იმისათვის, რომ შთაბეჭდილება მოახდინოთ რეკრუტერზე თქვენი რეზიუმე უნდა გამოირჩეოდეს დანარჩენებისაგან და უნდა შეიცავდეს მხოლოდ რელევანტურ ინფრომაციას, რომელიც დაგეხმარებათ სამუშაოს მოპოვებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თქვენი რეზიუმეს ოპტიმიზაცია საკვანძო სიტყვებით, რათა დოკუმენტმა შეძლოს პირველი ეტაპის უხარვეზოდ გავლა.
ჩვენ გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის რეზიუმეს შექმნა და მზად ვართ დაგეხმაროთ ამ კუთხით. ჩვენი რჩევების გათვალისიწნებით, თქვენ შეგეძლებათ შექმნათ განსაკუთრებული რეზიუმე, რომელიც ნათლად წარმოაჩენს თქვენს ძლიერ მხარეებს და ხაზს გაუსვამს თქვენს მიღწევებს. ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ მითითებები აღნშნულ ინდუსტრიაში დამკვიდრებულ ტრენდულ სპეციფიკურ საკვანძო სიტყვებზე და მისაღებ ფორმატზე, ასევე ჩვენ შეგვიძლია გირჩიოთ თუ როგორ მოარგოთ თქვენი რეზიუმე კონკრეტულ სამუშაო აღწერილობას.
შესაბამისად, თუ გსურთ გაზარდოთ შანსები ადმინისტრაციის ასისტენტის პოზიციის მოსაპოვებლად, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ამ სტატიაში მოცემული რჩევები, რათა შექმნათ გამორჩეული CV.
Სარჩევი
CV-ის მაგალითი ადმინისტრაციის ასისტენტის პოზიციაზე
👇აი, მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ადმინისტრაციის ასისტენტი CV
ადმინისტრაციული ასისტენტი
მისამართი: თავისუფლების ქუჩა. 4 /თბილისი,საქართველო
ტელეფონი: +995 511 123 456
ელფოსტა: ninalashxi@mail.com
მიზანი:
დავსაქმდე ადმინისტრაციის ასისტენტის პოზიციაზე, სადაც საშუალება მექნება გამოვიყენო ჩემი ძლიერი ორგანიზაციული და ინტერპერსონალური უნარები
განათლება:
ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში
კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
დაამთავრა: 2021 წლის მაისს
უნარები:
- Microsoft Office-ის ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
- ძლიერი ორგანიზაციული და დროის მენეჯმენტის უნარები
- შესანიშნავი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენებზე
- გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დავალებების შესრულება შეზღუდულ დროში
- სტრესის ქვეშ მუშაობის გამოცდილება
სამუშაო გამოცდილება:
ადმინისტრაციის ასისტენტი
საერთაშორისო კომპანია “იმედი”, თბილისი, საქართველო
2021 წლის ივნისი – დღემდე
ძირითადი მოვალეობები:
- ადმინისტრაციული ასისტენტის მთავარი მოვალეობების შესრულება
- სატელეფონო ზარებზე პასუხი
- ხელმძღვანელობის წარმომადგენლებისათვის შეხვედრების დაგეგმვა
- მისამართზე მიღებული ამანათების კონტროლი
- ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება
- საოფისე დოკუმენტების ორგანიზება
- ინვენტარის მარაგის კონტროლი
სტაჟიორი, ადმინისტრაციის დეპარტამენტი
სადაზღვეო კომპანია “ალფა”, თბილისი, საქართველო
2020 წლის სექტემბერი – 2021 წლის მაისი
- მისამართზე შემოსული განაცხადების ორგანიზება
- ელექტრონულ მისამართზე შემოსული და გამავალი კორესპონდენციის მართვა
- კომპანიის ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზება
- პროექტების შესრულების კონტროლი (გათვალისწინებული უნდა იყოს პროექტის წარდგენის ბოლო ვადა)
ენები:
ინგლისური (თავისუფლად)
ქართული (მშობლიური)
რეკომენდაცია:
ხელმისაწვდომია მოთხოვნისამებრ
ადმინისტრაციული ასისტენტის ხელფასი
სახელფასო მონაცემების პლატფორმის – Numbeo-ს მიხედვით, ადმინისტრაციული ასისტენტის საშუალო თვიური ხელფასი 2023 წლის მონაცემებით – არის დაახლოებით 1200 ლარი (დაახლოებით $365 აშშ დოლარი).
ონლაინ პლატფორმა Glassdoor-ი, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას სამუშაო ხელფასებისა და შემოსავლების შესახებ, იტყობინება, რომ საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 1,500 ლარს შეადგენს (დაახლოებით $455 აშშ დოლარი) – რა თქმა უნდა აღნიშნული დამოკიდებულია თუ რა სახის ორგანიზაციაშია დასაქმენული ადმინისტრაციული ასისტენტი.
საერთო ჯამში, ადმინისტრაციული ასისტენტის ხელფასი თბილისში, საქართველოში შეიძლება დამოკიდებული იყოს მთელ რიგ ფაქტორებზე, თუმცა, ძირითადად, აღნიშნული პოზიციის შემოსავალი თვეში 1200-დან 1500 ლარამდ მერყეობს. გასათვალისწინებელია ასევე იმ კომპანიის მასშტაბი, რომელიც აცხადებს ვაკანსიას.
როგორ შევადგინოთ ადმინისტრაციული ასისტენტის CV
ზოგადი მითითებები
გამორჩეული CV-ის შექმნა აუცილებელია იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ დასაქმდეთ კარგ კომპანაში, როგორც ადმინისტრაციული ასისტენტი.
👇აქ მოცემულია რამდენიმე ზოგადი მითითება, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ კარგი CV-ის შესაქმნელად:
- შეეცადეთ რომ თქვენი CV იყოს ადვილად წასაკითხი: თქვენი რეზიუმე არ უნდა აღემატებოდეს ორ გვერდს, ხოლო შრიფტი უნდა იყოს ადვილად წასაკითხი. გამოიყენეთ პუნქტები თქვენი მიღწევებისა და გამოცდილების ხაზგასასმელად. მუშაობის გამოცდილება ჩაშალეთ ქვეპუნქტებად.
- დააფორმირეთ თქვენი რეზიუმე იმის მიხედვით, თუ რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს იმ კომპანიას, რომელიც აცხადებს ვაკანსიას: წაიკითხეთ საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შეეცადეთ რომ თქვენი მუშაობის გამოცდილება როგორც ადმინისტრაციულმა ასისტენტმა მიუსადაგოთ ამ მოთხოვნებს.
- გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები: თქვენი მუშაობის გამოცდილება გაჯერებული უნდა იყოს რელევანტური საკვანძო სიტყვებით.
- ნათლად აღწერეთ თქვენი ძირითადი მოვალეობები: მოიყვანეთ კონკრეტული მაგალითები თქვენი მიღწევების დემონსტრირებისთვის
- კორექტირება და რედაქტირება: დარწმუნდით, რომ CV არ შეიცავს ორთოგრაფიულ ან გრამატიკულ შეცდომებს. ასევე ყურადღებით იყავით დოკუმენტის ატვირთვის დროს გააკონტროლოთ განაცხადის მიღების ბოლო ვადა.
განლაგება:
ადმინისტრაციის ასისტენტის რეზიუმეს იდეალურ განლაგება უნდა შედგებოდეს ადვილად წასაკითხი სექციებისაგან, რომლებიც ხაზს უსვამს თქვენს უნარებს, გამოცდილებას და განათლებას.
👇აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა განლაგების გასაუმჯობესებლად:
- გამოიყენეთ მკაფიო და წასაკითხი შრიფტი, როგორიცაა Arial ან Times New Roman.
- გამოიყენეთ პუნქტები, რომ თქვენი მიღწევები, ძირითადი მოვალეობები და უნარები ადვილად წასაკითხი გახადოთ.
- გამოიყენეთ თავსართები და ქვესათაურები თქვენი ინფორმაციის სექციებად დასაყოფად
- დარწმუნდით, რომ დოკუმენტი არ არის ტექსტუალურად გადატვირთული, რომ მოაწონოთ თავი იმ რეკრუტერს რომელიც აცხადებს ვაკანსიას
ფორმა და სტრუქტურა:
რაც შეეხება ადმინისტრაციის ასისტენტის რეზიუმეს სტრუქტურას, ყველაზე გავრცელებული ტიპია ქრონოლოგიური ფორმატი. ეს ფორმატი გვიჩვენებს თქვენს სამუშაო გამოცდილებას საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, დაწყებული თქვენი ამჟამინდელი სამუშაოდან – დასრულებული პირველი პოზიციით. ეს ფორმატი ხაზს უსვამს თქვენს კარიერულ წინსვლას და უკეთესად წარმოაჩენს თქვენს გამოცდილებას ამ სფეროში.
თქვენი CV-ისათვის კიდევ ერთი ვარიანტია ფუნქციონალური ფორმატი, რომელიც ფოკუსირებულია თქვენს უნარებსა და მიღწევებზე და არა თქვენს სამუშაო ისტორიაზე. ეს ფორმატი შეიძლება მაშინ იყოს გამოსადეგი, თუ ხშირად იცვლით კარიერას ან არ გაქვთ დიდი სამუშაო გამოცდილება.
ასევე არსებობს შერეული ან კომბინირებული ფორმატი, რომელიც აერთიანებს როგორც ქრონოლოგიურ, ასევე ფუნქციური რეზიუმეს ელემენტებს. ეს ფორმატი შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება სხვადასხვა სფეროში, ან გსურთ თქვენი უნარების ხაზგასმა თქვენს სამუშაო ისტორიასთან ერთად.
პირადი ინფორმაციის სექცია
რეზიუმეს აღნიშნული თავსართი ჩვეულებრივ შეიცავს კანდიდატის სახელს და საკონტაქტო ინფორმაციას.
👇აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა შეადგინოთ ეფექტური თავსართი ადმინისტრაციული ასისტენტისთვის:
მისამართი: საქართველო, თბილისი, მთავარი ქუჩა 123
ტელეფონი: +995 555 555 555
ფოსტა: nina.lashxi@email.com
ტელ: +995 555 555 555
კარგი თავსართი მოიცავს კანდიდატის სახელს, მისამართზე კონკრეტულ ინფორმაციას, ტელეფონის ნომერს და ელექტრონული ფოსტის მისამართს. ეს ინფორმაცია აუცილებელია დამსაქმებლებისთვის, რათა დაუკავშირდნენ კანდიდატს, და დაგეგმონ გასაუბრება.
ფოტოს ჩართვა რეზიუმეში
რეზიუმეში ფოტოს ჩართვა პირადი არჩევანია და შეიძლება დამოკიდებული იყოს იმ ქვეყნის კულტურულ ნორმებზე, სადაც აპირებთ სამუშაოს დაწყებას. ზოგადად, არ არის აუცილებელი ფოტოს რეზიუმეში ჩართვა, რადგან ის არ მატებს რაიმე ღირებულებას აღნიშნულ დოკუმენტს. ზოგიერთ ქვეყანაში ფოტოს ჩართვა სტანდარტულ პრაქტიკად ითვლება, ზოგიერთში კი ეს შეიძლება ჩაითვალოს არაპროფესიონალურად.
👇რა შემთხვევაში არ არის სავალდებულო ფოტოს გამოყენება:
- თუ აღნიშნული პრაქტიკა ითვლება დისკრიმინაციულად ან არაპროფესონალურად იმ ქვეყანაში, სადაც განაცხადს აკეთებთ
- თუ ფიქრობთ, რომ თქვენმა გარეგნობამ შეიძლება წაახალისხოს კანდიდატურის გაფილტვრა ვიზუალურ ფაქტორზე დაყრდნობით
- თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ აღნიშნული პოზიცია არ საჭიროებს ინფორმაციას ასაკის, რასის, სქესის ან სხვა პიროვნული მახასიათებლების შესახებ
გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული თავსართი არის რეზიუმეს მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც უნდა იყოს მკაფიო და ლაკონური, საკონტაქტო ინფორმაციით. ფოტოს ჩართვის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კულტურულ ნორმებსა და პირად შეხედულებებს.
სამუშაო გამოცდილების აღწერა
პროფესიული გამოცდილების განყოფილება ადმინისტრაციის ასისტენტის რეზიუმეში საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ განყოფილებაში უნდა იყოს წარმოდგენილი კანდიდატის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, დაწყებული ამჟამინდელი სამუშაოდან, დასრულებული პირველი ოფიციალური საქმიანობით.
👇გთავაზობთ რამოდენიმე მითითებას, რომელიც შეგიძლიათ გაითვალისიწნოთ CV-ის შედგენის დროს:
- შეეცადეთ თითოეული სამუშაო გამოცდილების მითითების დროს, ნათლად აღწეროთ თქვენი სამშაო მოვალეობები და პასუხისმგებლობები.
- შეეცადეთ, რომ რაოდენობრივად აღწეროთ თქვენი მიღწევები და პასუხისმგებლობები, თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, ჩარეთეტ რიცხვები თქვენი წარმატებების სტატისტიკურად წარმოსაჩენად
- დააკონკრეტეთ ინფორმაცია თქვენი სამუშაოს დასახელების, კომპანიის სახელის, დასაქმების თარიღებისა და ადგილმდებარეობის შესახებ.
👇ადმინისტრაციის ასისტენტის სამუშაო გამოცდილების მაგალითები:
კომპანია “იმედი”, თბილისი, საქართველო
2020 წლის იანვარი – დღემდე
- მისაღების კონტროლი, სტუმრების მასპინძლობა და სატელეფონო ზარებზე პასუხი
- შეხვედრების დაგეგმვა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით
- შემომავალი და გამავალი ფოსტისა და საკურიერო პაკეტების კონტროლი
- საოფისე მარაგისა და ინვენტარის დონის კონტროლი
- კომპანიის ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზება
როგორც ხედავთ, ცუდ მაგალითში, სამუშაოს დასახელება და კომპანიის სახელი არ შედის, რაც ართულებს დამსაქმებელისთვის აპლიკანტის გამოცდილების კონტექსტის გაგებას.
რა ვქნათ თუ არ გვაქვს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება?
თუ არ გაქვთ ადმინისტრაციის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება, შეგიძლიათ თქვენი CV გაამდიდროთ სხვა სახის რელევანტური ინფრომაციით. მაგალითად, თქვენ შეიძლება გქონდეთ გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურებაში, მონაცემთა დამუშავების ან საოფისე ორგანიზების სფეროში. დარწმუნდით, რომ თქვენი სამუშაოს აღწერით,ხაზს უსვამთ ნებისმიერ უნარს, რომელიც შეესაბამება აღნიშნულ როლს და წარმოაჩენს თქვენს უნარს, იმუშაოთ სწრაფ ტემპში, ვადებზე ორიენტირებულ გარემოში.
როგორ მივუთითოთ განათლება რეზიუმეში?
ადმინისტრაციის ასისტენტის CV-ის განათლების განყოფილებაში უნდა იყოს წარმოდგენილი კანდიდატის აკადემიური კვალიფიკაცია და ნებისმიერი შესაბამისი გავლილი ტრენინგი ან მიღებული სერთიფიკატი.
👇აქ მოცემულია რამდენიმე მითითება, რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ამ სეგმენტის შედგენის დროს:
- დაიწყეთ სექცია თქვენი უახლესი კვალიფიკაციით და მოჰყევით ქრონოლოგიურად.
- აუცილებლად მიუთითეთ დაწესებულების დასახელება, ადგილმდებარეობა, მიღებული ხარისხი და დამთავრების ან სავარაუდო დასრულების თარიღი.
- თუ გავლილი გაქვთ გავლილი შესაბამისი ტრენინგი ან სასერტიფიკაციო კურსი, ჩართეთ ინფორმაცია ამის შესახებაც
განათლების განყოფილების მაგალითები ადმინისტრაციის ასისტენტისთვის:
მაგალითი 1:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2015 წლის სექტემბერი – 2019 წლის ივნისი
მაგალითი 2:
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო
2018 წლის იანვარი – 2018 წლის აპრილი
მაგალით 1-ში კანდიდატი გვაწვდის ინფორმაციას ბაკალავრის ხარისხის შესახებ ბიზნესის ადმინისტრირებაში, რომელიც მოპოვებული აქვს უმაღლეს სასწავლებელში. აღსანიშნავია, რომ ეს ხარისხი რელევანტურია ადმინისტრაციის ასისტენტის პოზიციისათვის, რადგან ის წარმოაჩენს მათ ცოდნას ბიზნესის მართვის პრინციპებისა და პრაქტიკის შესახებ.
მაგალით 2-ში კანდიდატს აქვს გავლილი სასერტიფიკატო კურსი საოფისე ადმინისტრირებაში, რომელიც პირდაპირ კავშირშია იმ პოზიციასთან რომელზეც ისინი ავსებენ განაცხადს. ეს სასერტიფიკატო კურსი სძენს კანდიდატს იმ აუცილებელ უნარებსა და ცოდნას, რაც აუციელებლია ადმინისტრაციის ასისტენტის პოზიციისათვის.
უნარები
ადმინისტრაციის ასისტენტის CV-ის უნარების განყოფილებაში უნდა აღინიშნოს კანდიდატის შესაბამისი ხისტი და რბილი უნარები.
👇აქ მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხისტი და რბილი უნარები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს თქვენი CV:
ხისტი უნარები:
- Microsoft Office Suite (Word, Excel, PowerPoint, Outlook)
- მონაცემთა ბაზის მართვა
- კლავიატურასთან მუშაობის გამოცდილება (სიჩქარე და სიზუსტე)
- დროის მენეჯმენტი
- ორგანიზაციული უნარები
- კალენდრის მენეჯმენტი
- პროექტის მენეჯმენტი
- ბუღალტერია და ბუღალტრული აღრიცხვა
- ჩანაწერების მენეჯმენტი
- მონაცემთა შეყვანა
- კლიენტების მომსახურება
- ღონისძების დაგეგმვა
რბილი უნარები:
- კომუნიკაციის უნარი
- ინტერპერსონალური უნარები
- ყურადღება დეტალებზე
- პარალელურ რეჟიმში მრავალფუნქციური დატვირთვა
- პრობლემის გადაჭრის უნარი
- ადაპტაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- ინიციატივების გამოხატვის უნარი
- პოზიტირუი დამოკიდებულება
- საიმედოობა
- კონფლიქტის მოგვარება
- პროფესიონალიზმი
მნიშვნელოვანია უნარების განყოფილების მორგება ადმინისტრაციის ასისტენტის როლის სპეციფიკურ მოთხოვნებზე, რომელიც გამოქვეყნდა დამსაქმებლის მიერ. დამსაქმებლებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული პრეფერენციები, როდესაც საქმე ეხება პოზიციის ყველაზე მნიშვნელოვან უნარებს, ამიტომ აუცილებელია სამუშაოს აღწერილობის ყურადღებით წაკითხვა და იმ უნარების ჩამოთვლა, რომლებიც ყველაზე რელევანტურია.
თქვენი CV-ის შეჯამება
CV-ის რეზიუმე წარმოადგენს დოკუმენტის სავიზიტო ბარათს და უზრუნველყოფს დამსაქმებელზე პირველადი შთაბეჭდილების მოხდენას.
👇როგორ დავწეროთ სრულყოფილი რეზიუმე:
- დაიწყეთ მკაფიოდ ფორმულირებული წინადადებით, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს ყველაზე რელევანტურ უნარებსა და გამოცდილებას.
- შეეცადეთ რომ რეზიუმე იყოს მოკლე და ლაკონური – არა უმეტეს სამი – ოთხი წინადადებისა
- აქცენტი გააკეთეთ მიღწევებზე, და თავი აარიდეთ სამუშაო ვალდებულებების ჩამოთვლას
- გამოიყენეთ ის საკვანძო სიტყვებიმ, რომლებიც მოცემულია სამუშაოს აღწერილობაში, რათა აჩვენოთ რეკრუტერს, რომ თქვენი უნარები და გამოცდილება შეესაბამება სამუშაოს მოთხოვნებს.
- მოარგეთ თქვენი რეზიუმე კონკრეტულ თანამდებობას, რომელზეც განაცხადს აკეთებთ
როგორც ხედავთ, ეს რეზიუმე ძალიან ზოგადია და არ იძლევა კონკრეტულ ინფორმაციას კანდიდატის უნარებისა და გამოცდილების შესახებ. ეს არ აძლევს დამსაქმებელს საფუძველს შედარებით სიღრმისეულად გაეცნოს აპლიკანტის CV-ის.
დამატებითი ინფორმაცია ადმინისტრაციის ასისტენტისათვის
დამატებითი სათაურები შეიძლება იყოს მომგებიანი ადმინისტრაციის ასისტენტის CV-სთვის, რადგან მათ შეუძლიათ უზრუნველყონ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება რეკრუტერისატვის კანდიდატის უნარებისა და გამოცდილების შესახებ.
ასეთი განყოფილება გახლავთ – ენების ცოდნის განყოფილება!
ენების ცოდნის ჩართვისას მნიშვნელოვანია მიუთითოთ თითოეული ენის ცოდნის დონე. მაგალითად, ცოდნის აღნიშვნის ჩვეულებრივი გზაა შემდეგი კატეგორიების გამოყენება: მშობლიური, თავისუფლად, საშუაოდ, ბაზისურად.
👇აი, მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეიტანოთ ინფორმაცია ენების ცოდნის შესახებ ადმინისტრაციის ასისტენტის CV-ში:
- ქართული: მშობლიური
- ინგლისური: თავისუფლად
- რუსული: საშუალოდ
ასევე აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ასისტენტის CV-სთვის, ერთი მნიშვნელოვანი დამატებითი სეგმენტია – კომპიუტერული უნარები!
კომპიუტერული უნარები აუცილებელია ადმინისტრაციის ასისტენტისთვის, რადგან ისინი ხშირად ვალდებულნი არიან დავალებების ფართო სპექტრის შესრულებაზე სხვადასხვა პროგრამული აპლიკაციებისა და კომპიუტერტული პროგრამების გამოყენებით.
კომპიუტერული უნარების განყოფილების ჩართვამ შეიძლება აჩვენოს დამსაქმებელს, რომ კანდიდატი ფლობს ტექნოლოგიებს და შეუძლია გაუმკლავდეს სამუშაოსთვის საჭირო პროგრამულ აპლიკაციების გამოყენება.
👇აქ მოცემულია რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეიტანოთ კომპიუტერული უნარები ადმინისტრაციის ასისტენტის CV-ში:
- Microsoft Office Suite (Word, Excel, PowerPoint, Outlook)
- პროექტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა Asana და Trello
- საბუღალტრო პროგრამები, როგორიცაა QuickBooks
- მონაცემთა ბაზის მართვისა და მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტები, როგორიცაა SQL და Tableau
მთლიანობაში, CV-ში დამატებითი სათაურების ჩართვამ შეიძლება უზრუნველყოს ღირებული ინფორმაციის მიწოდება რეკრუტერისთვის და გაუადვილოს დამსაქმებელს კანდიდატის კვალიფიკაციის შეფასების პროეცესი.
შეჯამება – ადმინისტრაციის ასისტენტის რეზიუმე
მოდით, კიდევ ერთხელ გავიაროთ ჩვენს მიერ მოწოდებული რჩევები, ადმინისტრაციის ასისტენტისთვის საუკეთესო სივის შესაქმნელად:
- გამოიყენეთ სადა და პროფესიონალური დიზაინი
- არ გამოტოვოთ ინფრომაცია თქვენი სახელის, საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ
- დააფორმირეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით
- თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, ფოკუსირება მოახდინეთ ტრანსფერულ უნარებზე და ნებისმიერ რელევანტურ სტაჟირებაზე ან მოხალისეობრივ გამოცდილებაზე
- მიუთითეთ თქვენი განათლების დონე და ნებისმიერი შესაბამისი სერთიფიკატი ან ტრენინგი
- ჩაამატეთ რეზიუმეში ინფორმაცია კომპიუტერული უნარების შესახებ
- ჩამოთვალეთ როგორც ხისტი, ასევე რბილი უნარები!
- მოარგეთ CV კონკრეტულ სამუშაოს მოთხოვნილებებს, გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები და უნარები, რომლებიც მითითებულია ვაკანსიის აღწერაში
- აუცილებლად გადახედეთ CV-ს გაგზავნამდე
სამოტივაციო წერილი ადმინისტრაციის ასისტენტისათვის
სამოტივაციო წერილი არის CV-ის აუცილებელი დანამატი, რადგან ის საშუალებას აძლევს კანდიდატს წარმოაჩინოს თავისი პიროვნება და მიაწოდოს უფრო სიღრმისეული ინფორმაცია მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ. კარგად დაწერილ სამოტივაციო წერილს შეუძლია შედარებით სიღრმისეულად და დეტალურად გაუსვას ხაზი კონკრეტულ უნარებსა და მიღწევებს. კარგად შედგენილ სამოტივაციო წეილს ასევე შეუძლია დაანახოს რეკრუტერს აპლიკანტის ენთუზიაზმი და ინტერესი კომპანიისა და გამოცხადებული ვაკანსიის მიმართ.
კითხვები და პასუხები ადმინისტრაციის ასისტენტის რეზიუმესთან დაკავშირებით
კითხვა: უნდა ჩავრთო თუ არა რეკომენდაციები ადმინისტრაციის ასისტენტის CV-ში?
პასუხი: არ არის აუცილებელი თქვენს CV-ში რეკომენდციების ჩართვა, თუმცა სასურველია მიუთითოთ, რომ ისინი ხელმისაწვდომია მოთხოვნის შემთხვევაში.
კითხვა: შემიძლია თუ არა ადმინისტრაციის ასისტენტის CV-ში ჩავრთო მოხალისეობრივი სამუშაო?
პასუხი: დიახ, მოხალისეობრივი სამუშაო გამოსადეგია თქვენს CV-ში, განსაკუთრებით თუ ის მოიცავს შესაბამის უნარებსა და გამოცდილებას.
კითხვა: რამდენი გვერდი უნდა იყოს ადმინისტრაციის ასისტენტის CV?
პასუხი: იდეალურ შემთხვევაში, თქვენი CV არ უნდა აღემატებოდეს ორ გვერდს.