ადმინისტრაციული ასისტენტის CV: როგორ შევქმნათ ეფექტური რეზიუმე ნაბიჯ-ნაბიჯ

XXI საუკუნეში ადამიანები ცდილობენ დაეუფლონ ისეთ პროფესიას, რომელიც განვითარების აქტიურ შესაძლებლობაზეა ორიენტირებული და არა მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობის საინტერესო გამოცდილებას გძენს, არამედ  იმ უნარების გამომუშავებაშიც გეხმარება, რომელიც პიროვნულ განვითარებაში გიწყობს ხელს.

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები

ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიცია უდავოდ იმსახურებს ყურადღებას თუ თქვენი ინტერესის სფეროს მენეჯმენტი და ადმინისტრაციული საქმე წარმოადგენს!

მოცემულ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ თქვენი მოტივაციის, უნარებისა და გამოცდილების ეფექტურად წარმოჩენასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

ადმინისტრაციული ასისტენტი CV

გაგიზიარებთ რჩევებს და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა გათვალისწინებით შექმნილი ადმინისტრაციული ასისტენტის CV უპირობოდ მოგაპოვებინებთ დამსახურებულ ადგილს სასურველ კომპანიაში!

Სარჩევი

ადმინისტრაციული ასისტენტი CV – მაგალითი

👇 წარმოგიდგენთ ადმინისტრაციული ასისტენტის CV-ს ნიმუშს, რომელიც სრულად შეესაბამება რეზიუმეს შექმნის საერთაშორისოდ აღიარებულ საუკეთესო სტანდარტებს:

ნინო დარბაისელი
ადმინისტრაციული ასისტენტი
+995 555-555-555
ninodarbaiseli@email.com
თბილისი, საქართველო
Linkedin.com/in/ninodarbaiseli

პროფესიული შეჯამება
“მაღალკვალიფიციური ადმინისტრაციული ასისტენტი ამიერკავკასიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, თვალსაჩინო კარიერული მიღწევებითა და უბადლო პროფესიული რეპუტაციით.”

სამუშაო გამოცდილება
ადმინისტრაციული ასისტენტი 
აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO
თბილისი, საქართველო
ძირითადი მოვალეობები:

  • საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე კომპანიის კლიენტებისთვის შეთავაზებების, სტანდარტული ხელშეკრულებების, ინვოისების და სხვა მსგავსი დოკუმენტების მომზადება;
  • კომპანიის საქმიანობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა, დოკუმენტაციის ერთიანი სისტემის შექმნა და ფაილების შესაბამისი სტანდარტით დაარქივება;

ადმინისტრაციული ასისტენტი
ტექნოლოგიური კომპანია UGT
თბილისი, საქართველო
2012 წლის სექტემბერი – 2017 წლის დეკემბერი

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • პარტნიორ კომპანიებთან სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია;
  • კორესპონდენციის წარმოება, მონაცემების შესაბამის ბაზებში შეტანა და დოკუმენტების მოწესრიგება;

განათლება

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ოპერაციების მენეჯმენტში
თავისუფალი უნივერსიტეტი
2010 წლის სექტემბერი – 2012 წლის ივნისი

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2006 წლის სექტემბერი – 2010 წლის ივნისი

ტრენინგები & სერთიფიკატები

  • მართვის აკადემიის ტრენინგი თემაზე: დროის მენეჯმენტი;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასერთიფიკატო კურსი თემაზე: ლიდერობა და ეფექტური ბიზნეს კომუნიკაცია;
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის სასერთიფიკატო კურსი თემაზე: საოფისე კომპიუტერული პროგრამები;
  • ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრის ტრენინგი თემაზე: ეფექტური პრეზენტაციის უნარები;

უნარები

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტურად მართვის შესაძლებლობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური – C1
  • გერმანული – B2

Რამდენად მოთხოვნადია ადმინისტრაციული ასისტენტის პროფესია საქართველოში 2023 წელს?

💡 ფაქტი: salaryexpert-ის მონაცემების თანახმად, საქართველოში ადმინისტრაციული ასისტენტის ყოველწლიური ანაზღაურება 20,197 ლარს შეადგენს.

მოცემული რაოდენობრივი მაჩვენებელი აღნიშნულ პროფესიას დამსახურებულად მიაკუთვნებს მაღალანაზღაურებადი პროფესიების კატეგორიას. Სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მოთხოვნა ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე უფრო და უფრო იზრდება საქართველოს წამყვან კომპანიებში.

🎁 Forbes-ის მიერ გამოქყვეყნებული სტატია ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიცია XXI საუკუნის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის მალე ერთ-ერთ წამყვან პოზიციას დაიკავებს.

Რჩევები: Როგორ შევადგინოთ ადმინისტრაციული ასისტენტის სრულყოფილი CV?

ადმინისტრაციული ასისტენტის რეზიუმე, რომელიც ინდუსტრიაში არსებული სტანდარტების შესაბამისადაა შექმნილი, თქვენი პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევების ერთგვარი მანიფესტია. Შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, თუმცა მას თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და პროფესიული შესაძლებლობების უსაზღვრო ჰორიზონტის  თქვენს თვალწინ გაშლა შეუძლია.

👉 საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული რეზიუმე დამსაქმებელს პერსონალურ გასაუბრებამდე აძლევს თქვენი პიროვნების აღქმის შესაძლებლობას და   დადებითად განაწყობს თქვენდამი.

ადმინისტრაციული ასისტენტი CV

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სასურველი სამსახურის ძიება მეტად სტრესული და შრომატევადი პროცესია.

სწორედ ამიტომ, თქვენი დროისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ განსაზღვრული რეკომენდაციები და რჩევები, რომელთა გათვალისწინებაც უპირობოდ გახდება თქვენი წარმატების გარანტი:

  • ნუ დაივიწყებთ საკვანძო სიტყვებს:ჩვეულებისამებრ, ვაკანსია ყოველთვის შეიცავს სიტყვების იმ ერთობლიობას, რომელთა თქვენს რეზიუმეში გამოყენება გონივრულად წარმოაჩენს თქვენს დაკვირვებულობას და დეტალებზე ორიენტირებულობას.
  • პროფესიულ კვალიფიკაციასთან ერთად ყურადღება გაამახვილეთ პიროვნულ უნარ-ჩვევებზე:ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი, დროის გონივრულად მართვის შესაძლებლობა, ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაცია თვისებათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც პროფესიულ წარმატებასთან პირდაპირ პროპორციულ კავშირშია.
  • სამუშაო გამოცდილების სრულფასოვანი აღწერა დამსაქმებელს თქვენი პროფესიონალური კვალიფიკაციის განსაზღვრაში დაეხმარება:გაითვალისწინეთ, რომ თქვენი რეზიუმეს შეფასებისას დამსაქმებელი  აქცენტს მხოლოდ ვაკანტური პოზიციისთვის რელევანტურ სამუშაო გამოცდილებაზე გააკეთებს. ამიტომ, სასურველია, სრულყოფილად აღწეროთ თქვენს შესაბამის მოვალეობებთან დაკავშირებული კონკრეტული დეტალები.
  • სრულფასოვნად შეავსეთ CV-ს ყოველი სექცია:რეზიუმე მხოლოდ მაშინ აღიქმება სრულყოფილად თუ მისი ყოველი სექცია რელევანტური ინფორმაციით ზედმიწევნითაა შევსებული.  ამგვარი მიდგომით თქვენ ამომწურავად გამოავლენთ როგორც თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას, აგრეთვე ადმინისტრაციული ასისტენტის პროფესიით გათვალისწინებულ ყველა პროფესიულ ნიუანსსა და მახასიათებელს.
  • CV-ს ორგანიზების სწორი ფორმა თქვენი წარმატების შანსს მნიშვნელოვნად გაზრდის:სტრატეგიულად მომზადებული რეზიუმე დაგეხმარებათ, რომ მარტივად დააინტერესოთ დამსაქმებელი და მისი ყურადღება თქვენთვის სასურველ ასპექტებზე გაამახვილოთ.

Სექციების იდეალური განლაგება

👉 სექციების განლაგებასთან დაკავშირებით ყურადღება მიაქციეთ 3 ფუნდამენტურ ასპექტს: მკაფიო ვიზუალი, მიმზიდველი დიზაინი და მარტივად აღქმადი განლაგება.

სწორედ ამ სტრუქტურული მახასიათებლების გათვალისწინებით შეიქმნა რეზიუმეს სამი ყველაზე გავრცელებული ფორმატი.

ადმინისტრაციული ასისტენტი CV

👇 განვიხილოთ რეკომენდებული ფორმატი ადმინისტრაციული ასისტენტის CV-სთვის:

  • სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტა (მაგ., ტელეფონის ნომერი, ლოკაცია, LinkedIn-ის გვერდი, რეკომენდატორის მონაცემები).
  • პროფესიული შეჯამება
  • სამუშაო გამოცდილება
  • განათლება, ტრენინგები და სერტიფიკატები
  • პროფესიული/პიროვნული უნარ-ჩვევები
  • დამატებითი ინფორმაცია
    • უცხო ენები
    • კომპიუტერული პროგრამები
    • ინტერესები
📌 რჩევა: ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციისთვის მოხალისეობრივი გამოცდილება ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამიტომ სასურველია CV-ის მსგავსი დამატებითი ინფორმაციით გადატვირთვას მოერიდოთ.

ფორმატი და სტრუქტურა

რეკრუტერები ხშირად აღნიშნავენ, რომ რეზიუმეს შეფასებასთან დაკავშირებული თავდაპირველი ეფექტი სწორედ მის ფორმატსა და სტრუქტურას უკავშირდება, შინაარსობრივი მხარე კი განხილვის მხოლოდ მომდევნო ეტაპია.

შესაბამისად, თქვენი პროფესიული წარმატების  აუცილებელი კომპონენტი სწორედ გონივრულად შერჩეული CV-ს ფორმატია.

👇 წარმოგიდგენთ იმ 3 ძირითადი ტიპის ფორმატს, რომელთა გამოყენება ადმინისტრაციული ასისტენტის CV-ს შედგენისას შეგიძლიათ:

  • ქრონოლოგიური ფორმატი: გაითვალისწინეთ, რომ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება კარიერული მოვლენების უახლოესი დროიდან წარსულისკენ განლაგებას საჭიროებს.
  • ფუნქციური ფორმატი: აღნიშნული ფორმატი უნარ-ჩვევების ქვეკატეგორიებად წარმოჩენისა და განლაგების შესაძლებლობას გაძლევთ.
🎁 ფუნქციური ფორმატის არჩევა ერთგვარი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ადმინისტრაციულ ასისტენტად მუშაობის გამოცდილება არ აქვთ და მათ ძირითად უპირატესობას პროფესიული უნარ-ჩვევები წარმოადგენს.
  • შერეული ფორმატი: თუ ვაკანსიის შინაარსის გაცნობის შედეგად აღმოაჩენთ, რომ დამსაქმებლისთვის თანაბრადაა მნიშვნელოვანი როგორც თქვენი სამუშაო გამოცდილება აგრეთვე პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები, სასურველია უპირატესობა ქრონოლოგიური და ფუნქციური ფორმატების კომბინაციას მიანიჭოთ.
📌 რჩევა: საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტების გათვალისწინებით გირჩევთ,  რომ რეზიუმეში მხოლოდ ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციასთან ლოგიკურად დაკავშირებული ინფორმაცია მიუთითოთ. დამატებითი კარიერული ანდა პროფესიული მიღწევები კი, საჭიროების შემთხვევაში, ინტერვიუზე გააცნოთ დამსაქმებელს.

Რა უნდა მიუთითოთ საკონტაქტო ინფორმაციაში?

ადმინისტრაციული ასისტენტი CV

რეზიუმეს სათაური არის პირველივე თვალსაჩინო კატეგორია, რომელიც პოტენციური დამსაქმებლის ყურადღებას იქცევს და თავდაპირველ შთაბეჭდილებას უქმნის თქვენი პიროვნების შესახებ. ამიტომ, სასურველია, რომ სათაური სრულფასოვნად მოიცავდეს კატეგორიების ისეთ ჩამონათვალს, როგორიცაა:

  • სახელი და გვარი
  • პროფესიული სტატუსი
  • ლოკაცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი)
  • ელექტრონული ფოსტა
  • პროფესიული Სოციალური მედიის (მაგ., LinkedIn) ბმული
⚠️ გაფრთხილება: ნუ მიუთითებთ ისეთ დეტალებს, რომლებიც რეზიუმეს მხოლოდ გადატვირთავს და მას დამატებით ღირებულებას არ შესძენს. ასეთი დეტალები შეიძლება იყოს  დაბადების თარიღი, ასაკი და ზუსტი მისამართი.
✔️ მისაღები სათაურის ილუსტრაცია
ნინო დარბაისელი
ადმინისტრაციული ასისტენტი
თბილისი, საქართველო | +995 555 555 555| ninodarbaiseli@email.com
❌ მიუღებელი სათაურის ილუსტრაცია
ასისტენტი ადმინისტრაციული მიმართულებით
ნინო დარბაისელი
ტელეფონი: 555 555 555
დაბადების თარიღი 10/02/1991 წ.
მისამართი: საქართველო, თბილისი, გლდანის ხევი, კორპუსი 15, ბინა 24
ვეძებ კომპანიას, სადაც ასისტირებას გავუწევ ადმინისტრაციულ საქმეებს!

Როდის გჭირდებათ ფოტოს გამოყენება ადმინისტრაციული ასისტენტის CV-ში?

ადმინისტრაციული ასისტენტი CV

არავინ დავობს იმაზე, რომ რეზიუმეში ფოტოს გამოყენებას თან ახლავს  გონივრული საფრთხე, რომელიც პოტენციური დამსაქმებლის პერსონალურ დამოკიდებულებას უკავშირდება. Არასწორად შერჩეულმა ფოტომ შეიძლება თქვენი პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დააყენოს.

ამგვარი რისკის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია ფოტოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოყენება, თუ ამას  დამსაქმებელი ვაკანსიის აღწერაში ითხოვს.

📌 Რჩევა: თუ მყარი პოზიცია გაქვთ და მიიჩნევთ, რომ პროფესიონალური ფოტო უპირობოდ მეტ ღირებულებას შესძენს თქვენს რეზიუმეს, მიიღეთ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და თქვენს CV-ს LinkedIn პროფილის ლინკი დაურთეთ.

ადმინისტრაციული ასისტენტის სამუშაო გამოცდილება

ადმინისტრაციული ასისტენტი CV

ადმინისტრაციული ასისტენტის პროფესიასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილებისა  და მასთან დაკავშირებული ძირითადი მოვალეობების ზედმიწევნით აღწერა თქვენს პროფესიულ კომპეტენციასა და შესაძლებლობებს სრულყოფილად წარმოაჩენს.

📌 Რჩევა: ეცადეთ მოერიდოთ გრძელი და ბუნდოვანი წინადადებების გამოყენებას. თუ ხვდებით, რომ ფრაზები საკმარისად ნათლად არ გამოხატავს თქვენს სათქმელს ნუ გამოიყენებთ მათ რეზიუმეში და მხოლოდ იმ სამუშაო გამოცდილებაზე კონცენტრირდით, რომელიც ადმინისტრაციული ასისტენტის პიზიციისთვის იქნება შესაფერისი.

ნება მოგვეცით წარმოგიდგინოთ  ორი სპეფიციკური მაგალითი, რომელიც ადმინისტრაციული ასისტენტის სამუშაო გამოცდილებას მკაფიოდ და კონკრეტულად აღწერს.

მაგალითი 1

ადმინისტრაციული ასისტენტი
აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO
თბილისი, საქართველო
მარტი 2017 – მაისი 2022

ძირითადი მოვალეობები:

  • უზრუნველვყოფდი კომპანიის საქმიანობის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, დოკუმენტაციის ერთიანი სისტემის შექმნასა და ფაილების შესაბამისი სტანდარტით დაარქივებას;
  • ვაორგანიზებდი საქმიან შეხვედრებს;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე ვამზადებდი შეთავაზებებს კომპანიის კლიენტებისთვის, სტანდარტული ხელშეკრულებების, ინვოისებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების სახით;
მაგალითი 2

ადმინისტრაციული ასისტენტი
საერთაშორისო სავაჭრო პალატა
თბილისი, საქართველო
იანვარი 2007 – მაისი 2011

ძირითადი მოვალეობები:

  • ჩემი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველვყოფდი კომპანიის თანამშრომლების ადმინისტრაციულ მხარდაჭერას;
  • პარტნიორ კომპანიებთან ვაწარმოებდი როგორც სატელეფონო აგრეთვე ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციას;
  • მონაცემების შესაბამის ბაზებში შეტანისა და დოკუმენტების მოწესრიგების გზით ვაწარმოებდი კორესპონდენციას.

Როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ

დასაქმებასთან დაკავშირებული თანამედროვე ტენდენციები ამტკიცებს, რომ მაღალანაზღაურებადი პოზიციის დაკავება სამუშაო გამოცდილების გარეშეც სრულიად შესაძლებელია.

საბედნიეროდ, ადმინისტრაციული ასისტენტის პროფესიაც სწორედ იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც მხოლოდ შესაბამის განათლებასა და რელევანტურ პიროვნულ უნარ-ჩვევებს საჭიროებს.

💡ფაქტი: რეკრუტერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციული ასისტენტის როლი კომპანიის წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თუმცა ისინი მთავარ აქცენტს ხშირად განათლებასა და უნარ-ჩვევებზე აკეთებენ, რათა შემდგომ პერსპექტიული კადრი მათთვის სასურველი პროფესიული კვალიფიკაციით აღჭურვონ.

ადმინისტრაციული ასისტენტი CV

👇 თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ ადმინისტრაციული ასისტენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება, გირჩევთ, მიჰყვეთ ქვემოთ წარმოდგენილ რეკომენდაციებს:

  • მთავარი აქცენტი გააკეთეთ მიღებული განათლების სექციაზე:სრულყოფილად აღწერეთ განათლებასთან დაკავშირებული ისეთი დეტალები, რომლებიც თქვენს კონკურენტულ უპირატესობებს წარმოაჩენს და იმ აკადემიურ მიღწევებს გაუსვამს ხაზს, რომლებიც სხვა კანდიდატებთან მიმართებაში უპირატესობას მოგანიჭებთ.
  • ყურადღება მიაქციეთ  ადმინისტრაციული  ასისტენტისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს:რეზიუმეს განხილვის დროს დამსაქმებლები დიდ ყურადღებას აქცევენ როგორც განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას, აგრეთვე იმ პიროვნულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ადმინისტრაციული ასისტენტის მოვალეობების შესრულებასთან.
🎁 რეზიუმეს მომზადებისას ისეთ უნარებზე გააკეთეთ აქცენტი, რომელიც თქვენი, როგორც ადმინისტრაციული ასისტენტის, უნიკალურობას წარმოაჩენს (მაგ: ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები და სხვ.)

განათლება & ტრენინგები

თქვენი, როგორც ადმინისტრაციული ასისტენტის განათლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია რეზიუმეს შედგენის დროს საყურადღებო ფაქტორია. Განათლების სექცია მარტივად იქცევს დამსაქმებლის ყურადღებას და არსებით როლს თმაშობს მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებისას.

👉 იზრუნეთ, რომ რეზიუმეში ამომწურავად იყოს წარმოდგენილი განათლების სექცია და მასთან დაკავშირებული ქვეკატეგორიები.

ადმინისტრაციული ასისტენტი CV

ამ მიზნით, სასურველია მიუთითოთ ყველა ის ნიუანსი, რომელიც თქვენი, როგორც პერსპექტიული ადმინისტრაციული ასისტენტის  კონკურენტულ უპირატესობას წარმოაჩენს.

რჩევის სახით გიზიარებთ იმ ინფორმაციულ დეტალებს, რომელთა განათლების ნაწილში მითითებაც თქვენთვის მომგებიანი იქნება:

  • საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება და მისი ადგილმდებარეობა;
  • განათლების მიღების პერიოდი დასაწყისიდან დასრულებამდე;
  • თქვენ მიერ მიღებული აკადემიური ხარისხი (მაგ., ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი)

👇 უფრო ნათელი ილუსტრაციისთვის, განვიხილოთ ადმინისტრაციული ასისტენტის CV-სთვის შექმნილი განათლების სექციის ორი რელევანტური მაგალითი:

მაგალითი 1

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ოპერაციების მენეჯმენტში, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო (2010 – 2012)
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო (2006 – 2010)

მაგალითი 2

პიარისა და კომუნიკაციის ბაკალავრი
კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2013 წლის სექტემბერი – 2017 წლის დეკემბერი

შესაბამისი კურსები:

  • ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები;
  • ბიზნესის ეთიკა;
  • ინფორმაციული ტექნლოგიები ბიზნესში;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები;

ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მაგისტრი
შავის ზღვის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი – 2020 წლის ივნისი

შესაბამისი კურსები:

  • ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა;
  • ინგლისური ენის პრაქტიკული კურსი;
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტის არსი და ძირითადი პრინციპები.

საჭირო უნარ-ჩვევები ადმინისტრაციული ასისტენტისთვის

თქვენს წარმატებასთან დაკავშირებული შანსების გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, რომ უნარების სექცია ყველა იმ საკვანძო სიტყვასა და ფრაზას აერთიანებდეს, რომელიც ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციას უკავშირდება.

ნება მოგვეცი წარმოგიდგინოთ თვისებათა ის ძირითადი ჩამონათვალი, რომელიც თქვენს პროფესიონალურ და პიროვნულ ღირსებას თანაბრად გაუსვამს ხაზს.

ადმინისტრაციული ასისტენტის პროფესიასთან დაკავშირებული უნარები ორ ძირითად ქვეკატეგორიად იყოფა და ხისტი და რბილი უნარების სახით გვევლინება.

👉 ჩვეულებისამებრ, დამსაქმებლები ხისტ უნარებს მეტ პრივილეგიას ანიჭებენ, ვინაიდან მათი ქონა სამუშაოს სრულყოფილად შესრულების ერთგვარი გარანტია და აპლიკანტის კონკრეტულ გამოცდილებასთან ასოცირდება.

ხისტი უნარები

  • Microsoft Excel
  • Microsoft Word
  • Microsoft Powerpoint
  • Google Sheets
  • Quickbooks
  • Xero

 რბილი უნარები

  • ინოვაციურობა და კრეატიულობა
  • გუნდის წევრების Მოტივირება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

👇 განზოგადებული უნარებ-ჩვევების ის ჩამონათვალი, რომელთა ხილვაც დამსაქმებლებს ადმინისტრაციული ასისტენტის რეზიუმეებში სურთ, ასე გამოიყურება:

  • ანალიტიკური და მათემატიკური უნარები
  • კომუნიკაციასთან დაკავშირებული უნარები
  • ტექნიკური უნარები
  • კრეატიული და ინოვაციური აზროვნება

პროფესიონალური შეჯამება

ყველა თანხმდება, რომ პოტენციური დამსაქმებლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად რეზიუმე გონივრულად მომზადებულ შეჯამებას საჭიროებს. პროფესიონალური შეჯამება თქვენს სამუშაო გამოცდილებასა და უნარებთან დაკავშირებულ საუკეთესო ასპექტებს წინა პლანზე წამოსწევს და თქვენს ჯანსაღ პროფესიულ ამბიციას გაუსვამს  ხაზს.

📌 რჩევა: ნუ მოერიდებით კონკრეტული კარიერული მიღწევების გამოყენებას თქვენი კვალიფიკაციის გასამყარებლად. ამ გზით მეტ დამაჯერებლობას შესძენთ თქვენს პიროვნებას და სხვებთან მიმართებით მეტი კონკურენტული უპირატესობა გექნებათ.

პროფესიონალური შეჯამების მოსამზადებლად, სასურველია, რომ ჩვენ მიერ გულდასმით მომზადებული რჩევები გაითვალისწინოთ:

  • უნდა შეესაბამებოდეს  ვაკანსიის მოთხოვნებს: შეჯამება იდეურად და შინაარსობრივად პოტენციური დამსაქმებლის მოლოდინსა და ვაკანსიის აღწერაში მითითებულ კვალიფიკაციათა ჩამონათვალს უნდა შეესაბამებოდეს.
  • უნდა შეიცავდეს ძირითად ტერმინებს ვაკანსიიდან: ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანსიის აღწერის გაცნობა დაგეხმარებათ, რომ თქვენი პროფესიული შეჯამება მასში გამოყენებული მნიშვნელოვანი ტერმინებით გაამდიდროთ.
  • აქცენტს უნდა აკეთებდეს თქვენს ძლიერ მხარეებზე: თქვენი ძლიერი მხარეების კონკურენტულ უპირატესობად წარმოჩენა ის გონივრული ნაბიჯია, რომელიც მნიშვნელოვნად შეგიწყობთ ხელს და დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
  • შეჯამებას უნდა ჰქონდეს ამომწურავი ხასიათი: პროფესიონალურ შეჯამება ამომწურავად უნდა აჯამებდეს თქვენს კარიერულ მიღწევებს. Ამავდრიულად, შეჯამება არ უნდა აღემატებოდეს 3-4 წინადადებას.
✔️ რეზიუმეს შეჯამების სწორი მაგალითი
მაღალკვალიფიციური ადმინისტრაციული ასისტენტი ამიერკავკასიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, თვალსაჩინო კარიერული მიღწევებითა და უბადლო პროფესიული რეპუტაციით.
❌ რეზიუმეს შეჯამების არასწორი მაგალითი
გამოცდილი ასისტეტი, რომელსაც ადმინისტრაციულ საქმეებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ვფლობ ასისტენტის პროფესიისთვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევას და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის!

დამატებითი სექციები ადმინისტრაციული ასისტენტის CV-სთვის

რეზიუმეში დამატებითი განყოფილებების  მითითება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც თქვენს კონკურენტულ უპირატესობას ზრდის და ნათლად გამოკვეთს თქვენი როგორც კვალიფიციური ადმინისტრაციული ასისტენტის პიროვნულ და პროფესიულ მახასიათებლებს.

👉 უნდა აღინიშნოს, რომ დამატებითი სექციების მითითებით მეტი შანსი გაქვთ პოზიტიურად განაწყოთ დამსაქმებელი თქვენ მიმართ და მისი პროფესიული ინტერესის სფეროში მოექცეთ.

ადმინისტრაციული ასისტენტი CV

უცხო ენების ცოდნა

ადმინისტრაციული ასისტენტის შესაძლებლობა ისაუბროს უცხო ენაზე  მისი პროფესიული განვითარების ფართო მასშტაბზე მიანიშნებს და დამსაქმებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ მას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეუძლია საკუთარი თავის პროფესიული სრულყოფა.

👇 უცხო ენების სექციისთვის სრულფასოვანი იერის მისანიჭებლად სასურველია ქვემოთ წარმოდგენილი ფორმატი მიიღოთ მხედველობაში:

  • მშობლიური
  • თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
  • შუალედური დონე (B1)
  • Საბაზისო (A2)

ადმინისტრაციული ასისტენტი CV

კომპიუტერული უნარ-ჩვევები

ადმინისტრაციული ასისტენტის როლის მკვეთრმა მოდიფიკაციამ და მისი პასუხისმგებლობის ხარისხის ზრდამ დღის წესრიგში კომპიუტერული უნარების მაღალ დონეზე ცოდნის აუცილებლობა დააყენა.

ამის გათვალისწინებით, თუ თქვენ უკვე ფლობთ გარკვეულ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს აუცილებლად მიუთითეთ ამის შესახებ თქვენს რეზიუმეში.

⚠️ გაფრთხილება: თუ კომპიუტერული უნარ-ჩვევების ჩამონათვალი CV-ში უკვე გამოიყენეთ “ხისტი უნარების” კატეგორიაში, თავიდან აირიდეთ მათი ხელმეორედ წარმოდგენა რეზიუმეში.

Სერტიფიკატები

რეზიუმეში სერტიფიკატების მითითებით თქვენ ხაზს უსვამთ, რომ მაქსიმალური პროფესიონალიზმით შეგიძლიათ შეასრულოთ ადმინისტრაციული ასისტენტის პროფესიასთან დაკავშირებული ფუნქცია-მოვალეობები. ეს კი მნიშვნელოვნად ამაღლებს თქვენს შესაძლებლობებს პოტენციური დამსაქმებლის თვალში.

სერთიფიკატების სექცია იმის ერთგვარი დასტურია, რომ თქვენ მზად ხართ მუდმივი განვითარებისთვის, გსურთ თვალ-ყური ადევნოთ დარგის სიახლეებს და არ ჩამორჩეთ მიმდინარე ტენდენციებს.

📌 რჩევა: თუ გარკვეული მიზეზების გამო თქვენ არ ფლობთ სერტიფიკატებს, ნუ იღელვებთ! შეგიძლიათ სერთიფიკატების სექციის ნაცვლად ინტერესების/ჰობების სექცია გამოიყენოთ.

შეჯამება: ყველაფერი ადმინისტრაციული ასისტენტის ეფექტური CV-ს შესაქმნელად

  • რეზიუმეს შესავალ ნაწილში პროფესიული სათაური და 3-4 წინადადებიანი პროფესიული შეჯამება წარმოადგინეთ. გაითვალისწინეთ, რომ ორივე მათგანი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავს როგორც თქვენს პროფესიულ  მიღწევებს, აგრეთვე პიროვნულ კვალიფიკაციას.
  • თავი შეიკავეთ ბუნდოვანი წინადადებებისგან და უპირატესობა მიანიჭეთ მკაფიო ფრაზებს.
  • შეარჩიეთ იოლად აღქმადი ფორმატი, რომელიც ამავდროულად ვიზუალურადაც შთამბეჭდავი იქნება და საჭიროების შემთხვევაში დანომრილი სიები გამოიყენეთ.
  • მოერიდეთ თქვენს რეზიუმეში ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანსიისთვის შეუფერებელი ინფორმაციის გამოყენებას და ამით CV-ს გადატვირთვას.
  • ყურადღებით გაიაზრეთ ვაკანსიის აღწერა და სრულყოფილად წარმოადგინეთ თქვენი უნარ-ჩვევები. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი რეზიუმე ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანსიის აღწერასთან  შესაბამისობაში მოდიოდეს.
  • ადმინისტრაციული ასისტენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში აქცენტი თქვენს განათლებასა და რელევანტურ უნარებზე გააკეთეთ.
  • რეზიუმეს შედგენის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაუთმეთ დრო ტექსტის ყურადღებით გადაკითხვას. დააკვირდით ხომ არ დაუშვით პუნქტუაციური  ანდა გრამატიკულიშეცდომები.

სამოტივაციო წერილის მნიშვნელობა მომგებიანი აპლიკაციისთვის

მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით დამსაქმებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ აპლიკანტის მიერ მომზადებული რეზიუმე მხოლოდ ობიექტურად აღწერს კარიერულ გზას და ნაკლებად გამოკვეთს სასურველი პოზიციისადმი ემოციურ დამოკიდებულებას.

სამოტივაციო წერილი რეზიუმეს სწორედ ამ ნაკლოვანებას ავსებს და შესაძლებლობას გვაძლევს მეტი ენთუზიაზმითა და მოტივაციით გამოვხატოთ ჩვენი ინტერესი სასურველი პოზიციისადმი.

რეზიუმესთან კომბინაციაში გამოყენებული სამოტივაციო წერილი   უფრო ნათლად წარმოაჩენს თქვენს შემართებას და შესაძლებლობას გაძლევთ დამსახურებულად დაიკავოთ სასურველი პოზიცია.

🎁 თუ ადმინისტარციული პროფესიორის CV-ს შექმნაში დახმარება გჭირდებათ, ნუ დაკარგავთ დროს! საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ჩვენი რეზიუმეს მაგალითები წარმატების გარდაუვალ სიხარულს გპირდებათ!

ჩვენი საუკეთესო შაბლონები კი შთაგონებით აგავსებთ და დაგარწმუნებთ, რომ თქვენი ოცნების კარიერას მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ!

კითხვები და პასუხები

შემიძლია ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიცია აკადემიური ხარისხის გარეშე დავიკავო?

დასაქმებასთან დაკავშირებული თანამედროვე ტენდენციები ცხადყოფს, რომ მაღალანაზღაურებადი პოზიციის დაკავება აკადემიური ხარისხის გარეშეც სრულიად შესაძლებელია.ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაც პროფესიების სწორედ იმ ჩამონათვალს მიეკუთვნება, რომელიც მხოლოდ ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატს ან სამუშაო გამოცდილებას საჭიროებს.

Რომელია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელთა გამოკვეთაც საჭიროა ადმინისტრაციული ასისტენტის CV-ში?

Მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული ასისტენტისთვის მნიშვნელოვანი უნარები მრავალფეროვანია და სამუშაოს აღწერილობასა და კომპანიის მოთხოვნებზეა დამოკიდებული, სამი უნარი, რომელიც ყველა ადმინისტრაციულ ასისტენს სჭირდება შემდეგია: ძლიერი ორგანიზაციული უნარები, კომპიუტერული უნარების პროფესიულ დონეზე ცოდნა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...