სილამაზის ინდუსტრიისადმი მზარდი ინტერესის გამო მოდელის პროფესია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. თუმცა, ამ დინამიურ პროცესს თან სდევს საჭიროება შექმნათ მოდელის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას!
Სარჩევი
მოდელის რეზიუმე: მაგალითი
👇 წარმოგიდგენთ მოდელის CV-ს ნიმუშს, რომელიც ეფექტურად წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას:
მოდელი
+995 555 123 123
mariam_guledani@email.com
Behance.net/geo/mariamguledani
თბილისი, საქართველო
პროფესიული შეჯამება
“5 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე მოდელი. კოლექციების ეფექტურად წარმოდგენის მიზნით გულდასმით შევისწავლი ბრენდის ისტორიასა და მარკეტინგულ სტრატეგიას. სრულყოფილად ვფლობ ხელოვნების ისტორიასა და მოდის თანამედროვე ტენდენციებს, რაც სტილის კრეატიულად აღქმაში მეხმარება.”
სამუშაო გამოცდილება
მოდელი
სამოდელო სააგენტო “ნატალი”
თბილისი, საქართველო
აპრილი 2018 – მაისი 2023
ძირითადი მოვალეობები:
- ფოტოსესიების დროს ეფექტურად წარმოვაჩენდი ტანსაცმელსა და აქსესუარებს;
- ვესწრებოდი აუდიციებსა და კასტინგებს;
- ვარეკლამებდი თავის მოვლის საშუალებებსა და პარფიუმერულ პროდუქტებს.
განათლება
სამოდელო ხელოვნების შემსწავლელი პროფესიული პროგრამა
სამოდელო სააგენტო “იმიჯ-ცენტრი”, თბილისი, საქართველო
2016 წლის სექტემბერი – 2018 წლის მარტი
შესაბამისი კურსები:
- პერსონალური ბრენდინგი
- მაკიაჟის ხელოვნება
- ჩაცმის კულტურა/სტილის შერჩევა
- პოდიუმზე სიარულის ტექნიკა
- კამერის წინ პოზირების ტექნიკა
ხისტი უნარები
- მაკიაჟის ოსტატობა
- პოდიუმზე სიარულის ტექნიკა
- ფოტო პოზირების ტექნიკა
- პერსონალური სტილის შერჩევა
- ფოტოსესიისთვის/ვიდეოგადაღებისთვის მომზადება
რბილი უნარები
- გემოვნებიანი
- ორგანიზებული
- ოპერატიული
- კომუნიკაბელური
- მოტივირებული
კონკურსები
- საერთაშორისო სამოდელო კონკურსი “Elite Model Look Georgia “
- სილამაზის კონკურსი “მის საქართველო”
სერტიფიკატები
- 2023 წელი – თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდის სერტიფიცირებული დიზაინერი;
- 2022 წელი – საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის პერსონალური ბრენდინგის სასერტიფიკატო კურსი;
- 2020 წელი – ტრენინგ ცენტრი NB-ის მოდის სერტიფიცირებული სპეციალისტი.
ჰობები და ინტერესები
- პილატესი
- მოდის ისტორია
- მაკიაჟის ხელოვნება
- ფოტოგრაფია
- მოგზაურობა
ენები
- ქართული (მშობლიური)
- ინგლისური – B2
- ფრანგული – A2
Მოთხოვნა მოდელებზე საქართველოში 2023 წელს
საქართველო სულ უფრო ხშირად მასპინძლობს მაღალი მოდის შოუებს, ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიები ან მსგავსი თემატიკის სხვა ღონისძიებებს. ეს, თავის მხრივ, გამოცდილ მოდელებზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად ზრდის.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა მოდელებზე საქართველოში დღითი დღე იზრდება და თუ ამ სფეროში დასაქმება სურთ, მრავალი შესაძლებლობა არსებობს სასურველი კარიერის ასაწყობად.
გზამკვლევი მოდელის CV-ის შესაქმნელად
საუკეთესო CV-ის შექმნა დეტალებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შესაბამისად, გთავაზობთ, რამდენიმე ღირებულ რჩევას, რომელთა მიხედვით შექმნილი რეზიუმე თქვენს პროფესიულ მიზანს სისრულეში მოიყვანს.
- იყავით მკაფიო და ლაკონური: ვიდრე რეზიუმეს შექმნას შეუდგებით, გაიხსენეთ, რომ გენიალურობა სიმარტივეშია! ამიტომ ეცადეთ თქვენი რეზიუმე შეძლებისდაგვარად ლაკონური იყოს. ამისთვის ყურადღება მხოლოდ არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალებზე უნდა გაამახვილოთ.
- რეზიუმეს კონტენტი ვაკანტურ პოზიციას მოარგეთ: რეზიუმეში არ არის რეკომენდირებული ისეთი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელსაც პროფესიული ღირებულება არ გააჩნია. მსგავსი შეცდომის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ CV მხოლოდ პროფესიისთვის რელევანტური სექციებით გაამდიდროთ.
- წარმოადგინეთ მაღალი ხარისხის ციფრული პორტფოლიო:პროფესიონალურად მომზადებული ციფრული პორტფოლიო თქვენს რეზიუმეს მეტ ღირსებას შემატებს. მრავალფეროვანი პორტფოლიო დამსაქმებელს თქვენი პროფესიონალიზმის უკეთ აღქმაში დაეხმარება.
სექციების ოპტიმალური განლაგება
მოდელის რეზიუმეში წარმოდგენილი სექციების გონივრული თანმიმდევრობა თქვენთვის სასურველ სააგენტოზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.
👇 სექციების თანმიმდევრობა ასეთი უნდა იყოს:
- სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია:
- სახელი და გვარი
- პროფესიული განსაზღვრება
- ტელეფონის ნომერი
- ელ-ფოსტა
- ციფრული პორტფოლიოს ბმული
- ადგილმდებარეობა
- პროფესიული შეჯამება
- სამუშაო გამოცდილება
- პროფესიული განათლება
- სამოდელო სფეროსთვის რელევანტური უნარ-ჩვები
- ხისტი უნარები
- რბილი უნარები
- დამატებითი სექციები (ჯილდოები, სერტიფიკატები, მოხალისეობა, ჰობები და ინტერესები, უცხო ენები).
მისაღები ფორმატი
აუცილებელია ფორმატი რეზიუმეს არსებით დეტალებს გამოკვეთდეს, ინფორმაციას სტრუქტურირებულად განალაგებდეს და დამსაქმებელს თქვენი კვალიფიკაციის უკეთ შეფასებაში ეხმარებოდეს. რეზიუმეს მომზადებისას არჩევანი 3 ძირითადი ტიპის ფორმატს შორის უნდა გააკეთოთ.
- ქრონოლოგიური ფორმატი – თქვენი პროფესიული გამოცდილების თანმიმდევრულად წარმოდგენის გზით უზრუნველყოფს კარიერული წინსვლის მკაფიო აღქმას.
- ფუნქციური ფორმატი – მთავარ აქცენტს სამუშაო ისტორიის ნაცვლად თქვენს უნარებსა და მიღწევებზე აკეთებს. აღნიშნული ფორმატი განსაკუთრებით შესაფერისია მათთვის ვისაც პროფესიული გამოცდილება არა აქვს.
- შერეული ფორმატი – ქრონოლოგიური და ფუნქციური ფორმატის ელემენტებს აერთიანებს. ის საშუალებას გაძლევთ ხაზი გაუსვათ როგორც თქვენს გამოცდილებას, აგრეთვე, პროფესიისთვის რელევანტურ უნარებს.
სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია
აუცილებელია სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციისგან იყოს შედგენილი, როგორიცაა თქვენი სახელი, პროფესიული ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ადგილმდებარეობა. რეზიუმეს ამ ნაწილში, სასურველია, თქვენი ციფრული პორტფოლიოს ბმულიც წარმოადგინოთ.
👇 მოდელის რეზიუმესთვის რელევანტური სათაურის შესაქმნელად, სასურველია, ჩვენ მიერ მომზადებულ ნიმუშს გაეცნოთ.
მოდელი
+995 555 123 321
mariam_guledani@email.com
Behance.net/geo/mariamguledani
თბილისი, საქართველო
პროფესიული განსაზღვრება: სამოდელო სფეროში მოღვაწე ადამიანი
makuna1995@email.com
დაბადების თარიღი: 1995/23/11
საქართველო, თბილისი, კოტე აფხაზის 20
Facebook.com/in/mariamguledani
Მოდელისთვის საჭირო სამუშაო გამოცდილება
მოდელები კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლების მსგავსად ბრენდის ამბასადორები არიან. ამიტომ, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მოდელის რეზიუმე კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლის CV-ის მსგავსად მაღალ პროფესიულ სტანდარტებს ეყრდნობა.
👇 მოდელის პროფესიული გამოცდილების ეფექტურად წარმოსადგენად გთავაზობთ ორ რელევანტურ ნიმუშს:
მაგალითი 1
სამოდელო სააგენტო “ნატალი”
თბილისი, საქართველო
აპრილი 2018 – აგვისტო 2022
ძირითადი მოვალეობები:
- ფოტოსესიების დროს ტანსაცმლისა და აქსესუარების ეფექტურად წარმოჩენა;
- თმისა და მაკიაჟის სხვადასხვა სტილთან ადაპტაცია;
- აუდიციებსა და კასტინგებზე დასწრება;
ფოტოსტუდია 650
თბილისი, საქართველო
მარტი 2017 – მაისი 2019
ძირითადი მოვალეობები:
- თავის მოვლის საშუალებების, პარფიუმერიისა და ტანსაცმლის დარეკლამება;
- ფოტოგრაფებთან, დიზაინერებთან და ინდუსტრიის სხვა პროფესიონალებთან კომუნიკაცია;
- კოლექციების ეფექტურად წარმოდგენის მიზნით ბრენდის ისტორიის შესწავლა.
განათლების სექცია მოდელის CV-სთვის
სილამაზის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანების პროფესიული წარმატება სპეციფიკურ ცოდნას ეფუძნება, მაგრამ სამოდელო სფეროში დასაქმება საშუალო განათლების მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით ისეთ მაღალკვალიფიციურ როლებზე, როგორიც, მაგალითად, დამრიგებლის პოზიციაა.
👇 განვიხილოთ განათლების სექციის ორი ნიმუში:
მაგალითი 1
მოდის დიზაინი, თბილისის სამხატვრო აკადემია, საქართველო (2012 – 2016)
მაგალითი 2
სამოდელო სააგენტო “იმიჯ-ცენტრი”, თბილისი, საქართველო
2012 წლის სექტემბერი – 2016 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- მეტყველების კულტურა/ეტიკეტი
- პერსონალური ბრენდინგი
- მაკიაჟის ხელოვნება
- ჩაცმის კულტურა/სტილის შერჩევა
- პლასტიკა/სავარჯიშო პროგრამები
- პოდიუმზე სიარულის ტექნიკა
- კამერის წინ პოზირების ტექნიკა
- ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის მომზადება.
მოდელის უნარ-ჩვევები
👇 მოდელის პროფესიისთვის რელევანტური უნარ-ჩვევების ჩამონათვალი შემდეგ მახასიათებლებს მოიცავს:
ხისტი უნარები
- მეტყველების კულტურა
- მაკიაჟის ოსტატობა
- პოდიუმზე სიარულის ტექნიკა
- ფოტო პოზირების ტექნიკა
- პერსონალური სტილის შერჩევა
- ფოტოსესიისთვის/ვიდეოგადაღებისთვის მომზადება
რბილი უნარები
- გემოვნებიანი
- ორგანიზებული
- ოპერატიული
- კომუნიკაბელური
- მოტივირებული
- სტრესისადმი მდგრადი
პროფესიული შეჯამება
დამსაქმებელზე შთაბეჭდილების მოსახდენად, პროფესიული შეჯამება თქვენს ძირითად მიღწევებს, უნარებსა და კვალიფიკაციას უნდა უსვამდეს ხაზს და სწორედ ამის შემდეგ უნდა წარმოაჩენდეს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას.
დამატებითი სექციები
👇 წარმოგიდგენთ დამატებითი სექციების იმ ჩამონათვალს, რომელიც შესაძლოა ეფექტური გზა იყოს მოდელის პროფესიული კომპეტენციის მიღმა არსებული საინტერესო ინფორმაციის წარმოჩენისთვის.
- კონკურსებიაღნიშნული სექცია ხაზგასმით წარმოჩენს თქვენს პროფესიულ აღიარებას და სააგენტოებთან ერთად ქასთინგის დირექტორებსაც არწმუნებს, რომ მოდის სამყაროში წარმატებული ადამიანი ხართ.
- სერტიფიკატებისერტიფიკატების სექცია მოდელის პროფესიონალური განვითარებისკენ სწრაფვას უსვამს ხაზს. პროფესიისთვის რელევანტური სერტიფიკატების ჩამონათვალი შესაძლოა მაკიაჟის ხელოვნებასთან ერთად პერსონალურ ბრენდინგსაც მოიცავდეს.
- Მოხალისეობამოხალისეობრივი გამოცდილების განყოფილება საქველმოქმედო ან საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის დემონსტრირებას ემსახურება მიზნად და საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს სოციალურ პასუხისმგებლობას.
- ჰობები და ინტერესებიჰობებისა და ინტერესების განყოფილება მეტ სიღრმეს მატებს რეზიუმეს. პროფესიისთვის რელევანტურ ისეთ ინტერესებს, როგორიცაა მედიტაცია, პილატესი და მოგზაურობა, შეუძლია მოდელი პოტენციური დამსაქმებლისთვის მეტად დასამახსოვრებელი და საინტერესო გახადოს.
- უცხო ენებიუცხო ენების ცოდნა გლობალური ინდუსტრიისთვის ღირებული კვალიფიკაციაა, რომელსაც შეუძლია მოდელი სააგენტოებისთვის, კლიენტებისა და საერთაშორისო ბრენდებისთვის უფრო მიმზიდველი გახადოს.უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, სასურველია მსგავსი ფორმატი აირჩიოთ:
- მშობლიური
- თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
- შუალედური დონე (B1)
- Საბაზისო (A2)
Შეჯამება: მოდელის CV-სთვის საჭირო და დაუშვებელი ელემენტები
- რეზიუმეს სტრუქტურირებისას უპირატესობა მიანიჭეთ ფორმატს, რომელიც ეფექტურად წარმოაჩენს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენს შესაბამისობას.
- დარწმუნდით, რომ სამოდელო სფეროსთვის რელევანტური სექციები რეზიუმეში ლოგიკური თანმიმდევრობით გაქვთ წარმოდგენილი.
- მეტი ყურადღება დაუთმეთ პროფესიული შეჯამების ნაწილს და ეცადეთ ის სრულყოფილად წარმოაჩენდეს სამოდელო სფეროსთან დაკავშირებულ თქვენს რელევანტურ გამოცდილებას, უნარებსა და მიღწევებს.
- ნუ გადატვირთავთ რეზიუმეს პროფესიისთვის შეუსაბამო ისეთი პერსონალური ინფორმაციით, როგორიც, მაგალითად, დაბადების თარიღი ან საცხოვრებელი მისამართია.
- ნუ გაამახვილებთ ყურადღებას პროფესიისთვის არარელევანტურ უნარებსა და გამოცდილებაზე.
- ნუ უგულებელყოფთ რეზიუმეში აღმოჩენილ სტილისტურ და გრამატიკულ შეცდომებს.
რატომ გჭირდებათ ფოტოს გამოყენება რეზიუმეში?
სწორად შერჩეული ფოტო მოდელის უნიკალური ფიზიკური მახასიათებლების საუკეთესო ვიზუალიზაციას უზრუნველყოფს. ეს პოტენციურ დამსაქმებლებს, სააგენტოებსა და ბრენდებს შესაძლებლობას აძლევს მოდელი სხვადასხვა პროფესიულ როლსა და კამპანიაში წარმოიდგინონ.
კითხვები და პასუხები
საჭირო არის მოდელის რეზიუმესთან ერთად სამოტივაციო წერილიც წარვუდგინოთ დამსაქმებელს?
მიუხედავად იმისა, რომ სამოტივაციო წერილი არ არის სტანდარტული დოკუმენტი, რომელიც საჭიროა მოდელის პოზიციაზე განაცხადის გაკეთების პროცესში, გონივრულად შემუშავების შემთხვევაში მას თქვენი პროფესიონალიზმისა და სამოდელო სფეროსადმი ინტერესის საუკეთესო პრეზენტაცია შეუძლია იყოს. გაითვალისწინეთ, რომ სამოტივაციო წერილში წარმოდგენილი ინფორმაცია პირველ შთაბეჭდილებას უქმნის თქვენზე დამსაქმებელს.
რომელ პროფესიონალურ საიტზე შემიძლია შევქმნა მოდელის ციფრული პორტფოლიო?
წარმოგიდგენთ სხვადასხვა პროფესიონალურ ვებსაიტს. თითოეული მათგანი შესაძლებლობას იძლევა შექმნათ ციფრული პორტფოლიო, რომელიც პროფესიულ საჭიროებებთან ერთად თქვენს ესთეტიკურ პრეფერენციებსაც მეტი სიზუსტით მოერგება.
- Model Mayhem
- Behance
- Wix
- Squarespace
- Carbonmade
- Adobe Portfolio