Სარჩევი
დაცვა CV: ნიმუში
👇 წარმოგიდგენთ დაცვის CV-ს ნიმუშს, რომელიც ეფექტურად წარმოაჩენს თქვენს პროფესიულ შესაძლებლობებს და დამსაქმებელს დაარწმუნებს, რომ ვაკანტური პოზიციისთვის შესაფერისი კანდიდატი ხართ:
დაცვა
+995 555 123123
svanadze_lado@email.com
თბილისი, საქართველო
პროფესიული შეჯამება
“უსაფრთხოების სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური დაცვა. ობიექტის თანამშრომლებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეგულარულ პატრულირებასთან ერთად, ეფექტურად შემიძლია სათვალთვალო კამერების კონტროლი და საფრთხის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.”
სამუშაო გამოცდილება
დაცვა
დაცვის კომპანია “ალგანი”
თბილისი, საქართველო
2013 წლის სექტემბერი – 2023 წლის დეკემბერი
ძირითადი მოვალეობები:
- უსაფრთხოების მაღალ ხარისხს უზრუნველვყოფდი ობიექტზე;
- ნავიგაციაში ვეხმარებოდი მომხმარებლებს და გაყიდვების მენეჯერს ვიზიტების შესახებ ვაწვდიდი ინფორმაციას;
- ვაკონტროლებდი შემოსულ და გასულ სატრანსპორტო საშუალებებს;
- სასაქონლო ზედნადების მიხედვით აღვრიცხავდი შემოსულ და გასულ პროდუქციას.
მართვის მოწმობა
- 2015 წლის მარტი – B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- 2016 წლის მაისი – A კატეგორიის მართვის მოწმობა.
ხისტი უნარები
- სათვალთვალო სისტემებისა და წვდომის კონტროლის მენეჯმენტი
- გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების უნარი
- პირველადი დახმარების პროცედურები
- ეფექტური პატრულირება და მონიტორინგი
- რისკების შეფასება და მენეჯმენტი
რბილი უნარები
- ეფექტური კომუნიკაცია
- კონფლიქტური ვითარების მართვა
- დეტალებისადმი ყურადღება
- გუნდური მუშაობა
- დროის მენეჯმენტი
კომპიუტერული უნარები
- CCTV სისტემები;
- წვდომის კონტროლის პროგრამული უზრუნველყოფა;
- ინციდენტების დოკუმენტაციის სისტემა;
- განგაშის მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფა (ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციისა და პანიკის განგაშის ეფექტურად სამართავად);
- GPS ნავიგაციის პროგრამული უზრუნველყოფა;
- მობილური უსაფრთხოების აპლიკაციები დისტანციური წვდომის კონტროლისთვის.
სერტიფიკატები და ტრენინგები
- 2023 წელი – უსაფრთხოების სისტემები: კამერების, განგაშის სისტემებისა და წვდომის კონტროლის ტექნოლოგიების სამუშაო პროცესში ინტეგრაცია;
- 2022 წელი – პირველი დახმარების სერთიფიკატი: სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა გადაუდებელი შემთხვევების დროს;
- 2021 წელი – სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი: ხანძრის პრევენციის, ევაკუაციის პროცედურების და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის მუშაობის პრინციპები;
- 2020 წელი – თავდაცვითი ტაქტიკები: ფიზიკური დაპირისპირების უსაფრთხოდ მოგვარების ტექნიკა;
- კონფლიქტების მოგვარებისა და დეესკალაციის სასერტიფიკატო კურსი: არასტაბილური სიტუაციების განმუხტვისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის გზები.
ფიზიკური აქტივობები
- ძალოსნობა
- კრივი
- კიკბოქსი
- საბრძოლო ხელოვნება
ჰობები და ინტერესები
- რაგბი
- დეტექტიური პროზა
- მოგზაურობა
- ნადირობა
ენები
- ქართული (მშობლიური)
- ინგლისური – C1
- თურქული – B1
უსაფრთოხების სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა საქართველოში 2023 წელს
Როგორ უნდა შექმნათ CV მცველისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ
👇 წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინებით თქვენთვის სასურველი პოზიციის დაიკავების ალბათობას მნიშვნელოვნად გაზრდით:
- შექმენით CV, რომელიც ინფორმაციას ლოგიკური თანმიმდევრობით წარმოადგენს: ინფორმაციის მარტივად აღსაქმელად მკაფიო სათაურებთან ერთად სასურველია პროფესიონალური შრიფტი და წერტილოვანი პუნქტები გამოიყენოთ. ეს დაგეხმარებათ შექმნათ სტრუქტურირებული CV, რომელიც დადებით შთაბეჭდილებას მოახდენს დამსაქმებელზე
- მკაფიოდ წარმოაჩინეთ თქვენი კონკურენტული უპირატესობა: CV დამაჯერებელი უნდა იყოს! სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ის სამუშაო გამოცდილებასთან ერთად პოზიციისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებსაც ეფექტურად წარმოაჩენდეს.
- CV ვაკანსიის სპეციფიკურ აღწერას მოარგეთ: როდესაც კომპანია დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას, ჩვეულებისამებრ, ის ზედმიწევნით წარმოადგენს მოთხოვნათა იმ სიას, რომლის დაკმაყოფილებასაც მოელიან აპლიკანტებისგან. CV სწორედ ამ მოთხოვნებზე უნდა იყოს მორგებული. 👉სასურველია ყურადღება მხოლოდ იმ ინფორმაციაზე გაამახვილოთ, რომლებიც უშუალოდ შეესაბამება უსაფრთხოების სფეროს.
- გულდასმით გადაამოწმეთ CV:წერის პროცესში დაშვებული ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომების აღმოსაფხვრელად, სასურველია ყურადღებით გადაავლოთ თვალი ნაწერს. დამსაქმებელთან გაგზავნამდე რეზიუმეში ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს.
სექციების განლაგება
👉 CV-ს მომზადებისას უპირატესობა ჩვენ მიერ რეკომენდებულ ფორმატს მიანიჭეთ. ამგვარი განლაგებით CV-ს მეტ სიცხადეს შესძენთ და დამსაქმებელსაც მეტად დააინტერესებთ.
- პერსონალური ინფორმაცია და პროფესიული სათაური:
- სახელი და გვარი
- პროფესიული სათაური
- ტელეფონის ნომერი
- ელ-ფოსტა
- ადგილმდებარეობა
- პროფესიული შეჯამება;
- მცველისთვის სასურველი სამუშაო გამოცდილება;
- ხისტი და რბილი უნარების ჩამონათვალი;
- დამატებითი სექციები (უცხო ენები, Ჰობები და ინტერესები, Მართვის მოწმობა, Სერტიფიკატები, ფიზიკური აქტივობები, კომპიუტერული უნარ ჩვევები).
სასურველი ფორმატი
ამისთვის, შეგიძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმატიდან თქვენი გამოცდილებისთვის ყვეალზე შესაფერისი აარჩიოთ:
- ქრონოლოგიური ფორმატი – უახლეს პროფესიულ გამოცდილებას ანიჭებს უპირატესობას და რეზიუმეშიც სწორედ საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოაჩენს ინფორმაციას.
- ფუნქციური ფორმატი – ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას უგულებელყოფს და მთავარ აქცენტს პროფესიისთვის რელევანტური უნარებისა და გამოცდილების სათანადო პრეზენტაციაზე აკეთებს.
- შერეული ფორმატი – იმ მცველებისთვის არის რეკომენდირებული, რომელთა მიზანი ძირითად პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად პროფესიისთვის საინტერესო დამატებითი ინფორმაციის წარმოჩენაცაა.
სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
👇 წარმოგიდგენთ მაგალითს, რომელიც პროფესიული სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის ეფექტურად წარმოჩენაში დაგეხმარებათ.
დაცვა
+995 555 123 123
svanadze_lado@email.com
თბილისი, საქართველო
ლადო სვანაძე
1993/12/31
+995 555 123 123
მუხიანის დასახლება, ბინა N24
თბილისი, საქართველო
Მცველისთვის სასურველი სამუშაო გამოცდილება
🔎 დაცვის პროფესიულ მოვალეობათა სპექტრი მეტად მრავალფეროვანია და შენობაში ვიზიტორების დაშვებასა და საგანგებო სიტუაციების მართვასთან ერთად ადამიანებთან ურთიერთობასაც გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ინპირაციისთვის გირჩევთ წერის პროცესში მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის CV-საც გადახედოთ.
👇 დამსაქმებელზე დადებითი შთაბეჭდილების მოსახდენად, სამუშაო გამოცდილების აღწერის ორ რელევანტურ მაგალითს გთავაზობთ:
მაგალითი 1
დაცვის კომპანია “ალგანი”
თბილისი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი – 2023 წლის დეკემბერი
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტზე უსაფრთოების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლების დაკვალიანება და მომხმარებლის მოსვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გაყიდვების მენეჯერებისთვის;
- შემოსული და გასული სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი;
- სასაქონლო ზედნადების მიხედვით შემოსული და გასული პროდუქციის და პადონების აღრიცხვა.
კომპანია “ბენე კომფორტი”
თბილისი, საქართველო
2013 წლის სექტემბერი – 2018 წლის დეკემბერი
ძირითადი მოვალეობები:
- საცხოვრებელი კორპუსის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- კორპუსში არსებული კამერების მონიტორინგი;
- კორპუსის ავტოსადგომის კონტროლი;
- ვიზიტორების ვინაობის დადგენა;
- საეჭვო ქმედებებზე და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირება უფლებამოსილების ფარგლებში.
მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები მცველის პოზიციისთვის
🔎 მცველის პროფესია ფიზიკურ შესაძლებლობებთან ერთად განსაკუთრებულ ორგანიზაციულ უნარებსაც საჭიროებს. შესაბამისად, თუ გსურთ უსაფრთხოების სფეროსთვის საჭირო მაღალი ხარისხის CV შექმნათ, უნარების სექციასთან დაკავშირებული ინსპირაციისთვის გირჩევთ გუნდის ხელმძღვანელისა და ბიზნესის მენეჯერის რეზიუმეს მაგალითებს გადახედოთ.
👇ამასთან ერთად, ყურადღება გაამახვილეთ მცველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხისტი და რბილი უნარების ჩამონათვალზე:
ხისტი უნარები
- სათვალთვალო სისტემებისა და წვდომის კონტროლის მენეჯმენტი
- გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების უნარი
- პირველადი დახმარების პროდურები
- ეფექტური პატრულირება და მონიტორინგი
- რისკის შეფასება
რბილი უნარები
- ეფექტური კომუნიკაცია
- კონფლიქტური ვითარების მართვა
- დეტალებისადმი ყურადღება
- გუნდური მუშაობა
- დროის მენეჯმენტი
პროფესიული შეჯამება
ჩვეულებისამებრ, CV-ის შეფასებისას დამსაქმებლები მთავარ აქცენტს რეზიუმეს პროფესიულ შეჯამებაზე ამახვილებენ.
ამის მიზეზი ერთი მარტივი ჭეშმარიტებაა – პროფესიული შეჯამება აპლიკანტის კონკურენტული უპორატესობის წარმოჩენასთან ერთად, მის პროფესიულ კვალიფიკაციას, უნარებსა და მიღწევებსაც განსაკუთრებული სიცხადით წარმოაჩენს.
დამატებითი სექციები
👇Გირჩევთ, მცველის რეზიუმეში შემდეგი დამატებითი სექციებიდან თქვენი გამოცდილებისთვის 3 ყველაზე რელევანტური შეარჩიოთ:
უცხო ენები
საერთაშორისო კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში, უსაფრთხოების ინსტრუქციების სათანადოდ ახსნისა და საფრთხის შემცველ სიტუაციებზე ეფექტური რეაგირებისთვის უცხო ენის ცოდნას არსებითი მნიშვნელობა აქვს. თუ გსურთ სათანადოდ წარმოაჩინოთ რა დონეზე ფლობთ უცხო ენას, გირჩევთ ჩვენ მიერ რეკომენდირებულ ფორმატს მიანიჭოთ უპირატესობა:
- მშობლიური
- თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
- შუალედური დონე (B1)
- Საბაზისო (A2)
Ჰობები და ინტერესები
რეზიუმეში წარმოდგენილმა, სწორად შერჩეულმა ინტერესებმა შესაძლოა საგრძნობლად გააუმჯობესოს თქვენი cv-ის პრეზენტაბელურობა. ჰობებისა და ინტერესების სექცია შეძლებისდაგვარად ლაკონურად უნდა წარმოაჩენდეს ჩამონათვალს. ამისთვის, სასურველია წერტილოვან ჩამონათვალს მიანიჭოთ უპირატესობა და მხოლოდ პროფესიისთვის რელევანტურ სფეროებზე კონცენტრირდეთ (მაგ., ფიტნესი, საბრძოლო ხელოვნება და იაპონური კულტურა).
Მართვის მოწმობა
დაცვის თანამშრომლის რეზიუმეში მართვის მოწმობის ჩართვა აუცილებელია მრავალი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ის აჩვენებს მობილურობას და მოქნილობას, რაც გადაუდებელ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების და შორეულ ლოკაციებთან წვდომის შესაძლებლობაზე მიუთითებს.
Სერტიფიკატები
დამსაქმებელთა უმრავლესობა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უსაფრთხოების თანამშრომებს ანიჭებს პრიორიტეტს. შესაბამისად, პროფესიისთვის რელევანტური სერთიფიკატების ქონა (მაგ., საბრძოლო ხელოვნება, პირველადი დახმარების ტექნიკები, მოულოდნელი თავდასხმის დროს კლიენტის დაცვა) უდავოდ გამოგარჩევთ სხვა აპლიკანტებისგან და მნიშვნელოვნად გამოკვეთს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას.
ფიზიკური აქტივობები
უსაფრთხოების სფეროში დასაქმების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სათანადო ფიზიკური აღნაგობა მთავარი მოთხოვნაა სამუშაოსთვის. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა თვითდისციპლინასა და ფიზიკურად რთულ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების შესაძლებლობასთან ასოცირდება.
კომპიუტერული უნარები
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი ციფრული უნარების ქონა, რომლებიც სათვალთვალო და წვდომის კონტროლის სისტემებს უკავშირდება, როლის განუყოფელი ნაწილია. გარდა ამისა, კომპიუტერული უნარ ჩვევები ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობაზე მეტყველებს, რაც სიგნალიზაციის, ინციდენტების რეპორტინგის და საკომუნიკაციო სისტემების მართვისთვის გადამწყვეტია.
შეჯამება: ძირითადი რჩევები დაცვის ეფექტური CV-სთვის
- ინფორმაციის მარტივად აღსაქმელად მკაფიო სათაურებთან ერთად პროფესიონალური შრიფტი და პუნქტები გამოიყენეთ.
- ეფექტურად წარმოაჩინეთ როგორც პროფესიისთვის რელევანტური სამუშაო გამოცდილება, აგრეთვე პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
- CV პოზიციის კონკრეტულ მოთხოვნებს მოარგეთ და მხოლოდ იმ ინფორმაციაზე გაამახვილეთ ყურადღება, რომელიც უშუალოდ შეესაბამება უსაფრთხოების სფეროს.
- წერის პროცესში დაშვებული გრამატიკული შეცდომების გამოსასწორებლად, ყურადღებით გადაავლეთ თვალი რეზიუმეს და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია.
როდის გჭირდებათ სამოტივაციო წერილი?
უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული პროფესიული მისწრაფების რეალობად ქცევისთვის მხოლოდ CV არ კმარა. ხშირად, დამსაქმებლებს სურთ უფრო მეტი შეიტყონ თქვენი მოტივაციისა და პროფესიისადმი ინტერესის შესახებ. თუმცა, ნუ იღელვებთ, სამოტივაციო წერილის მიზანიც ხომ სწორედ ეს არის!
კითხვები და პასუხები
1. რა მოცულობის უნდა იყოს CV?
თუ გსურთ, რომ CV დამსაქმებლისთვის საინტერესო გახადოთ, სასურველია ის მაქსიმუმ 2 გვერდისგან შედგებოდეს. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი პროფესიული გამოცდილება წლებს ითვლის და ბევრი გაქვთ დამსაქმებლისთვის სათქმელი, არ არის აუცილებელი რეზიუმეს წერა წლების წინ შეძენილი გამოცდილებიდან დაიწყოთ. სასურველია CV ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ უახლეს ინფორმაციას მოიცავდეს.
2. რა დროა საჭირო იმისთვის, რომ CV სრულყოფილად მოვამზადოთ?
დაცვის თანამშრომლისთვის გონივრულად ორგანიზებული რეზიუმეს შექმნას, როგორც წესი, დაახლოებით 1-2 საათი სჭირდება. ეს ვადა შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებასა და ფორმატის შერჩევასთან ერთად, რედაქტირებასა და კორექტირებასაც ითვალისწინებს.