისობაში. ამის უკეთ გასააზრებლად წარმოგიდგენთ დამრიგებლის სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებულ ორ  მაგალითს:

მაგალითი 1

დამრიგებელი
ნიუტონის თავისუფალი სკოლა
სექტემბერი 2020 – ივნისი 2023

  • სასკოლო გარემოში წამოჭრილი პრობლემის გადაჭრა;
  • მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა და წარმატებების შესახებ მშობლისთვის ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება;
  • სკოლის შინაგანაწესთან, მოსწავლის ეთიკის კოდექსსა და სასკოლო სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული საკითხების მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის გაცნობა.

მაგალითი 2

დაწყებითი საფეხურის დამრიგებელი
თბილისის 115-ე საჯარო სკოლა
იანვარი 2017 – მაისი 2020

  • სისტემატურად ვატარებდი სადამრიგებლო საათს და მოსწავლის ასაკის შესაბამისად, სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით ვმუშაობდი მათი უნარების განვითარებაზე;
  • მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, ვამზადებდი ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ;
  • ვხვდებოდი დაინტერესებულ მშობელს და ვაწვდიდუ მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
  • სასწავლო წლის ბოლოს,  მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით, მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ვაანალიზებდი სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევებს, გაკვეთილებზე დასწრებასა და ქცევას.

თუ ჯერ არ გიმუშავიათ დამრიგებლად

დამსაქმებელთა უმრავლესობა დამრიგებლის პოზიციაზე განიხილავს ისეთ კანდიდატებსაც, რომელთაც პროფესიისთვის რელევანტური განათლების მიუხედავად ჯერ არ მიუღიათ სამუშაო გამოცდილება.

დამრიგებელი CV

📌 რჩევა: სტუდენტებს, რომელთაც პროფესიული გამოცდილება არ აქვს, თუმცა განათლების სფეროში სურთ კარიერის გაგრძელება, ვურჩევთ CV-ში ისეთ ინფორმაციაზე გაამახვილონ ყურადღება, რომელიც მათ ინტერპერსონალურ უნარებს, აკადემიურ მიღწევებსა და პროფესიულ პოტენციალს წარმოაჩენს.
🎁 ვინაიდან სამუშაო გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, მნიშვნელოვანია თქვენ მიერ მიღებულ საგანმანათლებლო კვალიფიკაციაზე კონცენტრირდეთ და მიღებულ ხარისხთან ერთად შესაბამისი ტრენინგები და სერტიფიკატები წარმოაჩინოთ რეზიუმეში.
👉 გამოცდილების გარდა, დამსაქმებლები უნარ-ჩვევებსაც არანაკლებ ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამიტომ, რეზიუმეში მიუთითეთ ისეთი უნარები, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია, დროის მენეჯმენტი და კრეატიული აზროვნება.

აკდამიური განათლების სექცია დამრიგებლის CV-სთვის

თქვენი, როგორც დამრიგებლის აკადემიურ განათლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ღირებული ფაქტორია თქვენი კვალიფიკაციის შესაფასებლად.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყურადღებით შეავსოთ რეზიუმეს ეს ნაწილი და დარწმუნდეთ, რომ ის სრულფასოვნად წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას.

👇 წარმოგიდგენთ განათლების სექციის აღწერასთან დაკავშირებულ ორ რელევანტურ მაგალითს:

მაგალითი 1

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2014 – 2018)
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო (2007 – 2011)

მაგალითი 2

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
2013 წლის სექტემბერი-2017 წლის დეკემბერი
შესაბამისი კურსები:

  • დაწყებითი საფეხურის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადი კანონზომიერებები;
  • მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და დარგობრივი მახასიათებლები;
  • დაწყებითი საფეხურის ეროვნულო სასწავლო გეგმა;
  • პედაგოგიკურ/ფსიქოლოგიური და საგნობრივი ცოდნა.
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის თვისებურებები;
  • პროფესიული ეთიკა.

დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი სექციები სცილდება ტრადიციულ საგანმანათლებლო გამოცდილებას და დამრიგებლებს საშუალებას აძლევს, ხაზი გაუსვან პროფესიისთვის რელევანტურ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ სხვა კანდიდატებისგან გამოარჩევს.

👉 რეზიუმეს ეს ნაწილი პიროვნული ზრდისა და პროფესიული განვითარებისადმი თქვენს ერთგულებას ნათლად წარმოაჩენს. მეტიც, ეს განყოფილება აჩვენებს თქვენს შემართებას, უარი თქვათ ტრადიციული სწავლების მეთოდებზე და წვლილი საგანმანათლებლო ინოვაციების დანერგვაში შეიტანოთ.

სტატიის შემდგომი ნაწილიც სწორედ დამატებითი სექციების იმ ჩამონათვალს დაეთმობა, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენი, როგორც კვალიფიციური დამრიგებლის კონკურენტულ უპირატესობას.

უცხო ენების ცოდნა

უცხოურ ენებთან შედარებით ქართულ ენაზე სწავლების ინოვაციური მეთოდების მოძიება ბევრად რთულია. შესაბამისად, ენებთან დაკავშირებული კომპეტენცია დამრიგებელს შესაძლებლობას აძლევს ეფექტურად დანერგოს ციფრული ტექნოლოგიები სწავლების პროცესში.

დამრიგებელი CV

👉 გახსოვდეთ, რომ უცხო ენების ცოდნა დამრიგებელს ფართო კულტურულ ცნობიერებას უყალიბებს და ეხმარება საგანმანათლებლო პროცესი მეტად ინკლუზიური გახადოს.

👇 თუ უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს არ ფლობთ, სასურველია უპირატესობა ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ნიმუშს მიანიჭოთ:

  • მშობლიური
  • თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
  • შუალედური დონე (B1)
  • Საბაზისო (A2)

კომპიუტერული უნარ-ჩვევები

📌 რჩევა: თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა  ტრადიციული მეთოდების გამოყენების ნაცვლად უპირატესობას საოფისე პროგრამებში მუშაობას ანიჭებს. შესაბამისად, კომპიუტერული უნარ-ჩვევების რეზიუმეში წარმოჩენა დაგეხმარებათ  ეფექტურად გაუსვათ ხაზი თქვენს კვალიფიკაციას და ამის საფუძველზე მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა.
👉 კომპიუტერული უნარების დემონსტრირება რეზიუმეში ხაზს უსვამს დამრიგებლის მზადყოფნას დანერგოს თანამედროვე სასწავლო პრაქტიკა, რომელიც გაკვეთილის ეფექტურ დაგეგმვას, ინტერაქტიული ონლაინ რესურსების სასწავლო პროცესში ინტეგრირებასა და მულტიმედიური პრეზენტაციების გამოყენებას გულისხმობს.

👇 კომპიუტერული უნარები რეზიუმეში შემდეგი ფორმით შეგიძლიათ მიუთითოთ:

  • MS Office კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შესაძლებლობა (Word, Excel, Powerpoint)

Სერტიფიკატები და ტრენინგები

პროფესიულ ტრენინგებში ჩართულობა და შესაბამისი სერთიფიკატების მიღება უწყვეტ პროფესიულ განვითარებასთან ერთად სწავლების უახლესი მეთოდოლოგიებისადმი ინტერესზე მეტყველებს და ნათლად წარმოაჩენს თქვენს მზაობას სათანადო დრო და ძალისხმევა დაუთმოთ საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესებას.

📌 რჩევა: ტრენინგებში, ვორქშოფებსა და სემინარებში ჩართულობით ხაზს გაუსვამთ როგორც თვითგაუმჯობესებისადმი პროაქტიულ მიდგომას, აგრეთვე, მკაფიოდ წარმოაჩენთ სწავლებისთვის საჭირო უნარების სრულყოფის სურვილს.

ეს კი თქვენი კვალიფიკაციისა და ექსპერტიზის ხელშესახებ მტკიცებულებად იქცევა და მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენდამი ნდობას.

Სტიპენდიები, ჯილდოები, პუბლიკაციები

სტიპენდიების, ჯილდოებისა და პუბლიკაციების შესახებ რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია განათლების სფეროსთან დაკავშირებულ თქვენს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს და მყისიერად იპყრობს პოტენციური დამსაქმებლის ყურადღებას.

დამრიგებელი CV

🎁 იქნება ეს აკადემიური სტატიები, კვლევითი ნაშრომები, საგანმანათლებლო მასალები თუ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებული ჯილდოები, რეზიუმეს ამ ნაწილში წარმოდგენილი ინფორმაცია ეფექტურად წარმოაჩენს თქვენს კომპეტენციას და განსაკუთრებულ პრესტიჟს ჰმატებს თქვენს პროფილს.

დამრიგებლისთვის მნიშვნელოვანი უნარები

რეზიუმეში წარმოდგენილი უნარების სექცია დამრიგებლებს შესაძლებლობას აძლევს ხაზი გაუსვან თავიანთ კვალიფიკაციას და პოტენციურ დამსაქმებლებს თავიანთი შესაძლებლობების მკაფიოდ აღქმაში შეუწყონ ხელი.

📌 რჩევა: იმისთვის, რომ გამოარკვიოთ, კონკრეტულად რომელ უნარებს ეძებს პოტენციური დამსაქმებელი აპლიკანტში, მნიშვნელოვანია ყურადღებით გაეცნოთ ვაკანტური პოზიციის აღწერას და სწორედ ამის საფუძველზე განსაზღვროთ თუ რას მიაქციოთ ყურადღება.

მაგალითად, თუ კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლის CV სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე ორგანიზაციულ უნარ-ჩვევებზე უნდა აკეთებდეს აქცენტს, დამრიგებლის რეზიუმე უდავოდ ძლიერ ინტერპერსონალურ მახასიათებლებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ხისტი უნარები

  • საგნის ექსპერტიზა
  • კურიკულუმის შემუშავება და გაკვეთილის დაგეგმვა
  • საკლასო ოთახის მართვის ტექნიკების ცოდნა
  • განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება
  • მოსწავლეთა პროგრესისთვის თვალყურის დევნება
  • ონლაინ სწავლების ტექნიკების ცოდნა
  • პრაქტიკული სამუშაოების დაგეგმვის სტრატეგიები
  • რესურსების ეფექტურად გამოყენება

რბილი უნარები

  • ძლიერი ინტერპერსონალური უნარები
  • კრიტიკული აზროვნება
  • ემპათიურობა
  • კრეატიულობა და ინოვაციურობა
  • ჯგუფური მუშაობა
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • მოთმინების უნარი და თანაგრძნობა

პროფესიონალური შეჯამება

პროფესიონალური შეჯამების სტრუქტურა თქვენი კვალიფიკაციის, სწავლების გამოცდილების და სპეციალიზებული უნარების ხაზგასმაზე უნდა იყოს ფოკუსირებული.

სწორედ ამიტომ, სასურველია პროფესიონალური შეჯამება დაიწყოთ დამაჯერებელი წინადადებით, რომელიც პროფესიით თქვენს გატაცებას გაუსვამს ხაზს და ეფექტურად წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას.

დამრიგებელი CV

💡 ფაქტი: Საინტერესოა, რომ ბუღალტერიის მენეჯერის CV-სგან განსხვავებით, რომელიც მიღწევებს რაოდენობრივი მაჩვენებლებით აჯამებს,  დამრიგებლის რეზიუმე სწავლების პერსონალური მეთოდოლოგიის წარმოჩენით უსვამს ხაზს პროფესიონალიზმს და ამგვარად უზრუნველყოფს თქვენთვის სასურველი პოზიციის დაკავების შესაძლებლობას.
✔️ რეზიუმეს შეჯამების სწორი მაგალითი:
საკუთარ საქმეზე შეყვარებული დაწყებითი საფეხურის დამრიგებელი კერძო სკოლაში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილებით. ჩემი პროფესიული მიზანი მოსწავლეების შემეცნებითი და სოციო-ემოციური განვითარებაა. შესაბამისად, სრულყოფილად შემიძლია ეფექტური აღმზრდელობითი მიდგომების ინტეგრაცია საგანმანათლებლო პროცესში.
❌ რეზიუმეს შეჯამების არასწორი მაგალითი:
გახლავართ კერძო სკოლებში მუშაობის მრავალწლიანი ისტორიის მქონე დამრიგებელი. ვფიქრობ, რომ “შიში შეიქმს სიყვარულს”, ამიტომ სათანადოდ გამოჩენილი სიმკაცრით საუკეთესოდ შემიძლია მოსწავლეების ქცევის მართვა და კლასში სამაგალითო დისციპლინის შენარჩუნება.

Შეჯამება: Ძირითადი რეკომენდაციები დამრიგებლის CV-სთვის

📍 ეფექტურად წარმოაჩინეთ სწავლების თქვენეული ტექნიკა და გამოიყენეთ ისეთი რაოდენობრივი მიღწევები, როგორიც მოსწავლეთა მიღწევები ან ტესტირების გაუმჯობესებული ქულებია.

📍 ვაკანტური პოზიციით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და თქვენს პროფესიულ კვალიფიკაციას შორის შესაბამისობის ნათლად წარმოჩენის მიზნით, სასურველია რეზიუმეში სამუშაოს აღწერილობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკვანძო სიტყვები გამოიყენოთ.

📍 რეზიუმეს მომზადებისას ყურადღება ისეთ პიროვნულ თვისებებზე გაამახვილეთ, როგორიც ეფექტური კომუნიკაცია, დროის მენეჯმენტი და კრეატიული აზროვნებაა.

📍 სამუშაო ისტორია საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოადგინეთ და მიუთითეთ როგორც კომპანიის, აგრეთვე პოზიციის დასახელება, მუშაობის პერიოდი და პასუხისმგებლობების მოკლე აღწერა.

📍 სათანადო ინტერვალებთან ერთად დაიცავით კიდეების შესაბამისი სწორება. მიღწევების, პასუხისმგებლობებისა და უნარების ეფექტურად წარმოსაჩენად კი გამოიყენეთ პუნქტები.

📍 დარწმუნდით, რომ რეზიუმეში გრამატიკული შეცდომები არ ფიქსირდება . მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეთ CV PDF ფორმატში და პოტენციურ დამსაქმებელს გაუგზავნეთ.

Რატომ უნდა დაწეროთ სამოტივაციო წერილი

სამოტივაციო წერილი რეზიუმეს პერსონალიზებული ინფორმაციით ამდიდრებს და კონკურენტული უპირატესობის დემონსტრირების საფუძველზე უზრუნველყოფს თქვენი შესაძლებლობების სრულყოფილ პრეზენტაციას.

სამოტივაციო წერილი საშუალებას გაძლევთ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ პროფესიისადმი თქვენი ინტერესი და ახსნათ თუ როგორ შეესაბამება თქვენი კვალიფიკაცია ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს.

📌 რჩევა: თუ ჯერ კიდევ არ იცით, როგორ უნდა შექმნათ შთაბმეჭდავი სამოტივაციო წერილი, გირჩევთ, გადახედოთ ჩვენს რეკომენდაციებს ინჟინრის სამოტივაციო წერილთან დაკავშირებით, რომელიც სამოტივაციო წეილის უნივერსალურ მახასიათებლებთანაა თანხვედრაში.
🎁 თუ ახალ თაობასთან ურთიერთობა და მათ განვითარებაში წვლილის შეტანის იდეა გხიბლავთ, საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შექმნილი ჩვენი რეზიუმეს მაგალითები შეუფასებელ წვლილს შეიტანენ თქვენს პროფესიულ წარმატებაში!

რაც შეეხება ჩვენს საუკეთესო შაბლონებს, ისინი რეზიუმეს ფორმატირებასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობენ და გარწმუნებენ, რომ წარმატებას მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ!

კითხვები და პასუხები

  • განათლების სექცია უფრო ადრე უნდა განვათავსოთ დამრიგებლის რეზიუმეში თუ გამოცდილების სექცია?Ზოგადად, უმოჯებსია დამრიგებლის რეზიუმეში სამუშაო გამოცდილების სექცია უფრო ადრე განათავსოთ, ვიდრე განათლების სექცია. თუმცა თუ თქვენი განათლება უფრო მეტად შეესაბამება ვაკანტური პოზიციით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაძლებელია ჯერ აკადემიური განათლების შესახებ ისაუბროთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდეთ პროფესიული გამოცდილების აღწერაზე.
  • რა სირთულეები ახლავს თან დამრიგებლის პროფესიას?დამრიგებლის პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი სირთულე მოსწავლეებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების სათანადოდ გაგებაა. კიდევ ერთი სირთულე მოსწავლეების ნდობის მოპოვებასა და თითოეული მათგანის პიროვნული იდენტობის გააზრებას უკავშირდება.სწორედ ამიტომ მუშაობის დაწყებამდე სასურველია ყურადღებით გაეცნოთ ასაკობრივი ჯგუფისთვის დამახასიათებელ ზოგად ფსიქოლოგიურ მიდგომებს და სწორედ ამის საფუძველზე შეიმუშაოთ მოსწავლეებთან კომუნიკაციის სტრატეგია.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...