თუმცა იმისთვის, რომ სხვა კანდიდატებისგან გამოირჩეოდეთ საჭიროა საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შექმნათ სოციალური მუშაკის CV.
ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ რეზიუმეს შექმნასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ნიუანსებს და შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც პოტენციურ დამსაქმებლებზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.
Სარჩევი
სოციალური მუშაკი CV: ნიმუში
👇 წარმოგიდგენთ სოციალური მუშაკის CV-ს ნიმუშს, რომელიც სრულად შეესაბამება რეზიუმეს შედგენის საუკეთესო პრაქტიკას:
სოციალური მუშაკი
+995 555 123 321
n.ebanoidze@email.com
თბილისი, საქართველო
Linkedin.com/in/nikolozebanoidze
პროფესიული შეჯამება
“პროფესიული განვითარებისადმი მუდმივი სწრაფვა შესაძლებლობას მაძლევს სოციალური მუშაკის პროფესიისთვის დამახასიათებელ გამოწვევებს ეფექტურად გავუმკლავდე. სამუშაო ისტორიის 5 წლიანი გამოცდილება და 2023 წელს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისგან მიღებული მადლობის სიგელი მოტივაციას მმატებს უფრო უფრო მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ!“
სამუშაო გამოცდილება
სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალური მუშაკი
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
თბილისი, საქართველო
მაისი 2018 – ივნისი 2023
ძირითადი მოვალეობები:
- სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების მიზნით, პრობაციის ოფიცერთან შეთანხმების საფუძველზე ვმუშაობდი პირობით მსჯავრდებულთან და მის ოჯახთან;
- უზრუნველვყოფდი საინფორმაციო ბაზის რეგულარულად განახლებას.
განათლება
სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამა
ივანე ჯავახიშვილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2016 წლის სექტემბერი – 2018 წლის ივნისი
სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამა
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2014 წლის სექტემბერი – 2016 წლის ივნისი
ძირითადი მიღწევები
- პატიმრობაში მყოფი პირების მიზნობრივი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროგრამების მეშვეობით 25%-ით შევამცირე რეციდივის მაჩვენებელი;
- ვახორციელებ საზოგადოების ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივას, რომელმაც პროგრამაში ჩართული პირების შფოთვისა და დეპრესიის შემთხვევები 30%-ით შეამცირა.
ლიცენზია და სერტიფიკატები
- 2022 წელი – პროფესიული ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი სოციალური მუშაობის დარგში;
- 2020 წელი – თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის სოციალური მუშაკის პროფესიული სერტიფიკატი;
- 2018 წელი – საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პროფესიული სერტიფიკატი.
კონფერენცია და ტრენინგები
- სასჯელაღსრულების და პრობაციის სფეროში დასაქმებული სოცმუშაკებისთვის ორგანიზებული ტრენინგების კურსი – ЕU4Justice, ევროკავშირი;
- „ემოციების მართვის სირთულეების მქონე პირებთან მუშაობა” – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტრენინგ ;
- “სოციალური მუშაობა და ფემინიზმი“ – სოციალურ მუშაკთა გაერთიანების კონფერენცია.
კვლევითი საქმიანობა
- 2020 – დღემდე – საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პროექტი “მე სოციალური მუშაკი ვარ”.
- 2018 – კვლებითი საქმიანობა გენდერის სფეროში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში .
ხისტი უნარები
- სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემების დიაგნოსტირება
- კრიზისული ვითარების მართვა
- კლინიკური სიმპტომების შეფასება და მონიტორინგი
- გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების უნარი
რბილი უნარები
- აქტიური მოსმენა
- ეფექტური კომუნიკაცია
- ემოციური ინტელექტი
- გუნდური მუშაობა
- დეტალებზე ორიენტირება
ენები
- ქართული – მშობლიური
- ინგლისური – C1
- გერმანული – B2
Სოციალური სამუშაოს სფერო საქართველოში 2023 წელს
სოციალური მუშაკები საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ეფექტურად მართვის პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებენ.
👉 სოციალურ მუშაკს შეუძლია დაიკავოს პოზიცია ყველა იმ სახელმწიფო თუ კერძო სააგანტოში, რომელიც სოციალურ სერვისს ახორციელებს ისეთ სფეროში, როგორიცაა:
- ბავშვთა კეთილდღეობა,
- პენიტენციალური სისტემა,
- უნარშეზღუდულთა რეაბილიტაცია,
- მოხუცებზე ზრუნვა
- ნარკომანთა და აივ/შიდსით ინფიცირებულთა ადაპტაცია და სხვ.
Როგორ შევქმნათ სოციალური მუშაკის რეზიუმე ნაბიჯ-ნაბიჯ
იმისთვის, რომ დამსაქმებელმა სწრაფად შეძლოს კანდიდატის კვალიფიკაციისა და ვაკანტური პოზიციისადმი მისი შესაბამისობის იოლად დადგენა, სასურველია რეზიუმე მკაფიო, ლაკონური და გონივრულად ორგანიზებული იყოს.
👇 წარმოგიდგენთ მნიშვნელოვან ნიუანსებს სოციალური მუშაკის რეზიუმესთვის:
- რელევანტური პროფესიული გამოცდილება:სოციალური მუშაკის პროფესია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, შესაბამისად, თუ სოციალურ მუშაკად მუშაობის გამოცდილება გაქვთ აუცილებლად გაამახვილეთ ამაზე ყურადღება.
- საკვანძო ფრაზები:ვაკანტური პოზიციის გაცნობისას აუცილებლად შენიშნავთ სოციალური მუშაკის პროფესიისთვის დამახასიათებელ ისეთ ფრაზებს, რომელთა რეზიუმეში გამოყენება სრულყოფილად წარმოაჩენს თქვენს კომპეტენციას.
- რეზიუმეს ორგანიზებული ფორმა:საუკეთესო შემთხვევაში, რეზიუმე შინაარსობრივად და სტილისტიკურად გამართულ ინფორმაციას ლაკონურად უნდა წარუდგენდეს დამსაქმებელს.
Სექციების სწორი განლაგება
CV შინაარსობრივი მრავალფეროვნების საფუძველზე წარმოაჩენს თქვენს საუკეთესო პროფესიულ მახასიათებლებს. შესაბამისად, რეზიუმეს სექციების გონივრული განლაგებისთვის მნიშვნელოვანია დამსაქმებელს ჩვენთან დაკავშირებული ინფორმაცია ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაწოდოთ.
👇 Მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ინფორმციის განთავსება CV-ში:
- საკონტაქტო ინფორმაცია და პროფესიული სათაური:
- ელ-ფოსტა;
- ტელეფონის ნომერი;
- ადგილმდებარეობა;
- პროფესიული შეჯამება;
- სოციალური მუშაკის სამუშაო გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- სოციალური მუშაობისთვის საჭირო ხისტი და რბილი უნარ-ჩვევები;
- დამატებითი სექციები (ლიცენზია და სერტიფიკატები, კონფერენცია და ტრენინგები, უცხო ენები, კომპიუტერული უნარ-ჩვევები, კვლევითი გამოცდილება, უცხო ენების ცოდნა).
Სასურველი ფორმატი და სტრუქტურა
თქვენი, როგორც კვალიფიციური სოციალური მუშაკის პროფესიული პოტენციალის, უნარ-ჩვევებისა და სამუშაო გამოცდილების სრულყოფილი პრეზენტაციისთვის არსებობს 3 ძირითადი ტიპის ფორმატი:
- ქრონოლოგიური ფორმატი – თქვენს სამუშაო გამოცდილებას უახლესი პერიოდიდან წარსულისკენ, თანმიმდევრულად განალაგებს და სრულფასოვნად აღწერს თქვენს სამუშაო გამოცდილებას.
- ფუნქციური ფორმატი – ინფორმაციას კატეგორიებად წარმოდგენას და მთავარ აქცენტს აკადემიურ მიღწევებზე აკეთებს. სწორედ ამიტომ, თუ თქვენი პროფესიული კვალიფიკაცია ჯერ კიდევ სრულყოფის პროცესშია, გირჩევთ უპირატესობა ფუნქციურ ფორმატს მიანიჭოთ.
- შერეული ფორმატი – როგორც სახელიდან ჩანს, შერეული ფორმატი ქრონოლოგიური და ფუნქციური ფორმატის ელემენტებს აერთიანებს. შერეული ფორმატი იწყება უნარების შეჯამებით, რასაც სამუშაო გამოცდილების საპირისპირო ქრონოლოგიური ჩამონათვალი მოჰყვება.
სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
საუკეთესო შემთხვევაში რეზიუმე ნათლად ფორმულირებული სათაურით უნდა დაიწყოთ და სწორედ ამის შემდეგ უნდა გადახვიდეთ საკონტაქტო ინფორმაციაზე, რომელიც თქვენს სახელს, ადგილმდებარეობას, ტელეფონის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტას მოიცავს..
სოციალური მუშაკი
+995 555 123 123
n.ebanoidze@email.com
თბილისი, საქართველო
linkedin.com/in/nikolozebanoidze
+995 555 123 123
nika007@email.com
მისამართი: თბილისი, გურამიშვილის ქუჩა N5
Საჭიროა ფოტოსურათის განთავსება სოციალური მუშაკის CV-ში?
ვინაიდან თანამედროვე სამყარო კანდიდატებს თანაბარ პირობებში აძლევს თავის წარმოჩენის შესაძლებლობას, ყოველგვარი მიკერძოების თავიდან აცილების მიზნით, სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს გადაწყვიტილებას არ წარმოადგინოს ფოტო რეზიუმეში.
Სოციალური მუშაკის სამუშაო გამოცდილება
პროფესიული გამოცდილება სოციალური მუშაობისთვის საჭირო პრაქტიკული ჩვევების დაუფლებასა და ისეთი გამოცდილების მიღებას გულისხმობს, როგორებიც ფსიქოდიაგნოსტიკა, ადამიანური რესურსების მართვა და სოციალური კვლევის მეთოდების გამოყენებაა.
👇 გთავაზობთ განათლების სექციისთვის მომზადებულ ორ რელევანტურ მაგალითს:
მაგალითი 1
სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
თბილისი, საქართველო
მაისი 2017 – ივნისი 2022
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური მუშაობის მომსახურებას ვაწვდიდი პირობით მსჯავრდებულებსა და მართლმსაჯულების სისტემისგან განრიდებულ პირებს;
- პრობაციის ოფიცერთან შეთანხმების საფუძველზე ვმუშაობდი პირობით მსჯავრდებულთან და მის ოჯახთან;
- პირობით მსჯავრდებულებს ვაკავშირებდი იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს უწყობენ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)
თბილისი, საქართველო
თებერვალი 20014 – აპრილი 2016
ძირითადი მოვალეობები:
- აქტიურად ვმონაწილეობდი სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებაში;
- უზრუნველვყოფდი ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებას;
- ვაორგანიზებდი პროფესიულ საკონსულტაციო შეხვედრებს;
Ძირითადი მიღწევა
მიღწევის სრულყოფილად აღსაწერად სასურველია რაოდენობრივი მეტრიკა და კონკრეტული მაგალითები გამოიყენოთ.
Როგორ უნდა შეადგინოთ CV სამუშაო გამოცდილების გარეშე
თუ სოციალური მუშაკის პოზიციის დაკავება გსურთ, მაგრამ სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ, სასურველია ყურადღება სათანადო უნარებსა და პროფესიისთვის რელევანტურ აკადემიურ კვალიფიკაციაზე გაამახვილოთ.
განათლების სექცია სოციალური მუშაკის რეზიუმესთვის
უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა შესაძლებლობას გაძლევთ წარმატებით დასაქმდეთ როგორც სამედიცინო და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, აგრეთვე, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და საწარმოო ორგანიზაციებში.
👇 განვიხილოთ განათლების სექციის ორი მაგალითი სოციალური მუშაკის CV-სთვის:
მაგალითი 1
ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო (2003 – 2007)
მაგალითი 2
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2013 წლის სექტემბერი-2017 წლის დეკემბერი
შესაბამისი კურსები:
- სოციალური მუშაობის საფუძვლები;
- კონსულტირება სოციალურ მუშაობაში;
- ადამიანი სოციალურ გარემოში;
- გენდერი სოციალურ მუშაობაში;
- ფსიქოტრავმა;
სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამა
ივანე ჯავახიშვილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი-2020 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- სოციალური სამუშაოს გაღრმავებული პრაქტიკა;
- სოციალური მუშაობა და სოციალური ცვლილება;
- ადამიანის ქცევა სოციალურ გარემოში;
Სოციალური მუშაკის უნარ-ჩვევები
თუ მასწავლებლის ასისტენტის CV სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე ორგანიზაციულ უნარ-ჩვევებზე უნდა აკეთებდეს აქცენტს, სოციალური მუშაკი რეზიუმეში წარმოდგენილი უნარების ფართო სპექტრი დამსაქმებელს უნდა არწმუნებდეს, რომ მზად ხართ ფეხი აუწყოთ სოციალური სფეროს დინამიურად ცვალებად პროცესს.
ხისტი უნარები
- სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემების დიაგნოსტირება
- პროფესიული ეთიკა
- კრიზისული ვითარების მართვა
- ბავშვთა დაცვის კანონებისა და რეგულაციების ზედმიწევნით ცოდნა
- სოციალური ადვოკატირება
- მონაცემთა შეგროვება და ანალიზი
- კლინიკური სიმპტომების შეფასება და მონიტორინგი
- გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების უნარი
რბილი უნარები
- თანაგრძნობა
- აქტიური მოსმენა
- ეფექტური კომუნიკაცია
- ემოციური ინტელექტი
- გუნდური მუშაობა
- პროფესიონალიზმი
- დეტალებზე ორიენტირება
- ორგანიზებულობა
პროფესიონალური შეჯამება
გონივრულად შექმნილი პროფესიონალური შეჯამება დამსაქმებლებს შთააგონებს სრულყოფილად შეისწავლონ თქვენი პიროვნება.
დამატებითი სექციები
სოციალური მუშაკის რეზიუმეში წარმოდგენილი დამატებითი განყოფილებები თქვენი სტანდარტული კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების მიღმა არსებული კონკურენტული უპირატესობების შესახებ ღირებულ ინფორმაციას აწვდის დამსაქმებელს.
ლიცენზია და Სერთიფიკატები
რეზიუმეში წარმოდგენილი ლიცენზია და სერტიფიკატები დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად შეაფასოს კანდიდატის ცოდნა და კვალიფიკაცია, რაც გადამწყვეტია ისეთი პროფესიისთვის, რომელიც მოწყვლადი მოსახლეობის მომსახურებაზეა ორიენტირებული.
კონფერენციები და ტრენინგები
კონფერენციები სოციალურ მუშაკებს შესაძლებლობას აძლევს ისწავლონ ექსპერტებისგან, გაიზიარონ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული მათი შეხედულებები და მჭიდრო პროფესიული კავშირი ჩამოაყალიბონ კოლეგებთან.
კვლევითი გამოცდილება
თქვენი კვლევითი გამოცდილება ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებასთან ერთად რთული სოციალური საკითხების გამოვლენასა და მათი შესწავლის საფუძველზე ეფექტური გამოსავლის პოვნის შესაძლებლობაზეც მიუთითებს.
შეჯამება: რჩევები სოციალური მუშაკის CV-სთვის
- გამოიყენეთ საკვანძო ფრაზები, რომლებიც სრულყოფილად წარმოაჩენს როგორც თქვენს კომპეტენციას, აგრეთვე პროფესიული პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს.
- თქვენი გამოცდილების მტკიცეულებებად გამოიყენეთ რიცხვები და ფაქტობრივი ინფორმაცია.
- რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია მაქსიმუმ 2 გვერდზე განათავსეთ.
- ეცადეთ რეზიუმე შინაარსობრივად და სტილისტიკურად გამართული იყოს.
არ დაგავიწყდეთ სამოტივაციო წერილის დაწერა
სოციალური მუშაკის თანამდებობაზე რეზიუმესთან ერთად სამოტივაციო წერილის წარდგენა განაცხადის პერსონალიზაციის გზით გეხმარებათ ეფექტურად წარმოაჩინოთ კონკრეტულ პოზიციასთან დაკავშირებული თქვენი ენთუზიაზმი.