პროექტის მენეჯერის CV – როგორ შევადგინოთ სრულყოფილი რეზიუმე

თუ თქვენ ეძებთ სამუშაოს პროექტის მენეჯერის პოზიციაზე, კარგად შედგენილი რეზიუმეს ქონა გადამწყვეტია სასურველ პოზიციაზე მოსახვედრად. პროექტების მენეჯერებზე მზარდი მოთხოვნის გამო, კონკურენცია სამუშაო ბაზარზე მაღალია.

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

a8af1226 c8ed 4e13 b178 9c3c71ce1267

💡ფაქტი: ონლაინ პლატფორმა glassdoor-ი იუწყება, რომ პროექტის მენეჯერის ანაზღაურება თვეში 2500 ლარიდან 4500 ლარამდე მერყეობს.

ამ სტატიაში ჩვენ დეტალურად გავივლით პროექტის მენეჯერის CV-ის შექმნის პროცესს, გაგაცნობთ მაგალითებს, მითითებებს და რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ შექმნათ პროფესიონალური და ეფექტური რეზიუმე და წარუდგინოთ იმ კომპანიას, რომელიც აცხადებს ვაკანსიას.

Სარჩევი

სამაგალითო CV პროექტის მენეჯერებისთვის

👇აი, მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პროექტის მენეჯერის CV:

ef3fa2a8 0c45 4abd b209 35d94ddb8254

ნათია ლომია
თბილისი, საქართველო | +995 555 123456 | natialomia@email.com

მიმოხილვა:

გამოცდილი პროექტის მენეჯერი, რომელსაც აქვს 8 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, კერძოდ პროექტების დაგეგმვის, რისკებისა და ბიუჯეტის მენეჯმენტის, ჩართულ აქტორებთან წარმატებული კომუნიკაციის კუთხით.

სამუშაო გამოცდილება:

პოზიცია: Პროექტის მენეჯერი
აბგ ორგანიზცია, თბილისი, საქართველო
2019 წლის ივნისი – დღემდე

  • პროექტის ვადების, ბიუჯეტის და რესურსები მართვა პროექტის წარმატებული იმპლემენტაციისთვის
  • რისკების შეფასება და შესრულების სტრატეგების შემუშავება
  • კოორდინაცია მომუშავე გუნდებთან, მათ შორის დეველოპერებთან, დიზაინერებთან და სხვა დასაქმებული პირებთან
  • მენეჯმენტთან მუდმივი კომუნიკაციის უზრნველჰყოფა და კვარტლური ანგარიშების მომზადება.

პოზიცია: პროექტის გენერალური მენეჯრი
კომპანია ბთს, თბილისი, საქართველო
2015 წლის მაისი – 2019 წლის ივნისი

  • ხელმძღვანელობდა პროექტის გუნდებს საბანკო და ფინანსთა სფეროში კლიენტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროექტების მიწოდებაში
  • პროექტის გეგმები, გრაფიკისა და ბიუჯეტის ფორმირება და შემუშავება
  • პროექტის რესურსები, ბიუჯეტის, პერსონალის და რესურსების წარმატებული მენეჯმენტი
  • რისკების შეფასება და პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება
  • რეპორტებისა და ანგარიშების შედგენა

განათლება

ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2011 წლის სექტემბერი – 2015 წლის ივნისი

სერთიფიკატები

პროექტის მენეჯმენტის კურსი (PMP)
პროექტების მართვის ინსტიტუტი, 2020 წ

უნარები

  • პროექტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა (Jira, Asana, Trello)
  • რისკების მართვა
  • ბიუჯეტისა და ფინანსური ანალიზი
  • დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია
  • ლიდერობა და გუნდის მართვა

ენები

ქართული (მშობლიური)
ინგლისური (თავისუფლად)
რუსული (თავისუფლად)

რეკომენდაციები

მოწოდებულ იქნება მოთხოვნისამებრ

პროექტის მენეჯერების ხელფასი

გასათვალისწინებელია, რმ პროექტის მენეჯერის ხელფასი საქართველოში შეიძლება ეფუძნებოდეს რამდენიმე ფაქტორს, როგორიცაა გამოცდილება, კვალიფიკაცია, კომპანიის მასშტაბი და სამუშაო გრაფიკი. როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ – პროექტის მენეჯერის თვიური ხელფასი 2500 ლარიდან 4500 ლარამდე მერყეობს.

როგორ შევადგინოთ CV პროექტის მენეჯერებისთვის

პროფესიონალური და ეფექტური პროექტის მენეჯერის CV-ის შესაქმნელად, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ეს ზოგადი მითითებები:

  1. რეზიუმე უნდა იყოს ლაკონური და კონკრეტული: მიუთითეტ თქვენი შესაბამისი გამოცდილება და უნარები იმ პოზიციაზე, რომელზეც განცხადებას აკეთებთ.
  2. ყურადღება მიაქციეთ CV-ის სტრუქტურას: გამოიყენეთ მარტივი და ადვილად წასაკითხი შრიფტი და შეეცადეთ რომ თქვენი CV სათაურებითა და პუნქტებით იყოს დატვირთული.
  3. მიუსადაგეთ თქვენი CV-ის შინაარსი იმ პოზიციას, რომელზეც გსურთ კანდიდატურის წარდგენა.
  4. გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები: შეეცადეთ გამოიყენოთ რაც შეიძლება მეტი საკვანძო სიტყვა სამუშაოს აღწერილობასთან მისადაგებით, რათა მიიქციოთ იმ პირის ყურადღება, რომელიც აცხადებს ვაკანსიას
  5. იყავით ამბიციური: შეეცადეთ ხაზი გაუსვათ თქვენი მიღწევებსა და გამოცდილებას
  6. კორექტირება და რედაქტირება: დარწმუნდით, რომ თქვენი რეზიუმე არ შეიცავს ორთოგრაფიულ ან გრამატიკულ შეცდომებს და რომ თქვენი CV არის ნათელი და ლაკონური.

სტრუქტურა

პროექტის მენეჯერი CV-ის იდეალური სტრუქტურა გამოყურება შემდეგნაირად:

  1. სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია
  2. პროფესიონალური ნარატივი (რამდენ წლიანი გამოცდილება გაქვთ)
  3. სამუშაო გამოცდილება (მიუთითეთ თქვენი რამდენიმე წლიანი გამოცდილება)
  4. განათლება (უმაღლესი განათლება, ტრენინგები და ა.შ)
  5. უნარები (კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ა.შ)

რჩევები თქვენი CV-ის სტრუქტურის და დიზაინის გასაუმჯობესებლად:

👉მარტივი და ადვილად წასაკითხი შრიფტის გამოყენება, როგორიცაა Arial ან Calibri
👉სათაურებისა და პუნქტების გამოყენება ტექსტის უკეთესად ორგანიზებისთვის
👉Bold და Italic ფორმატის გამოყენება მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხაზგასასმელად

ფორმა და სტრუქტურა

პროექტის მენეჯერის CV-სთვის ყველაზე შესაფერისი სტრუქტურა არის ქრონოლოგიური ფორმატი. ეს ფორმატი ფოკუსირებული უნდა იყოს თქვენს სამუშაო გამოცდილებაზე, დაწყებული თქვენი უახლესი პოზიციიდან. ეს ფორმატი შესაფერისია პროექტის მენეჯერებისთვის, რადგან ის ხაზს უსვამს მათ შესაბამის სამუშაო გამოცდილებას და მიღწევებს.

სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია

თქვენი სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია მოთავსებული უნდა იყოს დასაწყისში, რათა დამსაქმებელმა ადვილად შეძლოს CV-ის იდენტიფიცირება.

სწორი

✔️ ის ადვილად წასაკითხი უნდა იყოს და შრიფტის ზომა უნდა იყოს უფრო დიდი ვიდრე დანარჩენი ტექსტი. კარგად ფორმირებული ტექსტის მაგალითია:

ნათია ლომია
პროექტის მენეჯერი
თბილისი, საქართველო | +995 555 123456 | natialomia@email.com

ᲐᲠᲐᲡᲬᲝᲠᲘ
❌ ცუდი მაგალითი იქნება ფორმატი, რომელიც ძნელად იკითხება ან გადატვირთულია არასაჭირო ინფორმაციით. მაგალითად:

მენეჯმენტი
ნათია ლომია
ტელ: 555 123 456

ვეძებ სამსახურს პროექტის მენეჯმენტის სფეროში!

📍ასევე, არ არის აუცილებელი CV შეიცავდეს ფოტოს, რა თქმა უნდა ეს სამუშაო აღწერილობაში არ არის მოთხოვნილი.

აღწერეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება

პროფესიული გამოცდილების სექცია ფოკუსირებული უნდა იყოს თქვენს შესაბამის სამუშაო გამოცდილებაზე. დაიწყეთ თქვენი ამჟამინდელი პოზიციით და მიჰყევით ქრონოლოგიურად. ხაზგასმით აღნიშნეთ თქვენი მიღწევები და პასუხისმგებლობები თითოეულ როლში. თუ არ გაქვთ დიდი სამუშაო გამოცდილება, შეგიძლიათ ამავე განყოფილებაში მიუთითოთ შესაბამისი სტაჟირების, მოხალისეობის ან კურსების გამოცდილება.

იხილეთ სამუშაო გამოცდილების ფორმირების ორი მაგალითი პროექტის მენეჯერისთვის:

  1. პროექტის მენეჯერი აბგ კომპანიაში (2019 – 2021)
  • ხელმძღვანელობდა მრავალფუნქციურ გუნდებს პროექტების დროულად, ბიუჯეტის ფარგლებში და სპეციფიკაციების შესაბამისად შესრულებისათვის.
  • თანამშრომლობდა დაინტერესებულ მხარეებთან პროექტის მასშტაბებისა, მიზნებისა და წარმატების კრიტერიუმების დასადგენად.
  • ახორციელებდა რისკების შეფასებას, პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგს.
  • ადგენდა პროექტების განრიგს, და კურირებდა ბიუჯეტის შემუშავებას და რესურსების კონტროლს MS Project-ისა და Excel-ის გამოყენებით.
  1. დასაქმების სააგენტოს უფროსი პროექტის მენეჯერი (2017-2020)
  • მართავდა პროექტების მიმდინარეობას საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური სექტორებში.
  • მეთვალყურეობდა პროექტის 20-მდე ადამიანისგან შემდგარ გუნდებს და უზრუნველჰყობდა პროექტის შესრულების ხარისხს, დროულობას და მომხმარებელთა კმაყოფილების კრიტერიუმის შეფასებას.
  • აქტიურად თანამშრომლობდა კლიენტებთან მათი საჭიროებების დასადგენად და საპროექტო წინადადებების შემუშავებისთვის.

როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც არ გვაქვს სამუშაო გამოცდილება

თუ თქვენ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, როგორც პროექტის მენეჯერი, შეგიძლიათ შექმნათ CV თქვენი განათლების, უნარების და ნებისმიერი შესაბამისი აქტივობების ან მოხალისეობრივი გამოცდილების ხაზგასმით.

როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც არ გვაქვს სამუშაო გამოცდილება

თუ თქვენ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, როგორც პროექტის მენეჯერი, შეგიძლიათ შექმნათ CV თქვენი განათლების, უნარების და ნებისმიერი შესაბამისი აქტივობების ან მოხალისეობრივი გამოცდილების ხაზგასმით.

👇აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა შეადგინოთ თქვენი CV, როგორც პროექტის მენეჯერი სამუშაო გამოცდილების გარეშე:

  • ხაზი გაუსვით თქვენს განათლებას: ვინაიდან არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, თქვენი განათლება იქნება თქვენს CV-ში ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. აუცილებლად მიუთითეთ დაწესებულების დასახელება, მიღებული ხარისხი და ნებისმიერი შესაბამისი კურსი ან ტრენინგი, რომელიც დაასრულეთ.
  • ხაზი გაუსვით თქვენს უნარებს: მაშინაც კი, თუ თქვენ არ გაქვთ რაიმე სამუშაო გამოცდილება, თქვენ ალბათ გაქვთ შესაბამისი უნარები გამომუშავებული თქვენი განათლების, შესაბამისი აქტივობების ან მოხალისეობრივი მუშაობის გზით. წინ წამოიწიეთ ისეთი უნარები, როგორიცაა ლიდერობა, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი.
  • მიუთითეთ ნებისმიერ კლასგარეშე აქტივობა ან მოხალისეობრივი გამოცდილება: თუ მოხალისედ მუშაობდით არაკომერციულ ორგანიზაციაში, დაგეგმეთ ღონისძიება სტუდენტური კლუბისთვის ან მუშაობდით გუნდურ პროექტზე სწავლის პერიოდში, აუცილებლად მიუთითეთ ეს გამოცდილება თქვენს CV-ში.
  • აღნიშნეთ ნებისმიერი შესაბამისი სერთიფიკატი: თუ თქვენ მიიღეთ რაიმე შესაბამისი სერთიფიკატი, როგორიცაა CAPM, PMP ან PRINCE2, აუცილებლად ჩაწერეთ ისინი თქვენს CV-ში.
  • მოარგეთ თქვენი CV კონკრეტულ სამუშაო მოთხოვნებს. ყურადღებით წაიკითხეთ სამუშაოს აღწერა და მონიშნეთ ნებისმიერი უნარ-ჩვევები ან გამოცდილება, რომელიც შეესაბამება პოზიციის მოთხოვნებს.
  • დაწერეთ კარგი სამოტივაციო წერილი: თქვენი სამოტივაციო წერილი შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ სფეროსადმი თქვენი ინტერესის ასახსნელად, თქვენი უნარების ხაზგასასმელად და სამუშაოსადმი თქვენი ენთუზიაზმის გამოსავლენად.

გახსოვდეთ, მაშინაც კი, თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, როგორც პროექტის მენეჯერი, მაინც შეგიძლიათ შექმნათ ძლიერი CV თქვენი განათლების, უნარებისა და ნებისმიერი შესაბამისი გამოცდილების ხაზგასმით.

როგორ მივუთითოთ განათლება რეზიუმეში

17278231 4471 4365 b218 4da5918179c9

CV-ში განათლების სექცია მნიშვნელოვანია პროექტის მენეჯერებისთვის, რათა წარმოაჩინონ თავიანთი კვალიფიკაცია და უნარები.

ამ განყოფილებაში თქვენ უნდა ჩამოთვალოთ თქვენი აკადემიური ხარისხი, სერთიფიკატები და ნებისმიერი შესაბამისი გავლილი სასწავლო კურსი.

👇აქ მოცემულია ორი მაგალითი, თუ როგორ უნდა შეადგინოთ განათლების სეგმენტი:

მაგალითი 1:

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA), ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო (2018-2020)
ბაკალავრი ინჟინერიაში (BSE), ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო (2014-2018)
სერტიფიცირებული პროექტის მენეჯმენტის პროფესიონალი (PMP), პროექტის მართვის ინსტიტუტი, აშშ (2021)

მაგალითი 2:

პროექტის მენეჯმენტის პროფესიული (PMP) სასწავლო კურსი, აბც სასწავლო ცენტრი, თბილისი, საქართველო (2020)
სერთიფიკატი Agile Project Management-ში, ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო (2019)
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი (BBA), თბილისის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო (2015-2019)

📍ორივე მაგალითში განათლების სეგმენტი ხაზს უსვამს შესაბამის აკადემიურ ხარისხს და სერთიფიკატებს, ისევე როგორც ნებისმიერ დამატებით ტრენინგს ან კურსს, რომელიც შესაბამისია პროექტის მენეჯმენტისთვის. მნიშვნელოვანია მიუთითოთ დაწესებულების ან ორგანიზაციის დასახელება, ადგილმდებარეობა და თარიღი, როდესაც მოხდა კურსის გავლა ან სერტიფიკატის მოპოვება.

უნარები

aa537a6b 27c9 48ff 9975 639dae3d45ca

როგორც პროექტის მენეჯერი, თქვენი CV უნდა ასახავდეს თქვენი დაგეგმვის, ორგანიზების და დროის სწორი მენეჯმენტის უნარებს.

ქვემოთ მოცემულია მნიშვნელოვანი ხისტი და რბილი უნარები, რომლებიც თქვენ უნდა შეიტანოთ თქვენს CV- ში:

ხისტი უნარები:

  • პროექტის დაგეგმვა და ორგანიზება
  • ბიუჯეტის მენეჯმენტი
  • რისკების მართვა
  • ხარისხის გარანტია
  • რესურსების მართვა
  • ეფექტური კომუნიკაცია და ანგარიშის შედგენა

რბილი უნარები:

  • ხელმძღვანელობა
  • გუნდის ფორმირება და მენეჯმენტი
  • დროის მენეჯმენტი
  • კონფლიქტის მოგვარება
  • პრობლემის გადაჭრა
  • გადაწყვეტილების მიღება
  • ადაპტირება

შეაჯამეთ თქვენი CV

f9c10adf edb5 469d b4fd 9ba3115100b4

თქვენი CV- ის შემაჯამებელი სეგმენტი პირველია, რასაც რეკრუტერი წაიკითხავს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რომ რეზიუმეს ეს ნაწილი იყოს მიმზიდველი და ხაზს უსვამდეს თქვენს ძლიერ მხარეებს.

სრულყოფილი შემაჯამებელი სეგმენტი ასე უნდა გამოიყურებოდეს:

  • უნდა იყოს ლაკონური და აზრიანი
  • ხაზს უნდა უსვამდეს თქვენს მნიშვნელოვან სიძლიერეებსა და მიღწევებს
  • აღნიშნული უნდა იყოს ის პოზიცია, რომელზეც განაცხადს აკეთებთ
  • გამოიყენეთ ის საკვანძო სიტყვები, რომლებიც შეესაბამება სამუშაოს აღწერილობას
  • შეეცადეთ თქვენი თავი წარმოადგინოთ როგორც მიზანდასახული და ამბიციური ინდივიდი
სწორი

✔️სწორი მაგალითი:

შედეგებზე ორიენტირებული პროექტის მენეჯერი, რომელსაც აქვს ხუთ წელზე მეტი გამოცდილება პროექტების საფეხურების ბიუჯეტის შესაბამისად დროულად იმპლემენტირებისა და უმაღლესი სტანდარტების განხორციელების კუთხით, მრავალ ფუნქციონალური გუნდების მართვისა და შედეგზე ორიენტირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით. გააჩნია ძლიერი კომუნიკაციის და დროის მენეჯმენტის უნარები.

ᲐᲠᲐᲡᲬᲝᲠᲘ

არასწორი მაგალითი:

პროექტის მენეჯერი, რომელსაც აქვს ხუთ წელზე მეტი ხნის გამოცდილება პროექტების მართვაში. მე მაქვს კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი და გამოცდილი ვარ დროის მენჯმენტის საკითხში, შესაბამისად ვეძებ პროექტის მენეჯერის ვაკანსიას.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის მენეჯერებისთვის

65a564c8 28b9 4cc8 884f a6b6b28e07cf

აქ მოცემულია რამდენიმე დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება შეიცავდეს პროექტის მენეჯერის CV:

  • სერთიფიკატები: პროექტის მენეჯმენტის სერთიფიკატები, როგორიცაა PMP ან PRINCE2, შეიძლება ჩამოთვლილი იყოს ცალკე განყოფილებაში.
  • პროფესიული განვითარება: ეს სეგმენტი შეიძლება შეიცავდეს კურსებს ან სემინარებს, რომლებიც დაესწარით პროექტის მართვის უნარ-ჩვევების ან აღნიშნული სფეროს სპეციფიკური ცოდნის გასაუმჯობესებლად.
  • პუბლიკაციები: პუბლიკაციები, როგორებიცაა სტატიები ან წიგნები, შეიძლება შევიდეს ამ განყოფილებაში, თუ ისინი რელევანტურია პროექტის მართვის სფეროსთვის
  • ჯილდოები: ნებისმიერი ჯილდო ან აღიარება, რომელიც მიღებულია პროექტის მენეჯმენტის შესრულებისთვის, შეიძლება მოცემული იყოს მიღწევების სეგმენტში.
  • შესაბამისი პროექტები: ინდივიდმა შესაძლებელია რეზიუმეს დაუმატოს განხორციელებული პროექტების შესახებ სექცია. ამ ნაწილმა შესაძლებელია წარმოაჩინოს კონკრეტული პროექტები, რომლებიც წარმოაჩენენ კანდიდატის პროექტის მართვის უნარს.
  • ლიდერობის კუთხით გამოცდილება: ვინაიდან პროექტის მენეჯერებისთვის აუცილებელი უნარია ლიდერობა, სასურველია რეზიუმეში მითიტებული იყოს ის მაგალითები და პოზიციები, სადაც პირი ხელმძღვანელობდა დიდ ან პატარა გუნდს და უწევდა მნიშვნელოვანი გადაწვეტილებების მიღება. მაგალითად, გუნდის ხელმძღვანელის, დეპარტამენტის ლიდერის ან მთავარი მენეჯერის პოზიციები.
  • რეკომენდაციები: ეს ნაწილში შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას ყოფილი დამსაქმებლების ან კლიენტების შესახებ, რომელთაც შეუძლიათ კანდიდატის პროექტის მენეჯმენტის უნარებისა და გამოცდილების შესახებ დაინტერესებულ პირს მიაწოდონ სარეკომენდაციო წერილი.

👉დამატებითი ინფორმაციის ჩართვა რეზიუმეში შეიძლება დაეხმაროს კანდიდატს სხვა განმცხადებლებისგან გამოირჩეოდეს და უკეთესად წარმოაჩინოს ის უნიკალური უნარები და გამოცდილება რაც მას გააჩნია.

👉მნიშვნელოვანია, რომ CV უნდა შეიცავდეს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც შესაბამისია სამუშაოს აღწერილობისა და არ უნდა ამძიმებდეს რეზიუმეს ზოგად ფორმატს და ადვილად წაკითხვისა და გააზრების შესაძლებლობას.

ენების ცოდნა

19ba6657 0eee 4650 a93b f2772311f970

თქვენს CV- ში ენების სექციაში, მიუთითეთ ინფორმაცია თქვენი კონკრეტული ენების ცოდნის დონის შესახებ (მაგ., მშობლიური, საშუალო, ბაზისური). ასევე, ამ სეგმენტში მიუთითეთ შესაბამისი ენის სერტიფიკატები, არსებობის შემთხვევაში.

პროექტის მენეჯერის CV- ში ენების სეგმენტის ფორმულირებისას, მნიშვნელოვანია, რომ მიუთითოთ როგორც თქვენი მშობლიური და სხვა ენის ცოდნის დონე, ასევე ნებისმიერი შესაბამისი სერთიფიკატი ან გამოცდილება ენის გამოყენების კუთხით პროფესიონალურ გარემოში. აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა დააფორმიროთ ეს განყოფილება:

  • ჩამოთვალეთ ის ენები, რომლებსაც ფლობთ: დაიწყეთ სექცია მშობლიური ენით და ჩამოყევით ქრონოლოგიურად, სიძლიერის მიხედვით.
  • მიუთითეთ თითოეული ენის ცოდნის დონე: ჩამოთვლილი ენების გვერდით მიუთითეთ თქვენი ცოდნის დონე ენების საერთო ევროპული ჩარჩოს გამოყენებით (CEFR). თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ტერმინები, როგორიცაა “მშობლიური”, “საშუალო”, “ბაზისური”, “კარგი”.
  • ხაზი გაუსვით შესაბამის სერთიფიკატებს: თუ თქვენ გაქვთ რაიმე ენის სერთიფიკატი, მაგალითად TOEFL ან DELF, შეიტანეთ ისინი ამ განყოფილებაში. ეს დაგეხმარებათ პოტენციური დამსაქმებლებისთვის თქვენი ენის ცოდნის დონის დემონსტრირებაში.
  • ახსენეთ ნებისმიერი შესაბამისი პროფესიული გამოცდილება: თუ თქვენ გიწევდათ რომელიმე ენაზე საუბარი პროფესიონალურ გარემოში, არ გამოტოვოთ ეს ინფორმაცია. მაგალითად, თუ თქვენ მუშაობდით პროექტებზე საერთაშორისო გუნდებთან ან სხვა ენებზე გიწევდათ კლიენტებთან კომუნიკაცია, ეს ხაზს გასუვამს თქვენს გამოცდილებას და უნარს უცხო ენოვან კლიენტებთან ურთიერთობის კუთხით.

აქ მოცემულია მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ამ განყოფილების ფორმატირება პროექტის მენეჯერის CV-სათვის:

ენები:

  1. ქართული: მშობლიური
  2. ფრანგული: თავისუფლად (CEFR B2)
  3. გერმანული: საშუალოდ (CEFR B1)
  4. ესპანური: ბაზისურად (CEFR A2)
  5. TOEFL სერთიფიკატი (ქულა 110)
  6. საერთაშორისო გუნდებთან მუშაობის გამოცდილება და ფრანგულ და გერმანულ ენებზე.

შეჯამება – ჩემი რეზიუმე როგორ პროექტის მენეჯერი

📍დაიწყეთ თავსართით, რომელიც მოიცავს თქვენს სახელს, საკონტაქტო ინფორმაციას და სამუშაოს სათაურს

📍შექმენით რეზიუმეს სეგმენტი, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს მნიშვნელოვან სიძლიერესა და მიღწევებს.

📍მიუთითეთ თქვენი განათლება და ინფორმაცია გავლილი ტრენინგების შესახებ, შესაბამისი სერთიფიკატების ჩათვლით

📍ჩამოთვალეთ თქვენი ხისტი და რბილი უნარები

📍მიუთითეთ სამუშაო გამოცდილება

📍დაამატეთ სხვა ინფორმაცია, თუ ამის საჭიროებას ხედავთ

📍დარწმუნდით, რომ გთქვენი CV არ შეიცავს ორთოგრაფიულ შეცდომებს

სამოტივაციო წერილი

სამოტივაციო წერილი დიდი მნიშვნელობისაა, რადგან ის საშუალებას გაძლევთ გააცნოთ საკუთარი თავი და ახსნათ, თუ რატომ ხართ საუკეთესო კანდიდატი ამ თანამდებობისთვის. ეს უნდა იყოს მორგებული იმ კონკრეტულ სამუშაოს მოთხოვნილებაზე და კომპანიაზე, რომელსაც თქვენ მიმართავთ. წერილი ხაზს უნდა უსვამდეს თქვენს გამოცდილებას, უნარებსა და მიღწევებს.

კითხვები და პასუხები

91ad29e5 0bde 4918 9996 98d0570fc682

  1. რა უნდა გავაკეთო, თუ პროექტის მენეჯმენტის კუთხით მცირე გამოცდილება მაქვს?

თუ თქვენ გაქვთ მცირე გამოცდილება ამ კუთხით, ყურადღება გაამახვილეთ თქვენს უნარებზე, როგორიცაა ლიდერობა, კომუნიკაცია და პრობლემების გადაჭრის უნარი. ასევე შეგიძლიათ ახსენოთ ნებისმიერი შესაბამისი განათლება, ტრენინგი ან სერთიფიკატი.

  1. როგორ მოვარგო ჩემი CV სამუშაოს აღწერილობას?

ყურადღებით წაიკითხეთ სამუშაოს აღწერილობა და ამოწერეთ ის უნარები და გამოცდილება, რომელსაც ეძებს დამსაქმებელი. დარწმუნდით, რომ აღნიშნული ასევე მოცემულია თქვენს CV- ში.

  1. რა ზომის უნდა იყოს ჩემი, როგორც პროექტის მენეჯერის CV?

პროექტის მენეჯერის CV უნდა იყოს არაუმეტეს ორი გვერდი.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...