თუმცა, სხვა კანდიდატებთან მიმართებით კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად, სასურველია, შექმნათ შემცვლელი მასწავლებლის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს შესაძლებლობებს.
Სარჩევი
შემცვლელი მასწავლებელი CV: მაგალითი
👇 წარმოგიდგენთ შემცვლელი მასწავლებლის CV-ს ნიმუშს, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას:
შემცვლელი მასწავლებელი
+995 555 123 321
tamarasatiani_1995@email.com
თბილისი, საქართველო
პროფესიული შეჯამება
“მომავალი თაობის სრულყოფის იდეით შთაგონებული, პროფესიაზე შეყვარებული მასწავლებლის შემცვლელი. ჩემი 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება სასწავლო პროცესის მართვისადმი ინოვაციურ მიდგომას ეფუძნება, რაც მეტ კლასგარეშე აქტოვობასა და კრეატიულ აზროვნებაზე დაფუძნებულ ინტერაქციას გულისხმობს.”
სამუშაო გამოცდილება
შემცვლელი მასწავლებელი
მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი „მაესტრო“, თბილისი
სექტემბერი 2018 – ივნისი 2022
- ხელს ვუწყობდი სასწავლო გეგმის მოდერნიზებასა და თანამედროვე მიდგომების სკოლაში დამკვიდრებას;
- აქტიურად ვიყავი ჩართული საკლასო პროცესების მართვაში და საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვაში;
- წავახალისებდი მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებს და მათი ზოგადი განათლების ცოდნის გაღრმავებას ვუწყობდი ხელს.
რეკომენდატორი
მარინა შუბითიძე
მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი „მაესტროს” დირექტორი
+995 551 155 155
განათლება
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (2014 – 2018)
განათლების ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველო (2007 – 2011)
სერთიფიკატები & ტრენინგები
- სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგი თემაზე “მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომები“ (2023);
- სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სასერთიფიკატო კურსი თემაზე ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ (2022);
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასერტიფიკატო კურსი თემაზე ,,ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 9 რეგიონში“ (2021).
უნარები
- საგანმანათლებლო Პროექტების მართვა
- დროის ეფექტური მენეჯმენტი
- კვლევითი უნარები
- ეფექტური თანამშრომლობა
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება
- პრობლემების ეფექტურად გადაჭრა
- კრიტიკული აზროვნება
კომპიუტერული უნარ-ჩვევები
- Microsoft Word
- Microsoft Excel
- Microsoft Outlook
- Microsoft Powerpoint
- Google Sheets
- Xero
ჰობები და ინტერესები
- კითხვა
- პროფესიულ კონფერენციებში მონაწილეობა
- ბავშვთა ფსიქოლოგია
- კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა
უცხო ენები
- ქართული – მშობლიური
- ინგლისური – B2
- გერმანული – A2
Მოთხოვნა შემცვლელ მასწავლებლებზე საქართველოში 2023 წელს
შემცვლელი მასწავლებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოტენციური შეფერხებების თავიდან ასაცილებლად. საგანმანათლებლო სისტემისთვის დამახასიათებელი კადრების დეფიციტი შემცვლელ მასწავლებლებზე მოთხოვნას განსაკუთრებით ზრდის არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში.
Როგორ უნდა შექმნათ შემცვლელი მასწავლებლის CV
შემცვლელი მასწავლებლის CV-ის შექმნა განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს. ამიტომ წარმოგიდგენთ ძირითადი რჩევების იმ ჩამონათვალს, რომელთა გათვალისწინებით აუცილებლად მიიპყრობთ დამსაქმებლის ყურადღებას.
- ეცადეთ რეზიუმე ლაკონურად წარმოაჩენდეს თქვენს ძირითად კომპეტენციებს:CV-ის მომზადების პროცესში, ეცადეთ ყურადღება მხოლოდ პროფესიისთვის რელევანტურ ინფორმაციაზე გაამახვილოთ. თუმცა, შეეცადეთ რეზიუმეს ძირითად სექციებთან ერთად აუცილებლად წარმოადგინოთ ისეთი დამატებითი სექციებიც, რომლებიც თქვენს კონკურენტულ უპირატესობებს მეტი სიცხადით წარმოაჩენს.
- შეინარჩუნეთ ობიექტურობა და სიცხადე: წერის პროცესში ეცადეთ სათანადო ყურადღება მიაქციოთ გრამატიკული და სტილისტური წესების დაცვას. ჩამონათვალის ეფექტურად წარმოსადგენად გამოიყენეთ პუნქტები და საჭიროების შემთხვევაში, რაოდენობრივად შეაფასეთ თქვენი მიღწევები. მაგალითად, მიუთითეთ თქვენი მოსწავლეების სასკოლო მიღწევები ან იმ კლასგარეშე საგანმანათლებლო პროექტების რაოდენობა, რომელიც მათთან ერთად განახორციელეთ.
- წარმოაჩინეთ პროფესიისთვის რელევანტური ცოდნა და გამოცდილება:იქნება ეს ოფიციალური სამსახური თუ მოხალისეობრივი გამოცდილება, რეზიუმეში ხაზგასმით აღნიშნეთ სწავლებასთან დაკავშირებული თქვენი რელევანტური გამოცდილება. სათანადო ყურადღება გაამახვილეთ, აგრეთვე, იმ სემინარებსა და ტრენინგებზე, რომლებშიც მონაწილეობა მიგიღიათ .
- CV კონკრეტულ ვაკანსიას მოარგეთ:შეეცადეთ თქვენი რეზიუმე კონკრეტული ვაკანსიის სპეციფიკურ საჭიროებებს მოარგოთ. თუმცა, ნებიემიერ შემთხვევაში, შემცვლელი მასწავლებლის CV საგანმანათლებლო სისტემისადმი ინტერესსა და სასწავლო გარემოში შეუფერხებლად ინტეგრაციის უნარს ეფრქტურად უნდა წარმოაჩენდეს.
სექციების განლაგება
არსებობს ოქროს წესი, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს დამსაქმებელს თქვენი რეზიუმეს აღქმას. ამ წესის მიხედვით, CV ვიზუალურად საინტერესო და მარტივად აღქმადი უნდა იყოს.
👇 წარმოგიდგენთ განლაგების რეკომენდირებულ ფორმას, რომელიც ინფორმაციის თანმიმდევრულად წარმოჩენაში დაგეხმარებათ.
- საკონტაქტო ინფორმაცია და პროფესიული სათაური:
- ელ-ფოსტა;
- ტელეფონის ნომერი;
- ადგილმდებარეობა;
- პროფესიონალური შეჯამება;
- სამუშაო გამოცდილება;
- აკადემიური განათლება;
- ხისტი და რბილი უნარ-ჩვევები;
- დამატებითი სექციები (სერთიფიკატები და ტრენინგები, ჯილდოები და კონფერენციები, მოხალისეობა, Რეკომენდატორები, კომპიუტერული უნარები, ჰობები და ინტერესები, უცხო ენები).
საუკეთესო ფორმატი CV-სთვის
👇 არსებობს სამი სახის ფორმატი, რომელთაგან თითოეული კონკრეტულ მიზანს ემსახურება და ინფორმაციას იმისდა მიხედვით წარმოადგენს, თუ რეზიუმეს რომელ კონკრეტულ ასპექტზე გსურთ კონცენტრირება.
- ქრონოლოგიური ფორმატი – თუ გსურთ ინფორმაცია ლოგიკური თანმიმდევრობით, უახლესი პერიოდიდან წარსულისკენ წარმოადგინოთ და ყურადღება თქვენი პროფესიული განვითარებისკენ მიმართოთ, ქრონოლოგიური ფორმატი საუკეთესო არჩევანია თქვენთვის.
- ფუნქციური ფორმატი – იმ შემთხვევაში თუ თქვენი პროფესიული გამოცდილება ნაკლებად შთამბეჭდავია და გსურთ დამსაქმებლის აქცენტი თქვენთვის უფრო ღირებული კვალიფიკაციისკენ მიმართოთ არჩევანი ფუნქციურ ფორმატზე შეაჩერეთ. აღნიშნული ფორმატი ძირითადად პროფესიულ უნარებსა და განათლებაზეა ორიენტირებული.
- შერეული ფორმატი – ქრონოლოგიურ ფორმატთან ერთად, ფუნქციური ფორმატისთვის დამახასიათებელ ელემენტებსაც აერთიანებს. აღნიშნული ფორმატი ხშირად საუკეთესო არჩევანია როგორც პროფესიული გამოცდილების, აგრეთვე, განათლებისა და უნარ-ჩვევების ეფექტურად წარმოსაჩენად.
სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
პროფესიონალური შთაბეჭდილების შესაქმნელად, შეეცადეთ რეზიუმეს ეს სექცია შეძლებისდაგვარად ლაკონურად წარმოაჩენდეს თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას.
მასწავლებლის შემცვლელი
+995 555 123 123
tamarasatiani_1995@email.com
თბილისი, საქართველო
შემცვლელი მასწავლებელი
Facebook.com/in/tamarasatiani
+995 555 123 123
საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 34
Შემცვლელი მასწავლებლისთვის საჭირო სამუშაო გამოცდილება
👇 წარმოგიდგენთ მასწავლებლის შემცვლელისთვის რელევანტური სამუშაო გამოცდილების ორ ნიმუშს. რეზიუმეს მომზადების პროცესში მათი ინტეგრირებით შეძლებთ სრულყოფილად წარმოაჩინოთ თქვენი პროფესიული გამოცდილებისთვის რელევანტური ღირებული ასპექტები.
მაგალითი 1
მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი „მაესტრო“, თბილისი
სექტემბერი 2018 – ივნისი 2022
- სასწავლო გეგმის მოდერნიზება და თანამედროვე მიდგომების საგანმანათლებლო პროცესში დამკვიდრება;
- საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა და საკლასო პროცესების მართვაში აქტიური ჩართულობა;
- მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგი და მათი კლასგარეშე საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა.
173-ე საჯარო სკოლა, თბილისი
იანვარი 2020 – მაისი 2023
- განათლების სამინისტროს ინსტრუქციების ზედმიწევნით დაცვა და მათი სასწავლო პრაქტიკაში ინტეგრირება;
- ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვის მიზნით არაფორმალური განათლების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- სასწავლო კურსებისა და ტრენინგების დაორგანიზება მოსწავლეებისთვის.
აკადემიური განათლების სექცია
აკადემიური განათლების სექციის მომზადებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათანადოდ აღწეროთ თუ რაოდენ შესაფერისია თქვენი ცოდნა მასწავლებლის შემცვლელის პროფესიული ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად.
👇 წარმოგიდგენთ აკადემიური განათლების წარმოჩენასთან დაკავშირებულ ორ გონივრულ მაგალითს:
მაგალითი 1
განათლების ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველო (2007 – 2011)
მაგალითი 2
ილია ჭავჭავაძის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
2013 წლის სექტემბერი-2017 წლის დეკემბერი
შესაბამისი კურსები:
- დაწყებითი საფეხურის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადი კანონზომიერებები;
- მასწავლებლის პროფესიული სტანდარტები;
- პედაგოგიკურ/ფსიქოლოგიური ცოდნა;
- განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის თვისებურებები.
Მასწავლებლისთვის Მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები
🔎 საინტერესოა, რომ საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა, პროფესიული თვალსაზრისით, უნარ-ჩვევების საერთო ჩამონათვალს იზიარებს. მაგალითად, მასწავლებლის ასისტენტის CV მასწავლებლის შემცვლელის რეზიუმეს მსგავსად მთავარ აქცენტს კლასის მენეჯმენტისა და პოზიტიური სასწავლო ატმოსფეროს შენარჩუნებისთვის საჭირო უნარებზე აკეთებს.
ხისტი უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დროის ეფექტური მენეჯმენტი
- საგანმანათლებლო Პროექტების მართვა
- ეფექტური კომუნიკაცია
- გამართულად წერის უნარი
- კვლევითი უნარები
- მონაცემთა ანალიზის უნარი
რბილი უნარები
- სწრაფი ადაპტაცია
- ეფექტური თანამშრომლობა
- დეტალებზე ორიენტირება
- Გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება
- პრობლემების ეფექტურად გადაჭრა
- დროის ეფექტურად მართვა
- კრიტიკული აზროვნება
დამატებითი სექციები თქვენი რეზიუმესთვის
👇 წარმოგიდგენთ შემცვლელი მასწავლების რეზიუმესთვის რეკომენდირებული დამატებითი სექციების ჩამონათვალს. აღნიშნული სექციები დაგეხმარებათ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები და კონკურენტული უპირატესობები.
- ტრენინგები და სერთიფიკატებიკლასის ეფექტური მართვა და ინკლუზიური განათლება გახლავთ ის სპეციალიზირებული სფეროები, რომელთანაც დაკავშირებული ცოდნის დემონსტრირება მნიშვნელოვნად გამოგარჩევთ სხვა აპლიკანტებისგან. საგნობრივი სპეციალიზაცია და სწავლების მეთოდოლოგიები კი სასერტიფიკატო მიმართულებების ის მცირე ჩამონათვალია, რომელთა რეზიუმეში წარმოდგენაც ეფექტურად წარმოაჩენს თქვენი, როგორც მასწავლებლის შემცვლელის კვალიფიკაციასა და პროფესიულ კომპეტენციას.
- ჯილდოები და კონფერენციებისანიმუშო პროფესიული საქმიანობის გამო მიღებული ჯილდო შესაძლოა თქვენს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად იქცეს. რაც შეეხება, პროფესიულ კონფერენციებთან დაკავშირებული გამოცდილებას, ეს ინფორმაცია უახლესი საგანმანათლებლო ტენდენციებისადმი თქვენს განსაკუთრებულ ინტერესს საუკეთესოდ წარმოაჩენს.
- მოხალისეობამოხალისეობრივი გამოცდილება შესანიშნავად წარმოაჩენს თქვენს ნამდვილ ინტერესს, ხელი შეუწყოთ მოსწავლეების პიროვნულ ზრდას და უანგაროდ იზრუნოთ მათ შემეცნებაზე. აღნიშნული გამოცდილების რეზიუმეში მითითება დამსაქმებელს დაარწმუნებს, რომ განათლების სფეროში მუშაობა თქვენი პროფესიული მოწოდებაა.
- რეკომენდატორებიშემცვლელი მასწავლებლის რეზიუმეში წარმოდგენილი რეკომენდაციები დამსაქმებელს ეფექტურად დაარწმუნებს თქვენს პროფესიონალიზმში. თუმცა, გაითვალისწინეთ, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი რეკომენდატორი იყოს კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანი, რომელიც თქვენი პროფესიონალიზმის სათანადოდ დადასტურებას შეძლებს.
- კომპიუტერული უნარებიტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოში, კომპიუტერული უნარების ქონა ცალსახად უმნიშვნელოვანესია. ეს უნარები არა მხოლოდ აუმჯობესებს სწავლების ხარისხს, არამედ ხაზს უსვამს კანდიდატის მრავალფეროვნებას და მზადყოფნას სათანადოდ გამკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს.
- ჰობები და ინტერესებირეზიუმეში წარმოდგენილი პროფესიისთვის რელევანტური ინტერესები ღირებულ შეხედულებებს იძლევა ინდივიდის პიროვნებისა და სწავლებისადმი მისეულ მიდომებზე. Ბავშვთა ფსიქოლოგიასთან ან კლასგარეშე აქტივობებთან დაკავშირებული ინტერესები შესაძლოა დამსაქმებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდეს.
- უცხო ენების ცოდნაუცხო ენების ცოდნა შემცვლელ მასწავლებელს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში ეხმარება. Ამას განაპირობებს ის ფაქტი, რომ სწავლების ინოვაციური მეთოდების უცხო ენაზე მოძიება განსაკუთრებით მარტივია.
- მშობლიური
- თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
- შუალედური დონე (B1)
- საბაზისო (A2)
შეჯამება: რა უნდა გახსოვდეთ შემცვლელი მასწავლებლის CV-ს შედგენისას
- CV-ის შესავალ ნაწილში, თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან ერთად პროფესიული სათურიც წარმოადგინეთ.
- თქვენი პროფესიული გამოცდილების მტკიცებულებად რაოდენობრივი და ფაქტობრივი ინფორმაცია გამოიყენეთ.
- უნარების სექციაში წარმოდგენილი პროფესიული და პიროვნული მახასიათებლები ხისტი და რბილი უნარების სახით წარმოადგინეთ.
- CV შემცვლელი მასწავლებლის ასისტენტის ვაკანსიას მოარგეთ და ეცადეთ მასში მხოლოდ რელევანტური ინფორმაცია წარმოადგინოთ.
- რეზიუმეს შექმნისას ეცადეთ თავიდან აირიდოთ გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები.
Რეზიუმეს სამოტივაციო წერილიც დაურთეთ
რეზიუმესთან ერთად მომზადებული სამოტივაციო წერილი შესაძლებლობას მოგცემთ ეფექტურად წარმოაჩინოთ მასწავლებლის შემცვლელის პროფესიისადმი თქვენი ინტერესი.
კითხვები და პასუხები
1. როგორ მოვიქცეთ თუ მასწავლებლის შემცვლელად არ გვიმუშავია?
სამუშაო გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში ყურადღება თქვენს აკადემიურ კვალიფიკაციას, მოხალისეობრივ გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს მიაქციეთ.
2. რომელი ფორმატით გავუგზავნოთ რეზიუმე დამსაქმებელს?
თუ რეზიუმეს ვორდის ფაილში ამზადებთ, სასურველია, დამსაქმებელთან გაგზავნამდე დოკუმენტი PDF ფორმატში გადაიყვანოთ. ამგვარად, თავიდან აიცილებს ვორდის ფაილის გახსნასთან დაკავშირებულ შესაძლო გართულებებს.