CV მწერლებისათვის – როგორ შევადგინოთ სრულყოფილი რეზიუმე

თქვენთვის, როგორც მწერლისთვის, თქვენი CV არის სავიზიტო ბარათ, რომელიც მეშვეობითაც შთაბეჭდილების მოხდენა შეგიძლიათ პოტენციურ დამსაქმებლებზე, რედაქტორებსა თუ კლიენტებზე. თქვენი CV-ის შესაბამისად ფორმირება აუცილებელია თქვენი უნარების, გამოცდილების და მისწრაფებების წარმოსაჩენად. ეს გახლავთ ერთგვარი ინსტრუმენტი, რათა მოიპოვოთ თქვენთვის სასურველი სამუშაო?

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები
💡ფაქტი: იცოდით, რომ რეკრუტერები საშუალოდ სულ რაღაც ექვს წამს ხარჯავენ CV-ის გასაანალიზებლად, სანამ გადაწყვეტენ, შედარებით სიღრმისეულად გაეცნონ აღნშნულ დოკუმენტს თუ გადავიდნენ შემდეგ კანდიდატურაზე? ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი რეზიუმეს შექმნას, რომელიც სწრაფად და ეფექტურად წარნოაჩენს თქვენს კვალიფიკაციასა და მიღწევებს.

მწერალი CV

აღნიშნულ სტატიაში გაეცნობით CV-ის არსებით ელემენტებს და მიიღებთ რჩევებსა და მითითეთებს იმის შესახებ, თუ როგორ გახადოთ თქვენი CV მიმზიდველი. არ აქვს მნიშვნელობა ხართ თუ არა დამოუკიდებელი მწერალი ან თუ ეძებთ პოზიციას სრულ განაკვეთზე, ეს სტატია დაგეხმარებათ შექმნათ CV, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს უნარებს, გამოცდილებას და მიღწევებს!

💡ფაქტი: ონლაინ პლატფორმა salaryexpert-ი იუწყება, რომ მწერლის ანაზღაურება საქართველოში წელიწადში დაახლოებით 107 025 ლარს შეადგენს.

Სარჩევი

სატესტო CV მწერლებისათვის

👇აი, მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მწერლის CV:

მწერალი CV

მარიამ აბრამიძე
წერეთლის გამზირი 65, თბილისი, საქართველო 0105
+995 555 123456 | mariam.abramidze@email.com

რეზიუმე:
გამოცდილი მწერალი, რომელიც ეძებს მწერლის პოზიციას სრულ განაკვეთზე, რომელიც საშუალებას მომცემს გამოვიყენო ჩემი წერის და თხრობის უნარები და კრეატიულობა

განათლება
ბაკალავრი ინგლისურ ლიტერატურაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო (2014-2018)

სამუშაო გამოცდილება

დამოუკიდებელი მწერალი (2018-დღემდე)

  • კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია, რათა მათი მოთხოვნების შესაბამისად შევქმნა საინტერესო და ინფორმაციული კონტენტი მათი ვებსაიტების, ბლოგებისა და სოციალური მედიისათვის
  • სტატიების წერა სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ჯანმრთელობაზე, ცხოვრების წესზე, მოგზაურობაზე და ტექნოლოგიაზე
  • შესაბამისი კონტენტის შესაქმნელად ძირეული კვლევების ჩატარება, ფაქტების გადამოწმება და მათი კორექტირება, რათა უზრუნველყოფილ იქნას შინაარსის სიზუსტე და ხარისხი
  • მასალის დედლაინების მიხედვით ჩაბარება
  • SEO ინსტურმენტების გამოყენება საძიებო სისტემებისთვის კონტენტის ოპტიმიზაციისთვის

რედაქტორის თანაშემწე, რეგიონალური ჟურნალი (2017-2018)

  • ბეჭდური და ონლაინ გამოცემებისათვის სტატიების შექმნა, რედაქტირება და კორექტირება
  • ინტერვიუების ჩატარება ადგილობრივ მოსახლეობასთან და ბიზნესის მფლობელებთან, ინფორმაციის მოპოვების მიზნით
  • სოციალური მედიისთვის კონტენტის შექმნა ჟურნალის პოპულარიზაციისთვის
  • ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება

უნარები:

  • წერის და რედაქტირების უნარები
  • ძლიერი კვლევითი და ანალიტიკური უნარები
  • დედლაინების დაცვა და სტრესის ქვეშ მუშაობის უნარი
  • Microsoft Office-სა და Google Suite-ს შესაბამისი ცოდნა
  • SEO-ს ინსტურმენტების გამოყენება

სერთიფიკატები:

  • HubSpot კონტენტ მარკეტინგის სერთიფიკატი (2020)
  • Google Analytics დამწყებთათვის სერთიფიკატი (2019)

ენები:
თავისუფლად ვფლობ ქართულ და ინგლისურ ენებს
რუსული და ფრანგული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა

რეკომენდაციები
წარედგინება მოთხოვნისამებრ

მწერლების ხელფასი

მწერალი CV

Salary Explorer-ის მონაცემებით, მწერლის საშუალო წლიური ხელფასი საქართველოში დაახლოებით 15 800 ლარია. თუმცა, საქართველოში მწერლების ხელფასი შეიძლება განსხვავდებოდეს გამოცდილების, უნარებისა და ორგანიზაციის მიხედვით. მაგალითად, Glassdoor-ის მიხედვით, თბილისში მწერლის საშუალო წლიური ხელფასი 28 000 ლარს შეადგენს, ხოლო კოპირაიტერს წელიწადში საშუალოდ 35 000 ლარი შეუძლია გამოიმუშავოს. ანალოგიურად, PayScale იუწყება, რომ მწერლის საშუალო ხელფასი საქართველოში დაახლოებით 21 000 ლარია წელიწადში, მაშინ როდესაც ჟურნალისტურ მედიაში დასაქმებულ მწერალს შეუძლია წელიწადში საშუალოდ 23 000 ლარი გამოიმუშავოს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მწერლის ხელფასზე შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა კომპანიის სტრუქტურა, მდებარეობა და მოთხოვნა კონკრეტულ უნარებზე ან გამოცდილებაზე. გარდა ამისა, მწერლებს, რომლებიც თავისუფალი გრაფიკით მშაობენ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ანაზღაურება, იმ პირებთან შედარებით, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ.

როგორ შევადგინოთ მწერლის cv

როდესაც მწერლისთვის CV-ის შედგენას ეხება საქმე, გასათვალისწინებელია რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს თქვენი წერის უნარები და გამოცდილება, ისევე როგორც ნებისმიერი შესაბამისი საგანმანათლებლო კურსი ან ტრენინგი, რომელიც გაიარეთ. გარდა ამისა, თქვენი ნამუშევრების ნიმუშების ან თქვენი ონლაინ პორტფოლიოს ბმულის მითითება დაგეხმარებათ თქვენი შესაძლებლობებისა და სტილის უკეთესად წარმოჩენაში.

👇გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას მწერალისთვის გამორჩეული CV-ის დასაწერად:

  • ხაზი გაუსვით თქვენი წერის უნარებს: დარწმუნდით, რომ გარკვეულად გაქვთ წარმოჩენილი თქვენი წერის უნარები და შესაბამისი გამოცდილება CV-ში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს რეზიუმესა და სამუშაო გამოცდილების სეგმენტს.
  • მოარგეთ თქვენი CV სამუშაო პოზიციის მოთხოვნილებებს: შეგიძლიათ გარკვეული ინფორმაცია მოარგოთ სამუშაო მოთხოვნილებებს
  • მიუთითეთ თქვენი პორტფოილიოს ონლაინ ბმული CV-ში: თუ გაქვთ ონლაინ პორტფოლიო ან თქვენს მიერ შექმნილი კონტენტის ნიმუშები, აუცილებლად მიუთითეთ ისინი თქვენს CV-ში, რათა პოტენციურმა დამსაქმებლებმა შეძლოს თქვენი ნამუშევრების ნახვა.
  • გამოიყენეთ სპეციფიკური საკვანძო სიტყვები: ჩართეთ აღნიშნული სფეროსათვის დამახასიათებელი სპეციფიკური საკვანძო სიტყვები, მაგალითად – content writer (კონტენტის მწერალი), copy writer (კოპირატერი), technical writer (ტექნიკური მწერალი), freelance writer (დამოუკიდებელი მწერალი)
  • წარმოაჩინეთ ინფრომაცია რაც შეიძლება ლაკონურად: თქვენი CV არ უნდა იყოს ორ გვერდზე მეტი
  • კორექტირება და რედაქტირება: დარწმუნდით, რომ ყურადღებით წაიკითხეთ და დაარედაქტირეთ თქვენი CV და აღმოფხვერით ნებისმიერ სახის ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომები
  • შეეცადეთ რომ რეგულარულად განაახლოთ თქვენი CV: განაახლეთ თქვენი CV და მიუთითეთ ინფრომაცია უახლესი გამოცდილებისა და უნარების შესახებ და მოარგეთ ის კონკრეტულ სამუშაო მოთხოვნილებებს, რომელზეც განაცხადს აკეთებთ.
📍ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით შეგიძლებათ გაზარდოთ შანსები თქვენი საოცნებო სამუშაოს პოსაპოვებლად

როგორ უნდა გამოიყურებოდეს მერწლის CV?

მწერლის CV იდეალურად გამოიყურება მაშინ, როდესაც ის არის ადვილად წასაკითხი.

👇აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა თქვენი მწერლის CV-ის გასაუმჯობესებლად:

  • გამოიყენეთ Bold სათაურები: დარწმუნდით, რომ თქვენი CV-ის თითოეული განყოფილება განსხვავდება ჩვეულებრივი ტექსტისგან
  • გამოიყენეთ ადვილად წასაკითხი შრიფტი: გირჩევთ რომ უპირატესობა მიანიჭოთ ისეთ შრიფტებს, როგორებიცაა Arial ან Calibri
  • ხშირად გამოიყენეთ პუნქტები: ტექსტის მარტივად აღსაქმელად (განსაკუთრებით თქვენი სამუშაო გამოცდილების სეგმენტში) სასურველია თუ ინფორმაციას პუნქტებად ჩაშლით.
  • ყოველთვის მიუთითეთ რელევანტური ინფორმაცია: აუციელბლად შეიტანეთ CV-ში ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი წერის გამოცდილება და განათლება.
  • არ შეგეშინდეთ თავისუფალი სივრცის: არ არის საჭირო CV-ს ვიზუალურად გადატვირთვა აბსტრაქციებით და ილუსტრაციებით
  • ხშიტად გამოიყენეთ Bold ან Italic ფორმატი: აღნიშნული დაგეხმარებათ მნშვნელოვანი ინფორმაციის ხაზგასასმელად.

ფორმა და სტრუქტურა

მწერლის CV-ის სტრუქტურა შეიძლება განსხვავდებოდეს პირის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. თუმცა, ყველაზე გავრცელებული და ეფექტური სტრუქტურა მწერლის CV-სთვის არის ქრონოლოგიური ფორმატი.

💡ქრონოლოგიური ფორმატი დაფუძნებულია სამუშაო გამოცდილების ქრონოლოგიურად, უახლესი სამუშაო პოზიციიდან, პირველი სამუშაო გამოცდილებამდე ინფორმაციის აღწერით.

კიდევ ერთი ფორმატი, რომელიც შეიძლება იყოს შესაფერისი მწერლის CV-სთვის, არის ფუნქციური ფორმატი.

💡ფუქნციური ფორმატი ხაზს უსვამს უნარებსა და მიღწევებს და არა სამუშაო გამოცდილებას და განათლებას. აღნშნული ფორმატი იდეალურია იმ მწერლებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას ან რომლებსაც არ აქვთ მსუყე სამუშაო გამოცდილება

შერეული ფორმატი ასევე შეიძლება იყოს მწერლის CV-ის გამოსადეგი.

💡შერეული ფორმატი აერთიანებს როგორც ქრონოლოგიურ, ასევე ფუნქციურ ფორმატების ელემენტებს. ეს საშუალებას აძლევს მწერალს, ხაზი გაუსვას მის უნარებსა და მიღწევებს, და ამავე დროს წარმოაჩინოს სამუშაო გამოცდილება და განათლება ტრადიციულ ქრონოლოგიურ ფორმატში.

არჩეული ფორმატის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ფოკუსირება მოახდინოთ მწერლის უნარებისა და გამოცდილებიაზე .

პირადი ინფორმაციის განყოფილება

მწერლის CV-ის თავსართში უნდა იყოს მითითებული მისი სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია.

✔️თავსართის კარგი მაგალითია:
სრული სახელი
პროფესიული დასახელება (მაგ: მწერალი, კოპირაითერი)
ტელეფონის ნომერი და ელექტრონული მისამართი
ვებსაიტი ან LinkedIn პროფილი (სურვილისამებრ)
❌თავსართის ცუდი მაგალითია:
სახელი
საკონტაქტო იფორმაცია

როგორც ხედავთ, ცუდი მაგალითი არ არის საკმარისად სპეციფიკური და აკლია ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

მწერლის CV-ში ფოტოს ჩართვა აუცილებელი არ არის და ზოგ შემთხვევაში შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ეს ნაწილი გამოტოვოთ, ვინაიდან აქცენტი გაკეთდეს თქვენი, როგორც მწერლის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე და არა გარეგნობაზე.

მწერლის CV-ში ფოტოს ჩართვა აუცილებელი არ არის და ზოგ შემთხვევაში შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ეს ნაწილი გამოტოვოთ, ვინაიდან აქცენტი გაკეთდეს თქვენი, როგორც მწერლის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე და არა გარეგნობაზე.

❗გაითვალისწინეთ, რომ თუ სამუშაო პოზიციის მოთხოვნებში დამსაქმებელი კონკრეტულად ითხოვს, რომ განმცხადებლებმა აუცილებლად უნდა წარადგინოს ფოტო, მაშინ უნდა მიჰყვეთ სპეციფიურ მოთხოვნებს!

სამუშაო გამოცდილების აღწერა

მწერალი CV

მწერლის CV-ის პროფესიული გამოცდილების სეგმენტში ხაზგასმული უნდა იყოს კანდიდატის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება. აღწერა უნდა დაიწყოს უახლესი სამუშაოდან საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. თითოეული პოზიციის პუნქტი უნდა შეიცავდეს სამუშაოს დასახელებას, კომპანიის ან ორგანიზაციის სახელს, დასაქმების თარიღებს და პასუხისმგებლობებისა და მიღწევების ჩამონათვალს პუნქტებში.

მაშინაც კი, თუ კანდიდატს არ აქვს დიდი პროფესიული გამოცდილება, მაინც შესაძლებელია CV-ში ისეთი ინფორმაციის ჩართვა, როგორიცაა სტაჟირება ან მოხალისეობრივი სამუშაო.

👇აქ მოცემულია სამუშაო გამოცდილების ორი მაგალითი მწერლის CV-სთვის:

კონტენტის ავტორი, აბგ ორგანიზაცია, თბილისი, საქართველო
2019 წლის ივნისი – დღემდე

  • რელევანტური კონტენტის შექმნა კომპანიის ბლოგისა და სოციალური მედიისათვის
  • ზოგადი კვლევის ჩატარება იმ თემებზე, რაზეც იქმნება კონტენტი, რათა უზრუნველყოფილიყოს შინაარსის სიზუსტე და შესაბამისობა
  • მუდმივი კომუნიკაცია მარკეტინგის გუნდთან, რათა შემუშავებულ იქნას კონტენტის წერის სტრატეგიები, რომლებიც შეესაბამისობაში მოვა კომპანიის მიზნებთან
დამოუკიდებელი მწერალი, თბილისი, საქართველო
2018 წლის იანვარი – დღემდე

  • სტატიებისა და ბლოგპოსტების მომწადება სხვადასხვა კლიენტებისთვის მოგზაურობის, ცხოვრების სტილისა და ტექნოლოგიების თემატიკაზე
  • ძირეული კვლევების ჩატარება, რელევანტური კონტენტის შექმნის მიზნით
  • მუდმივი კომუნიკაცია კლიენტებთან მათი საჭიროებების გასაგებად და მათი მოლოდინების დასაკმაყოფილებლად

როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც არ გვაქვს სამუშაო გამოცდილება

როდესაც არ გაქვთ მწერლად მუშაობის გამოცდილება, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რათა წარმოაჩინოთ თქვენი, როგორც მწერლის უნარები და პოტენციალი რეზიუმეში.

  • 👉შესაბამისი კურსები: თუ გავლილი გაქვთ კურსები კრეატიული წერის, ჟურნალისტიკის ან წერასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში, მიუთითეთ ისინი თქვენს CV-ში. აღნიშნული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ გაქვთ გავლილი გარკვეული ფორმალური ტრენინგი და ფლობთ შესაბამისი უნარებს.
  • 👉წერის ნიმუშები: თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ონლაინ პროტფოლიო, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ესეებს, რომლებიც დაწერე სკოლისთვის, ბლოგ პოსტებს, რომლებიც დაწერე პირადი პროექტებისთვის, ან წერის სხვა წერილობით ნიმუშებს, რომლებიც შენს შესაძლებლობებს ნათლად წარმოაჩენს. აღნიშნულის მითითება რეზიუმეში ყოველთვის მომგებიანია!
  • 👉მოხალისეობითი საქმიანობა: მოხალისედ მუშაობდით რომელიმე არაკომერციულ ორგანიზაციაში და მონაწილეობას იღებდით საინფორმაციო ბიულეტენების, სოციალური მედიის კონტენტის ან სხვა წერილობითი მასალების შექმნაში? თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მიუთითოთ ეს თქვენს CV-ში!
  • 👉პირადი პროექტები: გაქვთ პირადი ბლოგი ან ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნებული გაქვთ რომანი? არ მოგერიდოთ თქვენს რეზიუმეში აღნიშნული ინფრომაციის მითითება
  • 👉უნარები: დარწმუნდით, რომ თქვენი CV შეიცავს უნარების სექციას, სადაც ჩამოთვლილია წერასთან დაკავშირებული უნარები, როგორიცაა კრეატიული კონტენტის ფორმირება, კორექტირება, კვლევა და რედაქტირება.

როგორ მივუთითოთ განათლება რეზიუმეში?

მწერალი CV

მწერლის CV-ის განათლების განყოფილების კარგად ფორმირება აუცილებელია, რადგან ის წარმოაჩენს კანდიდატის კვალიფიკაციას და გამოცდილებას.

👇აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა დაწეროთ ეს განყოფილება.

  • დაიწყეთ ინფორმაციის მოწოდება უმაღლესი განათლების დონის შესახებ, შემდეგ კი საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გააგრძელეთ რელევანტური ინფორმაციის ჩამოთვლა
  • მიუთითეთ დაწესებულების დასახელება, ადგილმდებარეობა, მიღებული ხარისხი და სპეციალობა.
  • თუ თქვენ გავლილი გაქვთ შესაბამისი კურსი, აუცილებლად მიუთითეთ იგი აღნიშნულ სეგმენტში
  • თუ თქვენ გაქვთ მაღალი GPA, აუცილებლად აღნიშნეთ იგი (თუ ის 3.0-ზე მეტია).
  • თუ თქვენ ფლობთ რაიმე სახის აკადემიურ ჯილდოს ან მოპოვებული გაქვთ სტიპენდია, დაამატეთ ისინი სეგმენტში.

მაგალითი 1:

სახვითი ხელოვნების მაგისტრი შემოქმედებით წერაში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი – 2020 წლის ივნისი

ბაკალავრი ინგლისურ ლიტერატურაში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2014 წლის სექტემბერი – 2018 წლის ივნისი

კურსები: მხატვრული ლიტერატურა, არამხატვრული ლიტერატურა, პოეზია, დრამატურგია
GPA 3.5

მაგალითი 2:

სერთიფიკატი პროფესიულ წერაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2020 წლის ივნისი – 2020 წლის აგვისტო

ბაკალავრი ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2014 წლის სექტემბერი – 2018 წლის ივნისი

კურსები: ახალი ამბების წერა და გაშუქება, მხატვრული წერა, რედაქტირება, მედია სამართალი
GPA 3.7
გახდა ჟურნალისტიკის დეპარტამენტის 2016-2017 სასწავლო წლის სტიპენდიის მფლობელი

უნარები

მწერალი CV

როგორც მწერალი, მნიშვნელოვანია თქვენს CV-ში ხაზგასმით წარმოაჩინოთ თქვენი უნარები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება სამუშაო მოთხოვნილებებს, რომელზეც განაცხადს ავსებთ. ეს სეგმენტი გაძლევთ შესაძლებლობას წარმოაჩინოთ თქვენი ძლიერი მხარეები და დაუმტკიცოთ პოტენციურ დამსაქმებელს თუ რატომ ხართ საუკეთესო კანდიდატურა.

აღსანიშნავია, რომ არსებობს ორი სახის უნარი – ხისტი და რბილი. იხილეთ ჩამონათვალი თუ რას გულისხმობს თითოეული👇

ხისტი უნარები:

  • წერის და რედაქტირების ძლიერი უნარები
  • გრამატიკისა და სინტაქსის ცოდნა
  • კვლევისა და ანალიტიკური უნარები
  • Microsoft Word-ის და სხვა წერისისთვის განკუთვნილი პროგრამების ცოდნა
  • ვადების კონტროლი
  • SEO და კონტენტის ოპტიმიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა
  • სოციალური მედიისა და ონლაინ კონტენტის წერის გამოცდილება
  • წერის სხვადასხვა სტილის, მათ შორის აკადემიური, შემოქმედებითი და ტექნიკური წერის ფლობა

რბილი უნარები:

  • კრეატიულობა და წარმოსახვის უნარი
  • დეტალების მიმართ ყურადღების გამახვილება
  • ძლიერი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები
  • პრობლემის გადაჭრის უნარები
  • ადაპტაცია და მოქნილობა
  • დროის მენეჯმენტისს და ორგანიზაციული უნარები
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სიახლეების შეცნობისადმი სწრაფვა

შეაჯამეთ თქვენი CV

მწერალი CV

შემაჯამებელ განყოფილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოტენციური დამსაქმებლების ყურადღების მიპყრობისათვის და იმისათვის, რომ აპლიკანტმა ლაკონურად და თვალნათლივ წარმოაჩინოს ზოგადი გამოცდილება. მნიშვნელოვანია ამ განყოფილების ფორმირება მწერლის კარიერის მიზნებსა და ძირითად კვალიფიკაციაზე დაყდრნობით. ინდივიდმა რეზიუმეში ასევე უნდა მიუთითოს ის უნიკალური უნარები, მიღწევები და პიროვნული თვისებები, რაც მას გამოარჩევს სხვებისაგან.

✔️ კარგი მაგალითია
“ნიჭიერი და კრეატიული მწერალი 5 წლიანი გამოცდილებით, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის კონტენტს სხვადასხვა სფეროსთვის, როგორიცაა: ფინანსების, ჯანმრთელობისა და ტექნოლოგიის სფეროები. ფლობს საფუძვლიანი კვლევის ჩატარებსათვის აუცილებელ უნარებს და იყენებს SEO ინსტრუმენტებს ვებ ტრაფიკისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით. გამოცდილია წერის სხვადასხვა სტილების გამოყენებაში. გამოირჩევა დეტალებისადმი ყურადღებიანობით და კონტრაქტის ვადების დაცვით.”
❌ არასწორი მაგალითია
“ვეძებ მწერლის პოზიციას თბილისში. მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.”

როგორც ხედავთ, ეს მაგალითი ძალიან ბუნდოვანია და არ გვაწვდის ინფორმაციას კანდიდატის სპეციფიკური უნარების, გამოცდილების ან კვალიფიკაციის შესახებ. ის არ წარმოაჩენს დამსაქმებლისთვის მწერლის პოტენციალს და არ გვაძლევს ინფრომაციას აპლიკანტის იმ უნარების შესახებ, რომელიც ხაზგასმითაა მოცემული სამუშაო პოზიციის მოთხოვნილებებში.

📍გახსოვდეთ, რომ თქვენი შემაჯამებელი განყოფილება უნდა მოარგოთ სამუშაოს მოთხოვნებს! გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები სამუშაოს აღწერილობიდან, რათა ხაზი გაუსვათ თქვენს შესაბამის გამოცდილებას და უნარებს.

დამატებითი ინფორმაცია მწერლებისათვის

მწერალი CV

მწერლის CV-ში დამატებითი სექციები შეიძლება გადამწყვეტი იყოს თქვენი ძლიერი მხარეებისა და ინტერესების წარმოსაჩენად, ასევე ამ სფეროში თქვენი ენთუზიაზმის დემონსტრირებისთვის. ახალი სექციების ჩართვა რეზიუმეში დაგეხმარებათ გამოირჩეოდეთ სხვა კანდიდატებისგან და მეტი ინფორმცია მიაწოდოთ დამსაქმებელს თქვენი უნარებუისაა და გამოცდილების შესახებ.

წარმოგიდგენთ შესაძლო დამატებით სათაურებს მწერლის CV-სთვის:

  • პუბლიკაციები: მიუთითეთ თქვენს მიერ დაწერილი და გამოქვეყნებული ნებისმიერი სახის ნამუშევარი, მათ შორის ბლოგ პოსტები, სტატიები, ესეები ან სხვა სახის კონტენტი. აუცილებლად მიუთითეთ ტექსტის სათაური, გამოქვეყნების თარიღი და პუბლიკაციის შესახებ ნებისმიერი რელევანტური დეტალი, რომლითაც დამსაქმებელი შეიძლება დაინტერესდეს.
  • ჯილდოები და წარჩინებები: ახსენეთ ნებისმიერი ჯილდო ან აღიარება, რომელიც მიიღეთ წერით სფეროში, როგორიცაა მაგალითად, წერის კონკურსებში მონაწილეობა ან სტიპენდიები მოპოვებული რელევანტური საქმიანობისთვის.
  • პროფესიული წევრობა: ჩამოთვალეთ ნებისმიერი პროფესიული ორგანიზაცია, რომელის წევრიც ხართ ამჟამად, როგორიცაა მაგალითად, საქართველოს მწერალთა ასოციაცია.
  • შესაბამისი უნარები: შესაძლებელია ცალკე დააფორმიროთ განყოფილება, რომელშიც ჩამოთვლით ნებისმიერ დამატებით უნარებს, რომლებიც არ მიგითითებიათ ხისტი და რბილი უნარების სეგმენტში. ეს შეიძლება მოიცავდეს ენის ცოდნას, კომპიუტერულ უნარებს ან სპეციფიკურ პროგრამულ გამოცდილებას.
👉აღსანიშნავია, რომ თქვენს CV-ში ამ დამატებითი სათაურების შეტანით, შეგიძლიათ უფრო ყოვლისმომცველი და ინფორმატიული სურათი მიაწოდოთ დამსაქმებელს თქვენი უნარებისა და გამოცდილების შესახებ.

ენების ცოდნა

მწერალი CV

მწერლის CV-ში ენების ცოდნის შესახებ იფორმაციის მითითება აუცილებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პოზიცია მოითხოვს რამდენიმე ენაზე წერის უნარს.

რეკომენდებულია ენების ცოდნის სექცია მოყვებოდეს უნარების სეგმენტს. ენების ჩამოთვლისას უმჯობესია იყოთ გულწრფელი ცოდნის დონის შესახებ.

👇აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა მწერლის CV-ში ენების განყოფილების ჩართვისთვის:

ჩამოთვალეთ ის ენები რომლებსაც ფლობს და აუცილებლად მიუთითეთ ცოდნის დონე თითოეული ენის გასწვრივ. მაგალითად, შეგიძლიათ მიუთითოთ რომელი ენა არის მშობლიური, რომელ ენას ფლობთ თავისუფლად ან ბაზისურ დონეზე.

დაიწყეთ სიის შედგენა იმ ენით, რომელიც არის თქვენი მშობლიური ენა და მიჰყევით ქრონოლოგიურად – ცოდნის დონის შესაბამისად.

ასევე, თუ თქვენ გაქვთ ენის სერთიფიკატი ან გაიარეთ კურსები უცხო ენაში, აუციელებლად ახსენეთ აღნშნული ინფორმაცია ამ განყოფილებაში.

საგულისხმოა, რომ ენების ცოდნის სექციის გარდა, არსებობს სხვა ქვედანაყოფები, რომლებიც შეიძლება დაემატოს მწერლის რეზიუმეს, ინდივიდუალური გამოცდილებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ მოხალისეობრივი სამუშაო გამოცდილება ან გაქვთ საინტერესო ინტერესები – თავისუფლად შეგიძლიათ მიუთითოთ აღნიშნული თქვენს რეზიუმეში. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ განყოფილება კომპიუტერული უნარების შესახებ, და მიუთითოთ ის რელევანტური პროგრამები, რომლებიც შეესაბამება სამუშაო მოთხოვნილებებს.

შეჯამება – მწერლის რეზიუმე

  • თქვენი რეზიუმეს სტრუქტურა უნდა იყოს მარტივად აღქმადი
  • მიუთითეთ სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და პროფესიული ფოტო (მოთხოვნისამებრ)
  • დაწერეთ მოკლე რეზიუმე თავსართში, რომელიც ხაზს გაუსვამს შესაბამის უნარებსა და გამოცდილებას
  • ჩამოთვალეთ შესაბამისი სამუშაო გამოცდილება საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით
  • არ გამოტოვოთ განათლების სექცია
  • ჩამოთვალეთ თქვენი ხისტი უნარები, რომელიც რელევანტურია აღნიშნულ სფეროში
  • ჩამოთვალეთ რბილი უნარები, როგორიცაა კომუნიკაცია, კრეატიულობა და პრობლემის გადაჭრის უნარი.
  • აღნიშნეთ რომელ ენებს ფლობთ და მიუთითეთ შესაბამისი ცოდნის დონე
  • საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ სექციები, როგორიცაა მაგალითად: აკადემიური ჯილდოები და ინტერესები
  • მოარგეთ თქვენი CV კონკრეტულ სამუშაო აღწერას

სამოტივაციო წერილი

კარგი სამოტივაციო წერილის დაწერა საციცხლოდ მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც მწერლის პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს, რადგან აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას წარმოაჩინოთ თქვენი წერის უნარები, ხაზგასმით აღნიშნოთ თქვენი შესაბამისი გამოცდილება და აჩვენოთ თქვენი ენთუზიაზმი ამ პოზიციის მიმართ. კარგად ფორმირებულ სამოტივაციო წერილს შეუძლია მოგაპოვებინოთ ბონუს ქულები და ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინოთ რეკრუტერზე.

კითხვები და პასუხები მწერლის რეზიუმესთან დაკავშირებით

უნდა შეიცავდეს თუ არა ჩემი მწერლის რეზიუმე ინფორმაციას ჩემი გამოქვეყნებული ნამუშევრების შესახებ?

აღნიშნული დამოკიდებულია სამუშაოს ტიპზე, რომელზეც განაცხადს აკეთებთ. თუ პოზიცია მოითხოვს ნიმუშების წარდგენას აუციელებლია აღნიშნოთ ისინი თქვენს CV-ში. თუმცა, თუ პოზიცია არ საჭიროებს ამ მასალებს, შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს სეგმენტი.

შემიძლია თუ არა გავლილი წერის სემინარების ან კურსების შესახებ ინფორმაციის შეტანა განათლების განყოფილებაში?

დიახ, შეგიძლიათ აღნიშნული ინფორმაცია განათავსოთ განათლების განყოფილებაში, თუ ისინი შეესაბამება სამუშაოს, რომელზეც წარადგენთ თქვენს კანდიდატურას.

რამდენი გვერდისგან უნდა შეგდებოდეს ჩემი, როგორც მწერლის CV?

თქვენი მწერლის CV უნდა შედგებოდეს არაუმეტეს ორი გვერდისა. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ დიდი გამოცდილება, და პუბლიკაციების დიდი ნუსხა, რომელიც აუცილებლად უნდა მიუთითოთ დოკუმენტში, ამ შემთხვევაში შეიძლება დასაშვები იყოს რეზიუმეს სამ გვერდამდე გაზრდა.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...