ბარმენის CV: სრული ინსტრუქცია და შაბლონები საუკეთესო რეზიუმეს შესაქმნელად

თუ თქვენი შემოქმედებითი ხასიათი აღმოჩენებისკენ  გიბიძგებთ და ახალი შთაბეჭდილებების ძიების პროცესში გაკეთებული მიგნებები გაბედნიერებთ, დიდი ალბათობით, თქვენი მოწოდება სწორედ ბარმენობაა. 

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

თუმცა იმისთვის, რომ სხვა კანდიდატებისგან გამოირჩეოდეთ საჭიროა ყველა სტანდარტის დაცვით შექმნათ ბარმენის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს პროფესიონალიზმს.

💡 ფაქტი: შრომითი სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, ბარმენების დასაქმებასთან დაკავშირებული მაჩვენებელი 2021 წლიდან 2031 წლამდე 18%-ით გაიზრდება და ბაზარზე ყოველწლიურად 105 300 ვაკანტური პოზიცია იქნება თავისუფალი. აღნიშნული ინდექსი მნიშვნელოვნად აღემატება მომსახურების სფეროს სხვა ნებისმიერ პროფესიასთან დაკავშირებულ მაჩვენებელს.

წინამდებარე სტატიაში შემოგთავაზებთ პრაქტიკულ რჩევებს და დეტალურად განვიხილავთ, თუ როგორ უნდა შექმნათ ბარმენის საუკეთესო CV პოტენციურ დამსაქმებლებზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოსახდენად.

Სარჩევი

ბარმენი CV: ნიმუში

👇 განვიხილოთ ბარმენის CV-ის იმგვარი ნიმუში, რომელიც რეზიუმეს შექმნის საუკეთესო პრაქტიკას შეესაბამება:

გიორგი აბაშიძე
ბარმენი
თბილისი, საქართველო
+995 555 555 555
Georgeabashidze@email.com
linkedin.com/in/Georgeabashidze

პროფესიული შეჯამება
მოდერნიზმით შთაგონებული ბარმენი, 5 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, უბადლო რეპუტაციითა და საავტორო კოქტეილების მრავალფეროვანი პორტფოლიოთი. ჩემი კონკურენტული უპირატესობა თანამედროვე ტენდენციების ზედმიწევნით ცოდნა და  გემოს საუცხოო შეგრძნებაა. Art of Martini 2020-ის ბარმენების კონკურსში გამარჯვება ჩემი მთავარი პროფესიული მიღწევაა.

სამუშაო გამოცდილება 
ბარმენი
კაფე სტამბა, თბილისი, საქართველო
სექტემბერი 2017 – ივლისი 2022

  • მაღალი პროფესიონალიზმით წარვმართავდი ბარმენის საქმიანობის ყველა ასპექტს;
  • სრულყოფილად ვფლობდი ბარში წარმოდგენილ პროდუქციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და სტუმრების გემოვნების შესაბამისად ვარჩევდი ექსკლუზიურად მათთვის შექმნილ კოქტეილებს;
  • უსაფრთხოების სტანდარტებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვით, სწრაფად, ეფექტურად და ხარისხიანად ვამზადებდი ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ სასმელებს;
  • ვაწესრიგებდი სამუშაო არეალს და შესაბამისი წესების დაცვით ვიყენებდი ბარში არსებულ დანადგარებს.

განათლება
ბარმენთა პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი, Berlin Bartender School, გერმანია (2015-2017)
ბარმენის პროფესიული კურსი, “Bacardi Flair Together”, საქართველო (2014 – 2015)
მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამა, კულინარიის აკადემია, საქართველო (2012 – 2014)

შესაბამისი კურსები:

  • თანამედროვე ბარის ორგანიზაციისა და ფუნქციონირების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები;
  • რესურსების ეფექტური მენეჯმენტი;
  • რესტორნებისა და  ბარების მუშაობის ძირითადი პრონციპები;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა;
  • სამუშაო აქსესუარების ინვენტარიზაცია და დანიშნულებისამებრ გამოყენება;

სერტიფიკატები & ჯილდოები

  • Art of Martini 2020 კონკურსის გამარჯვებული;
  • ბარმენების მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი;
  • Hennessy Be Very Special 2018 კონკურსის ფინალისტი;

ჰობები

  • კულინარია
  • ხატვა
  • ფოტოგრაფია

უნარები

  • უნიკალური სასმელების შექმნის უნარი
  • მაღალი პროფესიონალიზმი
  • სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირება
  • ოპერატიულობა და პუნქტუალურობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობა
  • შრომისმოყვარე
  • პასუხისმგებლიანი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური – C1
  • გერმანული – B2

Როგორია ბარმენის ანაზღაურება საქართველოში 2023 წელს?

💡 ფაქტი: ბარმენობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და შემოსავლიანი პროფესიაა სქართველოში. Salary Explorer-ის მონაცემების თანახმად, საქართველოში დასაქმებული, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილების მქონე ბრმენის ანაზღაურება ყოველთვიურად საშუალოდ 2510 ლარია.

ბარმენი CV

როგორც მომსახურების სფეროს სხვა პროფესიების შემთხვევაში, ბარმენების თანამდებობრივ სარგოსაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სამსახურებრივი დატვირთვის ნახევარი და სრული განაკვეთი.

🎁 საქსტატის მიხედვით, საშუალო თვიური შემოსავალი საქართველოში 1773 ლარია, რასაც მნიშვნელოვნად აღემატება ბარმენის პროფესიით გათვალისწინებული ანაზღაურება.

ამ ფაქტს მეტ მნიშვნელობას სძენს ის გარემოებაც, რომ ბარმენის პროფესიის დაუფლება დროის მოკლე პერიოდში, შესაბამისი პროფესიული განათლების მიღების საფუძველზეა შესაძლებელი.

ვინ აცხადებს ვაკანსიას ბარმენებისთვის საქართველოში?

თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ბაზარზე სულ უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ ბარმენებზე. დღეს, ბარმენები მხოლოდ კოქტეილებს არ ქმნიან. ისინი უნიკალური  შემოქმედებითი მიდგომით აოცებენ სტუმრებს ორიგინალური კომბინაციებით და პროფესიული ხელწერით.

👉 საქართველოს ბარმენთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ამ პროფესიით დასაქმება შესაძლებელია როგორც რესტორნებსა და კაფეებში, აგრეთვე ბარებსა და ღამის კლუბებში.

ყველა საჭირო რჩევა ბარმენის CV-ის ეფექტურად შესადგენად

ვინაიდან რეზიუმე თქვენს განათლებას, ცოდნას, გამოცდილებას, მიღწევებსა და უნარებს აჯამებს, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარმენის ეფექტური CV თქვენი ბილეთია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

👉 საუკეთესოდ მომზადებული რეზიუმე თქვენს პოტენციურ დამსაქმებელს თქვენთან დაკავშირებული დადებითი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

საზოგადოდ გავრცელებული მცდარი მოსაზრების თანახმად, აპლიკანტებს ხშირად ჰგონიათ, რომ არსებობს CV-ს შედგენასთან დაკავშირებული უნივერსალური წესები, რომელთა გათვალისწინებაც ნებისმიერი პოზიციის მოპოვებაში დაეხმარებათ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ პროფესიას უნიკალური ნიუანსები ახასიათებს, მნიშვნელოვანია რეზიუმეს შექმნისას სპეციფიკური დეტალები გაითვალისწინოთ.

👇თქვენი ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ გარკვეული რჩევები და რეკომენდაციები  შევიმუშავეთ. მათი გამოყენება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ბარმენის ეფექტური CV-ს შესადგენად:

  • Ნათლად აღწერეთ პროფესიული გამოცდილება:თუ აქამდე ბარმენად გიმუშავიათ, აუცილებლად გაუსვით ხაზი ამ გამოცდილებას რეზიუმეში. პროფესიულ გამოცდილებაზე საუბრის პარალელურად კი აუცილებლად მიუთითეთ ის ფუნქცია-მოვალეობები, რომელთა განხორციელებაც თქვენს კომპეტენციაში შედიოდა.
  • გამოკვეთეთ თქვენი არტისტული უნარები:სარესტორნო სფეროში შემოქმედებითი უნარები განსაკუთრებით დასაფასებელია. ვინაიდან ბარმენის საქმიანობა შემოქმედებითი პროცესია და გემოების აღქმასთან ერთად ფერებისა და ფორმების შეხამებასაც გულისხმობს, თქვენი არტისტული უნარები არავითარ შემთხვევაში არ დარჩება დამსაქმებლის ყურადღების მიღმა.
  • CV-ს შესძინეთ ორგანიზებული ფორმა:სწორად შედგენლი რეზიუმე შესაძლებლობას მოგცემთ მარტივად მოახდინოთ დადებითი შთაბეჭდილება პოტენციურ დამსაქმებელზე და ხაზი გაუსვათ აპლიციის პროცესისადმი თქვენს პროფესიონალურ დამოკიდებულებას.
  • გამოიყენეთ ვაკანსიასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვები:ბარმენის ვაკანსიის აღწერაში აუცილებლად იქნება მითითებული ის მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელთა რეზიუმეში გამოყენება თქვენს დეტალებზე ორიენტირებას გაუსვამს ხაზს და წარმოაჩენს, რომ სრულფასოვნად იაზრებთ ახალი სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას.
📌 რჩევა: ვინადან ბარმების პროფესია ძირითადად პრაქტიკულ გამოცდილებას ეყრდნობა, უმჯობესია, რეზიუმეს შედგენისას ჯერ სამუშაო გამოცდილებაზე გააკეთოთ აქცენტი და მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბროთ განათლების ნაწილზე.

ბარმენი CV

Სექციების სასურველი განლაგება

CV-ს შედგენისას დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული განლაგება ვიზუალურად მიმზიდველია და საკმარისად ნათელად აღქმადს ხდის რეზიუმეში წარმოდგენილ ინფორმაციას.

👇 ბარმენის რეზიუმეს შემთხვევაში, ჩვენ მიერ რეკომენდებული ფორმატი შემდეგია:

  • ფურცლის მარცხენა მხარეს განთავსებული სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია;
    • ელ-ფოსტა
    • ტელეფონის ნომერი
    • ადგილმდებარეობა
  • ნარატივის ფორმით წარმოდგენილი, 3-4 წინადადებისგან შემდგარი პროფესიული განათლება
  • მუშაობის გამოცდილება, რომელიც პოზიციების გარდა, თქვენი მოვალეობების ჩამონათვალსაც მოიცავს;
  • განათლება და კვალიფიკაციები;
  • უნარები (უცხო ენების ცოდნა, ჰობები და სერტიფიკატები);
📌 რჩევა: თუ რეზიუმეს ქართულ ენაზე ამზადებთ, უმჯობესია გამოიყენოთ ფონტი Sylfaen. ის ტექსტს ბევრად უფრო მარტივად და მკაფიოდ აღქმადს ხდის.

ბარმენის CV-ს ფორმატი და სტრუქტურა

ბარმენის CV-ს ფორმატი და სტრუქტურა მნიშვნელოვნად განაპირობებს თქვენი წარმატების შანსს. თუმცა, კონკრეტული ფორმატის გამოყენება მხოლოდ თქვენს ინდივიდუალურ გამოცდილებასა და კარიერულ გზაზეა დამოკიდებული.
👇 არსებობს 3 ძირითადი ტიპის ფორმატი, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული სტრუქტურა და დანიშნულება აქვთ.

  • ქრონოლოგიური ფორმატი – უახლესი დროიდან წარსულისკენ განალაგებს თქვენს სამუშაო გამოცდილებას და ამ გზით ზედმიწევნით აღწერს თქვენს პროფესიულ მიღწევებს; განსაკუთრებით შესაფერისია იმ კანდიდატებისთვისა, რომელთაც მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვთ და სურთ, რომ რეზიუმეში მათთვის მნიშვნელოვანი კარიერული მიღწევები წარმოაჩინონ.
  • ფუნქციური ფორმატი – იმ კანდიდატების არჩევანია, რომლებმაც ახლახანს დაასრულეს პროფესიული განათლების მიღება და ჯერ არ აქვთ კარიერული გამოცდილება; შესაძლებლობას გაძლევთ თქვენი უნარები ქვეკატეგორიებად განალაგოთ და ამ გზით წარუდგინოთ ისინი პოტენციურ დამსაქმებელს.
  • შერეული ფორმატი – თუ თქვენ მრავალჯერ შეიცვალეთ პროფესია და ბარმენად მუშაობის დაწყებამდე სხვა გამოცდილებებიც გქონდათ, სასურველი იქნება უპირატესობა შერეულ ფორმატს მიანიჭოთ. ამ შემთხვევაში, უპირატესობა გამოცდილების ნაცვლად თქვენს უნარებ-ჩვევებს მიენიჭება.
🎁 თუ წლების განმავლობაში არაერთ ადგილას გიმუშავიათ ბარმენად, გირჩევთ ქრონოლოგიურ ფორმატს მიანიჭოთ უპირატესობა.

სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

სასურველია, ბარმენის რეზიუმე სათაურით დაიწყოთ. ეს სექცია ერთგვარი შესავალია, რომელიც დამსაქმებელს თქვენთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ინფორმაციას აწვდის.

ბარმენი CV

მკაფიოდ ფორმულირებული სათაური უნდა შეიცავდეს თქვენს სახელს, პროფესიულ სტატუსს, ლოკაციას, ტელეფონის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტას.

👉 გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ რეზიუმეში მითითებული ელექტონული ფოსტა პროფესიონალურად ჟღერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი ნეგატიურ შეფასებას დაიმსახურებს დამსაქმებლის მხრიდან.

👇 ბარმენის რეზიუმესთვის ეფექტური სათაურის მოსამზადებლად, სასურველია, შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ:

  • პროფესიული სათაური თქვენი სახელის ქვემოთ, ფურცლის დასაწყისში განათავსეთ;
  • მეტი დამაჯერებლობისთვის ეცადეთ, გამოიყენოთ რაოდენობრივი ან ფაქტობრივი მონაცემები (მაგალითად, გამოცდილების წლები);
  • ნუ გამოიყენებთ ზოგად ფრაზებს, ამის ნაცვლად ეცადეთ მეტად კონკრეტული იყოთ;
  • სურვილის შემთხვევაში, რეზიუმეს სათაურში შეგიძლიათ სოციალური მედიის ბმულები დაამატოთ.
✔️ კარგი სათაურის მაგალითი
გიორგი აბაშიძე
ბარმენი
თბილისი, საქართველო | +995 555 123123 | georgeabashidze@email.com
❌ ცუდი სათაურის მაგალითი
ბარმენი
გიორგი აბაშიძე
ტელეფონი: 555 555 555
დაბადების თარიღი 10/12/1995 წ
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ქუჩა, ბინა 24
ვარ გამოცდილი ბარმენი!
📌 რჩევა: საქმიანი შთაბეჭდილების დასატოვებლად, შეეცადეთ, რომ სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია მაქსიმალურად ლაკონური იყოს. ნუ გადატვირთავთ მას ისეთი ზედმეტი ინფორმაციით, როგორიც, მაგალითად დეტალური მისამართი ან დაბადების თარიღია.

საჭიროა თუ არა ფოტოს გამოყენება ბარმენის რეზიუმეში?

ვინაიდან ბარმენის საქმიანობა არსებითადაა დამოკიდებული ადამიანებთან კომუნიკაციაზე და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმაზე, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროფესიის წარმომადგენლებს პრეზენტაბელური ვიზუალი ჰქონდეთ და პროფესიონალიზმთან ერთად გარეგნობითაც აღაფრთოვანებდნენ სტუმრებს.

📌 რჩევა: ფოტოს შერჩევისას, მნიშვნელოვანია, დაიცვათ ოქროს შუალედი და გამოიყენოთ ისეთი ფოტო, რომელიც ერთდროულად პროფესიონალურად და პოზიტიურად წარმოაჩენს თქვენს პიროვნებას.

ბარმენისთვის სასურველი სამუშაო გამოცდილება

პროფესიული გამოცდილების სექცია ბარმენის რეზიუმეს არსებითი ნაწილია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის პრეზენტაცია CV-ს ამ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღებითა და მონდომებით შეძლოთ. ამისთვის საჭიროა ზედმიწევნით აღწეროთ თქვენი სამუშაო გამოცდილება და პროფესიული კომპეტენცია.

ბარმენი CV

სასურველია, სამუშაო გამოცდილების ნაწილში ყურადღება გაამახვილოთ თქვენს პროფესიულ როლთან დაკავშირებულ ფუნქციებზე და დამსაქმებელს ნათელი წარმოდგენა შეუქმნათ იმასთან დაკავშირებით თუ რაოდენ სრულყოფილად შეგიძლიათ თქვენზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

📌 რჩევა: თუ თქვენი კარიერა ამის შესაძლებლობას გაძლევთ, სასურველია წარმოაჩინოთ ბარმენის კარიერასთან დაკავშირებული თქვენი მიღწევები.

👇 თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ ორი ნიმუში, რომელიც ბარმენის სამუშაო გამოცდილებას ზედმიწევნით აღწერს:

მაგალითი 1

ბარმენი
კაფე სტამბა, თბილისი საქართველო
სექტემბერი 2017 – ივლისი 2021

  • ბარმენის საქმიანობის მაღალი პროფესიონალიზმით წარმართვა;
  • ბარში წარმოდგენილ პროდუქციასთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა;
  • ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით;
  • სამუშაო არეალის მოწესრიგება, ბარში არსებული დანადგარებისა და აქსესუარების შესაბამისად გამოყენება, მოვლა და მათი ინვენტარიზაცია.
მაგალითი 2
ბარმენი
სასტუმრო ლიც რეზორტი, ბათუმი
იანვარი 2015 – მაისი 2017

  • საავტორო მენიუს შექმნა;
  • ცნობილი ალკოჰოლური და არაალკოჰოლური კოქტეილების მომზადება;
  • სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათი ინდივიდუალური გემოვნური ასპექტების გათვალისწინება;
  • ბარში განთავსებული სასმელების სრულყოფილი ფლობა და სტუმრებისთვის შესაბამისი ინფორმაციის ამომწურავად მიწოდება;
🎁 პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, Საუკეთესო შემთხვევაში, ბარმენის რეზიუმე მხოლოდ ბოლო პერიოდის სამუშაო გამოცდილებას უნდა მოიცავდეს.

Როგორ მოვიქცეთ, თუ ჯერ არ გიმუშავიათ ბარმენად?

თუ თვლით, რომ ბარმენობა თქვენი მოწოდებაა და ამისთვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევას ფლობთ, პროფესიული გამოცდილების არქონა ხელს ვერ შეგიშლით წარმატების მიღწევაში!

ბარმენი CV

📌 რჩევა: თქვენი პირველი ნაბიჯი პროფესიული განვითარებისკენ, შესაძლოა, ბარმენის დამხმარის პოზიციას უკავშირდებოდეს. ეს საქმიანობა ხელს შეგიწყობთ უკეთ გაეცნოთ პროფესიის სპეციფიკას და გამოცდილების დაგროვების შემდეგ თავად გახდეთ პროფესიონალი ბარმენი.
🎁 თუ უპირატესობას დამოუკიდებლად სწავლას ანიჭებთ და გსურთ, რომ ზედმიწევნით შეისწავლოთ ბარმენია პროფესიასთან დაკავშირებული ყოველი დეტალი, სიამოვნებით გაგიზიარებთ რამდენიმე წიგნს, რომელთა დამუშავება ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში და ოცნების სამსახურის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

Პროფესიული განათლების სექცია ბარმენის CV-სთვის

ვინაიდან ბარმენის პროფესია მეტად სპეციფიკური ცოდნისა და გამოცდილების ქონას საჭიროებს, პროფესიული განათლების სექცია დამსაქმებლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს აპლიკანტის კვალიფიკაციის შესაფასებლად.

👉 პროფესიული სასწავლებელი მომავალ ბარმენს კარიერული ზრდისთვის საჭირო ყველა პრაქტიკული ღირსებით ამკობს და ისეთი ცოდნის მიღებაში ეხმარება, რომელიც ალკოჰ ოლური და არაალკოჰოლური სასმელების თვისებებისა და შემადგენლობების გამორკვევაში დაეხმარება.

გარდა ამისა, ბარმენი სწავლობს თუ როგორ უნდა შეარჩიოს სწორად სასმისი და როგორ უნდა ჩამოასხას სასმელი პრეზენტაბელურად.

👇განვიხილოთ პროფესიული განათლების სექციის ორი ნიმუში ბარმენის პოზიციაზე:
მაგალითი 1

ბარმენთა პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი, Berlin Bartender School, გერმანია (2009-2012)
ბარმენის პროფესიული კურსი, “Bacardi Flair Together”, საქართველო (2009 – 2011)
მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამა, კულინარიის აკადემია, საქართველო (2007 – 2011)

მაგალითი 2

ბარმენთა პროფესიული კურსი
BDC აკადემია , საქართველო
2010 წლის სექტემბერი-2013 წლის დეკემბერი

შესაბამისი კურსები:

  • თანამედროვე ბარის ორგანიზაციისა და ფუნქციონირების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები;
  • რესურსების ეფექტური მენეჯმენტი;
  • რესტორნებისა და  ბარების მუშაობის ძირითადი პრონციპები;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა;
  • სამუშაო აქსესუარების ინვენტარიზაცია და დანიშნულებისამებრ გამოყენება.

Ბარმენისთვის აუცილებელი უნარები

პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე ბარმენი მეტად აქტიური, კომუნიკაბელური  და თავაზიანი უნდა იყოს. დროის ეფექტურად განაწილების გზით მან უნდა შეძლოს, რომ თითოეულ სტუმარს სათანადო  ყურადღება მიაქციოს და პოზიტიური ატმოსფერო შექმნას მათთვის.

აგრეთვე, საჭიროა, რომ ბარმენს ჰქონდეს არაკონფლიქტური ხასიათი, ვინაიდან, პროფესიიდან გამომდინარე მას ხშირად უწევს ნასვამ ადამიანებთან კომუნიკაცია.

👉 ზემოაღნიშნულ თვისებებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული მახასიათებელი ბარმენისთვის არტისტულობაა. სწორედ ამ თვისების დამსახურებით შეუძლია ბარმენს კოქტეილის მომზადების პროცესი დაუვიწყარ შოუდ აქციოს.

👇 ბარმენისთვის საჭირო პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები შეგვიძლია ხისტი და რბილი უნარების კატეგორიაში გავაერთიანოთ და მეტი სიცხადით წარმოვადგინოთ რეზიუმეში.

ხისტი უნარები

  • უნიკალური სასმელების შექმნის უნარი
  • მაღალი პროფესიონალიზმი
  • სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირება
  • საკვები პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის ცოდნა
  • ოპერატიულობა და პუნქტუალურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

რბილი უნარები 

  • ორგანიზებული
  • აქტიური
  • ენერგიული
  • პოზიტიური
  • შრომისმოყვარე
  • პასუხისმგებლიანი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა
  • დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი

პროფესიონალური შეჯამება

სწორად შედგენილი პროფესიონალური შეჯამება დამსაქმებელს დადებითად განაწყობს და თქვენი რეზიუმეს გულდასმით წაკითხვის მოტივაციას აღუძრავს.

ბარმენი CV

ჩვულებისამებრ, ვაკანსიის გამოცხადებისას კომპანიები მკაფიოდ აღწერენ თუ რა მოლოდინები აქვთ აპლიკანტებთან მიმართებით, შესაბამისად, შთამბეჭდავი შეჯამების წინაპირობა სწორედ ვაკანსიის მოთხოვნების  ყურადღებით გაცნობა და თქვენი პროფესიული კვალიფიკაციის მათთან საუკეთესოდ შესაბამისობაა.

✔️ შეჯამების სწორი მაგალითი:
უნიკალური პროფესიული ხედვით შთაგონებული ბარმენი, 10 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, დადასტურებული რეპუტაციითა და საავტორო კოქტეილების მრავალფეროვანი პორტფოლიოთი. ჩემი კონკურენტული უპირატესობა მუდმივი განვითარება და  გემოს საუცხოო შეგრძნებაა. Art of Martini 2020-ის ბარმენების კონკურსში გამარჯვება ჩემი პროფესიული განვითარების გზაზე მთავარი მიღწევაა.
❌ შეჯამების არასწორი მაგალითი:
ბარმენის საქმიანობაში დახელოვნებული პროფესიონალი, რომელსაც საქართველოში მდებარე წამყან ბარებში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება აქვს. მზად ვარ ჩემი პროფესიული განათლება მუშაობის საუკეთესო სტანდარტების დაცვით გამოვავლინო. ჩემთვის მისაღებია სამუშაო დატვირთვის სრული განაკვეთი, ამიტომ ვეძებ ახალ გამოწვევებს და მზად ვარ ჩემი ცოდნა და გამოცდილება თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის გამოვიყენო.

დამატებითი სექციები

რეზიუმეში დამატებითი სექციების მითითებით თქვენი კონკურენტული უპირატესობის წარმოჩენა ბარმენის რანგში სასურველი პოზიციის დასაკავებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.

👉 დამატებითი ინფორმაციის გაზიარებით დამსაქმებელს შესაძლებლობას მისცემთ მეტი შეიტყოს თქვენს შესახებ და სწორად გაანალიზოს თქვენი ყველა ის უნარი, რომელიც ნამდვილ პროფესიონალად გაქცევთ.

უცხო ენები

ბარმენის პროფესიის თავისებურებიდან გამომდინარე თქვენ უდავოდ მოგიწევთ უცხოენოვან ადამიანებთან კომუნიკაცია. მეტიც, ეს თქვენი პროფესიის ყოველდღიურობაც კი იქნება, შესაბამისად, უცხო ენების ცოდნა აუცილებლად აღსანიშნავი დეტალია რეზიუმეში.

ამ ინფორმაციის დამსაქმებლისთვის გაზიარებით უდავოდ დაიმსახურებთ დადებით განწყობას და თქვენი დასაქმების შანსებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

👉 უცხო ენის ცოდნის კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ქართულ ენაზე ბარმენის პროფესიასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო აუდიო/ვიდეო მასალა ბევრად ცოტაა, ვიდრე უცხოურ ენებზე არსებული მსგავსი საგანმანათლებლო რესურსები.

👇 უცხო ენების სექციის მომზადებისას  სასურველია ქვემოთ მოცემული ფორმატით იხელმხღვანელოთ:

  • მშობლიური
  • თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
  • შუალედური დონე (B1)
  • Საბაზისო (A2)

Მოხალისეობა

განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მოხალისეობრივი გამოცდილება ადამიანს გუნდურად მუშაობის უნარს უვითარებს და საუკეთესო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.

👉 დამსაქმებლები ყოველთვის პოზიტიურად აფასებენ საზოგადოების სასიკეთოდ ინიცირებულ ისეთ პროექტებს, რომელსაც უანგარო ხასიათი აქვს.

შესაბამისად, დამატებითი სექციის ეს ნაწილი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის თქვენი პიროვნული თვისებების შესაფასებლად.

ჰობები

თუ თქვენ ეფექტურად შეძლებთ თქვენი ჰობებისა და ბარმენის პროფესიის  დაკავშირებას, ინტერესების მითითება თქვენს რეზიუმეს მეტად საინტერესო რაკურსით წარმოაჩენს.

👇 ვინაიდან, ბარმენის პროფესია გემოვნური თვისებების, ფერებისა და ფორმების აღქმასთანაა დაკავშირებული, რეზიუმეში შეგიძლიათ შემდეგი ინტერესები მიუთითოთ:

  • კულინარია
  • ხატვა
  • ფოტოგრაფია

Სერტიფიკატები

თუ თავს დამსაქმებლის ადგილას წარმოიდგენთ მიხვდებით, რომ სერთიფიკატების სექცია რეზიუმეს ერთ-ერთ ყველაზე ღირებული ნაწილია, რადგან მას ბევრი რამ შეუძლია თქვას აპლიკანტის მისწრაფების, მისი მიზნებისა და ამბიციების შესახებ.

ბარმენი CV

👉 დამატებითი სექციის სახით სერტიფიკატების შესახებ ინფორმაციის მითითებით თქვენ ხაზს გაუსვამთ, რომ მაქსიმალური პროფესიონალიზმით შეგიძლიათ შეასრულოთ ბარმენის საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქცია-მოვალეობები.

Შემაჯამებელი რჩევები ბარმენის ეფექტური CV-სთვის

📍 რეზიუმეს დასაწყისში ან მის ზედა მარცხენა კუთხეში თქვენს სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად მიუთითეთ პროფესიული სათურიც.

📍შესაძლებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ ისეთი ფაქტობრივი ინფორმაცია,  რომელიც თქვენს გამოცდილებას უფრო დამაჯერებლად წარმოაჩენს.

📍 უნარების სექციაში სრულფასოვნად წარმოადგინეთ ბარმენის პროფესიასთან დაკავშირებული ხისტი და რბილი უნარების ჩამონათვალი.

📍სამუშაო გამოცდილების არქონის შემთხვევაში მიუთითეს თქვენს ჰობებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

📍 მოერიდეთ უმნიშვნელო ინფორმაციით რეზიუმეს გადატვირთვას. Რეზიუმე მოარგეთ ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მხოლოდ ამის გათვალისწინებით შეავსეთ ყოველი სექცია.

📍არ გამოგრჩეთ თქვენს პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული სერტიფიკატების ანდა მოხალისეობრივი გამოცდილების აღნიშვნა.

📍 ეცადეთ, რომ თავიდან აირიდოთ გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები.

📍რეზიუმეს ქართულ ენაზე მოსამზადებლად ისარგებლეთ Sylfaen შიფტით და რეზიუმე PDF ფორმატით გააგზავნეთ შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე.

Შექმენით ბარმენის სამოტივაციო წერილი

თქვენი კანდიდატურის შეფასებისას, შესაძლოა, მხოლოდ გამართული CV საკმარისი არ აღმოჩნდეს პოტენციური დამსაქმებლისთვის.

იმისთვის, რომ უკეთ წარმოაჩინოთ თქვენი პიროვნება და დამსაქმებელს აჩვენოთ, რომ ნამდვილად შესაფერისი კანდიდატურა ხართ ბარმენის პოზიციაზე დასასაქმებლად, სასურველია, რეზიუმესთან ერთად გამოიყენოთ სამოტივაციო წერილიც.

ჩვენი რეზიუმეს მაგალითები დაგეხმარებათ შექმნათ პროფესიონალური CV ბარმენის პროფესიისთვის. შესაბამისი ფორმატის შერჩევასთან დაკავშირებული იდეების გენერირებისთვის კი აუცილებლად გადახედეთ ჩვენს შაბლონებს. გისურვებთ წარმატებას!

კითხვები და პასუხები

რა დრო სჭირდება ბარმენის CV-ს შედგენას?

აპრობირებული სტანდარტების გათვალისწინებით რეზიუმეს შედგენას დაახლოებით 50-60 წუთი სჭირდება. აღნიშნული დრო საჭიროა მხოლოდ CV-ს თავდაპირველი ვერსიის შესაქმნელად.

ვინაიდან ახალ პოზიციაზე გადასვლის შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ გაახლოთ უკვე არსებული რეზიუმე და მხოლოდ რელევანტური სამუშაო გამოცდილების, მიღებული განათლების ან უნარ-ჩვევების დამატებით შემოიფარგლოთ.

როგორ მოვარგო უკვე არსებული CV ბარმენის ვაკანსიას?

ჩვეულებისამებრ, როდესაც კომპანია აცხადებს ვაკანსიას, HR ყოველთვის სრულყოფილად განსაზღვრავს სასურველი მოთხოვნების კატეგორიებს, ამიტომ ყურადღებით გაეცანით სასურველი ვაკანსიის აღწერილობას და მასში აღნიშნულ საკვანძო სიყვებზე გაამახვილეთ ყურადღება.

ამ ინფორმაციის დახმრებით შეძლებთ სწორედ განსაზღვროთ თქვენი  რელევანტური ცოდნა გამოცდილება და უნარები.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...