უნდა აღინიშნოს, რომ, ჩვეულებისამებრ, პროფესიისადმი მზარდი მოთხოვნა დროთა განმავლობაში როლით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობის ზრდაში გამოიხატება. ამ ბუნებრივ კანონზომიერებასთან გასამკლავებლად დაგჭირდებათ პარალეგალის რეზიუმე, რომელიც კონკურენტული უპირატესობით წარმოაჩენს თქვენს შესაძლებლობებს!
Სარჩევი
Პარალეგალის რეზიუმე: მაგალითი
👇 წარმოგიდგენთ პარალეგალის რეზიუმეს, რომელიც პროფესიული წარმატებისკენ მიმავალ გზაზე თქვენს ერთგულ თანამგზავრად იქცევა.
პარალეგალი
+995 555 123 321
lekvinadze_guga@email.com
თბილისი, საქართველო
linkedin.com/in/gugalekvinadze
პროფესიული შეჯამება
“5 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე კვალიფიციური პარალეგალი. ჩემი კომპეტენციის ფარგლები სახელშეკრულებო და ადმინისტრაციულ მიმართულებებს მოიცავს. საქმის ფაქტობრივი გარემოებების კვლევასთან ერთად ეფექტურად შემიძლია საპროცესო შუამდგომლობების მომზადებაც.”
სამუშაო გამოცდილება
პარალეგალი
კომპანია “რედიქს ჯგუფი”
თბილისი, საქართველო
2018 წლის მაისი – 2023 წლის მარტი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპეტენციის ფარგლებში ვამუშავებდი იჯარისა და ნარდობის ხელშეკრულებებს;
- უძრავი ან მოძრავი ქონების ნასყიდობა/რეალიზაციის ხელშეკრულებებს ვამზადებდი;
- საქართველოს სასამართლო პრაქტიკას შევისწავლიდი და გულდასმით ვეცნობოდი საკანონმდებლო რეგულაციებს;
- Საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში შესატან საპროცესო შუამდგომლობებს ვამზადებდი.
განათლება
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა
საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველო
2014 წლის სექტემბერი – 2018 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- კერძო სამართლის რეპეტიტორიუმი;
- ხელშეკრულების შედგენის პრაქტიკული კურსი;
- საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი;
- კანონის შემუშავების ტექნიკა და მისი საკონსტიტუციო კონტროლი.
ძირითადი მიღწევა
2022 წელს, ბათუმის სამართლის უზენაესობის ჰაბის მიერ ორგანიზებულ პროექტში “პარალეგალების ინიციატივა და კარიერული საუბრები” პირველი ადგილი დავიკავე.
რეკომენდატორი
მაია ჩუბინიძე
“USAD საქართველოში” პროგრამის ხელმძღვანელი
+995 552 132 132
maia.chubinidze@email.com
სერტიფიკატები და კვალიფიკაცია
- პარალეგალუსი სწავლების ონლაინ სასერტიფიკატო პროგრამა – ბოსტონის უნივერსიტეტი (2023)
- უძრავი ქონების პარალეგალის სასერტიფიკატო პროგრამა – უდემის აკადემია (2022)
- სტრატეგიული კომუნიკაციები – განათლების საერთაშორისო ცენტრი (2021)
ხისტი უნარები
- სამართლებრივი მოკვლევა
- იურიდიული დოკუმენტების შედგენა (კონტრაქტები, შუამდგომლობები, შეთანხმებები და ა.შ)
- საქმის მასალების ეფექტური ორგანიზება
- მტკიცებულებათა დამუშავება
- ვადებისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვა
რბილი უნარები
- ძლიერი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია
- დეტალებისადმი ყურადღება
- ანალიტიკური აზროვნება
- ეფექტური თანამშრომლობა
- მაღალი ეთიკური სტანდარტები
კომპიუტერული უნარები
- Microsoft Office Suite
- SharePoint
- CaseMap
- Google Sheets
- Google Drive
- QuickBooks
ჰობები და ინტერესები
- სამართლის ისტორია
- ჭადრაკი
ენები
- ქართული (მშობლიური)
- ინგლისური – B2
- თურქული – B1
პარალეგალის პროფესია საქართველოში 2023 წელს
თუ პარალეგალად მუშაობა გაქვთ გადაწყვეტილი უნდა იცოდეთ, რომ თქვენი პროფესიული პერსპექტივა საქართველოში მხოლოდ იურიდიულ ბიუროებთან თანამშრომლობით არ შემოიფარგლება და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სამთავრობო უწყებებში დასაქმების შესაძლებლობებსაც მოიცავს.
Სავარაუდო სახელფასო რანგი
ძირითადი რჩევები პარალეგალის რეზიუმეს შესაქმნელად
პარალეგალის რეზიუმეს მომზადებისას სასურველია, თავდაპირველად, CV-ს შექმნასთან დაკავშირებულ წესებს გაეცნოთ ყურადღებით:
- აქცენტი მხოლოდ პარალეგალის პროფესიისთვის რელევანტურ სამუშაო გამოცდილებაზე და უნარებზე გააკეთეთ: თუ პარალეგალად მუშაობის გამოცდილება გაქვთ აუცილებლად გააამახვილეთ ამაზე ყურადღება. გახსოვდეთ, რაც უფრო რელევანტური იქნება თქვენ მიერ რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია, მით უფრო ნათლად გამოხატავთ სასურველ პოზიციასთან თქვენს შესაბამისობას.
- რეზიუმეში პარალეგალის პროფესიასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვები გამოიყენეთ: პარალეგალის ვაკანტური პოზიციის აღწერაში წარმოდგენილი, პროფესიისთვის დამახასიათებლი საკვანძო სიტყვები თქვენი პროფესიონალიზმის მეტი უფექტურობით წარმოჩენაში დაგეხმარებათ.
- რეზიუმეს ორგანიზებული ფორმა მიეცით:პოტენციურ დამსაქმებელზე პოზიტიური შთაბეჭდილების დასატოვებლად რეზიუმე გრამატიკულად და სტილისტურად გამართეთ. ლაკონურად წარმოაჩინეთ ინფორმაცია და უპირატესობა ქართულის ენის შემთხვევაში Sylfaen ფონტს მიანიჭეთ.
სექციების განლაგება
- სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
- სახელი და გვარი
- პროფესიის დასახელება
- ტელეფონის ნომერი
- ელ.ფოსტის მისამართი
- პროფესიული სოციალური მედიის ბმული
- ადგილმდებარეობა
- პროფესიული შეჯამება
- სამუშაო ისტორია
- ხისტი და რბილი უნარები
- დამატებითი სექციები (კომპიუტერული უნარები, ძირითადი მიღწევები, რეკომენდატორები, სერთიფიკატები და კვალიფიკაცია, ჰობები და ინტერესები, უცხო ენები)
Რეზიუმეს ფორმატი
პარალეგალის CV-ის შექმნასთან დაკავშირებული რჩევების შემდეგ რეზიუმეს ფორმატირების 3 ძირითადი მეთოდი უნდა განვიხილოთ. Გაითვალისწინეთ, რომ ყოველი მათგანი კონკრეტულ მიზანს ემსახურება.
👇 ამიტომ ყურადღებით გაეცანით ჩვენ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყვიტეთ რომელია თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი.
- ქრონოლოგიური ფორმატიმრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილების ეფექტურად წარმოჩენა გსურთ? მაშინ, გირჩევთ არჩევანი ქრონოლოგიურ ფორმატზე შეაჩეროთ და სამუშაო ისტორიასთან ერთად განათლებასთან დაკავშირებული ინფორმაციაც დროის დაღმავალი ხაზის პრინციპით აღწეროთ.
- ფუნქციური ფორმატითუ თქვენ პროფესიულ გამოცდილებას პერსონალურ უპირატესობად არ აღიქვამთ და გსურთ სამუშაო ისტორიის ნაცვლად განათლებასა და უნარებზე კონცენტრირდეთ, გირჩევთ უპირატესობა ფუნქციურ ფორმატს მიანიჭოთ.
- შერეული ფორმატიიმ შემთხვევაში თუ თქვენ პროფესიულ გამოცდილებას ერთად, განათლებასა და დამატებით სექციებსაც თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებთ, უპირატესობა უდაოდ შერეულ ფორმატს უნდა მიანიჭოთ. შერეული ფორმატის საფუძველზე მომზადებული რეზიუმე ინფორმაციის განლაგებისას ქრონოლოგიური თანმიმდევრობის ნაცვლად პოზიციის მნიშვნელობას ეყრდნობა.
სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
👇 წარმოგიდგენთ მაგალითს, რომელიც თქვენი რეზიუმეს სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექციის მომზადებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
პარალეგალი
+995 555 123 123
lekvinadze_guga@email.com
LinkedIn.com/in/gugalekvinadze
თბილისი, საქართველო
+995 555 123 123
Email – paralegal_guga@email.com
ლადო ასათიანის ქუჩა N25, თბილისი, საქართველო
პარალეგალის სამუშაო გამოცდილება
პარალეგალის პროფესიული ფუნქცია-მოვალეობები იმდენად მრავალფეროვანია, რამდენადაც თავად სამართალწარმოება და მასთან დაკავშირებული პროცესები.
🔎 ხშირად, სწორედ ფუნქციათა ეს მრავალფეროვნება განაპირობებს მსგავსებას პარალეგალის რეზიუმესა და აღმასრულებელი თანაშემწის CV-ს შორის.
ამის უკეთ აღსაქმელად პარალეგალის პროფესიული გამოცდილების აღწერის 2 მაგალითს გიზიარებთ:
მაგალითი 1
BDO Georgia
თბილისი, საქართველო
2018 წლის ივნისი – 2023 წლის დეკემბერი
ძირითადი მოვალეობები:
- ადმინისტრაციული დოკუმენტბრუნვა;
- მინდობილობების, პარტნიორის გადაწყვეტილებების და უფლებამოსილების დამდგენი სხვა დოკუმენტების დრაფტებზე მუშაობა, ნოტარიუსთან ურთიერთობა, საჯარო დაწესებულებებეთან ურთიერთობა, საჭიროებისამებრ;
- სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების, განცხადებების, წერილების, ბრძანებების ტექსტების მომზადება.
კომპანია “რედიქს ჯგუფი”
თბილისი, საქართველო
2013 წლის მაისი – 2018 წლის მარტი
ძირითადი მოვალეობები:
- იჯარის ხელშეკრულებებზე, ნარდობის ხელშეკრულებებზე და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა;
- უძრავი ან მოძრავი ქონების ნასყიდობა/რეალიზაციის ხელშეკრულებებზე მუშაობა;
- საქართველოს სასამართლო პრაქტიკის მოძიება, რეგულაციების და კანონების მოძიება/კვლევა, ცვლილებების გაცნობა და რეპორტების მომზადება.
განათლების სექცია პარალეგალის რეზიუმეში
პარალეგალის როლი კანონის აღსრულებასთან პირდაპირპროპორციულ კავშირშია, შესაბამისად, ამ პროფესიის მქონე ადამიანებს სპეციფიკური განათლება მოეთხოვებათ.
მაგალითი:
თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო
2020 წლის სექტემბერი – 2022 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- ევროკავშირის სამართალი და ქართული სამართლის ევროპეიზაცია
- სამოქალაქო საპროცესო სამართალი და სასამართლო პრაქტიკა
- ინდივიდუალური სამართლებრივი სიკეთის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული
- დანაშაულობის პრევენციის თანამედროვე მოდელები
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა
ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო
2016 წლის სექტემბერი – 2020 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- იურიდიული პროფესიების ზნეობრივი ასპექტები
- სამართლებრივი სისტემებისა და ქართული სამართლის ისტორიული წყაროები
- საერთაშორისო სამართლის სფეროების ძირითადი თეორიები
- საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და მეთოდების ანალიზი
Პარალეგალისთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რეზიუმეს მომზადების პროცესში განსაკუთრებული სიმძაფრით იკვეთება მსგავსება ისეთ პროფესიებს შორისაც კი რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი აქვს საერთო.
ხისტი უნარები
- სამართლებრივი მოკვლევა
- იურიდიული დოკუმენტების შედგენა
- საქმის მასალების ეფექტური ორგანიზება
- მტკიცებულებათა დამუშავება
- ვადებისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვა
რბილი უნარები
- ძლიერი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია
- დეტალებისადმი ყურადღება
- ანალიტიკური აზროვნება
- ეფექტური თანამშრომლობა
- მაღალი ეთიკური სტანდარტები
პროფესიული შეჯამება
დამატებითი სექციები
პარალეგალის პროფესიისთვის რელევანტური დამატებითი სექციები დაგეხმარებათ მეტი მრავალფეროვნება შესძინოთ რეზიუმეს და დამსაქმებელს დადებითი ასოციაციით დაამახსოვროთ საკუთრი თავი.
- უცხო ენებიუცხო ენების სექციაში აუცილებლად მიუთითეთ რა დონეზე ფლობთ კონკრეტულ ენას. იმ შემთხვევაში თუ არ იცით რომელი დონე შეესაბამება თქვენს ცოდნას, გირჩევთ ამ შეკითხვაზე პასუხი Cambridge Test-ის მსგავს სანდრო პლათფორმებზე ეძიოთ. Ჩვენ მიერ რეკომენდირებული ეს საიტი უსასყიდლოდ შეძლებს თქვენი ენის დონის განსაზღვრას.
- კომპიუტერული უნარებიკომპიუტერული უნარები რთული სამართლებრივი ამოცანების ეფექტურად მართვის შესაძლებლობაზე მეტყველებს. შესაბამისად, ისეთი პროგრამული პროგრამების ცოდნა, როგორიც Microsoft Office, SharePoint და CaseMap-ია ნებისმიერი კომპანიისთვის ფასდაუდებელ აქტივად გაქცევთ.
- ძირითადი მიღწევებისაუკეთესო შემთხვევაში, რეზიუმეში წარმოდგენილი მიღწევები თქვენს პროფესიონალიზმს უნდა უსვამდეს ხაზს. ამ დამატებით სექციაზე მუშაობისას ეცადეთ ლაკონურად გადმოსცეთ სათქმელი და ზედმეტი დეტალების აღწერის ნაცვლად მხოლოდ მიღწევის მთავარ იდეაზე კონცენტრირდეთ.
- ჰობები და ინტერესებიჰობებისა და ინტერესების სექცია შეძლებისდაგვარად ლაკონურად უნდა წარმოაჩენდეს პროფესიისთვის რელევანტურ იმ ინტერესებს, რომელთა ქონა თქვენს პიროვნულ მრავალფეროვნებას გაუსვამს ხაზს.
- რეკომენდატორებირეკომენდაცია კიდევ ერთი ღირებული ასპექტია, რომლის რეზიუმეში წარმოჩენა თქვენი პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. გირჩევთ თქვენი რეკომენდატორის სახელი, მისი პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია ძირითადი მიღწევების შემდეგ წარმოადგინოთ.
- სერთიფიკატები და კვალიფიკაციაპარალეგალის კვალიფიკაცია პირდაპირმნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ სერტიფიკატებზე, რომლებიც პროფესიისთვის საინტერესო, ისეთ მრავალფეროვან თემებს ეხება, როგორიცაა:
- უმცირესობათა უფლებები
- დისკრიმინაცია
- მიწის რეგისტრაციის პრობლემები
- სასესხო ვალდებულებები
- შრომითი უფლებები
Შეჯამება: რა არ უნდა გამოგრჩეთ პარალეგალის რეზიუმეში
- აქცენტი მხოლოდ პროფესიისთვის რელევანტურ სამუშაო გამოცდილებაზე გააკეთეთ.
- რეზიუმეში პარალეგალის პროფესიასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვები გამოიყენეთ.
- დამატებითი სექციების ნაწილში წარმოდგენილი ინფორმაცია პირდაპირ ან ირიბად დააკავშირეთ პარალეგალის პროფესიასთან.
- სამუშაო გამოცდილებისა და განათლების სექციებში დამსაქმებელი კომპანიისა და საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელებასთან ერთად შესაბამისი წლებიც მიუთითეთ.
- რეზიუმე გრამატიკულად და სტილისტურად გამართეთ. ინფორმაცია მაქსიმუმ 2 გვერდზე წარმოადგინეთ და უპირატესობა ქართულის ენის შემთხვევაში Sylfaen ფონტს მიანიჭეთ.
არ დაგავიწდეთ სამოტივაციო წერილის მნიშვნელობა
თუ გსურთ გახდეთ პარალეგალი და ახალ პოზიციაზე მოსინჯოთ თქვენი პროფესიული ძალები, რეზიუმესთან ერთად სამოტივაციო წერილიც წარუდგინეთ დამსაქმებელს. გარწმუნებთ, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი პროფესიული წარმატების შანსს!
ვინაიდან პარალეგალები და ბიზნეს მენეჯერები პროფესიულ მსგავსებას ორგანიზაციული ამოცანების ეფექტურად მართვის ნაწილში იზიარებენ, შაბლონების ძიების პროცესში გირჩევთ ბიზნესის მენეჯერის რეზიუმეს მაგალითებიც იხილოთ. წარმატებას გისურვებთ!
კითხვები და პასუხები
1. რომელი კონკრეტული მიმართულებით შეუძლია პარალეგალს მუშაობა?
პარალეგალის პროფესია განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:
- უძრავი ქონების პარალეგალი
- გაკოტრების პარალეგალი
- კორპორატიული პარალეგალი
- კერძო და სისხლის სამართლის პარალეგალი
- საიმიგრაციო საკითხების პარალეგალი
2. შესაძლებელია პარალეგალი ლიცენზიის გარეშე გახდეთ?
აშშ-ს პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველოში პარალეგალის პროფესია ლიცენზირებას არ საჭიროებს. ასე რომ ამ პოზიციის დაკავებას მხოლოდ შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე შეძლებთ.