გრაფიკული დიზაინერის CV – როგორ შევქმნათ გამორჩეული რეზიუმე

თქვენთვის, როგორც გრაფიკული დიზაინერისთვის, თქვენი CV არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს თქვენს უნარებს და გამოცდილებას პოტენციური დამსაქმებლებისთის. კარგად ფორმირებულ CV-ს შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს საოცნებო სამუშაოს მოპოვებაზე.

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები

თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში კონკურენცია საკმაოდ მაღალია, შესაბამისად თქვენს მიერ შექმნილი სივი უნდა გამოირჩეოდეს დანარჩენი კანდიდატებისგან!

💡საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კრეატიულმა ინდუსტრიებმა, მათ შორის გრაფიკულმა დიზაინმა, ქვეყანაში სტაბილური ზრდა აჩვენა. 2018 წელს შემოქმედებითი ინდუსტრიების წვლილმა ქვეყნის მშპ-ში 2.2% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.4%-ით გაიზარდა.
[წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური]

ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით საინტერესო რჩევებს გამორჩეული CV-ის შესაქმნელად, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს უნიკალურ უნარებსა და გამოცდილებას, როგორც გრაფიკული დიზაინერი. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ რეკომენდაციები დაწყებული რეზიუმეს სტრუქტურიდან მისი შინაარსით დამთავრებული.

💡ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ აღიარა ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წამოიწყო რამდენიმე ინიციატივა ახალგაზრდა ხელოვანებისა და დიზაინერების მხარდასაჭერად. [წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო]

ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ შექმნათ CV, რომელიც გაზრდის თქვენს შანსებს დასაქმდეთ სასურველ კომპანიაში!

Სარჩევი

CV-ის მაგალითი გრაფიკული დიზაინერებისათვის

Გრაფიკული დიზაინერი CV

👇აი, მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს გრაფიკული დიზაინერის CV

სახელი: ნოდარ ტატიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ფოსტა: nodar.tatishvili@email.com
ტელეფონი: +995 555 555 555
მისამართი: თბილისი, საქართველო

რეზიუმე:
კრეატიული და დეტალებზე ორიენტირებული გრაფიკული დიზაინერი, 5+ წლიანი გამოცდილებით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კლიენტებისთვის. ფლობს Adobe Creative Suite-ს და აქვს გამოცდილება როგორც ბეჭდვით, ასევე ციფრულ დიზაინში. გამოირჩევა ძლიერი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარით.

სამუშაო გამოცდილება:
გრაფიკული დიზაინერი, ABC სარეკლამო სააგენტო, თბილისი, საქართველო
2019 წლის მარტი – დღემდე

  • სარეკლამო მასალების კონცეპტუალიზაცია და დიზაინი, მათ შორის ბეჭდური რეკლამების, ბილბორდების, ბროშურების დიზაინი
  • კოპირაიტერებთან და მენეჯერებთან აქტიური კომუნიკაცია, ეფექტური და ვიზუალურად მიმზიდველი დიზაინის შესაქმნელად, რომელიც შეესაბამება კლიენტების ბრენდინგის პრინციპებს
  • პრომომასალების დიზაინის შემუშავება, სოციალური მედიისთვის დიზაინის შემუშავება, კერძოდ პოსტების დიზაინის გაკეთება და სხვადასხვა მასალების დიზაინის დამზადება.
  • შრიფტების შემუშავება ახალი პროდუქტებისთვის და დამსაქბელთან შეთახნმებით იდეის ვიზუალური რეპრეზენტაცია ფოტოშოპის მეშვეობით.

დამოუკიდებელი გრაფიკული დიზაინერი, თბილისი, საქართველო
2016 წლის იანვარი – 2019 წლის მარტი

  • სარეკლამო მასალების დასაბეჭდად შეიმუშავოს ორიგინალური სურათები და ილუსტრაციები
  • საჭირო დიზაინის შექმნა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით
  • შექმნას ვიზუალური ელემენტები რათა უზრუნველჰყოს სარეკლამო მასალების დაბეჭდვა
  • წარმატებით მართავდა პროექტის ვადებს და რეგულარულად აწარმოებდა კლიენტებთან მოლაპარაკებას

განათლება
სახვითი ხელოვნების ბაკალავრი გრაფიკულ დიზაინში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისი, საქართველო
2012 წლის სექტემბერი – 2016 წლის ივნისი

უნარები:

  • Adobe Creative Suite (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, InDesign)
  • ძლიერი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები
  • დეტალების მიმართ ყურადღება
  • პროექტის მართვა და ორგანიზება
  • ბეჭდვითი და ციფრული დიზაინის კონცეფციის მაღალ დონეზე ცოდნა

რეკომენდაციები:
ხელმისაწვდომია მოთხოვნისამებრ

გრაფიკული დიზაინერის ხელფასი

Გრაფიკული დიზაინერი CV

საქართველოში, გრაფიკული დიზაინერების ხელფასის შესახებ ინფორმაცია სამწუხაროდ სიღრმისეულად არ არის ხელმისაწვდომი. თუმცა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი “ინფორმაციისა და კომუნიკაციის” სექტორში, რომელიც ასევე მოიცავს გრაფიკულ დიზაინს, 1814 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ გრაფიკული დიზაინერების ხელფასები საქართველოში შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა გამოცდილება, სამუშაო გრაფიკი და კომპანიის მასშტავი. გარდა ამისა, დამოუკიდებლად მომუშავე გრაფიკულ დიზაინერებს შეუძლიათ მეტ-ნაკლებად გამოიმუშაონ სასურველი თანხა თუ კარგად განსაზღვრავენ მასალებისა და ფასების შესახებ მოთხოვნებს.

💡ხელფასის ოდენობა, რომელიც დამოუკიდებელ (freelance) გრაფიკულ დიზაინერს შეუძლია გამოიმუშაოს თვეში საქართველოში, შეიძლება განსხვავდებოდეს რამდენიმე ფაქტორის მიხედვით, როგორებიცაა სამუშაო გამოცდილების დონე, სამუშაო გრაფიკი და კლიენტის ბიუჯეტი. თუმცა, სამუშაო პლატფორმა Upwork-ის მონაცემებით, საქართველოში გრაფიკული დიზაინის ფრილანსერების საშუალო საათობრივი ტარიფი საათში $15-30 დოლარია, რაც დაახლოებით საათში 49-98 ლარია. [წყარო: Upwork]

როგორ შევადგინოთ გრაფიკული დიზაინერის CV

ზოგადი მითითებები

გრაფიკული დიზაინერისთვის, რომელიც დასაქმებულია საქართველოში, გამორჩეული რეზიუმეს შექმნა აუცილებელია მისი უნარების წარმოსაჩენად და ახალი კლიენტების ან დასაქმების შესაძლებლობების მოსაზიდად.

ამ ნაწილში ჩვენ მოგაწვდით ზოგად მითითებებს, სტრუქტურის და დიზაინის შესახებ და შემოგთავაზებთ რეკომენდაციებს თქვენი CV-ის მიმზიდველობის გასაზრდელად.

📌თქვენი, როგორც გრაფიკული დიზაინერის რეზიუმეს შექმნისას მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ის უნდა იყოს ლაკონური, მარტივად წაკითხვადი და ვიზუალურად მიმზიდველი. იგი ფოკუსირებული უნდა იყოს თქვენი უნარებისა და გამოცდილების მაქსიმალურად წარმოჩენაზე. ასევე მნიშვნელოვანია თქვენი რეზიუმეს მორგება კონკრეტულ სამუშაო მოთხოვნილებებსა ან კლიენტზე, რომელიც აცხადებს ვაკანსიას.

განლაგება:

გრაფიკული დიზაინერის რეზიუმეს იდეალური განლაგება უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, ესთეტიურად მომხიბვლელი და ადვილად წასაკითხი. ამის მიღწევა შეგიძლიათ Bold შრიფტის გამოყენებით და ინფორმაციის პუნქტებად (Bullet Points) ჩაშლით, რათა თქვენს რეზიუმეს სუფთა და არაგადატვირთული იერი მისცეთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიჩინოთ სითამამე და CV-ში ჩართოთ ისეთი გრაფიკული ელემენტები, როგორიცაა ინფოგრაფიკა თქვენი უნარებისა და გამოცდილების საჩვენებლად.

👇რამდენიმე რჩევა თქვენი, როგორც გრაფიკული დიზაინერის რეზიუმეს განლაგების გასაუმჯობესებლად

  • გამოიყენეთ სუფთა, თანამედროვე შრიფტი, რომელიც ადვილად იკითხება
  • გამოიყენეთ პუნტქები ინფორმაციის ჩასაშლელად
  • ჩართეთ გრაფიკული ელემენტები თქვენი უნარებისა და გამოცდილების საჩვენებლად
  • გამოიყენეთ შესაბამისი (დახვეწილი) ფერის სქემა და დიზაინის ელემენტები თქვენს რეზიუმეში

ფორმა და სტრუქტურა:

გრაფიკული დიზაინერის რეზიუმესთვის, საუკეთესო სტრუქტურა გახლავთ შერეული ფორმატი. ეს ფორმატი აერთიანებს როგორც ქრონოლოგიური, ასევე ფუნქციური რეზიუმეს ფორმატის ელემენტებს.

💡ქრონოლოგიური ფორმატის მეშვეობით თქვენი სამუშაო გამოცდილების ჩამოთვლა ხდება საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ხოლო ფუნქციური ფორმატი ფოკუსირებულია თქვენს უნარებსა და მიღწევებზე.

შერეული ფორმატის გამოყენება საშუალებას გაძლევთ მკაფიოდ წარმოაჩინოთ როგორც თქვენი სამუშაო გამოცდილება, ასევე თქვენი უნარები, ხაზგასმით აღნიშნოთ თქვენი ძლიერი მხარეები ორივე სფეროში. შერეული ფორმატის გამოყენებისას დაიწყეთ მოკლე მიმოხილვით, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს უნარებსა და მიღწევებს. შემდეგ, ჩამოთვალეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და დაასრულეთ განყოფილებით, სადაც მოცემულია ინფორმაცია თქვენი განათლების და ნებისმიერი დამატებითი სერთიფიკატისა ან ტრენინგის შესახებ.

პირადი ინფორმაციის სეგმენტი

გრაფიკული დიზაინერის CV-ის თავსართის განყოფილება უნდა შეიცავდეს აპლიკანტის სახელს და საკონტაქტო ინფორმაციას, კერძოდ ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და პროფესიულ ვებსაიტის ან პორტფოლიოს ბმულს.

👇აქ მოცემულია როგორ გამოიყურება კარგი და ცუდი მაგალითი

✔️ თავსართის კარგი მაგალითია
ნინო კიკნაძე
გრაფიკული დიზაინერი | თბილისი, საქართველო
nino.kiknadze@email.com | +995 555 555 555 | ninokiknadze.com
❌ თავსართის ცუდი მაგალითია
კიკნაძე ნინო (ნინა)
რეზიუმე
nino.kiknadze@email.com

კარგი მაგალითი მოიცავს სახელს, სამუშაოს დასახელებას, მისამართს, ელფოსტას, ტელეფონის ნომერს და ვებსაიტს. აღნიშნული განყოფილება აერთიანებს ყველა საჭირო ინფორმაციას პოტენციური დამსაქმებლებისთვის ან კლიენტებისთვის, რათა დაუკავშირდნენ გრაფიკულ დიზაინერს დაინტერესების შემთხვევაში. ხოლო, ცუდი მაგალითი ძალიან ბუნდოვანია და არ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა სამუშაო პოზიცია ან ადგილმდებარეობა.

💡გრაფიკული დიზაინერის CV-ის სათაურის განყოფილებაში ფოტოს ჩართვა პირადი არჩევანია. თუ გადაწყვეტთ ფოტოს ჩართვას, დარწმუნდით, რომ ეს არის პროფესიონალური სურათი და არა პირადი მოხმარებისთვის შემქნილი ფოტო (მაგალითად სელფი). გარდა ამისა, თუ თქვენ განაცხადს აკეთებთ ისეთ ქვეყნაში დაფუძნებულ კომპანიაში, სადაც არალეგალურია ფოტოს მოთხოვნა, როგორიცაა მაგალითად შეერთებული შტატები, უმჯობესია თავი აარიდოთ ფოტოს ჩართვას რეზიუმეში.

სამუშაო გამოცდილების აღწერა

Გრაფიკული დიზაინერი CV

გრაფიკული დიზაინერის CV-ის სამუშაო გამოცდილების განყოფილება არის სეგმენტი, სადაც თქვენ წარმოაჩენთ თქვენს წინა სამუშაო გამოცდილებას, კერძოდ ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ რომლებშიც ადრე მუშაობდით, ან პროექტების ჩამონათვალს რომელზეც გიმუშავიათ, როგორც დამოუკიდებელი გრაფიკული დიზაინერი.

👇აქ მოცემულია რამდენიმე მითითება თუ როგორ უნდა დააფორმიროთ სამუშაო გამოცდილების სეგმენტი

  • დაიწყეთ სამუშაო გამოცდილების აღწერა ამჟამინდელი პოზიციით
  • მიუთითეთ კომპანიის სახელი, სამუშაოს დასახელება, დასაქმების თარიღები და თქვენი ვალდებულებების მოკლე ჩამონათვალი
  • გამოიყენეთ პუნქტები თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობების ჩამოსათვლელად
💡თუ თქვენ ხართ ახალი კურსდამთავრებული ან გაქვთ შეზღუდული სამუშაო გამოცდილება, გაითვალისწინეთ, რომ სტაჟირების, დამოუკიდებელი პროექტების ან მოხალისეობრივი სამუშაოს მითითება ამ სეგმენტში ყოველთვის რელევანტური და მისაღებია

👇წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს კარგად ფორმირებული სამუშაო გამოცდილება

მაგალითი 1:

გარფიკული დიზაინერი
ABC სარეკლამო სააგენტო | თბილისი, საქართველო
2018 წლის ივნისი – დღემდე

  • ციფრული და ბეჭდური მასალების დიზაინი კლიენტებისთვის, მათ შორის ლოგოების, ბროშურების და ვებსაიტების კონცეფციის შემუშავება
  • Adobe photoshop -ისა და Adobe Illustrator-ის გამოყენება მასალების დიზაინის დამზადებისას.
  • კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების დიზაინის დამზადება.
მაგალითი 2:

გრაფიკული დიზაინის სტაჟიორი
XYZ მარკეტინგი | თბილისი, საქართველო
2018 წლის იანვარი – 2018 წლის აპრილი

  • მარკეტინგული მასალების შექმნასა და დიზაინში დახმარების გაწევა მთავარი სპეციალისტისთვის (ფლაერები და სოციალური მედიის გრაფიკა)
  • გუნდის წევრებთან აქტიური კომუნიკაცია დიზაინის კონცეფციებისა და იდეების შესამუშავებლად.
  • პრაქტიკული ცოდნის მოპოვება Adobe Creative Suite პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით, მათ შორის Adobe Photoshop და Adobe Illustrator-ში.
❗ დაიმახსოვრე, მცირე სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, მაინც შეგიძლია აჩვენო შენი უნარები და კრეატიულობა სტაჟირების, დამოუკიდებელი პროექტებისა და მოხალისეობრივი პროექტების მეშვეობით.

როგორ მივუთითოთ განათლება რეზიუმეში?

Გრაფიკული დიზაინერი CV

გრაფიკული დიზაინერის CV-ის განათლების განყოფილებაში უნდა აღინიშნოს თქვენი აკადემიური კვალიფიკაცია და ნებისმიერი შესაბამისი კურსი ან სერთიფიკატი.

გთავაზობთ რჩევებს ამ სეგმენტის ფორმირებისათვის:

  • დაიწყეთ თქვენს მიერ ბოლოს მოპოვებული ხარისხით ან ბოლოს დასრულებული კურსით
  • აუცილებლად მიუთითეთ , დაწესებულება, დამთავრების თარიღი და მოპოვებული სერტიფიკატი
  • თუ თქვენ გაქვთ ხარისხი დარგში, რომელიც არ არის დაკავშირებული გრაფიკულ დიზაინთან, შეგიძლიათ მაინც მიუთითოთ ის, თუ აღნიშნული ხაზს უსვამს რელევანტურ უნარებსა და ცოდნას.
  • მიუთითეტ თქვენი GPA, თუ ის 3.0-ზე მეტია.

ასევე, გთავაზობთ განათლების სეგმენტის ფორმირების მაგალითებს:

მაგალითი 1:

სახვითი ხელოვნების ბაკალავრი გრაფიკულ დიზაინში
საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი | თბილისი, საქართველო
დაამთავრა: 2020 წლის მაისს
შესაბამისი კურსები: ტიპოგრაფია, ციფრული გამოსახულება, ვებ დიზაინი, მოძრაობის გრაფიკა
კუმულაციური GPA: 3.5

მაგალითი 2:

სერთიფიკატი გრაფიკულ დიზაინში
შემოქმედებითი ინსტიტუტი | თბილისი, საქართველო
დასრულდა: 2019 წლის სექტემბერს
კურსები მოიცავდა: Adobe Photoshop, Illustrator და InDesign
აპლიკანტმა მოიპოვა ცოდნა ბეჭდვით და ციფრული დიზაინში.

უნარები

Გრაფიკული დიზაინერი CV

გრაფიკული დიზაინერის CV-ის უნარების განყოფილება უნდა ასახავდეს იმ სპეციფიკურ უნარებსა და ცოდნას, რომლებსაც თქვენ ფლობთ, და რომლებიც შეესაბამება გრაფიკული დიზაინის სფეროს.

გთავაზობთ რამოდიენიმე რჩევას აღნიშნული სექციის შესაქმნელად:

  • ჩამოთვალეთ როგორც ხისტი უნარები (ტექნიკური უნარები) ასევე რბილი უნარები (პიროვნული თვისებები), რომლებიც შეესაბამება გრაფიკულ დიზაინს.
  • გამოიყენეთ პუნტქები რათა თქვენი უნარების განყოფილება ადვილად წასაკითხი გახადოთ.
  • მოარგეთ თქვენი უნარები იმ პოზიციის სამუშაო აღწერილობას, რომელზეც განაცხადს აკეთებთ.

📌იხილეთ ხისტი და რბილი უნარების სატესტო ჩამონათვალი:

ხისტი უნარები:

  • დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა, როგორიცაა Adobe Creative Suite (Photoshop, Illustrator, InDesign და ა.შ.)
  • გამოცდილება ვებ დიზაინის ინსტრუმენტების კუთხით (HTML, CSS, WordPress და ა.შ.)
  • ტიპოგრაფიისა და დიზაინის პრინციპების გააზრება
  • ბეჭდვის დიზაინისა და წარმოების პროცესების კუთხით გამოცდილება
  • ფერების თეორიისა და დიზაინის ესთეტიკის ცოდნა
  • ილუსტრაციისა და ხატვის უნარები
  • ვიდეოების და ანიმაციების შექმნისა და რედაქტირების შესაძლებლობა
  • 3D მოდელირებისა და ანიმაციის პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდილება

რბილი უნარები:

  • კრეატიული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა
  • დეტალებისადმი ყურადღებიანობა
  • დროის მენეჯმენტი და ვადების კონტროლის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები
  • მოქნილობა და ადაპტირება სწრაფად ცვალებად სამუშაო გარემოში
  • მზაობა კონსტრუქციული კრიტიკის მისაღებად და მუდმივი სწავლისა და განვითარების სურვილი
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
  • ძლიერი სამუშაო ეთიკა და ხარისხიანი სამუშაოს შესრულებისადმი მისწრაფება
❗ გახსოვდეს, გრაფიკული დიზაინერის CV-ის უნარების განყოფილება არის შანსი, წარმოაჩინოთ თქვენი უნიკალური თვისებები და ძლიერი მხარეები გრაფიკული დიზაინის სფეროში.

თქვენი CV-ის შეჯამება

Გრაფიკული დიზაინერი CV

რეზიუმე არის CV-ში ყველაზე მოკლე განყოფილება, რომელიც ხაზს უსვამს თქვენი უნარებისა და გამოცდილების რელევანტურობას იმ პოზიციისათვის, რომელზეც განაცხადს აკეთებთ. როგორც გრაფიკული დიზაინერი, თქვენი რეზიუმე უნდა წარმოაჩენდეს თქვენი დიზაინის უნარებსა და გამოცდილებას ამ კუთხით. ის უნდა იყოს ლაკონური, მკაფიო და ყურადღების მიმპყრობი.

ეს განყოფილება არ უნდა იყოს გადატვირთული, რადგან აღნიშნული სეგმენტი გახლავთ პირველი, რასაც წაიკითხავს პოტენციური დამსაქმებელი და სწორედ ამ ინფორმაციით შეუძლია მან განსაზღვროს, გააგრძელოს თუ არა თქვენს მიერ წარმოდგნეილი დოკუმენტის სიღრმისეულად გაანალიზება თუ გადავიდეს შემდეგ კანდიდატზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია თქვენი რეზიუმეს სტრუქტურირება, რათა პირველი შთაბეჭდილება იყოს საკმაოდ ეფექტური!

👇წარმომიდგენთ რეზიუმეს კარგ და ცუდ მაგალითს

✔️ კარგი მაგალითია
კრეატიული და დეტალებზე ორიენტირებული გრაფიკული დიზაინერი ბეჭდვით და ციფრულ დიზაინში 5 წლიანი გამოცდილებით. Adobe Creative Suite-ის, ვებ დიზაინისა და ბრენდირების საკმაო ცოდნით. აქვს უნარი შექმნას ესთეტიურად მიმზიდველი და ეფექტური პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს კლიენტის მოთხოვნებს
❌ ცუდი მაგალითია
გამოცდილი გრაფიკული დიზაინერი დიზაინერის უნარებით, ეძებს პოზიციას კარგ კომპანიაში.

როგორც ხედავთ ცუდი მაგალითი საკმაოდ ბუნდოვანია და არ წარმოაჩენს კანდიდატის რომელიმე შესაბამისს უნარს ან სამუშაო გამოცდილებას.

❗ რეზიუმეს წერისას, დარწმუნდით, რომ ხაზგასმით აღნიშნავთ თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან უნარებსა და სამუშაო გამოცდილებას, რომელიც რელევანტურია იმ პოზიციის მოთხოვნებისა რომელზეც განაცხადს აკეთებღ. გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები სამუშაოს აღწერილობიდან, რათა თქვენი რეზიუმე უფრო შესამჩნევი გახადოთ და დაანახოთ დამსაქმებელს, რომ გესმით მათი საჭიროებები. ჩამოაყალიბეთ ინფორმაცია ლაკონურად, (სასურველია ის შედგებოდეს 3-4 წინადადებისაგან) და დარწმუნდით რომ ის არ შეიცავს ორთოგრაფიულ ან მორფოროგიულ შეცდომებს.

დამატებითი ინფორმაცია გრაფიკული დიზიანერებისათვის

Გრაფიკული დიზაინერი CV

თქვენთვის, როგორც გრაფიკული დიზაინერისთვის, CV-ში დამატებითი სეგმენტების დამატება დაგეხმარებათ უკეთესად წარმოაჩინოთ თქვენი უნარები, გამოცდილება და მიღწევები. დამატებით სათაურები გათვლილია პროფესიული გამოცდილების უფრო კონკრეტულად წარმოსაჩენად და უზრუნვეჰლყოფს დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას კლიენტისადმი

მაგალითად, შეიძლება რეზიუმეში დაამატოთ ისეთი სათაურები, როგორიცაა „სერთიფიკატები“, „ენები“, „მოხალისეობრივი სამუშაო“ ან „პროფესიული წევრობა“. თითოეული სათაურის ქვეშ შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც შეესაბამება იმ პოზიციას, რაზეც აგზავნით CV-ის. დამატებითი სეგმენტი შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას თქვენს მიერ მოპოვებული ნებისმიერი შესაბამისი სერთიფიკატის, ენების ცოდნის, და მოხალისეობრივი სამუშაოს შესახებ, რომელიც დაკავშირებულია დიზაინთან.

დამატებითი სეგმენტების გამოყენებით, თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი რეზიუმეს მორგება კონკრეტულ სამუშაოზე ან ინდუსტრიაზე. მაგალითად, თუ განაცხადს აკეთებტ პოზიციაზე, რომელიც მოითხოვს კონკრეტული პროგრამის ან კოდირების ენის ცოდნას, შეგიძლიათ შექმნათ ცალკე სექცია, სადაც კონკრეტულად ამ სფეროში მოპოვებულ გამოცდილებაზე ისაუბრებთ.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

როგორც გრაფიკული დიზაინერი, მნიშვნელოვანია გქონდეთ ძლიერი კომპიუტერული უნარები ციფრული დიზაინის ეფექტურად და ხარისხიანად შესაქმნელად. თქვენს რეზიუმეში მსგავსი უნარების განყოფილების ჩართვა დაგეხმარებათ წარმოაჩინოთ თქვენი ცოდნა სხვადასხვა პროგრამებისა და ტექნოლოგიების კუთხით!

❓რა სახის უნარები შეიძლება მივუთითოთ ამ სექციაში

  • Adobe Creative Suite-ის ცოდნა, მათ შორის Photoshop, Illustrator და InDesign
  • გამოცდილება ვებ დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით, როგორიცაა Dreamweaver ან WordPress
  • კოდირების ენების ფლობა, როგორიცაა HTML, CSS და JavaScript
  • 3D მოდელირებისა და ანიმაციის პროგრამების ცოდნა, როგორიცაა Blender ან Maya
  • პროექტის მენეჯმენტის ინსტრუმენტების ცოდნა, როგორიცაა Trello ან Asana

თქვენი უნარების ჩამოთვლისას, დარწმუნდით, რომ პრიორიტეტი მიანიჭეთ ისეთ პუნქტებს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება იმ სამუშაო აღწერილობას, რომელზეც განაცხადს აკეთებთ.

შეჯამება – გარფიკული დიზაინერის რეზიუმე

თავიდან გავიაროთ ჩვენს მიერ მოცემული მითითებები, რომლებიც თქვენს რეზიუმეს მიმზიდველს და შესამჩნევს გახდის:

  • გამოიყენეთ სუფთა და პროფესიონალური დიზაინი
  • არ გამოტოვოთ თავსართი სადაც თქვენუ სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია იქნება მოცემული
  • დაწერეთ რეზიუმე, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს უნარებსა და გამოცდილებას
  • ჩამოთვალეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება მკაფიო და ლაკონური პუნქტებით
  • მიუთითეთ თქვენი განათლება და ნებისმიერი შესაბამისი სერთიფიკატი
  • ჩამოთვალეთ თქვენი ხისტი და რბილი უნარები
  • მიაწოდეთ დამსაქმებელს ინფორმაცია თქვენი პროგრამული უნარების შესახებ
  • საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ დამატებითი სეგმენტები
  • მოერიდეთ შეუსაბამო ინფორმაციის მითითებას
  • მოარგეთ თქვენი რეზიუმე იმ სამუშაო მოთხოვნებს, რომელზეც განაცხადს ავსებთ
  • გაგზავნამდე კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ დოკუმენტი, რომ არ გამოგეპაროთ ორთოგრაფიული შეცდომები

სამოტივაციო წერილი გარფიკული დიზაინერებისათვის

თუ დამსაქმებელი თქვენგან სამოტივაციო წერილს ითხოვს, აღნიშნული დოკუმენტი შეგიძლიათ შემდეგნაირად დააფორმიროთ:

შესავალი: დაიწყეთ ისალმებით და წარადგინეთ საკუთარი თავი, თქვენი სახელისა და თანამდებობის ჩათვლით.

  • ახსენით თქვენი ინტერესი პოზიციისა და კომპანიის მიმართ. ახსენუთ თუ რატომ ხართ დაინტერესებული კონკრეტულად ამ კომპანიით
  • დაურთეთ ვრცელი ნარატივი თქვენი უნარებისა და გამოცდილების შესახებ. გამოიყენეთ ეს განყოფილება იმის ასახსნელად, თუ როგორ შეესაბამება თქვენი გამოცდილება პოზიციის მოთხოვნებს. აღწერეთ რამდენიმე პროექტი, რომელზეც ადრე გიმუშავიათ
  • ახსენით თუ რა სახის წვლილი შეგიძლიათ შეიტანოთ კომპანიაში. დაასაბუთეთ, რომ გესმით კომპანიის მიზნები და საჭიროებები და აუხსენით დამსაქმებელს, როგორ შეუძლია მას თქვენი უნარებისა და გამოცდილების დახმარებით მიაღწიოს კომპანიის გარკვეულ მიზნებს.
  • დაასრულეთ თქვენი სამოტივაციო წერილი მადლობით! გამოიყენეთ ისეთი ბოლოსართი, რ როგორიცაა „პატივისცემით“ ან „კეთილი სურვილებით“

კითხვები და პასუხები გრაფიკული დიზაინერის რეზიუმესთან დაკავშირებით

აუცილებელია თუ არა გრაფიკული დიზაინერის CV-ში რეკომენდაციების ჩართვა?

თუ თქვენ ხართ გრაფიკული დიზაინერი, არ არის აუცილებელი თქვენს სივიში რეკომედატორების შესახებ ინფორმაციის მითითება. თუმცა, კარგი იქნება, თუ ცალკე გექნებათ გამზადებული სარეკომენდატორო სია მოთხოვნის შემთხვევაში. დარწმუნდით, რომ გაქვთ უფლება გამოიყენოთ თქვენი რეკომენდატორების საკონტაქტო მონაცემები განაცხადში.

როგორ შეიძლება ჩემი, როგორც გრაფიკული დიზაინერი cv გავხადო გამორჩეული სხვებისგან?

მიაწოდეთ დამსაქმებელს ინფორმაცია თქვენი უნიკალური უნარების შესახებ: აღნიშნეთ ისეთი უნარები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ან დიზაინის გარკვეული სტილის მიმართულებით გამოცდილება, რაც გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან.ჩართეთ თქვენი პორტფოლიო: მიუთითეთ ბმული თქვენი ონლაინ პორტფოლიოსი ან დაურთეთ თქვენი ნამუშევრების რამდენიმე ნიმუში თქვენს CV-ში. ეს მისცემს დამსაქმებლებს საშუალებას უკეთ გაეცნოს თქვენი დიზაინის უნარებს, სტილისა და შესაძლებლობებს.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...