თუმცა, დამსაქმებელზე შთაბეჭდილების მოსახდენად და კონკურენტულ გარემოში სასურველი პოზიციის დასაკავებლად აუცილებელია შექმნათ ბანკის მოლარე ოპერატორის CV რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს შესაძლებლობებს.
სწორედ ამ მიზნით, მოცემულ სტატიაში, სრულყოფილად განვიხილავთ ეფექტური რეზიუმეს შექმნის წესებს და მოგცემთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებით უდავოდ მიაღწევთ სასურველ პროფესიულ მიზანს!
Სარჩევი
Ბანკის მოლარე-ოპერატორი CV: მაგალითი
👇 გთავაზობთ ბანკის მოლარე ოპერატორის CV-ს ნიმუშს, რომელიც საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად წარმოაჩენს თქვენს პროფესიულ შესაძლებლობებს:
Ბანკის მოლარე
+995 555 123123
salomegogiashvili@email.com
თბილისი, საქართველო
linkedin.com/in/salomegogiashvili
პროფესიული შეჯამება
“საბანკო სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილების მქონე მოლარე ოპერატორი. ხარისხიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად მაღალი პროფესიული სტანდარტით შემიძლია როგორც ფინანსური და სხვა სააღრიცხვო ოპერაციების განხორციელება, აგრეთვე, მონაცემთა ბაზის შექმნა და ხარჯების ანალიზი.”
სამუშაო გამოცდილება
ბანკის მოლარე ოპერატორი
სს “ლიბერთი ბანკი”
თბილისი, საქართველო
სექტემბერი 2017 – მაისი 2022
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად ვახორციელებდი ვალუტის გაცვლით ოპერაციებს, ნაღდი ფულის გადარიცხვასა და ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღებას;
- სწორი კონსულტირების გზით მომხმარებლებს მათზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს ვთავაზობდი;
- მოთხოვნის შესაბამისად ვამისამართებდი მომხმარებლებს შესაბამის დეპარტამენთთან.
განათლება
ბანკის მოლარე-ოპერატორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2015 წლის სექტემბერი – 2017 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- სააღრიცხვო მონაცემთა ბაზები
- კონფლიქტური-სიტუაციების-მართვა
- ანგარიშგებების მომზადება
- პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია
- საინფორმაციო ტექნოლოგიები
ძირითადი მიღწევები
კლიენტებთან ურთიერთობისადმი ჩემმა პროაქტიულმა მიდგომამ საბანკო პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვების 15%-იანი ზრდა განაპირობა. აღნიშნული მიღწევა ცხადყოფს ჩემს მზაობას უზრუნველვყო უწყვეტი და ეფექტური საბანკო გამოცდილება როგორც მომხმარებლებისთვის, აგრეთვე დაწესებულებისთვის.
სერტიფიკატები და ტერნინგები
- 2023 წელი – განვითარების აკადემიის ტრენინგი თემაზე “ეფექტური მომსახურების სტრატეგია”
- 2022 წელი – გაყიდვების ინსტიტუტის კურსი თემაზე როგორ დავგეგმოთ და ვმართოთ მოლაპარაკებების პროცესი
- 2021 წელი – აზროვნების აკადემიის ტრენინგი თემაზე “დროის ეფექტური მართვა”
- 2020 წელი – სმარტ აკადემიის სასერტიფიკატო კურსი თემაზე “ეფექტური კომუნიკაცია და ლიდერული უნარ-ჩვევები”
ხისტი უნარები
- ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების ამოცნობა
- სწრაფი ფულადი გზავნილების განხორციელება
- დეპოზიტებისა და სესხების მართვა
- სალაროს გახსნა-დახურვა
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების წარმოება
რბილი უნარები
- ორგანიზებულობა
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- დახმარებისთვის მუდმივი მზაობა
- გუნდური მუშაობის უნარი
Საოფისე პროგრამები
- Microsoft Office Suite (Word, Excel, Outlook)/li>
- საბანკო პროგრამული უზრუნველყოფა (ტრანზაქციის დასამუშავებლად)
- მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM) პროგრამული უზრუნველყოფა
- ელექტრონული გადახდის დამუშავების პროგრამა
ენები
- ქართული (მშობლიური)
- ნგლისური – C1
- ფრანგული – B2
Როგორია მოლარეების ანაზღაურება ქართულ ბანკებში 2023 წელს?
აღსანიშნავია, რომ ქართულ ბანკებში დღითი დღე იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ მოლარეებზე და გამორიცხული არ არის, რომ მოლარე ოპერატორების ანაზღაურებაც მოთხოვნის შესაბამისად გაიზარდოს.
Შექმენით ბანკის მოლარე-ოპერატორის CV ნაბიჯ-ნაბიჯ
👇 ქვემოთ განვიხილავთ საინტერესო რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი წარმატების შანსს:
- რეზიუმეში მხოლოდ სანდო და ობიექტური ინფორმაცია წარმოადგინეთ: დაუშვებელია რეზიუმეში წარმოადგინოთ ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. ასეთ შემთხვევაში, თქვენთვის სასურველ პოზიციაზე დასაქმების შანსთან ერთად თქვენს სახელსა და პროფესიულ რეპუტაციასაც მნიშვნელოვნად დააკნინებთ.
- რეზიუმე თქვენთვის სასურველ ვაკანსიას მოარგეთ: სასურველია, CV-ს დამსაქმებელთან გაგზავნამდე ყურადღებით გაეცნოთ ვაკანტური პოზიციის აღწერას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოთ თქვენი რეზიუმე.
- ნუ იქნებით თავმდაბალი: რეზიუმე საუკეთესოდ უნდა წარმოაჩენდეს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას. შესაბამისად, სასურველია მოკრძალება ცოტა ხნით დაივიწყოთ და სრუყოფილად წარმოაჩინოთ თქვენი ძლიერი მხარეები. ეს დამსაქმებელს თქვემი პროფესიონალიზმის სწორად შეფასების შესაძლებლობას მისცემს.
- CV სტილისტიკური წესების დაცვით მოამზადეთ: რეზიუმე ორთოგრაფიულად და გრამატიკულად გამართული უნდა იყოს. აგრეთვე, გირჩევთ თავი შეიკავოთ ბარბარიზმებისგან და სიტყვების ინგლისურენოვანი დასახელებების ნაცვლად მათი ქართული შესატყვისები გამოიყენოთ.
სექციების განლაგება
👇 წარმოგიდგენთ ბანკის მოლარე ოპერატორის რეზიუმესთვის რეკომენდირებული სექციების თანმიმდევრობას.
- სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია:
- სახელი და გვარი
- პროფესიული სტატუსი
- ტელეფონის ნომერი
- ელექტონული ფოსტა
- პროფესიული სოციალური მედიის ბმული
- ადგილმდებარეობა
- პროფესიული შეჯამება
- სამუშაო გამოცდილების სექცია
- მოლარე-ოპერატორისთვის საჭირო პროფესიული განათლება
- ხისტი და რბილი უნარების ჩამონათვალი
დამატებითი სექციები (უცხო ენები, საოფისე პროგრამები, ძირითადი მიღწევები, სერთიფიკატები, ტრენინგები და Სტაჟირება).
Სტრუქტურა და ფორმატი
კომუნიკაციის თავდაპირველ ეტაპზე სწორედ რეზიუმეს ფორმატი წყვეტს თუ რამდენად მიიქცევთ დამსაქმებლის ყურადღებას.
👇 Სწორედ ამიტომ, გიზიარებთ რეზიუმეს ფორმატირების 3 გავრცელებულ მეთოდს:
- ქრონოლოგიური ფორმატი – თანმიმდევრულად წარმოაჩენს ბანკის მოლარე ოპერატორის პროფესიისთვის რელევანტურ თქვენს კვალიფიკაციას; მათ შორის, სამუშაო ისტორიასთან და განათლებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებს.
- ფუნქციური ფორმატი – მთავარ აქცენტს უნარებისა და მიღწევების სათანადოდ წარმოჩენაზე აკეთებს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ფორმატი განსაკუთრებით შესაფერისია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ახლახანს დაასრულეს განათლების მიღება და პროფესიული გამოცდილების დეფიციტს განიცდიან.
- შერეული ფორმატი – შესაძლებლობას გაძლევთ თანაბარი მნიშვნელობით წარმოაჩინოთ როგორც თქვენი კვალიფიკაცია, აგრეთვე პროფესიისთვის რელევანტური უნარ-ჩვევები.
სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ასრულებს თქვენსა და პოტენციურ დამსაქმებელს შორის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ რეზიუმეს ამ ნაწილში წარმოდგენილი დეტალები ზედმიწევნით ასახავდეს სინამდვილეს და მხოლოდ ობიექტურ ინფორმაციას მოიცავდეს.
ბანკის ოპერატორი
+995 555 123 321
salomegogiashvili@email.com
linkedin.com/in/salomegogiashvili
თბილისი, საქართველო
მოლარე ოპერატორი
facebook.com/in/salomegogiashvili
Tbilisi, Georgia
სამუშაო გამოცდილების სექცია
თუ ვაკანსიების აღწერას გაეცნობით აღმოაჩენთ, რომ ბანკის ოპერატორის პროფესიული გამოცდილება დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
👉 სასურველია რეზიუმეს ამ ნაწილში სრულყოფილად აღწეროთ სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებული ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები. Მათი ხაზგასმით წარმოჩენა დამსაქმებელს ნათელ წარმოადგენას შეუქმნის თქვენს შესაძლებლობებსა და ზოგად პროფესიულ კომპეტენციაზე.
მაგალითი 1
სს “ლიბერთი ბანკი”
თბილისი, საქართველო
აპრილი 2018 – აგვისტო 2022
ძირითადი მოვალეობები:
- ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლებზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზება, გაყიდვების პროცესის უზრუნველყოფა და სწორი კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებელთა გადამისამართება მათივე მოთხოვნების შესაბამისად.
მაგალითი 2
Პროკრედიტ ბანკის სერვის ცენტრი
თბილისი, საქართველო
მარტი 2017 – მაისი 2019
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების სრული დაცვა
Მოლარე-ოპერატორისთვის საჭირო განათლება
კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებას მხოლოდ პროფესიისთვის რელევანტური განათლების ქონის შემთხვევაში შეძლებთ. თუმცა, საბედნიეროდ, საქართველოში, სულ უფრო მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესიული კოლეჯი ისახავს მიზნად, რომ მოლარე ოპერატორის პოზიციისთვის საჭირო აუცილებელი კომპეტენციები განუვითაროს ადამიანებს.
მაგალითი 1
ბიზნესის ადმინისტირება, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველო (2012 – 2016)
მაგალითი 2
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2012 წლის სექტემბერი – 2016 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- სააღრიცხვო მონაცემთა ბაზები
- კონფლიქტური-სიტუაციების-მართვა
- ანგარიშგებების მომზადება
- პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია
- საინფორმაციო ტექნოლოგიები
Მოლარე-ოპერატორის უნარ-ჩვევები
ბანკის მოლარე-ოპერატორის პროფესია მომხმარებელთა მოთხოვნების ოპერატიულად დაკმაყოფილებასა და მათთვის საჭირო საბანკო მომსახურების გაწევაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, მოლარე ოპერატორები პროფესიულ უნარ-ჩვევებთან ერთად პერსონალური მახასიათებლების ვრცელი ჩამონათვალსაც საჭიროებენ.
ხისტი უნარები
- ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების ამოცნობა
- სწრაფი ფულადი გზავნილების განხორციელება
- დეპოზიტებისა და სესხების მართვა
- სალაროს გახსნა-დახურვა
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების წარმოება
- გაყიდვების ტექნიკის გამოყენება
რბილი უნარები
- ორგანიზებულობა
- პუნქტუალურობა
- კომუნიკაბელურობა
- თავაზიანობა
- მუდმივი მზაობა დახმარებისთვის
- გუნდური მუშაობის უნარი.
პროფესიული შეჯამება
შეჯამების მიზანი თქვენი პროფესიონალიზმის კონკურენტუნარიანად წარმოჩენაა.
თვალსაჩინოებისთვის, გთავაზობთ მაგალითს, რომელიც ეფექტური პროფესიონალური შეჯამების მომზადებაში დაგეხმარებათ.
დამატებითი სექციები
წარმოგიდგენთ ბანკის მოლარე ოპერატორის პროფესიისთვის რელევანტური დამატებითი სექციების ჩამონათვალს. მათი რეზიუმეში წარმოდგენით უდავოდ დაიმსახურებთ დამსაქმებლის კეთილგანწყობას!
- უცხო ენების ცოდნაგირჩევთ, რეზიუმეს ამ ნაწილში მკაფიოდ მიუთითოთ რა დონეზე ფლობთ კონკრეტულ უცხო ენას. ამ მიზნით, სასურველია უპირატესობა მოცემულ ფორმატს მიანიჭოთ:
- მშობლიური
- თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
- შუალედური დონე (B1)
- Საბაზისო (A2)
- საოფისე პროგრამების ცოდნაბანკის მოლარე ოპერატორის ყოველდღიური საქმიანობა ციფრულმა ტრანსფორმაციამ სრულად კომპიუტერულ სისტემებზე დამოკიდებული გახადა. სწორედ ამიტომ, სასურველია საოფისე პროგრამების ჩამონათვალი Microsoft Office-ით დაიწყოთ და თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისად, უფრო რთულ პროგრამულ უზრუნველყოფებიც მოიცვათ.
- ძირითადი მიღწევებიძირითადი მიღწევების გრაფაში, ინფორმაციის მარტივად აღსაქმელად, გირჩევთ რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლები გამოიყენოთ. ეს დამსაქმებელს შესაძლებლობას მისცემს კომპანიის განვითარების პროცესში თქვენი როლი სათანადოდ შეაფასოს.
- სერთიფიკატები და ტრენინგებიბანკის მოლარე ოპერატორის რეზიუმეში წარმოდგენილი ტრენინგებისა და სერთიფიკატების ჩამონათვალი ფინანსური რეგულაციებსა და საბანკო პროცედურებთან დაკავშირებულ თქვენს ცოდნას ეფექტურად წარმოაჩენს.
- სტაჟირებამოხალისეობრივი გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც საბანკო სფეროში მოლარე ოპერატორად მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. მოხალისეობრივი გამოცდილება, ეფექტურად წარმოაჩენს თქვენს სამუშაო ეთიკას და ოფიციალური სამუშაო გამოცდილების არარსებობის შემთხვევაშიც კი, დამსაქმებელს დადებითად განაწყობს თქვენდამი.
Შეჯამება: ძირითადი რჩევები ბანკის მოლარე-ოპერატორის CV-სთვის
📍 რეზიუმეში მხოლოდ სანდო და ობიექტური ინფორმაცია წარმოადგინეთ. დაუშვებელია, რომ რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს.
📍 CV-ს დამსაქმებელთან გაგზავნამდე ყურადღებით გაეცანით ვაკანტური პოზიციის აღწერას და რეზიუმე სწორედ აღწერაში წარმოდგენილ მოთხოვნებს მოარგეთ.
📍 CV მხოლოდ პროფესიისთვის რელევანტურ ინფორმაციას უნდა მოიცავდეს. ამ მიზნით, სასურველია CV-ს სადა ვიზუალი შეურჩიოთ და პუნქტების მეშვეობით გამოყოთ ჩამონათვალი.
📍რეზიუმე ორთოგრაფიულად და გრამატიკულად გამართული უნდა იყოს. ამიტომ, გირჩევთ თავი შეიკავოთ როგორც ბარბარიზმების აგრეთვე ჟარგონების გამოყენებისგან.
არ დაგავიწყდეთ სამოტივაციო წერილის გამოყენება!
სტატიის დასასრულს გვსურს კიდევ ერთი “ოქროს წესი” გაგიზიაროთ:
უკვე არსებული მზა შაბლონების გამოყენება სასიამოვნოდ გაგიმარტივებთ წერის პროცესს და CV-ის დიზაინის შერჩევასთან დაკავშირებულ დროსაც მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ.
კითხვები და პასუხები
კომერციული ბანკების გარდა, კიდევ სად შეუძლიათ მოლარე-ოპერატორებს მუშაობა?
მოლარე-ოპერატორები მუშაობენ როგორც კომერციულ ბანკებში, აგრეთვე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და სხვა ისეთ დაწესებულებებში, სადაც ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციები წარმოებს.
რომელი ფონტის გამოყენებაა რეკომენდირებული რეზიუმეს წერისას?
თუ რეზიუმეს ქართულ ენაზე ამზადებთ, სასურველია უპირატესობა Sylfaens-ს მიანიჭოთ. ინგლუსურენოვან რეზიუმეს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ არჩევანი ამ სამ ფონტს შორის გააკეთოთ: Arial, Calibri და Times New Roman.