ხელოვნების მასწავლებელი CV | შაბლონები და რჩევები თქვენი რეზიუმეს დასაწერად

თუ თქვენი მიზანი მოსწავლეებში კრეატიულობის გაღვივება და მათთვის თქვენი გამოცდილებისა და განათლების გადაცემაა, დიდი ალბათობით თქვენი მოწოდება ხელოვნების მასწავლებლობაა.

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები

თუმცა იმისთვის, რომ თქვენი აპლიკაცია გამორჩეული იყოს სხვა კანდიდატებისგან და დაამტკიცოთ, რამდენად ღირებულია თქვენი ცოდნა კონკრეტული სკოლისთვის, საჭიროა შექმნათ ხელოვნების მასწავლების CV ყველა სტანდარტის დაცვით.

Ხელოვნების მასწავლებელი CV

💡ფაქტი: edu.aris-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 1925 სერტიფიცირებული მასწავლებელია I-IX კლასებში, მოთხოვნის მიუხედავად კი მათი რაოდენობა X-XII კლასებში 51-მდე მცირდება.

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, როგორ უნდა შექმნათ ხელოვნების მასწავლებლის CV და შემოგთავაზებთ რჩევებს, რეკომენდაციებს თქვენს პოტენციურ დამსაქმებლებზე შთაბეჭდილების მოსახდენად.

Სარჩევი

Ხელოვნების მასწავლებლის CV-ის მაგალითი

👇 სანამ თქვენი CV-ს შედგენაზე მუშაობას დაიწყებთ, თვალი გადაავლეთ ხელოვნების მასწავლებლის მომგებიანი CV-ს მაგალითს:

ლელა მაკრახიძე
ხელოვნების მასწავლებელი
თბილისი, საქართველო | +995 599 555 555 | lelamakhrakhidze@email.com

პროფესიული შეჯამება
საყხვითი და გამოყენებით ხელოვნების სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჯარო სკოლაში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება და ბავშვების კერძოდ მომზადების 7 წლიანი გამოცდილება.

სამუშაო გამოცდილება
პოზიცია: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი
საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
აბგ სკოლა, თბილისი, საქართველო
2020 წლის სექტემბერი – დღემდე

  • მოსწავლეებისთვის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ისტორიის გაცნობა
  • საკლასო ოთახში პრაქტიკული დავალებების დანერგვა
  • შემეცნებითი აქტივობების წარმართვა

პოზიცია: მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი: ხელოვნების ისტორია
2018 წლის სექტემბერი – 2020 წლის ივნისი
თბილისის მე-x საჯარო სკოლა

  • დაწყებით მოსწავლეებისთვის ხელოვნების ისტორიის გაცნობა
  • ხელოვნების მასწავლებლის დახმარება საორგანიზაციო საქმეში
  • მოსწავლეებთან კომუნიკაცია გაკვეთილის პროცესში

პოზიცია: ხელოვნების რეპეტიტორი
2017 წლის სექტემბერი – 2023 წლის მაისი

  • სკოლის მოსწავლეების მომზადება ხელოვნების ისტორიაში მისაღები გამოცდებისთვის
  • მშობლებთან კომუნიკაცია

განათლება
ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2013 წლის სექტემბერი – 2017 წლის ივლისი

სერთიფიკატები
უფროსი მასწავლებლის სერტიფიკაცი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში, 2020 წელი
ავგ სკოლის შემოქმედებითი კონკურსის გამარჯვებული, 2018 წელი

უნარები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გამართული ვერბალური კომუნიკაცია
  • ლიდერის უნარ-ჩვევები
  • სასწავლო გეგმების შედგენა
  • ემპათიურობა
  • კრეატიულობა
  • ორგანიზებულობა
  • შრომისმოყვარეობა
  • საკლასო ოთახის მართვა

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური (თავისუფლად)
  • რუსული (თავისუფლად)

Როგორია ხელოვნების მასწავლებლის ანაზღაურება საქართველოში?

Ხელოვნების მასწავლებელი CV

საქართველოში ხელოვნების მასწავლებლის ანაზღაურება რამდენიმე ფაქტორის საფუძველზე განისაზღვრება:

  • სწავლების გამოცდილება სკოლაში
  • მინიჭებული მასწავლებლის სტატუსი
  • აკადემიური ხარისხი
💡ფაქტი: 2022 წელს უფროსი მასწავლებლის სახელფასო დანამატი 510 ლარით, წამყვანის – 800-ით, მენტორის კი – 1050 ლარით გაიზარდა.

დღესდღეობით ხელოვნების მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება დაახლოებთ 500 ლარიდან 1500 ლარამდე მერყეობს.

Როგორ შევადგინოთ ეფექტური CV ხელოვნების მასწავლებლისთვის

ხელოვნების მასწავლებლის შთამბეჭდავი და გამართული CV-ს შესადგენა წინგადადგმული ნაბიჯია თქვენს საოცნებო სამსახურთან მისაახლოვებლად. რეზიუმე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც აჯამებს თქვენს განათლებას, ცოდნას, გამოცდილებას, მიღწევებსა და უნარებს განათლებისა და ხელოვნების სფეროში.

👉 რეზიუმე დაეხმარება თქვენს პოტენციურ დამსაქმებლებს თქვენზე დადებითი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაში გასაუბრებამდე.

კანდიდატები ხშირად ფიქრობენ, რომ არსებობს CV-ს შედგენის ზოგადი წესები, რომელთა დაცვაც ნებისმიერი პოზიციის მოპოვებაში დაეხმარებათ. თუმცა რეალობა ისაა, რომ თითოეულ პროფესიას სპეციფიკური ნიუანსები ახასიათებს, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია რეზიუმეს წერისას. გამონაკლისი არც ხელოვნების მასწავებლის პროფესიაა.

Ხელოვნების მასწავლებელი CV

სწორედ ამ მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ რჩევები და რეკომენდაციები ეფექტური CV-ს შესადგენად ხელოვნების მასწავლებლებისთვის:

  • წარმოაჩინეთ სწავლების გამოცდილება: თუ აქამდე მასწავლებლად გიმუშავიათ ნებისმიერ სფეროში, აუცილებლად გაუსვით ხაზი ამ გამოცდილებას რეზიუმეში. მიუთითეთ იმ საგნების დეტალები, რომლებსაც ასწავლიდით და არ დაგავიწყდეთ სწავლების თქვენეული მეთოდების აღნიშვნა.
  • გამოკვეთეთ თქვენი არტისტული უნარები: ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი უნარები განსაკუთრებით დასაფასებელია. არ დაივიწყოთ თქვენი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ხატვა, ფოტოგრაფია თუ მუსიკა.
  • CV-ს მიეცით ორგანიზებული ფორმა: მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების მასწავლებელს სულაც არ ევალება საოფისე პროგრამების გამართულად ცოდნა, სწორად შედგენლი რეზიუმე შესაძლებლობას მოგცემთ მარტივად მოახდინოთ დადებითი შთაბეჭდილება პოტენციურ დამსაქმებელზე.
  • გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები: ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსიის აღწერაში აუცილებლად იქნება მითითებული მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელთა რეზიუმეში გამოყენება ხაზს გაუსვამს, რომ ყურადღებით წაიკითხეთ ვაკანსია და მზად ხართ, თქვენი დრო და ენერგია დაუთმოთ ამა თუ იმ სასწავლო დაწესებულებას.

ახლა კი დროა დეტალურად განვიხილოთ ხელოვნების მასწავლების რეზიუმეს თითოეული სექცია და ვისწავლოთ, რა არის საჭირო გამართული CV-ს შესადგენად.

მოთხოვნადი განლაგება

CV-ს შესადგენად რამდენიმე ტიპის სტრუქტურა და ფორმატი არსებობს. თქვენი მიზანი ისეთი ფორმატის არჩევაა, რომელიც საკმარისად ნათელი, მარტივად აღქმადი და ვიზუალურად მიმზიდველია.

ხელოვნების მასწავლებლის რეზიუმეს შემთხვევაში, ჩვენ მიერ რეკომენდებული ფორმატი შემდეგია:

  • სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია, ფურცლის მარცხენა მხარეს);
    • ელ-ფოსტა
    • ტელეფონის ნომერი
    • ადგილმდებარეობა
    • რეკომენდატორის მონაცემები (არსებობის შემთხვევაში)
  • გამოცდილების პროფესიული შეჯამება (ნარატივის ფორმით, 2-3 წინადადება);
  • სამუშაო გამოცდილება (პოზიციების გარდა, მიუთითეთ თქვენი მოვალეობებიც);
  • განათლება და კვალიფიკაციები
  • უნარები (უცხო ენების ცოდნა, კომპიუტერული პროგრამები, ჰობები და ინტერესები);
📌 რჩევა: ქართულ ენაზე შედგენილ CV-ს ფონტი Sylfaen ბევრად უფრო მარტივად აღქმადს ხდის.

ფორმატი და სტრუქტურა

ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსიაზე გამოხმაურებისას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელ ფორმატშია დაწერილი თქვენი რეზიუმე.

არსებობს 3 ძირითადი ტიპის ფორმატი, რომლებსაც განსხვავებული სტრუქტურა და დანიშნულება აქვთ.

👍 ქრონოლოგიური ფორმატი – გამოიყენება თქვენი სამუშაო გამოცდილებისა და მიღწევების აღსაწერად უახლესი დროიდან წარსულისკენ. განსაკუთრებით გამსოადეგია იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც დიდი და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვთ და სურთ, მნიშვნელოვანი მიღწევების ჩვენება რეზიუმეში.

🎁 თუ ბევრ საჯარო ან კერძო სკოლაში გიმუშავიათ ხელოვნების მასწავლებლად, ნამდვილად ქრონოლოგიურ ფორმატს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა.

👍 ფუნქციური ფორმატი გამოიყენება იმ კანდიდატების მიერ, რომლებმაც ახლახანს დაამთვრეს უნივერსიტეტი და ჯერ არ აქვთ პროფესიული გამოცდილება. ამ დროს, შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თქვენი უნარები და განალაგოთ ქვეკატეგორიებად.

👍 შერეული ფორმატი თუ თქვენ არაერთხელ შეიცვალეთ პროფესია და ხელოვნების მასწავლებლის გარდა სხვა გამოცდილებებიც გაქვთ, უპრიანი იქნება შერეული ფორმატის არჩევა. ამ შემთხვევაში, თქვენი უნარები უფრო მნიშვნელოვანია დამსაქმებლისთვის, ვიდრე თქვენი გამოცდილება.

📌 რჩევა: გაითვალისწინეთ, რომ ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსიის შემთხვევაში უმჯობესია არარელევანტური ინფორმაცია რეზიუმედან ამოიღოთ და საჭიროების შემთხვევაში, ინტერვიუზე გააცნოთ დამსაქმებელს.

სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

რეზიუმეს სათაური ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც პირველ რიგში იპყრობს დამსაქმებლის ყურადღებას. სწორედ ამიტომ, საუკეთესო შემთხვევაში, ხელოვნების მასწავლებლის რეზიუმე სათაურით უნდა დაიწყოთ.

👉 ნათლად ფორმულირებული სათაური უნდა შეიცავდეს თქვენს სახელს, პროფესიულ სტატუსს, ლოკაციას, ტელეფონის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტას.

ხელოვნების მასწავლებლის რეზიუმესთვის ეფექტური სათაურის შესაქმნელად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • პროფესიული სათაური განათავსეთ ფურცლის ზედა ნაწილზე, თქვენი სახელის ქვემოთ;
  • შეეცადოთ, რომ გამოიყენოთ რაოდენობრივი მონაცემები (მაგ., გამოცდილების წლები);
  • არ გამოიყენოთ ზოგადი ფრაზები;
  • რეზიუმეს სათაურში შეგიძლიათ დაამატოთ სოციალური მედიის ბმულები.
👇 კარგი სათაურის მაგალითი
მიშა იოსელიანი
ხელოვნების მასწავლებელი
თბილისი, საქართველო | +995 555 123123 | mishaioseliani@email.com
👇 ცუდი სათაურის მაგალითი
ხელოვნებათმცოდნე
მიშა იოსელიანი
ტელეფონი: 599 123 123
დაბადების თარიღი 10/12/1979 წ
მისამართი: თბილის, გურამიშვილის ქუჩა 14/10
ვეძებ სამსახურს სკოლაში!
📌 რჩევა: შეეცადეთ, რომ სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია რაც შეიძლება მოკლე და ლაკონური იყოს. არ გადატვირთოთ ისეთი ზედმეტი ინფორმაციით, როგორიცაა დეტალური მისამართი ან დაბადების თარიღი. ეს დაგეხმარებათ საქმიანი შთაბეჭდილების დატოვებაზე პოტენციული დამსაქმებლის თვალში.

როდის არის საჭირო ფოტოს გამოყენება ხელოვნების მასწავლებლის რეზიუმეში?
რეზიუმეში ფოტოს გამოყენებას განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები, როგორბიცაა კონკრეტული ინდუსტრია, პოზიცია და ვაკანსიის მოთხოვნები. მაგალითად, თუ თქვენ ეხმაურებით მსახიობის ვაკანსიას და გარეგნობა გადამწყვეტია კანდიდატის შერჩევისას, ფოტოს გამოყენება CV-ში აუცილებელია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოტოს გამოყენება მხოლოდ მაშინაა სასურველი, როცა ამას ვაკანსიის აღწერილობა მოითხოვს. ადამიანური რესურსების სფეროში თანამედროვე ტრენდების გათვალისწინებით, HR-ები ფოტოს არაპროფესიონალურად მიიჩნევენ, თუ ამის საჭიროება არ არსებობს სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე.

🎁 თუ ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსიაში მითითებულია ფოტოს საჭიროება, შეეცადეთ, რომ პროფესიული სურათი აარჩიოთ, რომელიც ახლანდელი და კარგი ხარისხისაა. ფოტო პოზიტიურად უნდა წარმოაჩენდეს თქვენს პიროვნებას.

Როგორ უნდა აღწეროთ სამუშაო გამოცდილება

Ხელოვნების მასწავლებელი CV

პოტენციული დამსაქმებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ღირებულია სამუშო გამოცდილების ნაწილი. შესაბამისად, განათლების სფეროში თქვენი რეპუტაციისა და კომპეტენტურობის წარმოსაჩენად მნიშვნელოვანია გამართულად აღწეროთ სამუშაო გამოცდილება.

შეეცადეთ, რომ გამოკვეთილად აღნიშნოთ ყველა მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში მიგიღიათ. არ დაივიწყოთ სტაჟირება, სასერტიფიკატო კურსები ან სხვა გამოცდილებები, რომლებიც სხვა კანდიდატებისგან განგასხვავებთ და სასურველი პოზიციის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

განვიხილოთ სამუშაო გამოცდილების ფორმირების ორი მაგალითი ხელოვნების მასწავლებლისთვის:

მაგალითი 1

ხელოვნების მასწავლებელი დაწყებით კლასებში
მე-17 საჯარო სკოლა, თბილისი
სექტემბერი 2019 – ივნისი 2022

  • დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ვასწვლიდი ხელოვნებას, სულ ცოტა, კვირაში ორჯერ.
  • ვასრულებდი მასწავლებლის ადმინისტრაციულ მოვალეობებს, როგორიცაა მშობლებთან ურთიერთობა და ნიშნების ჟურნალის შევსება.
  • წავახალისებდი მოსწავლეებს კრეატიული აქტივობების შესრულებისკენ სკოლის გარეთ.

Რეკომენდატორი:
ხათუნა მაღლაკელიძე, ტელეფონი: 599-123-123

მაგალითი 2

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი
სკოლა “ABC”, თბილისი
სექტემბერი 2018 – აპრილი 2021

  • გაკვეთილის გეგმის შემუშავება და მოსწავლეების გამოკითხვა
  • ხელოვნების თანამედროვე ტრენდების შესახებ პრეზენტაციების მომზადება
  • გაკვეთილების ჩატარება აუდიოვიზუალური საშუალებების დახმარებით
  • საშინაო დავალებების გასწორება

Რა ინფორმაციით უნდა შეავსო CV, როცა გამოცდილება არ გაქვს

როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, თუ ჯერ არ გიმუშავიათ ხელოვნების მასწავლებლად, თუმცა ვაკანსიაზე გამოხმაურება გსურთ? საბედნიეროდ, ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი!

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხელოვნების მასწავლებლობის პოზიციაზე ისეთ კანდიდატებსაც განიხილავენ დამსაქმებლები, რომლებსაც მიღებული აქვთ შესაბამისი განათლება, თუმცა ჯერ არ აქვთ სწავლების გამოცდილება.

შესავამისად, თუ თქვენ არ გაქთ სამუშაო გამოცდილება, მნიშვნელოვანია CV-ში ისეთი ინფორმაცია წარმოაჩინოთ, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს უნარებს, აკადემიურ მიღწევებსა და მოხალისეობრივ გამოცდილებას.

👇 იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ ხელოვნების მასწავლებლობის გამოცდილება, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • წარმოაჩინეთ თქვენი განათლება: რადგანაც სამუშაო გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, მნიშვნელოვანია, რომ განათლების კუთხით თქვენ მიერ მიღებული ყველა კვალიფიკაცია გაითვალისწინოთ. მიუთითეთ თქვენ მიერ მიღებული ხარისხი, შესაბამისი კურსები და აკადმიური მიღწევები.
  • წარმოაჩინეთ რელევანტური უნარ-ჩვევები: გამოცდილების გარდა, დამსაქმებლები უნარ-ჩვევებსაც არანაკლებ ყურადღებას აქცევენ. მიუთითეთ ისეთი უნარები, როგორებიცაა კრეატიულობა, კომუნიკაციის უნარები და არტისტული მოქნილობა. არ დაგავიწყდეთ აღნიშნოთ, როგორ იყენებთ ამ უნარებს სხვადასხვა კონტექსტში.
  • აღნიშნეთ მოხალისეობრივი გამოცდილებები და სტაჟირებები: თყ თქვენ ხელოვნების სფეროში გაიარეთ სტაჟირება ან მუშობდით მოხალისეთ არტ გალერიაში, არ დაივიწყოთ თქვენი გამოცდილება. მოხალისეობა საინტერესო ინფორმაციას აძლევს დამსაქმებელს თქვენი მონდომებისა და მოტივაციის შესახებ.
  • ხაზი გაუსვით თქვენს კვალიფიკაციას: შესაძლოა მასწავლებლად ჯერ არ გიმუშავიათ, მაგრამ თუ თქვენ უკვე ჩააბარეთ ეროვნული გამოცდები და მოიპოვეთ უფროსი მასწავლებლის სტატუსი, შეიძლება უპირატესობით ისარგებლოთ იმ კანდიდატებთან შედარებით, რომლებიც წლებია განათლების სფეროში არიან დასაქმებულები.

განათლება: Როგორ აღვწეროთ აკადემიური გამოცდილება

განათლების ნაწილი წარმოაჩენს თქვენი, როგორც ხელოვნების მასწავლებლის, აკადემიურ კვალიფიკაციებსა და შესაბამის გამოცდილებას. ამ სექციაში, უნდა ჩამოთვალოთ ყველა ის აკადემიური ხარისხი და სერტიფიკატი, რომელსაც ამ სფეროში ფლობთ.

ინფორმაცია, რომელიც განათლების ნაწილში აუცილებლად უნდა მიუთითოს ხელოვნების მასწავლებლობის კანდიდატმა შემდეგია:

  • უნივერსიტეტის/საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება და ადგილმდებარეობა;
  • ამ უნივერსიტეტში გატარებული წლები დასაწყისიდან დასრულებამდე;
  • მიღებული აკადემიური ხარისხი.
⚠️ გაფრთხილება: არ მიუთითოთ საშუალო სკოლის გამოცდილება, თუ ეს თქვენი აკადემიური კვალიფიკაციის უმაღლესი საფეხური არ არის.

განვიხილოთ ხელოვნების მასწავლებლის რეზიუმეში განათლების სექციის ორი მაგალითი:

მაგალითი 1

Ხელოვნებამცოდნეობის ბაკალავრი
Საქართველოს სამხატვრო აკადემია, თბილისი
2016–2020 წწ

შესაბამისი კურსები:
ხელოვნების სწავლების პრინციპები
ხელოვნების ისტორია
სახვითი ხელოვნების პრაქტიკა

მაგალითი 2

ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი (MA), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (2017-2019)
ბაკალავრი დაწყებით განათლებაში (BA), ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო (2012-2016)
სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებელი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2021

Რა შეიძლება იყოს ხელოვნების მასწავლებლისთვის საჭირო უნარები?

იმისთვის, რომ დაადგინოთ, რომელ უნარებს ეძებს სკოლაში თქვენი პოტენციური დამსაქმებელი, მნიშვნელოვანია საფუძვლიანად გადახედოთ სამუშაოს აღწერილობას და შეისწავლოთ ის.

უნარებზე საუბრისას რეზიუმეში ძირითადად ორი ტიპის უნარ-ჩვევებს გამოყოფენ:

  • ხისტი უნარები – სამუშაო ან აკადემიური გამოცდილებიდან მიღებული ტექნიკური უნარები;
  • რბილი უნარები – ინტერპერსონალური ან კომუნიკაციის უნარები.

ქვემოთ მოცემულია ხელოვნების მასწავლებლისთვის საჭირო ხისტი და რბილი უნარები, რომლებიც თქვენს CV-ს უფრო დამაჯერებელს გახდის:

ხისტი უნარები

  • საკლასო ოთახის მართვის ტექნიკების ცოდნა
  • ხელოვნების სხვადასხვა მედიუმების (მაგ., ხატვა, სკულპტურა, გრაფიკული დიზაინი) ფლობა.
  • ხელოვნების ისტორიის, თეორიისა და კრიტიკის ცოდნა.
  • განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება.

რბილი უნარები

  • ძლიერი ინტერპერსონალური უნარები
  • ემპათიურობა
  • კრეატიულობა და ინოვაციურობა
  • კრიტიკული აზროვნება
  • ჯგუფური მუშაობა
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი
📌 რჩევა: უმჯობესია, რომ ხელოვნების მასწავლებლის რეზიუმე თანაბარი რაოდენობის რბილ და ხისტ უნარებს შეიცავდეს.

Რჩევები რეზიუმეს ეფექტური შეჯამებისთვის

იცოდით, რომ პირველი, რასაც დამსაქმებელი CV-ში ეძებს შეჯამების ნაწილია? როგორც HR-ები აღნიშნავენ, მხოლოდ შეჯამების წაკითხივს შემდეგ წყვეტენ ისინი, ღირს თუ არა რეზიუმეს დეტალური ანალიზი.

რეზიუმეს შეჯამება მოკლე წინადადებაა, რომელიც ხელოვნების მასწავლებლის CV-ს თავში უნდა იყოს განთავსებული და ხაზს უსვამდეს თქვენს რელევანტურ გამოცდილებას, უნარებსა და მიღწევებს.

ეფექტური შეჯამების დასაწერად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • უნდა იყოს ლაკონური: შეჯამება არ უნდა შეიცავდეს 3-4 წინადადებაზე მეტს.
  • ხაზი გაუსვით თქვენს ძლიერ მხარეებს: წარმოაჩინეთ თქვენი ყველაზე რელევანტური უნარი ხელოვნების მასწავლებლის პოზიციისთვის.
  • გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები: ყურადღებით წაიკითხეთ ვაკანსიის განცხადება და თქვენი შეჯამება მასში გამოყენებული მნიშვნელოვანი სიტყვებით შეავსეთ.
  • მოარგეთ ვაკანსიას: შეჯამება იმ ვაკანსიაზე უნდა იყოს მორგებული, სადაც აპლიკაციას გზავნის და ზოგადად არ უნდა აღწერდეს თქვენს პიროვნებას.
✔️ რეზიუმეს შეჯამების სწორი მაგალითი
კრეატიული და მონდომებული ხელოვნების მასწავლებელი 5 წლიანი გამოცდილებით, რომელიც შეყვარებულია თავის საქმეზე და ეფექტურად მუშაობს ნებისმიერი ასაკის მოსწავლესთან. გამოცდილი ვარ საკლასო ოთახის მართვაში, მოსწავლეებთან კომუნიკაციასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. მიზნად ვისახავ სტუდენტებში კრეატიულობის ხელშეწყობას.
❌ რეზიუმეს შეჯამების არასწორი მაგალითი
ხელოვნების მასწავლებელი სწავლების დიდი გამოცდილებითა და ენთუზიაზმით. ვფლობ არაერთ არტისტულ უნარს და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია ხელოვნების მასწავლებლის CV-სთვის

ისეთი სტანდარტული სეგმენტების გარდა, როგორებიცაა სამუშაო გამოცდილება, განათლება და უნარები, შეგიძლიათ ხელოვნების მასწავლებლის რეზიუმეს თან დაურთოთ დამატებითი ინფორმაციაც. ეს დამატებითი სეგმენტები დაგეხამრებათ, წარმოაჩინოთ თქვენი უნიკალური კვალიფიკაციები, რომლებიც სხვა კანდიდატებისგან გამოგარჩევთ.

👇 ხელოვნების მასწავლებლის CV-ში შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი დამატებითი ინფორმაცია:

  • მოხალისეობრივი სამუშაო
  • სერტიფიკატები
  • ჯილდოები
  • გამოფენები
  • ენების ცოდნა
  • ჰობები და ინტერესები

უცხო ენების ცოდნა

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების მასწავლებელს არ მოეთხოვება უცხო ენების ცოდნა, თუ თქვენ ფლობთ რომელიმე ენას, მათი მითითება სასარგებლო იქნება დადებითი შთაბეჭდილების მოსახდენად.

ძირითადი მიზეზი, რის გამოც უცხო ენების ცოდნა დაფასებული და წახალისებულია ხელოვნების მასწალებლებისთვის ის არის, რომ ქართულ ენაზე სწავლების ინოვაციური მეთოდების მოძიება ბევრად უფრო შეზღუდულია, ვიდრე უცხოურ ენებზე.

👉 ხელოვნების მასწავლებლის მიერ უცხო ენის ცოდნა უკვე ნიშნავს, რომ მას შეუძლია მოიძიოს სწავლების ინოვაციური მეთოდები და საკლასო ოთახში დანერგოს ციფრული ტექნოლოგიები.

უცხო ენების სეგმენტის ფორმატირება ხელოვნების მასწავლებლის რეზიუმესთვის სასურველია შემდეგნაირად:

  • მშობლიური
  • თავისუფლად ფლობა
  • შუალედური დონე
  • საბაზისო

კომპიუტერული უნარ-ჩვევები

საჯარო სკოლებშ ხელოვნების მასწავლებელს სულაც არ მოეთხოვება კომპიუტერული უნარ-ჩვევების ცოდნა. თუმცა კერძო სკოლებში ხშირად უპირატესობა ენიჭება საოფისე პროგრამებში მუშაობას, ტრადიციული მეთოდების გამოყენების ნაცვლად. სწორედ ამიტომ, კომპიუტერული უნარ-ჩვევების წარმოჩენა დაგეხმარება თქვენი კვალიფიკაციის ჩვენებაში.

კომპიუტერული უნარები რეზიუმეში შემდეგი ფორმით შეგიძლიათ მიუთითოთ:

  • კომპიუტერისა და კომპიუტერული პროგრამების MS Office გამოყენების შესაძლებლობა (Word, Excel, Powerpoint)

ჰობები და ინტერესები

შეიძლება ფიქრობთ, რომ ინტერესების მითითება თქვენს რეზიუმეს არაპროფესიონალურად წარმოაჩენს, თუმცა თუ თქვენ ეფექტურად დააკავშირებთ თქვენს ჰობებს ხელოვნების მასწავლებლის პროფესიასთან, ეს არ მოხდება!

ხელოვნების მასწავლებლის რეზიუმეში შემდეგი ინტერესები შეგიძლიათ მიუთითოთ:

  • ხელოვნების ისტორიის კითხვა
  • მუზეუმების თვალიერება
  • ხატვა
  • ფერწერული ტილოების ანალიზი

შეჯამება: რა უნდა გვახსოვდეს ხელოვნების მასწავლებლის CV-ს შედგენისას

  • 📍 რეზიუმეს თავში თქვენი სახელისა და საკონტაქტო ინფორმაციის გარდა მიუთითეთ პროფესიული სათურიც.
  • 📍გამოიყენეთ რიცხვები და ფაქტობრივი ინფორმაცია თქვენი გამოცდილების მტკიცეულებებად.
  • 📍 უნარების სექციაში არ დაგავიწყდეთ ხისტი და რბილი უნარების ცალ-ცალკე გამოყოფა.
  • 📍თუ სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ დაწერეთ თქვენი ჰობებისა და ინტერესების შესახებ.
  • 📍 მოერიდეთ ზოგად ინფორმაციას. CV მოარგეთ ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსიას.
  • 📍არ გამოგრჩეთ თქვენი სერტიფიკატები, ტრენინგები და ჯილდოები.
  • 📍 CV-ს უმნიშვნელო ინფორმაციით გადატვირთვას ჯობია, რომ ამოაკლოთ ზოგიერთი გამოცდილება და დატოვოთ მხოლოდ რელევანტური ინფორმაცია.
  • 📍 თავიდან აირიდეთ გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები.

ჩვენი რეზიუმეს მაგალითები დაგეხმარებათ შექმნათ პროფესიონალური CV ხელოვნების მასწავლებლის ან ნებისმიერი სხვა პროფესიისთვის. თუ შესაბამისი ფორმატის არჩევისთვის იდეები გჭირდებათ, აუცილებლად გადახედეთ ჩვენს შაბლონებს.

Შეავსეთ CV Სამოტივაციო წერილით

გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ გამართული CV შეიძლება საკმარისი არ იყოს პოტენციური დამსაქმებლისთვის. იმისთვის, რომ უკეთესად გააცნოთ რეკრუტერებს თქვენი თავი და დაარწმუნოთ, რომ ნამდვილად შესაფერისი კანდიდატი ხართ ხელოვნების მასწავლებლობისთვის, გამოიყენეთ სამოტივაციო წერილიც. ამ გზით, მარტივად შეძლებთ თქვენი ენთუზიზმისა და მოტივაციის ნათლად ჩვენებას.

კითხვები და პასუხები

როგორ მოვარგო უკვე არსებული CV ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსიას?

დეტალურად გაეცანით სამუშაოს აღწერილობას, ამოიწერეთ საკვანძო ფრაზები და არსებული მოთხოვნების შესაბამისად წარმაოჩინეთ თქვენი რელევანტური გამოცდილება და უნარები.

რა ვქნა, თუ უმაღლესი განათლება არ მაქვს მიღებული?

გადახედეთ სამუშაოს მოთხოვნებს. თუ დამსაქმებელი არ ითხოვს უმაღლეს განათლებას და თქვენ ფლობთ შესაბამის უნარ-ჩვევებს, გადააწყვეთ რეზიუმე თქვენი გამოცდილების მიხედვით. აღნიშნეთ ხელოვნების მასწავლებლისთვის რელევანტური ინტერესები, სერტიფიკატები და ჯილდოები.

რა უფრო ადრე იწერება ხელოვნების მასწავლებლის რეზიუმეში, განათლება თუ გამოცდილება?

ხელოვნების მასწავლებლის რეზიუმეში სამუშაო გამოცდილება უფრო ადრე იწერება, ვიდრე განათლება. თუმცა თუ თქვენი განათლება უფრო მეტად შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას, შეგიძლიათ ჯერ განათლება აღწეროთ და მხოლოდ შემდეგ გადახვიდეთ გამოცდილებაზე.

 

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...