პროდუქტის მენეჯერის პროფესია უდავოდ იმსახურებს თქვენს ყურადღებას თუ თქვენი ინტერესის სფერო ბიზნესი და მენეჯმენტია. თუმცა იმისთვის, რომ სხვებისგან გამოირჩეოდეთ საჭიროა ყველა სტანდარტის დაცვით შექმნათ პროდუქტის მენეჯერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს შესაძლებლობებს.
სწორედ ამიტომ, მოცემულ სტატიაში ამომწურავად განვიხილავთ თუ როგორ უნდა აუწყოთ ფეხი რეზიუმეს შექმნის თანამედროვე ტენდენციებს და გაგიზიარებთ საუკეთესო რჩევებს ეფექტური CV-ის შესაქმნელად.
Სარჩევი
პროდუქტის მენეჯერი CV: მაგალითი
👇 წარმოგიდგენთ პროდუქტის მენეჯერის CV-ს ნიმუშს, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება რეზიუმეს მომზადების ყველაზე გავრცელებულ სტანდარტებს:
პროდუქტის მენეჯერი
+995 555 123123
tamarioseliani@email.com
თბილისი, საქართველო
Linkedin.com/in/tamarioseliani
პროფესიული შეჯამება
“5 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე, განვითარებაზე ორიენტირებული პროდუქტის მენეჯერი. ჩემი პროფესიული პროფილი ეფექტური კომუნიკაციის საფუძველზე რაოდენობრივი და თვისობრივი ინფორმაციის ანალიზს და უნიკალური ბიზნეს გადაწყვეტილებების ინიცირებას გულისხმობს. სრულყოფილად ვფლობ როგორც Google Analytics-ს, აგრეთვე SQL-ს, MVP და RAT მიდგომებს.”
სამუშაო გამოცდილება
პროდუქტის მენეჯერი
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია “BMG Services and Partners”
თბილისი, საქართველო
თებერვალი 2018 – აპრილი 2023
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის ინდივიდუალი მოთხოვნილებების განსაზღვრის საფუძველზე უზრუნველყვოფდი ახალი სერვისების ინიცირებას;
- ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე დაყრდნობით ვქმნიდი პროდუქტების განვითარების სტრატეგიას;
- პროდუქტების განვითარებისთვის საჭირო ბიუჯეტის შედგენის საფუძველზე ვუწევდი კონტროლს პროექტის განვითარების ყოველ ეტაპს;
- ვახორციელდებდი ბაზარზე არსებული პროდუქტებისა და ტრენდების ანალიზს;
- პროდუქტების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ვქმნიდი რეპორტებს.
განათლება
პროდუქტის მენეჯმენტის სალექციო კურსი
BDO Academy, საქართველო
2017 წლის სექტემბერი – 2018 წლის ოქტომბერი
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ოპერაციების მენეჯმენტში
თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო
2015 წლის სექტემბერი – 2017 წლის ოქტომბერი
ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაკალავრი
ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო
2011 წლის სექტემბერი – 2015 წლის ოქტომბერი
ძირითადი მიღწევები
ეფექტური პროექტის მენეჯმენტისა და გუნდური მუშაობის სისტემის დამკვიდრებით, პროდუქტის მენეჯერად ჩემი მუშაობის პერიოდში კომპანიამ დაზოგვა 500 000 ლარი, შეძლო ახალი ბაზრის ათვისება და ამის საფუძველზე გაზარდა მოგება 85%-ით.
სერტიფიკატები
- საერთაშორისო პროდუქტების მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (AIPMM) სერტიფიცირებული პროდუქტის მენეჯერი (CPM);
- ეჯაილ პროდუქტის მენეჯმენტის აკადემიის სერტიფიცირებული პროდუქტის მენეჯერი (ACPM);
- Scrum Alliance-ის სერტიფიცირებული Scrum პროდუქტის მენეჯერი (CSPM).
ხისტი უნარები
- Microsoft Excel
- Google Sheets
- SQL
- Python
- C#
- HTML
- CSS
- MVP და UX
რბილი უნარები
- ინოვაციურობა და კრეატიულობა
- ეფექტური კომუნიკაცია
- სტრესულ გარემოში მუშაობა
- გუნდის წევრების Მოტივირება
- დროის ეფექტური მენეჯმენტი
- კვლევისა და ანალიზის გამოყენება
- ადაპტირების შესაძლებლობა
- ორგანიზებულობა
ენები
- ქართული (მშობლიური)
- ინგლისური – C1
- გერმანული – B2
Პროდუქტის მენეჯერის ხელფასი და სამუშაო პირობები საქართველოში 2023 წელს
მცირე მასშტაბის კომპანიებში დასაქმებული პროდუქტის მენეჯერი პროდუქტისა და სერვისის განვითარების მთლიან პროცესს წარმართავს. მოზრდილ კომპანიებს რაც შეეხება, ისინი უფრო მეტ რესურსს დებენ პროდუქტის მენეჯერის სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაში.
რჩევები პროდუქტის მენეჯერის წარმატებული რეზიუმესთვის
სასურველი სამსახურის მოპოვებისთვის მნიშვნელოვანია გულდასმით დაიცვათ CV-ს შექმნასთან დაკავშირებული წესები.
👇 აპლიკანტების საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებული ჩვენი რჩევები მნიშვნელოვან უპირატესობას მოგაპოვებინებთ რეზიუმეების გადარჩევის ეტაპზე:
- კონცენტრირდით მხოლოდ რელევანტურ პროფესიულ გამოცდილებაზე:თუ პროდუქტის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება გაქვთ, აუცილებლად აღნიშნეთ ეს რეზიუმეში. რაც უფრო გონივრულად შეესაბამება თქვენი გამოცდილება ვაკანტურ პოზიციას, მით უფრო იზრდება სასურველი პოზიციის დაკავების შესაძლებლობა.სხვა შემთხვევაში მოერიდეთ ქართული სიტყვების უცხოური ტერმინებით ჩანაცვლებას (მაგ., Cookies Policy-ის ნაცვლად გამოიყენეთ ქუქის პოლიტიკა, ხოლო cross-functional services-ის ნაცვლად ჯვარედინი ფუნქციური მომსახურება).⚠️ გაფრთხილება: რეზიუმეს შექმნისას, უცხოენოვანი ფრაზების გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ ეს სიტყვები პროფესიისთვის დამახასიათებელ პროგრამულ ტერმინებს აღწერს ან კომპანიის/კონფერენციის/სერტიფიკატის დასახელებას გამოხატავს.
- ყურადღება მიაქციეთ რელევანტურ უნარ-ჩვევებს:პროდუქტის მენეჯერის პროფესია პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის განსაკუთრებულ ხარისხს გულისხმობს, ვინაიდან ეს პოზიცია კომპანიის წარმატების ფუნდამენტია.სწორედ ამიტომ, თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად საჭიროა, თქვენს რეზიუმეში ყურადღება მხოლოდ იმ უნარ-ჩვევებზე გაამახვილოთ, რომელთა ფლობაც არსებითად მნიშვნელოვანია პროდუქტის მენეჯერის პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად.
- აქციეთ ვაკანსიით განსაზღვრული საკვანძო სიტყვები თქვენს ძლიერ მხარედ:პროდუქტის მენეჯერის ვაკანტური პოზიციის აღწერაში მითითებული საკვანძო სიტყვებზე აქცენტირება და მათი რეზიუმეში გამოყენება სრულფასოვნად წარმოაჩენს თქვენს კომპეტენციას და ხაზს გაუსვამს, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ხართ განწყობილი ახალი პროფესიული გამოწვევისადმი.
- განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ CV-ს ფორმაCV-ს ლაკონური და გონივრულად სტრუქტურირებული ფორმა უდავოდ მიიქცევს დამსაქმებლის ყურადღებას და მას თქვენდამი პოზიტიურად განაწყობს. გაითვალისწინეთ, რომ რაც არ უნდა მრავალფეროვანი იყოს თქვენი პროფესიული გამოცდილება და განათლება, რეზიუმე არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს.
- თუ გსურთ, რომ დამსაქმებელი პოზიტიურად განაწყოთ თქვენდამი და მას თქვენი შემართება აჩვენოთ, გირჩევთ უპირატესობა ყვითელს მიანიჭოთ;
- იმ შემთხვევაში თუ გსურთ, რომ მთავარი აქცენტი თქვენს საიმედოობაზე გააკეთოთ შეგიძლიათ რეზიუმეში ლურჯი გამოიყენოთ;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების მზაობის წარმოსაჩენად კი მწვანე ფერია იდეალური.
Სექციების სწორი თანმიმდევრობა
სექციების გონივრული თანმიმდევრობა მნიშვნლოვნად განსაზღვრავს თქვენს პროფესიულ წარმატებას. ეს ერთგვარი თავსატეხია, რომლის ნაწილების რელევანტური განლაგება პოტენციურ დამსაქმებელს სრული სურათის აღქმაში ეხმარება და თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს.
მისაღები ფორმატი და სტრუქტურა
👇 წარმოგიდგენთ ფორმატის 3 ძირითად ვარიაციას, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული სტრუქტურა აქვთ.
- ქრონოლოგიური ფორმატიშესაფერისია იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც გრძელი კარიერული განვითარების გზა განვლეს და არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიძინეს მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება. ქრონოლოგიური ფორმატი თქვენს პროფესიულ განვითარებას უახლესი დროიდან წარსულისკენ აღწერს.
- ფუნქციური ფორმატიფუნქციური ფორმატი თქვენს მთავარ მიღწევებსა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე ორიენტირების გზით, ლაკონურად აღწერს თქვენს სამუშაო გამოცდილებას. ამგვარი ფორმატის რეზიუმე რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც სამუშაო სფეროს ცვლილების ხშირი გამოცდილება აქვს და კონკრეტული პროფესიული გამოცდილების ნაკლებობას განიცდის.
- შერეული ფორმატიშერეული ფორმატი ქრონოლოგიური და ფუნქციური რეზიუმეს თვისობრივ მახასიათებლებს კომბინირებულად წარმოადგენს. აღნიშნული რეზიუმე ინდივიდის ძირითად უნარ-ჩვევებს აქცევს მთავარ ყურადღებას. შესაბამისად, ის იმ აპლიკანტების პროფილს მიესადაგება, ვისთვისაც პიროვნულ უნარებთან ერთად პროფესიული გამოცდილებაც პრიორიტეტულია.
Სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია თქვენს შესახებ თავდაპირველ შთაბეჭდილებას უქმნის პოტენციურ დამსაქმებელს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის ზედმიწევნით აღწერდეს როგორც თქვენს სახელსა და პროფესიულ სტატუსს, აგრეთვე, ადგილმდებარეობასა და საკონტაქტო ინფორმაციას.
👇 პროდუქტის მენეჯერის CV-სთვის ეფექტური სათაურის შესაქმნელად, სასურველია, რომ შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ:
- საუკეთესო ადგილი თქვენი პროფესიული სათაურის განსათავსებლად გახლავთ ფურცლის ზედა მარცხენა მხარე, უფრო კონკრეტულად კი თქვენი სახელისა და გვარის ქვემოთ არსებული განყოფილება;
- რაოდენობრივი და ფაქტობრივი მონაცემების გამოყენებით რეზიუმეს მეტ სიცხადესა და კონკრეტიკას შესძენთ (მაგალითად, გამოცდილებისა და განათლების სექციაში სასურველია გამოიყენოთ წლები);
- ნუ გადატვირთავთ რეზიუმეს უსარგებლო ინფორმაციით, ეცადეთ შეძლებისდაგვარად ლაკონურად გამოხატოთ თქვენი სათქმელი;
პროდუქტის მენეჯერი
თბილისი, საქართველო | +995 555 123123 | tamarioseliani@email.com
თამარ იოსელიანი
Phone number: 555 555 555
Email address: cookies123@email.com
Business partners: ილია მენაბდე, ნინო შიოლაშვილი, მარიამ ზარქუა
Address: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N25
პროფესიონალური შეჯამება
ძირითადი მიზნიდან გამომდინარე, პროფესიონალური შეჯამების სექცია შეძლებისდაგვარად ლაკონურად და ამომწურავად უნდა მოიცავდეს ვაკანსიასთან დაკავშირებულ რელევანტურ ინფორმაციას.
საუკეთესო შემთხვევაში, პროფესიული შეჯამების სექცია მთავარ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს იმ პროფესიულ გამოცდილებაზე, რომელიც ვაკანტურ პოზიციას უკავშირდება და ამის შესაბამისად უნდა წარმოაჩენდეს რა სარგებელს მოუტანთ კომპანიას სამომავლო პერსპექტივაში.
Როდის შეიძლება ფოტოსურათი დაგჭირდეთ
რეზიუმეში ფოტოსურათის გამოყენების საკითხი ხშირად დილემის წინაშე აყენებს ადამიანებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვაკანსიის აღწერა ამის შესახებ ინფორმაციას არ მოიცავს.
Როგორ უნდა აღწეროთ პროდუქტის მენეჯერისთვის საჭირო გამოცდილება
პროდუქტის მენეჯერი აანალიზებს ბაზარს და შეისწავლის იმ აუდიტორიას, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტის ან სერვისის პოტენციური მომხმარებელი უნდა გახდეს. რეზიუმეს შეფასებისას დამსაქმებელი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს აპლიკანტის სამუშაო გამოცდილებას. Შესაბამისად, ეს სექცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთვის სასურველი პოზიციის მოსაპოვებლად.
👇 ორი კონკრეტული მაგალითის განხილვის საფუძველზე წარმოგიდგენთ როგორ უნდა აღწეროთ პროდუქტის მენეჯერის სამუშაო გამოცდილება მკაფიოდ.
მაგალითი 1
ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია “Georgian Digital Services”
თბილისი, საქართველო
მარტი 2017 – მაისი 2022
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მასშტაბური გეგმების რეალიზება;
- ადგილობრივი პროდუქტების, მომხმარებლებისა და ტენდენციების კვლევას და შედეგების ანალიზი;
- ახალი პროდუქტების განვითარების სტრატეგიების შედგენა.
მაგალითი 2
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია “BMG Services And Partners”
თბილისი, საქართველო
თებერვალი 2007 – აპრილი 2011
ძირითადი მოვალეობები:
- საფინასო პროდუქტების განვითარება და მათთან დაკავშირებული პროექტების მართვა;
- იდა რესურსებისა და პარტნიორი კომპანიების კოორდინაცია;
- პროექტების შესრულების მონიტორინგი;
- ბაზარზე არსებული პროდუქტებისა და ტრენდების ანალიზი;
- Რეპორტების წარმოება.
Ძირითადი მიღწევები
დამსაქნებლების ძირითადი მიზანი CV-ში წარმოდგენილი ინფორმაციის საუძველზე აპლიკანტების მიღწევების ამოცნობაა.
👇ქვემოთ მოცემული მაგალითები თქვენი მიღწევების რეზიუმეში წარმოჩენას გაგიმარტივებთ:
- ეფექტური პროექტის მენეჯმენტისა და გუნდური მუშაობის წყალობით, პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე ჩემი მუშაობის პერიოდში კომპანიამ დაზოგვა 500 000 ლარი.
- ბიზნეს პროცესის გონივრულად წარმართვის საფუძველზე 90%-ით გაიზარდა კომპანიის შემოსავალი და ახალი ბაზრის ათვისების პოტენციალი გამოიკვეთა
ჯერ არ გიმუშავიათ პროდუქტის მენეჯერად?
პროდუქტის მენეჯერის პროფესიული როლი მეტად კომპლექსურია, რის გამოხ ხშირად ამ პოზიციაზე უპირატესობა გამოცდილ კადრებს ენიჭებათ.
ასეთ კადრებს კომპანია გადაამზადებს და კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად აღჭურვავს რელევანტური პრაქტიკული ცოდნით.
განათლების სექცია პროდუქტის მენეჯერისთვის
პროდუქტის განვითარების მენეჯერის როლი შედარებით ახალია. ამ მიმართულების შესწავლა შესაძლებელია საკმაოდ მოკლე დროში, თუმცა გამოცდილების დაგროვება და დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია.
👇წარმოგიდგენთ განათლების სექციის ორ რელევანტურ მაგალითს, რომელიც პროდუქტის მენეჯერის რეზიუმესთვის მოვამზადეთ:
მაგალითი 1
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ოპერაციების მენეჯმენტში, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო (2017 – 2021)
მაგალითი 2
ევროპის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი – 2022 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- შესავალი ფინანსურ აღრიცხვაში;
- ბიზნესის ეთიკა;
- მენეჯერული ეკონომიკა;
- ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის საფუძვლები;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
პროდუქტის მარკეტინგი
სმარტ აკადემია, თბილისი, საქართველო
2022 წლის სექტემბერი – 2023 წლის მაისი
შესაბამისი კურსები:
- MVP-სა და UX ძირითადი პრინციპები;
- პროდუქტის მარკეტინგის სტრატეგია;
- პროდუქტის დაგეგმვა და მართვა;
- პროდუქტზე ფოკუსირებული კამპანიები;
- გაყიდვების სტრატეგია;
Მნიშნველოვანი უნარ-ჩვევები
სხვადასხვა პროექტში პროდუქტის მენეჯერს განსხვავებული დავალებების შესრულება უწევს, შესაბამისად, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ამ პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევები შესაძლოა განსხვავებული იყოს.
ხისტი უნარები
- Microsoft Excel
- Google Sheets
- SQL
- Python
- C#
- HTML
- CSS
- MVP და UX
რბილი უნარები
- ინოვაციურობა და კრეატიულობა
- ეფექტური კომუნიკაცია
- სტრესულ გარემოში მუშაობა
- გუნდის წევრების Მოტივირება
- დროის ეფექტური მენეჯმენტი
- კვლევისა და ანალიზის გამოყენება
- ადაპტირების შესაძლებლობა
- ორგანიზებულობა
დამატებითი სექციები
დღეს საქართველოში დასაქმების შანსების გასაზრდელად და საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფილად გამოსავლენად მნიშვნელოვანია რეზიუმეში დამატებითი განყოფილებები წარმოადგინოთ.
Სწორედ ამ ამ გზით შეგიძლიათ მიიქციოთ დამსაქმებლის ყურადღება და წარმოაჩინოთ თქვენი უპირატესობა სხვა აპლიკანტებთან შედარებით.
უცხო ენების ცოდნა
ბიზნეს საქმიანობის საუკეთესო სტანდარტის შესაქმნელად, სულ უფრო მეტი კომპანიისთვისაა უცხო ენის ცოდნა პრიორიტეტი.
გარდა ამისა, ქართულ ენაზე პროდუქტის მენეჯმენტთან დაკავშირებული სწავლების ან კვალიფიკაციის ასამაღლებელი შესაძლებლობები მნიშვნელოვნადაა შეზღუდული. უცხოურ ენებზე არსებული საგანმანათლებლო რესურსები კი ფართოდაა გავრცელებული ონლაინ სივრცეში.
👇 უცხო ენების სექციის შესაქმნელად ქვემოთ მოცემული ფორმატით შეგიძლიათ რომ ისარგებლოთ:
- მშობლიური
- თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
- შუალედური დონე (B1)
- Საბაზისო (A2)
Შესაბამისი კურსები და Სერტიფიკატები
წარმატების მიღწევა მხოლოდ დაუღალავი შრომისა და მონდომების საფუძველზეა შესაძლებელი. ყოველივე ეს კი ტრენინგებში, სემინარებსა და კონფერენციებში აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას გულისხმობს.
კონფერენციები
Სფეროსთან დაკავშირებული სიახლეების შემეცნებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე დასწრება შესანიშნავი შესაძლებლობაა.
- სტივენ ჰეინის წიგნი სათაურით: “The Product Manager’s Survival Guide: Everything You Need to Know to Succeed as a Product Manager”
- რიჩარდ ბენფილდის, მარტინ ერიკსონისა და ნეით ვოლკინგშოუს წიგნი სათაურით: “Product Leadership: How Top Product Managers Launch Awesome Products and Build Successful Teams”
- გერი რუმლერისა და ალან ბრეიჩის წიგნი სათაურით: “Improve Performance: How to Manage the White Space on the Organization Chart”
- როდნი სამპსონის წიგნი სათაურით: “The Power of Choices: Embracing Efficacy to Drive Your Career”
პუბლიკაციები
პროფესიული თვალსაზრისით წარმატების მიღწევა თავისთავად მაღალანაზღაურებად სამსახურთან ასოციირდება, რომელიც ფინანსურ კეთილდღეობასთან ერთად, უამრავ სხვა სარგებელთან არის დაკავშირებული.
📌 რჩევა: რეზიუმეშ პროფესიული პუბლიკაციების გამოკვეთა ნათლად წარმოაჩენს თქვენს აკადემიურ კვალიფიკაციას. Ეს კი დამსაქმებელს დაარწმუნებს, რომ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ინტეგრაციის შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ.
შეჯამება: რა უნდა გახსოვდეთ პროდუქტის მენეჯერის CV-ს შექმნისას
📍 განსაკუთრებული ყურადღებით გაეცანით სასურველი ვაკანსიით განსაზღვრულ მოთხოვნებს და მათ საფუძველზე შექმენით თქვენი CV-ის ყოველი სექცია.
📍 უპირატესობა მიანიჭეთ რეზიუმეს ფორმატირების საზოგადოდ მიღებულ სტანდარტს. ყოველი ახალი სექცია წარმოადგინეთ ცალკე აბზაცში და მიუთითეთ რაოდენობრივი ინფორმაცია.
📍 პროფესიული სათაური და 3-4 წინადადებისგან შემდგარი პროფესიული შეჯამება წარმოადგინეთ CV-ს შესავალ ნაწილში.
📍 უნარ-ჩვევების სექციაში სრულყოფილად წარმოადგინეთ პროდუქტის მენეჯერის პროფესიასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები ხისტი და რბილი უნარების სახით.
📍 სამუშაო გამოცდილების არქონის ან ნაკლებობის შემთხვევაში მთავარი აქცენტი გააკეთეთ თქვენ მიერ მიღებულ განათლებაზე. აღნიშნეთ პროფესიული კონფერენციები, სასწავლო კურსები და ტრენინგებში.
📍 დარწმუნდით, რომ თქვენი რეზიუმე გამართულია როგორც შინარსობრივად, აგრეთვე სტილისტურად და გრამატიკულად. ყურადღებით გადაავლეთ თვალი რეზიუმეს, რათა თავიდან აირიდოთ უნებლიე გრამატიკული ანდა ორთოგრაფიული შეცდომები.
📍 რეზიუმეს შექმნისას გამოიყენეთ შრიფტი, რომელსაც იოლად აღიქვამს დამსაქმებელი. ამ მიზნით სასურველია, რომ უპირატესობა მიანიჭოთ Sylfaen ფონტს.
📍 როგორც კი დაასრულებთ რეზიუმეს შექმნას, ის PDF ფორმატში გადაიყვანეთ და ელექტრონული ფოსტით სარგებლობისას subject ველში ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ.
Სამოტივაციო წერილი რეზიუმეზე არანაკლებ მნიშვნელოვანია!
დამსაქმებელთა უმრავლესობა აპლიკანტების შეფასების ეტაპზე რეზიუმესთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სამოტივაციო წერილსაც. ამ გზით ისინი ობიექტურ ინფორმაციასთან ერთად ეცნობიან თქვენს მოტივაციას უფრო ნათლი წარმოდგენა ექმნებათ იმის შესახებ, თუ რამდენად შესაფერისი კანდიდატი ხართ კონკრეტული პოზიციისთვის.
ჩვენი საუკეთესო შაბლონები სასურველი სამსახურის მოპოვების პროცესს მეტად პერსპექტიულს გახდის და შაბლონის შერჩევის სტრესულ პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს!
კითხვები და პასუხები
ტექნიკური უნარების ქონის გარდა პროგრამირებაშიც უნდა ერკვეოდეს პროდუქტის მენეჯერი?
პროგრამირების ცოდნა პროდუქტის მენეჯერისთვის აუცილებელი არ არის. თუმცა, მნიშვნელოვანია ერკვეოდეთ ანალიტიკაში და იცოდეთ რას გულისხმობს როგორც MVP და RAT მიდგომები, აგრეთვე, KPI და Lean Product Development-ი.
დაეუფლეთ Google Analytics-ს. გარდა ამისა, თქვენ უნდა ისწავლოთ იმის დათვლა, თუ რა დაგიჯდებათ ერთი მომხმარებელი, გაერკვეთ მარკეტინგის სხვადასხვა ასპექტში, ინტერფეისის დიზაინის ტენდენციებს თვალ-ყური ადევნოთ, გაიგოთ რა არის Cookies Policy, User Experience და Hypothesis Testing Services.
როგორ მოვარგო უკვე მომზადებული CV პროდუქტის მენეჯერის ვაკანსიას?
დეტალურად გაეცნით თქვენთვის სასურველი ვაკანსიის აღწერას და ყურადღება გაამახვილეთ მასში წარმოდგენილ საკვანძო სიტყვებზე. კონკრეტული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად წარმოჩენილი გამოცდილება და უნარები თქვენი წარმატების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.