მოლარის CV: საუკეთესო რჩევები შთამბეჭდავი რეზიუმეს შესაქმნელად

მოლარის პროფესია XIX საუკუნიდან მოყოლებული სტაბილურად ინარჩუნებს პროფესიულ მნიშვნელობას და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პოზიციად რჩება. 

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

4.0
Rated 4 out of 5
დან 3 მომხმარებელთა მიმოხილვები
👉 ერთ დროს მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა მოლარის პროფესია თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლოს. ტუმცა საკითხის სიღრმისეული ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ პროფესიის მულტიფუქციური ბუნებიდან გამომდინარე ეს მოსაზრება ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს.

მოლარე CV

მოლარის პროფესია უდავოდ იმსახურებს თქვენს ყურადღებას თუ თქვენი ინტერესის სფერო ფინანსური ოპერაციები და მასთან დაკავშირებული აღრიცხვებია. თუმცა იმისთვის, რომ სხვებისგან გამოირჩეოდეთ საჭიროა ყველა სტანდარტის დაცვით შექმნათ მოლარის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს შესაძლებლობებს.

სწორედ ამიტომ, მოცემულ სტატიაში ამომწურავად განვიხილავთ ყველა იმ რჩევასა და რეკომენდაციას, რომელიც თქვენი მოტივაციის, უნარებისა და გამოცდილების ეფექტურად წარმოჩენას შეუწყობს ხელს!

Სარჩევი

მოლარე CV: ნიმუში იდეალური რეზიუმესთვის

👇 წარმოგიდგენთ მოლარის CV-ს ნიმუშს, რომელიც რეზიუმეს მომზადების საერთაშორისოდ მიღებულ საუკეთესო სტანდარტებს ეფუძნება:

მაია ასაბაძე
მოლარე
+995 555-555-555
maiaasabadze@email.com
ბათუმი, საქართველო
Linkedin.com/in/maiaasabadze

პროფესიული შეჯამება
“პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული კვალიფიციური მოლარე. სრულყოფილად ვფლობ როგორც სალაროს გახსნისა და დახურვის პროცედურებს, აგრეთვე, ნაშთის გამოყვანის ზოგად წესებს. თქვენი კომპანიის ფინანსური წარმატების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაიდლაინების შესაბამისად უზრუნველვყოფ ფინანსური საბუთებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარმოებას.”

სამუშაო გამოცდილება 
მოლარე
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მაი ექსპრეს კრედიტი”
ბათუმი, საქართველო
მარტი 2020 – მაისი 2023

ძირითადი მოვალეობები:

  • ფულადი გზავნილების სისტემით ვახორციელებდი ოპერაციებს, ვიღებდი გადახდებს და გავცემდი სასესხო თანხებს;
  • კომპანია “მაი ექსპრეს კრედიტის” შინაგანაწესის საფუძველზე ვაწარმოებდი ვალუტის გაცვლით ოპერაციებს;
  • ვითვლიდი სალაროში არსებულ ფულად სახსრებს და მათ პროგრამის მონაცემებთან ვადარებდი;
  • ვახორციელებდი ფულადი ნიშნების ჯეროვან შემოწმებას და ვუზრუნველყოფდი დოკუმენტაციის სწორ და დროულ წარმოებას;

განათლება

მოლარეთა მოსამზადებელი კურსი
ლუკა დე მაი პაჩიოლის სახელობის საბუღალტრო-აუდიტორული ცენტრი, საქართველო
2021 წლის სექტემბერი – 2022 წლის ოქტომბერი

საბუღალტრო-საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების პრაქტიკული კურსი
პროფესიული განვითარების ცენტრი, საქართველო
2020 წლის სექტემბერი – 2021 წლის ივნისი

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო
2016 წლის სექტემბერი – 2020 წლის ივნისი

ხისტი უნარები

  • Oris-Accounting
  • Super-Fin
  • MS Programs
  • Microsoft Excel
  • შტრიხკოდების სკანირება
  • პლასტიკური ბარათით გადახდის ტერმინალის გამოყენების უნარი

რბილი უნარები

  • სტრესისადმი მდგრადობა
  • საიმედოობა და პასუხისმგებლობა
  • ორგანიზებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • თავაზიანობა

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური – B2

Მოლარის ანაზღაურება და მუშაობის პირობები საქართველოში 2023 წელს

💡 ფაქტი: salaryexpert-ის მონაცემთა ანალიზის შესაბამისად დგინდება, რომ საქართველოში დასაქმებული მოლარე ყოველწლიურად 10 574 ლარს გამოიმუშავებს.
👉 გასათვალისწინებელია, რომ მოლარის პროფესიასთან დაკავშირებული მოვალეობების სპეციფიკისა და პროფესიული კვალიფიკაციის გათვალისწინებით, მოლარის ანაზღაურება ხშირად რეგიონისა და სფეროს მიხედვით იცვლება.

მოლარე CV

Რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი მოთხოვნა მოლარეებზე?

კადრების დეფიციტის გამო საქართველოში მრავალი დაწესებულება აქტიურად ეძებს მოლარის პოზიციით დაინტერესებულ  პირებს, რომელთაც საჭირო უნარები და შესაბამისი კვალიფიკაცია აქვთ.

მათი პროფესიული როლიდან გამომდინარე მოლარეები საჭირო არიან  თითქმის ყველა ორგანიზაციასა და კომპანიაში, იქნება ეს საბანკო და სატრანსპორტო სფერო, თუ გასართობი და სავაჭრო დაწესებულებები.

Როგორ შევქმნათ მოლარის CV ნაბიჯ-ნაბიჯ

რეზიუმე პირველ შთაბეჭდილებას უქმნის დამსაქმებელს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ზედმიწევნით დაიცვათ CV-ს შექმნასთან დაკავშირებული წესები და გულდასმით მიუდგეთ მის პროფესიონალურად მომზადებას.

👇 ჩვენი რელევანტური რჩევები და რეკომენდაციები კადრების საუკეთესო პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება. Სწორედ ამიტომ, ამ რჩევების გათვალისწინებით მომზადებული რეზიუმე მნიშვნელოვან უპირატესობას მოგაპოვებინებთ და თქვენი წარმატების შანსებსაც გაზრდის.

  • კონცენტრირდით შესაბამის პროფესიულ გამოცდილებაზე:თუ მოლარედ მუშაობის გამოცდილება გაქვთ აუცილებლად გააამახვილეთ ამაზე ყურადღება რეზიუმეში. რაც უფრო რელევანტურია თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და რაც უფრო მეტად შეესაბამება ის ვაკანტურ პოზიციაას, მით უფრო მეტად იზრდება თქვენთვის სასურველი პოზიციის დაკავების პროცენტული მაჩვენებელი.
⚠️ გაფრთხილება: პროფესიულ გამოცდილებაზე საუბრისას, მოერიდეთ სპეციფიური ტექნიკური სიტყვების და გაშიფვრის გარეშე აბრევიატურების გამოყენებას. გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც მსგავსი სიტყვები პროფესიისთვის დამახასიათებელ, საზოგადოდ ცნობილ პროფესიულ კურსებს ანდა პროგრამებს აღნიშნავს.
  • აქცენტი გააკეთეთ მხოლოდ რელევანტურ უნარ-ჩვევებზე:მოლარის პროფესია პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს გულისხმობს, ვინაიდან ის არამხოლოდ კომპანიის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, არამედ მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით წარმოადგენს კომპანიას.შესაბამისად, თქვენთვის სასურველი პოზიციის დასაკავებლად მნიშვნელოვანია, თქვენს რეზიუმეში ყურადღება გაამახვილოთ მხოლოდ იმ თვისებებზე, რომელთა ქონაც უმნიშვნელოვანესია მოლარის ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად.
  • გამოიყენეთ მოლარის პოზიციასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვები:ვაკანსიის აღწერაში მითითებული საკვანძო სიტყვების გამოყენება სრულყოფილად წარმოაჩენს თქვენს დამოკიდებულებას პოზიციისადმი და ხაზს გაუსვამს, რომ განსაკუთრებული  პასუხისმგებლობით ეკიდებით ახალ პროფესიულ შესაძლებლობას.
  • ყურადღება მიაქციეთ CV-ს ორგანიზებულ ფორმას:საუკეთესო შემთხვევაში, CV-ს უნდა ჰქონდეს ლაკონური, გონივრულად სტრუქტურირებული, და დახვეწილი ფორმა. მასში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს იოლად წასაკითხი და არ უნდა აღემატებოდეს 1-2 გვერდს.პოტენციურ დამსაქმებელზე დადებით შთაბეჭდილებას რეზიუმე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს, თუ ის სტილისტიკურად გამართული და ვიზუალურად საინტერესოა, ამიტომ შეეცადეთ, CV-ს ორგანიზებას განსაკუთრებული დრო დაუთმოთ.
🎁ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ რეზიუმეს მომზადებისას ფერების ფსიქოლოგიას დავეყრდნოთ და მინიმალურად გამოვიყენოთ ისეთი ფერები, რომლებიც ადამიანებში სხვადასხვა განწყობას ქმნიან, მაგალითად:
  • ყვითელი პოზიტიური ენერგიისა და შემართების შეგრძნებას აღძრავს;
  • ლურჯი გულწრფელობასა და საიმედოობას გამოხატავს;
  • ნარინჯისფერი პროდუქტიულობასა და ქმედითუნარიანობასთან ასოცირდება;
  • მწვანე კი პიროვნული/პროფესიული ზრდისა გამომხატველი ფერია.

Სექციების განლაგება

თუ გსურთ, რომ მზარდი კონკურენციის ფონზე თქვენი რეზიუმე მნიშვნელოვნად გამოირჩეოდეს, აუცილებელია მასში მოცემული ინფორმაცია გონივრულად იყოს განლაგებული.

👉 CV-ის შექმნისას რეკომენდირებულია, რომ პირველ რიგში თქვენს პიროვნებასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია წარმოადგინოთ ფურცლის დასაწყისში ან მის მარცხენა მხარეს. რეზიუმეს ეს ნაწილი უნდა მოიცავდეს:

  • ელექტრონული ფოსტის მისამართს;
  • ტელეფონის ნომერს;
  • ადგილმდებარეობას;
  • LinkedIn-ის გვერდის ბმულს;
📌 რჩევა: ზოგადი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ სასურველია პროფესიული შეჯამება გააკეთოთ და სწორედ ამის შემდეგ გადახვიდეთ სამუშაო გამოცდილების, განათლებისა და უნარ-ჩვევების სექციებზე.
⚠️ გაითვალისწინეთ: რეზიუმეში არ უნდა იყოს წარმოდგენილი ის ინფორმაცია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ვაკანსიასთან. საჭიროა მხოლოდ იმ ინფორმაციის მითითება, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოლარის პოზიციასთან.

ეფექტური ფორმატი და სტრუქტურა

ვინაიდან ყოველ პროფესიას სპეციფიკური პროფესიული ნიუანსები ახასიათებს, სასურველია ფორმატის შერჩევისას სწორედ ამ უნიკალურ მახასიათებლებზე დაყრდნობით გადაწყვიტოთ თუ როგორი იქნება თქვენი CV-ს ეფექტური ფორმატი და სტრუქტურა.

მოლარე CV

👇 არსებობს 3 ძირითადი ტიპის ფორმატი, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული სტრუქტურა და დანიშნულება აქვთ.

  • ქრონოლოგიური ფორმატიქრონოლოგიური ფორმატი სამუშაო გამოცდილების უახლესი დროიდან წარსულისკენ განალაგებით აღწერს თქვენს კარიერულ გზას. ის რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც წლების განმავლობაში არ შეუცვლია საქმიანობის სფერო და ერთი პროფესიული მიმართულებით ვითარდება.
  • ფუნქციური ფორმატიმართალია ფუნქციური რეზიუმე თქვენს ძირითად უნარებსა და მიღწევებზეა ორიენტირებული, მაგრამ, ამავდროულად, ის ლაკონურად აღწერს თქვენს სამუშაო გამოცდილებას. ასეთი რეზიუმე შესაფერისია მათთვის, ვინც ხშირად იცვლის სამუშაო სფეროს ან პროფესიული გამოცდილების ნაკლებობას განიცდის.
  • შერეული ფორმატისახელიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ შერეული ფორმატი ქრონოლოგიური და ფუნქციური რეზიუმეს მახასიათებლებს აერთიანებს. აღნიშნული ფორმატი კანდიდატის ძირითად უნარ-ჩვევებზე აკეთებს აქცენტს და შესაფერისია იმ აპლიკანტებისთვის, ვისთვისაც უნარებთან ერთად პროფესიული გამოცდილების მკაფიოდ ჩვენება სურს რეზიუმეში.
🎁 თუ თქვენი კარიერული განვითარების გზა საკმაოდ მრავალფეროვანია და არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობას მოიაზრებს, სასურველია, უპირატესობა ქრონოლოგიურ ფორმატს მიანიჭოთ.

Სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია რეზიუმეს ის ნაწილია, რომელიც თავდაპირველ წარმოდგენას ქმნის თქვენი პიროვნების შესახებ. სწორედ ამიტომ ის სრულყოფილად უნდა მოიცავდეს თქვენს სახელს, პროფესიულ სტატუსს, ადგილმდებარეობას, ტელეფონის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტას.

👇 მოლარის CV-სთვის ეფექტური სათაურის შესაქმნელად, რეკომენდირებულია, რომ გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • პროფესიული სათაურის განსათავსებლად საუკეთესო ადგილი ფურცლის დასაწყისში, თქვენი სახელისა და გვარის ქვემოთ არსებული სივრცე გახლავთ;
  • მეტი კონკრეტიკისთვის რეკომენდირებულია, რომ რეზიუმე რაოდენობრივი და ფაქტობრივი მონაცემებით (მაგალითად, გამოცდილების წლები) გაამრავალფეროვნოთ;
  • ეცადეთ ლაკონურად გამოხატოთ თქვენი სათქმელი და რეზიუმე ზოგადი ფრაზებით არ გადატვირთოთ;
  • სხვა ინფორმაციულ დეტალებთან ერთად რეზიუმეს სათაურში აგრეთვე შესაძლებელია გამოიყენოთ თქვენი პროფესიული სოციალური მედიის ბმული (მაგ., LinkedIn).
✔️ კარგი სათაურის მაგალითი
მაია ასაბაძე
მოლარე
ქუთაისი, საქართველო | +995 555 123123 | maiaasabadze@email.com
❌ ცუდი სათაურის მაგალითი
მოლარე
მაი ასაბაძე
ტელეფონი: 555 555 555
დაბადების თარიღი 10/03/1998 წ
ფაქობრივი მისამართი: თბილისი, მაი აკოვსკის მიმდებარე ტერიტორია, კორპუსი 12, ბინა 24
იურიდიული მისამართი: თბილისი, 9 მაი სის ქუჩა N1
📌 რჩევა: პროფესიონალური შთაბეჭდილების შესაქმნელად,სასურველია, რომ სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია ლაკონური იყოს. ნუ გადატვირთავთ ამ ნაწილს ისეთი ინფორმაციით, როგორიც, მაგალითად, ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციაა. აგრეთვე, ნუ გამოიყენებთ სახელის კნინობით ფორმას (მაგ., მაიას ნაცვლად მაი).

Პიროვნული მიზანი და პროფესიონალური შეჯამება

ფუნქციიდან გამომდინარე, პროფესიონალური შეჯამება უნდა იყოს ლაკონური და ამომწურავად უნდა მოიცავდეს ვაკანსიასთან დაკავშირებულ რელევანტურ საკითხებს.

📌 რჩევა: სასურველია ამ ნაწილში მიმოიხილოთ მხოლოდ ის პროფესიული გამოცდილება, რომელსაც გამოცხადებულ პოზიციასთან აქვს კავშირი.

საუკეთესო შემთხვევაში, პროფესიული შეჯამება აქცენტს უნდა აკეთებდეს იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს თქვენი სამსახურში აყვანა კომპანიას და რამდენად შესაფერისი კადრი ხართ კონკრეტული თანამდებობისთვის.

🎁 ვაკანტური პოზიციის შესახებ გამოქვეყნებული განცხადება და მასში მოცემული კორპორატიული მოთხოვნები და მოლოდინები ეფექტური პროფესიული შეჯამების საფუძველია. სწორედ ამიტომ, ყურადღებით გაეცანით სასურველი პოზიციის აღწერას და მათი მხედველობაში მიღებით შექმენით საუკეთესო შეჯამება.

მოლარე CV

✔️ შეჯამების სწორი მაგალითი
გახლავართ კომერციულ ორგანიზაციებში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური მოლარე. სრულყოფილად ვფლობ როგორც ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების სპეციფიკას, აგრეთვე სალაროს გახსნისა და დახურვის პროცედურებსა. თქვენი კომპანიის ფინანსური წარმატების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად უზრუნველვყოფ ფინანსური საბუთებისა და აუცილებელი დოკუმენტების წარმოებას.
❌ შეჯამების არასწორი მაგალითი
მე გახლავართ მაი ასაბაძე, პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებული მოლარე, რომელსაც მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ახალი კარიერული გამოწვევებისა და გამოცდილებისთვის მზად ვარ ჩემი ცოდნა და კომპეტენცია თქვენი კომპანიის წინსვლას მოვახმარო!

Რატომ არის მნიშვნელოვანი ფოტოსურათი მოლარის რეზიუმეში

საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ მოლარის პროფესიაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ კომპანიის ფინანსური კეთილდღეობა, არამედ მომხმარებლის შთაბეჭდილება კონკრეტული კომპანიის ან საწარმოს მიმართ.

ვინაიდან მოლარე უშუალოდ ეკონტაქტება მომხმარებელს, მნიშვნელოვანია, რომ მას სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდეს, შესაბამისად, მოლარის რეზიუმეში ფოტოს განთავსება მეტად მნიშვნელოვანია.

📌 რჩევა: რეზიუმეში ფოტოს განთავსებისას აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ის ყოველგვარი აქსესუარის ან მძიმე მაკიაჟის გარეშე, პროფესიონალურად წარმოაჩენს თქვენს პიროვნებას. მნიშვნელოვანია ფოტო ნეიტრალურ ფონზე, 3×4-ზე ფორმატით იყოს წარმოდგენილი.
👉 ფოტოს გადაღებისას, სასურველია, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჩაცმულობას და დარწმუნდეთ, რომ პროფესონალურად გამოიყურებით. ეცადეთ ოქროს შუალედი დაიცვათ და აკადემიური სტილის ნაცვლად უპირატესობა თავისუფალ სტილს მიანიჭოთ.

Როგორ უნდა მოაწყოთ სამუშაო გამოცდილების სექცია

მოლარეს კომპეტენტურად უნდა შეეძლოს ფინანსური ოპერაციების განხორციელება. მისი საქმიანობა ხშირად რამდენიმე ასპექტს აერთიანებს და მოიცავს როგორც საქონლის მიღებასა და აღრიცხვას, აგრეთვე, ინვენტარიზაციასა და ანგარიშგებას.

სწორედ ამიტომ, რეზიუმეს შეფასებისას დამსაქმებელი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს აპლიკანტის სამუშაო გამოცდილებას. შესაბამისად, ამ სექციის სათანადოდ შედგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთვის სასურველი პოზიციის მოსაპოვებლად.

📌 რჩევა: სამუშაო გამოცდილებაზე საუბრისას აუცილებელია დეტალურად აღწეროთ მოლარის პოზიციასთან დაკავშირებული თქვენი ფუნქცია-მოვალეობები. თუმცა, გახსოვდეთ, რომ სამუშაო გამოცდილების სექცია ვაკანსიის თავისებურებიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს.

👇 ორი კონკრეტული მაგალითის განხილვის საფუძველზე წარმოგიდგენთ როგორ უნდა აღწეროთ მოლარის სამუშაო გამოცდილებას კონკრეტულად და მკაფიოდ.

მაგალითი 1

მოლარე
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მიკრო ბიზნეს კაპიტალი”
თბილისი, საქართველო
მარტი 2017 – მაისი 2022

ძირითადი მოვალეობები:

  • ფულადი გადახდების მიღება და სასესხო თანხების გაცემა;
  • ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
  • ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება;
  • სალაროში არსებული ფულადი სახსრების დათვლა და შედარება პროგრამის მონაცემებთან;
  • ფულადი ნიშნების ჯეროვანი შემოწმება;
  • დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება;
მაგალითი 2

მოლარე
ტექნიკის მაღაზია “Sound Home”
თბილისი, საქართველო
თებერვალი 2007 – აპრილი 2011

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში განთავსებული ტექნიკის სრულყოფილი ცოდნა;
  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, მათ შორის, კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება;
  • სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ოპერაციების შესრულება;
  • კომპანია “მაი ჰოუმში” მიღებული მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დაცვა.

თუ მოლარის სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ

მოლარის პოზიციის დასაკავებლად სპეციალური პროფესიული გამოცდილების არქონდა ყოველთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს, ამიტომ თუ თქვენ სამუშაო გამოცდილება ჯერ კიდევ არ გაქვთ ნუ იღელვებთ!

მოლარის ვაკანტური პოზიციის გამოცხადებისას, დამსაქმებლების მიზანია, გამოარკვიონ რამდენად აქვს აპლიკანტს მოლარის პოზიციისთვის საჭირო მზაობა და პიროვნული უნარ-ჩვევები.

👉ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანიები მოლარეებს სპეციალური ტრენინგების მეშვეობით გადაამზადებენ და მათ საჭირო კვალიფიკაციით უზრუნველყოფენ.

Რჩევები განათლების სექციის შესაქმნელად

საუკეთესო შემთხვევაში, სასურველია მოლარეს ჰქონდეს შესაბამისი განათლება და კარგად ერკვეოდეს როგორც მენეჯმენტის სტრუქტურაში, აგრეთვე, სალარო აპარატების მუშაობის სპეციფიკაში, ნაშთის ლიმიტებში, შემოსავლისა და ხარჯების დოკუმენტაციის დამუშავებაში.

მოლარის პროფესიისთვის საჭირო მოთხოვნებიდან გამომდინარე,  განათლების სექციაში აუცილებლად უნდა წარმოაჩინოთ ყველა ის დეტალი, რომელიც თქვენს კონკურენტულ უპირატესობას წარმოაჩენს.

📌 რჩევა: განათლების სექციაში ყურადღება გაამახვილეთ ისეთ ინფორმაციულ ნიუანსებზე, როგორიცაა, მაგალითად, საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, განათლების მიღების პერიოდი და მიღებული აკადემიური ხარისხი (მაგ., ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი).

👇 თეორიული მიდგომების პრაქტიკაში გადმოტანის გზით, წარმოგიდგენთ განათლების სექციის ორ რელევანტურ მაგალითს, რომელიც მოლარის რეზიუმესთვის მოვამზადეთ:

მაგალითი 1

მოლარეთა მოსამზადებელი კურსი, ლუკა პაჩიოლის სახელობის საბუღალტრო-აუდიტორული ცენტრი, საქართველო (2021-2022)
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ოპერაციების მენეჯმენტში, შავი ზღვის უნივერსიტეტი, საქართველო (2017 – 2021)

მაგალითი 2

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
ევროპის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი – 2022 წლის ივნისი

შესაბამისი კურსები:

  • შესავალი ფინანსურ აღრიცხვაში;
  • ბიზნესის ეთიკა;
  • მენეჯერული ეკონომიკა;
  • ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის საფუძვლები;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები;

საბუღალტრო-საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების პრაქტიკული კურსი
პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი, საქართველო
2022 წლის სექტემბერი – 2023 წლის მაისი

შესაბამისი კურსები:

  • მცირე და საშუალო ბიზნესის საფუძვლები;
  • საბუღალტრო, საგადასახადო, სამეწარმეო და ფინანსური ანგარიშგების ტერმინოლოგია და საფუძვლები;
  • ბიზნესის სალაროს, ბანკის, ხელფასების, რეალიზაციის, ხარჯების, დებიტორ-კრედიტორების, სესხების, საგადასახადო ვალდებულებების და ა.შ. აღრიცხვა;
  • ბიზნესის მოგება/ზარალის და ქონების აღრიცხვა;

მოლარის უნარ-ჩვევები

მოლარის პროფესიული ვალდებულებები მხოლოდ შენაძენის ღირებულების გაანგარიშებით არ შემოიფარგლება. ეს პროფესია პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს გულისხმობს, რადგან მასზეა დამოკიდებული არა მხოლოდ კომპანიის ფინანსური სტაბილურობა, არამედ მომხმარებლების ლოალურობა კომპანიის მიმართ.

ვინაიდან მოლარის სამუშაო მეტად კომპლექსური და ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთულია, მნიშვნელოვანია, თქვენს რეზიუმეში მიუთითოთ ის თვისებები, რომლებიც პოზიციასთან თქვენს შესაბამისობას დაასაბუთებს.

👇 მოლარის საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი უნარებ-ჩვევები, ორ ძირითად კატეგორიად იყოფა და, ჩვეულებისამებრ, ხისტ და რბილ უნარებს მოიცავს. 

ხისტი უნარები

  • Oris-Accounting
  • Super-Fin
  • MS Programs
  • Microsoft Excel
  • AccountEdge Pro
  • Zipbooks
  • შტრიხკოდების სკანირება
  • პლასტიკური ბარათით გადახდის ტერმინალის გამოყენების უნარი

 რბილი უნარები

  • სტრესისადმი მდგრადობა
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი
  • საიმედოობა და პასუხისმგებლობა
  • ყურადღების კონცენტრირება
  • ორგანიზებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • თავაზიანობა
  • ემოციური სტაბილურობა

დამატებითი სექციები

რამდენად კომპლექსურიცაა მოლარის საქმიანობა, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რეზიუმეში საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად სრულყოფილად წარმოაჩინოთ. CV-ს დამატებითი სექციების განყოფილებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

👉 ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში, რეზიუმეების გადარჩევის პროცესის დაწყებამდე HR-ებმა წინასწარ იციან, რომ სამუშაო გამოცდილებისა და განათლების სექციები აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ყველა აპლიკანტის რეზიუმეში.

ამ პროგნოზირებადი მოლოდინის გადასაჭარბებლად, სასურველია CV  დამატებითი სექციებით გაამრავალფეროვნოთ. ამ გზით, მეტად გამოავლინთ თქვენს პიროვნულ და პროფესიულ მახასიათებლებს და დამსაქმებლის ყურადღებასაც იოლად მიიქცევთ.

უცხო ენების ცოდნა

👉 საქართველოში მყოფი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის მომსახურების საუკეთესო სტანდარტის შესათავაზებლად, სულ უფრო მეტი კომპანიისთვისაა  უცხო ენის ცოდნა პრიორიტეტი.

ვინაიდან, მოლარის პროფესიული რუტინა ადამიანებთან კომუნიკაციას გულისხმობს, მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმ სასაუბრო დონეზე ფლობდეთ რომელიმე უცხო ენას.  ამ ინფორმაციის რეზიუმეში წარმოდგენით უდავოდ დაიმსახურებთ დადებით განწყობას და თქვენი დასაქმების შანსებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

👇 უცხო ენებთან დაკავშირებული ცოდნის სრულყოფილად წარმოსაჩენად  სასურველია საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტით იხელმხღვანელოთ:

  • მშობლიური
  • თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
  • შუალედური დონე (B1)
  • Საბაზისო (A2)

მოხალისეობა

დამსაქმებელთა უმრავლესობა აანალიზებს, რომ საკუთარი დროისა და უნარ-ჩვევების უანგაროდ გამოყენების გზით, მოხალისეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა სხვების დასახმარებლად.

👉 დამატებითი სექციის ეს კომპონენტი განსაკუთრებით საყურადღებო იქნება თქვენი იდენტობის შესაფასებლად, რადგან, მოხალისეობა პიროვნული თვისებების  საუკეთესო კომბინაციას ავითარებს და თავისუფალი დროის სასარგებლოდ გამოყენებაში გეხმარებათ.

Რეკომენდატორები

საზოგადოდ მიღებული ფაქტია, რომ რეზიუმეში რეკომენდატორის სახელისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით აპლიკანტები მეტი ნდობით განაწყობენ პოტენციურ დამსაქმებლებს. შესაბამისად, ამ ინფორმაციის წარმოდგენით მნიშვნელოვნად გაზრდით თქვენი დასაქმების შანსებს.

📌 რჩევა: რეზიუმეში რეკომენდატორის შესახებ ინფორმაციის მითითებისას დარწმუნდით, რომ თქვენი რეკომენდატორი სრულყოფილად შეძლებს თქვენი პროფესიული ღირსების დასაბუთებას. გაითვალისწინეთ, ისიც, რომ თქვენს რეკომენდატორს თქვენზე მაღალი პოზიცია უნდა ეკავოს და მის სიტყვას გარკვეული პროფესიული ფასი უნდა ჰქონდეს.

შეჯამება: შექმენით მოლარის მომგებიანი რეზიუმე

  • გულდასმით გაეცანით კონკრეტული ვაკანსიით განსაზღვრულ მოთხოვნებს და მხოლოდ მათი გათვალისწინებით შექმენით CV-ის ყოველი სექცია.
  • პროფესიული სათაური და 3-4 წინადადებისგან მომზადებული პროფესიული შეჯამება განათავსეთ რეზიუმეს შესავალ ნაწილში.
  • უნარ-ჩვევების სექციაში სრულფასოვნად წარმოადგინეთ მოლარის პოზიციასთან  დაკავშირებული პროფესიული თვისებები, რომლებსაც ხისტი და რბილი უნარების კატეგორიებში გაანაწილებთ.
  • მოერიდეთ არასტანდარტული  ფორმატის გამოყენებას. სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებული ყოველი ახალი ინფორმაცია წარმოადგინეთ ცალკე აბზაცში და შეეცადეთ დამქირავებლის სახელწოდება და მუშაობის დაწყება/დასრულების თარიღები ადვილად შესამჩნევი იყოს.
  • პროფესიული გამოცდილების არქონის შემთხვევაში მთავარი ყურადღება თქვენს განათლებასა და მოხალისეობრივ საქმიანობას მიაქციეთ.
  • რეზიუმეს მომზადების დასრულებისთანავე გულდასმით გადახედეთ რეზიუმეს, რომ თავიდან აირიდოთ გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები.
  • სასურველია რეზიუმეს შექმნისას გამოიყენებული შრიფტი ადვილად აღქმადი იყოს. ამ მიზნით გირჩევთ, რომ ქართულ ენაზე CV-ის მომზადებისას უპირატესობა Sylfaen ფონტს მიანიჭოთ.
  • CV გადაიყვანეთ PDF ფორმატში და რეზიუმეს გადაგზავნისას ელექტრონული ფოსტის შეტყობინების  subject ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც თქვენი კანდიდატურის განხილვა გსურთ.

არ დაგავიწყდეთ სამოტივაციო წერილის დაწერა!

Რადგანაც სასურველი არ არის რეზიუმე დამატებითი ინფორმაციით გადატვირთოთ, ხშირად რთულია გამოხატოთ თქვენი რეალური მოტივაცია და დამსაქმებელიც მხოლოდ ობიექტური გარემოებების შესახებ იღებს ინფორმაციას.

რეზიუმესგან განსხვავებით, სამოტივაციო წერილი შესაძლებლობას გაძლევთ ფართოდ გაშალოთ ფრთები და ამომწურავად ისაუბროთ არამხოლოდ კარიერულ მიღწევებზე, არამედ პიროვნულ ღირსებებზე და თქვენი კანდიდატურის კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაზე.

პრაქტიკა ცხადყობს, რომ კონკრეტულ ვაკანსიასთან დაკავშირებული განაცხადებების სიმრავლის შემთხვევაში უპირატესობა სამოტივაციო წერილის მქონე აპლიკანტების განხილვას ენიჭება. Სწორედ ამიტომ, გირჩევთ CV მხოლოდ მას შემდეგ გაგზავნოთ, რაც ენთუზიაზმით სავსე სამოტივაციო წერილსაც შეადგენთ.

🎁 თუ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ დროა საკუთარი შესაძლებლობები ახალ სამუშაო სივრცეში, მოლარის ამპლუაში გამოავლინოთ, ჩვენი რეზიუმეს მაგალითები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად  უზრუნველყოფენ წარმატების გზაზე თქვენს მეგზურობას!

თუ ფიქრობთ, რომ სასურველი შაბლონის შერჩევა თქვენთვის შრომატევადი პროცესია, აუცილებლად გადაავლეთ თვალი ჩვენს საუკეთესო შაბლონებს და დარწმუნდებით, რომ გადაწყვეტილების მიღება ჯერ არასდროს ყოფილა ასე მარტივი!

კითხვები და პასუხები

რა საბაზისო ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ მოლარედ შევძლო მუშაობა?

მოლარედ დასაქმებასთან დაკავშირებული მოთხოვნები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ ფუნქცია-მოვალეობებზე, რომელსაც ყოველი ვაკანსია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

Მიუხედავად ამისა, მინიმალური ცოდნა, რომელიც მოლარის პოზიციის დასაკავებლად დაგვჭირდებათ არის ყალბი ბანკნოტებისთვის დამახასიათებელი ნიშნების ცოდნა და სალარო აპარატთან მუშაობის გამოვდილება.

მოლარედ მუშაობის დასაწყებად უმაღლესი განათლება საჭიროა?

მოლარედ მუშაობის დასაწყებად უმაღლესი განათლება არ არის საჭირო. ამისთვის სპეციალიზებული კოლეჯის დამთავრება ან მოლარის კურსების გავლაც საკმარისია. აღნიშნული კურსები ძირითად პროფესიულ გამოცდილებას შეგძენთ. შედეგად, უშუალოდ სამუშაო პროცესში გამოიმუშავებთ პროფესიისთვის ღირებულ უნარებს.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...