ელექტრონული კომერციის, მარკეტინგისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე კომპანიებს რაც შეეხებათ, ისინი მონაცემთა მეცნიერებს მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისა და გამოწვევებისადმი ინოვაციური მიდგომების უზრუნველსაყოფად მიმართავენ.
როგორც ხედავთ, კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების სტრატეგიულ ღირებულებას. შესაბამისად, მოთხოვნა მონაცემთა კვალიფიციურ მეცნიერებზე არითმეტიკული პროგრესიით იზრდება. თუმცა, კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად, საჭიროა შექმნათ მონაცემთა მეცნიერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს შესაძლებლობებს.
Სარჩევი
Მონაცემთა მეცნიერი CV: მაგალითი
👇 წარმოგიდგენთ მონაცემთა მეცნიერის CV-ს ნიმუშს, რომელიც დაგეხმარებათ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ კონკურენტული უპირატესობა.
მონაცემთა მეცნიერი
+995 555 123 321
shota-gurgenidze1995@email.com
github.net/iom/shotagurgenidze
თბილისი, საქართველო
პროფესიული შეჯამება
„პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული მონაცემთა მეცნიერი, რომელსაც ალგორითმების ოპტიმიზაციისა და მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული აპლიკაციების განვითარების 7 წლიანი გამოცდილება აქვს.”
სამუშაო გამოცდილება
მონაცემთა მეცნიერი
საქართველოს ბანკი
მაისი 2015 – აპრილი 2023
- მანქანური დასწავლის მოდელების შემუშავება, მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია;
- ეკონომიკური ცვლადების მონაცემების შეგროვების, სასურველი ფორმის მიცემის, შენახვისა და გამოყენების სისტემატიზირებული პროცესის შემუშავება;
- პერიოდული რეპორტების წარმოება და მენეჯმენტისთვის მიწოდება.
რეკომენდატორი:
ვლადიმერ სვანაძე
ტელეფონი: +995 599 199 199
განათლება
კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრი, თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო (2015-2017)
ბაკალავრის ხარისხი რეპორტინგსა და მონაცემთა ანალიზში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო (2011-2015)
სერთიფიკატები
- Microsoft-ის სერტიფიცირებული მონაცემთა მეცნიერი (2023)
- Google Data Science პროფესიული სერთიფიკატი (2022)
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მონაცემთა მეცნიერის პროფესიული სერტიფიკატი (2021)
- Cloudera Certified Associate (CCA) მონაცემთა მეცნიერი (2021)
ჰობები და ინტერესები
- ხელოვნური ინტელექტი
- მანქანური სწავლება
- პროგრამირება
- ჰეკათონები
უნარები
- Python
- R
- SQL
- Java
- მანქანური დასწავლის მეთოდები
- მონაცემთა ანალიზი
- მონაცემთა ვიზუალიზაცია
- ანალიტიკური აზროვნება
- დროის ეფექტური მენეჯმენტი
- დეტალებზე ორიენტირება
ენები
- ქართული (მშობლიური)
- ინგლისური (B2)
- გერმანული (B1)
Როგორ უნდა შექმნათ რეზიუმე მონაცემთა მეცნიერისთვის
- რელევანტურობა:რეზიუმე მონაცემთა მეცნიერის კონკრეტულ როლს მოარგეთ. როდესაც დამსაქმებელი აცხადებს ვაკანსიას, ის აუცილებლად მიუთითებს მისთვის ღირებული პროფესიული კვალიფიკაციების ჩამონათვალს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განცხადება სწორედ ამ მოთხოვნათა კონკრეტულ აღწერილობას მოარგოთ.
- ტექნიკური ცოდნა: რეზიუმეში მკაფიოდ წარმოადგინეთ პროფესიისთვის რელევანტური ტექნიკური უნარები და პროგრამირების ისეთი ენები, როგორიცაა, მაგალითად, Python და SQL. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილეთ მონაცემთა მეცნიერებასთან დაკავშირებულ იმ პროექტებზე, რომელთა წარმატებული იმპლემენტაცია თქვენი დამსახურებაა.
- ფორმატირება: რეზიუმეს შესაქმნელად პროფესიონალურ ფორმატს მიანიჭეთ უპირატესობა და ინფორმაციის ორგანიზებისთვის პუნქტებთან ერთად სათაურებიც გამოიყენეთ. ეცადეთ CV მაქსიმუმ 2 გვერდს მოიცავდეს. ამისთვის, აქცენტი მხოლოდ პროფესიისთვის რელევანტურ ინფორმაციაზე გააკეთეთ.
- კორექტირება: კარგად ორგანიზებული CV დეტალებისადმი ყურადღებასა და პროფესიონალიზმე მეტყველებს. ამიტომ, გაგზავნამდე დარწმუნდით, რომ რეზიუმე გრამატიკულ ან ბეჭდვითშეცდომებს არ შეიცავს.
სექციების განლაგება
- სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია:
- სახელი და გვარი
- პროფესიული სათაური
- ტელეფონის ნომერი
- ელ-ფოსტა
- პროფესიული პორტფოლიოს ბმული
- ადგილმდებარეობა
- პროფესიული შეჯამება
- სამუშაო გამოცდილება
- განათლება
- მონაცემთა მეცნიერებისთვის რელევანტური უნარ-ჩვები
დამატებითი სექციები (ტექნიკური უნარები, Სერთიფიკატები და Ჯილდოები, Სტაჟირება, რეკომენდატორები, Ჰობები და ინტერესები, უცხო ენები).
მისაღები ფორმატი
შესაფერისი ფორმატის მქონე, კარგად სტრუქტურირებული რეზიუმე საუკეთესოდ წარმოაჩენს პროფესიისთვის რელევანტურ ინფორმაციას და ეფექტურად უსვამს ხაზს მონაცემთა მეცნიერებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ კომპეტენციებს.
- ქრონოლოგიური ფორმატი – დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს თვალი მიადევნოს თქვენი ტექნიკური ექსპერტიზის განვითარებას და სწორედ ამის საფუძველზე შეაფასოს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობის ხარისხი.
- ფუნქციური ფორმატი – შესაძლებლობას გაძლევთ მონაცემთა მეცნიერებისთვის საჭირო ტექნიკურ უნარებზე გაამახვილოთ ყურადღება და ნათლად წარმოაჩინოთ როგორც პროფესიული კომპეტენციები, აგრეთვე, წარმატებით დასრულებული პროფესიული პროექტები.
- შერეული ფორმატი – ქრონოლოგიური და ფუნქციური ფორმატების საუკეთესო მახასიათებლებს აერთიანებს. ეს შესაძლებლობას მოგცემთ ხაზი გაუსვათ როგორც კარიერულ წინსვლას, აგრეთვე, პროფესიისთვის რელევანტურ ძირითად უნარებს.
სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია ლაკონურად, თუმცა პროფესიონალურად უნდა წარმოაჩენდეს როგორც თქვენს პროფესიულ განსაზღვრებას, აგრეთვე, ძირითად საკონტაქტო ინფორმაციას.
👇 მონაცემთა მეცნიერის რეზიუმესთვის შესაფერისი სათაურის შესაქმნელად, გირჩევთ, ჩვენ მიერ რეკომენდირებულ ნიმუშს გაეცნოთ.
მონაცემთა მეცნიერი
+995 555 123 321
shota-gurgenidze1995@email.com
github.net/iom/shotagurgenidze
თბილისი, საქართველო
განცხადება მონაცემთა მეცნიერის ვაკანტურ პოზიციაზე
shotiko-iom-shotiko@email.com
facebook.com/iom/shotagurgenidze
საქართველო, თბილისი, ვახტანგ მაჭავარიანის 12ა
Მონაცემთა მეცნიერის სამუშაო გამოცდილება
კანდიდატის კვალიფიკაციის შეფასების პროცესში, პროფესიული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის დამსაქმებელს.
შესაბამისად, მონაცემთა მეცნიერების სფეროსთან დაკავშირებული თქვენი ცოდნისა და კომპეტენციის სრულად გამოსავლენად სასურველია სრულყოფილად აღწეროთ თქვენი სამუშაო გამოცდილება.
👉 თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ სამუშაო ისტორიის აღწერის ორ ნიმუშს:
მაგალითი 1
საქართველოს ბანკი
მაისი 2018 – აპრილი 2023
- მანქანური დასწავლის მოდელების შემუშავება, მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია;
- ეკონომიკური ცვლადების მონაცემების შეგროვების, სასურველი ფორმის მიცემის, შენახვისა და გამოყენების სისტემატიზირებული პროცესის შემუშავება;
- პერიოდული რეპორტების წარმოება და მენეჯმენტისთვის მიწოდება.
მაგალითი 2
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)
იანვარი 2018 – მაისი 2021
- სტატისტიკური მოდელების შემუშავება და პერიოდული შემოწმება/განახლება;
- დამატებითი ინფორმაციის წყაროების მოძიება არსებული მოდელების გასაუმჯობესებლად;
- მჭიდრო თანამშრომლობა გარე კომპანიის წარმომადგენლებთან სტატისტიკური მოდელების შექმნისა და დანერგვის პროცესში.
Მონაცემთა მეცნიერის განათლება
მაშინაც კი, თუ თქვენი გამოცდილება მონაცემთა დამუშავების კუთხით საკმაოდ მრავალფეროვანია, შესაძლოა დამსაქმებელმა თქვენს კანდიდატურას არასაკმარისი განათლების გამო არ მიანიჭოს უპირატესობა.
სწორედ ამიტომ, სასურველია რეზიუმეში სრულყოფილად გამოავლინოთ ცოდნასთან დაკავშირებული თქვენი კვალიფიკაცია.
👇 განვიხილოთ პროფესიისთვის რელევანტური განათლების სექციის ორი ნიმუში:
მაგალითი 1
ევროპის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2013 წლის სექტემბერი-2017 წლის დეკემბერი
შესაბამისი კურსები:
- მანქანური დასწავლის ალგორითმები;
- მონაცემთა დამუშავების და გასუფთავების ტექნიკები;
- ლოგიკური ბლოკები და ციკლები.
მაგალითი 2
ბაკალავრის ხარისხი რეპორტინგსა და მონაცემთა ანალიზში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო (2012-2016).
უნარ-ჩვევები
კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამირების მულტიდისციპლინურ სფეროებში დასაქმებული ადამიანები ხშირად იზიარებენ პროფესიულ მსგავსებას.
მაგალითად, საინტერესოა, რომ მონაცემთა მეცნიერის რეზიუმეს მსგავსად, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის CV-იც ტექნიკურ უნარებსა და პროფესიონალიზმის მაღალ დონეზეა ორიენტირებული.
👇 მონაცემთა მეცნიერის პროფესიისთვის რელევანტური უნარ-ჩვევების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ხისტი უნარები
- მანქანური დასწავლის მეთოდები
- ალგორითმების ოპტიმიზაცია
- მონაცემთა ვიზუალიზაცია
- მონაცემთა ანალიზი
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება
რბილი უნარები
- დროის ეფექტური მენეჯმენტი
- კვლევისა და ანალიზის უნარი
- დეტალებზე ორიენტირება
- პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი
- ორგანიზებულობა
პროფესიული შეჯამება
პროფესიული შეჯამება დამსაქმებელს ლაკონური, თუმცა, მრავლისმომცველი ინფორმაციის გააზრების საფუძველზე ეხმარება აღიქვას თქვენი, როგორც მონაცემთა მეცნიერის პროფესიული გამოცდილება, უნარები და კარიერული მიღწევები.
დამატებითი სექციები
დამატებითი სექციები ძირითადი კვალიფიკაციის მიღმა არსებული უნარების, მიღწევებისა და ინტერესების მრავალფეროვან პრეზენტაციას წარმოადგენენ.
- ტექნიკური უნარებიტექნიკური უნარების ქონა ხაზს უსვამს კანდიდატის უნარს გაუმკლავდეს მონაცემთა კომპლექსურ ამოცანებს. პროგრამირების ენებთან, სტატისტიკურ ანალიზთან და მონაცემთა ვიზუალიზაციასთან დაკავშირებული ცოდნის რეზიუმეში დემონსტრირება თქვენი წარმატების უპირობო გარანტია!
- Პორტფოლიოპროფესიული პორტფოლიო თქვენი შესაძლებლობების ხელშესახები მტკიცებულებაა. აღნიშნული დოკუმენტი დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს შეაფასოს კანდიდატის ცოდნა როგორც მონაცემთა ანალიზში, აგრეთვე, მოდელირებასა და ვიზუალიზაციაში.
- რეკომენდატორებიხელმძღვანელების, კოლეგების ან კლიენტების თქვენდამი დადებითი დამოკიდებულება პროფესიულ კვალიფიკაციასთან ერთად სამუშაო ეთიკასა და თანამშრომლობის უნარებსაც ეფექტურად წარმოაჩენს.
- სერტიფიკატები სერთიფიკატები ეფექტურად წარმოაჩენენ თქვენს ცოდნას ისეთ სპეციალიზებულ სფეროებში, როგორიცაა მანქანური სწავლება, მონაცემთა ანალიზი ან პროგრამირება. აღნიშნული სექცია რეზიუმეს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის იმ დამსაქმებლებისთვის, რომლებიც კვალიფიციურ მონაცემთა მეცნიერებს ეძებენ.
- ჰობები და ინტერესებიჰობებისა და ინტერესების სექცია პერსონალურ ელფერს მატებს მონაცემთა მეცნიერის რეზიუმეს და ტექნიკური უნარების მიღმა არსებული ღირებულებების ეფექტურად წარმოჩენის გზით არწმუნებს დამსაქმებელს რომ ვაკანტური პოზიციისთვის შესაფერისი კანდიდატი ბრძანდებით.
- უცხო ენებიმონაცემთა მეცნიერის რეზიუმეში წარმოდგენილი უცხო ენები ლინგვისტურ მრავალფეროვნებას ავლენენ და მნიშვნელოვნად აფართოებენ თქვენს პროფესიულ შესაძლებლობებს.👇 არსებობს რეკომენდირებული ფორმატი, რომლის გამოყენებაც სრულფასოვნად წარმოადგენს ენებთან დაკავშირებულ თქვენს ცოდნას:
- მშობლიური
- თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
- შუალედური დონე (B1)
- Საბაზისო (A2)
Შეჯამება: რა უნდა გახსოვდეთ მონაცემთა მეცნიერის CV-ს შექმნისას
📍 რეზიუმე მონაცემთა მეცნიერის კონკრეტულ პოზიციას მოარგეთ. გამოიყენეთ პროფესიისთვის რელევანტური საკვანძო სიტყვები და ამ გზით განცხადება მეტად პერსონიზებული გახადეთ.
📍 რეზიუმეში წარმოადგინეთ პროფესიულო პორტფოლიოს ბმული. ყურადღება გაამახვილეთ, აგრეთვე, პროფესიისთვის რელევანტურ ტექნიკურ უნარებსა და პროგრამირების ენებზე.
📍 რეზიუმეს შესაქმნელად პროფესიონალურ ფორმატს მიანიჭეთ უპირატესობა. ინფორმაციის ორგანიზებისთვის კი პუნქტებთან ერთად სათაურებიც გამოიყენეთ.
📍 ეცადეთ CV მაქსიმუმ 2 გვერდისგან შედგებოდეს. ამისთვის, აქცენტი მხოლოდ პროფესიისთვის რელევანტურ ინფორმაციაზე გააკეთეთ.
📍 რეზიუმეს გაგზავნამდე დარწმუნდით, რომ CV გრამატიკულ ან ბეჭდვით შეცდომებს არ შეიცავს.
გამოიყენეთ სამოტივაციო წერილიც
არსებობს მოსაზრება, რომ სამოტივაციო წერილი მონაცემთა მეცნიერის რეზიუმეს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის იმ დამსაქმებლებისთვის, რომლებიც ტექნიკურ სრულყოფილებასთან ერთად პროფესიულ ენთუზიაზმსაც ეძებენ კანდიდატში.
კითხვები და პასუხები
როგორ უნდა მოვამზადოთ მონაცემთა მეცნიერის CV პროფესიისთვის რელევანტური სამუშაო გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში?
სამუშაო გამოცდილების გარეშე მონაცემთა ანალიტიკოსის რეზიუმეს შექმნისას ყურადღება პროფესიულ უნარებსა და განათლებაზე გაამახვილეთ. რეზიუმე ეფექტური შეჯამებით დაიწყეთ და ხაზი აკადემიურ მიღწევებს გაუსვით.
რომელია საუკეთესო ონლაინ პლათფორმა მონაცემთა მეცნიერების პროფესიული პორტფოლიოს ეფექტურად წარმოსაჩენად?
მონაცემთა მეცნიერების პროფესიული პორტფოლიოს შესაქმნელად არაერთი პლატფორმა არსებობს, თუმცა, GitHub საუკეთესო არჩევანია. ის შესაძლებლობას გაძლევთ წარმოაჩინოთ როგორც კოდირებასთან, აგრეთვე, მონაცემთა ანალიზსა და მანქანურ სწავლებასთან დაკავშირებული თქვენი პროექტები.