თუმცა, პროფესიისთვის დამახასიათებელი ამ უნიკალური ნიუანსების ქონის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია შექმნათ ღონისძიების ორგანიზატორის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას და სასურველი როლის დაკავებაში შეგიწყობთ ხელს!
Სარჩევი
ღონისძიების ორგანიზატორი CV: ნიმუში
👇 წარმოგიდგენთ ღონისძიების ორგანიზატორის CV-ს ნიმუშს, რომელიც თქვენი შთაგონების მიზნით პროფესიასთან დაკავშირებული საუკეთესო ნიუანსების გათვალისწინებით შევქმენით:
ღონისძიების ორგანიზატორი
+995 555 123 321
kapanadze_tamar@email.com
linkedIn.com/in/tamarkapanadze
Facebook: Tamar Kapanadze
თბილისი, საქართველო
პროფესიული შეჯამება
“ჩემი 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება 1 000-ზე მეტ ღონისძიებასა და 5 000-ზე მეტ სტუმარს აერთიანებს და ქორწილებსა და კონფერენციებთან ერთად უამრავ საერთაშორისო და სახელმწიფო ღონისძიებასაც მოიცავს.”
სამუშაო გამოცდილება
ღონისძიების ორგანიზატორი
კომპანია “ვანილა ივენთსი”
თბილისი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი – 2023 წლის დეკემბერი
ძირითადი მოვალეობები:
- ვგეგმავდი ქორწილებს, კორპორატიულ წვეულებებს, დაბადების დღეებს და წარმატებით ვართმევდი თავს საორგანიზაციო საკითხებს;
- ზუსტად განვსაზღვრავდი მიზნებს, ამოცანებსა და მოსალოდნელ შედეგებს;
- ვადგენდი ღონისძიების კალენდარულ გრაფიკს და სიტუაციური ანალიზის საფუძველზე ვმართავდი ადამიანურ რესურსებს.
განათლება
ღონისძიების ორგანიზების პროფესიული პროგრამა
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2012 წლის სექტემბერი – 2016 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- საქმიანი წინადადების მომზადება;
- სადღესასწაულო ღონისძიებების ადმინისტრირება;
- სპორტულ/სანახაობრივი ღონისძიებების დაგეგმვა;
- ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება.
მოხალისეობრივი გამოცდილება
თბილისის მერიასა და სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, მნიშვნელოვანი მოხალისეობრივი წვლილი შევიტანე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგემილი ღონისძიებების ორგანიზებაში.
სერთიფიკატები და ტრენინგები
- BDO აკადემიის ტრენინგ-კურსი თემაზე “ღონისძიებათა მენეჯმენტი” (2023);
- ფლორისტიკის სკოლა “ამელის” სერტიფიცირებული ფლორისტის კურსი (2023);
- ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსი (2022);
- სტრატეგიული სწავლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი თემაზე “დროის მენეჯმენტი და ორგანიზაციული უნარები (2021).
ხისტი უნარები
- ღონისძიების კონცეფციის შემუშავება
- ღონისძიების კოორდინირება
- ღონისძიების ფინანსური მართვა
- ღონისძიების ტექნიკური მომსახურება
- რესურსების ეფექტურად მართვა
რბილი უნარები
- კრეატიული აზროვნება
- ეფექტური კომუნიკაცია
- დროის მენეჯმენტი
- გუნდური მუშაობის უნარი,
- დეტალებზე ორიენტირებულობა
ჰობები და ინტერესები
- ვიზუალური ხელოვნება
- ფერების ფსიქოლოგია
- ფოტოგრაფია
- მოგზაურობა
უცხო ენები
- ინგლისური – B2
- გერმანული – B1
Სად შეუძლიათ დასაქმება ღონისძიებების ორგანიზატორებს საქართველოში 2023 წელს?
კერძო სექტორთან ერთად, დასაქმების შესაძლებლობები არსებობს აგრეთვე საჯარო სექტორშიც. თუმცა, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეროვნული დღესასწაულების, ოფიციალური შეხვედრებისა და საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.
Სავარაუდო ანაზღაურება
Როგორ უნდა შექმნათ ღონისძიების ორგანიზატორის CV ნაბიჯ-ნაბიჯ
ღონისძიების ორგანიზატორის CV-ის შექმნა დეტალებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
👇 გიზიარებთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინება უპირობოდ მოგიტანთ წარმატებას:
- ეცადეთ წერის პროცესში ლაკონური და ორგანიზებული იყოთ:დარწმუნდით, რომ რეზიუმე სასიამოვნოდ იკითხება და არ შეიცავს გრამატიკულ შეცდომებს. ამისთვის თანმიმდევრული იყავით და მკაფიო სათაურებთან ერთად უნარებისა და სამუშაო გამოცდილების სექციაში პუნქტებიც გამოიყენეთ.
- მეტი თვალსაჩინოებისთვის რეზიუმეში თქვენი პორტფოლიო წარმოადგინეთ:თუ გსურთ, რომ დამსაქმებელმა თქვენი პროფესიული შესაძლებლობები ეფექტურად აღიქვას, რეზიუმეს თან დაურთეთ ონლაინ პორტფოლიოს ბმული, რომელიც თქვენ მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფოტო/ვიდეო მასალას მოიცავს და დამსაქმებელს თქვენი ტექნიკისა და სტილის აღქმაში დაეხმარება.
- ყურადღება ტექნიკურ უნარებზე გაამახვილეთ:რეზიუმეში ხაზგასმით წარმოადგინეთ ცოდნა, რომელსაც ღონისძიების ორგანიზებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ფერებისა და ფორმების შეხამება, ყვავილების დეკორის შექმნასთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოცდილება და განათების პარამეტრების კონტროლი პროფესიისთვის დამხასიათებელი უნიკალური დეტალებია.
- რაოდენობრივად განსაზღვრეთ თქვენი მიღწევები: თუ გსურთ თქვენი საქმიანობის პოზიტიური გავლენა წარმოაჩინოთ, სასურველია, რეზიუმე რაოდენობრივი ინფორმაციია გაამდიდროთ. წარმატებით დასრულებული ღონისძიებების რაოდენობა და თქვენი პროფესიონალიზმით მიღწეული შედეგები დამსაქმებლის ყურადღების მიღმა არასდროს დარჩება.
სექციების განლაგება
- პერსონალური ინფორმაცია და პროფესიული სათაური:
- სახელი და გვარი
- პროფესიული სტატუსი
- ტელეფონის ნომერი
- ელ-ფოსტა
- პროფესიული პორტფოლიოს ბმული
- ადგილმდებარეობა
- პროფესიული შეჯამება
- პროფესიული გამოცდილება
- ხისტი და რბილი უნარები
დამატებითი სექციები (უცხო ენების ცოდნა, Მოხალისეობა, Ტექნიკური უნარები, Ჰობები და ინტერესები, Ტრენინგები და Სერთიფიკატები).
საუკეთესო ფორმატი CV-სთვის
👇 ხშირად ეს გაუცნობიერებლად ხდება, თუმცა, CV-ს შექმნამდე ყოველ ჩვენგანს ფორმატირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება უწევს. ამ პროცესის მეტი ყურადღებით წარსამართად, რეზიუმეს 3 ძირითად ფორმატს წარმოგიდგენთ.
- ქრონოლოგიური ფორმატი – თანმიმდევრული პროფესიული გამოცდილების მქონე ღონისძიების ორგანიზატორებისთვისაა შესაფერისი. ის კარიერულ პროგრესსა და პროფესიისადმი ერთგულებას ეფექტურად წარმოაჩენს.
- ფუნქციური ფორმატი – განათლებასა და პერსონალურ/პროფესიულ უნარებზე ამხვილებს ყურადღებას. შესაბამისად, რელევანტური იქნება თუ ფუნქციური ფორმატის გამოყენებას გამოცდილების არ მქონე პირებს ან იმ აბიტურიენტებს ვურჩევთ, რომლებიც პროფესიული გამოცდილების შეძენას ახლა იწყებენ.
- შერეული ფორმატი – რეზიუმეს მომზადებისადმი დაბალანსებულ მიდგომას გვთავაზობს და სამუშაო გამოცდილებასთან ერთად ცოდნასა და პროფესიულ უნარებსაც ეფექტურად წარმოაჩენენ.
სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
👇 წარმოგიდგენთ მაგალითს, რომელიც პროფესიული სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის ეფექტურად მომზადებაში დაგეხმარებათ.
ღონისძიიების ორგანიზატორი
+995 555 123 123
kapanadze_tamar@mail.com
instagram.com/use/tamarkapanadze
თბილისი, საქართველო
თამარ კაპანაძე
+995 555 123 123
Mail Address: use.events@mail.use
facebook.com/use/takokapanadze
თბილისი, საქართველო
ღონისძიების ორგანიზატორისთვის სასურველი სამუშაო გამოცდილება
სწორედ ამიტომ, სანამ ღონისძიების ორგანიზატორის CV-ის მზადებას შეუდგებით, სასურველია აგრეთვე იხილოთ რეზიუმე გუნდის ხელმძღვანელისთვის.
👇 ჩვენ მიერ წარმოდგენილი მაგალითები დაგეხმარებათ უკეთ გაიაზროთ რა კონკრეტული მოთხოვნების საფუძველზე უნდა შექმნათ დამსაქმებლისთვის საინტერესო სამუშაო გამოცდილების სექცია.
მაგალითი 1
კომპანია “ადვერსო”
თბილისი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი – 2023 წლის დეკემბერი
ძირითადი მოვალეობები:
- ღონისძიების დაგეგმვა, მართვა, ორგანიზება და კოორდინირება;
- კლიენტებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
- ახალი იდეების გენერირება როგორც კონკრეტული ღონისძიების დაგეგმივსას, ასევე ზოგადად ორგანიზაციის განვითარების მიზნით.
მაგალითი 2
კომპანია “ვანილა ივენთი”
თბილისი, საქართველო
2013 წლის სექტემბერი – 2018 წლის დეკემბერი
ძირითადი მოვალეობები:
- ღონისძიებების მოძიება და სპეციფიკური მოთხოვნების საფუძველზე მათი დაგეგმვა;
- საჭიროების შემთხვევაში, კვებისა და გასართობი სივრცის უზრუნველყოფა;
- დაგეგმილი ღონისძიებებისთვის ყველა საჭირო მოთხოვნის კლიენტის ინტერესის შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილება.
Მნიშვნელოვანი რჩევები განათლების სექციისთვის
მაგალითი 1
ღონისძიების ორგანიზების შემსწავლელი საბაზისო პროფესიული კურსი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება “ორიენტირი”, საქართველო (2012 – 2016)
მაგალითი 2
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2012 წლის სექტემბერი – 2016 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- საქმიანი წინადადების მომზადება;
- სადღესასწაულო ღონისძიებების ადმინისტრირება;
- სპორტულ/სანახაობრივი ღონისძიებების დაგეგმვა;
- ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება.
ორგანიზატორის უნარ-ჩვევები
საუკეთესო შემთხვევაში, ღონისძიების ორგანიზატორი უნდა იყოს კომუნიკაბელური და ფლობდეს დროის მართვის, რათა შეძლოს მულტითასქინგი.
ხისტი უნარები
- ღონისძიების კონცეფციის შემუშავება
- ღონისძიების კოორდინირება
- ღონისძიების ფინანსური მართვა
- ღონისძიების ტექნიკური მომსახურება
- რესურსების ეფექტურად მართვა
რბილი უნარები
- კრეატიული აზროვნება
- ეფექტური კომუნიკაცია
- დროის მენეჯმენტი
- გუნდური მუშაობის უნარი,
- დეტალებზე ორიენტირებულობა
პროფესიული შეჯამება
ამ ეტაპზე, ჩემს ცოდნას აბიტურიენტებს ვუზიარებ. ამის პარალელურად კი ვეძებ კომპანიას, რომელში დასაქმებაც პროფესიულად გამზრდის და არა მხოლოდ კარიერულ წინსვლაში დამეხმარება, არამედ ცხოვრების ხალისსაც შემძენს. CV-თ დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმეში მითითებულ Facebook მისამართზე დამიკავშირდით, ან მომწერეთ: use.events-mail@mail.com
დამატებითი სექციები
ღონისძიების ორგანიზატორის რეზიუმეში წარმოდგენილი დამატებითი სექციები კონკურენტუნარიანობის, პროფესიონალიზმისა და კრეატიულობის საუკეთესო პრეზენტაციას უზრუნველყოფს.
- უცხო ენების ცოდნათუ უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს არ ფლობთ, სასურველია უპირატესობა ენის ცოდნის საერთაშორისო სტანდარტს მიანიჭოთ:
- მშობლიური
- თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
- შუალედური დონე (B1)
- Საბაზისო (A2)
- Მოხალისეობამოხალისეობრივი გამოცდილება მომავალში ღონისძიების ორგანიზატორის პროფესიაში დამკვიდრების პერსპექტივას ზრდის და გამოცდილების არმქონე პირებს რეზიუმეს შეფასების პროცესში მნიშვნელოვან უპირატესობას სძენს.
- სერთიფიკატები და ტრენინგებიტრენინგები თქვენი პროფესიონალიზმის ხელშესახებ მტკიცებულებას წარმოადგენს და ცნობილი სასწავლო ცენტრებისა და ორგანიზაციებისგან მიღებულ სერთიფიკატებთან ერთად დამსაქმებლებს თქვენდამი ნდობას უფრო მეტად განუმტკიცებს.
- Ჰობები და ინტერესებიპროფესიისთვის რელევანტური ისეთი ჰობები, როგორიც მოგზაურობა, ფოტოგრაფია და ვიზუალური ხელოვნებაა ღონისძიების ორგანიზების მიღმა არსებულ ინტერესებს საუკეთესოდ გამოავლენს.
შეჯამება: რა უნდა გახსოვდეთ ღონისძიების ორგანიზატორის CV-ს შედგენისას
📍 საკონტაქტო ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ CV შეჯამებით განაგრძეთ და სამუშაო გამოცდილებასთან ერთად თქვენი პროფესიული მიღწევებიც წარმოაჩინეთ.
📍 სასურველია, რეზიუმეს თან დაურთოთ პორტფოლიოს ბმული, რომელიც თქვენ მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფოტო/ვიდეო მასალას მოიცავს.
📍 ტექნიკურ შესაძლებლობებზე აქცენტირდით და ღონისძიების ორგანიზებასთან ერთად, მისი კონცეფციის შემუშავების, კოორდინირებისა და მართვის უნარებიც სათანადოს წარმოაჩინეთ.
📍 რეზიუმე ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული რელევანტური სასწავლო კურსებით გაამდიდრეთ და ყველა ის სერთიფიკატი ან ტრენინგი ახსენეთ, რომელმაც თქვენი პროფესიული უნარები გააუმჯობესა.
არ დაივიწყოთ სამოტივაციო წერილის მნიშვნელობა
პოტენციურ დამსაქმებელზე შთაბეჭდილების მოსახდენად მხოლოდ CV არ კმარა. საჭიროა, მოამზადოთ სამოტივაციო წერილი, რომელიც როლთან თქვენს შესაბამისობას ეფექტურად წარმოაჩენს და კონკურენტებთან მიმართებით მეტ უპირატესობას შეგძენთ!
თუ რეზიუმეს წერის ცარიელი ფურცლიდან დაწყება დისკომფორტს გიქმნით, ჩვენი რეზიუმეს საუკეთესო მაგალითები და შაბლონები უკვე მზა სახით მოგაწვდიან იდეებს და ამგვარად, წერის პროცესს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებენ!
კითხვები და პასუხები
რა სიხშირით უნდა განვაახლოთ რეზიუმე?
თუ გსურთ კონკურენტული უპირატესობა შეინარჩუნოთ და დამსაქმებლისთვის საინტერესო კანდიდატად დარჩეთ, აუცილებელია რეზიუმე ყოველი ახალი მიღწევის, პროფესიული უნარისა და გამოცდილების შეძენის შესაბამისად, მუდმივად გაახლოთ.
შეიძლება ღონისძიების ორგანიზატორი პროფესიული განათლების გარეშე გახდე?
ღონისძიების ორგანიზატორის პროფესია მნიშვნელოვანწილად პრაქტიკულ გამოცდილებას და პროფესიისთვის საჭირო უნარებს ეფუძნება. შესაბამისად, თუ თვითშემეცნებასა და განვითარებას საკმარის დროს დაუთმობთ, პროფესიული განათლების გარეშეც განსაკუთრებული წარმატებით გაართმებთ თავს გამოწვევებს.