ქონების მენეჯერი CV: დეტალური გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

უძრავი ქონების მენეჯერები გამოწვევების ფართო სპექტრს უმკლავდებიან. ისინი დაინტერესებულ პირებს შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ასრულებენ და შეუფერხებელ კომუნიკაციასთან ერთად კონფლიქტების ეფექტურად მოგვარებასაც უზრუნველყოფენ. 

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები

ქონების მენეჯერები მრავალფეროვანი პიროვნული მახასიათებლების პალიტრას ქმნიან და ტექნიკურ უნარებთან ერთად, ფინანსურ და იურიდიულ ცოდნასაც ფლობენ. პროფესიული კომპეტენციების ეს უნიკალური ნაზავი კი ქონების მენეჯმენტს ზრდის უწყვეტი პერსპექტივის მქონე დინამიურ პროფესიად აქცევს.

თუმცა, პროფესიისთვის დამახასიათებელ ამ  დინამიურ პირობებში მნიშვნელოვანია შექმნათ ქონების მენეჯერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კვალიფიკაციასა და კონკურენტულ უპირატესობებს.

ქონების მენეჯერი CV

👉 თქვენი ხელშეწყობის მიზნით, ამ სტატიაში საუკეთესო პრაქტიკული რეკომენდაციების შესაბამისად განვიხილავთ თუ როგორ უნდა მოამზადოთ მაღალი ხარისხის CV და მოგაწვდით ღირებულ რჩევებს, რომელთა მხედველობაში მიღება განსაკუთრებით წაგადგებათ პროფესიული წარმატებისკენ მიმავალ გზაზე!

Სარჩევი

ქონების მენეჯერი CV: დეტალური მაგალითი

👇 წარმოგიდგენთ ქონების მენეჯერის CV-ს ნიმუშს, რომელიც სრულყოფილად აღწერს თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული რეზიუმე.

მარიამ წიკლაური
ქონების მენეჯერი
+995 555 123 321
tsiklauri_mariam@email.com
თბილისი, საქართველო
linkedin.com/in/mariamtsiklauri

პროფესიული შეჯამება
“5 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ქონების მენეჯერი, რომელიც საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე უმკლავდება საოფისე, საცალო და სამრეწველო ქონების მენეჯმენტის სრულ ციკლს.“ 

სამუშაო გამოცდილება 
უძრავი ქონების მენეჯერი
სამშენებლო კომპანია  „შენი სახლი ლისზე“
თბილისი, საქართველო
აგვისტო 2017 – ივნისი 2022

ძირითადი მოვალეობები:

  • სატელეფონო და წერილობითი სახით  უზრუნველვყოფდი კლიენტებთან  კომუნიკაციას და მათ დაინტერესების შემთხვევაში ვთავაზობდი სერვისებს;
  • ვაფართოვებდი კომპანიის გაყიდვების ქსელს და ვმართავდი მომხმარებელთა ბაზებს;
  • დაინტერესებულ მომხმარებლებს ვაწვდიდი ამომწურავ  ინფორმაციას სარეალიზაციო ქონების შესახებ;
  • ვაწარმოებდი გაყიდვების სტატისტიკას;
  • უზრუნველვყოფდი მარკეტინგისა და გაყიდვები სამსახურის მხარდაჭერას.

ძირითადი მიღწევები

  • სტრატეგიული მარკეტინგული კამპანიების, მოიჯარეების შენარჩუნების პროგრამებისა და ეფექტური მოლაპარაკებების მეშვეობით 10%-ით შევამცირე საოპერაციო ხარჯები და 25%-ით გავზარდე შემოსავალი;
  • ჩემი ინიციატივით შეიქმნა ლოიალობის პროგრამა, რომელმაც მომხმარებელთა განმეორებითი შესყიდვები 18%-ით გაზარდა.

განათლება
ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2015 წლის ოქტომბერი – 2017 წლის ივლისი

შესაბამისი კურსები:

  • სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები;
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტის არსი და პროფესიული განვითარების პრინციპები;
  • სტრატეგიული კომუნიკაციები;
  • სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები.

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2011 წლის სექტემბერი – 2015 წლის ივნისი

შესაბამისი კურსები:

  • ეკონომიკისა და ბიზნესის სტატისტიკის საფუძვლები;
  • ბიზნეს ეთიკა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;
  • ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები;
  • საერთაშორისო ბიზნეს რეგულიაციები;
  • მეწარმეობის პრაქტიკული კურსი.

სერტიფიკატები

  • 2023 წელი – მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლის ქონების სერტიფიცირებული მენეჯერი;
  • 2022 წელი – საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის სერტიფიცირებული ქონების მენეჯერი;
  • 2019 წელი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული სპეციალისტი მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში.

ხისტი უნარები

  • პროფესიული მიზნების სწორად განსაზღვრა;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • კონტრაქტის მენეჯმენტი;
  • ქონების ღირებულების განსაზღვრა;
  • საკუთრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა;
  • ოპერატიულობა და პუნქტუალურობა;
  • Ბაზრის კვლევა;
  • ბიუჯეტირება

რბილი უნარები

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • ყურადღება დეტალების მიმართ,
  • ემოციური წონასწორობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • პროფესიული ეთიკა

ინტერესები

  • არქიტექტურა
  • ფერწერა
  • ინტერიერის დიზაინი

ენები

  • ქართული – მშობლიური
  • ინგლისური – C1
  • გერმანული – B1

უძრავი ქონების ინდუსტრია საქართველოში 2023 წელს

ქონების მენეჯმენტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიაა, რადგან სწორედ ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანები უზრუნველყოფენ კომპანიის ქონების მართვას, მომხმარებელთა წრის გაფართოებასა და მათთან საიმედო პარტნიორობის შენარჩუნებას.

💡 ფაქტი: Salary expert-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, უძრავი ქონების ინდუსტრიაში დასაქმებული პირის ყოველწლიური ანაზღაურება საშუალოდ 32,660 ლარია.
👉 თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უძრავი ქონების სფეროში დასაქმებული ადამიანის სახელფასო განაკვეთი შესაძლოა მნიშვნელოვნად იყოს დამოკიდებული როგორც კომპანიაში დაკავებულ პოზიციაზე, აგრეთვე, გამოცდილებასა და წარმატებულ პერფორმანსზე.

Სად შეუძლიათ დასაქმება ქონების მენეჯერებს?

უძრავი ქონების სააგენტოები და ქონების მართვის კომპანიები დიდი რაოდენობით უძრავ ქონებას ფლობენ, შესაბამისად, ქონების გამოცდილი მენეჯერებისთვის ადგილი აქ მუდამ მოიძებნება.

ქონების მენეჯერი CV

👉 დასაქმებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ალტერნატივა ის მსხვილი კორპორაციებია, რომლებიც უძრავი ქონების ფართო პორტფელს ფლობენ და ქონების სამართვად ქონების მენეჯერებს საჭიროებენ.

საჯარო საკუთრებაში არსებული ქონების სამართავად, ქონების მენეჯერებს აგრეთვე ხშირად ქირაობენ საჯარო სექტორის წარმომადგენელი სამთავრობო სააგენტოები, მუნიციპალური კორპორაციები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

🎁 დასაქმებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების მოსაძიებლად ონლაინ პორტალები და კორპორატიული ღონისძიებები შესანიშნავი რესურსებია ქონების მენეჯერებისთვის. თუმცა, ინდივიდუალური ქონების მფლობელებისა და მცირე ინვესტორებისთვის სერვისების დამოუკიდებლად შეთავაზების მიზნით, ქონების მენეჯერებს შეუძლიათ განიხილონ თვითდასაქმებაც.

ეფექტური Რჩევები ქონების მენეჯერის რეზიუმეს შესადგენად

ქონების მენეჯერის პოზიცია პროფესიული პასუხისმგებლობებისა და საჭირო კომპეტენციების მრავალფეროვან ჩამონათვალს საჭიროებს.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღებით მიუდგეთ CV-ს შექმნის პროცესს და კონკრეტული რეკომენდაციების გათვალისწინებით შექმნათ დოკუმენტი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს შესაძლებლობებს.

  • კონკურენტული უპირატესობის მოპოვების მიზნით გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები:გირჩევთ CV-ს შექმნამდე ყურადღებით გაეცნოთ ქონების მენეჯერის პოზიციასთან დაკავშირებულ ვაკანსიას  და სწორედ იქ წარმოდგენილ რელევანტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით განსაზღვროთ პროფესისთვის რელევანტურ რომელ საკვანძო სიტყვებს გამოიყენებთ.ეს სტრატეგიული ნაბიჯი მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი დასაქმების შანსს და  სხვა კანდიდატებისგანაც აუცილებლად გამოგარჩევთ.
  • მკაფიოდ ისაუბრეთ თქვენი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ: არსებობს რეზიუმეს შექმნასთან დაკავშირებული სხვა და სხვა სტანდარტი თუმცა ყოველი მათგანი მიგვითითებს, რომ მნიშვნელოვანია, CV სათანადოდ წარმოაჩენდეს აპლიკანტის კონკურენტულ უპირატესობას და სწორედ ამ გზით უსვამდეს ხაზს სასურველ ვაკანსიასთან შესაბამისობას.სწორედ ამიტომ, სასურველია, რომ CV სრულყოფილად წარმოაჩენდეს როგორც თქვენს განათლებას, აგრეთვე სამუშაო გამოცდილებას.
  • სათანადო ყურადღება დაუთმეთ პროფესიისთვის რელევანტურ უნარებს:როდესაც დამსაქმებელი ვაკანსიას აცხადებს, ჩვეულებისამებრ, ის სრულფასოვნად განმარტავს თუ რას მოითხოვს აპლიკანტისგან. სწორედ ამიტომ, თუ გსურთ, რომ ქონების მენეჯერი გახდეთ, აუცილებლად მოარგეთ თქვენი CV თქვენთვის სასურველი პოზიციის სპეციფიკურ მოთხოვნებს და აქცენტი მხოლოდ იმ უნარ-ჩვევებზე გააკეთეთ, რომლებიც უშუალოდ შეესაბამება სამუშაოს აღწერას.
  • დაკვირვებით შეარჩიეთ რეზიუმეს სტრუქტურა და ფორმატი:პოტენციური დამსაქმებლისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც თქვენი პროფესიული  კვალიფიკაცია, აგრეთვე ის სტრუქტურა და ფორმატი, რომელსაც რეზიუმეში ინფორმაციის წარმოსადგენად ირჩევთ.ამის გათვალისწინებით, გირჩევთ გონივრულად განალაგოთ სექციები და ინფორმაციის წარმოსადგენადაც დაკვირვებით შეარჩიოთ შესაბამისი ფორმატი.
  • გამოიყენეთ რაოდენობრივი და ფაქტობრივი მონაცემები:დამსაქმებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ რეზიუმეში წარმოდგენილი ხელშესახები ინფორმაცია წარმატების უპირობო გარანტია! რთულია მათ არ დავეთანხმოთ, რადგან რაოდენობრივი და ფაქტობრივი მონაცემების რეზიუმეში გამოყენება მეტ დამაჯერებლობას სძენს თქვენს შესაძლებლობებს და დამსაქმებელს არწმუნებს, რომ საუკეთესოდ შეგიძლიათ პროფესიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
  • ნუ დაივიწყებთ კორექტირებასა და რედაქტირებას:რეზიუმეს დამსაქმებელთან გაგზავნამდე ყურადღებით გადაამოწმეთ დოკუმენტი და დარწმუნდით, რომ წერის პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია ობიექტური და ზუსტია. აგრეთვე, იზრუნეთ, რომ სათანადოდ შეასწოროთ  უნებლიედ დაშვებული ყველა ორთოგრაფიული ან გრამატიკული შეცდომა.

Სექციების თანმიმდევრობა

ქონების მენეჯერის რეზიუმე ინდუსტრიისთვის რელევანტური სექციების საინტერესო კომბინაციით და გონივრული თანმიმდევრობით უნდა იქცევდეს დამსაქმებლის ყურადღებას. შესაბამისად, თუ თქვენ ყურადღებას მხოლოდ CV-ის შინაარსობრივ მხარეზე გაამახვილებთ და მის ვიზუალს უგულებელყოფთ, შესაძლოა თქვენი ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდეს.

👉 რაც არ უნდა შესაფერისი იყოს თქვენი შესაძლებლობები ვაკანტური პოზიციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, არცერთ დამსაქმებელს არ სურს დრო ზერელედ  ორგანიზებული CV-ს შეფასებას დაუთმოს.

👇 სექციების თანმიმდევრობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ რეკომენდირებულ განლაგებას, რომელიც თქვენს საუკეთესო პროფესიულ მახასიათებლებს ეფექტურად, ნაბიჯ-ნაბიჯ  გააცნობს დამსაქმებელს.

  • საკონტაქტო ინფორმაცია და პროფესიული სათაური:
    • ელ-ფოსტა;
    • ტელეფონის ნომერი;
    • ადგილმდებარეობა;
    • პროფესიული სოციალური ქსელის (მაგალითად, LinkedIn) ბმული.
  • პროფესიული შეჯამება;
  • ქონების მენეჯერის სამუშაო გამოცდილება;
  • ძირითადი მიღწევები;
  • განათლების სექცია;
  • ქონების მართვისთვის საჭირო ხისტი და რბილი უნარ-ჩვევები;
  • დამატებითი სექციები (რეკომენდატორები, ჰობები და ინტერესები, ლიცენზია, სერტიფიკატები და უცხო ენები).

Სწორი ფორმატი და სტრუქტურა

სასურველ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობის ეფექტურად წარმოსადგენად სასურველია გონივრულად შეარჩიოთ ფორმატი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენც ცოდნას, გამოცდილებასა და კარიერულ მიღწევებს.

ქონების მენეჯერი CV

👇 თქვენი პროფესიული კვალიფიკაციის ეფექტური პრეზენტაციისთვის გთავაზობთ სამი სახის ფორმატს, რომელთაგან თითოეული კონკრეტულ მიზანს ემსახურება:

  • ქრონოლოგიური ფორმატისაპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოადგენს თქვენი პროფესიული განვითარების გზას და მთავარ აქცენტს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე აკეთებს. სწორედ ამიტომ, ფორმატის ეს სახეობა იდეალურია იმ ქონების მენეჯერებისთვის, რომელთაც თანმიმდევრულ სამუშაო გამოცდილებაზე აქცენტირებით სურთ დამსაქმებელს აჩვენონ, რომ პროფესიული ზრდისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიან.
  • ფუნქციური ფორმატიუნარ-ჩვევებსა და კვალიფიკაციაზე აკეთებს აქცენტს. აღნიშნული ფორმატი შესაძლებლობას გაძლევთ სამუშაო ისტორიის ნაცვლად თქვენს განათლებასა და პროფესიული ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად საჭირო თვისებებზე კონცენტრირდეთ. სწორედ ამიტომ, პროფესიული გამოცდილების არქონის შემთხვევაში სასურველია უპირატესობა სწორედ ფუნქციურ ფორმატს მიანიჭოთ.
  • შერეული ფორმატიგახლავთ ქრონოლოგიური და ფუნქციური ფორმატების გაერთიანებით შექმნილი ფორმატირების სხვა სტანდარტი რომელიც თქვენი უნარ-ჩვევებისა და ძირითადი კომპეტენციების მიღმა არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის წარმოჩენას უზრუნველყოფს.შერეული ფორმატი ქონების მენეჯერებს შესაძლებლობას აძლევს თავდაპირველად პროფესიისთვის რელევანტური უნარები მიმოიხილონ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდნენ სამუშაო გამოცდილებისა და განათლების სექციებზე.

Სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

თქვენი CV აუცილებლად უნდა მოიცავდეს სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექციას. აღნიშნული განყოფილება, საუკეთესო შემთხვევაში, რეზიუმეს შესავალ ნაწილში უნდა განთავსდეს და ორიოდე სიტყვით ფორმულირებული სათაურით უნდა დაიწყოს.

👉 რეზიუმეს ამ ნაწილში წარმოდგენილი დეტალების მეშვეობით დამსაქმებელს შესაძლებლობას მისცემთ პერსონალური გასაუბრების ჩანიშვნის ან დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით იოლად დაგიკავშირდეთ.
📌 რჩევა: რეზიუმეს ამ ნაწილში მოერიდეთ თქვენი დაბადების თარიღის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა შეუსაბამო დეტალების წარმოდგენას.
✔️ კარგი სათაურის მაგალითი
მარიამ წიკლაური
ქონების მენეჯერი
+995 555 123 123
tsiklauri_mariam@email.com
თბილისი, საქართველო
linkedin.com/in/mariamtsiklauri
❌ ცუდი სათაურის მაგალითი
ქონების მენეჯერი
მარიამ წიკლაური
+995 555 123 123
marikuna007@email.com

ჩემი საცხოვრებელი ადგილია ახალციხე სტანდარტი დღეს ამ ქალაქში იმაზე მაღალია ვიდრე ოდესმე, ამიტომ სიამოვნებით განვავითარებ აქ ქონების მართვის სფეროს და უფრო მეტად შევუწყობ ხელს ჩემი ქალაქის წინსვლას!

პროფესიონალური შეჯამება

ქონების მენეჯერის CV-ის ზედა ნაწილში განთავსებული პროფესიული შეჯამება უნარების სწრაფ, მაგრამ პრაქტიკულ მიმოხილვას წარმოადგენს.

👉 დამსაქმებელთა გარკვეული ნაწილი სასურველი კადრის შერჩევასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას სწორედ  პროფესიული შეჯამების საფუძველზე იღებს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ 3-4 წინადადებისგან შემდგარი ეს სექცია თქვენს ძირითად მიღწევებსა და კარიერულ მიზნებს საუკეთესოდ წარმოაჩენდეს და ამ გზით ეფექტურად იპყრობდეს მკითხველის ყურადღებას.
✔️ შეჯამების სწორი მაგალითი:
5 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ქონების მენეჯერი, რომელიც საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე უზრუნველყოფს საოფისე, საცალო და სამრეწველო ქონების მენეჯმენტის სრულ ციკლს.
❌ შეჯამების არასწორი მაგალითი:
ჩემი, როგორც ქონების მენეჯერის პირველი სამუშაო ადგილი იყო ახალციხე სტანდარტი დღეს ამ ქალაქში სწორედ ჩემი დამკვიდრებულია და თუ ვინმეს ჰკითხავთ ვინ არის საუკეთესო ქონების მენეჯერი, პასუხად ყოველ ჯერზე ჩემს სახელს მოისმენთ. განსაკუთრებული რეპუტაციით საქართველოს კიდევ არაერთ ქალაქში ვსარგებლობ. მათ შორის აღსანიშნავია ჩოხატაური სტანდარტი დღეს ამ ქალაქში იმაზე მაღალია ვიდრე ოდესმე და ეს სწორედ ჩემი დამსახურებაა. ამიტომ, თუ საუკეთესო ქონების მენეჯერს ეძებთ, მე ნამდვილად შემიძლია არნახული წარმატება მოვუტანო თქვენს ბიზნესს!

Როდის შეიძლება დაგჭრდეთ ფოტოს გამოყენება

რეზიუმე თქვენი უნარების, კვალიფიკაციისა და პროფესიასთან დაკავშირებული გამოცდილების წარმოსაჩენად იქმნება, შესაბამისად, პერსონალური ფოტოს მასში განთავსებამ შესაძლოა პოტენციური მიკერძოება ან დისკრიმინაცია გამოიწვიოს.

ქონების მენეჯერი CV

📌 რჩევა: სწორედ ამიტომ, ქონების მენეჯერის რეზიუმეში ფოტოს ჩართვა, ჩვეულებისამებრ, არ არის რეკომენდებული. ამის ნაცვლად, გირჩევთ, მთავარი აქცენტი გააკეთოთ კარგად ორგანიზებული და ლაკონური დოკუმენტის შექმნაზე, რომელიც თქვენს პროფესიულ გამოცდილებას, მიღწევებს, განათლებასა და უნარ-ჩვევებს წარმოაჩენს.

ფოტოს არარსებობის შემთხვევაში, დამსაქმებელი მხოლოდ თქვენი კვალიფიკაციისა და დამსახურების საფუძველზე შეაფასებს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენს შესაბამისობას, რაც სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასების პროცესს უზრუნველყოფს.

🎁 დაიმახსოვრეთ, პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია ყოველთვის მთავარი ფაქტორი უნდა იყოს ქონების მენეჯერის ეფექტური რეზიუმეს შედგენისას.

ქონების მენეჯერის სამუშაო გამოცდილება

📌 რჩევა: ვინაიდან, სამუშაო გამოცდილების სექცია CV-ის ყველაზე მოცულობითი განყოფილებაა, მარტივი ნავიგაციისთვის სასურველია გამოიყენეთ 3 საფეხურიანი სტრუქტურა და დამსაქმებელს მისთვის სასურველი ინფორმაციის იოლად მოძიების შესაძლებლობა მისცეთ.

ამისთვის თქვენი სამუშაო ისტორია საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოადგინეთ და რეზიუმეში კომპანიის დასახელებასთან ერთად, მისი ადგილმდებარეობა, დასაქმების პერიოდი და ძირითადი მოვალეობებიც მიუთითეთ.

👉 საინტერესოა რომ ქონების მენეჯერის პოზიცია არსობრივად ძალიან ჰგავს ანგარიშების მენეჯერის როლს და ეს მსგავსება ყველაზე ნათლად სწორედ პროფესიული პასუხისმგებლობების ნაწილში გამოიხატება.

მაგალითად, ანგარიშების მენეჯერის CV ქონების მენეჯერის რეზიუმეს მსგავსად მთავარ აქცენტს კომპანიის ფინანსური ზრდის ოპტიმიზაციაზე, რისკების შემცირებასა და მომხმარებლების ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე აკეთებს.

მაგალითი 1

ქონების მენეჯერი
სამშენებლო კომპანია  „შენი სახლი ლისზე“
თბილისი, საქართველო
მაისი 2017 – ივნისი 2022

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტებთან  კომუნიკაცია, როგორც სატელეფონო ასევე წერილობითი სახით  და მათთვის პროდუქტის შეთავაზება;
  • კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება, მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა;
  • დაინტერესებული მომხმარებლისთვის სარეალიზაციო ქონების თაობაზე  სრული  ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება;
  • გაყიდვების სტატისტიკის წარმოება;
  • მარკეტინგის და გაყიდვები სამსახურის მხარდაჭერა.

მაგალითი 2

უძრავი ქონების მენეჯერი
უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორსინგული კომპანია “REA Investment”
თბილისი, საქართველო
თებერვალი 20014 – აპრილი 2016

ძირითადი მოვალეობები:

  • უძრავი ქონების შეძენისას მყიდველისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • პოტენციურ მყიდველთან დაკავშირება;
  • კომპანიის ბაზის მუდმივი განახლება;
  • შეხვედრების ორგანიზება;
  • გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.

Ძირითადი მიღწევა

ძირითადი მიღწევის სექცია თქვენი კონკურენტული უპირატესობის წარმოჩენის საუკეთესო შესაძლებლობაა. თუმცა, იმისთვის, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოთ დამსაქმებელზე, გირჩევთ, მიღწევებზე საუბრისას რაოდენობრივ შედეგებთან ერთად, მეტი კონკრეტიკა და დამაჯერებელი სამოქმედო ფრაზები გამოიყენოთ.

👉  მიღწევად აღიქმევა ყველაფერი, რამაც დადებითად იმოქმედა როგორც თქვენს კომპანიაზე, აგრეთვე მომხმარებლებზე, მაგალითად:

  • მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამა, რომელმაც განმეორებითი შესყიდვები 18%-ით გაზარდა;
  • გუნდის მუშაობის ოპტიმიზაცია, რამაც თანამშრომლების პროდუქტიულობისა და მოიჯარეების საერთო კმაყოფილების 25%-ით ზრდა გამოიწვია;
  • სტრატეგიული მარკეტინგული კამპანიების, მოიჯარეების შენარჩუნების პროგრამებისა და ეფექტური მოლაპარაკებების მეშვეობით 10%-ით შემცირდა საოპერაციო ხარჯები და 25%-ით გაიზარდა შემოსავალი.

თუ შესაბამისი სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ

თუ ქონების მართვასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ, სასურველია მთავარი აქცენტი განათლებაზე, აკადემიურ მიღწევებსა და პროფესიისთვის რელევანტურ უნარებზე გააკეთოთ.

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო გამოცდილება ქონების მენეჯერისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული ღირსებაა, განათლების, უნარ-ჩვევებისა და მოტივაციის ეფექტურად წარმოდგენას აქვს ძალა დამსაქმებელს თქვენი პროფესიული პერსპექტივა დაანახოს.

ქონების მენეჯერი CV

📌 რჩევა: გამოცდილების არქონის შემთხვევაში, რეზიუმეს დაწყება პროფესიული შეჯამებითაა რეკომენდირებული. ამ დროს გირჩევთ სწორება თქვენს ენთუზიაზმზე, მოტივაციასა და პროფესიისადმი ძლიერ ინტერესზე გააკეთოთ.

აკადემიური განათლების სექცია ქონების მენეჯერისთვის

საინტერესოა, რომ უძრავი ქონების სფეროში, რეგულირებისა და ზედამხვედველობის თვალსაზრისით, ქონების მენეჯერის პროფესია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აუდიტორის როლი. ალბათ, სწორედ ამ მსგავსების გამოა, რომ ანგარიშგებისა და ფინანსური პრინციპების გასააზრებლად, ქონების მენეჯერის რეზიუმე აუდიტორის CV-ის მსგავსად ბიზნესის ადმინისტრირებას, ფინანსებსა და სხვა მონათესავე დარგებს ეყრდნობა.

👇 განვიხილოთ ქონების მენეჯერის რეზიუმესთვის რელევანტური განათლების სექციის მაგალითები:

მაგალითი 1

საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო (2018 – 2020)
მასობრივი კომუნიკაციების ბაკალავრი, ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო (2014 – 2018)

მაგალითი 2

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2015 წლის სექტემბერი – 2019 წლის ივნისი

შესაბამისი კურსები:

  • ეკონომიკისა და ბიზნესის სტატისტიკის საფუძვლები;
  • ბიზნეს ეთიკა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;
  • ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები;
  • საერთაშორისო ბიზნეს რეგულიაციები;
  • მეწარმეობის პრაქტიკული კურსი.

ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2019 წლის ოქტომბერი – 2021 წლის ივლისი

შესაბამისი კურსები:

  • სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები;
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტის არსი და პროფესიული განვითარების პრინციპები;
  • სტრატეგიული კომუნიკაციები;
  • სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები.

ქონების მენეჯერის უნარ-ჩვევები

ქონების მენეჯერის უნარ-ჩვევები პუნქტების 2 თემატური სვეტისაგან უნდა შედგებოდეს და პროფესიულ პასუხისმგებლობებთან გასამკლავებლად საჭირო ძირითად მახასიათებლებს უნდა მოიცავდეს.

📌 რჩევა: უნარ-ჩვევების სექციის კომპანიის მოთხოვნებთან შესაბამისობა წარმატების გასაღებია, ამიტომ ყურადღებით გაეცანით სამუშაოს აღწერილობას და თქვენი უნარები სწორედ ვაკანსიაში წარმოდგენილ საკვანძო ფრაზებს მოარგეთ.

მაგალითად, თუ რეალტორის CV დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციას, ბაზრის ტენდენციების ანალიზსა და საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესებას გულისხმობს, ქონების მენეჯერის რეზიუმე ქონების მართვის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოებისა და ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკის ცოდნაზეა ორიენტირებული.

ხისტი უნარები

  • პროფესიული მიზნების სწორად განსაზღვრა;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • კონტრაქტის მენეჯმენტი;
  • ქონების ღირებულების განსაზღვრა;
  • საკუთრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა;
  • ოპერატიულობა და პუნქტუალურობა;
  • Ბაზრის კვლევა;
  • ბიუჯეტირება.

რბილი უნარები 

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • ყურადღება დეტალების მიმართ,
  • ემოციური წონასწორობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • პროფესიული ეთიკა.

დამატებითი სექციები

ქონების მენეჯერის რეზიუმეში დამატებითი სექციების წარმოდგენა გონივრული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან დამატებითი სექციები საშუალებას გაძლევთ გამოავლინოთ სტანდარტული კვალიფიკაციის მიღმა არსებული ის სპეციალიზებული უნარები და თვისებები, რომლებიც ქონების მართვის სფეროსთვის დამახასიათებელი პასუხისმგებლობების შესასრულებლად გადამწყვეტია.

ქონების მენეჯერი CV

👉 დამატებითი სექციები დამსაქმებელს თქვენი პიროვნული და პროფესიული ზრდის შესახებ უყალიბებს ყოვლისმომცველ ხედვას და სწორედ ამ გზით ზრდის სასურველი პოზიციის უზრუნველყოფის ალბათობას.

უცხო ენების ცოდნა

ლინგვისტური უნარები ქონების მენეჯერებს კონკურენტული უპირატესობით აღჭურავს და მათ საერთო პროფესიულ კომპეტენციას აძლიერებს.

👉 მულტიკულტურულ საზოგადოებაში მოღვაწე ქონების მენეჯერებს უცხო ენების ცოდნა ხელს უწყობს ეფექტურად დაიკავონ საერთაშორისო ბაზრები, მოიზიდონ უცხოელი ინვესტორები, გააფართოონ კლიენტების ბაზა და გაზარდონ წარმატების კოეფიციენტი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა თანამშრომლობის პროცესში ნდობის გამყარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად ამარტივებს იურიდიული და ფინანსური საკითხების მოგვარებას.

📌 რჩევა: უცხო ენებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენისას, სასურველია, უპირატესობა ჩვენ მიერ რეკომენდირებულ ფორმატს მიანიჭოთ
  • მშობლიური
  • თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
  • შუალედური დონე (B1)
  • Საბაზისო (A2)

Რეკომენდატორები

პროფესიისთვის რელევანტური რეკომენდაციების რეზიუმეში წარმოდგენა ქონების მენეჯერის რეპუტაციას უსვამს ხაზს და ამ გზით მისი პროფესიული წარმატების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

👉 თუ რეკომენდაციის მისაღებად შესაფერის პიროვნებას ეძებთ, არჩევანს მეგობრებზე ან ოჯახის წევრებზე ნუ შეაჩერებთ.  საუკეთესო შემთხვევაში, თქვენი რეკომენდატორი წინა დამსაქმებელი, თქვენი მომსახურებით კმაყოფილი კლიენტი ან კოლეგა უნდა იყოს. ეს ადამიანები დამაჯერებლად შეძლებენ ისაუბრონ თქვენს პროფესიონალიზმზე, სამუშაო ეთიკასა და საიმედოობაზე.

Ჰობები და ინტერესები

ჰობებისა და ინტერესების სექცია თქვენს CV-ს დამატებით სიღრმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შემატებს თუ მასში წარმოდგენილი ინფორმაცია პირდაპირ ან ირიბადაა დაკავშირებული ქონების მენეჯერის პროფესიასთან.

👉 მაგალითად, ქონების მართვასთან დაკავშირებული ინტერესები შესაძლოა ინტელექტუალურ თამაშებს, გუნდურ საქმიანობას ან შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს გულისხმობდეს.

Მიღწევები და სერტიფიკატები

მიღწევები და სერტიფიკატები დამსაქმებელს უყალიბებს მტკიცე მოსაზრებას, რომ ქონების მართვის საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად შეგიძლიათ გაუმკლავდეთ პროფესიით განსაზღვრულ პასუხისმგებლობებს.

📌 რჩევა: პოტენციური დამსაქმებლის ყურადღების მისაქცევად, სასურველია რეზიუმეში აღნიშნოთ კარიერული განვითარების გზაზე მიღებული ყველა ის სერტიფიკატი, რომელმაც თქვენი პროფესიული სრულყოფის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
👉 მაგალითად, ქონების მენეჯერის რეზიუმეში შესაძლოა აღნიშნოთ, რომ რეალტორთა ეროვნული ასოციაციის სერტიფიცირებული მენეჯერი ბრძანდებით, ან უძრავი ქონების მართვის ინსტიტუტის პროფესიულ სერტიფიკატს ფლობთ.

ლიცენზია

რეზიუმეში წარმოდგენილი ლიცენზიასთან დაკავშირებული ინფორმაცია პოტენციურ დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს ეფექტურად შეაფასოს კანდიდატის პროფესიული ცოდნა და კვალიფიკაცია.

ქონების მენეჯერი CV

👉 აღნიშნული დამატებითი სექცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროფესიებისთვის, რომლებიც მაღალ სოციალურ ან კორპორატიულ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება.

შეჯამება: რა უნდა გახსოვდეთ ქონების მენეჯერის CV-ს შედგენისას

📍 ყურადღებით გაეცანით ქონების მენეჯერის პოზიციასთან დაკავშირებულ ვაკანსიას და კონკურენტული უპირატესობის მოპოვების მიზნით გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები.

📍 მკაფიოდ ისაუბრეთ თქვენი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ. სათანადო ყურადღება დაუთმეთ აგრეთვე პროფესიისთვის რელევანტურ უნარებს.

📍 გონივრულად განალაგეთ სექციები და ინფორმაციის წარმოსადგენადაც დაკვირვებით შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ფორმატი.

📍 რეზიუმეში წარმოდგენილი ხელშესახები ინფორმაცია წარმატების გარანტია, ამიტომ ეცადეთ გამოიყენოთ რაოდენობრივი და ფაქტობრივი მონაცემები.

📍 რეზიუმეს დამსაქმებელთან გაგზავნამდე ყურადღებით გადაამოწმეთ დოკუმენტი და დარწმუნდით, რომ წერის პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია ობიექტური და ზუსტია.

გამოიყენეთ სამოტივაციო წერილი

სტატისტიკის თანახმად, დამსაქმებელთა 45% უპირატესობას იმ კანდიდატებს ანიჭებს, რომელთა რეზიუმეს თან სამოტივაციო წერილი ახლავს.

კარგად შემუშავებული სამოტივაციო წერილი პროფესიონალიზმისა და ინტერპერსონალური უნარების წარმოჩენასთან ერთად, საშუალებას გაძლევთ ეფექტურად გამოხატოთ როლისადმი ინტერესი და თქვენი კვალიფიკაცია ქონების მართვის კონკრეტულ პოზიციას შეუსაბამოთ.

🎁 ჩვენი რეზიუმეს მაგალითები შესანიშნავი სახელმძღვანელოა ქონების მენეჯერის საუკეთესო რეზიუმეს შესაქმნელად!

რეზიუმეს ფორმატთან დაკავშირებულ იდეებს რაც შეეხება, ჩვენი საუკეთესო შაბლონებისთვის თვალის შევლებაც კმარა იმაში დასარწმუნებლად, რომ სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი პროფესიული როლის დაკავებას შეძლებთ!

კითხვები და პასუხები

რამდენად რეკომენდირებულია რეზიუმეში GPA-სთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენა?

თუ გსურთ კონკურენტული უპირატესობა მაღალი აკადემიური მოსწრების ხაზგასმით მოიპოვოთ, დარწმუნდით, რომ თქვენი GPA 3.5-ზე მეტია. სხვა შემთხვევაში, რეზიუმეში GPA-სთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენა არ არის რეკომენდირებული.

როგორია ქონების მენეჯერის სტანდარტული სამუშაო დღე?

ქონების მენეჯერის სტანდარტული სამუშაო დღე მეტად მრავალფეროვანია. ამ პროფესიის მქონე ადამიანები კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოებასთან ერთად, მომხმარებელთა ბაზების მართვაზეც ზრუნავენ და ყოველდღიურად უზრუნველყოფენ მომხმარებლებთან  უწყვეტ კომუნიკაციას.ამასთან ერთად, ქონების მენეჯერის პროფესია გაყიდვების სტატისტიკის წარმოებასთან ერთად ინვესტორების სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებასაც გულისხმობს, რაც მეტად კომპლექსური პროცესია.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...