პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

თუ ტექნოლოგიების სიყვარულთან ერთად, იდეა, კრეატიული ხედვა და ჯანსაღი ამბიცია გამოძრავებთ, პროგრამული უზრუნველყოფის სფერო უდავოდ საუკეთესო არჩევანია თქვენთვის!  პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის პროფესია მნიშვნელობის სულ უფრო მეტ მასშტაბს იძენს და შესაძლებლობას გაძლევთ ყოველგვარი პროფესიული ჩარჩოს გარეშე განვითარდეთ თქვენვის სასურველ დროსა და ადგილას. 

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მნიშვნელოვანია შექმნათ პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს პროფესიონალიზმს. 

Სარჩევი

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: მაგალითი

👇 წარმოგიდგენთ პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის CV-ს ნიმუშს, რომელიც პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ მაღალ სტანდარტს ეყრდნობა: 

თამარ ლეონიძე
პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი
+995 555 123 123
leonidze_tamar@email.com
Behance.com/in/tamarleonidze
თბილისი, საქართველო

პროფესიული შეჯამება
“7 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი. მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად შემიძლია შევიმუშავო და განვავითარო როგორც წინა და უკანა API-ები, აგრეთვე WebSocket API და მისი ინფრასტრუქტურა. მიწოდების, მასშტაბურობისა და საერთო პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად, ეფექტურად ვიყენებ Scrum-ისა და Large-Scale Scrum-ის საუკეთესო პრაქტიკას.”

სამუშაო გამოცდილება
პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი
კომპანია ,,HT Solution”
თბილისი, საქართველო
2018 წლის ივნისი – 2023 წლის დეკემბერი

ძირითადი მოვალეობები:

  • HTML-ის და CSS-ის გამოყენებით ვქმნიდი პროგრამულ უზრუნველყოფას; 
  • აპლიკაციების შექმნის პროცესში ვიყენებდი Cloud სერვისებს;  
  • კომპანიის საქმიანობის მაღალი სტანდარტის საფუძველზე განვსაზღვრავდი IT პროექტების სტრატეგიასა და მენეჯმენტს. 

განათლება
პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (2019-2021)
კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (2015-2019)

პროფესიული ჯილდო

  • 2022 წელს გამართული Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30-ის გამარჯვებული (ტექნოლოგიების სფეროში მიღწეული პროფესიული წარმატება); 
  • 2021 წელს მიღებული გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო – ქალების აღიარება ტექნოლოგიებში;  
  • სტუდენტური პროგრამის TBC Camp 2020-ის გამარჯვებული. 

ტრენინგები და კურსები

  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების კურსი თემაზე “Android მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი” (2023);
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრენინგი თემაზე “გამოყენებითი პროგრამული ინჟინერია” (2022);
  • BDC აკადემიის პრაქტიკული ტრენინგ-კურსი თემაზე “ინფორმაციული ტექნოლოგიების ინჟინერია” (2021);
  • სმარტ აკადემიის სასწავლო კურსი თემაზე “პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის საერთაშორისო სტანდარტი” (2020). 

სერთიფიკატები

  • CompTIA Data+ (2023)
  • Advanced Java Bootcamp კურსი (2022)
  • Google Cloud Engineer პროფესიული სერთიფიკატი (2021)
  • Microsoft-ის სერტიფიცირებული პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი (2020) 

ტექნიკური უნარები

  • C ++
  • PHP
  • JavaScript
  • WordPress
  • HTML
  • Android დეველოპმენტი
  • iOS დეველოპმენტი

ხისტი უნარები

  • ალგორითმების წერა
  • ძირითადი დიზაინ პატერნების ცოდნა
  • React ბიბლიოთეკასთან წვდომა
  • Unit test-ებთან მუშაობის უნარი
  • Source კონტროლებთან მუშაობის შესაძლებლობა (Git, TFS)
  • რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი (MS SQL, My SQL)

რბილი უნარები 

  • გუნდური მუშაობა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • ლოგიკური აზროვნება
  • სტრესულ გარემოში ადეკვატური რეაგირება
  • ორგანიზებულობა
  • შედეგზე ორიენტირებულობა

 ენები

  • ინგლისური – C1
  • გერმანული – A2

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელების ანაზღაურება საქართველოში [2023]

💡ფაქტი: Glassdoor-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში, პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიციური შემქმნელის ხელფასი 12,500 ლარს შეადგენს. 
🎁 როგორც ხედავთ, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის საქმიანობა ანაზღაურების ნაწილში ნამდვილად დაფასებულია. შესაბამისად, გასაკვირიც არ იქნება თუ გეტყვით, რომ ის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას შორის სტაბულურად იკავებს წამყვან ადგილს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV

Რჩევები პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის რეზიუმესთვის

👇 ჩვენი პრაქტიკული რჩევები დაგეხმარებათ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ პროფესიონალიზმი და დამსაქმებლის თქვენდამი კეთილგანწყობაც მაღალ ნოტაზე შეინარჩუნოთ.

  • პროფესიონალური ტონი შეარჩიეთ:რეზიუმე თქვენთან დაკავშირებულ პირველ შთაბეჭდილებას უქმნის დამსაქმებელს და მას ხელშესახები ინფორმაციის გააზრების საფუძველზე აძლევს შესაძლებლობას, რომ გადაწყვიტოს რამდენად შესაფერისი კადრი ხართ ვაკანტური პოზიციისთვის. შესაბამისად, რეზიუმეში საკუთარი თავის პროფესიონალურად წარმოჩენას არსებითი მნიშვნელობა აქვს. 
  • რეზიუმეს საერთო გამომსახველობაზე იზრუნეთ:გრამატიკულად გამართული კონტენტი, რომელიც პუნქტუაციური და ორთოგრაფიული შეცდომებისგან თავისუფალია, უდავოდ დაიმსახურებს მოწონებას. აგრეთვე, გირჩევთ თავი შეიკავოთ ჟარგონების გამოყენებისგან და პროფესიისთვის რელევანტური ინფორმაცია მკაფიოდ ახსნათ.
  • გონივრული მოცულობა განუსაზღვრეთ რეზიუმეს:საუკეთესო შემთხვევაში რეზიუმე 2 გვერდს არ უნდა აღემატებოდეს. დამსაქმებელს მხოლოდ პროფესიისთვის რელევანტური ის ინფორმაცია აინტერესებს, რომელიც სათანადოდ წარმოაჩენს თქვენს კომპეტენცია.
  • მხოლოდ პროფესიისთვის რელევანტურ გამოცდილებაზე კონცენტრირდით: კარგი რეზიუმე კონკრეტული სამუშაოს აღწერილობაზეა მორგებული. შესაბამისად, გირჩევთ ყურადღებით გადახედოთ ვაკანტური პოზიციის აღწერას და მასში წარმოდგენილი საკვანძო სიტყვების მეშვეობით გაამრავალფეროვნოთ თქვენი პროფესიული პროფილი.

სექციების განლაგება

👉 თუ გსურთ დამსაქმებელს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროთ, სასურველია რეზიუმეში წარმოდგენილი სექციები სათანადო თანმიმდევრობით განალაგოთ.  

  • რეზიუმეს სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
    • სახელი და გვარი
    • პროფესია
    • ტელეფონის ნომერი
    • ელ.ფოსტის მისამართი
    • პროფესიული პორტფოლიოს ბმული
    • ადგილმდებარეობა 
  • პროფესიული შეჯამება
  • სამუშაო გამოცდილება
  • ხისტი და რბილი უნარები
  • დამატებითი სექციები (ტექნიკური უნარები, უცხო ენები, სერტიფიკატები, ტრენინგები და კურსები, ჯილდოები, პორტფოლიო/პროექტები, მოხალისეობრივი გამოცდილება).

მისაღები ფორმატი

📌 რჩევა: თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ 3 ძირითადი ტიპის ფორმატიდან რომელი შეესაბამება თქვენს პროფილს, გირჩევთ ყურადღებით გაეცნოთ  თითოეული მათგანის აღწერას და გადაწყვეტილება თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად მიიღოთ. 
  • ქრონოლოგიური ფორმატიქრონოლოგიური ფორმატი განსაკუთრებით შესაფერისია მათთვის, ვისაც მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება აქვს და სურს, რომ მთავარი აქცენტი სამუშაო გამოცდილებაზე გააკეთოს. აღნიშნული ფორმატი განათლებასთან და სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლესიდან დროიდან წარსულისკენ განალაგებს და ამგვარად, მკაფიოდ გამოკვეთს თქვენი განვითარების გზას. 
  • ფუნქციური ფორმატითუ პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის პოზიციაზე მუშაობის ხანმოკლე ისტორია გაქვთ, გირჩევთ უპირატესობა ფუნქციურ ფორმატს მიანიჭოთ. ეს გადაწყვეტილება დაგეხმარებათ, მთავარი აქცენტი თქვენს პროფესიულ უნარებსა და ტექნიკურ შესაძლებლობებზე გააკეთოთ. 
  • კომბინირებული ფორმატიშერეული ფორმატი ქროლოგიური და ფუნქციური ფორმატებისთვის დამახასიათებელი ნიუანსების კომბინაციას წარმოადგენს. შესაბამისად, თუ პროფესიულ უნარ-ჩვევებთან ერთად პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების წარმოჩენაც გსურთ, გირჩევთ უპირატესობა კომბინირებულ ფორმატს მიანიჭოთ. 

სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

👇 წარმოგიდგენთ სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექციის ნიმუშს, რომელიც დადებითი შთაბეჭდილების შექმნაში დაგეხმარებათ და დამსაქმებელს თქვენთან უკუკავშირის შესაძლებლობას მისცემს. 

✔️ კარგი სათაურის მაგალითი
თამარ ლეონიძე
პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი
+995 555 123 123
leonidze_tamar@email.com
Behance.com/in/tamarleonidze
თბილისი, საქართველო
❌ ცუდი სათაურის მაგალითი
პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი
+995 555 123 123
laduka1995@email.com
საქართველო, თბილისი, კოტე აფხაზის 12ა

სამუშაო გამოცდილება

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV

🔎 მონაცემთა მეცნიერების მსგავსად პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებს ტექნიკური ექსპერტიზისა და პერსონალური პერსპექტივის პრაქტიკაში ინტეგრაციის უნიკალური უნარი აქვთ. 

სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა მეცნიერები ალგორითმების ოპტიმიზაციისა და მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული აპლიკაციების განვითარებაზე არიან ორიენტირებული, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის რეზიუმე იდეურად მნიშვნელოვნად მიემსგავსება მონაცემთა მეცნიერის CV-ს. 

👉 გთავაზობთ სამუშაო გამოცდილების აღწერის ნიმუშს და ვიმედოვნებთ, რომ მისი მეშვეობით ეფექტურად შეძლებთ პროფესიული გამოცდილების წარმოჩენას. 

მაგალითი: 

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი
სს “პროკრედიტ ბანკი”
თბილისი, საქართველო
2018 წლის ივნისი – 2023 წლის მაისი

ძირითადი მოვალეობები:

  • C#-ის ენაზე სუფთა კოდის წერა
  • SQL query-ების წერა
  • არქიტექტურის ჩამოყალიბებაში მონაწილების მიღება
  • პროექტის გამართვა, დაბილდვა და მოვლა
  • Third-party API-ს ინტეგრაცია
  • Web Server-ებთან მუშაობა (IIS, Apache)

Პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის განათლება

🔎 პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის პასუხისმგებლობები მომხმარებლის მოთხოვნების შეგროვებას, სისტემის სწორი ფუნქციონირების განსაზღვრას და კოდის სხვადასხვა ენაზე წერას გულისხმობს. თუმცა, ამ მაღალინტელექტუალური ნიუანსების მიუხედავად, პროგრამული მენეჯერის CV-სგან განსხვავებით, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის რეზიუმე შესაძლოა სულაც არ მოიცავდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ აკადემიურ სტატუსს. 

👉 პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი შესაძლოა გრძელვადიანი სასწავლო კურსის მეშვეობითაც გახდეთ. სწორედ ამიტომ, თვალსაჩინოებისთვის, განათლების სექციის ორ, აზრობრივად განსხვავებულ ნიმუშს წარმოგიდგენთ. 

მაგალითი 1

ბიზნესის ანალიტიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა
IT აკადემია STEP-ი, თბილისი, საქართველო
2016 წლის სექტემბერი-2018 წლის ივნისი

შესაბამისი კურსები:

  • ვებ გვერდების შექმნა HTML-ის და CSS-ის გამოყენებით;
  • ვებ აპლიკაციების შექმნა Angular-ის გამოყენებით.
  • IT პროექტების სტრატეგია და მენეჯმენტი 
  • დესკტოპ აპლიკაციების შექმნა WPF-ის გამოყენებით
  • Cloud სერვისების გამოყენება აპლიკაციების შექმნის პროცესში 
მაგალითი 2

პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (2014-2016)
კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (2010-2014)

მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები

👉 გაინტერესებთ, რომელი თვისებები განსაზღვრავს პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის წარმატებულ კარიერას? ამ პროფესიის მქონე ადამიანებს შესანიშნავი ანალიტიკური უნარები უნდა ჰქონდეთ და სათანადო უკუკავშირთან ერთად ეფექტური კომუნიკაციის უნარითაც უნდა გამოირჩეოდნენ. 

ხისტი უნარები

  • ალგორითმების წერა
  • ძირითადი დიზაინ პატერნების ცოდნა
  • React ბიბლიოთეკასთან წვდომა
  • Unit test-ებთან მუშაობის უნარი
  • Source კონტროლებთან მუშაობის შესაძლებლობა (Git, TFS)
  • რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი (MS SQL, My SQL)

რბილი უნარები 

  • გუნდური მუშაობა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • ლოგიკური აზროვნება
  • სტრესულ გარემოში ადეკვატური რეაგირება
  • ორგანიზებულობა
  • შედეგზე ორიენტირებულობა

პროფესიული შეჯამება

🎁დაიმახსოვრეთ, რომ ეფექტური რეზიუმე კარგი შეჯამებით იწყება. საუკეთესო შემთხვევაში, რეზიუმეს ეს ნაწილი პროფესიულ მიზნებსა და თქვენს კარიერულ გამოცდილებას შორის უნდა წარმოაჩენდეს ბმას. 
✔️ რეზიუმეს შეჯამების სწორი მაგალითი
10 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი. მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად შემიძლია შევიმუშავო და განვავითარო როგორც წინა და უკანა API-ები, აგრეთვე WebSocket API და მის უკან არსებული ინფრასტრუქტურა. მიწოდების, მასშტაბურობისა და საერთო პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად, ეფექტურად ვიყენებ Scrum-ისა და Large-Scale Scrum-ის საუკეთესო პრაქტიკას.
❌ რეზიუმეს შეჯამების არასწორი მაგალითი
მე გახლავართ 10 წლიანი გამოცდილების მქონე პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი. ჩემი პროფესიული განვითარების ისტორია ასობით ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიას მოიცავს!

დამატებითი სექციები 

გსურთ რეზიუმე კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახადოთ? ამ მიზნის მიღწევაში ჩვენ მიერ რეკომენდირებული დამატებითი სექციები დაგეხმარებათ! 

  • ტექნიკური უნარებიკოდირებასთან დაკავშირებული უნარები პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის CV-ის განუყოფელი ნაწილია. ისეთი კომპიუტერული ენების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა, როგორიცაა HTML და CSS ეფექტურად წარმოაჩენს თქვენს პროფესიონალიზმს. 
  • უცხო ენებიუცხო ენის ცოდნა არამხოლოდ პროფესიული ფუნქცია-მოვალეობების შექმნაში გეხმარებათ, არამედ შესაძლებლობას გაძლევთ საკუთრი თავი საუკეთესო მიმართულებით განავითაროთ. 
  • ტრენინგები და სასერტიფიკატო კურსებიტექნოლოგიები სწრაფად იცვლება და დღითიდღე უმჯობესდება. სწორედ ამიტომ, პროფესიული ჰორიზონტის გასაფართოვებლად პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ახალი ცოდნის შეძენა არსებითად მნიშვნელოვანია. რეზიუმეს ამ ნაწილზე მუშაობისას არ დაივიწყოთ, რომ კურსის დასახელებასთან ერთად მისი ორგანიზატორი ორგანიზაციის დასახელებისა და გაცემის თარიღის მითითებაც მნიშვნელოვანია.
  • ჯილდოებირეზიუმე არის ადგილი, სადაც თქვენი მიღწევებით უნდა იამაყოთ. კარგი რეზიუმე პროფესიისთვის რელევანტურ ყველა თქვენს ჯილდოს და მიღწევას უნდა უსვამდეს ხაზს. ისარგებლეთ ამ უნიკალური შესაძლებლობით და აჩვენოთ დამსაქმებელს თქვენი უნიკალური კონკურენტულუ უპირატესობები.
  • პორტფოლიო/პროექტებიარაფერი მეტყველებს თქვენს პროფესიონალიზმზე ისე, როგორც წარმატებით დასრულებული პერსონალური პროექტები. პორტფოლიოს ბმულის რეზიუმეში წარმოდგენით დამსაქმებელს შესაძლებლობას მისცემთ უშუალოდ გაეცნოს თქვენს ნამუშევრებს და ამის შესაბამისად გადაწყვიტოს რამდენად შესაფერისი კადრი ხარ ვაკანსიისთვის. 
  • მოხალისეობრივი გამოცდილებამოხალისეობრივ გამოცდილებაზე კონცენტრირება განსაკუთრებით მაშინ არის რეკომენდირებული, როდესაც აპლიკანტი პროფესიული გამოცდილების დეფიციტს განიცდის და სურს რეზიუმეში არსებული ეს სიცარიელე რელევანტური ინფორმაციით შეავსოს.

Შეჯამება: 5 ძირითადი რჩევა პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის CV-სთვის

  • რეზიუმე პროფესიული შეჯამებით დაიწყეთ და მაქსიმალური ენთუზიაზმით წარმოაჩინეთ როლთან შესაბამისობა. 
  • უნარების სექციაში პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელისთვის საჭირი ხისტი და რბილი უნარების ჩამონათვალი წარმოადგინეთ. 
  • ნუ გადატვირთავთ რეზიუმეს უმნიშვნელო ინფორმაციით. ეცადეთ, თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია კონკრეტული ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან თანხვედრაში იყოს. 
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ რეზიუმე გამართული იყოს, როგორც გრამატიკულად, აგრეთვე სტილისტურად. 
  • თუ CV-ს ქართულ ენაზე ამზადებთ, უპირატესობა Sylfaen-ს მიანიჭეთ. ინგლისური ენის შემთხვევაში კი უდავოდ Times New Roman-ს გირჩევთ.

Რისთვის გჭირდებათ სამოტივაციო წერილი

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV

მაშინაც კი თუ თქვენი CV იდეალურად გამოიყურება, გირჩევთ მასში წარმოდგენილი ინფორმაციით გამოწვეული შთაბეჭდილება სამოტივაციო წერილის მეშვეობით განამტკიცოთ! 

რეზიუმესგან განსხვავებით, სამოტივაციო წერილი შესაძლებლობას გაძლევთ სრულყოფილად აღწეროთ პოზიციით თქვენი დაინტერესება და მზაობა, რომ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებთ კომპანიის წარმატებისთვის. 

🎁 ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს! ჩვენი რეზიუმეს საუკეთესო მაგალითები და შაბლონები დაგეხმარებათ შექმნათ პროფესიონალური CV, რომელიც დამსაქმებლის ყურადღებას მიიპყრობს. თქვენთვის საინტერესო შაბლონების ძიების პროცესში, გირჩევთ ინსპირაციისთვის მონაცემთა ანალიტიკოსის CV-ის მაგალითებსა და შაბლონებსაც გადახედოთ.

პროფესიული მიზნის მიღწევას გისურვებთ! 

კითხვები და პასუხები

1. სად შეუძლია პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელს დასაქმება?

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი შესაძლოა დასაქმდეს როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების ფირმაში, აგრეთვე ნებისმიერ სხვა კომპანიაში, სადაც პროგრამული უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სამუშაობების ჩატარება ესაჭიროებათ. 

2. როგორ უნდა მოიქცეთ თუ სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ? 

პროფესიული გამოცდილების არქონის შემთხვევაში სამუშაო გამოცდილების ნაწილში მოხალისეობრივ გამოცდილებაზე კონცენტრირდით და ხაზგასმით წარმოაჩინეთ პროგრამული უზრუნველყოფის სფეროსთან დაკავშირებული პერსონალური პროექტების პორტფოლიო. 

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

ფინანსური ანალიტიკოსი CV: დეტალური გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ფინანსური ანალიტიკოსი CV: დეტალური გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ეკონომიკურად განვითარებულ მსოფლიოში ფინანსური ანალიტიკოსის პროფესია ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად პროფესიათა რიცხვს...