თმის სტილისტები მუდმივად ცდილობენ განვითარდნენ, თუმცა, კარიერული ზრდის ამ პროცესს თან პროფესიული გამოწვევებიც ახლავს. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება შექმნათ თმის სტილისტის CV, რომელიც თქვენი შესაძლებლობების საუკეთესოს წარმოჩენის გზით გამოგარჩევთ კონკურენტებისგან!
Სარჩევი
თმის სტილისტი CV: მაგალითი
👇 წარმოგიდგენთ თმის სტილისტის CV-ს ნიმუშს, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს სილამაზის ინდუსტრიისთვის საჭირი თქვენს ცოდნას, შესაძლებლობებსა და უნარებს:
თმის სტილისტი
+995 555 123123
ekaterine_iashvili@email.com/u>
თბილისი, საქართველო
პროფესიული შეჯამება
“5 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე თმის სტილისტი. ჩემი კონკურენტული უპირატესობა მომხმარებელთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას გულისხმობს. თანამედროვე ტენდენციებთან ერთად სრულყოფილად ვფლობ ხელოვნებისა და მოდის ისტორიას, რაც სტილის ჰარმონიზაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.”
სამუშაო გამოცდილება
თმის სტილისტი
სილამაზის სალონი “ბარბერისი”
თბილისი, საქართველო
მარტი 2018 – მაისი 2023
ძირითადი მოვალეობები:
- ვახორციელებდი თმის დიაგნოსტიკას, ფერის შერჩევასა და შეღებვას;
- ვარჩევდი ქალისა და მამაკაცის თმის სტილს და ამის შესაბამისად ვამზადებდი ვარცხნილობას;
- კლიენტთა თხოვნის საფუძველზე უზრუნველვყოფდი თმის დავარცხნას, გასწორებასა და დახვევას.
განათლება
საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია თმისა და სილამაზის მომსახურებაში
სსიპ კოლეჯი მოდუსი, თბილისი, საქართველო
2016 წლის სექტემბერი – 2018 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- თმის შეღებვა და გაღიავება;
- თმის ქიმიური დახვევა და გასწორება;
- წვერ-ულვაშისა და ბაკენბარდების მოდელირება;
- თმის სპა პროცედურები.
თმის სტილისტის პროფესიული პროგრამა
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი, თბილისი, საქართველო
2015 წლის სექტემბერი – 2016 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- თმისა და კანის დიაგნოსტიკა;
- შეღებვის სახეობები;
- თმის მელირება;
- ჰიგიენა და სანიტარია.
ხისტი უნარები
- საღებავების კლასიფიკაცია
- თმისა და კანის დიაგნოსტიკა
- სამუშაო ადგილის ორგანიზება
- თმის შეღებვა და გაღიავება
- თმის ქიმიური დახვევა და გასწორება
- თმის სპა პროცედურები
რბილი უნარები
- დეტალებისადმი ყურადღება
- დროის მენეჯმენტი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- კოლეგიალურობა
- შედეგზე ორიენტირებულობა
სერტიფიკატები
- 2023 წელი – ლოტუსის ტრენინგ ცენტრის სტილისტიკის სასერტიფიკატო კურსი;
- 2022 წელი – პივოთ პოინტ საქართველოს სტილისტის საერთაშორისო სერტიფიკატი;
- 2020 წელი – ტრენინგ ცენტრი NB-ის სერტიფიცირებული თმის სტილისტი.
ჰობები და ინტერესები
- მოდის ისტორია
- მაკიაჟის ხელოვნება
- ფოტოგრაფია
ენები
- ქართული (მშობლიური)
- ინგლისური – B2
- გერმანული – A2
თმის სტილისტების ხელფასი საქართველოში 2023 წელს
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სილამაზის სფეროში დასაქმებული ადამიანის სახელფასო განაკვეთზე გავლენას ხშირად საათობრივ დატვირთვასთან ერთად, პროფესიული გამოცდილება და სილამაზის სალონის რეპუტაციაც ახდენს.
დეტალური გზამკვლევი თმის სტილისტის რეზიუმესთვის
👇 წარმოგიდგენთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინება დაგეხმარებათ ეფექტურად წარმოაჩინოთ თქვენი პროფესიული ინტერესი და სასურველი პოზიცია დაიკავოთ სილამაზის ინდუსტრიაში:
- ეფექტურად წარმოაჩინეთ სამუშაო გამოცდილება: წარმატების მისაღწევად რეკომენდირებულია თქვენი რეზიუმე სასურველი ვაკანტური პოზიციის აღწერას მიუსადაგოთ. აგრეთვე, გირჩევთ, რეზიუმეში ყურადღება სერთიფიკატებსა და სპეციალიზებულ ტრენინგებთან ერთად ისეთ მიღწევებზე გაამახვილოთ, როგორიც, მაგალითად კმაყოფილი კლიენტების პროცენტული მაჩვენებელია.
- გახადეთ თქვენი პროფესიონალიზმი ვიზუალურად აღსაქმელი: თმის სტილისტის CV-ის შექმნისას, სასურველია სოციალური მედიის პლატფორმებზე განთავსებული თქვენი ნამუშევრების პორტფოლიოს ბმულიც წარმოადგინოთ. ეს პოტენციურ დამსაქმებლებს შესაძლებლიბას მისცემს ვიზუალად აღიქვას თქვენი სტილი და პროფესიული ხელწერა.
- შეინარჩუნეთ პროფესიონალიზმი და იყავით ლაკონური: ლაკონური რეზიუმე საუკეთესო გზაა კანდიდატის კვალიფიკაციის სრულყოფილად აღსაქმელად. ამიტომ, გირჩევთ გამოიყენოთ პროფესიული ფორმატი, მოერიდოთ გრძელ აბზაცებს და ფოკუსირება მხოლოდ რელევანტურ ინფორმაციაზე მოახდინოთ.
სექციების განლაგება
თმის სტილისტის რეზიუმეში სექციების გონივრულად განლაგება ეფექტურად წარმოადგენს პროფესიისთვის რელევანტურ ინფორმაციას.
👇 სწორედ ამიტომ, რეზიუმეზე მუშაობისას გირჩევთ, უპირატესობა ჩვენ მიერ რეკომენდებულ განლაგებას მიანიჭოთ:
- სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია:
- ელ-ფოსტა;
- ტელეფონის ნომერი;
- ადგილმდებარეობა;
- პროფესიული შეჯამება;
- თმის სტილისტის პროფესიული გამოცდილება;
- განათლების სექცია;
- თმის სტილისტისთვის საჭირო ხისტი და რბილი უნარ-ჩვევები;
- დამატებითი სექციები (სერტიფიკატები, ჰობები და ინტერესები და უცხო ენები).
მისაღები ფორმატი
გონივრულად შერჩეული ფორმატი თქვენი უნიკალური პროფესიული იდენტობის გამოვლენის გზით გეხმარებათ დაიკავოთ სასურველი პოზიცია სილამაზის კონკურენტულ ინდუსტრიაში.
- ქრონოლოგიური ფორმატიქრონოლოგიური თანმიმდევრობით უსვამს ხაზს კანდიდატის სამუშაო ისტორიას და დროთა განმავლობაში დაგროვილ მის გამოცდილებას ეფექტურად წარმოაჩენს. ეს ფორმატი საშუალებას აძლევს პოტენციურ დამსაქმებლებს სწრაფად გაითავისონ კანდიდატის კარიერის ტრაექტორია და დაინახონ მათი პროფესიული პროგრესი.
- ფუნქციური ფორმატიმთავარ აქცენტს განათლებისა და უნარ-ჩვევების სექციებზე აკეთებს. აღნიშნული ფორმატი მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილების მქონე თმის სტილისტებისთვისაა შესაფერისი. თუმცა, მისი გამოყენება რეკომენდირებულია თავისუფალი სამუშაო გრაფიკის მქონე თვითდასაქმებული სტილისტებისთვისაც.
- შერეული ფორმატიფუნქციონალური და ქრონოლოგიური ფორმატებისთვის დამახასიათებელ საუკეთესო ელემენტებს აერთიანებს. აღნიშნული ფორმატი აპლიკანტს შესაძლებლობას აძლევს პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად ყურადღება განათლებასა და უნარ-ჩვევებზეც გაამახვილოს.
სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია პირველ შთაბეჭდილებას ახდენს პოტენციურ დამსაქმებელზე და მას შესაძლებლობას აძლევს იოლად დაგიკავშირდეთ დადებითი პასუხის შემთხვევაში.
თმის სტილისტი
+995 555 123 321
ekaterine_iashvili@email.com
თბილისი, საქართველო
ეკო იაშვილი
+995 555 123 123
Iasha007@email.com
სამუშაო გამოცდილების პერიოდი: 2018 წლის 21 ივლ – 2023 წლის 14 ივლ
instagram.com/in/ekaterineiashvili
თმის სტილისტის სამუშაო გამოცდილება
Მუშაობის გამოცდილების სექცია დამსაქმებელს განსაკუთრებული ნდობით განაწყობს თქვენდამი. ამ სექციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გირჩევთ ზედმიწევნით აღწეროთ პროფესიისთვის რელევანტური გამოცდილება და ყურადღება მასთან დაკავშირებულ ძირითად მოვალეობებზე გაამახვილოთ.
👇 თმის სტილისტის პროფესიული გამოცდილების ეფექტურად წარმოსადგენად წარმოგიდგენთ ორ რელევანტურ მაგალითს:
მაგალითი 1
სილამაზის სალონი “ენჯი”
თბილისი, საქართველო
აპრილი 2017 – აგვისტო 2022
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო ადგილის მოწესრიგება;
- მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
- თმის შეჭრა და დავარცხნა;
- თმის შეღებვა;
- ვარცხნილობის შექმნა.
მაგალითი 2
სილამაზის სალონი “ბარბერისი”
თბილისი, საქართველო
მარტი 20014 – მაისი 2016
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთა კონსულტაცია;
- თმის დიაგნოსტიკა, შეღებვა, ფერის შერჩევა;
- ქალისა და მამაკაცის თმის სტილის შერჩევა და ვარცხნილობის შექმნა;
- თმის მოვლის პროცედურები;
- თმის დავარცხნა, გასწორება და დახვევა.
განათლების სექცია: მნიშვნელოვანი დეტალები
თმის სტილისტის რეზიუმეში წარმოდგენილი განათლების სექცია დამსაქმებლისთვის მაღალ სტანდარტებსა და კვალიფიკაციასთან ასოცირდება.
👇 წარმოგიდგენთ სილამაზის ინდუსტრიისთვის რელევანტური განათლების სექციის ორ კონკრეტულ მაგალითს:
მაგალითი 1
სტილისტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სსიპ კოლეჯი “ერქვანი”, საქართველო (2012 – 2016)
მაგალითი 2
სსიპ კოლეჯი მოდუსი, თბილისი, საქართველო
2012 წლის სექტემბერი – 2016 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- თმის შეღებვა და გაღიავება;
- თმის ქიმიური დახვევა და გასწორება;
- წვერ-ულვაშისა და ბაკენბარდების მოდელირება;
- თმის სპა პროცედურები.
თმის სტილისტის პროფესიული პროგრამა
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი, თბილისი, საქართველო
2012 წლის სექტემბერი – 2016 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- თმისა და კანის დიაგნოსტიკა;
- შეღებვის სახეობები;
- თმის მელირება;
- ჰიგიენა და სანიტარია.
თმის სტილისტის უნარ-ჩვევები
საინტერესოა, რომ თმის სტილისტები უნარ-ჩვევების ნაწილში პროფესიულ მსგავსებას კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლებთან იზიარებენ.
პრაქტიკული გამოცდილება ცხადყოფს, რომ სტილისტის რეზიუმეს მსგავსად, კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლის CV-ც პოზიტიური გამოცდილების უზრუნველყოფაზე აკეთებს მთავარ აქცენტს და ინტერპერსონალური უნარების წარმოდგენით იწყებს რბილი უნარების ჩამონათვალს.
👇 Წარმოგიდგენთ თმის სტილისტისთვის საჭირი უნარ-ჩვევების მოკლე ჩამონათვალს:
ხისტი უნარები
- მოდური ვარცხნილობების შექმნის უნარი
- საღებავების კლასიფიკაცია
- თმისა და კანის დიაგნოსტიკა
- სამუშაო ადგილის ორგანიზება
- თმის შეღებვა და გაღიავება
- თმის ქიმიური დახვევა და გასწორება
- თმის სპა პროცედურები
რბილი უნარები
- დეტალებისადმი ყურადღება
- დროის მენეჯმენტი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- პროფესიული ეთიკის დაცვა
- შედეგზე ორიენტირებულობა
პროფესიული შეჯამება
ეფექტური პროფესიული შეჯამების შექმნა დამსაქმებელზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია შეჯამების წერის პროცესში მთავარი აქცენტი შესაძლებლობებზე გააკეთოთ და ეფექტურად წარმოაჩინოთ თქვენი კონკურენტული უპირატესობები.
დამატებითი სექციები
საუკეთესო პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოვამზადეთ დამატებითი სექციების ის ჩამონათვალი, რომელიც თქვენს რეზიუმეს მეტად მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.
- სერთიფიკატებიგამოცდილი სტილისტისგან მომსახურების მიღება მომხმარებელთა მთავარი ინტერესია. სწორედ ამიტომ, პროფესიისთვის რელევანტური სერტიფიკატების რეზიუმეში წარმოდგენა დამსაქმებლის თვალში მნიშვნელოვნად აამაღლებს თქვენს პროფესიონალიზმს.
- ჰობები და ინტერესებიჰობები და ინტერესები დამსაქმებელს თქვენი ძირითადი კვალიფიკაციის მიღმა არსებული ცოდნის გამოვლენაში ეხმარება. პროფესიის თავისებურებიდან გამომდინარე, სტილისტის ინტერესები შესაძლოა მოდის ისტორიას, მაკიაჟის ხელოვნებასა და ფოტოგრაფიას მოიცავდეს.
- უცხო ენებიუცხო ენების ცოდნა შესაძლებლობას მოგცემთ პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინოთ უცხოენოვან კლიენტებზე და ვარცხნილობასთან დაკავშირებული მათი პრეფერენციებიც ზედმიწევნით გაითვალისწინოთ.
- მშობლიური
- თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
- შუალედური დონე (B1)
- Საბაზისო (A2)
შეჯამება: საუკეთესო რჩევები თმის სტილისტის რეზიუმეს შესადგენად
📍 რეზიუმე სასურველი ვაკანტური პოზიციის აღწერას მიუსადაგეთ და ამ გზით წარმოაჩინეთ პროფესიისთვის რელევანტური გამოცდილება და უნარები.
📍 რეზიუმეში ყურადღება სერთიფიკატებსა და სპეციალიზებულ ტრენინგებთან ერთად ისეთ მიღწევებზე გაამახვილოთ, როგორიც, მაგალითად კმაყოფილი კლიენტების პროცენტული მაჩვენებელია.
📍 თმის სტილისტის რეზიუმეს მომზადებისას, სასურველია სოციალური მედიის პლატფორმებზე განთავსებული თქვენი ნამუშევრების პორტფოლიოს ბმულიც წარმოადგინოთ.
📍 გამოიყენეთ პროფესიული ტონი და ფორმატი. შეასწორეთ უნებლიეთ დაშვებული გრამატიკული შეცდომები და რეზიუმე PDF ფორმატში გადაიყვანეთ.
CV-ს სამოტივაციო წერილიც დაურთეთ
დამაჯერებელ სამოტივაციო წერილს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს დასაქმების პროცესზე და დამსაქმებელს გადაწყვეტილების თქვენს სასარგებლოდ მიღებისკენ უბიძგოს.
კითხვები და პასუხები
პროფესიული განათლების არმქონე ადამიანს შეუძლია თმის სტილისტი გახდეს?
პროფესიული განათლების არმქონე ადამიანს შუძლია გახდეს თმის სტილისტი, თუ ის პროფესიას ონლაინ გაკვეთილების ან პრაქტიკული გამოცდილების მეშვეობით შეისწავლის. პროფესიისადმი ინტერესი და პრაქტიკა და თვითნასწავლ სტილისტებს საჭირო ტექნიკისა და უნარების გამომუშავებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
რომელი სამი ძირითადი პროფესიული თვისება აქცევს თმის სტილისტს პროფესიონალად?
სამი ძირითადი პროფესიონალური თვისება, რომელიც თმის სტილისტს გამოარჩევს, არის კრეატიულობა, ტექნიკური გამოცდილება და ეფექტური კომუნიკაცია. კრეატიულობა სტილისტებს უნიკალური ვარცხნილობების შექმნაში ეხმარება. ტექნიკური ექსპერტიზა სამუშაო პროცესის სიზუსტეს უზრუნველყოფს, ეფექტური კომუნიკაცია კი შესაძლებელს ხდის კლიენტისთვის სასურველ შედეგს მიაღწიოთ.