ოფისის მენეჯერის CV: ყოვლისმომცველი გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმესთვის

ოფისის მენეჯერის როლი ორგანიზაციული სიძლიერის, სტრატეგიული აზროვნებისა და ინტერპერსონალური დახვეწილობის უნიკალური ნაზავია!  ვინაიდან ამ პროფესიის ადამიანები ბიზნეს პროცესების ზედამხედველობასთან ერთად, ბიუჯეტის მართვასა და გუნდების კოორდინაციასაც უზრუნველყოფენ, ოფისის გამოცდილ მენეჯერებზე მოთხოვნა სულ უფრო მეტად იზრდება მთელ მსოფლიოში. 

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები

გონივრულად სტრუქტურირებული ოფისის მენეჯერის CV თქვენი კონკურენტული უპირატესობისა და მაღალი პროფესიონალიზმის ეფექტურად წარმოჩენაში დაგეხმარებათ და მნიშვნელოვნად შეგიწყობთ ხელს გახდეთ წარმატებული ოფისის მენეჯერი.

ამ სტატიაში სრულფასოვნად წარმოგიდგენთ თუ როგორ უნდა შექმნათ ოფისის მენეჯერის დამაჯერებელი რეზიუმე და შემოგთავაზებთ ღირებულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ დასაქმების მიზნით საუკეთოდ წარმოაჩინოთ თქვენი პროფესიული უნარები და შესაძლებლობები.

Ოფისის მენეჯერი CV

Სარჩევი

ოფისის მენეჯერი  CV – საუკეთესო მაგალითი

👇წარმოგიდგენთ ოფისის მენეჯერის CV-ს ნიმუშს, რომელიც რეზიუმეს შექმნის საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისად წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას:

მაკა ამილახვარი
ოფისის მენეჯერი
+995 555 123 321
maka_amilakhvari@email.com
თბილისი, საქართველო
Linkedin.com/in/makaamilakhvari

პროფესიული შეჯამება
“საკუთარ საქმეზე შეყვარებული, მაღალკვალიფიციური ოფისის მენეჯერი ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილებით, თვალსაჩინო კარიერული მიღწევებითა და უბადლო პროფესიული რეპუტაციით.”

სამუშაო გამოცდილება 
ოფისის მენეჯერი 
კომპანია “IT ჯგუფი”
ქუთაისი, საქართველო
2020 წლის სექტემბერი – 2022 წლის დეკემბერი

ძირითადი მოვალეობები:

  • ვპასუხობდი ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებს და შესაბამის განყოფილებასთან ვამისამართებდი დაინტერესებულ პირებს;
  • ვაწარმოებდი კომპანიის შემოსულ/გასულ კორესპონდენციას;
  • ვკურირებდი საფოსტო გზავნილების მიღებასა და გადამისამართებას;
  • აქტიურად ვიყავი ჩართული დოკუმენტბრუნვის მოწესრიგების პროცესში;
  • კვალიფიციურ ინფორმაციას ვაწვდიდი დამკვეთებისა და ვიზიტორებს;
  • ვმართავდი ორგანიზაციის სოციალური მედია პლატფორმებს (Facebook, Instagram).

ოფისის მენეჯერი
კომპანია “GT ჯგუფი”
თბილისი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი – 2020 წლის დეკემბერი

ძირითადი მოვალეობები:

  • ვატარებდი კომპანიაში შემოსულ და გასულ კორესპონდენციას გატარება და ვაწარმოებდი შესაბამის რეესტრს;
  • უზრუნველვყოფდი თანამშრომლების სახელზე შემოსული ამანათების ადრესატამდე დროულ მიწოდებას;
  • ვამზადებდი მივლინებების ბრძანებებს და ჯავშნებს;
  • ვაკონტროლებდი ორგანიზაციაში შემოსულ სატელეფონო ზარებს;
  • უზრუნველვყოფდი უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულებას.

განათლება

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ოპერაციების მენეჯმენტში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
2016 წლის სექტემბერი – 2018 წლის ივნისი

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2012 წლის სექტემბერი – 2016 წლის ივნისი

სერთიფიკატები & ჯილდოები

  • 2023 წლის მარტი – პროექტების მართვის ინსტიტუტის სერტიფიცირებული პროექტების მენეჯერი;
  • 2023 წლის თებერვალი – Microsoft Office სერტიფიცირებული სპეციალისტი;
  • 2022 წლის დეკემბერი – წლის თანამშრომელი: ეს ჯილდო აფასებს თქვენს განსაკუთრებულ საქმიანობას და წვლილს, როგორც ოფისის მენეჯერს;
  • 2021 წლის ოქტომბერი – ბიზნესის მენეჯმენტის პროფესიონალთა ასოციაციის სერტიფიცირებული ოფის მენეჯერი;

ხისტი უნარები

  • მონაცემთა ანალიზი
  • პროექტების მენეჯმენტი
  • ფინანსური მოდელირება
  • პრობლემის იდენტიფიცირება
  • კრიტიკული აზროვნება
  • ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • დაინტერესებულ მხარეებზე ზემოქმედების უნარი
  • ბაზრის დინამიკისა და განვითარებადი ტენდენციების მიმართ ადაპტირება

რბილი უნარები

  • ლიდერული თვისებების დემონსტრირება
  • გუნდური მუშაობა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • დროის მენეჯმენტი
  • ემოციური ინტელექტი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მუდმივი განვითარებისადმი სწრაფვა
  • პროფესიული ეთიკა და კეთილსინდისიერება

კომპიუტერული პროგრამები

  • Microsoft Word
  • Microsoft Excel
  • Microsoft Outlook
  • Microsoft Powerpoint
  • Google Sheets
  • Quickbooks
  • Xero

ჰობები და ინტერესები

  • კითხვა;
  • ხატვა;
  • ჭადრაკის თამაში;
  • პროფესიულ დისკუსიებში  მონაწილეობა.

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური – C1
  • ფრანგული – B2

Ოფისის მენეჯერი CV

Მოთხოვნა ოფისის მენეჯერებზე საქართველოში 2023 წელს

💡 ფაქტი: Glassdoor-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ საქართველოში დასაქმებული (სრული განაკვეთი) ოფისის მენეჯერის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 1300 ლარია.

თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პოზიციასთან დაკავშირებულ ანაზღაურებაზე შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას სამუშაოს მოთხოვნები და პასუხისმგებლობის ფარგლები ახდენდეს. აგრეთვე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც თუ რა დატვირთვით გსურთ პროფესიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება (სრული განაკვეთი თუ ნახევარი განაკვეთი).

👉 ვინაიდან ოფისის მენეჯერის პროფესია სხვადასხვა ადმინისტრაციული ამოცანის ზედამხედველობას, პერსონალის მართვას, ოფისის ოპერაციების კოორდინაციასა და ეფექტური სამუშაო პროცესის უზრუნველყოფას გულისხმობს, პროფესიასთან დაკავშირებული მოთხოვნა საქართველოში საკმაოდ მაღალია.
🎁 გამოცდილი ოფისის მენეჯერების საჭიროება არსებობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, მათ შორის არაკომერციულ ორგანიზაციებში, კორპორატიულ ოფისებში, სამთავრობო, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებში.

Როგორ უნდა შექმნა საუკეთესო CV ოფისის მენეჯერისთვის

ოფისის მენეჯერის საუკეთესო CV-ის შექმნა დეტალებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. წარმოგიდგენთ იმ ძირითად ასპექტებს, რომლებზე ორიენტირება მნიშვნელოვნად შეგიწყობთ ხელს წარმატების მიღწევაში ამ პოზიციაზე.

  • პროფესიონალური ფორმატი: თუ გსურთ აისრულოთ პროფესიული ოცნება და გახდეთ ოფისის მენეჯერი გამოიყენეთ ორგანიზებული ფორმატი მკაფიო სათაურებითა და სექციებით. აირჩიეთ პროფესიონალური შრიფტი და შეინარჩუნეთ თანმიმდევრულობა.
  • შემაჯამებელი განცხადება: დაიწყეთ თქვენი რეზიუმე მოკლე შემაჯამებელი განცხადებით, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს გამოცდილებას, უნარებს და ძირითად მიღწევებს. მოარგეთ იგი ვაკანსიის სპეციფიკურ მოთხოვნებს და ხაზი თქვენს უნიკალურ პროფესიულ ღირსებას გაუსვით.
  • ძირითადი უნარები: თუ გსურთ მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა, ნათლად წარმოაჩინეთ პროფესიისთვის რელევანტური უნარები და განსაკუთრებული ყურადღება ძლიერი ორგანიზაციულ შესაძლებლობებზე, ეფექტურ კომუნიკაციასა და ლიდერულ თვისებებზე გაამახვილეთ.
  • პროფესიული გამოცდილება:დეტალურად აღწერეთ თქვენი სამუშაო ისტორია, მათ შორის კომპანიის დასახელება, დასაქმების თარიღები და თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლები. ძირითადი მიღწევების ხაზგასასმელად და შედეგების რაოდენობრივად შესაფასებლად გამოიყენეთ პუნქტები.
  • უმაღლესი განათლება და კვალიფიკაცია: ეფექტურად წარმოაჩინეთ თქვენი საგანმანათლებლო გამოცდილება, სწავლის შემდგომ მიღებული აკადემიური ხარისხი და შესაბამისი სასწავლო პროგრამები. დამატებითი სექციის სახით წარმოადგინეთ სერტიფიკატებთან დაკავშირებული ონფორმაცია.
  • პერსონალიზაცია: მოარგეთ თქვენი რეზიუმე თქვენთვის სასურველი ვაკანსიის აღწერილობას და გახსოვდეთ, რომ როდესაც დამსაქმებელი თქვენთვის სასურველ პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას ის ყოველთვის სრულფასოვნად აღწერს თუ რას ელის თქვენგან. გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით ვაკანსიის შინაარს და რეზიუმეს შექმნის პროცესში პროფესიისთვის რელევანტური საკვანძო სიტყვები გამოიყენეთ.
  • კორექტირება და რედაქტირება:საფუძვლიანად გადახედეთ თქვენს რეზიუმეს, რათა აღმოფხვრათ მართლწერასთან ან გრამატიკასთან დაკავშირებული შეცდომები. გთხოვთ დარწმუნდით, რომ ინფორმაცია ობიექტურად, თანმიმდევრულად და პროფესიონალურად გაქვთ წარმოდგენილი.

Ოფისის მენეჯერი CV

Სექციების განლაგება

ოფისის მენეჯერის რანგში სამსახურის მოსაპოვებლად საჭიროა გაითვალისწინოთ, რომ სექციების სწორ თანმიმდევრობასთან ერთად მნიშვნელოვანია რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია მარტივად აღქმადი იყოს.

👇 განვიხილოთ ოფისის მენეჯერის CV-სთვის რეკომენდებული ფორმატი:

  • სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია
    • ტელეფონის ნომერი
    • ელ.ფოსტა,
    • ადგილმდებარეობა
    • LinkedIn-ის პროფილის ბმული
  • პროფესიული შეჯამება
  • სამუშაო გამოცდილება
  • განათლება და კვალიფიკაცია
  • ოფისის მართვისთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები
  • დამატებითი ინფორმაცია
    • უცხო ენები
    • კომპიუტერული პროგრამები
    • რეკომენდატორები
    • ჯილდოები და სერტიფიკატები
    • ჰობები და ინტერესები

ფორმატი და სტრუქტურა

გონივრულად სტრუქტურირებული რეზიუმე ხაზს პროფესიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს უსვამს და შესაძლებლობას გაძლევთ ეფექტურად წარმოაჩინოთ თქვენი უნარები, გამოცდილება და მიღწევები, რომლებიც დასაქმების პროცესში ეფექტურად მიუთითებს თქვენს კონკურენტუნარიან პოზიციაზე.

🎁 ოფისის მენეჯერის რეზიუმეს საუკეთესო ფორმატის შერჩევა დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე, მათ შორის სამუშაო გამოცდილების ხარისხზე, კარიერულ წინსვლასა და ძირითად მიღწევებზე.

👇 რეზიუმეს შექმნის პროცესში ყველაზე ხშირად ქრონოლოგიურ, ფუნქციონალურ და შერეულ ფორმატებს იყენებენ:

  • ქრონოლოგიური ფორმატისამუშაო გამოცდილებას ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოადგენს და მთავარ აქცენტს უახლეს პროფესიულ გამოცდილებაზე აკეთებს. ქრონოლოგიური ფორმატი ხაზს კარიერულ პროგრესს და თანმიმდევრულ სამუშაო ისტორიას უსვამს. ეს ფორმატი უწყვეტი სამუშაო ისტორიის მქონე ოფისის მენეჯერებისთვისაა იდეალური.
  • ფუნქციონალური ფორმატიოფისის მენეჯერის უნარებსა და კვალიფიკაციაზეა ფოკუსირებული. აღნიშნული ფორმატი განკუთვნილია შეზღუდული სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებისთვის ან მათთვის, ვინც ცდილობს მთავარი აქცენტი სამუშაო გამოცდილების ნაცვლად კონკრეტულ პროფესიონალურ უნარებსა და მიღწევებზე გააკეთოს.
  • შერეული ფორმატიკომბინირების მსგავსი პრინციპით აერთიანებს როგორც ქრონოლოგიური, ასევე ფუნქციური ფორმატის ელემენტებს. ფორმატის ეს ტიპი ოფისის მენეჯერებს საშუალებას აძლევს, თავდაპირველად, პროფესიისთვის რელევანტური უნარები და კვალიფიკაციები, შემდეგ კი მათი სამუშაო გამოცდილების ქრონოლოგიური ჩამონათვალი წარმოადგინონ.

Სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

რეზიუმეს სათაური დამსაქმებელს თავდაპირველ შთაბეჭდილებას უქმნის თქვენს შესახებ. სასურველია, ის ობიექტურად, მაქსიმალური სიზუსტით წარმოადგენდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა:

  • სახელი და გვარი
  • პროფესიული სტატუსი
  • ადგილმდებარეობა
  • ტელეფონის ნომერი
  • ელ. ფოსტის მისამართი
  • პროფესიული Სოციალური მედიის (მაგ., LinkedIn) ბმული
⚠️ გაფრთხილება: სასურველია თავი შეიკავოთ ისეთი უმნიშვნელო ინფორმაციის მითითებისგან, რომლებიც CV-ს მხოლოდ გადატვირთავს და მას დამატებით ღირებულებას არ შესძენს (მაგ., დაბადების თარიღი, ასაკი და ზუსტი მისამართი, ნახევარი ან სრული განაკვეთი).
✔️ მისაღები სათაურის ილუსტრაცია
მაკა ამილახვარი
ოფისის მენეჯერი
თბილისი, საქართველო
+995 555 123 123
maka_amilakhvari@email.com
❌ მიუღებელი სათაურის ილუსტრაცია
ოფისის მენეჯერი
დამატებითი კვალიფიკაცია: ვფლობ სოციალური მედიის მენეჯმენტის პრინციპებს და შემიძლია მოვამზადო ნებისმიერი სახის Logo თქვენი კომპანიისთვის.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ამილახვარი მაკა
ტელეფონი: 555 123 123
დაბადების თარიღი 11/05/1994 წ.
მისამართი: საქართველო, თბილისი, თამარ კოტე აფხაზის ქუჩა, N15
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამეკონტაქტეთ Messenger -ის მეშვეობით. ამ მიზნით ვუთითებ ჩემი პროფილის ბმულსაც: facebook.com/makunaamilakhvari

Ოფისის მენეჯერი CV

პროფესიონალური შეჯამება

👉 ეფექტური პროფესიონალური შეჯამების შესაქმნელად უნივერსალური მიდგომა არ არსებობს. თუმცა  სასურველია გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს ეს სექცია მოკლედ და გასაგებად უნდა გამოხატავდეს თქვენს კარიერულ  მიღწევებებს და პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

აგრეთვე, მნიშვნელოვანია შეჯამებაში წარმოდგენილი თქვენი პროფესიული განათლება და სამუშაო გამოცდილება იდეურად შეესაბამებოდეს ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

👇 წარმოგიდგენთ ოფისის მენეჯერის რეზიუმესთვის მომზადებული პროფესიონალური შეჯამების სწორ და არასწორ მაგალითებს:

✔️ რეზიუმეს შეჯამების სწორი მაგალითი
საკუთარ საქმეზე შეყვარებული, მაღალკვალიფიციური ოფისის მენეჯერი ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილებით, თვალსაჩინო კარიერული მიღწევებითა და უბადლო პროფესიული რეპუტაციით.
❌ რეზიუმეს შეჯამების არასწორი მაგალითი
გახლავართ გამოცდილი ოფისის მენეჯერი, რომელსაც სხვადასხვა პროფილის კომპანიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს (მუშაობის ტიპი: სრული განაკვეთი). ვფლობ პროფესიისთვის საჭირო ყველა ძირითად უნარ-ჩვევას და მაქვს ობიექტური პრეტენზია, რომ მე როგორც პროფესიონალი ოფისის მენეჯერი დასაქმების საუკეთესო პირობებს ვიმსახურებ! დამატებით, აგრეთვე შემიძლია მოვამზადო ნებისმიერი სირთულის Logo თქვენი კომპანიისთვის. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდით რეზიუმეში მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე.

გჭირდებათ ფოტოსურათი ოფისის მენეჯერის რეზიუმეში?

ოფისის მენეჯერის რეზიუმეში ფოტოს ჩართვას შესაძლოა ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილება ძალიან ფრთხილად, რიგი ფაქტორების მხედველობაში მიღების საფუძველზე უნდა მიიღოთ.

📌 რჩევა: თუ კონკრეტული ვაკანტური პოზიცია რეზიუმეში ფოტოს წარმოდგენას არ ითხოვს, სასურველია ამ საკითხის დამოუკიდებლად ინიცირებისგან თავი შეიკავოთ.

გახსოვდეთ, რომ რეზიუმე, ფოკუსირებული უნდა იყოს ისეთ რელევანტურ ინფორმაციაზე, როგორიცაა განათლება, სამუშაო გამოცდილება, უნარები და მიღწევები.

🎁 პროფესიულ კვალიფიკაციაზე და შესაბამის ინფორმაციაზე ფოკუსირება დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს და არაცნობიერი მიკერძოება აიცილოს თავიდან.

Როგორ უნდა წარმოაჩინოთ სამუშაო გამოცდილება

📌 Რჩევა: კონკურენტული უპირატესობის მოპოვების მიზნით ეცადეთ მხოლოდ იმ პროფესიულ გამოცდილებაზე კონცენტრირდეთ, რომელიც ოფისის მენეჯერის პიზიციისთვის იქნება რელევანტური.

გაითვალისწინეთ, რომ როგორც ოფისის მენეჯერის, ისე პროდუქტის მენეჯერის CV რაოდენობრივი შედეგების ჩვენების საფუძველზე უნდა წარმოაჩენდეს პროფესიულ კვალიფიკაციას.

👇 ნება მოგვეცით წარმოგიდგინოთ  ორი სპეფიციკური ნიმუში, რომელიც ოფისის მენეჯერის სამუშაო გამოცდილებას მკაფიოდ და ეფექტურად წარმოაჩენს.

მაგალითი 1

ოფისის მენეჯერი
ავტოიმპორტიორი კომპანია “Indigo Cars”
ბათუმი, საქართველო
მარტი 2017 – მაისი 2022

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
  • კომპანიის შემოსული/გასული კორესპონდენციის წარმოება. საფოსტო გზავნილების მიღება-გადამისამართება;
  • ოფისის სტუმრების მიღება და შესაბამისი კოორდინაცია;
  • ადმინისტრაციის  დოკუმენტების წარმოება და დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებაში ჩართულობა;
  • დამკვეთებისა და ვიზიტორებისათვის, კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება;
  • ორგანიზაციის სოციალური მედია პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram).
მაგალითი 2

ოფისის მენეჯერი
კომპანია “MS Holding”
თბილისი, საქართველო
იანვარი 2007 – მაისი 2011

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის  მართვა-ადმინისტრირება;
  • კომპანიის ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა – ოპერატიული რეაგირება;
  • საფოსტო – საკურიერო სამსახურთან ურთიერთობა და გზავნილების ადმინისტრირება;
  • ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
Რჩევები მათთვის, ვისაც სამუშაო გამოცდილება არ აქვს

ოფისის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში მნიშვნელოვანია შექმნათ რეზიუმე, რომელიც ტრანსფერულ უნარებზე, განათლებასა და პროფესიისთვის რელევანტურ კურსებზე იქნება ორიენტირებული.

👉 პროფესიული გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში, ნუ დაივიწყებთ თქვენს ორგანიზაციულ შესაძლებლობებს და მკაფიოდ აღნიშნეთ, როგორც დროის მენეჯმენტთან და გუნდურ მუშაობასთან დაკავშირებული შესაძლებლობები.
🎁 CV-ის შექმნისას ხაზი გაუსვით თქვენ მიერ გავლილ ისეთ საგანმანათლებლო ან სასერთიფიკატო პროგრამებს, როგორიცაა ბიზნესის ადმინისტრირება, საოფისე სისტემები, პროექტების მენეჯმენტი და კომპიუტერული ტექნოლოგიები.

ოფისის მენეჯერის განათლება და კვალიფიკაცია

აკადემიური განათლებისა და კვალიფიფიკაციის სექცია განსაკუთრებით იქცევს დამსაქმებლის ყურადღებას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეზიუმეში ამომწურავად წარმოადგინოთ განათლების სექცია და მასთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაცია.

რეზიუმეს ამ ნაწილში, საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელებასა და მის ადგილმდებარეობასთან ერთად, მნიშვნელოვანია განათლების მიღების პერიოდი და თქვენ მიერ მიღებული აკადემიური ხარისხიც (მაგ., ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი) მიუთითოთ.

👇 განვიხილოთ ოფისის მენეჯერის CV-სთვის მომზადებული განათლების სექციის ორი რელევანტური მაგალითი:

მაგალითი 1

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ოპერაციების მენეჯმენტში, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო (2016 – 2018)
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო (2012 – 2016)

მაგალითი 2

პიარისა და კომუნიკაციის ბაკალავრი
კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2012 წლის სექტემბერი – 2016 წლის დეკემბერი

შესაბამისი კურსები:

  • ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები;
  • ბიზნესის ეთიკა;
  • ინფორმაციული ტექნლოგიები ბიზნესში;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები;

ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მაგისტრი
შავის ზღვის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2016 წლის სექტემბერი – 2018 წლის ივნისი

შესაბამისი კურსები:

  • ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა;
  • ინგლისური ენის პრაქტიკული კურსი;
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტის არსი და ძირითადი პრინციპები.

მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები ოფისის მართვისთვის

Ხშირად ოფისის მენეჯერები კომპანიასთან დაკავშირებულ სენსიტიურ ინფორმაციას ფლობენ, შესაბამისად, ამ პროფესიის მქონე ადამიანებს აუცლებლად უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

👉 პროფესიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ოფისის მენეჯერს დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან უწევს კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მას ეფექტური კომუნიკაციის უნარებთან ერთად დიპლომატის თვისებებიც ჰქონდეს.
🎁 კომპანიის აღმასრულებელი რგოლისთვის არაფერია იმაზე კომფორტული ვიდრე ის ფაქტი, რომ  ოფისის მენეჯერს დამოუკიდებლად შეუძლია განსაზღვროს პრიორიტეტები და მიიღოს გონივრული გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ, დამოუკიდებლად მოქმედება და ინიცირება აგრეთვე ღირებული ფაქტორია ოფისის მენეჯერის პიზიციისთვის კადრების შერჩევისას.

👇 წარმოგიდგენთ ხისტ და რბილ უნარ-ჩვევათა იმ ძირითად ჩამონათვალს, რომელიც თქვენს პროფესიონალურ და პიროვნულ კვალიფიკაციას ეფექტურად წარმოაჩენს.

ხისტი უნარები

  • მონაცემთა ანალიზი
  • პროექტების მენეჯმენტი
  • ფინანსური მოდელირება
  • პრობლემის იდენტიფიცირება
  • კრიტიკული აზროვნება
  • ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • დაინტერესებულ მხარეებზე ზემოქმედების უნარი
  • ბაზრის დინამიკისა და განვითარებადი ტენდენციების მიმართ ადაპტირება

რბილი უნარები

  • ლიდერული თვისებების დემონსტრირება
  • გუნდური მუშაობა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • დროის მენეჯმენტი
  • ემოციური ინტელექტი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მუდმივი განვითარებისადმი სწრაფვა
  • პროფესიული ეთიკა და კეთილსინდისიერება

დამატებითი სექციები

დამატებითი სექციები პროფესიისთვის რელევანტური უნარების, მიღწევებისა და კვალიფიკაციების ეფექტურად წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.

სწორედ ამიტომ, სტანდარტულ სექციებთან ერთად, დამატებითი სექციების რეზიუმეში წარმოდგენით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ ოფისის მენეჯერის რეზიუმეს.

👉დამატებითი სექციების რეზიუმეში წარმოდგენა დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს სრულყოფილად აღიქვას თქვენი კვალიფიკაცია, შესაძლებლობები და ის პოტენციური წვლილი, რომლის შეტანაც კომპანიის წარმატების საქმეში შეგიძლიათ.

👇წარმოგდგენთ პროფესიისთვის რელევანტურ იმ დამატებით სექციებს, რომელთა რეზიუმეში წარმოდგენით ღირებულ ინფორმაციას მიაწვდით დამსაქმებელს:

უცხო ენების ცოდნა

უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა ეფექტურად წარმოაჩენს თქვენს პროფესიულ კვალიფიკაციას.

თუ თქვენ ოფისის მენეჯერის პოზიციას მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულებაში, ტურიზმის სფეროში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში იკავებთ, უცხო ენების ცოდნას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან აღნიშნულ სფეროებში დასაქმებულ ადამიანებს მულტიკულტურულ პერსონალთან და საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობა განსაკუთრებით ხშირად უწევთ.

📌 რჩევა: თუ თქვენ ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს ფლობთ აუცილებლად მიუთითეთ ამის შესახებ რეზიუმეში. სხვა შემთხვევაში გირჩევთ გამოიყენოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნიმუში:
  • მშობლიური
  • თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
  • შუალედური დონე (B1)
  • Საბაზისო (A2)

კომპიუტერული პროგრამები

📌 რჩევა: ვინაიდან ოფისის მენეჯმენტი ხშირად თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის გზით გულისხმობს პროფესიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას, კომპიუტერული პროგრამების  (Microsoft Office Suite, პროექტის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფა, CRM სისტემები) დამატებითი სექციის სახით რეზიუმეში წარმოდგენა გონივრული გადაწყვეტილებაა.

კომპიუტერული პროგრამების მცოდნე ოფისის მენეჯერებს უფრო სწრაფად და ეფექტურად შეუძლიათ მართონ ციფრული დოკუმენტები. სწორედ ამიტომ, შესაძლოა ითქვას, რომ კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საოფისე გარემოში შეუფერხებელ კომუნიკაციას უწყობს ხელს.

👉 წარმოგიდგენთ კომპიუტერული პროგრამების იმ ჩამონათვალს, რომლის რეზიუმეში წარმოდგენა უდავოდ მიიქცევს პოტენციური დამსაქმებლის ყურადღებას:
  • Microsoft Word
  • Microsoft Excel
  • Microsoft Outlook
  • Microsoft Powerpoint
  • Google Sheets
  • Quickbooks

Რეკომენდატორები

ოფისის მენეჯერის რეზიუმეში რეკომენდაციების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია მეტ სანდოობას ჰმატებს თქვენს პროფესიულ შესაძლებლობებს და კვალიფიკაციას. ეს არის ღირებული ინფორმაცია, რომელიც თქვენი, როგორც პერსპექტიული ოფისის მენეჯერის კარიერული მიღწევების მყარ გარანტად იქცევა.

📌 რჩევა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Რეკომენდატორები შესაძლოა იყვნენ როგორც თქვენი წინა დამსაქმებლები, აგრეთვე სხვა პიროვნებები, რომელთანაც აკადემიური ან პროფესიული მიზნებიდან გამომდინარე გქონიათ შეხება.

ჯილდოები და Სერთიფიკატები

სერთიფიკატებისა და ჯილდოების სექცია მენეჯერის კვალიფიკაციის, უნარებისა და მიღწევების ხელშესახები მტკიცებულებაა, რომელიც პროფესიული განვითარებისადმი თქვენს ერთგულებას ნათლად წარმოაჩენს.

👉 სერტიფიკატების ქონა დამსაქმებლებს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოფისის მენეჯერი პროფესიული როლის შესასრულებლად აუცილებელ ცოდნასა და უნარებს ფლობს. შესაბამისად, ამ ინფორმაციას შეუძლია სხვა აპლიკანტებთან შედარებით მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა მოგანიჭოთ რეზიუმეების შერჩევის პროცესში.

👇 წარმოგიდგენთ პროფესიისთვის რელევანტურ რამდენიმე სერტიფიკატს, რომელთა ფლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თქვენი წარმატების საქმეში:

  • საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის სერტიფიცირებული ოფის მენეჯერი;
  • პროექტების მართვის ინსტიტუტის სერტიფიცირებული პროექტების მენეჯერი;
  • Microsoft Office-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი;
  • პროფესიონალი მენეჯერების ინსტიტუტის სერტიფიცირებული ადმინისტრაციული მენეჯერი.

Ჰობები და ინტერესები

ოფისის მენეჯერის რეზიუმეში წარმოდგენილი ჰობები და ინტერესები პროფესიული კვალიფიკაციის მიღმა არსებულ პიროვნულ ინტერესებს უსვამს ხაზს. ეს ინფორმაცია პოტენციურ დამსაქმებელს პოზიციასთან თქვენი შესაბამისობის უკეთ აღქმაში ეხმარება და თქვენი წარმატების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

📌 რჩევა: ოფისის მენეჯერისთვის რელევანტური ინტერესები შესაძლოა მოიცავდეს კომუნიკაციაზე დაფუძნებულ ისეთ აქტივობებს, როგორებიც საჯარო გამოსვლები ან დებატებში მონაწილეობაა.
🎁 თქვენი ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდურ გარემოში ეფექტურად ინტეგრირების უნარის წარმოსაჩენად სასურველია ჰობებისა და ინტერესების სექციაში რომელიმე გუნდური სპორტი ან სამაგიდო თამაში ახსენოთ.

ჰობებისა და ინტერესების გააზრებულად შერჩევით, მეტი შანსი გექნებათ მოიპოვოთ დამსაქმებლის კეთილგანწყობა და ეფექტურად წარმოადგინოთ თქვენი პიროვნება.

შემაჯამებელი რჩევები ოფისის მენეჯერის CV-სთვის

  • როდესაც დამსაქმებელი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ის ყოველთვის ზედმიწევნით აღწერს მისთვის პრიორიტეტულ ღირსებათა ჩამონათვალს. თქვენი პროფესიული  კვალიფიკაციისა და მიღწევების სრულყოფილად წარმოსაჩენად რეზიუმეს  პროფესიული სათაური და შეჯამება სწორედ ვაკანსიის ამ აღწერილობის საფუძველზე უნდა შექმნათ.
  • მიუთითეთ მხოლოდ პროფესიისთვის რელევანტური სამუშაო გამოცდილება და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე განსაზღვრეთ თქვენი მიღწევები. ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს შექმნის ყოველ ეტაპზე თქვენი მთავარი საზრუნავი თქვენი კონკურენტული უპირატესობის ეფექტურად წარმოჩენაა.
  • ყურადღება გაამახვილეთ რეზიუმეს ვიზუალზე. გთხოვთ დარწმუნდით, რომ თქვენი კონკურენტული უპირატესობის წარმოსაჩენად საკმარისად ნათლად და მკაფიოდ გაქვთ წარმოდგენილი თქვენი უნარები და კომპეტენციები. ამ მიზნით, სასურველია პუნქტები და დანომრილი სიები გამოიყენოთ.
  • ოფისის მენეჯერის პოზიციასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში მთავარი აქცენტი  თქვენს განათლებაზე და პროფესიისთვის რელევანტურ უნარ-ჩვევებზე გააკეთეთ.
  • რეზიუმეს PDF ფორმატში გადაყვანამდე გთხოვთ დარწმუნდით, რომ ყურადღებით გადაამოწმეთ თითოეული სექცია და უნებლიედ დაშვებული ყველა გრამატიკული და პუნქტუაციური შეცდომა შეასწორეთ.
  • რეზიუმეს ქართულ ენაზე მომზადებისას უპირატესობა Sylfaen ფონტს მიანიჭეთ.

Რეზიუმეს სამოტივაციო წერილიც დაურთეთ!

თუ გსურთ გახდეთ ოფისის მენეჯერი და სწორედ ამ პროფესიულ რანგში დაიკავოთ სასურველი პოზიცია, სამოტივაციო წერილის რეზიუმესთან ერთად წარმოდგენა გონივრული გადაწყვეტილებაა.

გონივრულად სტრუქტურირებული სამოტივაციო წერილი კომპანიის ღირებულებებსა და მიზნებთან შესაბამისობაში წარმოაჩენს თქვენს განსაკუთრებულ შესაძლებლობებსა და მოტივაციას.

🎁 თუ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი რომ ოფისის მენეჯერი გახდეთ, ნუ დაკარგავთ დროს! ჩვენი რეზიუმეს მაგალითები დაგეხმარებათ დროის მცირე მონაკვეთში დაიკავოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია!

განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამორჩეული ჩვენი საუკეთესო შაბლონებიც არ დაგწყვეტენ გულს და საუკეთესოდ წარმოაჩენენ როგორც თქვენს განათლებასა და გამოცდილებას, აგრეთვე უნარებსა და შესაძლებლობებს!

კითხვები და პასუხები

რა დრო სჭირდება ოფისის მენეჯერის რეზიუმეს მომზადებას?

ოფისის მენეჯერის რეზიუმეს მოსამზადებლად საჭირო დრო შესაძლოა ინდივიდუალური გარემოებების მიხედვით განსხვავდებოდეს, თუმცა, კარგად ორგანიზებული რეზიუმეს შექმნას საშუალოდ 1-2 საათი სჭირდება.

ეს პერიოდი საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, შესაბამისი სამუშაო ისტორიის სრულყოფულად ჩამოყალიბებას და პროფესიისთვის რელევანტური განათლებისა და უნარებს სწორად წარმოჩენას გულისხმობს.

რამდენად პერსპექტიულია ოფისის მენეჯერის პოზიცია?

ოფისის მენეჯერის პოზიცია მრავალფეროვანი პასუხისმგებლობების ფართო სპექტრთან ერთად განსაკუთრებულ პროფესიულ პერსპექტივასაც მოიაზრებს.

ოფისის მენეჯერის პროფესიასთან დაკავშირებულ კარიერულ წინსვლას დაახლოებით 3-5 წელი სჭირდება. წინსვლის ტემპტზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა უნარები, გამოცდილება, პროფესიული განვითარება და კომპანიის შიგნით არსებული მაღალი დონის პოზიციების ხელმისაწვდომობა.

უწყვეტმა სწავლამ, ლიდერული თვისებების დემონსტრირებამ და ზრდის შესაძლებლობების აქტიურმა ძიებამ შესაძლოა უფრო მეტად დააჩქაროს თქვენი დაწინაურების პროცესი.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...