პროფესიის აქტუალობა კონკურენციის მაღალი ხარისხის გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაბამისად, სულ უფრო მძაფრად იკვეთება საჭიროება შექმნათ ბიზნეს მენეჯერის CV, რომელიც ეფექტურად წარმოაჩენს თქვენი, როგორც ბიზნესის განვითარების მენეჯერის კონკურენტულ უპირატესობას!
Სარჩევი
Ბიზნეს მენეჯერის CV: მაგალითი
👇 წარმოგიდგენთ ბიზნეს მენეჯერის CV-ს ნიმუშს, რომელიც თქვენი შთაგონების მიზნით შევქმენით:
ბიზნეს მენეჯერი
+995 555 123 321
bakanidze_leval@email.com
LinkedIn.com/in/levanbakanidze
თბილისი, საქართველო
პროფესიული შეჯამება
“სტრატეგიული ხედვიდან და ბიზნესის საერთო სურათიდან გამომდინარე, ეფექტურად შემიძლია განვსაზღვრო, შევიმუშავო და განვახორციელო ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგია. მაღალ დონეზე ვფლობ მონაცემთა შეგროვების, ორგანიზებისა და ანალიზის ისეთ პროგრამებს როგორიცაა Jira და Power BI.”
სამუშაო გამოცდილება
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
Prime Information Products
თბილისი, საქართველო
2013 წლის სექტემბერი – 2018 წლის დეკემბერი
ძირითადი მოვალეობები:
- კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისა და შესაძლებლობის დადგენის მიზნით ვახორციელებდი ბაზრის პერიოდულ ანალიზს;
- ბიზნეს პროცესების მუდმივი მონიტორინგის გზით ვადგენდი ბიზნეს მოდელთან პროდუქტის განვითარების შესაბამისობას;
- საჭიროებიდან გამომდინარე განვსაზღვრავდი შესაბამის ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს.
განათლება
მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო (2012 – 2016)
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ოპერაციების მენეჯმენტში, ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო (2017 – 2021)
ძირითადი მიღწევა
2022 წელს, მონაცემებზე ორიენტირებული სტრატეგიის მეშვეობით 20%-ით გავზარდე შემოსავალი და 15%-ით შევამცირე საოპერაციო ხარჯები, რამაც კომპანიის პროდუქტიულობის 30%-იანი ზრდა გამოიწვია.
სერთიფიკატები და ჯილდოები
- მენეჯმენტის აკადემიის სერტიფიცირებული ბიზნეს მენეჯერი (2023);
- Smart Academy-ს სასერტიფიკატო კურსი “მონაცემთა მენეჯმენტის როლი ბიზნესში” (2022);
- 2023 წელი – ბიზნესის მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესიული სერთიფიკატი (2021).
ტრენინგები და კურსები
- ევროპის ბიზნეს სკოლის პრაქტიკული კურსი თემაზე “ტოპ მენეჯმენტი” (2023);
- ინტელექტ ცენტრის ტრენინგი თემაზე “მენეჯმენტის არსი და თანამედროვე მიდგომები” (2022);
- უნივერსალური ცოდნის აკადემიის ტრენინგ კურსი თემაზე “PR და მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვა და მართვა” (2021).
საოფისე პროგრამები
- Microsoft Office Suite
- SQL
- Power BI
- UML
- Jira
ხისტი უნარები
- მონაცემთა შეგროვება, ორგანიზება და ანალიზი
- მონაცემთა ბაზის მენეჯმენტი
- მონაცემთა ვიზუალიზაცია
- პროცესის მოდელირება
- სტატისტიკური ანალიზი
- პროექტის მენეჯმენტი
რბილი უნარები
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
- საქმისადმი ტაქტიკური მიდგომა
- კომპლექსური დავალებების მართვა
უცხო ენები
- ინგლისური – B2
- გერმანული – B1
Რჩევები ბიზნეს მენეჯერის CV-ს ნაბიჯ-ნაბიჯ ასაწყობად
გსურთ შეიტყოთ როგორ უნდა მოამზადოთ CV, რომელიც სასურველი სამსახურის მოპოვებაში დაგეხმარებათ? მაშინ, განაგრძეთ კითხვა!
სტატიის ამ ნაწილში გულდასმით მომზადებულ პრაქტიკულ რჩევებს გაგიზიარებთ თქვენი რეზიუმესთვის:
- მხოლოდ ბიზნეს მენეჯმენტისთვის რელევანტურ გამოცდილებაზე კონცენტრირდით:დასაქმების სფეროში ყველა თანხმდება, რომ რამდენადაც რელევანტური იქნება თქვენ მიერ რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია, იმდენად გაიზრდება თქვენი შანსი, რომ სასურველი პოზიცია დაიკავოთ. ეს რჩევა ვრცელდება როგორც პროფესიულ გამოცდილებაზე, აგრეთვე განათლებასა და დამატებით ინფორმაციაზეც.
- უნარების კატეგორია ხისტი და რბილი უნარების სახით წარმოადგინეთ:საკითხისადმი ამგვარი მიდგომა დაგეხმარებათ დამსაქმებლის წინაშე უნარების სრული სპექტრით წარსდგეთ. თუმცა, სანამ უნარების სექციის მომზადებას შეუდგებით აუცილებლად გადახედეთ ბიზნეს მენეჯერის თქვენთვის სასურველ ვაკანსიას და ყურადღებით დააკვირდით რომელ კონკრეტულ უნარებს მოითხოვს დამსაქმებელი თქვენგან.
- სათანადო ყურადღება მიაქციეთ CV-ს ფორმატს:საუკეთესო შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე კონკურენტულ უპირატესობებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ლაკონურად უნდა წარმოაჩენდეს (1-2 გვერდი). აგრეთვე, თუ გსურთ, რომ რეზიუმეს ვიზუალური უპირატესობა შესძინოთ, აუცილებლად გამოიყენეთ მკაფიო სათაურები და პუნქტები.
საბოლოოდ კი დარწმუნდით, რომ რეზიუმეს ვიზუალურ მხარესთან ერთად მისი შინაარსიც სრულყოფილია. ამისთვის CV-ის კიდევ ერთხელ გადაკითხვა და უნებლიედ დაშვებული შეცდომების შესწორება დაგჭირდებათ.
სექციების განლაგება
- სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
- სახელი და გვარი
- პროფესია
- ტელეფონის ნომერი
- ელ-ფოსტა
- პროფესიული სოციალური მედიის ბმული
- ადგილმდებარეობა
- პროფესიული პროფილი
- სამუშაო გამოცდილება
- უნარები
- ხისტი უნარები
- რბილი უნარები
- დამატებითი სექციები (უცხო ენები, საოფისე პროგრამები, ძირითადი მიღწევები, Სერთიფიკატები და ჯილდოები, ტრენინგები და კურსები).
Სტრუქტურა და ფორმატი
👇 ვინაიდან უკვე იცით როგორ განალაგოთ სექციები, ახლა დროა, CV-ის ფორმატზე შევიტყოთ მეტი. ამ მიზნით წარმოგიდგენთ რეზიუმეს ფორმატირების 3 ძირითად მეთოდს, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული მიზანი აქვთ.
- ქრონოლოგიური ფორმატითუ თქვენი მიზანი მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილების ეფექტურად წარმოჩენაა, უპირატესობა უდაოდ ქრონოლოგიურ ფორმატს უნდა მიანიჭოთ და თქვენი გამოცდილება უახლესი პერიოდიდან წარსულისკენ უნდა აღწეროთ.
- ფუნქციური ფორმატითუ ნაკლებად მომხიბვლელი პროფესიული გამოცდილება გაქვთ და გსურთ ეს ფაქტი გადაფაროთ, სასურველია უპირატესობა ფუნქციურ ფორმატს მიანიჭოთ და რეზიუმეს წინა პლანზე სამუშაო გამოცდილების ნაცვლად განათლება, პროფესიისთვის საჭირო უნარები და დამატებითი სექციები.
- შერეული ფორმატითუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეზიუმე თქვენს პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად სხვა კონკურენტულ უპირატესობებსაც თანაბარი მნიშვნელობით წარმოაჩენდეს, უპირატესობა შერეულ ფორმატს მიანიჭეთ და შერეული ფორმატი შეარჩიეთ.
სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
👇 წარმოგიდგენთ მაგალითს, რომელიც ბიზნეს მენეჯერის პროფესიული სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის მომზადებაში დაგეხმარებათ.
ბიზნეს მენეჯერი
+995 555 123 123
bakanidze_aleksandre@email.com
LinkedIn.com/in/aleksandrebakanidze
თბილისი, საქართველო
ლექსო ბაქანიძე
+995 555 123 123
Prime.Information@email.com
სამუშაო ადგილი: Prime Information Products
LinkedIn.com/note/aleksandrebakanidze
თბილისი, საქართველო
სამუშაო გამოცდილების სექცია
ამიტომ, წარმოგიდგენთ მაგალითებს, რომელთა გათვალისწინება პროფესიული გამოცდილების აღწერაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ:
მაგალითი 1
შპს “ალტა”
თბილისი, საქართველო
2018 წლის ივნისი – 2023 წლის დეკემბერი
ძირითადი მოვალეობები:
- წლის დასაწყისში საპროდუქტო მიმართულების მიზნობრივი პარამეტრების დაგეგმვაში მონაწილეობა;
- წლიური შესყიდვების პროგნოზირება და დაგეგმვა;
- არსებული მარაგების მუდმივი მონიტორინგი და შესყიდვების საჭიროების დროული გამოვლენა;
- გაყიდვების შედეგების კონტროლი და შედეგების გეგმებთან შედარება.
Prime Information Products
თბილისი, საქართველო
2013 წლის მაისი – 2018 წლის მარტი
ძირითადი მოვალეობები:
- კონტაქტ მენეჯერებისა და ბროკერების კონტროლი;
- გაყიდვების პროცესის კოორდინირება და მართვა;
- არსებული პრობლემების მყისიერი აღმოფხვრა და გადაჭრა;
- ტოპ მენეჯმენტთან მუდმივი რეპორტინგი.
Ბიზნეს მენეჯერისთვის საჭირო განათლება
თუმცა, არის შემთხვევებიც, როდესაც ადამიანები იდენტურ პროფესიას ეუფლებიან და დროთა განმავლობაში სხვადასხვა რანგის სპეციალისტად ვითარდებიან. ამის შესანიშნავი მაგალითი ბიზნეს მენეჯერისა და ქონების მენეჯერის თანაშემწის CV-ია.
👇 ჩვენ მიერ თვალსაჩინოების მიზნით წარმოდგენილი განათლების სექციის აღწერის მაგალითებიც სწორედ ამაზე მეტყველებს:
მაგალითი 1
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ოპერაციების მენეჯმენტში, ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო (2017 – 2021)
მაგალითი 2
ბიზნესისა და ტექნოლიგიების უნივერსიტეტი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი – 2022 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- მენეჯერული ეკონომიკა;
- ბიზნესის ეთიკა;
- ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის საფუძვლები;
- შესავალი ფინანსურ აღრიცხვაში.
Ბიზნეს მენეჯერის უნარ-ჩვევები
პროფესიისთვის დამახასიათებელი ეს ნიუანსები ბიზნეს მენეჯერს გუნდის საუკეთესო ხელმძღვანელად აქცევს, რაც საფუძვლად უდევს მოსაზრებას, რომ ბიზნეს მენეჯერისა და გუნდის ხელმძღვანელის რეზიუმე ხშირად უნარების იდენტური ჩამონათვალით ხასიათდება.
ხისტი უნარები
- მონაცემთა შეგროვება, ორგანიზება და ანალიზი
- მონაცემთა ბაზის მენეჯმენტი
- მონაცემთა ვიზუალიზაცია
- პროცესის მოდელირება
- სტატისტიკური ანალიზი
- პროექტის მენეჯმენტი
რბილი უნარები
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
- საქმისადმი ტაქტიკური მიდგომა
- კომპლექსური დავალებების მართვა
პროფესიული პროფილი
დამატებითი სექციები
დამატებითი სექციების მიზანი რეზიუმეს მეტად გამრავალფეროვნება და თქვენი კონკურენტული უპირატესობის უფრო ცხადად წარმოჩენაა.
ჩვენ მიერ ყურადღებით შერჩეული ყოველი დამატებითი სექცია წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია!
- უცხო ენებიკომპანიების თავდაპირველ მიზანს ხშირად ბაზრის მასშტაბის ზრდა და ახალი ქვეყნების ათვისება წარმოადგენს. შესაბამისად, უცხო ენებთან დაკავშირებული ინფორმაციის რეზიუმეში წარმოდგენით თქვენ არამხოლოდ დადებითად განაწყობთ დამსაქმებელს თქვენდამი, არამედ დასაქმების შანსსაც მნიშვნელოვნად გაზრდით.
- Საოფისე პროგრამებიტექნიკური საზრიანობა და კომპიუტერული პროგრამებით სარგებლობის უნარი პროფესიული ფუნქცია-მოვალეობების ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობაზე მიუთითებს, რასაც, დაგვეთანხმებით არსებითი მნიშვნელობა აქვს ბიზნეს მენეჯერის პროფესიისთვის.
- Ძირითადი მიღწევებიშემოსავლების ზრდა, ხარჯების ოპტიმიზაცია და წარმატებით განხორციელებული პროექტები, კომპანიაზე თქვენი პოზიტიური გავლენის საუკეთესო მტკიცებულებაა. მეტი კონკრეტიკისთვის, რეზიუმეს ამ ნაწილში, გირჩევთ უპირატესობა რაოდენობრივ და პროცენტულ მაჩვენებლებს მიანიჭოთ.
- Სერთიფიკატები და ჯილდოებისერტიფიკატებისა და ჯილდოების სექციის მზადებისას, სასურველია მხოლოდ ბიზნეს მენეჯმენტისთვის რელევანტურ გამოცდილებაზე კონცენტრირდეთ. ეს დამსაქმებელს შესაძლებლობას მისცემს უკეთ აღიქვას თქვენი კომპეტენცია და ცხადად გაიაზროს თუ რაოდენ დიდ ღირებულებას მოუტანს თქვენი დასაქმება კომპანიას.
- ტრენინგები და კურსებიტრენინგებსა და კურსებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო გამოცდილება უწყვეტი სწავლისადმი თქვენს დამოკიდებულებას საუკეთესოდ წარმოაჩენს. ინდუსტრიისთვის სპეციფიკურ სასწავლო კურსებზე საუბრისას გირჩევთ კურსის დასახელებათან ერთად მისი ორგანიზატორი ორგანიზაციის დასახელება და განხორციელების თარიღიც მიუთითოთ.
Შეჯამება: ძირითადი რჩევები ბიზნეს მენეჯერის CV-სთვის
- თქვენი რეზიუმე მხოლოდ ბიზნეს მენეჯმენტისთვის რელევანტურ გამოცდილებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. ეს რჩევა ვრცელდება როგორც პროფესიულ გამოცდილებაზე, აგრეთვე განათლებასა და დამატებით ინფორმაციაზე.
- სანამ უნარების სექციის მომზადებას შეუდგებით ბიზნეს მენეჯერის თქვენთვის სასურველ ვაკანსიას გადახედეთ და დააკვირდით რომელ კონკრეტულ უნარებს მოითხოვს დამსაქმებელი თქვენგან.
- თქვენს კონკურენტულ უპირატესობებთან დაკავშირებული ინფორმაცია ლაკონურად წარმოაჩინეთ და მაქსიმუმ 2 გვერდზე წარმოადგინეთ.
- გამოიყენეთ მკაფიო სათაურები და პუნქტები. საბოლოოდ კი კიდევ ერთხელ გადაკითხეთ CV და უნებლიედ დაშვებული გრამატიკული შეცდომები შეასწორეთ.
გამოიყენეთ სამოტივაციო წერილიც!
სამოტივაციო წერილი საკუთარი მიღწევებისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ უფრო ვრცლად საუბრის შესაძლებლობას მოგცემთ, რაც დამსაქმებელს თქვენი კონკურენტული უპირატესობის უკეთ შეფასებაში დაეხმარება!
ვფიქრობთ, თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ბიზნესის მენეჯერის რეზიუმეს მაგალითები იქნება. შესაბამისად, წერის დაწყებამდე, გირჩევთ სწორედ მათ მიაპყროთ სათანადო ყურადღება.
კითხვები და პასუხები
1. როგორია ბიზნესის მენეჯერის დასაქმების პერსპექტივა?
ბიზნესის განვითარების მენეჯერი შესაძლოა დასაქმდეს მმართველობით პოზიციაზე სახელმწიფო და კერძო სექტორის ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა, მაგალითად, ბანკები, ჯანდაცვისა და განათლების კერძო დაწესებულებები.
2. როგორ უნდა შექმნათ რეზიუმე თუ ბიზნეს მენეჯერად მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ?
თუ ბიზნეს მენეჯერად მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ მთავარი აქცენტი განათლებისა და პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ეფექტურად წარმოჩენაზე გააკეთეთ. აგრეთვე, ნუ დაივიწყებთ სტაჟირებასა და მოხალისეობრივ გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაციასაც.