აღმზრდელის CV: როგორ შევქმნათ საუკეთესო რეზიუმე ნაბიჯ-ნაბიჯ (+ მაგალითი)

აღმზრდელის პოზიცია იმ იშვიათ პროფესიულ გამონაკლისს წარმოადგენს, რომელიც  ანტიკური დროიდან დღემდე ინარჩუნებს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ სტატუსსა და მნიშვნელობას. 

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები

ნამდვილად შთამაგონებელია თქვენი სურვილი წარმოადგენდეთ სკოლამდელი განათლების სფეროს, ეხმარებოდეთ ბავშვებს სამყაროს შეცნობაში და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ამზადებდეთ მათ.

აღმზრდელი CV

💡 ფაქტი: UNESCO-ს სტატისტიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განათლებასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად, 2030 წლისთვის მსოფლიოს დაახლოებით 69 მილიონი ახალი აღმზრდელი სჭირდება.

აღნიშნული მოთხოვნისა და თქვენი ინტერესების გათვალისწინებით, მოცემულ სტატიაში ზედმიწევნით განვიხილავთ, თუ როგორ უნდა შექმნათ აღმზრდელის CV, რომელიც კონკურენტუნარიანად წარმოაჩენს თქვენს გამოცდილებას, მოტივაციასა და უნარებს.

Სარჩევი

აღმზრდელი CV: შაბლონი

👇 განვიხილოთ აღმზრდელის CV-ს ნიმუში, რომელიც რეზიუმეს შექმნის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის ორგანიზებული:

ნინო ვარდიაშვილი
აღმზრდელი პედაგოგი
თბილისი, საქართველო
+995 555 555 555
ninovardiashvili@email.com
linkedin.com/in/ninovardiashvili

პროფესიული შეჯამება
“საკუთარ საქმეზე შეყვარებული გამოცდილი აღმზრდელი, კერძო საბავშვო ბაღში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილებით. ზედმიწევნით ვფლობ ინკლუზიური განათლების პრინციპებს და საუკეთესო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად ვაორგანიზებ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს.”

სამუშაო გამოცდილება 
აღმზრდელი
საბავშვო აკადემია ,,ბამბინო”
სექტემბერი 2016 – ივნისი 2021

  • სკოლამდელი აღზრდის სფეროში არსებული საუკეთესო სტანდარტების გამოყენება;
  • საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა აპრობირებული პედაგოგიური პროგრამების შესაბამისად;
  • ბავშვზე ორიენტირებული და მოტივაციისკენ მიმართული სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფა;
  • ბავშვებთან კომუნიკაცია და აქტივობების მათი ჩართულობით წარმართვა;

განათლება
ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
2012 წლის სექტემბერი-2016 წლის დეკემბერი
შესაბამისი კურსები:

  • ადრეული განვითარების თავისებურებები;
  • ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა;
  • სწავლების შინაარსი: კომუნიკაცია, მეტყველება, წიგნიერება;
  • სახვითი და პერფორმანსული ხელოვნება და ფიზიკური აქტივობები;
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის თვისებურებები;
  • პროფესიული ეთიკა;

ტრენინგები & კურსები

  • “ინკლუზიური სწავლების პრინციპები” – ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია, სამთვიანი კურსების სერია
  • “დროის მართვა და ეფექტური კომუნიკაცია” – საერთაშორისო განვითარების ცენტრის სასერთიფიკატო კურსი;
  • ბავშვთა განვითარების თავისებურებები და მათი აღზრდისადმი ორიენტირებული მიდგომა – სმარტ აკადემია, 2021 წლის ივნისი

უნარები

  • სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა
  • კომპიუტერული უნარები
  • წიგნიერების მაღალი ხარისხი
  • დისციპლინა
  • ტოლერანტობა და ჰუმანურობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დროის მენეჯმენტი
  • დეტალებზე ორიენტაცია
  • კონფლიქტის ეფექტურად მოგვარება
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური – B2
  • ფრანგული – B1

Როგორია Ბაღის აღმზრდელის შემოსავალი საქართველოში 2023 წელს?

აღმზრდელი CV

💡 ფაქტი: Salaryexpert-ის ინფორმაციით, საქართველოში დასაქმებული კვალიფიციური აღმზრდელის ყოველწლიური ანაზღაურება დაახლოებით 42 407 ლარს შეადგენს.

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ საქართველოში მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულება აქტიურად ეძებს აღმზრდელის პოზიციით დაინტერესებულ პირებს.

Მიზეზი ის არის, რომ ამ მხრივ კადრების დეფიციტია და ძნელად თუ მოიპოვება ისეთი ადამიანი, რომელიც ერთრდოულად გამოირჩევა აღმზრდელისთვის საჭირო ემპათიური უნარებითა და შესაბამისი კვალიფიკაციით.

🎁 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით  აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების აღმზრდელთა სახელფასო ანაზღაურების ზრდა და რაოდენობრივი მაჩვენებლის პროფესიული განვითარების სქემით დარეგულირება.

ეს კი შესანიშნავ ინიციატივას წარმოადგენს პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული კვალიფიციური აღმზრდელებისთვის.

Ნაბიჯ-ნაბიჯ Რჩევები აღმზრდელის CV-ს ეფექტურად შესადგენად

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული აღმზრდელის რეზიუმე  თქვენი ცოდნისა და გამოცდილების საუკეთესო პრეზენტაციაა. მას აქვს ძალა, რომ სრულყოფილად წარმოადგინოს როგორც თქვენი განათლება და გამოცდილება, აგრეთვე მიღწევები და უნარები.

რადგან აღმზრდელის პროფესია საჭირო თვისებათა მთელ ორკესტრს გულისხმობს, დამსაქმებლის ყურადღების მიღმა მის სტრუქტურასთან დაკავშირებული არც ერთი ასპექტი არ დარჩება.

აღმზრდელი CV

👇 იმისთვის, რომ დაგეხმაროთ დაძაბულობის თავიდან არიდებაში, წარმოგიდგენთ კონკრეტულ რეკომენდაციებსა და რჩევებს სწორი აქცენტების გასაკეთებლად თქვენს რეზიუმეში:

  • ყურადღება გაამახვილეთ ვაკანსიის საკვანძო სიტყვებზე:სამუშაოს აღწერილობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკვანძო სიტყვების გამოყენება რეზიუმეში ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და თქვენს პროფესიულ კვალიფიკაციას შორის შესაბამისობას უფრო ნათლად წარმოაჩენს.
  • მკაფიოდ წარმოაჩინეთ თქვენი პიროვნული უნარ-ჩვევები:რეზიუმეს მომზადებისას ყურადღება გაამახვილეთ პიროვნულ თვისებებზე. ეფექტური კომუნიკაციის უნარი, დროის მენეჯმენტი, დეტალებზე ორიენტაცია და კრეატიული აზროვნება უნარ-ჩვევების ის ძირითადი ჩამონათვალია, რომელიც აღმზრდელის პროფესიულ წარმატებას განაპირობებს.
  • Სრულყოფილად აღწერეთ სამუშაო გამოცდილება:რეზიუმე სამუშაო გამოცდილებას სხვადასხვა ასპექტით უნდა აღწერდეს და აღმზრდელის როლში თქვენს მრავალწლიან გამოცდილებას და მას შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობების წარმოჩენით უნდა ამყარებდეს.
  • CV-ს რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაციაც დაურთეთ:რეზიუმეში რეკომენდატორების შესახებ ინფორმაციის მითითება თქვენი კარიერული მიღწევების ურყევი დასტური იქნება. Რეკომენდატორები შეიძლება იყვნენ თქვენი წინა დამსაქმებლები, უნივერსიტეტის პროფესორები ან სხვა ნებისმიერი პირი, რომელთანაც აკადემიურ ან სამუშაო სფეროებში გქონიათ შეხება.
  • შექმენით რეზიუმეს თანმიმდევრული სტრუქტურა და გონივრულად შეავსეთ ყოველი სექცია:CV-ს ყოველი სექციის ზედმიწევნით შევსება სრულყოფილად გამოავლენს თქვენს შესაძლებლობებსა და პროფესიულ მახასიათებლებს.
  • გაითვალისწინეთ დიზაინთან დაკავშირებული ასპექტები:ლოგიკურად ორგანიზებული და ვიზუალურად საინტერესო CV პოტენციური დამსაქმებლის ინტერესს იოლად დაიმსახურებს და თქვენი დასაქმების შანსებს პირდაპირპროპორციულად გაზრდის.

სექციების სწორი განლაგება

თუ გსურთ, რომ თქვენი რეზიუმე კონკურენტებისგან მნიშვნელოვნად გამოგარჩევდეთ, საჭიროა ერთ მარტივ ჭეშმარიტებას მიაქციოთ ყურადღება: CV-ში წარმოდგენილი ინფორმაციის განლაგება უნდა იყოს ესთეტიკური და მარტივად აღქმადი.

👉 ამ მიზნის მისაღწევად, გირჩევთ, ფურცლის დასაწყისში ან მის მარცხენა მხარეს განათავსოთ თქვენს პიროვნებასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია:

  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ადგილმდებარეობა;
  • ლინკდინის გვერდის ბმული;

სასურველია ინფორმაციული ნაწილი თქვენი პროფესიული კვალიფიკაციის წარმოჩენით დაიწყოთ. შემდეგ კი სამუშაო გამოცდილებაზე გადახვიდეთ და თქვენი გამოცდილება უახლესიდან უძველესისკენ, თარიღების მითითებით განალაგოთ.

📌 რჩევა: თქვენი მხრიდან სტრატეგიული სვლა იქნება თუ რეზიუმეში რეკომენდატორის სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციას მიუთითებთ. ამგვარად, პოტენციური დამსაქმებელი მეტი ნდობით განეწყობა თქვენი პროფესიონალიზმისადმი.

სამუშაო გამოცდილებაზე საუბრის შემდეგ, შეგიძლიათ თქვენს განათლებასა და უნარებზე გააკეთოთ აქცენტი.

⚠️  გაითვალისწინეთ: საჭიროა მხოლოდ იმ კვალიფიკაციების მითითება, რომლებიც პირდაპირ კავშირშია აღმზრდელის პოზიციასთან.

იდეალური ფორმატი და სტრუქტურა

CV-ს შექმნის პროცესში აღმოაჩენთ, რომ მისი სტრუქტურირება და ფორმატირება მეტად საყურადღებო საკითხია. შესაბამისად, ამ პროცესთან დაკავშირებული რჩევები შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს თქვენი წარმატებისთვის.

👇 არსებობს რეზიუმეს რამდენიმე სახის ფორმატი, რომელთა გამოყენება გარკვეულ წინაპირობებს ეფუძნება:

  • ქრონოლოგიური ფორმატი – მდიდარი და თანმიმდევრული პროფესიული გამოცდილების მქონე აპლიკანტებისთვისაა შესაფერისი. ის სამუშაო გამოცდილებასა და მიღწევებს უახლესიდან უძველესი დროისკენ განალაგებს და მკაფიოდ წარმოაჩენს თქვენს კარიერულ მიღწევებს.
  • ფუნქციური ფორმატი – საკონტაქტო ინფორმაციისა და განათლების გვერდით აგრეთვე თვალსაჩინოდ წარმოადგენს, მოხალისეობრივ გამოცდილებასა და ტექნიკურ უნარებსთან დაკავშირებულ ინფორმაციას.👉 თუ თქვენ მწირი პროფესიული გამოცდილება გაქვთ და თქვენი კარიერული განვითარებაც მხოლოდ აკადემიური მიღწევებით შემოიფარგლება, გონივრული იქნება თუ არჩევანს ფუნქციურ რეზიუმეზე შეაჩერებთ. აღნიშნული ფორმატი მისაღებია მაშინაც, თუ დიდი ხნის განმავლობაში გქონდათ სამსახურეობრივი პაუზა.
  • შერეული ფორმატი – ზემოთ აღნიშნული ორი ტრადიციული ფორმატის შერწყმით შექმნილი ეს სტრუქტურა მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე აპლიკანტებისთვისაა შესაფერისი; მათთვის, ვისთვისაც უნარები და შესაძლებლობები ისეთივე აქტუალურია, როგორც სამუშაო გამოცდილება.

სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

სათაური თქვენს სახელს, პროფესიის, თანამდებობის დასახელებასა და ძირითად საკონტაქტო ინფორმაციას მოიცავს. ის CV-ს ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, შესაბამისად, სასურველია, რომ თქვენი რეზიუმეც სწორედ სათაურით დაიწყოთ.

ეფექტური სათაურის შესაქმნელად მნიშვნელოვანია ეს სექცია მხოლოდ შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, ფურცლის დასაწყისში თქვენი სახელის ქვეშ განათავსოთ.

📌 რჩევა: მნიშვნელოვანია გქონდეთ პროფესიონალური ელექტრონული ფოსტის მისამართი, რადგან არაპროფესიონალურმა ელ-ფოსტამ შესაძლოა ნეგატიური შთაბეჭდილება მოახდინოს დამსაქმებელზე.
✔️ კარგი სათაურის მაგალითი
ნინო ვარდიაშვილი
აღმზრდელი პედაგოგი
თბილისი, საქართველო | +995 555 555 555 | ninovardiashvili@email.com
❌ ცუდი სათაურის მაგალითი
ნინო ვარდიაშვილი
აღმზრდელი
555-555-555
niniko123@list.ru
ვარკეთილის მესამე მასივი, VIკვ. 7ა, სახლი ნომერი 133
თბილისი, საქართველო
დაბადების თარიღი 10/10/1981 წ
linkedin.com/in/ninivardiashvili

Როდის სჭირდება ბაღის აღმზრდელს ფოტოს გამოყენება რეზიუმეში?

რეზიუმეში ფოტოს გამოყენებამ შესაძლოა დამსაქმებლის ყურადღება თქვენი უნარებიდან და გამოცდილებიდან თქვენს გარეგნობაზე გადაიტანოს და ამით ხელი შეუშალოს მას თქვენი კვალიფიკაციის სათანადოდ აღქმაში.

შესაბამისად, დისკრიმინაციისა და არაცნობიერი მიკერძოების თავიდან აცილების მიზნით, რეკრუტერები ხშირად უარსაც კი აცხადებენ ისეთი რეზიუმეების განხილვაზე რომელსაც თან ფოტო ახლავს.

💡 ფაქტი: შემთხვევები, როდესაც რეზიუმეში ფოტოს გამოყენება გამართლებულია, დაკავშირებულია იმ კონკრეტულ პოზიციებთან, რომელთა შესრულება პირდაპირ კავშირშია თქვენს გარეგნობასთან. ასეთ პოზიციებს განეკუთვნება, მაგალითად, სამოდელო და მარკეტინგული სფეროები.

Როგორ წარმოვადგინოთ აღმზრდელის Სამუშაო გამოცდილება

სამუშაო გამოცდილების სექცია კიდევ ერთი ფუნდამენტური ასპექტია დამსაქმებლის თვალში სათანადო რეპუტაციის შესაქმნელად, ვინაიდან ის  თქვენი სამუშაო გამოცდილების მითითებით ადასტურებს თქვენს პროფესიულ ღირსებას.

აღმზრდელის Სამუშაო გამოცდილების მითითებისას სასურველია ყურადღება მხოლოდ იმ სამუშაო გამოცდილებაზე გაამახვილოთ, რომელიც ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნება.

გაითვალისწინეთ, რომ  თქვენი მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ყოველი წინადადება ნათლად გამოხატავს თქვენს სათქმელს.

აღმზრდელი CV

👉 გიზიარებთ აღმზრდელის სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებულ ორ კონკრეტულ  მაგალითს:

მაგალითი 1

აღმზრდელი
საბავშვო აკადემია ,,მირაკულა”
სექტემბერი 2011 – ივნისი 2020

  • სკოლამდელი აღზრდის სფეროში არსებული თანამედროვე სტანდარტებისა და აპრობირებული პედაგოგიური პროგრამების შესაბამისად ვგეგმავდი და წარვმართავდი საგანმანათლებლო პროცესს.
  • სასწავლო აქტივობების შერჩევისას ვითვალისწინებდი თითოეული ბავშვის ასაკს, განვითარების დონესა და ინტერესებს.
  • თითოეული ბავშვის აქტიური ჩართულობით უზრუნველვყოფდი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას;
  • Ბავშვებთან ერთად ვქმნიდი საგანმანათლებლო რესურსებსა და დღის განრიგს.
მაგალითი 2

აღმზრდელი პედაგოგი
საბავშვო ბაგა-ბაღი “ჯოი ქიდსი”
იანვარი 2007 – მაისი 2011

  • უზრუნველვყოფდი ბავშვზე ორიენტირებულ და მოტივაციისკენ მიმართულ სააღმზრდელო პროცესს;
  • საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ვითვალისწინებდი ბავშვებთან კომინიკაციის საერთაშორისოდ დამკვიდრებულ ნორმებს.
  • ვავლენდი ეფექტური კომუნიკაციის უნარებს პროფესიული საქმიანობის შესრულებისა და მშობლებთან ურთიერთობის პროცესში.

Როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არასოდეს გიმუშავიათ აღმზრდელად

ნუ იტყვით უარს ნანატრ შესაძლებლობაზე იმ შემთხვევაშიც კი თუ ჯერ არასდროს გიმუშავიათ აღმზრდელად! ამ დანაკლისის კომპენსირება უდავოდ შეგიძლიათ თქვენი განათლების, უნარებისა და მოტივავიის სრულყოფილად წარმოჩენით.

👇 აღმზრდელად მუშაობასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში სასურველია მხედველობაში შემდეგი რჩევები მიიღოთ:

  • სრულყოფილად ისაუბრეთ თქვენს განათლებასა და აკადემიურ მიღწევებზე:აუცილებლად მიუთითეთ რეზიუმეში თქვენი აკადემიური ხარისხი და ყურადღება გაამახვილეთ როგორც თქვენ მიერ გავლილ საგანმანათლებლო კურსებსა და ტრენინგებზე, აგრეთვე, სხვა იმ მიღწევებზე, რომლებიც თქვენს კონკურენტულ უპირატესობას გაუსვამს ხაზს.
  • ყურადღება მიაქციეთ  აღმზრდელის პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს:მნიშვნელოვანია, თქვენი CV იმ უნარ-ჩვევებზე ამახვილებდეს ყურადღებას, რომელიც თქვენი, როგორც აღმზრდელის უნიკალურობას უსვამს ხაზს (მაგ: ცოდნის სათანადოდ გამოყენების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება და სხვ.)რეზიუმეს განხილვის დროს დამსაქმებლები სწორედ ამ  პიროვნულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებს მიაქცევენ დიდ ყურადღებას.

ბავშვების აღმზრდელისთვის სასურველი განათლება

თქვენი, როგორც აღმზრდელის განათლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მეტად საყურადღებო ფაქტორია. Ეს კიდევ უფრო ცხადია იმის გათვალისწინებით, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით, აღმზრდელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება და უმაღლესი განათლება აუცილებელი მოთხოვნა ხდება.

ყურადღებით შეავსეთ განათლების სექცია და დარწმუნდით, რომ ის ზედმიწევნით წარმოაჩენს თქვენს აკადემიურ კვალიფიკაციას.

📌 რჩევა:  თუ სამუშაო გამოცდილების ნაკლებობას განიცდით, ძირითადი აქცენტი სწორედ მიღებულ განათლებაზე უნდა გააკეთოთ.

აღმზრდელი CV

👇 წარმოგიდგენთ განათლების სექციის აღწერასთან დაკავშირებულ ორ სრულფასოვან მაგალითს:

მაგალითი 1

ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შ.პ.ს ორიენტირი, საქართველო (2009-2012)
ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი, სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, გერმანია (2009 – 2011)
ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო (2007 – 2011)

მაგალითი 2

ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
2013 წლის სექტემბერი-2017 წლის დეკემბერი
შესაბამისი კურსები:

  • ადრეული განვითარების თავისებურებები;
  • ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა;
  • სწავლების შინაარსი: კომუნიკაცია, მეტყველება, წიგნიერება;
  • სახვითი და პერფორმანსული ხელოვნება და ფიზიკური აქტივობები;
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის თვისებურებები;
  • პროფესიული ეთიკა;

დამატებითი სექციები აღმზრდელის CV-სთვის

დამატებითი განყოფილებები თქვენი პიროვნებისადმი პროფესიულ ინტერესს აღვივებს და რეზიუმეს მეტად სრულყოფილს ხდის.

გონივრულად შერჩეული სექციები სტრატეგიულად გამოგარჩევთ კონკურენტებისგან და კიდევ ერთი ნაბიჯით მიგაახლოვებთ წარმატებასთან!

👇 აღმზრდელის პროფესიასთან იდეურად ყველაზე ახლოს მდგარი დამატებითი სექციების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

Მოხალისეობა

მოხალისეობრივი საქმიანობის რეზიუმეში წარმოჩენით ხაზს გაუსვამთ თქვენს მზაობას, რომ პრაქტიკაში მოახდინოთ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების დანერგვა.

ამის გათვალისწინებით, Პოტენციური დამსაქმებელი აუცილებლად დააფასებს, რომ პროფესიული განვითარების პარალელურად მოხალისეობრივ საქმიანობაზეც აკეთებთ აქცენტს.

👉 Მოხალისეობრივი გამოცდილება იმის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ თქვენს ცოდნას საზოგადოებრივ ღირებულებებზე დაყრდნობით, უანგაროდ უზიარებთ სხვებს.

ტრენინგები

თუ თქვენი პროფესიული განვითარების გზა ტრენინგებსა და სასწავლო კურსებს მოიცავს, ნუ დაფიქრდებით მათი რეზიუმეში მითითების მართებულობაზე. ეს ინფორმაცია ყოველთვის მეტ ხიბლს შესძენს თქვენს კვალიფიკაციას და მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმების შანსს.

საქართველოში მოქმედ ყველა აკრედიტირებულ საბავშვო ბაღს სურს, რომ სახელი კომპეტენტური და კვალიფიციური აკადემიური პერსონალით დაიმკვიდროს. შესაბამისად, თქვენს რეზიუმეში აღნიშნული ტრენინგებთან დაკავშირებული ინფორმაცია აუცილებლად მიიქცევს დამსაქმებლის ყურადღებას და მათ თქვენდამი დადებითად განაწყობს.

უცხო ენები

თქვენთვის, როგორც ბაღის აღმზრდელისთვის უცხო ენების ცოდნა ცალსახად უმნიშვნელოვანესი კვალიფიკაციაა, რადგან აღმზრდელის მიერ უცხო ენის ცოდნა მისი პროფესიული განვითარების მაღალ დონეზე მიანიშნებს. ეს კი დამსაქმებელს უქმნის ობიექტურ წარმოდგენას, რომ მას საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად შეუძლია საკუთარი საქმიანობის განხორციელება.

🎁 საქართველოში არსებობს არაერთი საბავშვო ბაგა-ბაღი, რომელიც მუდმივად ეძებს უცხოენოვან კვალიფიციურ აღმზრდელს. შესაბამისად, უცხო ენის ცოდნა უდავოდ შეგიწყობთ ხელს აღმზრდელის მაღალანაზღაურებადი პოზიციის დაკავებაში.

👉 იმისთვის, რომ სრულყოფილად წარმოადგიმოთ უცხო ენის ცოდნის დონე, სასურველია გამოიყენოთ საერთაშორისოდ მიღებული შემდეგი ფორმატი:

  • მშობლიური
  • თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
  • შუალედური დონე (B1)
  • Საბაზისო (A2)

Ბაღის აღმზრდელისთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები

👇 წარმოგიდგენთ უნარ-ჩვევების იმ რელევანტურ ჩამონათვალს, რომლებსაც დამსაქმებლები აღმზრდელის პოზიციასთან დაკავშირებულ რეზიუმეების განხილვისას აკვირდებიან და რომელთა აღნიშვნაც თქვენს CV-ს მეტ ღირებულებას შესძენს.

ხისტი უნარები

  • სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის გეგმის შედგენა
  • პრაქტიკაში საგანმანათლებლო რესურსების სწორი ინტეგრაცია
  • პედაგოგიური მოდელების ეფექტური ანალიზი
  • კომპიუტერული უნარები
  • წიგნიერების მაღალი ხარისხი
  • დისციპლინა

Რბილი უნარები

  • ტოლერანტობა და ჰუმანურობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დროის მენეჯმენტი
  • დეტალებზე ორიენტაცია
  • კონფლიქტის ეფექტურად მოგვარება
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

პროფესიონალური შეჯამება

პროფესიონალური შეჯამება მძლავრი ბერკეტია, რომელიც დამსაქმებლის კეთილგანწყობის მოპოვებაში გეხმარებათ და ნათლად წარმოაჩენს თუ რაოდენ შესაფერისი კანდიდატი ხართ კონკრეტული პოზიციისთვის.

🎁 ეფექტური პროფესიონალური შეჯამების შესაქმნელად უნივერსალური მიდგომა არ არსებობს, თუმცა  კონკრეტული რჩევების გათვალისწინებით თქვენ უდავოდ მიაღწევთ სასურველ შედეგს:
  • გენიალურობა სიმარტივეშია:CV-ს შესავალ ნაწილში წარმოდგენილი პროფესიული შეჯამება მოკლედ და გასაგებად უნდა გამოხატავდეს თქვენს კარიერულ  მიღწევებებს და პროფესიულ უნარ-ჩვევებს.
  • იპოვეთ შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებსა და თქვენს კვალიფიკაციას შორის:შეჯამებაში წარმოდგენილი თქვენი პროფესიული განათლება და სამუშაო გამოცდილება იდეურად უნდა შეესაბამებოდეს დამსაქმებლის მოლოდინებს და ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნათა ჩამონათვალს.
  • თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ საკვანძო სიტყვების ძალა: ვაკანტური პოზიციის აღწერილობითი ნაწილი ყველა იმ ღირებული დეტალის შესახებ მოიცავს ინფორმაციას, რომელიც დამსაქმებლისთვის საინტერესოა. მათი მხედველობაში მიღებით, თქვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იქნებით სხვა კანდიდატებთან შედარებით.
  • აქციეთ თქვენი ძლიერი მხარეები თქვენი წარმატების ფორმულად:შეჯამებაში წარმოდგენილი საუკეთესო მახასიათებლები თქვენი წარმატების გარანტია. შესაბამისად, ნუ მოერიდებით მათი სტრატეგიული უპირატესობით სარგებლობას.

👇 გავეცნოთ რეზიუმეს პროფესიონალური შეჯამების სწორ და არასწორ მაგალითებს:

✔️ რეზიუმეს შეჯამების სწორი მაგალითი
საკუთარ საქმეზე შეყვარებული გამოცდილი აღმზრდელი, კერძო საბავშვო ბაღებში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილებით. ზედმიწევნით ვფლობ ინკლუზიური განათლების პრინციპებს და საუკეთესო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად ვაორგანიზებ სააღმზრდელო პროცესს.
❌ რეზიუმეს შეჯამების არასწორი მაგალითი
მუშაობის ხანგრძლივი და წარმატებული ისტორიის მქონე გამოცდილი აღმზრდელი ვარკეთილის მეორე მასივის, VIკვ. მიმდებარედ არსებულ კერძო საბავშვო ბაღში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილებით. მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და ვფლობ სწავლებისთვის საჭირო ყველა უნარს. სიამოვნებით დავსაქმდები თბილისში მდებარე ნებისმიერ საბავშბო ბაღში.

შეჯამება: საჭირო ინფორმაცია აღმზრდელის ეფექტური CV-სთვის

  • გაითვალისწინეთ, რომ პროფესიული სათაური და შეჯამება CV-ს შესავალ ნაწილში უნდა იყოს წარმოდგენილი და  ლაკონურად უნდა გამოხატავდეს თქვენს პროფესიულ  მიღწევებებსა და პიროვნულ კვალიფიკაციას.
  • ეცადეთ თავი შეიკავოთ ისეთი გრძელი წინადადებებისგან, რომლებიც ბუნდოვნად გამოხატავენ აზრებს. გარწმუნებთ, რომ მკაფიო ფრაზები და დანომრილი სიები სწორად სტრუქტურირებულ აბზაცებს მეტ ხიბლს შესძენენ.
  • ნუ აუვლით გვერდს რეზიუმეს ვიზუალურ მხარეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი უპირატესობის წარმოსაჩენად მითითებულ უნარებსა და კომპეტენციებს CV საკმარისად შთამბეჭდავად წარმოადგენს.
  • თქვენი მიღწევებისა და ძლიერი მხარეების განსაზღვრა კონკრეტული მაგალითების მოყვანით უდავოდ სწორი მიგნებაა. ამიტომ ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ იმ კონკრეტულ სამუშაო გამოცდილებაზე რომელიც თქვენს რელევანტურ უნარებზე მიუთითებს.
  • აღმზრდელის საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილების ნაკლებობის შემთხვევაში აქცენტი გააკეთეთ თქვენს განათლებაზე, უნარ-ჩვევებზე, ტრენინგებსა  და მოხალისეობრივ საქმიანობაზე.
  • რეზიუმეს ქართულ ენაზე მოსამზადებლად გამოიყენეთ Sylfaen. ხოლო, სანამ რეზიუმეს PDF ფორმატში გადაიყვანთ და გასაგზავნად მოამზადებთ.
  • ნუ დაივიწყებთ გრამატიკულ და პუნქტუაციურშეცდომებს. მათიაღმოფხვრის მიზნით ზედმიწევნით გადაიკითხეთ რეზიუმე და დააკვირდით ხომ სწორად გაქვთ თუ არა აკადემიური წერის ნორმები დაცული.

არ დაგავიწყდეთ სამოტივაციო წერილის გაგზავნა

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რეზიუმესთან კომბინაციაში გამოყენებული სამოტივაციო წერილი თქვენი საგზურია წარმატების გზაზე! ის მოტივაციისა და ენთუზიაზმის სრულფასოვნად გამოხატვის გზით  უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების სწორად წარმოჩენას დამსაქმებლის წინაშე.

Სწორედ ამიტომ, აღმზრდელის რეზიუმეს შედგენის შემდეგ, კარგად დაფიქრდით თქვენს შინაგან მოტივაციაზე და დაწერეთ ერთ გვერდიანი სამოტივაციო წერილი, რომელიც ნათლად გამოკვეთს თქვენს მიზნებსა და ენთუზიაზმს.

🎁 თუ ბავშვებთან ურთიერთობა შთაგაგონებთ და სამყაროს შეცნობის გზაზე მათი კომპანიონობის იდეა გხიბლავთ, ნუ გადადებთ კარიერული კიბის ახალ საფეხურზე გადასვლას! საუკეთესო სტანდარტების გათვალისწინებით შექმნილი ჩვენი რეზიუმეს მაგალითები თქვენი ოცნების სამსახურის მოპოვებაში დახმარებათ!

რეზიუმეს ფორმატთან დაკავშირებული იდეების გენერირებასაც თუ ჩვენ მოგვანდობთ, ჩვენს საუკეთესო შაბლონებს გაგიზიარებთ. თავადვე დარწმუნდებით, რომ თქვენი ოცნების კარიერა აღმზრდელის რანგში ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი ხელმისაწვდომი!

კითხვები და პასუხები

შეიძლება რეზიუმეში საშუალო განათლების შესახებ მივუთითო ინფორმაცია, თუ უმაღლესი განათლება არ მაქვს?

რეზიუმეში საშუალო განათლების შესაღებ ინფორმაციის მითითება გამართლებულია თუ თქვენ არ გაქვთ უმაღლესი განათლება.თუმცა, სასურველია მხედველობაში მიიღოთ ის ფაქტი, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით აღმზრდელის პოზიციის დაკავება მხოლოდ საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით ვეღარ მოხერხდება. უმაღლესი განათლების არ ქონის შემთხვევაში საჭირო იქნება შესაბამისი სერტიფიცირებული კურსის გავლა.

უსაფრთხოა რეზიუმეში პერსონალური მონაცემების გამჟღავნება?

სახელმწიფო სულ უფრო აქტიურად ცდილობს პერსონალური მონაცემების დაცვას და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. შესაბამისად, თქვენი უსაფრთხოების  უზრუნველსაყოფად, სასურველია მოერიდოთ ისეთი ინფორმაციის რეზიუმეში გამჟღავნებას, რომელმაც შესაძლოა თქვენი პერსონალური საზღვრები დაარღვიოს.მაგალითად, მოერიდეთ საცხოვრებლის ზუსტი მისამართის ისეთი ფორმით წარმოდგენას, როგორიცაა: აღმაშენებლის ხეივანი, VIკვ. კორპუსი 21, ბინა 24)

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...