გაყიდვების წარმომადგენლის CV: გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესაქმნელად

შრომის ბაზრის ხანგრძლივი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ  გაყიდვების წარმომადგენლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და მოთხოვნადი მიმართულებაა ბაზარზე.  ამ პროფესიის მქონე თანამშრომლები სჭირდება ყველა იმ კომპანიას, რომელსაც სურს, რომ საკუთარი პროდუქტი ან სერვისი მომხმარებლებს შესთავაზოს. 

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები

გაყიდვების წარმომადგენლის საქმიანობა შემსრულებლისგან სათანადო კომუნიკაციის უნარს, ენერგიასა და განსაკუთრებულ ენთუზიაზმს მოითხოვს. თუმცა, ამ კვალიფიკაციების ქონის პარალელურად სასურველი პოზიციის დასაკავებლად, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ გაყიდვების წარმომადგენლის CV, რომელიც სრულფასოვნად აღწერს თქვენ კონკურენტულ უპირატესობებს და სიცხადით წარმოაჩენს თქვენს ყველა ძლიერ მხარეს.

გაყიდვების ასოცირებული CV

ვიმედოვნებთ, რომ გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციისთვის მომზადებული ჩვენი გზამკვლევი დასახული კარიერული მიზნების რეალობად ქცევაში მნიშვნელოვნად შეგიწყობთ ხელს.

Სარჩევი

გაყიდვების წარმომადგენელი: CV-ს მაგალითი

👇 წარმოგიდგენთ გაყიდვების წარმომადგენლის CV-ს ნიმუშს, რომელიც რეზიუმეს მომზადების საუკეთესო სტანდარტებთან მოდის თანხვედრაში:

ლადო თოდუა
გაყიდვების წარმომადგენელი
+995 555 123123
ladotodua@email.com
თბილისი, საქართველო
Linkedin.com/in/ladotodua

პროფესიული შეჯამება
შედეგებზე ორიენტირებული გაყიდვების წარმომადგენელი 5 წლიანი პროფესიული გამოცდილებით. საქმისადმი ჩემი პროფესიული მიდგომა მომხმარებელთა საჭიროებების სრულყოფილ ანალიზს და მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს. მაღალი პროფესიონალიზმისა და ეფექტური კომუნიკაციის წყალობით, წარმატებით განვახორციელე  ასობით მაღალი ღირებულების გარიგება და კომპანიის წლიური გაყიდვების მოცულობა ჯამში 60%-ით გავზარდე.

სამუშაო გამოცდილება 
ინგლისურენოვანი გაყიდვების წარმომადგენელი
კომპანია “MS Holding“
თბილისი, საქართველო
მარტი 2017 – მაისი 2022

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისა და ტენდენციების კვლევა და მასთან დაკავშირებული შედეგების ანალიზი;
  • წინასწარ შეთანხმებულ ობიექტზე  წარმომადგენლობა;
  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვებთან დაკავშირებული შედეგების მუდმივი გაუმჯობესება;
  • პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა, მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება და აქციების გაცნობა;

განათლება

გაყიდვების მენეჯმენტის სალექციო კურსი
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საქართველო
2017 წლის სექტემბერი – 2018 წლის ოქტომბერი

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
2015 წლის სექტემბერი – 2017 წლის ოქტომბერი

ძირითადი მიღწევები
შეთავაზებების ინდივიდუალიზაციის წყალობით, 2022 წელს კომპანიის გაყიდვებმა 35%-ით გადააჭარბა წინასწარ განსაზღვრულ გეგმას და ახალი ბაზრის ათვისების საფუძველზე ორი ახალი ფილიალი გახსნა ბაქოსა და ერევანში.

კონფერენციები და კურსები

  • GIPA-ს ტრენინგების ცენტრის სერტიფიცირებული კურსი თემაზე: გაყიდვების მენეჯმენტი
  • განვითარების აკადემიის ტრენინგი თემაზე: ეფექტური მომსახურების და გაყიდვების სტრატეგია
  • გაყიდვების ინსტიტუტის კურსი თემაზე: როგორ დავგეგმოთ და ვმართოთ გაყიდვებისა და მოლაპარაკებების პროცესი

ხისტი უნარები

  • მაღალი პროფესიონალიზმი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირება
  • ოპერატიულობა და პუნქტუალურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დროისა და რესურსების ეფექტური მენეჯმენტი

რბილი უნარები 

  • ორგანიზებული
  • აქტიური
  • პოზიტიური
  • შრომისმოყვარე
  • პასუხისმგებლიანი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კეთილსინდისიერი

კომპიუტერული უნარები

  • Microsoft PowerPoint
  • Google Slides
  • Salesforce
  • Microsoft Power BI

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური – C1
  • ფრანგული – B1

დასაქმების პერსპექტივა გაყიდვების სფეროში: 2023 წლის სტატისტიკა საქართველოში

💡 ფაქტი: salaryexpert-ის ბაზრის კვლევის საფუძველზე დგინდება, რომ საქართველოში დასაქმებული გაყიდვების წარმომადგენლის საშუალო ყოველწლიური ანაზღაურება 27 033 ლარია.
👉 გაითვალისწინეთ, რომ გაყიდვების წარმომადგენლის პროფესიასთნ დაკავშირებული უფლება-მოვალეობების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა აღნიშნული ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად შეიცვალოს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხშირად ამ პოზიციისთვის განსაზღვრული ხელფასი არ არის ფიქსირებული და გაყიდული პროდუქტის/სერვისის რაოდენობაზეა დამოკიდებული.

Როგორ შევქმნათ გაყიდვების წარმომადგენლის ეფექტური რეზიუმე

გაყიდვების წარმომადგენლის პროფესია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული საჭირო კომპეტენციების ვრცელ ჩამონათვალს გულისხმობს.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია სრული პასუხისმგებლობით მიუდგეთ რეზიუმეს შექმნის პროცესს და კონკრეტული რჩევებისა და  რეკომენდაციების გათვალისწინებით გააკეთოთ სწორი აქცენტები.

  • აქციეთ პოზიციასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვები თქვენს კონკურენტულ უპირატესობად:როდესაც დამსაქმებელი აცხადებს ვაკანსიას, აღწერაში ის აუცილებლად იყენებს პროფესიასთან დაკავშირებულ ძირითად ტერმინებს. გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციასთან დაკავშირებული ამ საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების რეზიუმეში ინტეგრირებით თქვენი წარმატების შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება!გირჩევთ CV-ს შექმნამდე ყურადღებით გაეცნოთ გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციასთან დაკავშირებულ, ინტერნეტში განთავსებულ ვაკანსიებს  და სწორედ იქ წარმოდგენილ რელევანტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით განსაზღვროთ პროფესიასთან დაკავშირებული რომელი კონკრეტული საკვანძო სიტყვების გამოყენებას შეძლებთ.
  • ნათლად წარმოადგინეთ ინფორმაცია თქვენი განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესახებ: ვინაიდან რეზიუმე დამსაქმებლის წინაშე ახდენს თქვენი კვალიფიკაციის პრეზენტაციას, მნიშვნელოვანია, რომ ის სათანადოდ წარმოაჩენდეს თქვენს კონკურენტულ უპირატესობებს და ვაკანსიასთან თქვენს შესაბამისობას უსვამდეს ხაზს.სწორედ ამიტომ, CV სრულყოფილად უნდა წარმოაჩენდეს როგორც თქვენს განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას, აგრეთვე პიროვნულ და პროფესიონალურ უნარ-ჩვევებს.
  • გულდასმით შეარჩიეთ CV-ის ფორმატი და სტრუქტურა:დამსაქმებლისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც აპლიკანტის  კვალიფიკაცია, აგრეთვე ის ფორმატი და სტრუქტურა, რომელსაც ის რეზიუმეში ინფორმაციის წარმოსადგენად იყენებს.გონივრულად ორგანიზებული CV აპლიკანტის წარმატების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის. სწორედ ამიტომ გირჩევთ, რომ ყურადღება მიაქციოთ ამ გარემოებას და სათანადო დრო დაუთმოთ CV-ის ეფექტურ ფორმატირებას.
  • კონკურენტული უპირატესობის წარმოსაჩენად გამოიყენეთ ფაქტობრივი და რაოდენობრივი მონაცემები:გონივრულად ორგანიზებული CV, რომელიც კონკრეტული მიღწევების ხაზგასმით ასაბუთებს აპლიკანტის პროფესიულ ღირსებას, წარმატების უპირობო გარანტია!ფაქტობრივი და რაოდენობრივი მონაცემების გამოყენებით რეზიუმეს მეტ დამაჯერებლობას შესძენთ და თქვენს პროფესიონალიზმს  კონკურენტუნარიანად წარმოაჩენთ.

Სექციების სწორი თანმიმდევრობა

თანმიმდევრულობა რეზიუმეს შედგენის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. საუკეთესო კანდიდატის ძიების პროცესში დამსაქმებელი უდავოდ გაამახვილებს ყურადღებას სექციების განლაგებაზე და ეცდება მათი სტრუქტურის გააზრების საფუძველზე ამოიცნოს თქვენი ორგანიზაციული უნარები.

👉 რეზიუმეში განთავსებული სექციების თანმიმდევრობაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ შესავალ ნაწილში პერსონალურ და საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად პოზიციის დასახელებაც უნდა იქნეს წარმოდგენილი.
📌 რჩევა: თქვენს პიროვნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, სასურველია, მიჰყვეთ საუკეთესო პრაქტიკას და თანმიმდევრულად განიხილოთ ჯერ პროფესიული შეჯამება და სამუშაო გამოცდილება, შემდეგ კი განათლება და პროფესიული უნარ-ჩვევები.
🎁 გაყიდვების სფეროსთვის საჭირო პროფესიული და პიროვნული უნარების წარმოჩენის შემდეგ აუცილებლად გადადით დამატებითი სექციების გრაფაზე და ისეთ უნიკალურ კვალიფიკაციებზე ისაუბრეთ, როგორიცაა, მაგალითად, უცხო ენების ცოდნა, სასწავლო კურსები და სერტიფიკატები.

გაყიდვების ასოცირებული CV

ფორმატი და სტრუქტურა

💡 ფაქტი: კვლევების თანახმად, HR პროფესიონალების უმრავლესობა აცხადებს, რომ კარგად ორგანიზებულმა რეზიუმემ კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებულ მათ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
🎁 გარდა ამისა, HR პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ მკაფიო და ლაკონური სტრუქტურით მომზადებული რეზიუმე უფრო ადვილად აღსაქმელია, რადგან შესაბამისი ფორმატი და სტრუქტურა საშუალებას იძლევა სწრაფად დადგინდეს ძირითადი კვალიფიკაციები და ეფექტურად გაკეთდეს გონივრული არჩევანი.

👇 წარმოგიდგენთ რეზიუმეს ფორმატირების 3 ყველაზე გავრცელებულ ფორმას:

  • ქრონოლოგიური ფორმატიქრონოლოგიური ფორმატის გამოყენება შესაძლებლობას გაძლევთ ხაზგასმით აღნიშნოთ თქვენი უახლესი პროფესიული გამოცდილება, კარიერული პროგრესი და გაზარდოთ სასურველი პოზიციის მოპოვების შანსი. აღნიშნული ფორმატი იოლად იპყრობს დამსაქმებლის ყურადღებას და ეფექტურად წარმოაჩენს გაყიდვების სფეროსთვის რელევანტურ თქვენს კვალიფიკაციას.
  • ფუნქციური ფორმატირეზიუმეში ფუნქციური სტილის გამოყენება რეკომენდირებულია მაშინ, როდესაც აპლიკანტს დასაქმებასთან დაკავშირებული ხარვეზები ჰქონდა, კარიერული ცვლილებები განიცადა ან შესაბამისი სამუშაო გამოცდილების ნაკლებობას განიცდის.აღნიშნული ფორმატი განსაკუთრებულ აქცენტს უნარებისა და მიღწევების სათანადოდ წარმოჩენაზე აკეთებს. სწორედ ეს ფაქტორი ხდის მას რელევანტურს იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლახანს დაასრულა განათლების მიღება ან პროფესიული მიმართულება შეიცვალა.
  • შერეული ფორმატირეზიუმეში შერეული ფორმატის გამოყენება მნიშვნელოვანია, როდესაც გსურთ ხაზი გაუსვათ როგორც თქვენს უნარებს, ასევე შესაბამის სამუშაო გამოცდილებას. აღნიშნული ფორმატი შესაძლებლობას გაძლევთ თანაბრად აჩვენოთ როგორც თქვენი კვალიფიკაცია, აგრეთვე მიღწევები. შერეული ფორმატი ყველაზე აქტუალური ძლიერი უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი სამუშაო ისტორიის მქონე კანდიდატებისთვისაა.

Სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

გაყიდვების წარმომადგენლის რეზიუმეში სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სწორად მითითებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან თვალსაჩინოდ წარმოდგენილი საკონტაქტო ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებელის აპლიკანტთან შემდგომ კომუნიკაციას ამარტივებს.

🎁 სათაურისა და საკონტაქტო იმფორმაციის სექცია რეზიუმეს მეტ პროფესიონალიზმსა და ეფექტურობას სძენს. მეტიც, ის თქვენს პროფესიულ იდენტობას ქმნის და ნათლად მიუთითებს თქვენს სპეციალობაზე.

გაყიდვების ასოცირებული CV

👇 გაყიდვების წარმომადგენლის CV-სთვის ეფექტური სათაურის შესაქმნელად, რეკომენდირებულია, რომ შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ:

  • თქვენი პროფესიული სათაური ფურცლის ზედა მარცხენა მხარეს განათავსეთ;
  • სრულყოფილად წარმოადგინეთ თქვენი სახელი, პროფესიული სტატუსი, ადგილმდებარეობა და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ნუ გადატვირთავთ რეზიუმეს  ამ ნაწილს ვრცელი წინადადებებითა და არარელევანტური ინფორმაციით. მაგალითად, სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის ნაწილში არ არის საჭირო საცხოვრებელი მისამართის ან დაბადების თარიღის მითითება.
✔️ კარგი სათაურის მაგალითი
ლადო თოდუა
გაყიდვების წარმომადგენელი
თბილისი, საქართველო | +995 555 123123 | ladotodua@email.com
❌ ცუდი სათაურის მაგალითი
გაყიდვების წარმომადგენელი
ლადო თოდუა
555 123 123
laduka007@email.com
საქართველო, თბილისი, მარშალ გელოვანის 11

პროფესიონალური შეჯამება

გაყიდვების წარმომადგენლის პროფესიონალური რეზიუმეს შესაქმნელად მნიშვნელოვანია თქვენს ძირითად მიღწევებსა და რაოდენობრივ შედეგებზე ფოკუსირდეთ.

📌 რჩევა: თქვენი პასუხისმგებლობებისა და პროფესიული მოვალეობების ჩამოთვლის ნაცვლად ყურადღება კონკრეტულ მიღწევებზე გაამახვილეთ და რაოდენობრივი მეტრიკის მითითებით წარმოაჩინეთ თქვენი წარმატების ხარისხი.

პროფესიული შეჯამების სექცია კვალიფიკაციისა და გამოცდილების მოკლე პრეზენტაციაა, შესაბამისად ის  დამსაქმებელთა განსაკუთრებული ინტერესის სფეროში ხშირად ექცევა.

👉 დაკვირვებით გაეცანით გაყიდვების წარმომადგენლის ვაკანსიის აღწერას და სწორედ მასზე დაყრდნობით შექმენით ეფექტური პროფესიონალური შეჯამება.
✔️ შეჯამების სწორი მაგალითი
შედეგებზე ორიენტირებული გაყიდვების წარმომადგენელი 5 წლიანი პროფესიული გამოცდილებითა და უბადლო რეპუტაციით. საქმისადმი ჩემი პროფესიული მიდგომა მომხმარებლის საჭიროებების სრულყოფილ ანალიზს და მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას ეყრდნობა. მაღალი პროფესიონალიზმისა და ეფექტური კომუნიკაციის წყალობით, წარმატებით განვახორციელე ასობით მაღალი ღირებულების გარიგება და კომპანიის წლიური გაყიდვების მოცულობა ჯამში 60%-ით გავზარდე.
❌ შეჯამების არასწორი მაგალითი
ჩემი პროფესიული გამოცდილება გაყიდვების წარმომადგენლის რანგში 5 წელს მეტს ითვლის. საქართველოს მასშტაბით არაერთ წარმატებულ კომპანიაში მიმუშავია, თუმცა ვთვლი, რომ ახალი გამოცდილების მიღება უფრო მეტად დამეხმარება კარიერულ განვითარებაში. მზად ვარ, რომ ნებისმიერ გამოწვევას შემართებით გავუმკლავდე!

Როდის გჭირდებათ რეზიუმეში ფოტოს გამოყენება

გაყიდვების წარმომადგენლის რეზიუმეში ფოტოს ჩართვა, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული, რადგან პროფესიულ გარემოში, დამსაქმებლის გადაწყვეტილება მხოლოდ აპლიკანტის კვალიფიკაციას, უნარებსა და გამოცდილებას ეფუძნება.

👉 რეზიუმე, უპირველეს ყოვლისა, გამიზნულია თქვენი შესაბამისი მიღწევების, უნარებისა და გამოცდილების წარმოსაჩენად. ფოტოს ჩართვამ კი შესაძლოა მიკერძოება გამოიწვიოს და პოტენციური დისკრიმინაციის საფუძველი გახდეს.

გაყიდვების წარმომადგენლის სამუშაო გამოცდილება

რეზიუმეს ეს განყოფილება იმ აპლიკანტებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა აქვთ და სპეციალობასთან დაკავშირებულ პროფესიულ გამოცდილებას ფლობენ.

გაყიდვების წარმომადგენლის პროფესიის შემთხვევაში ბევრი რამ არის დამოკიდებული გამოცდილებაზე და რაც უფრო მეტადაა გამოცდილი კანდიდატი, მით მეტია მისი წარმატების შანსი.

📌 რჩევა: უმჯობესია, დეტალურად აღწეროთ თქვენი პროფესიული გამოცდილება. მეტი დამაჯერებლობისთვის კი წინა დამსაქმებელთან მუშაობის დროს დაკისრებულ სამუშაო პასუხისმგებლობასაც შეგიძლიათ გაუსვით ხაზი.

👇 წარმოგიდგენთ ორ კონკრეტულ მაგალითს, რომელთა განხილვის საფუძველზე სათანადოდ გაიაზრებთ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს გაყიდვების წარმომადგენლის სამუშაო გამოცდილების სექცია.

მაგალითი 1

საცალო გაყიდვების წარმომადგენელი
ელემარკეტინგული კომპანია „Bright Brains“
თბილისი, საქართველო
მარტი 2017 – მაისი 2022

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისა და ტენდენციების კვლევა და მასთან დაკავშირებული შედეგების ანალიზი;
  • სატელეფონო ზარების განხორციელება და გაყიდვების მოლაპარაკების წარმოება;
  • მომხმარებელთა ბაზის მენეჯმენტი;
  • მომხმარებლებისთვის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • ყოველთვიურად განსაზღვრული გეგმის შესრულება.
მაგალითი 2

გაყიდვების წარმომადგენელი 
კომპანია “ICS Motors”
თბილისი, საქართველო
თებერვალი 2007 – აპრილი 2011

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა;
  • მომხმარებლებელთა მომსახურება საუკეთესო სტანდარტების დაცვით;
  • პოტენციურ მომხმარებელთან სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით კომუნიკაციის ჩამოყალიბება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების ბაზის დამუშავება და მისი მუდმივი მონიტორინგი.

Ძირითადი მიღწევა

ძირითადი მიღწევების სექცია შესაძლოა თქვენს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად იქცეს. სწორედ ამიტომ, რეზიუმეში არასდროს იქნება ზედმეტი იმ მიღწევების  აღნიშვნა, რომელიც მსგავს პოზიციაზე წინა კომპანიებში მუშაობას უკავშირდება და რომლითაც შეგიძლიათ რომ იამაყოთ.

📌 რჩევა: სასურველია, აღნიშნული გრაფა ლაკონურად და ობიექტურად, შესაბამისი რაოდენობრივი მონაცემების საფუძველზე წარმოადგენდეს თქვენს ძირითად მიღწევებს.

👇 Წარმოგიდგენთ ძირითადი მიღწევების რამდენიმე მაგალითს  გაყიდვების წარმომადგგენლის რეზიუმესთვის:

  • გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ჩემი მუშაობის ფარგლებში, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, კომპანიის პროდუქტის გაყიდვები 15%-ით გაიზარდა.
  • შეთავაზებების ინდივიდუალიზაციის წყალობით, 2022 წელს კონპანიის გაყიდვებმა 35%-ით გადააჭარბა წინასწარ განსაზღვრულ გეგმას.
  • კლიენტებთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე გაფართოვდა მომხმარებელთა ბაზები და ჩემი ინიციატივით შეიცვალა კონკრეტული პროდუქციისა და სერვისების საზოგადოებისთვის გაცნობის სტრატეგია.

Როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არ გაქვთ გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

გაყიდვების სფეროში გამოცდილების არ ქონის შემთხვევაშიც კი არ უნდა დაკარგოთ სასურველი პოზიციის დაკავების იმედი!

💡 ფაქტი: შრომითი ბაზრისთვის დამახასიათებელი ბოლოდროინდელი ტენდენცია ცხადყოფს, რომ კომპანიები  მზად არიან დაიქირაონ სამუშაო გამოცდილების არმქონე პირი იმ შემთხვევაში თუ მას პოზიციისთვის საჭირო უნარები აქვს და მზად არის, რომ სრულყოფილად შეისწავლოს პროფესიასთან დაკავშირებული ყოველი ნიუანსი.
📌 რჩევა: გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის სპეციფიკას თუ არ იცნობთ, შეგიძლიათ რეზიუმეში თქვენი წინა სამუშაო გამოცდილება წარმოადგინოთ და სამსახურებრივი პასუხისმგებლობების აღწერით გზით დაანახოთ დამსაქმებელს რაოდენ შრომისმოყვარე, ორგანიზებული და საიმედო პიროვნება ხართ.

გაყიდვების ასოცირებული CV

აკადემიური და პროფესიული განათლება

გაყიდვების წარმომადგენლის რეზიუმეში განათლების განყოფილების სწორად წარმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ის თქვენს აკადემიურ კვალიფიკაციას აყალიბებს და პროფესიული განვითარებისადმი თქვენს ერთგულებას უსვამს ხაზს.

📌 რჩევა: დამსაქმებელთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციის დასაკავებლად სასურველია უმაღლესი განათლება ჰქონდეს აპლიკანტს.

ასეთ შემთხვევაში, ყურადღება გაამახვილეთ ისეთ დეტალებზე, როგორიცაა, მაგალითად,  საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, განათლების მიღების პერიოდი და მოპოვებული აკადემიური ხარისხი.

👇 სიამოვნებით წარმოგიდგენთ განათლების სექციის ორ რელევანტურ მაგალითს, რომელიც გაყიდვების წარმომადგენლის რეზიუმესთვის მოვამზადეთ:

მაგალითი 1

გაყიდვების მენეჯმენტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სალექციო კურსი, საქართველო (2021-2022)
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო (2017 – 2021)

მაგალითი 2

სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი
თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი – 2022 წლის ივნისი

შესაბამისი კურსები:

  • გაყიდვების მართვის კონცეფცია;
  • გაყიდვების გუნდის მართვა;
  • კატეგორიების მენეჯმენტი;
  • მარაგების მართვა;
  • გაყიდვების პროგნოზირება;

პროდუქტის მარკეტინგი
სმარტ აკადემია, თბილისი, საქართველო
2022 წლის სექტემბერი – 2023 წლის მაისი

შესაბამისი კურსები:

  • გაყიდვების სტრატეგია;
  • კორპორატიული გაყიდვები;
  • კონტენტ მენეჯმენტი;
  • პროდუქტის მარკეტინგის სტრატეგია;
  • პროდუქტის დაგეგმვა და მართვა;

გაყიდვების წარმომადგენლის უნარ-ჩვევები

👉გახსოვდეთ, გაყიდვების წარმომადგენლის რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ, რომ ხართ კომუნიკაბელური და კარგად ერკვევით ფსიქოლოგიაში. გაყიდვების სფეროში წარმატებული კარიერის შესაქმნელად ეს თვისებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა სამუშაო დღე არარეგულარული, მომხმარებელი კი არამეგობრული იყოს, გაყიდვების წარმომადგენელი სტრესისადმი მდგრადი და ემოციურად სტაბილური უნდა იყოს. მას უნდა ჰქონდეს დისციპლინა და სამსახურისადმი ენერგიული და პოზიტიური დამოკიდებულებით უნდა გამოირჩეოდეს.

ვინაიდან, გაყიდვების წარმომადგენელს უშუალოდ უწევს ფულთან და პროდუქტებთან შეხება, შესაძლოა დამსაქმებელმა შეამოწმოს, ხომ არ ხართ წარსულში ნასამართლევი.

👇 გაყიდვების წარმომადგენლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ეფექტური პრეზენტაციის მიზნით შეგვიძლია უნარების კატეგორიზაციის მეთოდი გამოვიყენოთ.

ხისტი უნარები

  • მაღალი პროფესიონალიზმი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირება
  • ოპერატიულობა და პუნქტუალურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დროისა და რესურსების ეფექტური მენეჯმენტი

რბილი უნარები

  • ორგანიზებული
  • აქტიური
  • პოზიტიური
  • შრომისმოყვარე
  • პასუხისმგებლიანი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კეთილსინდისიერი

დამატებითი სექციები

თქვენი განათლების, პროფესიული  გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გარდა, რეზიუმეში დამსაქმებელი განსაკუთრებულ ყურადღებას დამატებითი სექციების ფარგლებში წარმოდგენილ ინფორმაციასაც მიაქცევს.

📌 რჩევა: შესაძლოა, გაყიდვების წარმომადგენლის საქმიანობა პროდუქტების რელოკაციასაც მოიცავდეს. შესაბამისად, თუ გაქვთ მართვის მოწმობა და ფლობთ მანქანას, აუცილებლად მიუთითეს ამის შესახებ რეზიუმეში.

უცხო ენების ცოდნა

უცხო ენის ცოდნა გაყიდვების წარმომადგენელს შესაძლებლობას აძლევს, რომ ეფექტური კომუნიკაცია დაამყაროს სხვა ეროვნების ადამიანებთან და ამ გზით მნიშვნელოვნად გაზარდოს პროდუქტის გაყიდვის არეალი.

👉 უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მომხმარებლის მშობლიურ ენაზე საუბარი მისი პიროვნებისა და კულტურისადმი პატივისცემას გამოხატავს, რაც  საქმიან ურთიერთობაში  უდავოდ გამოიწვევს მეტ ნდობას.

უცხო ენების ცოდნა ახალი ბაზრების შესწავლისა და კომპანიის გლობალური მასშტაბით გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, ვინაიდან  საერთაშორისო გაყიდვები ბიზნესის მთავარი ინტერესია, უცხო ენის ცოდნა თქვენი წარმატების შანს ასტრონომიური მაჩვენებლით გაზრდის!

👇 უცხო ენების სექციის ორგანიზებისთვის, სასურველია, უპირატესობა ქვემოთ მოცემულ ფორმატს მიანიჭოთ:

  • მშობლიური
  • თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
  • შუალედური დონე (B1)
  • Საბაზისო (A2)

კონფერენციები და კურსები

ჭეშმარიტია მსჯელობა, რომ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა წარმატების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. ამ პროცესის არაგონივრულად წარმართვის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარების საწყის წერტილს დაუბრუნდეთ და მხოლოდ ახალი შემართების პოვნის საფუძველზე შეძლოთ კარიერული განვითარების სწორ გზაზე დადგომა.

👇 ვინაიდან, პოტენციური კლიენტების უმრავლესობა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, მნიშვნელოვანია, რომ გაყიდვებისა და მარკეტინგის მოქნილი პროცესის შექმნა შეგეძლოთ.

ამ მიზნის მისაღწევად ისეთი პროფესიული კონფერენციებისა და კურსების გავლა დაგჭირდებათ, რომლებიც თქვენს კონკურენტულ უპირატესობას საუკეთესოდ წარმოაჩენენ:

  • GIPA-ს ტრენინგების ცენტრის სერტიფიცირებული კურსი თემაზე: “გაყიდვების მენეჯმენტი”;
  • განვითარების აკადემიის ტრენინგი თემაზე: “ეფექტური მომსახურების და გაყიდვების სტრატეგია”;
  • გაყიდვების ინსტიტუტის კურსი თემაზე: “როგორ დავგეგმოთ და ვმართოთ გაყიდვებისა და მოლაპარაკებების პროცესი”.

კომპიუტერული უნარები

კომპიუტერული უნარები გაყიდვების წარმომადგენელს შესაძლებლობას აძლევს ეფექტურად გამოიყენოს როგორც გაყიდვების პროგრამული უზრუნველყოფები, აგრეთვე, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სისტემები.

გარდა ამისა, კომპიუტერის სათანადოდ ცოდნა გაყიდვების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს ტექნოლოგია კვლევის, ბაზრის ანალიზისა და მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისთვის გამოიყენოს.

📌 რჩევა: კონკურენტული უპირატესობის წარმოსაჩენად, გირჩევთ ყურადღება ისეთ უნარებზე გაამახვილოთ, როგორიცაა, მაგალითად, Microsoft PowerPoint და Google Slides ეფექტური პრეზენტაციისთვის, ან Salesforce და Microsoft Power BI მონაცემების მართვისთვის.

შეჯამება: შექმენით გაყიდვების წარმომადგენლის CV ნაბიჯ-ნაბიჯ

  • სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის ნაწილში ინფორმაციის ობიექტურად მითითების საფუძველზე შეუქმენით წარმოდგენა დამსაქმებელს თქვენი პიროვნების შესახებ.
  • პროფესიული სათაურისა და შეჯამების ნაწილში მოკლედ და ამომწურავად ისაუბრეთ თქვენი პროფესიული  მიღწევებებისა და უნარ-ჩვევების შესახებ. მსჯელობის გასამყარებლად, სასურველია, იყოთ კონკრეტულები და მიზანმიმართულად აღწერდეთ თქვენს მთავარ მიღწევებს.
  • სტრუქტურირებული აბზაცები და დანომრილი სიები თქვენი რეზიუმეს ყოველ სექციას შესძენენ დამაჯერებლობას და თქვენი შესაძლებლობების აღქმასაც მნიშვნელოვნად გაამარტივებენ.
  • კონკურენტული უპირატესობის სათანადოდ წარმოსაჩენად, მნიშვნელოვანია, რომ რეზიუმეს ყოველი სექცია შესაბამისად წარმოადგენს როგორც თქვენს ცოდნასა და სამუშაო გამოცდილებას, აგრეთვე, უნარებსა და კომპეტენციებს.
  • გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული მაგალითებითა და რაოდენობრივი მონაცემებით გამყარებული თქვენი მიღწევები მეტ თავდაჯერებულობას შეგძენენ და დამსაქმებელსაც დადებითად განაწყობენ თქვენდამი.
  • როდესაც დამსაქმებელი აცხადებს ვაკანსიას, ის აღწერაშივე განსაზღვრავს პრიორიტეტებს. შესაბამისად, გაყიდვების წარმომადგენლის პროფესიასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილების ნაკლებობის ან არქონის შემთხვევაში, სასურველია, მთავარი აქცენტი თქვენს განათლებაზე, პიროვნულ მახასიათებლებსა და პროფესიულ კურსებზე  გაამახვილოთ.
  • რეზიუმეს ქართულ ენაზე მომზადებისას, სასურველია, უპირატესობა Sylfaen ფონტს მიანიჭოთ. ფორმატირებისას კი არჩევანი PDF ფორმატზე გააკეთეთ.
  • ვინაიდან გრამატიკულად და პუნქტუაციურად გამართული რეზიუმე თქვენი წარმატების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის,დარწმუნდით, რომCV-ის გაგზავნამდე ყურადღებით გადაიკითხავთ ნაწერს და ყველაფერს წესების შესაბამისად შეასწორებთ.

არ დაივიწყოთ Სამოტივაციო წერილის მნიშვნელობა

იმისთვის, რომ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ შესაძლებლობები და დამსაქმებელი დაარწმუნოთ, რომ თქვენს კანდიდატურას ალტერნატივა არ ჰყავს, რეზიუმესთან ერთად სამოტივაციო წერილიც გამოიყენოთ.

🎁ჩვენი რეზიუმეს მაგალითები დაგარწმუნებთ, რომ თქვენს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი პოზიციის დაკავებას შეძლებთ!

განაგრძეთ წინსვლა თქვენი მიზნებისკენ და გაითვალისწინეთ, რომ თუ წარმატებასთან ახლოს მყოფს ახალი იდეებით შთაგონება დაგჭირდებათ ჩვენი საუკეთესო შაბლონები არასდროს გაგიცრუებენ იმედს!

კითხვები და პასუხები

გაყიდვების სფეროში დასაქმებული პერსონალის რა ტიპები არსებობს?

გაყიდვების სფეროში მომუშავე პირებიდან რამდენიმე ძირითადი კატეგორია შეგვიძლია გამოვყოთ, ესენია: საცალო გამყიდველი, საბითუმო გამყიდველი და მწარმოებლის გაყიდვის წარმომადგენელი.

თითოეული ეს კატეგორია საკმაოდ სპეციფიკურ უფლება-მოვალეობებს მოიცავს და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს.

რამდენად აქვს გაყიდვების წარმომადგენელს სამსახურში დაწინაურების პერსპექტივა?

გაყიდვების სპეციალისტებს სამსახურში დაწინაურების კარგი პერსპექტივა აქვთ და მოვალეობების სრულფასოვნად შესრულების საფუძველზე შეუძლიათ გაყიდვების მენეჯერის პოზიციის დაკავება.

რაც უფრო დიდ წარმატებას აღწევს კომპანია გაყიდვებში, მით უფრო მეტად აფასებს ამ მიმართულებით დასაქმებულ ადამიანებს და მათი წახალისების მიზნით დაწინაურებასთან ერთად გულუხვ პრემიებსაც გასცემს.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...