აღმასრულებელი თანაშემწის CV: საუკეთესო რჩევები თქვენი უნარების წარმოსაჩენად

აღმასრულებელი თანაშემწეების პასუხისმგებლობა ამოცანების ფართო სპექტრს მოიცავს. Შესაბამისად, ეს როლი მნიშვნელოვანია კომპანიების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფასა და მმართველი რგოლის მხარდაჭერაში.

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები

კომპანიები სულ უფრო აქტიურად აღიარებენ კომპეტენტური და სანდო აღმასრულებელი თანაშემწის მნიშვნელობას, რომელსაც ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ასპექტებთან შესაბამისი კომპეტენციით გამკლავება შეუძლია.

მაღალი დონის გადაწყვეტილების მიღების, კომპანიის მმართველ რგოლთან ურთიერთობისა და სტრატეგიულ ინიციატივებში ჩართულობით, აღმასრულებელ თანაშემწეებს ცოდნისა და უნარების ძლიერი საფუძვლის განვითარება შეუძლიათ, რაც მათ უფრო მაღალი პროფესიული მწვერვალების დაპყრობისკენ უბიძგებს.

სასურველი პოზიციის მოსაპოვებლად შექმნილი აღმასრულებელი თანაშემწის CV სრულყოფილად უნდა წარმოაჩენდეს თქვენს პროფესიულ ღირსებას. სწორედ ამიტომ, საუკეთესო რჩევების გაზიარებით შევეცდებით დაგეხმაროთ თქვენი კონკურენტული უპირატესობებისა და პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისად აღწერაში.

აღმასრულებელი თანაშემწე CV

Სარჩევი

აღმასრულებელი თანაშემწე CV: მაგალითი

👇 წარმოგიდგენთ აღმასრულებელი თანაშემწის CV-ს ნიმუშს, რომელიც საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, თქვენი შთაგონებისთვის შევქმენით:

მაია ბერია
აღმასრულებელი თანაშემწე
+995 555 123 321
maiaberia@email.com
თბილისი, საქართველო
linkedin.com/in/maiaberia

პროფესიული შეჯამება
“მაღალკვალიფიციური აღმასრულებელი თანაშემწე პროფესიული გამოცდილების 5 წლიანი ისტორიითა და თვალსაჩინო კარიერული მიღწევებით. Microsoft Office Suite-ისა და PowerBI-ს სრულყოფილი ცოდნა შესაძლებლობას მაძლევს ეფექტურად განვახორციელო მოვალეობები და მაღალი პროფესიული სტანდარტით ვუზრუნველყო კომპანიის სრულყოფილი ფუნქციონირება.”

სამუშაო გამოცდილება 
აღმასრულებელი თანაშემწე
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
თბილისი, საქართველო
მარტი 2018 – მაისი 2023

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის საქმიანობის მხარდაჭერა და მმართველ რგოლთან სტრატეგიული კომუნიკაციის ფარგლებში ბიზნეს გადაწყვეტილებების გენერირება;
  • ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • პროექტების მენეჯმენტთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგი;
  • მონაცემების რეპორტინგი.

განათლება
ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2019 წლის ოქტომბერი – 2021 წლის ივლისი

შესაბამისი კურსები:

  • პერსონალური ბრენდინგი;
  • სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები;
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტის არსი და პროფესიული განვითარების პრინციპები;
  • სტრატეგიული კომუნიკაციები;
  • სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები.

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
მაი, 2015 – ივნ 2019

შესაბამისი კურსები:

  • სტრატეგიული მენეჯმენტი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები;
  • ეკომომიკისა და ბიზნესის სტატისტიკის საფუძვლები;
  • ბიზნეს ეთიკა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;
  • ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები;
  • საერთაშორისო ბიზნეს რეგულიაციები;

ტრენინგები & კურსები

  • “დროის ეფექტური მენეჯმენტი” – განათლების აკადემია, 2023 წლის მარტი
  • “ეფექტური ბიზნეს კომუნიკაცია და პერსონალური ბრენდინგი” – საერთაშორისო განვითარების ცენტრი, 2022 წლის აპრილი
  • “სტრატეგიული კომუნიკაციები და ადამიანური რესურსების მართვა” – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ცენტრი, 2020 წლის სექტემბერი

ხისტი უნარები

  • მონაცემთა ბაზების მენეჯმენტი
  • Microsoft Office Suite
  • Google Calendar
  • Asana
  • MySQL
  • Google Sheets
  • Quickbooks
  • Xero

რბილი უნარები

  • დროის მენეჯმენტი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობა
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაცია
  • დამოუკიდებლად მოქმედების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • კრეატიულობა

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური – C1
  • ფრანგული – B1

აღმასრულებელი თანაშემწე CV

აღმასრულებლის თანაშემწის პროფესია საქართველოში: ხელფასი და დასაქმების შესაძლებლობა

აღმასრულებელი თანაშემწის როლი საქართველოში უაღრესად პერსპექტიულია, ვინაიდან ის კარიერული ზრდის, უნარების განვითარებისა და მაღალი დონის გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

💡 ფაქტი: salaryexplorer-ის მონაცემების თანახმად, საქართველოში დასაქმებული აღმასრულებელი თანაშემწის ყოველთვიური ანაზღაურება 3 520 ლარია.

👉 რაც შეეხება, დასაქმების პერსპექტივას, კერძო კომპანიებთან ერთად პოტენციურ დამსაქმებლად აუცილებლად მოიაზრეთ შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციები:

  • შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
  • გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Woman)
  • გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)

Სრული გზამკვლევლი აღმასრულებელი თანაშემწის რეზიუმესთვის

აღმასრულებელი თანაშემწის რეზიუმეს მომზადებისას სასურველია ყურადღებით გაეცნოთ CV-ს შექმნასთან დაკავშირებულ წესებს და მხედველობაში მიიღოთ ჩვენი რელევანტური რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც საუკეთესო პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება.

  • აქცენტი შესაბამის პროფესიულ გამოცდილებაზე გააკეთეთ:თუ აღმასრულებელ თანაშემწედ მუშაობის გამოცდილება გაქვთ აუცილებლად გააამახვილეთ ამაზე ყურადღება. რაც უფრო რელევანტური იქნება თქვენ მიერ რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია, მით უფრო მკაფიოდ გამოხატავთ სასურველ პოზიციასთან თქვენს შესაბამისობას და მით უფრო მეტად გაზრდით თქვენი წარმატების შანსს.
⚠️ გაფრთხილება: პროფესიულ გამოცდილებაზე საუბრისას, მოერიდეთ სფეროსთვის შეუფერებელი სპეციფიური ტერმინებისა და აბრევიატურების გამოყენებას. გამოცდილებასთან დაკავშირებული თარიღების მითითებისას კი ისინი სრული ფორმით წარმოადგინეთ (მაგ., მიუღებელი იქნება თუ თქვენს სამუშაო პერიოდს ამ ფორმით წარმოადგენთ: 2020 მაი – 2022 ივნ).
  • აქცენტი მხოლოდ პროფესიისთვის რელევანტურ უნარებზე გააკეთეთ:აღმასრულებელი თანაშემწის პროფესია პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს გულისხმობს, ვინაიდან ის არამხოლოდ კომპანიის ორგანიზაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, არამედ ბიზნეს პარტნიორებთან უშუალო კომუნიკაციის გზით წარმოადგენს კომპანიას.შესაბამისად, სასურველი პოზიციის დასაკავებლად საჭიროა, რეზიუმეში ყურადღება მხოლოდ იმ თვისებებზე გაამახვილოთ, რომელთა ქონაც უმნიშვნელოვანესია აღმასრულებელი თანაშემწის პროფესიული ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად.
  • გამოიყენეთ პროფესიასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვები:აღმასრულებელი თანაშემწის ვაკანტური პოზიციის აღწერაში წარმოდგენილი საკვანძო ფრაზებისა და სიტყვების გამოყენება სრულყოფილად წარმოაჩენს თქვენს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას პოზიციისადმი და ხაზს გაუსვამს, რომ განსაკუთრებული ენთუზიაზმით აღიქვამთ ახალ პროფესიულ შესაძლებლობას.
  • შესაბამისად იზრუნეთ რეზიუმეს ორგანიზაციულ ფორმაზე:დამსაქმებელზე პოზიტიურ შთაბეჭდილებას რეზიუმე მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდენს, თუ ის სტილისტიკურად გამართული და საინტერესოა, ამიტომ შეეცადეთ, CV-ს ორგანიზებას განსაკუთრებული დრო და ყურადღება დაუთმოთ.გონივრულად სტრუქტურირებული რეზიუმე ლაკონურად უნდა წარმოადგენდეს ინფორმაციას და მას დამსაქმებლისთვის მარტივად აღქმადს უნდა ხდიდეს. შესაძლოა თქვენი პროფესიული გზა ათეულობით წელსა და კომპანიას ითვლიდეს, თუმცა სასურველია რეზიუმე 1-2 გვერდს არ აღემატებოდეს.
🎁 რეზიუმეს შინაარსობრივი მხარით გამოწვეული პოზიტიური ეფექტის მეტად გასამძაფრებლად ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ CV-ის შექმნისას ფერების ფსიქოლოგიასთან დაკავშირებულ პრაქტიკას დავეყრდნოთ და პერსონალური მიზნებიდან გამომდინარე შევურჩიოთ რეზიუმეს ფერადი დეტალები.

Სექციების თანმიმდევრობა

ინფორმაციის ლოგიკური თანმიმდევრობისთვის აღმასრულებელი თანაშემწის რეზიუმეში სექციების თანმიმდევრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, გირჩევთ, რეზიუმეს შედგენა თქვენი პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენით, უფრო კონკრეტულად კი საკონტაქტო ინფორმაციისა და პროფესიული სათაურის მითითებით დაიწყოთ.

👉 რეზიუმეს შექმნის მომდევნო ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება პროფესიონალური შეჯამების სექციას მიაქციეთ და მასში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე აჩვენეთ დამსაქმებელს რამდენად შეესაბამება თქვენი შესაძლებლობები ვაკანსიით მოთხოვნებს.
📌 რჩევა: ნუ დაივიწყებთ რეზიუმეს სამ არსებით კომპონენტსაც, რადგან სამუშაო გამოცდილების, განათლებისა და უნარ-ჩვევების სათანადოდ წარმოჩენით სრულყოფილად შეძლებთ თქვენი პროფესიული განვითარებისა და მიღწევების დამსაქმებლისთვის ჩვენებას.

ძირითადი სექციების წარმოდგენის შემდეგ ყურადღება რეზიუმეს დამატებით განყოფილებებს მიაქციეთ. მათი დანიშნულება თქვენი კონკურენტული უპირატესობის წარმოჩენა და პროფესიული იდენტობის სრულყოფაა.

ფორმატი და სტრუქტურა

ალბათ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ პროფესიული წარმატების მისაღწევად შესაძლოა ფორმატს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. Სწორედ ამიტომ, დეტალურად აღგიწერთ რეზიუმეს ამ სექციის სპეციფიკას და შესაფერისი ფორმატის შერჩევაშიც დაგეხმარებით.

👇 წარმოგიდგენთ 3 ძირითადი კატეგორიის ფორმატს, რომლებიც აღმასრულებელი ასისტენტის CV-ს მომზადებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • ქრონოლოგიური ფორმატი – თუ თქვენი, როგორც აღმასრულებელი თანაშემწის პროფესიული გამოცდილება მრავალფეროვნებით გამოირჩება, სასურველია მასთან დაკავშირებული ინფორმაცია უახლესი დროიდან წარსულისკენ, ქრონოლოგიური პრინციპით წარმოადგინოთ.
  • ფუნქციური ფორმატი – თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პროფესიული გამოცდილება საკმარისად ეფექტურად ვერ წარმოგაჩენთ და თქვენი მთავარი უპირატესობა აღმასრულებელი თანაშემწისთვის საჭირო უნარ-ჩვევებია, რეზიუმეს ფუნქციური ფორმატი შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციის ეფექტურად წარმოჩენის აშუალებას მოგცემთ.
  • შერეული ფორმატი – თუ ვაკანსიით განსაზღვრული მოთხოვნების წაკითხვისას აღმოაჩენთ, რომ დამსაქმებლისთვის პროფესიულ უნარ-ჩვევებთან ერთად აღმასრულებელი თანაშემწის რანგში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილებაც მნიშვნელოვანია, მაშინ, გირჩევთ უპირატესობა შერეულ ფორმატს მიანიჭოთ.

აღმასრულებელი თანაშემწე CV

Სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ პირველი შთაბეჭდილება და მასთან დაკავშირებული ემოციები ხშირად არსებით გავლენას ახდენს პიროვნების შეფასებისას.

სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექციაც სწორედ პირველი შთაბეჭდილების ეფექტს ქმნის რეზიუმეში, ამიტომ მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ მასში წარმოდგენილი ინფორმაცია სრულყოფილად  აკმაყოფილებს ყველა ძირითად კრიტერიუმს.

👉 სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია თქვენს სახელს/გვარს, მისამართს, ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერს უნდა მოიცავდეს. სურვილის შემთხვევაში, ამ ჩამონათვალს შეგიძლიათ თქვენი პროფესიული სოციალური მედიის (მაგ., LinkedIn) ბმულიც დაამატოთ.
⚠️ გაფრთხილება: პროფესიონალური შთაბეჭდილების დასატოვებლად ეცადეთ მხოლოდ საზოგადოდ მიღებული წესის შესაბამისად შეამოკლოთ სიტყვები. (მაგალითად, უმჯობესია თარიღები სრული ფორმით წარმოადგინოთ და არა 15 მაი – 20 ივნ). აგრეთვე, არ არის საჭირო დააზუტოთ, რომ თქვენი დაბადების ადგილი თბილისი, ხოლო თარიღი 1995 წლის 12 ივნ ისია. ასეთი ინფორმაცია მხოლოდ გადატვირთავს რეზიუმეს.
✔️ კარგი სათაურის მაგალითი
მაია ბერია
აღმასრულებელი თანაშემწე
+995 555 123 321
maiaberia@email.com
თბილისი, საქართველო
linkedin.com/in/maiaberia
❌ ცუდი სათაურის მაგალითი
მაი ბერია
აღმასრულებელი თანაშემწე
+995 555 123 321
bero1996@email.com
მისამართი: თბილისი, 26 მაი სის ქუჩა, N24
დაბადების თარიღი: 1995 წლის 28 ივნ.
სამუშაო გამოცდილება: 2010 წლის 28 მაი – 2015 წლის 15 ივნ
facebook.com/maiaberia

პროფესიონალური შეჯამება

გონივრულად შექმნილი პროფესიონალური შეჯამების სექცია პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრების გარანტი და თქვენი წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ პროფესიონალური შეჯამება ეფექტურად ახდენდეს თქვენი ჯანსაღი პროფესიული ამბიციას ხაზგასმას.

✔️ რეზიუმეს შეჯამების სწორი მაგალითი
მაღალკვალიფიციური აღმასრულებელი თანაშემწე პროფესიული გამოცდილების 5 წლიანი ისტორიითა და თვალსაჩინო კარიერული მიღწევებით. Microsoft Office Suite-ისა და PowerBI-ს სრულყოფილი ცოდნა შესაძლებლობას მაძლევს ეფექტურად განვახორციელო მოვალეობები და მაღალი პროფესიული სტანდარტით ვუზრუნველყო კომპანიის სრულყოფილი ფუნქციონირება.
❌ რეზიუმეს შეჯამების არასწორი მაგალითი
მე გახლავართ მაი ბერია, საკუთარ საქმეზე შეყვარებული პროფესიონალი, რომელსაც აღმასრულებელ თანაშემწედ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს (2015 წლის 12 მაი – 2020 წლის 15 ივნ). რეზიუმეს გაცნობისთანავე დარწმუნდებით, რომ ჩემი პროფესიონალიზმისა და ყველა საჭირო უნარის წყალობით თქვენი კომპანიისთვის საჭირო კადრი ვარ!

გჭირდებათ თუ არა ფოტოსურათი?

ჩვეულებისამებრ, აღმასრულებელი ასისტენტის რეზიუმეში პირადი ფოტოს გამოყენება არ არის რელევანტური. მეტიც, სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმაზე, CV-ში ფოტოს გამოყენება არაპროფესიონალიზმთან ასოცირდება და   შესაძლოა პოტენციური მიკერძოება გამოიწვიოს დაქირავების პროცესში.

👉 რეზიუმე ფოკუსირებული უნდა იყოს შესაბამისი უნარების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების ხაზგასმაზე და არა პიროვნულ გარეგნობაზე.

სწორედ ამიტომ, წარმატებულ კომპანიების შიდაორგანიზაციული პოლიტიკის თანახმად, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ კანდიდატის კვალიფიკაციასა და შესაძლებლობებს უნდა ეფუძნებოდეს. ეს დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ დისკრიმინაცია და მიკერძოება და შეინარჩუნოთ პროფესიონალიზმი და სამართლიანობა.

აღმასრულებელი თანაშემწე CV

აღმასრულებელი თანაშემწისთვის საჭირო სამუშაო გამოცდილება

აღმასრულებელი თანაშემწის პროფესიასთან ასოცირებული სამუშაო გამოცდილებისა  და მასთან დაკავშირებული ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების სრულყოფილად წარმოდგენა დამსაქმებლის თვალში კონკურენტულად წარმოაჩენს თქვენს პიროვნებას.

👇 წარმოგიდგენთ  აღმასრულებელი თანაშემწის პოზიციისთვის შექმნილ ორ სპეციფიკურ მაგალითს, რომელიც აპლიკანტის სამუშაო გამოცდილებას ამომწურავად და სრულყოფილად აღწერს.

მაგალითი 1

აღმასრულებელი თანაშემწე
გაეროს ქალთა ფონდი
თბილისი, საქართველო
მარტი 2020 – მაისი 2022

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერა;
  • ადამიანური რესურსების მართვის პროცესში მონაწილეობა;
  • საოფისე შესყიდვების მართვა, ადმინისტრაციული ხარჯების ბიუჯეტირება და შესაბამისი კონტროლი;
მაგალითი 2

აღმასრულებელი თანაშემწე
აუდიტორული კომპანია ,,მაი ქეისი”
თბილისი, საქართველო
თებერვალი 2015 – მარტი 2020

ძირითადი მოვალეობები:

  • ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ბრძანებებისა და ინვოისების წარმოება და აღრიცხვა;
  • კომპანიის თანამშრომლების შრომითი ეფექტურობის კონტროლი;
  • მონაცემთა ბაზების მენეჯმენტი და მომსახურების ხარისხის კონტროლი.

Როგორ შევქმნათ აღმასრულებელი თანაშემქის CV გამოცდილების გარეშე

თუ აღმასრულებელი თანაშემწის რანგში მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ, გირჩევთ, მთავარი აქვენტი ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე გააკეთეთ, როგორიცაა:

  • განათლება
  • კომპიუტერული უნარები
  • ტრენინგები
  • მოხალისეობრივი აქტივობები.

თუ რეზიუმეს შექმნის დროს დამსაქმებლის საჭიროების სწორად გააზრების საფუძველზე კონცენტრირდებით თქვენს კონკურენტულ უპირატესობებზე, სამუშაო გამოცდილების არქონა სასურველი პოზიციის დაკავების გზაზე ვერ დაგაბრკოლებთ.

📌 რჩევა: თქვენი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოსაჩენად, ყურადღება სწავლის პერიოდში შეძენილ უნიკალურ მახასიათებლებზე გაამახვილეთ და მიღწევების სახით ხაზგასმით აღნიშნეთ სტაჟირების დროს დაძლეული ისეთი დაბრკოლებები, რომელთა გადალახვის შემდეგაც ახალი უნარები შეიძინეთ.
👉 დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი რეზიუმე კონკრეტული სამუშაოს აღწერილობას უნდა მოარგოთ და ხაზი იმ უნარებსა და კვალიფიკაციებს უნდა გაუსვათ, რომლებიც აღმასრულებელი ასისტენტის როლის მოთხოვნებს შეესაბამება.

სამუშაო გამოცდილების გარეშეც კი, თქვენი შესაბამისი განათლების, უნარებისა და მიღწევების ხაზგასმა დამაჯერებლად წარმოაჩენს თქვენს პოტენციალს და დამსაქმებელს თქვენი, როგორც პერსპექტიული კადრის თვალნათლივ დანახვაში დაეხმარება.

აკადემიური და პროფესიული განათლების სექცია

განათლების სექცია თქვენი პროფესიონალური კვალიფიკაციის დონეს და მასთან დაკავშირებულ კონკურენტულ უპირატესობებს სრულყოფილად წარმოაჩენს. სწორედ ამიტომ, სასურველია, ამ სექციაში პროფესიისთვის რელევანტურ  კურსებსა ან ტრენინგებზეც გაამახვილოთ ყურადღება.

👇 მეტი სიცხადისთვის, განვიხილოთ აღმასრულებელი თანაშემწის პოზიციისთვის მომზადებული განათლების სექციის ორი რელევანტური მაგალითი:

მაგალითი 1

საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო (2018 – 2020)
მასობრივი კომუნიკაციების ბაკალავრი, ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო (2014 – 2018)

მაგალითი 2

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2015 წლის სექტემბერი – 2019 წლის ივნისი

შესაბამისი კურსები:

  • ეკომომიკისა და ბიზნესის სტატისტიკის საფუძვლები;
  • ბიზნეს ეთიკა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;
  • ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები;
  • საერთაშორისო ბიზნეს რეგულიაციები;
  • მეწარმეობის პრაქტიკული კურსი.

ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2019 წლის ოქტომბერი – 2021 წლის ივლისი

შესაბამისი კურსები:

  • სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები;
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტის არსი და პროფესიული განვითარების პრინციპები;
  • სტრატეგიული კომუნიკაციები;
  • სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები.

აღმასრულებელი თანაშემწის უნარ-ჩვევები

პროფესიული უნარების მკაფიოდ წარმოჩენით, თქვენ ხაზს გაუსვამთ თქვენს უნიკალურ შესაძლებლობებს და იმ ღირებულებების დემონსტრირებას შეძლებთ, რომლებიც აღმასრულებელი თანაშემწის თანამდებობასთან თქვენს შესაბამისობას აჩვენებთ.

პროფესიული უნარების ყოვლისმომცველი პრეზენტაცია დამსაქმებელს საშუალებას აძლევს აღმასრულებელი თანაშემწის პროფესიისთვის საჭირო ამოცანებისა და პასუხისმგებლობების შესასრულებლად საჭირო თქვენი მზადყოფნა შეაფასოს.

👇 გთავაზობთ უნარ-ჩვევების იმ ძირითად ჩამონათვალს, რომელთა რეზიუმეში წარმოდგენა თქვენს პროფესიონალურ და პიროვნულ კვალიფიკაციას თანაბრად გაუსვამს ხაზს.

ხისტი უნარები

  • მონაცემთა ბაზების მენეჯმენტი
  • Microsoft Office Suite
  • Google Calendar
  • Asana
  • MySQL
  • Google Sheets
  • Quickbooks
  • Xero

 რბილი უნარები

  • დროის მენეჯმენტი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობა
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაცია
  • დამოუკიდებლად მოქმედების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • კრეატიულობა

Მარკეტინგის უნარები

ადმინისტრაციული და ორგანიზაციული შესაძლებლობების გარდა, მარკეტინგული ინიციატივების ეფექტურად მხარდასაჭერად და განყოფილების წარმატებაში წვლილის შესატანად აღმასრულებელი თანაშემწეები მარკეტინგის სფეროსთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ უნარებსაც საჭიროებენ.

  • კომუნიკაციის უნარები:კლიენტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის, აღმასრულებელ თანაშემწეებს ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები სჭირდებათ.ეს მოიცავს პროფესიული წერილების შედგენას, ანგარიშების შექმნას და ინფორმაციის ნათლად და ლაკონურად გადმოცემას.
  • სოციალური მედიის ცოდნა:სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმების გაცნობა და მათი მარკეტინგული პოტენციალის გაცნობიერება მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ასისტენტებისთვის.მათი პასუხისმგებლობის სფერო შესაძლოა მოიცავდეს სოციალური მედიის ანგარიშების მართვას, პოსტების მომზადებასა და აუდიტორიის ჩართულობის მონიტორინგს.
  • კვლევისა და ანალიტიკური უნარები: შესაძლოა აღმასრულებელი თანაშემწეები ბაზრის კვლევის პროცესში, კონკურენტების შეფასებასა და მარკეტინგული კამპანიებისთვის მონაცემების შეგროვებაშიც ჩაერთონ.სწორედ ამიტომ ისინი კვლევისა და ანალიტიკის განსაკუთრებულ უნარებს უნდა ფლობდნენ, რათა შეაგროვონ რელევანტური მონაცემები და ეფექტური ინტერპრეტაცია შეძლონ.
  • კრეატიულობა: მარკეტინგი ხშირად იდეების გენერირებას, კამპანიებისა და ინოვაციური მიდგომების შემუშავებას გულისხმობს. შესაბამისად, შემოქმედებითი აზროვნების უნარის მქონე აღმასრულებელ თანაშემწეებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ მარკეტინგული სტრატეგიების იდეასა და განხორციელებაში.
  • პროექტის მენეჯმენტი:მარკეტინგული კამპანიები ხშირად მრავალფეროვან ამოცანებთან და შეზღუდულ ვადებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, პროექტის მენეჯმენტის ძლიერი უნარები, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და კოორდინაცია, გადამწყვეტია აღმასრულებელი ასისტენტის მიერ მარკეტინგული ინიციატივების შეუფერხებლად შესრულების უზრუნველსაყოფად.
  • ციფრული მარკეტინგის ცოდნა: ციფრულ მარკეტინგთან დაკავშირებული ისეთი კონცეფციების გაცნობა, როგორიცაა SEO, კონტენტ მარკეტინგი, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი და ანალიტიკა, მარკეტინგის აღმასრულებელი ასისტენტებისთვის საჭირო მეტად ღირებული უნარებია.

დამატებითი სექციები

👉 CV-ს დამატებითი სექციებით გამდიდრება თქვენს უპირატესობას უსვამს ხაზს და დამაჯერებლად წარმოაჩენს თქვენი, როგორც საუკეთესო აღმასრულებელი თანაშემწის პროფესიულ უპირატესობას.

დამატებითი სექციების გრაფაში წარმოდგენილი ინფორმაცია თქვენი ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე შესაძლოა მრავალგვარი იყოს.

👇წარმოგიდგენთ რამდენიმე რელევანტურ მაგალითს:

უცხო ენები

უცხო ენის მცოდნე აღმასრულებელი თანაშემწე კომპანიის კონკურენტულ უპირატესობას ქმნის გლობალურ ბაზარზე. ვინაიდან, აღმასრულებელი თანაშემწის როლი საერთაშორისო კლიენტებთან და პარტნიორებთან ინტერაქციას მოითხოვს, უცხო ენის ცოდნა ღირებული აქტივია ეფექტური კომუნიკაციისა და ბიზნეს კავშირების დასამყარებლად.

რეზიუმეში უცხო ენების ცოდნის ხაზგასმა თქვენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისადმი ერთგულებაზე მეტყველებს და პროაქტიულ მიდგომას ასახავს ახალი უნარების შეძენის მიმართ, რაც ღირებულ ასპექტს წარმოადგენს იმ დამსაქმებლებისთვის, რომლებიც კანდიდატებში უწყვეტი სწავლისა და ზრდისკენ სწრაფვას აფასებენ.

👇 სასურველია, აღმასრულებელი თანაშემწის რეზიუმეში უცხო ენების სექცია საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად წარმოადგენდეს თქვენს ცოდნას:

  • მშობლიური
  • თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
  • შუალედური დონე (B1)
  • Საბაზისო (A2)

კომპიუტერული პროგრამები

სწრაფად განვითარებად ციფრულ სამყაროში კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ეფექტური კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. აღნიშნული ინფორმაცია დამსაქმებელს მიუთითებს, რომ სამუშაო პროცესში ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრირების საფუძველზე შეგიძლიათ დოკუმენტების შექმნასა და მონაცემთა ორგანიზებასთან დაკავშირებული ამოცანები გაამარტივოთ.

👉 კომპიუტერული უნარების ფლობა არის იმის საშუალება, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ მცირე ტექნიკურ გამოწვევებს. ეს ნიშნავს, რომ ეფექტურად შექმნათ, გაანალიზოთ და წარმოადგინოთ მონაცემები, რაც ბიზნეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს სრულყოფილს გახდის.

Მოხალისეობა/ორგანიზაციები

მოხალისეობრივი გამოცდილება ადამიანს ძლიერი კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარებს უვითარებს. ამ გამოცდილების მქონე ადამიანებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აქვთ და გლობალურ გამოწვევებს განსხვავებული პერსპექტივიდან აღიქვამენ.

👉 თქვენი მოხალისეობრივი გამოცდილება არა მხოლოდ საუკეთესოდ წარმოაჩენს აღმასრულებელი თანაშემწის პოზიციისთვის საჭირო უნარებს, არამედ ხაზს უსვამს თქვენი პიროვნების განსაკუთრებულებას და დამსაქმებელს არწმუნევს, რომ მრავალფეროვან და დინამიურ გარემოში მუშაობისთვის მზად ხართ.

კურსები და ტრენინგები

შესაბამისი პროფესიული კურსებისა და ტრენინგების მითითება აღმასრულებელი თანაშემწის რეზიუმეში ძალზედ მნიშვნელოვანია.

ეს სექცია უწყვეტი სწავლისა და პროფესიული განვითარებისადმი თქვენს ერთგულებაზე მიუთითებს და გვიჩვენებს, რომ მზად ხართ გაუმკლავდეთ აღმასრულებელი ასისტენტის პოზიციისთვის დამახასიათებელ გამოწვევებს.

📌 რჩევა: რელევანტურ პროფესიულ კურსებსა და ტრენინგებს შეუძლიათ გააუმჯობესონ თქვენი კვალიფიკაცია და ცოდნა კონკრეტულ სფეროებში. სწორედ ამიტომ, რეზიუმეში შესაბამისი პროფესიული კურსებისა და ტრენინგების წარმოდგენა მნიშვნელოვნად შეგიწყობთ ხელს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებასა და სასურველი პოზიციის დაკავებაში.

პუბლიკაციები

აღმასრულებელი თანაშემწის რეზიუმეში შესაბამისი პუბლიკაციების წარმოდგენა ცხადყოფს, რომ თქვენ კონკრეტული სფეროს სიღრმისეული ცოდნა და მასთან დაკავშირებული ღირებული შეხედულებები გაქვთ.

👉 პუბლიკაციების ნაწილი უდავოდ გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან და პოტენციური დამსაქმებლის ყურადღებას იოლად მიიპყრობს. ეს სექცია აჩვენებს თქვენს უნარს გამოიკვლიოთ, გაანალიზოთ და ეფექტურად წარმოადგინოთ საჭირო ინფორმაცია, რაც მეტად ღირებული უნარია აღმასრულებელი თანაშემწისთვის.

პუბლიკაციები ასევე წარმოაჩენენ თქვენი ძლიერი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარებს, რაც გადამწყვეტია აღმასრულებელი თანაშემწის პოზიციისთვის. Მიზეზი ის არის, რომ ამ პროფესიასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები შესაძლოა ანგარიშების, მემორანდუმებისა და სხვა წერილობითი დოკუმენტების მომზადებას გულისხმობდეს.

5 ძირითადი რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ აღმასრულებელი თანაშემწის CV-ს შექმნისას

  • რეზიუმეს შექმნისას თავი შეიკავეთ ბუნდოვანი წინადადებების გამოყენებისგან. დარწმუნდით, რომ თითოეული აბზაცი გონივრულად სტრუქტურირებული, ყოველი ვრცელი ჩამონათვალი კი პუნქტობრივად დანომრილია. 
  • რეზიუმეში წარმოდგენილი პროფესიული  მიღწევები მაქსიმალური სიზუსტით აღწერეთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ პიროვნული უნარ-ჩვევების სექცია  პერსპექტიულად წარმოაჩენდეს თქვენ პიროვნებას.
  • ყურადღება მხოლოდ პროფესიისთვის რელევანტურ სამუშაო გამოცდილებაზე გაამახვილეთ, აღწერეთ მასთან დაკავშირებული ფუნქციები და ამაზე დაყრდნობით შესძინეთ თქვენს CV-ს მეტი დამაჯერებლობა.
  • თუ რეზიუმეს ქართულ ენაზე შედგენას გადაწყვეტთ უპირატესობა Sylfaen-ს მიანიჭეთ. ინგლისურენოვანი CV-ს შემთხვევაში კი სასურველია Times New Roman ფონტი გამოუყენოთ. 
  • ვინაიდან ეფექტური კომუნიკაცია აღმასრულებელი თანაშემწის საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტია, განსაკუთრებული ყურადღებით შეამოწმეთ ყოველი სექცია და დარწმუნდით, რომ რეზიუმე გრამატიკულ და პუნქტუაციურ შეცდომებს არ შეიცავს.

გამოიყენეთ სამოტივაციო წერილის უპირატესობა

აღმასრულებელი თანაშემწის რეზიუმესთან ერთად მომზადებული სამოტივაციო წერილი შესაძლებლბას გაძლევთ პერსონალიზებულად ისაუბროთ თქვენს კვალიფიკაციასა და მისწრაფებებზე.

სამოტივაციო წერილი საშუალებას გაძლევთ გამოხატოთ თქვენი უნიკალური პროფესიული შესაძლებლობები და აღმასრულებელი თანაშემწისთვის საჭირო დამაჯერებლობით შეუსაბამოთ თქვენი ღირებულებები კომპანიის მისიას!

🎁 საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ჩვენი რეზიუმეს მაგალითები  აღმასრულებელი თანაშემწის სრულყოფილი CV-ს შექმნაში დაგეხმარებათ! ჩვენი საუკეთესო შაბლონები კი თქვენს პროფესიასთან დაკავშირებულ კარიერულ მიზნებს მეტ სიცხადეს შემატებენ და რეალობად აქცევენ მათ!

კითხვები და პასუხები

რა სპეციფიკური გამოწვევები და სირთულეები ახასიათებს აღმასრულებელი თანაშემწის პროფესიას?

აღმასრულებელი ასისტენტის როლი კომპანიის ცვალებად საჭიროებებთან ერთად ვითარდება და ინდუსტრიისთვის დამახასიათებელ ტენდენციებთან მუდმივ თანხვედრას საჭიროებს.

დროის ეფექტური მენეჯმენტის საფუძველზე მრავალი ამოცანის მართვა, მჭიდრო ვადები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა შეიძლება შესაძლოა აღმასრულებელი თანაშემწის პროფესიასთან დაკავშირებულ მთავარ გამოწვევებად მივიჩნიოთ.

აღმასრულებელ თანაშემწეებს ხშირად აქვთ წვდომა სენსიტიურ ინფორმაციაზე და მათ მკაცრი კონფიდენციალურობის დაცვა ევალებათ, რაც განსაკუთრებულ ყურადღებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს.

რომელ ინდუსტრიებშია აღმასრულებელი ასისტენტის პროფესია განსაკუთრებით მოთხოვნადი?

აღმასრულებელი თანაშემწის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჯანდაცვის, მარკეტინგის, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების სფეროებშია.

თუმცა, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაშიც აღმასრულებელი თანაშემწის როლი არსებითად მნიშვნელოვანია პროექტების მართვის, ფონდების მოძიებისა და ოპერაციების მენეჯმენტის ნაწილში.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...