პროდუქტის მენეჯერის CV: აღმოაჩინეთ საუკეთსო რჩევები ეფექტური რეზიუმესთვის

პროდუქტის მენეჯმენტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი მიმართულებაა. პროდუქტის მენეჯერის როლი ბიზნესის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში და მის შემდგომ განვითარებაში განუზომელია, ვინაიდან სწორედ ეს ადამიანები უზრუნველყოფენ ბიზნეს იდეების საერთო კორპორატიულ სტრატეგიასთან შესაბამისობას.

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები

პროდუქტის მენეჯერის პროფესია უდავოდ იმსახურებს თქვენს ყურადღებას თუ თქვენი ინტერესის სფერო ბიზნესი და მენეჯმენტია. თუმცა იმისთვის, რომ სხვებისგან გამოირჩეოდეთ საჭიროა ყველა სტანდარტის დაცვით შექმნათ პროდუქტის მენეჯერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს შესაძლებლობებს.

სწორედ ამიტომ, მოცემულ სტატიაში ამომწურავად განვიხილავთ თუ როგორ უნდა აუწყოთ ფეხი რეზიუმეს შექმნის თანამედროვე ტენდენციებს და გაგიზიარებთ საუკეთესო რჩევებს ეფექტური CV-ის შესაქმნელად.

Პროდუქტის მენეჯერი CV

Სარჩევი

პროდუქტის მენეჯერი CV: მაგალითი

👇 წარმოგიდგენთ პროდუქტის მენეჯერის CV-ს ნიმუშს, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება რეზიუმეს მომზადების ყველაზე გავრცელებულ სტანდარტებს:

თამარ იოსელიანი
პროდუქტის მენეჯერი
+995 555 123123
tamarioseliani@email.com
თბილისი, საქართველო
Linkedin.com/in/tamarioseliani

პროფესიული შეჯამება
“5 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე, განვითარებაზე ორიენტირებული პროდუქტის მენეჯერი. ჩემი პროფესიული პროფილი ეფექტური კომუნიკაციის საფუძველზე რაოდენობრივი და თვისობრივი ინფორმაციის ანალიზს და უნიკალური ბიზნეს გადაწყვეტილებების ინიცირებას გულისხმობს. სრულყოფილად ვფლობ როგორც Google Analytics-ს, აგრეთვე SQL-ს, MVP და RAT მიდგომებს.”

სამუშაო გამოცდილება 
პროდუქტის მენეჯერი
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია “BMG Services and Partners”
თბილისი, საქართველო
თებერვალი 2018 – აპრილი 2023
ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის ინდივიდუალი მოთხოვნილებების განსაზღვრის საფუძველზე უზრუნველყვოფდი ახალი სერვისების ინიცირებას;
  • ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე დაყრდნობით ვქმნიდი პროდუქტების განვითარების სტრატეგიას;
  • პროდუქტების განვითარებისთვის საჭირო ბიუჯეტის შედგენის საფუძველზე ვუწევდი კონტროლს პროექტის განვითარების ყოველ ეტაპს;
  • ვახორციელდებდი ბაზარზე არსებული პროდუქტებისა და ტრენდების ანალიზს;
  • პროდუქტების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ვქმნიდი რეპორტებს.

განათლება
პროდუქტის მენეჯმენტის სალექციო კურსი
BDO Academy, საქართველო
2017 წლის სექტემბერი – 2018 წლის ოქტომბერი
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ოპერაციების მენეჯმენტში
თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო
2015 წლის სექტემბერი – 2017 წლის ოქტომბერი
ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაკალავრი
ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო
2011 წლის სექტემბერი – 2015 წლის ოქტომბერი

ძირითადი მიღწევები
ეფექტური პროექტის მენეჯმენტისა და გუნდური მუშაობის სისტემის დამკვიდრებით, პროდუქტის მენეჯერად ჩემი მუშაობის პერიოდში კომპანიამ დაზოგვა 500 000 ლარი, შეძლო ახალი ბაზრის ათვისება და ამის საფუძველზე გაზარდა მოგება 85%-ით. 

სერტიფიკატები

  • საერთაშორისო პროდუქტების მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (AIPMM) სერტიფიცირებული პროდუქტის მენეჯერი (CPM);
  • ეჯაილ პროდუქტის მენეჯმენტის აკადემიის სერტიფიცირებული პროდუქტის მენეჯერი (ACPM);
  • Scrum Alliance-ის სერტიფიცირებული Scrum პროდუქტის მენეჯერი (CSPM).

ხისტი უნარები

  • Microsoft Excel
  • Google Sheets
  • SQL
  • Python
  • C#
  • HTML
  • CSS
  • MVP და UX

რბილი უნარები

  • ინოვაციურობა და კრეატიულობა
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • სტრესულ გარემოში მუშაობა
  • გუნდის წევრების Მოტივირება
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი
  • კვლევისა და ანალიზის გამოყენება
  • ადაპტირების შესაძლებლობა
  • ორგანიზებულობა

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური – C1
  • გერმანული – B2

Პროდუქტის მენეჯერის ხელფასი და სამუშაო პირობები საქართველოში 2023 წელს

💡 ფაქტი: salaryexpert-ის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ საქართველოში დასაქმებული პროდუქტის მენეჯერის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 5419 ლარია.
👉 საგულისხმოა, რომ პროდუქტის მენეჯერის პროფესიასთნ დაკავშირებული მოვალეობების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა ანაზღაურების ეს ოდენობა პროფესიული კვალიფიკაციის პროპორციულად შეიცვალოს.

მცირე მასშტაბის კომპანიებში  დასაქმებული პროდუქტის მენეჯერი პროდუქტისა და სერვისის განვითარების მთლიან პროცესს წარმართავს. მოზრდილ კომპანიებს რაც შეეხება, ისინი უფრო მეტ რესურსს დებენ პროდუქტის მენეჯერის სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაში.

Პროდუქტის მენეჯერი CV

რჩევები პროდუქტის მენეჯერის წარმატებული რეზიუმესთვის

სასურველი სამსახურის მოპოვებისთვის მნიშვნელოვანია გულდასმით დაიცვათ CV-ს შექმნასთან დაკავშირებული წესები.

👇 აპლიკანტების საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებული ჩვენი რჩევები მნიშვნელოვან უპირატესობას მოგაპოვებინებთ რეზიუმეების გადარჩევის ეტაპზე:

  • კონცენტრირდით მხოლოდ რელევანტურ პროფესიულ გამოცდილებაზე:თუ პროდუქტის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება გაქვთ, აუცილებლად აღნიშნეთ ეს რეზიუმეში. რაც უფრო გონივრულად შეესაბამება თქვენი გამოცდილება ვაკანტურ პოზიციას, მით უფრო იზრდება სასურველი პოზიციის დაკავების შესაძლებლობა.
    ⚠️ გაფრთხილება: რეზიუმეს შექმნისას, უცხოენოვანი ფრაზების გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ ეს სიტყვები პროფესიისთვის დამახასიათებელ პროგრამულ ტერმინებს აღწერს ან კომპანიის/კონფერენციის/სერტიფიკატის დასახელებას გამოხატავს.
    სხვა შემთხვევაში მოერიდეთ ქართული სიტყვების უცხოური ტერმინებით ჩანაცვლებას (მაგ., Cookies Policy-ის ნაცვლად გამოიყენეთ ქუქის პოლიტიკა, ხოლო cross-functional services-ის ნაცვლად ჯვარედინი ფუნქციური მომსახურება).
  • ყურადღება მიაქციეთ რელევანტურ უნარ-ჩვევებს:პროდუქტის მენეჯერის პროფესია პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის განსაკუთრებულ ხარისხს გულისხმობს, ვინაიდან ეს პოზიცია კომპანიის წარმატების ფუნდამენტია.სწორედ ამიტომ, თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად საჭიროა, თქვენს რეზიუმეში ყურადღება მხოლოდ იმ უნარ-ჩვევებზე გაამახვილოთ, რომელთა ფლობაც არსებითად მნიშვნელოვანია პროდუქტის მენეჯერის პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად.
  • აქციეთ ვაკანსიით განსაზღვრული საკვანძო სიტყვები თქვენს ძლიერ მხარედ:პროდუქტის მენეჯერის ვაკანტური პოზიციის აღწერაში მითითებული საკვანძო სიტყვებზე აქცენტირება და მათი რეზიუმეში გამოყენება სრულფასოვნად წარმოაჩენს თქვენს კომპეტენციას და ხაზს გაუსვამს, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ხართ განწყობილი ახალი პროფესიული გამოწვევისადმი.
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ CV-ს ფორმაCV-ს ლაკონური და გონივრულად სტრუქტურირებული ფორმა უდავოდ მიიქცევს დამსაქმებლის ყურადღებას და მას თქვენდამი პოზიტიურად განაწყობს. გაითვალისწინეთ, რომ რაც არ უნდა მრავალფეროვანი იყოს თქვენი პროფესიული გამოცდილება და განათლება, რეზიუმე არ უნდა აღემატებოდეს  2 გვერდს.
🎁 ცნობილი ფსიქოლოგიური ფენომენის თანახმად, რეზიუმეში გამოყენებულ ყოველ ფერს კონკრეტული დატვირთვა აქვს და შესაბამის მიზანს ემსახურება:
  • თუ გსურთ, რომ დამსაქმებელი პოზიტიურად განაწყოთ თქვენდამი და მას თქვენი შემართება აჩვენოთ, გირჩევთ უპირატესობა ყვითელს მიანიჭოთ;
  • იმ შემთხვევაში თუ გსურთ, რომ მთავარი აქცენტი თქვენს საიმედოობაზე გააკეთოთ  შეგიძლიათ რეზიუმეში ლურჯი გამოიყენოთ;
  • პიროვნული და პროფესიული განვითარების მზაობის წარმოსაჩენად კი მწვანე ფერია იდეალური.

Სექციების სწორი თანმიმდევრობა

სექციების გონივრული თანმიმდევრობა მნიშვნლოვნად განსაზღვრავს თქვენს პროფესიულ წარმატებას. ეს ერთგვარი თავსატეხია, რომლის ნაწილების რელევანტური განლაგება პოტენციურ დამსაქმებელს სრული სურათის აღქმაში ეხმარება და თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს.

Პროდუქტის მენეჯერი CV

👉 CV-ის შექმნის თავდაპირველ ეტაპზე, სასურველია, რომ თქვენს პიროვნებასთან დაკავშირებული ინფორმაცია აღწეროთ და ლაკონურად  წარმოადგინოთ, როგორც საკონტაქტო ინფორმაცია, აგრეთვე პოზიციის დასახელება.
📌 რჩევა: ზოგადი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, რეკომენდირებულია, ჯერ პროფესიული შეჯამების ნაწილზე გადახვიდეთ, შემდეგ სამუშაო გამოცდილება აღწეროთ და მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბროთ განათლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ.
⚠️ გაითვალისწინეთ: სასურველია რეზიუმე გაათავისუფლოთ ისეთი ინფორმაციისგან, რომელსაც პირდაპირი კავშირი არ აქვს პროდუქტის მენეჯერის პოზიციასთან.

მისაღები ფორმატი და სტრუქტურა

👇 წარმოგიდგენთ ფორმატის 3 ძირითად ვარიაციას, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული სტრუქტურა აქვთ.

  • ქრონოლოგიური ფორმატიშესაფერისია იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც გრძელი კარიერული განვითარების გზა განვლეს და არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიძინეს მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება. ქრონოლოგიური ფორმატი თქვენს პროფესიულ განვითარებას უახლესი დროიდან წარსულისკენ  აღწერს.
  • ფუნქციური ფორმატიფუნქციური ფორმატი თქვენს მთავარ მიღწევებსა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე ორიენტირების გზით, ლაკონურად აღწერს თქვენს სამუშაო გამოცდილებას. ამგვარი ფორმატის რეზიუმე რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც სამუშაო სფეროს ცვლილების ხშირი გამოცდილება აქვს და კონკრეტული პროფესიული გამოცდილების ნაკლებობას განიცდის.
  • შერეული ფორმატიშერეული ფორმატი ქრონოლოგიური და ფუნქციური რეზიუმეს თვისობრივ მახასიათებლებს კომბინირებულად წარმოადგენს. აღნიშნული რეზიუმე ინდივიდის ძირითად უნარ-ჩვევებს აქცევს მთავარ ყურადღებას. შესაბამისად, ის იმ აპლიკანტების პროფილს მიესადაგება, ვისთვისაც პიროვნულ უნარებთან ერთად პროფესიული გამოცდილებაც პრიორიტეტულია.

Სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია თქვენს შესახებ თავდაპირველ შთაბეჭდილებას უქმნის პოტენციურ დამსაქმებელს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის ზედმიწევნით აღწერდეს როგორც თქვენს სახელსა და პროფესიულ სტატუსს, აგრეთვე, ადგილმდებარეობასა და საკონტაქტო ინფორმაციას.

Პროდუქტის მენეჯერი CV

👇 პროდუქტის მენეჯერის CV-სთვის ეფექტური სათაურის შესაქმნელად, სასურველია, რომ შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ:

  • საუკეთესო ადგილი თქვენი პროფესიული სათაურის განსათავსებლად გახლავთ ფურცლის ზედა მარცხენა მხარე, უფრო კონკრეტულად კი თქვენი სახელისა და გვარის ქვემოთ არსებული განყოფილება;
  • რაოდენობრივი და ფაქტობრივი მონაცემების გამოყენებით რეზიუმეს მეტ სიცხადესა და კონკრეტიკას შესძენთ (მაგალითად, გამოცდილებისა და განათლების სექციაში სასურველია გამოიყენოთ წლები);
  • ნუ გადატვირთავთ რეზიუმეს უსარგებლო ინფორმაციით, ეცადეთ შეძლებისდაგვარად ლაკონურად გამოხატოთ თქვენი სათქმელი;
✔️ კარგი სათაურის მაგალითი
თამარ იოსელიანი
პროდუქტის მენეჯერი
თბილისი, საქართველო | +995 555 123123 | tamarioseliani@email.com
❌ ცუდი სათაურის მაგალითი
პროდუქტის მენეჯერი
თამარ იოსელიანი
Phone number: 555 555 555
Email address: cookies123@email.com
Business partners: ილია მენაბდე, ნინო შიოლაშვილი, მარიამ ზარქუა
Address: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N25

პროფესიონალური შეჯამება

ძირითადი მიზნიდან გამომდინარე, პროფესიონალური შეჯამების სექცია შეძლებისდაგვარად ლაკონურად და ამომწურავად უნდა მოიცავდეს ვაკანსიასთან დაკავშირებულ რელევანტურ ინფორმაციას.

საუკეთესო შემთხვევაში, პროფესიული შეჯამების სექცია მთავარ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს იმ პროფესიულ გამოცდილებაზე, რომელიც ვაკანტურ პოზიციას უკავშირდება და ამის შესაბამისად უნდა წარმოაჩენდეს რა სარგებელს მოუტანთ კომპანიას სამომავლო პერსპექტივაში.

🎁 დაკვირვებით გაეცანით პროდუქტის მენეჯერის ვაკანსიის აღწერას და სწორედ მასში წარმოდგენილი ინფორმაციის მხედველობაში მიღებით შეძლებთ ეფექტური პროფესიონალური შეჯამების შექმნას.
✔️ შეჯამების სწორი მაგალითი:
5 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე, განვითარებაზე ორიენტირებული პროდუქტის მენეჯერი. ჩემი პროფესიული კრედო ეფექტური კომუნიკაციის საფუძველზე რაოდენობრივი და თვისობრივი ინფორმაციის ანალიზი და უნიკალური ბიზნეს გადაწყვეტილებების ინიცირებაა. სრულყოფილად ვფლობ როგორც Google Analytics-ს, აგრეთვე SQL-ს, MVP და RAT მიდგომებს.
❌ შეჯამების არასწორი მაგალითი:
მჯერა, რომ ჩემი ნიჭი, გამოცდილება და ცოდნა თქვენს კომპანიას გარდაუვალ წარმატებას მოუტანს. ჩემი პროფესიონალური განვითარების მთავარი შთაგონება: “Work properly. It is through diligent effort that you receive the opportunities to improve. Challenges that come your way provide invaluable lessons, so strive to provide value in all that you do, and remember that the choices you make today shape the path toward a brighter future.”

Როდის შეიძლება ფოტოსურათი დაგჭირდეთ

რეზიუმეში ფოტოსურათის გამოყენების საკითხი ხშირად დილემის წინაშე აყენებს ადამიანებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვაკანსიის აღწერა ამის შესახებ ინფორმაციას არ მოიცავს.

Პროდუქტის მენეჯერი CV

👉 რეკრუტერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ფოტოსურათი განსაკუთრებულ სანდოობას სძენს კანდიდატს და მისი პიროვნების ვიზუალურ აღქმას ამარტივებს. თუმცა ფოტო მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ რეზიუმეში, თუ ამას დამსაქმებელი ვაკანსიის აღწერილობაში ითხოვს.
📌 Რჩევა: თუ ვაკანსიის აღწერა ფოტოს შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს, თუმცა გსურთ, რომ დამსაქმებელს თქვენი პროფესიული ფოტოსურათი წარუდგინოთ, საუკეთესო გამოსავალი რეზიუმეს საკონტაქტო ინფორმაციის გრაფაში თქვენი LinkedIn პროფილის ბმულის მითითებაა.

Როგორ უნდა აღწეროთ პროდუქტის მენეჯერისთვის საჭირო გამოცდილება

პროდუქტის მენეჯერი აანალიზებს ბაზარს და შეისწავლის იმ აუდიტორიას, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტის ან სერვისის პოტენციური მომხმარებელი უნდა გახდეს. რეზიუმეს შეფასებისას დამსაქმებელი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს აპლიკანტის სამუშაო გამოცდილებას. Შესაბამისად, ეს სექცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთვის სასურველი პოზიციის მოსაპოვებლად.

📌 რჩევა: სამუშაო გამოცდილებაზე საუბრისას აუცილებელია დეტალურად აღწეროთ პროდუქტის მენეჯერის პოზიციასთან დაკავშირებული თქვენი ფუნქცია-მოვალეობები.

👇 ორი კონკრეტული მაგალითის განხილვის საფუძველზე წარმოგიდგენთ როგორ უნდა აღწეროთ პროდუქტის მენეჯერის სამუშაო გამოცდილება მკაფიოდ.

მაგალითი 1

პროდუქტის მენეჯერი 
ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია “Georgian Digital Services”
თბილისი, საქართველო
მარტი 2017 – მაისი 2022
ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მასშტაბური გეგმების რეალიზება;
  • ადგილობრივი პროდუქტების, მომხმარებლებისა და ტენდენციების კვლევას და შედეგების ანალიზი;
  • ახალი პროდუქტების განვითარების სტრატეგიების შედგენა.

მაგალითი 2

პროდუქტის მენეჯერი
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია “BMG Services And Partners”
თბილისი, საქართველო
თებერვალი 2007 – აპრილი 2011
ძირითადი მოვალეობები:

  • საფინასო პროდუქტების განვითარება და მათთან დაკავშირებული პროექტების მართვა;
  •  იდა რესურსებისა და პარტნიორი კომპანიების კოორდინაცია;
  • პროექტების შესრულების მონიტორინგი;
  • ბაზარზე არსებული პროდუქტებისა და ტრენდების ანალიზი;
  • Რეპორტების წარმოება.

Ძირითადი მიღწევები

დამსაქნებლების ძირითადი მიზანი CV-ში წარმოდგენილი ინფორმაციის საუძველზე აპლიკანტების მიღწევების ამოცნობაა.

👇ქვემოთ მოცემული მაგალითები თქვენი მიღწევების რეზიუმეში წარმოჩენას გაგიმარტივებთ:

  • ეფექტური პროექტის მენეჯმენტისა და გუნდური მუშაობის წყალობით, პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე ჩემი მუშაობის პერიოდში კომპანიამ დაზოგვა 500 000 ლარი.
  • ბიზნეს პროცესის გონივრულად წარმართვის საფუძველზე 90%-ით გაიზარდა კომპანიის შემოსავალი და ახალი ბაზრის ათვისების პოტენციალი გამოიკვეთა

ჯერ არ გიმუშავიათ პროდუქტის მენეჯერად?

პროდუქტის მენეჯერის პროფესიული როლი მეტად კომპლექსურია, რის გამოხ ხშირად ამ პოზიციაზე უპირატესობა გამოცდილ კადრებს ენიჭებათ.

Პროდუქტის მენეჯერი CV

👉 თუმცა, როცა კომპანია კონკრეტული სერვისის ან პროდუქტის შექმნის პროცესში არ არის დროში შეზღუდული, გამორიცხული არ არის გამოცდილების არ მქონე კადრების განხილვაც.

ასეთ კადრებს კომპანია გადაამზადებს და კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად აღჭურვავს რელევანტური პრაქტიკული ცოდნით.

🎁 პროდუქტის მენეჯერის როლი შესაძლოა შეითავსონ ისეთი პროფესიის მქონე ადამიანებმა, როგორებიც არიან, მაგალითად, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერები ან მარკეტინგის სპეციალისტები.

განათლების სექცია პროდუქტის მენეჯერისთვის

პროდუქტის განვითარების მენეჯერის როლი შედარებით ახალია. ამ მიმართულების შესწავლა შესაძლებელია საკმაოდ მოკლე დროში, თუმცა გამოცდილების დაგროვება და დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია.

👉 იმისათვის, რომ პროდუქტის მენეჯერი, გახდეთ სულაც არ არის საჭირო ამ მიმართულების კოლეჯში ან უნივერსიტეტში სწავლა. დღეს, საქართველოში უამრავი სრულყოფილი კურსი არსებობს, რომელთა გავლა დაგეხმარებათ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების გზით უზრუნველყოთ პროდუქტის გონივრული მენეჯმენტი.
📌 რჩევა: განათლების სექციაში ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ ნიუანსებზე: საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, განათლების მიღების პერიოდი და მიღებული აკადემიური ხარისხი.

👇წარმოგიდგენთ განათლების სექციის ორ რელევანტურ მაგალითს, რომელიც პროდუქტის მენეჯერის რეზიუმესთვის მოვამზადეთ:

მაგალითი 1

პროდუქტის მენეჯმენტი, BDO Academy-ის სალექციო კურსი, საქართველო (2021-2022)
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ოპერაციების მენეჯმენტში, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო (2017 – 2021)

მაგალითი 2

ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაკალავრი
ევროპის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი – 2022 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:

  • შესავალი ფინანსურ აღრიცხვაში;
  • ბიზნესის ეთიკა;
  • მენეჯერული ეკონომიკა;
  • ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის საფუძვლები;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები;

პროდუქტის მარკეტინგი
სმარტ აკადემია, თბილისი, საქართველო
2022 წლის სექტემბერი – 2023 წლის მაისი
შესაბამისი კურსები:

  • MVP-სა და UX ძირითადი პრინციპები;
  • პროდუქტის მარკეტინგის სტრატეგია;
  • პროდუქტის დაგეგმვა და მართვა;
  • პროდუქტზე ფოკუსირებული კამპანიები;
  • გაყიდვების სტრატეგია;

Მნიშნველოვანი უნარ-ჩვევები

სხვადასხვა პროექტში პროდუქტის მენეჯერს განსხვავებული დავალებების შესრულება უწევს, შესაბამისად, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ამ პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევები შესაძლოა განსხვავებული იყოს.

Პროდუქტის მენეჯერი CV

👉 თუ ერთ კომპანიაში პროდუქტის მენეჯერმა პროდუქტი ნულიდან უნდა შექმნას და განავითაროს, სხვაგან შესაძლოა უკვე დამტკიცებული პროექტის ხელმძღვანელობა და პროდუქტის ბაზარზე წარმოჩენა მოუწიოს.
💡 ფაქტი: სამუშაო დატვირთვის მიუხედავად, პროდუქტის ყველა მენეჯერი უნდა მრავალფუნქციური ადამიანი უნდა იყოს. მენეჯერისთვის დამახასიათებელი თვისებების გარდა, საჭიროა პროგრამისტის, მარკეტოლოგის, ანალიტიკოსისა და დიზაინერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებიც.

ხისტი უნარები

  • Microsoft Excel
  • Google Sheets
  • SQL
  • Python
  • C#
  • HTML
  • CSS
  • MVP და UX

 რბილი უნარები

  • ინოვაციურობა და კრეატიულობა
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • სტრესულ გარემოში მუშაობა
  • გუნდის წევრების Მოტივირება
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი
  • კვლევისა და ანალიზის გამოყენება
  • ადაპტირების შესაძლებლობა
  • ორგანიზებულობა

დამატებითი სექციები

დღეს საქართველოში დასაქმების შანსების გასაზრდელად და საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფილად გამოსავლენად მნიშვნელოვანია რეზიუმეში დამატებითი განყოფილებები წარმოადგინოთ.

Სწორედ ამ ამ გზით შეგიძლიათ მიიქციოთ დამსაქმებლის ყურადღება და წარმოაჩინოთ თქვენი უპირატესობა სხვა აპლიკანტებთან შედარებით.

უცხო ენების ცოდნა

ბიზნეს საქმიანობის საუკეთესო სტანდარტის შესაქმნელად, სულ უფრო მეტი კომპანიისთვისაა  უცხო ენის ცოდნა პრიორიტეტი.

💡 ფაქტი: ვინაიდან, პროდუქტის მენეჯერის პროფესიული საქმიანობა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას გულისხმობს, სასურველუა, რომ მინიმუმ სასაუბრო დონეზე ფლობდეთ რომელიმე უცხო ენას.

გარდა ამისა, ქართულ ენაზე პროდუქტის მენეჯმენტთან დაკავშირებული სწავლების ან კვალიფიკაციის ასამაღლებელი შესაძლებლობები მნიშვნელოვნადაა შეზღუდული. უცხოურ ენებზე არსებული საგანმანათლებლო რესურსები კი ფართოდაა გავრცელებული ონლაინ სივრცეში.

👇 უცხო ენების სექციის შესაქმნელად ქვემოთ მოცემული ფორმატით შეგიძლიათ რომ ისარგებლოთ:

  • მშობლიური
  • თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
  • შუალედური დონე (B1)
  • Საბაზისო (A2)

Შესაბამისი კურსები და Სერტიფიკატები

წარმატების მიღწევა მხოლოდ დაუღალავი შრომისა და მონდომების საფუძველზეა შესაძლებელი. ყოველივე ეს კი ტრენინგებში, სემინარებსა და კონფერენციებში აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას გულისხმობს.

Პროდუქტის მენეჯერი CV

👉 საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობა ეხმარება ადამიანს ფეხი აუწყოს ბიზნესის სფეროში არსებულ ცვლილებებს და აიმაღლოს კვალიფიკაცია. დღევანდელ ბიზნეს გარემოში ხომ ზუსტად ასეთ კადრებზეა დიდი მოთხოვნა.
📌 რჩევა: გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეში უნდა მიუთითოთ მხოლოდ პროდუქტის მენეჯმენტთან დაკავშირებული შესაბამისი კურსები და სერტიფიკატები. დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენით შესაძლოა პოტენციური დამსაქმებლის უარყოფითი შეფასებაც კი დაიმსახურით.

კონფერენციები

Სფეროსთან დაკავშირებული სიახლეების შემეცნებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე დასწრება შესანიშნავი შესაძლებლობაა.

🎁 თუ პირველ ნაბიჯებს დგამთ პროდუქტის მენეჯმენტის სფეროში, სიამოვნებით გაგიზიარებთ რამდენიმე ცნობილ წიგნს, სადაც საჭირო რეკომენდაციებისა და რჩევების შესახებ იპოვით საჭირო ინფორმაციას:
  • სტივენ ჰეინის წიგნი სათაურით: “The Product Manager’s Survival Guide: Everything You Need to Know to Succeed as a Product Manager”
  • რიჩარდ ბენფილდის, მარტინ ერიკსონისა და ნეით ვოლკინგშოუს წიგნი სათაურით: “Product Leadership: How Top Product Managers Launch Awesome Products and Build Successful Teams”
  • გერი რუმლერისა და ალან ბრეიჩის წიგნი სათაურით: “Improve Performance: How to Manage the White Space on the Organization Chart”
  • როდნი სამპსონის წიგნი სათაურით: “The Power of Choices: Embracing Efficacy to Drive Your Career”

პუბლიკაციები

პროფესიული თვალსაზრისით წარმატების მიღწევა თავისთავად მაღალანაზღაურებად სამსახურთან ასოციირდება, რომელიც ფინანსურ კეთილდღეობასთან ერთად, უამრავ სხვა სარგებელთან არის დაკავშირებული.

📌 რჩევა: რეზიუმეშ პროფესიული პუბლიკაციების გამოკვეთა ნათლად წარმოაჩენს თქვენს აკადემიურ კვალიფიკაციას. Ეს კი დამსაქმებელს დაარწმუნებს, რომ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ინტეგრაციის შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ.

შეჯამება: რა უნდა გახსოვდეთ პროდუქტის მენეჯერის CV-ს შექმნისას

📍 განსაკუთრებული ყურადღებით  გაეცანით სასურველი ვაკანსიით განსაზღვრულ მოთხოვნებს და მათ საფუძველზე შექმენით თქვენი CV-ის ყოველი სექცია.

📍 უპირატესობა მიანიჭეთ რეზიუმეს ფორმატირების საზოგადოდ მიღებულ სტანდარტს. ყოველი ახალი სექცია წარმოადგინეთ ცალკე აბზაცში და მიუთითეთ რაოდენობრივი ინფორმაცია.

📍 პროფესიული სათაური და 3-4 წინადადებისგან შემდგარი პროფესიული შეჯამება წარმოადგინეთ CV-ს შესავალ ნაწილში.

📍 უნარ-ჩვევების სექციაში სრულყოფილად წარმოადგინეთ პროდუქტის მენეჯერის პროფესიასთან  დაკავშირებული უნარ-ჩვევები ხისტი და რბილი უნარების სახით.

📍 სამუშაო გამოცდილების არქონის ან ნაკლებობის შემთხვევაში მთავარი აქცენტი გააკეთეთ თქვენ მიერ მიღებულ განათლებაზე. აღნიშნეთ პროფესიული კონფერენციები, სასწავლო კურსები და ტრენინგებში. 

📍 დარწმუნდით, რომ თქვენი რეზიუმე გამართულია როგორც შინარსობრივად, აგრეთვე სტილისტურად და გრამატიკულად. ყურადღებით გადაავლეთ თვალი რეზიუმეს, რათა თავიდან აირიდოთ უნებლიე გრამატიკული ანდა ორთოგრაფიული შეცდომები.

📍 რეზიუმეს შექმნისას გამოიყენეთ შრიფტი, რომელსაც იოლად აღიქვამს დამსაქმებელი. ამ მიზნით სასურველია, რომ უპირატესობა მიანიჭოთ Sylfaen ფონტს.

📍 როგორც კი დაასრულებთ რეზიუმეს შექმნას, ის PDF ფორმატში გადაიყვანეთ და ელექტრონული ფოსტით სარგებლობისას  subject ველში ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ.

Სამოტივაციო წერილი რეზიუმეზე არანაკლებ მნიშვნელოვანია!

დამსაქმებელთა უმრავლესობა აპლიკანტების შეფასების ეტაპზე რეზიუმესთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სამოტივაციო წერილსაც. ამ გზით ისინი ობიექტურ ინფორმაციასთან ერთად ეცნობიან თქვენს მოტივაციას უფრო ნათლი წარმოდგენა ექმნებათ იმის შესახებ, თუ რამდენად შესაფერისი კანდიდატი ხართ კონკრეტული პოზიციისთვის.

Პროდუქტის მენეჯერი CV

👉 სამოტივაციო წერილი თქვენ, როგორც პროდუქტის მენეჯერს, შესაძლებლობას გაძლევთ, რომ საკუთარი მიღწევებისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ უფრო ვრცლად ისაუბროთ.
🎁 საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად შექმნილი ჩვენი რეზიუმეს მაგალითები დაგეხმარებათ მოამზადოთ პროექტის მენეჯერის CV ეფექტურად წარმოაჩინოთ თქვენი ნიჭი და გამოცდილება.

ჩვენი საუკეთესო შაბლონები სასურველი სამსახურის მოპოვების პროცესს მეტად პერსპექტიულს გახდის და შაბლონის შერჩევის სტრესულ პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს!

კითხვები და პასუხები

ტექნიკური უნარების ქონის გარდა პროგრამირებაშიც უნდა ერკვეოდეს პროდუქტის მენეჯერი?

პროგრამირების ცოდნა პროდუქტის მენეჯერისთვის აუცილებელი არ არის. თუმცა, მნიშვნელოვანია ერკვეოდეთ ანალიტიკაში და იცოდეთ რას გულისხმობს როგორც MVP და RAT მიდგომები, აგრეთვე, KPI და Lean Product Development-ი.

დაეუფლეთ Google Analytics-ს. გარდა ამისა, თქვენ უნდა ისწავლოთ იმის დათვლა, თუ რა დაგიჯდებათ ერთი მომხმარებელი, გაერკვეთ მარკეტინგის სხვადასხვა ასპექტში, ინტერფეისის დიზაინის ტენდენციებს თვალ-ყური ადევნოთ, გაიგოთ რა არის Cookies Policy, User Experience და Hypothesis Testing Services.

როგორ მოვარგო უკვე მომზადებული CV პროდუქტის მენეჯერის ვაკანსიას?

დეტალურად გაეცნით თქვენთვის სასურველი ვაკანსიის აღწერას და ყურადღება გაამახვილეთ მასში წარმოდგენილ საკვანძო სიტყვებზე. კონკრეტული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად წარმოჩენილი გამოცდილება და უნარები თქვენი წარმატების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...