სერვერის CV – მითითებები გამორჩეული სივის შესაქმნელად

ეძებთ სამუშაოს სერვერის პოზიციაზე საქართველოში? იმისათვის, რომ კონკურენტებისგან გამოირჩეოთ აუცილებელია გქონდეთ კარგად და შესაბამისად შედგენილი CV. მასპინძლობის ინდუსტრია თბილისში სწრაფად იზრდება, მკვიდრდება ახალი ტრენდები და აღნიშნული სფერო დღითიდღე კონკურენტუნარიანი ხდება. კარგად ფორმირებული რეზიუმეს ქონამ შესაძლებელია გაზარდოს თქვენს მიერ სამუშაოს მოპოვების შესაძლებლობა.

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

ამ სტატიაში ჩვენ გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ შევქმნათ სერვერის სამაგალითო CV. არსებული ტრენდებისა და ტენდენციების გათვალისწინებით ჩვენ დაგეხმარებით თქვენი საოცნებო სამუშაოს მოსაპოვებლად ამ საინტერესო და მზარდ ინდუსტრიაში.

თუ ფეხდაფეხ მიჰყვებით სტატიაში მოცემულ მითითებებს, დაწყებული თქვენი შესაბამისი გამოცდილების და უნარების ხაზგასმიდან, დამთავრებული გამორჩეული და ყურადღების მისაქცევი თავსართის შემუშავებამდე, თქვენ შეძლებთ შექმნათ ისეთი CV, რომელიც უმალვე მიიქცევს რეკრუტერის ყურადღებას და გაზრდის თქვენი დასაქმების შანსებს!

💡 იცოდით, რომ საქართველოს გააჩნია სტუმართმოყვარეობისა და გასტრონომიის გამორჩეული კულტურა, რამაც განაპირობა რესტორნების ბიზნესის სწრაფი ზრდა. კერძოდ თბილისი ცნობილია მდიდარი კულინარიული მემკვიდრეობით, ტრადიციული და თანამედროვე სამზარეულოს მრავალფეროვნებით. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 8000-ზე მეტი რესტორანი და კაფე ფუნქციონირებდა, მხოლოდ თბილისში კი – 1800-ზე მეტი კვებითი ობიექი. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ სერვერებს უამრავი შესაძლებლობა აქვთ იპოვონ სამუშაო და აიწყონ კარიერა აღნიშნულ ინდუსტრიაში.

Სარჩევი

CV-ის მაგალითი სერვერებისთვის

👇აი, მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სერვერის CV

ნანა ფიფია
საქართველო, თბილისი, მთავარი ქუჩა 123
ფოსტა: nanafifia@email.com | ტელეფონი: +995 555 555 555

მიზანი:

სერვერის პოზიციაზე მუშაობის დაწყება თბილისში მაღალი სტანდარტის მქონე რესტორანში, სადაც შემიძლია გამოვიყენო ჩემი კომუნიკაციისა და მომხმარებელთა მომსახურების უნარები, რათა ვუზრუნველყო სტუმრების კმაყოფილება.

სამუშაო გამოცდილება:

სერვერი, რესტორანი “ხიდი”, თბილისი, საქართველო
2019 წლის მაისი – დღემდე

  • სტუმრების დახვედრა, მათ შესაბამის მაგიდასთან განთავსება
  • მენიუში წარმოდგენილი კერძებისა და სასმელების დეტალურად ცოდნა, ასევე “სპეციალური შემოთავაზებების”, “დღის კერძების” შესახებ ინფორმაციის ფლობა
  • შეკვეთების მიღება და საგადასახადო პროცესის უზრუნველყოფა
  • სასადილო სივრცეში სისუფთავის დაცვა და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა
  • გუნდის წევრებთან ეფექტური კომუნიკაცია დატვირთული პერიოდის განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად

სერვერი, რესტორანი “მარანი”, თბილისი, საქართველო
2018 წლის მარტი – 2019 წლის მაისი

  • სტუმრების ხარისხიანი მომსახურება, რის შედეგადაც მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი 90%-ს შეადგენდა
  • მენიუს საფუძვლიანი ცოდნა, სტუმრებისთვის რეკომენდაციების მიცემა საჭიროების შემთხვევაში
  • შეკვეთების და გადახდების დამუშავება
  • გუნდის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია, შეუფერხებელი სერვისის უზრუნველსაყოფად დატვირთულ პერიოდში
  • სისუფთავის სტანდარტის მუდმივი დაცვა

განათლება:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასპინძლობის მენეჯმენტის ბაკალავრი
2014 წლის სექტემბერი – 2018 წლის ივნისი

უნარები:

  • შესანიშნავი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები
  • საკვებისა და სასმელის სერვირების კარგი ცოდნა
  • ზეწოლის ქვეშ და დატვირთულ გრაფიკში კარგად მუშაობის უნარი
  • გადახდების დამუშავების ძირითადი მათემატიკური უნარები
  • ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა

ენები:

ქართული (მშობლიური)
ინგლისური (თავისუფლად)
რუსული (საშუალოდ)

რეკომენდაცია წარმოდგენილ იქნება მოთხოვნის შემთხვევაში.

სერვერის ხელფასი

სერვერი CV

Payscale-ის მიხედვით, თბილისში სერვერის საშუალო საათობრივი ანაზღაურება შეადგენს 5,50 ლარს, 2,50-დან 15,00 ლარამდე საათში, გამოცდილებიდან და უნარებიდან გამომდინარე.

სხვა ონლაინ პლატფორმა სახელწოდებით Salary Expert, იუწყება, რომ თბილისში სერვერის საშუალო ხელფასი წელიწადში 7035 ლარია, რაც თვეში დაახლოებით 586 ლარს უტოლდება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში სერვერის მინიმალური ხელფასი თვეში 400 ლარია, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზოგიერთ სერვერს შეუძლია ამაზე მეტი გამოიმუშავოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ გამოცდილება ან მუშაობენ უფრო მაღალი კლასის რესტორანში

როგორ შევადგინოთ სერვერის CV

ზოგადი მითითებები

კარგად შედგენილი რეზიუმე არის აუცილებელი დოკუმენტი მათთვის, ვინც ეძებს სამუშაოს სერვერის პოზიციაზე. თქვენი CV ნათლად უნდა წარმოაჩენდეს თქვენს გამოცდილებას, უნარებსა და კვალიფიკაციას. პოტენციურმა დამსაქმებლემა უნდა დაინახოს რომ დიდი ენთუზიაზმით ეკიდებით სამუშაოს ძიების პროცესს. თქვენი CV ხაზს უნდა უსვამდეს თქვენს უნარს უზრუნველყოთ მომხმარებლის ხარისხიანი მომსახურება სწრაფ ტემპში და სტრესულ გარემოში.

👇რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა CV-ის ეფექტურად შესადგენად:

  • დაიწყეთ თვალსაჩინო თავსართით, რომელიც წარმოაჩენს თქვენს კარიერულ მიზნებს და ხაზს უსვამს თქვენს შესაბამის უნარებსა და გამოცდილებას.
  • აღწერეთ თქვენი წინა სამუშაო გამოცდილება, როგორც სერვერი, მიუთითეთ დაწესებულების სახელი, თქვენი სამუშაო პასუხისმგებლობა და ნებისმიერი მიღწევა
  • ხაზი გაუსვით თქვენს უნარებს, მათ შორის კომუნიკაციას, გუნდურ მუშაობას და დეტალებზე ყურადღებას. შეგიძლიათ ასევე ჩართოთ კონკრეტული მაგალითები თქვენი უნარების საილუსტრაციოდ.
  • მიუთითეთ თქვენი განათლების დონე და სერთიფიკატები, როგორიცაა სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტის ტრენინგი ან სურსათის უვნებლობის სერთიფიკატი.
  • ჩამოთვალეთ ის ენები, რომლებსაც ამ ეტაპზე ფლობთ – არ დაგავიწდყეთ სიაში მშობლიური ენის მითითებაც
  • დაიმახსოვრეთ რომ თქვენი CV უნდა იყოს ლაკონური და ადვილად წასაკითხი. გამოიყენეთ მკაფიო შრიფტი და მოერიდეთ ზედმეტი ჟარგონების ან ტექნიკური ტერმინების გამოყენებას.
  • მოარგეთ თქვენი რეზიუმე კონკრეტულ სამუშაოს, რომელზეც განაცხადს აკეთებთ. კარგად გაეცანით სამუშაო მოთხოვნებს და დააფორმირეთ თქვენი რეზიუმე შესაბამისად.

👇პერსონალიზებული რჩევები:

  • აუცილებლად ახსენეთ თქვენი უნარი იმუშაოთ დატვირთულ გარემოში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტუმრების რაოდენობა საკმაოდ დიდია
  • ხაზგასმით აღნიშნეთ თქვენი ცოდნა საკვებისა და სასმელის შეთავაზებებისა და სერვირების შესახებ და ჩართეთ კლიენტებისთვის რეკომენდაციების მიცემის უნარი.
  • ხაზი გაუსვით თქვენს კლიენტთა მომსახურების უნარებს, როგორიცაა მომხმარებლებთან მეგობრული და პროფესიონალური ურთიერთობის უნარი.
  • თუ გაქვთ გამოცდილება კონკრეტული ტიპის კვებით ობიექტსა ან რესტორანში, როგორიცაა კაფე-ბარი ან ჩვეულებრივი სასადილო, აუცილებლად მიუთითეთ ის CV-ში
❗დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი CV ძირითადად კონცენტრირებული უნდა იყოს თქვენი სერვირების უნარებსა და სამუშაო გამოცდილებაზე, რათა მიიქციოთ რეკრუტერის ყურადღება

ფორმა და სტრუქტურა:

  • დაიწყეთ თქვენი სივი გამორჩეული თავსართით, რომელიც შეიცავს თქვენს სახელს, საკონტაქტო ინფორმაციას და პროფესიულ ტიტულატურას (მაგ. სერვერი/მიმტანი)
  • დაწერეთ მოკლე რეზიუმე თქვენს შესახებ, რომელიც ხაზს უსვამს შესაბამის უნარებსა და გამოცდილებას.
  • აღწერეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, თქვენი ამჟამინდელი პოზიციით დაწყებული. მიუთითეთ დაწესებულების დასახელება, პოზიცია და დასაქმების თარიღები.
  • ახსენით რა პასუხისმგებლობა გეკისრათ აღნიშნულ სამუშაო პოზციაზე
  • განათლების ხარისხის ჩამოთვლა დაიწყეთ ყველაზე ბოლოს მოპოვებული დონით
  • გამოიყენეთ მკაფიო და მარტივად წასაკითხი შრიფტი და დარწმუნდით, რომ თქვენი CV არის კარგად დაფორმატებული და ადვილია სეგმენტებს შორის ნავიგაცია.

👇რჩევები დიაზინის გასაუმჯობესებლად:

  • შეეცადეთ რომ თქვენი CV გამოირჩეოდეს მკაფიო სათაურებით და ქვესათაურებით, რათა გაუადვილოთ მკითხველს ზოგადი ინფორმაციის აღქმა
  • ხშირად გამოიყენეთ პუნქტები, რათა დაანაწევროთ ტექსტის დიდი ბლოკები და გახადოთ თქვენი CV უფრო მარტივად წასაკითხი
  • გამოიყენეთ დახვეწული სტილი თქვენს CV-ში, შრიფტის ტიპის, ზომისა და ფერის გათვალისწინებით
  • CV არაუმეტეს ორი გვერდისაგან უნდა შედგებოდეს

საუკეთესო რეზიუმეს ფორმატი:

სერვერისთვის საუკეთესო რეზიუმეს ფორმატი, როგორც წესი, არის ქრონოლოგიური ფორმატი. ამ შემთხვევაში თქვენი სამუშაო გამოცდილება საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით უნდა იყოს ჩამოთვლილი (სეგმენტი უნდა იწყებოდეს თქვენი ამჟამინდელი სამუშაოთი).

💡 ქრონოლოგიური ფორმატი ხაზს უსვამს თქვენს კარიერულ წინსვლას და უკეთესად წარმოაჩენს თქვენს უახლეს სამუშაო გამოცდილებას.

სერვერმა შესაძლებელია ასევე გამოიყენოს შერეული ფორმატი, რომელიც აერთიანებს ქრონოლოგიურ და ფუნქციურ ფორმატებს. ამ შემთხვევაში აღნიშნული განლაგება ხაზს გაუსვამს არა მხოლოდ თქვენს სამუშაო გამოცდილებას, არამედ თქვენს უნარებსაც.

ფუნქციური ფორმატი, რომელიც ფოკუსირებულია უნარებსა და შესაძლებლობებზე და არა სამუშაო გამოცდილებაზე, ნაკლებად გამოსადეგია სერვერის რეზიუმესთვის

პირადი ინფორმაციის სეგმენტი

სერვერი CV

პირადი ინფორმაციის სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია თქვენს CV-ში. ეს არის პირველი, რასაც დამსაქმებელი კითხულობს, შესაბამისად აღნიშნული საკმაოდ კარგად და ყველა წესის დაცვით უნდა იყოს ფორმურილებული.

👇 აქ მოცემულია თუ როგორ გამოიყურება პირადი ინფორმაციის სეგმენტის კარგი და ცუდი მაგალითი

✔️თავსართის კარგი მაგალითია:
სახელი: ნანა ფიფია
მისამართი: თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995 555 123456
ფოსტა: nanafifia@email.com
პროფესია: სერვერი
❌ თავსართის ცუდი მაგალითია:
სახელი: ნანა
კონტაქტი: თბილისი
ტელეფონი: 555 123456
ფოსტა: nanafifia@email.com
მიმტანი

როგორც ხედავთ, კარგ მაგალითში, თავსართი ნათელი და ლაკონურია, კარგად იკითხება სერვერის სახელი, ლოკაცია, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი და პროფესიული ტიტულატურა. ის ასევე მოიცავს სერვერის სრულ სახელს, რაც უფრო პროფესიონალურად გამოიყურება. ეს ინფორმაცია აუცილებელია იმისთვის, რომ დამსაქმებელი მარტივად დაგიკავშირდეთ დაინტერესების შემთხვევაში.

ზოგადად არ არის საჭირო თქვენს CV-ში ფოტოს ჩართვა. თქვენი ვიზუალი არ უნდა იყოს დაკავშირებული თქვენს უნარებსა და გამოცდილებასთან, შესაბამისად ფოტოს ჩართვამ თქვენზე როგორც სერვერზე, შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაციის წახალისება გარეგნობის ნიადაგზე. ამიტომ, უმჯობესია ფოკუსირება მოახდინოთ თქვენი უნარებისა და გამოცდილების ხაზგასმაზე, ვიდრე რეზიუმეში ფოტოს გამოყენებაზე

სამუშაო გამოცდილების აღწერა

სერვერი CV

თქვენი CV-ის სამუშაო გამოცდილების განყოფილება არის სეგმენტი სადაც თქვენ აღწერთ თქვენს სამუშაო ისტორიას სერვერად მუშაობის პერიოდში. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი სექცია, რომელიც ინფორმაციას აწვდის დამსაქმებელს იმის შესახებ, ხართ თუ არა კვალიფიციური მუშახელი

💡 სამუშაო გამოცდილების აღწერის დროს, შეეცადეთ მაქსიმალურად ხაზი გასუვათ ისეთ პოზიციურ მოვალეობებს, რომლებიც მძიმე სამუშაო გრაფიკით დატვირთვას, და სტრესის ქვეშ მუშაობის უნარს წარმოაჩენს. თქვენთვის, როგორც სერვერისთვის – აუცილებელია აღნიშნული უნარების ჩართვა სამუშაო გამოცდილების ველში

👇ამ განყოფილების ფორმირება შეზღუდული სამუშაო გამოცდილებით:

თუ თქვენ არ გაქვთ საკმაო გამოცდილება, როგორც სერვერი, ფოკუსირება მოახდინეთ იმ უნარებისა და გამოცდილებაზე, რაც რელევანტურია სამუშაო მოთხოვნილებისა. მაგალითად, თუ გაქვთ მომხმარებელთა მომსახურებაში ან სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება, ჩამოთვალეთ ეს უნარები და აღწერეთ თუ როგორ უკავშირდება ისინი სერვერის სამუშაო აღწერილობას.

👇სამუშაო გამოცდილების ფორმირების მაგალითები:

მაგალითი 1:

სერვერი, რესტორანი “ხიდი”, თბილისი, საქართველო
2019 წლის ივნისი – დღემდე

  • სტუმრების დახვედრა, შეკვეთების მიღება და საკვების კლიენტებისთვის დროულად მიწოდება
  • მაგიდების სერვირება და საგადასახადო პროცესების წარმოება
  • აღნიშნულ პოზიციაზე მიღწეულ იქნა მომხმარებელთა კმაყოფილების 98%-იანი მაჩვენებელი

მაგალითი 2:

ბანკეტის სერვერი, სასტუმრო “თბილისი” თბილისი, საქართველო
2018 წლის აპრილი – 2019 წლის მაისი

  • საბანკეტო მაგიდებისა და სკამების განთავსება, სტუმრებისათვის საკვებისა და სასმელის მირთმევა, საღონისძიებო სივრცეში სისუფთავის კონტროლი
  • სტუმრების სწრაფ რეჟიმში მომსახურება

როგორ მივუთითოთ განათლება რეზიუმეში?

სერვერი CV

სერვერის CV-ის განათლების განყოფილება მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც შეუძლია ხაზი გაუსვას თქვენს კვალიფიკაციას და უნარებს. ამ განყოფილებაში სერვერებს შეუძლიათ წარმოაჩინონ განათლების დონე, ინფორმაცია შესაბამის ტრენინგთან და სერთიფიკატებთან დაკავშირებით.

👇განათლების სეგმენტის ფორმირების მაგალითები:

მაგალითი 1:

მეცნიერების ბაკალავრი სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
დაამთავრა: 2017 წლის ივნისს

მაგალითი 2:

სურსათის დამუშავების სერთიფიკატი
ServSafe, ეროვნული რესტორნების ასოციაცია, 2019 წელი

პირველ მაგალითში, როგორც ხედავთ სერვერი მიუთითებს მისი ბაკალავრის ხარისხს სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტში, დაწესებულებას, სადაც ის გახლდათ ჩარიცხული და დამთავრების თარიღს. ეს არის კარგი მაგალითი სერვერებისთვის, რომლებსაც აქვთ ფორმალური განათლება ან დიპლომი სტუმართმოყვარეობის ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში.

მეორე მაგალითში, სერვერი ხაზს უსვამს სერტიფიკატის მოპოვებას სურსათის დამუშავებაში, რომელიც პრესტიჟული პროგრამის გავლით შეძლო. ეს მაგალითი საგულისხმოა იმ სერვერებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი სერთიფიკატები ან აქვთ გავლილი ტრენინგი სერვირებასთან დაკავშირებულ სფეროებში.

❗აღსანიშნავია, რომ განათლების განყოფილება შეიძლება არ იყოს ისეთივე გადამწყვეტი სერვერებისთვის, როგორც სხვა პროფესიონალეისთის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ დიდი სამუშაო გამოცდილება სერვირების სფეროში. თუმცა ფორმალური განათლება ყოველთვის კარგი დანამატია რეზიუმეში.

უნარები

სერვერი CV

სერვერის CV-ის უნარების განყოფილებაში მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვა იმ სპეციფიკურ უნარებს, რაც რელევანტურია აღნიშნული პოზიციისთვის.

👇წარმოგიდგენთ ხისტი და რბილი უნარების სამაგალითო ჩამონათვალს, რომელიც სერვერმა შეიძლება ჩართოს საკუთარ რეზიუმეში

ხისტი უნარები:

  • შეკვეთის მიღება: მომხმარებლის შეკვეთების ზუსტად მიღებისა და დამუშავების უნარი.
  • POS სისტემები: გაყიდვის სისტემების ცოდნა და ნაღდი ფულით ოპერირების უნარი
  • მენიუს ცოდნა: მენიუს ელემენტებისა და ინგრედიენტების დეტალურად ცოდნა
  • მაგიდის გამზადება: სერვისისთვის მაგიდების სწორად სერვირების შესაძლებლობა.
  • სურსათის უსაფრთხოება: სურსათის დამუშავებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
  • დროის მენეჯმენტი: დატვირთული ცვლების დროს დავალებების პრიორიტეტების და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • გაყიდვების უნარი: გაყიდვისა და მომხმარებლებისთვის რეკომენდაციების მიცემის უნარი.
  • ბილინგი და გადახდების დამუშავება: ბილინგისა და გადახდების დამუშავების პროცედურების ცოდნა.

რბილი უნარები:

  • მომხმარებელთა მომსახურება: კლიენტებისათვის მეგორბული სერვისის მიწოდებისა და საჩივრების ეფექტურად განხილვის უნარი.
  • კომუნიკაცია: მკაფიო და ეფექტური კომუნიკაციის უნარი მომხმარებლებთან და გუნდის წევრებთან.
  • გუნდური მუშაობა: გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი მომსახურება.
  • მრავალფუნქციური დატვირთვა: რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.
  • ადაპტაცია: ადაპტირება მომხმარებელთა ცვალებად საჭიროებებთან და მოთხოვნებთან მიმართებაში.
  • პოზიტიური დამოკიდებულება: პოზიტიური დამოკიდებულება პრეტენზიულ მომხმარებელთან
  • ყურადღება დეტალებზე: დეტალებზე ყურადღების გამახვულების უნარი, შეკვეთების ზუსტი და დროული მიღების უზრუნველყოფა.
  • პრობლემის გადაჭრა: სხარტი ფიქრის უნარი

თქვენი CV-ის შეჯამება

სერვერი CV

რეზიუმეს შემაჯამებელი განყოფილება წარმოადგენს თქვენი, როგორც სერვერის CV-ის სავიზიტო ბარათს, რომელიც უზრუნველყოფს აპლიკანტის უნარების, გამოცდილების და კარიერული მიზნების მკაფიოდ და ლაკონურად წარმოჩენას. აღნიშნული სეგმენტი უნდა იყოს ადვილად წასაკითხი, ხაზს უნდა უსვამდეს თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებსა და კვალიფიკაციებს. გაითავლისწინეთ, რომ შემაჯამებელი რეზიუმე უნდა დაიწეროს მესამე პირში!

კარგი შეჯამება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამოცდილებასა და სპეციფიკური უნარების შესახებ. ის ასევე ხაზს უნდა უსვამდეს კანდიდატის სასურველ პოზიციას!

👇წარმომიდგენთ რეზიუმეს კარგ და ცუდ მაგალითს

✔️კარგი მაგალითია:
მაღალკვალიფიციური და მოტივირებული სერვერი, მასპინძლობის ინდუსტრიაში ხუთ წელზე მეტი გამოცდილებით. ოფიციალური გამოცდილებით კლიენტებისათვის სერვისის მიწოდებისა და გაყიდვების გაზრდის კუთხით. აქტიურად ეძებს პოზიციას რესტორანში, სადაც შეძლებს სხვადასხვა სახის უნარების გამოყენებას
❌ ცუდი მაგალითია:
“მე ვარ სერვერი, რომელსაც აქვს გამოცდილება რესტორნების ინდუსტრიაში. ვეძებ სამუშაოს.”

ეს უკანასკნელი მაგალითი ძალიან ბუნდოვანია და მოკლებულია რაიმე სპეციფიკურ აღწერას და არ გვქიმნის წარმოდგენას აპლიკანტის შესახებ. მსგავსი რეზიუმე არ მოახდენს პოტენციურ დამსაქმებლებზე ძლიერ შთაბეჭდილებას.

დამატებითი ინფორმაცია სერვერებისთვის

თქვენი CV-ის შექმნისას, დოკუმენტში დამატებითი სეგმენტების ჩართვით, შეიძლება გაზარდოთ შანსი სასურველი პოზიციის მოსაპოვებლად!

ერთ-ერთი ასეთი განყოფილება, რომელიც დამატებით შეგიძლიათ დაამატოთ, არის „ინტერესები“, სადაც კანდიდატს შეუძლია წარმოაჩინს მისი პიროვნება და ის უნიკალური თვისებები, რაც უშუალოდ მათ სამუშაო გამოცდილებასა და უნარებს არ ეხება.

ეს განყოფილება საშუალებას იძლევა რეკრუტერს დამატებითი ინფრომაცია მივაწოდოთ ჩვენს ჰობისა ან ინტერესეძზე, რომლებიც მაგალითად გარკვეულწილად თანხვედრაში მოდის მასპინძლობის ინდუსტრიაში დაფასებულ თვისებებთან, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და პოზიტიური დამოკიდებულება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ინტერესები გარკვეულწილად პროფესიული და სამუშაო ადგილის შესაბამისი უნდა იყოს.

ამ განყოფილებაში შეგიძლიათ მაგალითად ახსენოთ ისეთი ინეტერესები როგორიცაა:

კულინარია: ეს ინტერესი თუ ჰობი უშუალოდ დაკავშირებულია თქვენს უნართან სიღრმისეულად გესმოდეთ მენიუს შემადგენლობა და იცოდეთ განსხვავება კერძებს შორის

მოგზაურობა: ეს ინტერესი ხაზს უსვამს თქვენს ცნობისმოყვარეობას სხვადასხვა კულტურის მიმართ და ახალ გარემოსთან ადაპტაციის სურვილს, რაც შეიძლება იყოს ღირებული სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, სადაც მუდმივად უწევთ სერვერებს სხვადასხვა ეროვნების კლიენტებთან და კოლეგებთან კომუნიკაცია

სპორტი ან ფიტნესი: ფიზიკური აქტივობის სიყვარული მნიშვნელოვანია ისეთი სამუშაოსთვის, რომელიც მოითხოვს ფეხზე დგომას დიდი ხნის განმავლობაში.

მოხალისეობრივი აქტივობები: აღნიშნული ჰობი საკმაოდ დაფასებულია სტუმართმოყვარეობისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში.

მუსიკა ან ხელოვნება: ეს ჰობი დაკავშირებულია კრეატიულობასთან, რაც ასევე რელევანტურია სერვირების სფეროში

შეჯამება – სერვერის რეზიუმე

მოდით, კიდევ ერთხელ გავიაროთ ჩვენს მიერ შემუშავებული მითითებები, სერვერის საუკეთესო სივის შესაქმნელად:

  • გამოიყენეთ სადა და პროფესიონალური დიზაინი
  • დაიწყეთ თავსართით სადაც მოცემული იქნება თქვენი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ლოკაცია
  • დაწერეთ რეზიუმე, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს უნარებსა და გამოცდილებას
  • აღწერეთ თქვენი პროფესიული გამოცდილება, ჩამოთვალეთ თქვენუ პასუხისმგებლობები და მიღწევები
  • აღნიშნეთ თქვენი განათლების დონე და მიუთითეთ ნებისმიერი შესაბამისი სერთიფიკატი
  • ჩამოთვალეთ თქვენი ხისტი და რბილი უნარები
  • განიხილეთ დამატებითი სექციების ფორმირება, როგორიცაა ენები, შესაბამისი ინტერესები ან მოხალისეობრივი სამუშაო გამოცდილება
  • მოარგეთ თქვენი CV იმ კონკრეტულ სამუშაოს, რომელზეც განაცხადს აკეთებთ
  • CV-ის გაგზავნამდე გადაამოწმეთ შეიჩავს თუ არა ის ორთოგრაფიულ ან გრამატიკულ შეცდომებს

სამოტივაციო წერილი სერვერებისთვის

სერვერი CV

თქვენი, როგორც სერვერის სამოტივაციო წერილი შეიძლება იყოს ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც თავად თქვენი CV. ეს არის შანსი გამოავლინოთ თქვენი პიროვნული თვისებები და ხაზი გასუვათ თქვენს ენთუზიაზმს სამუშაოს მიმართ, ასევე შედარევით დეტალურად აღწერით ის შესაბამისი უნარ-ჩვევები ან გამოცდილება, რომელიც შესაძლოა ვერ ჩართეთ CV-ში. კარგად დაწერილმა სამოტივაციო წერილმა ასევე შეიძლება გამოგარჩიოთ სხვა კანდიდატებისგან და აჩვენოთ, რომ სერიოზულად უყურებთ თავისუფალ პოზიციას.

იხილეთ რამდენიმე რჩევა თუ რისი დაწერა არ არის სასურველი სამოტივაციო წერილში

  • უარყოფითი კომენტარები ყოფილი დამსაქმებლების ან თანამშრომლების შესახებ: მოერიდეთ უარყოფითად ისაუბროთ ყოფილ დამსაქმებლებზე ან თანამშრომლებზე, რადგან ეს საკმაოდ ცუდ ტონად ითვლება!
  • პერსონალური ინფორმაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სამუშაოსთან: მოერიდეთ პირადი ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც არ არის რელევანტური. მაგალითად, თქვენ არ გჭირდებათ თქვენი ოჯახის, ან პოლიტიკური გემოვნების შესახებ ინფორმაციის შეტანა.
  • ჟარგონის ან არაფორმალური ენის გამოყენება: დაწერეთ თქვენი სამოტივაციო წერილი პროფესიონალური ენით და მოერიდეთ ჟარგონის, ან ზედმეტად მეგობრული ენის გამოყენებას.
  • ორთოგრაფიული ან გრამატიკული შეცდომების დაშვება: გულდასმით გადაასწორეთ თქვენი სამოტივაციო წერილი, რათა თავიდან აიცილოთ ორთოგრაფიული ან გრამატიკული შეცდომები. ამ შეცდომებმა შეიძლება ცუდი შთაბეჭდილება მოახდინოს რეკრუტერზე

კითხვები და პასუხები სერვერის რეზიუმესთან დაკავშირებით

კითხვა: უნდა მივამაგრო თუ არა ჩემი ფოტო სერვერის CV-ში?

პასუხი: არ არის აუცილებელი სერვერის CV-ში ფოტოს ჩართვა. ზოგიერთ ქვეყანაში ფოტოს დამატება ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ზოგში კი არა. თუ გადაწყვეტთ ფოტოს დამატებას, დარწმუნდით, რომ არ ეწინააღმდეგება იმ კომპანიის პოლიტიკას, სადაც განაცხადს აკეთებთ.

კითხვა: სადამდე შეიძლება დავწერო ინფორმაცია ჩემი სამუშაო გამოცდილების შესახებ?

პასუხი: ზოგადად, უმჯობესია სერვერის CV-ში შეიტანოთ მხოლოდ უახლესი 10-15 წლიანი სამუშაო გამოცდილება (დამოკიდებულია აპლიკანტზე). თუმცა, თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება ამ რომელიც ცდება ამ დროის შუალედს, შეიძლება გაითავლისწინოთ მისი ჩამატებაც

კითხვა: როგორ უნდა აღვწერო ჩემი, როგორც სერვერის მოვალეობები და პასუხისმგებლობები CV-ში?

პასუხი: როდესაც აღწერთ თქვენს მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, ყურადღება გაამახვილეთ კლიენტების მომსახურების უნარებისა და სწრაფი ტემპით მუშაობის უნარზე.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...