პროფესიისადმი მზარდი მოთხოვნის პარალელურად მნიშვნელოვანია საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად შექმნათ ფარმაცევტის CV, რომელიც თქვენს კონკურენტულ უპირატესობას წარმოაჩენს და ამ გზით სასურველი პოზიციის დაკავებაში დაგეხმარებათ!
Სარჩევი
ფარმაცევტი CV: მაგალითი
👇 წარმოგიდგენთ ფარმაცევტის CV-ს ნიმუშს, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს პროფესიონალიზმს:
ფარმაცევტი
+995 555 123123
basilashvilimariam@email.com
თბილისი, საქართველო
Linkedin.com/in/mariambasilashvili
პროფესიული შეჯამება
“3 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ფარმაცევტი, რომელიც ISO მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს სამკურნალო პრეპარატებისა და კოსმეტიკური საშუალებების თვისებით ანალიზს. მაღალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად შემიძლია როგორც წამლის ხარისხის კონტროლი, აგრეთვე, ნაშთების პერიოდული მონიტორინგი და ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია.”
სამუშაო გამოცდილება
ფარმაცევტი
კომპანია “პსპ ფარმა”
თბილისი, საქართველო
აპრილი 2020 – აგვისტო 2023
ძირითადი მოვალეობები:
- “პსპ ფარმა” აფთიაქში მომხმარებლების მომსახურება და მათი ფარმაცევტული კონსულტირება;
- რეცეპტის ფარმაცევტული ექსპერტიზა;
- “პსპ ფარმა-ს” ინსტრუქციების შესაბამისად, სამკურნალო და პარაფარმაცევტული საქონლის განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილზე;
- პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა;
- ცოდნის ამაღლება, ტრენინგებსა და ტესტირებებზე დასწრება.
რეკომენდაცია
ნონა გეგეშიძე
ფარმაცევტული კომპანია “პსპ ფარმა-ს” რეგიონული მენეჯერი
+995 552 122 122
განათლება
ფარმაციის სამაგისტრო პროგრამა
ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი – 2020 წლის მაისი
ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, საქართველო
2014 წლის სექტემბერი – 2018 წლის მაისი
ლიცენზია
ფარმაცევტის პროფესიული ლიცენზია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, წამლის სააგენტო (2020 წლის მარტი)
ხისტი უნარები
- პროდუქციის თანხმლებ დოკუმენტაციასთან იგივეობის დადგენა
- ორიგინალური შეფუთვის მარკირება
- რეცეპტის მიხედვით სითხოვანი, მყარი და რბილი წამლის ფორმების მომზადება
- ფარმაცევტული ეთიკა და დეონტოლოგიის პრინციპები
- ექსტემპორალური წამლის ფორმების მომზადება
რბილი უნარები
- ეფექტური კომუნიკაცია
- ოპერატიულობა
- დელიკატურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობა
სერტიფიკატები და ტრენინგები
- 2023 წელი – ქართულ-ამერიკული საზოგადოებრივი კოლეჯის კლინიკური ფარმაციის სასერთიფიკატო კურსი;
- 2022 წელი – საქართველოს ბიზნესის აკადემიის კურსი თემაზე ფარმაცევტული მიკრობიოლოგია;
- 2021 წელი – PFID-ის ტრენინგი თემაზე ბიოეთიკა და ბიოფარმაცია;
- 2019 წელი – USAID-ის სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამკურნალო საშუალებების ფარმაკოლოგიური ანალიზის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი.
ენები
- ქართული (მშობლიური)
- ინგლისური – B2
- გერმანული – B1
Როგორია ფარმაცევტების ანაზღაურება საქართველოში 2023 წელს
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალიზებული ექსპერტიზის, მრავალწლიანი გამოცდილებისა და მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული ფარმაცევტის სახელფასო განაკვეთი, ჩვეულებისამებრ, უფრო მაღალია.
ეფექტური Რჩევები ფარმაცევტის რეზიუმეს შესაქმნელად
თუ კონკურენტული უპირატესობის ეფექტურად წარმოჩენის გზებს ეძებთ, რეზიუმეს წერის პროცესში 3 ძირითადი წესი უნდა გაითვალისწინოთ:
- სასურველ პოზიციასთან შესაბამისობაში წარმოაჩინეთ პროფესიული კვალიფიკაცია. რეზიუმე სასურველი პოზიციის აღწერასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკვანძო სიტყვებს უნდა შეიცავდეს. ჩვეულებისამებრ, სწორედ ეს სიტყვები წარმოაჩენს ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და თქვენს კვალიფიკაციას შორის შესაბამისობას.
- სექციები მხოლოდ რელევანტური ინფორმაციით გაამდიდრეთ:რეზიუმეში წარმოადგინეთ ინფორმაცია, რომელიც მიღებულ პროფესიულ ლიცენზიასთან ერთად, ტრენინგებისა და სერტიფიკატების შესახებაც მიაწვდის დამსაქმებელს ინფორმაციას.
- ყურადღება მიაქციეთ რეზიუმეს პრეზენტაბელურობას:გონივრულად ორგანიზებული რეზიუმე მარტივად იქცევს დამსაქმებლის ყურადღებას და მას პოზიტიურად განაწყობს თქვენდამი.ამიტომ, რეზიუმეს მომზადებისას პუნქტები და სათაურები გამოიყენეთ. აგრეთვე, გულდასმით შეასწორეთ რეზიუმეს მომზადებისას დაშვებული გრამატიკული შეცდომები.
სექციების განლაგება
👇 გთავაზობთ ფარმაცევტის რეზიუმესთვის რეკომენდირებული სექციების თანმიმდევრობას.
- სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია:
- სახელი და გვარი
- პროფესია
- ტელეფონის ნომერი
- ელექტონული ფოსტა
- პროფესიული სოციალური მედიის ბმული
- ადგილმდებარეობა
- პროფესიული შეჯამება
- სამუშაო გამოცდილება
- განათლების სექცია
- ფარმაცევტისთვის საჭირო ხისტი და რბილი უნარები
- დამატებითი სექციები (უცხო ენები, კომპიუტერული უნარები, რეკომენდატორები, Სერთიფიკატები და ტრენინგები, Სტაჟირება და ლიცენზია).
Რეზიუმეს მომგებიანი ფორმატი
რეზიუმეს ფორმატი ფარმაცევტის კარიერულ მიზნებს, გამოცდილებასა და უნიკალურ პროფესიულ მახასიათებლებს უნდა შეესაბამებოდეს.
👇 Გირჩევთ ფარმაცევტის რეზიუმეს შექმნის პროცესში ქვემოთ ჩამოთვლილიდან თქვენი გამოცდილებისთვის ყველაზე შესაფერის ფორმატს მიანიჭოთ უპირატესობა:
- ქრონოლოგიური ფორმატი – ტრადიციული არჩევანია, რომელსაც თანმიმდევრული პროფესიული გამოცდილების მქონე ფარმაცევტები ანიჭებენ უპირატესობას. ქრონოლოგიური ფორმატის მქონე CV იოლად იქცევს დამსაქმებლის ყურადღებას, რადგან ასეთ დრო, სააპლიკაციო განცხადება ცალსახად პროფესიისთვის რელევანტურ უახლეს გამოცდილებაზეა ორიენტირებული.
- ფუნქციური ფორმატი – თუ თქვენი გამოცდილების თანმიმდევრულად წარმოჩენის ნაცვლად, პროფესიისთვის საჭირო განათლებასა და უნარ-ჩვევებზე გსურთ კონცენტრირება, ფუნქციურზე უკეთესი ფორმატი არ არსებობს.
- შერეული ფორმატი – თუ გსურთ გამოცდილებასთან ერთად განათლებასა და პროფესიულ უნარებზეც თანაბრად კონცენტრირდეთ, სასურველია არჩევანი შერეულ ფორმატზე შეაჩეროთ.
სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
👇 ვინაიდან ეს სექცია დამსაქმებლს თქვენი პიროვნების აღქმაში ეხმარება, გირჩევთ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან ერთად საჭირო საკონტაქტო ინფორმაციაც ზედმიწევნით წარმოადგინოთ.
ფარმაცევტი
+995 555 123 321
basilashvilimariam@email.com
Linkedin.com/in/mariambasilashvili
თბილისი, საქართველო
ფარმაცევტი
დაბადების თარიღი: 1996 წლის 31 აგვ
ბაკალავრიატი: 2014 წლის 31 აგვ – 2018 წლის 31 აგვ
მაგისტრატურა: 2018 წლის 31 აგვ – 2020 წლის 31 აგვ
სტაჟირების ადგილი: პსპ ფარმა
სამუშაო ადგილი: პსპ ფარმა (პსპ ფარმა არის კომპანია, რომელსაც წარმატების 27 წლიანი ისტორია აქვს)
დასაქმების პერიოდი: 2020 წლის 31 აგვ – 2023 წლის 31 აგვ
Facebook.com/in/mariambasilashvili
თბილისი, საქართველო
ფარმაცევტის სამუშაო გამოცდილება
შესაძლოა აუთსორსინგის სფეროში (მაგ., კომპანია “მეიჯორელი”) მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება გაქვთ, თუმცა მხოლოდ 6 თვის განმავლობაში გადიოდით სტაჟირებას ფარმაცევტულ კომპანიაში (მაგ., “პსპ ფარმა”).
ასეთ შემთხვევაში, დამსაქმებლისთვის ცალსახად ფარმაცევტულ კომპანიაში (მაგ.,
“პსპ ფარმა”) მიღებული პროფესიული გამოცდილება იქნება საინტერესო.
მაგალითი 1
კომპანია “პსპ ფარმა”
თბილისი, საქართველო
აპრილი 2018 – აგვისტო 2022
ძირითადი მოვალეობები:
- “პსპ ფარმა”-ს აფთიაქში მომხმარებლების მომსახურება და მათი ფარმაცევტული კონსულტირება;
- რეცეპტის ფარმაცევტული ექსპერტიზა;
- “პსპ ფარმა” ინსტრუქციების შესაბამისად, სამკურნალო და პარაფარმაცევტული საქონლის განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილზე;
კომპანია ფარმაცევტული სახლში
თბილისი, საქართველო
მარტი 2017 – მაისი 2019
ძირითადი მოვალეობები:
- მოთხოვნილი მედიკამენტების ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება;
- პროდუქციის ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება.
განათლების სექცია ფარმაცევტის რეზიუმეში
🔎 სამედიცინო სფეროში დასაქმება უმაღლესი განათლების მიღებასთან ერთად მრავალპროფილური საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით დასრულების შედეგადაც შეგიძლიათ. ფარმაცევტის CV და მედდის რეზიუმეს მაგალითი ამის შესანიშნავი დემონსტრაციაა.
მაგალითი 1
ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, საქართველო (2012 – 2016)
მაგალითი 2
საქართველოს ბიზნესის აკადემია
2012 წლის სექტემბერი – 2016 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- ფარმაცევტული ტექნოლოგია
- კლინიკური ფარმაცია
- ბიოეთიკა
- ბიოფარმაცია
- ფარმაცევტული მიკრობიოლოგია
ფარმაცევტის უნარ-ჩვევები
სამედიცინო სფეროში დასაქმებული სპეციალისტების მიმართ დამსაქმებლები მაღალ პროფესიულ სტანდარტებს აწესებენ. ამ მოლოდინების გასამართლებლად CV პროფესიულ უნარ-ჩვევებთან ერთად ინტერპერსონალურ მახასიათებლებსაც ზედმიწევნით უნდა წარმოაჩენდეს.
🔎 იცოდით, რომ საკითხისადმი ამ უნივერსალურ მიდგომას ფარმაცევტის CV და ექიმის რეზიუმე თანაბარი მნიშვნელობით იზიარებენ?
ხისტი უნარები
- პროდუქციის თანხმლებ დოკუმენტაციასთან იგივეობის დადგენა
- ორიგინალური შეფუთვის მარკირება
- რეცეპტის მიხედვით სითხოვანი, მყარი და რბილი წამლის ფორმების მომზადება
- ფარმაცევტული ეთიკა და დეონტოლოგიის პრინციპები
- ექსტემპორალური წამლის ფორმების მომზადება
რბილი უნარები
- ეფექტური კომუნიკაცია
- სისწრაფე და ოპერატიულობა
- თავაზიანობა და დელიკატურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობა
პროფესიული შეჯამება
“პსპ ფარმა-ში” მუშაობის პერიოდმა ღირებული პროფესიული გამოცდილება შემძინა. შესაბამისად, მზად ვარ ახალი კარიერული ნაბიჯისთვის და ვიმედოვნებ, რომ ჩემი განცხადება სრულად დააკმაყოფილებს ვაკანტური პოზიციით განსაზღვრულ პირობებს. ჩემი პროფესიული კომპეტენციის დასტურად რეზიუმეს თან ვურთავ “პსპ ფარმა-ს“ რეგიონული მენეჯერის რეკომენდაციას.
დამატებითი სექციები
- უცხო ენებიპროფესიული ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, ფარმაცევტებს ხშირად უწევთ სხვადასხვა ლინგვისტური წარმომავლობის მქონე კლიენტებთან კომუნიკაცია. შეაბამისად, უცხო ენების ცოდნა დამსაქმებელს უდავოდ დადებითად განაწყობს თქვენდამი. თუ ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს არ ფლობთ, გირჩევთ უპირატესობა ჩვენ მიერ რეკომენდირებულ ფორმატს მიანიჭოთ:
- მშობლიური
- თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
- შუალედური დონე (B1)
- Საბაზისო (A2)
- რეკომენდატორებითუ დამსაქმებლის კეთილგანწყობის მოპოვების გზებს ეძებთ, მაშინ რეზიუმეში აუცილებლად უნდა მიუთითოთ რეკომენდატორი. ამაზე უკეთესი სტრატეგია არ არსებობს, რადგან რეკომენდაციები ცხადყოფს, რომ სანიმუშო პროფესიონალიზმითა და ფუნქცია-მოვალეობების მაღალი სტანდარტის შესაბამისად შესრულებით გამოირჩევით.
- Სერთიფიკატები და ტრენინგებიარსებობს მოსაზრება, რომ ფარმაცევტული კომპანიების უმრავლესობისთვის ცოდნის ამაღლება და ტრენინგებზე დასწრება პროფესიული განვითარების თანმდევი პროცესია. შესაბამისად, გირჩევთ რეზიუმეში წარმოადგინოთ პროფესიისთვის რელევანტური ნებისმიერი ტრენინგი, რომელიც განვითარებისადმი თქვენს სწრაფვას ეფექტურად წარმოაჩენს.
- Სტაჟირებასტაჟირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის რეზიუმეში წარმოჩენა რეკომენდირებულია მაშინ, როდესაც ფარმაცევტის რანგში პროფესიული გამოცდილების დეფიციტს განიცდით. ამ ინფორმაციით ცხადყოფთ, რომ თქვენთვის პროფესიული ზრდის ყოველი შანსი თანაბრად მნიშვნელოვანია.
- ლიცენზიავინაიდან, ფარმაცევტული საქმიანობის სამართლებრივი წინაპირობა პროფესიული ლიცენზიაა, აუცილებელია, თქვენი განცხადება ამ დოკუმენტის ქონასთან დაკავშირებულ დათქმასაც მოიცავდეს. აღნიშნული ინფორმაციის წარმოსაჩენად მხოლოდ ლიცენზიის გამცემი სახელმწიფო ორგანოს დასახელება და მისი მიღების წელიც სრულიად საკმარისია.
Შეჯამება: 3 ძირითადი პრინციპი ფარმაცევტის CV-ს შედგენისას
- პერსონალური განცხადება თქვენთვის სასურველი ვაკანსიის მოთხოვნებს მოარგეთ.
- ეფექტურად წარმოაჩინეთ სამუშაოს ფარგლებში შესრულებული ძირითადი მოვალეობები (მაგ., თუ თქვენი დამსაქმებელი პსპ ფარმა იყო, რეზიუმეში სწორედ ის მოვალეობები ჩამოწერეთ, რომლის შესრულებაც ამ კომპანიაში მუშაობის პერიოდში გევალებოდათ).
- ინფორმაციის ეფექტურად წარმოსადგენად Sylfaen ფონტი შეარჩიეთ და CV-ის დამსაქმებელთან გაგზავნამდე გულდასმით შეასწორეთ გრამატიკული შეცდომები.
Როდის შეიძლება დაგჭირდეთ სამოტივაციო წერილი
თუ წარმატებისკენ მიმავალ გზას ეძებთ უნდა იცოდეთ, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად მხოლოდ რეზიუმე არ არის საკმარისი.
რეზიუმესა და სამოტივაციო წერილს ერთმანეთისგან განსხვავებული დანიშნულება აქვთ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მათი კომბინაციაში გამოყენება შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის გარანტია.
კითხვები და პასუხები
1. საქართველოში მოქმედ რომელ ფარმაცევტულ კომპანიებში შემიძლია მუშაობის დაწყება?
თუ ფარმაცევტად დასაქმების პერსპექტივას ეძებთ, უნდა იცოდეთ, რომ ამ პოზიციის დაკავება აფთიაქებსა და კლინიკებთან ერთად ფარმაცევტულ საწარმოებშიც შეგიძლიათ. საქართველოში ამ პოზიციაზე დასაქმებას ისეთ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში შეძლებთ, როგორიცაა:
- პსპ ფარმა
- ავერსი
- ფარმადეპო
- ფარმსახლი
- ჯი პი სი
ამ ფარმაცევტული კომპანიებიდან საქართველოს რეგიონებში გახსნილი ფილიალების რაოდენობით პსპ ფარმა და ჯპს ლიდერობენ.
2. ფარმაცევტად მუშაობის რა დამაბრკოლებელი ფაქტორები არსებობს?
არ არსებობს პროფესია, რომლის დაკავება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი. ფარმაციის შემთხვევაში, ამ პროფესიის დაკავება არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები აქვთ. ფარმაცევტად მუშაობისგან თავი უნდა შეიკავოთ იმ შემთხვევაშიც თუ ალერგიული ფონი ან კანის დაავადებები გაქვთ.