ძიძის პროფესიის უნიკალურობა მის უნივერსალურობაში მდგომარეობს და ამ პოზიციაზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს როგორც ახალგაზრდა გოგონებს, აგრეთვე პენსიაზე გასულ ქალბატონებს, ასაკთან დაკავშირებული ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. მთავარია იაზრებდეთ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა გეკისრებათ და მის სრულყოფილად შესასრულებლად საჭირო პროფესიულ უნარ-ჩვევებს ფლობდეთ.
იმისთვის, რომ კონკურენტულ უპირატესობას ფლობდეთ და სხვა კანდიდატებისგან მნიშვნელოვნად გამოირჩეოდეთ, საჭიროა ყველა სტანდარტის დაცვით შექმნათ ძიძის CV, რომელიც საუცხოოდ წარმოაჩენს თქვენს პროფესიულ შესაძლებლობებს.
მოცემულ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ ყველა იმ რჩევასა და რეკომენდაციას, რომელიც თქვენი უნარ-ჩვევების, განათლებისა და სამუშაო გამოცდილების ეფექტურად წარმოჩენაში დაგეხმარებათ!
Სარჩევი
ძიძა CV: შაბლონი
👇 განვიხილოთ ძიძის CV-ს ნიმუში, რომელიც რეზიუმეს შექმნის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის ორგანიზებული:
ძიძა
თბილისი, საქართველო
+995 555 555 555
tamartsereteli@email.com
linkedin.com/in/tamartsereteli
პროფესიული შეჯამება
“საკუთარ საქმეზე შეყვარებული გამოცდილი აღმზრდელი, კერძო საბავშვო ბაღში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით. ზედმიწევნით ვფლობ ინკლუზიური განათლების პრინციპებს და საუკეთესო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად ვაორგანიზებ სააღმზრდელო პროცესს.”
სამუშაო გამოცდილება
ძიძა
ამერიკული კერძო საბავშვო ბაღი ნანუ
ოქტომბერი 2015 – მაისი 2021
- სკოლამდელი აღზრდის სფეროსთან დაკავშირებული თანამედროვე პედაგოგიური პრაქტიკის შესაბამისად ვახორციელებდი სააღმზრდელო პროცესს.
- საღმზრდელო აქტივობების მოფიქრებისას ვითვალისწინებდი ბავშვის ასაკს, მისი განვითარების დონესა და სპეციფიკურ ინტერესებს.
- ბავშვთან ერთად ვქმნიდი დღის განრიგს და მისი სურვილის შესაბამისად ვარჩევდი საგანმანათლებლო რესურსებს..
აღმზრდელი ძიძა
ამერიკული კერძო საბავშვო ბაღი ჰულაჰუპი
თებერვალი 2011 – ივნისი 2015
- სრულფასოვან განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფა;
- ბავშვთან კომუნიკაციის საერთაშორისოდ დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკის გათავლისწინება;
- ეფექტური კომუნიკაცია ბავშვთან და მის მშობლებთან.
განათლება
აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო ცენტრი ,,განათლება”, საქართველო (2009-2012)
ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (2009 – 2011)
ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი, ილია ჭავჭავაძის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო (2007 – 2011)
ტრენინგები & კურსები
- განვითარების თავისებურებები და აღზრდისადმი ფსიქოლოგიური მიდგომა – სმარტ აკადემიის ტრენინგ კურსი
- პროფესიული კურსების სერია “ინკლუზიური სწავლების პრინციპები” – საერთაშორისო განათლების აკადემია
- “ეფექტური კომუნიკაცია ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპზე” – საერთაშორისო განვითარების ცენტრის სასერთიფიკატო კურსი;
ხისტი უნარები
- ბავშვის ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მახასიათებლების ცოდნა
- უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა
- პირველადი სამედიცინო დახმარების წესების ცოდნა
- ორგანიზაციული უნარები
- სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა
- პრაქტიკაში საგანმანათლებლო რესურსების სწორი ინტეგრაცია
- პრაქტიკაში ფსიქოლოგიური მიდგომების ეფექტური გამოყენება
- წიგნიერების მაღალი ხარისხი
- დისციპლინა
Რბილი უნარები
- ტოლერანტობა და ჰუმანურობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- დროის მენეჯმენტი
- დეტალებზე ორიენტირება
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- კეთილსინდისიერება
- თანაგრძნობის უნარი
- პასუხისმგებლობა
ენები
- ქართული (მშობლიური)
- ინგლისური – B2
Რამდენად მოთხოვნადია ძიძის პროფესია საქართველოში 2023 წელს?
საქართველოს შრომით ბაზართან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ტენდენცის შესაბამისად, ძიძის პოზიცია მზარდი მოთხოვნით ხასიათდება და დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
Ძიძების სააგენტოები
ძიძის პროფესიასთან დაკავშირებული მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, სამსახურის მოპოვება იოლი არ არის. სამუშაოს მოსაძებნად ყველაზე მარტივი და საიმედო გზა სპეციალიზებული დასაქმების სააგენტოებია.
Როგორ უნდა შექმნათ ძიძის ეფექტური CV: რჩევები
ძიძის პროფესია მომავალი თაობის აღზრდასთან დაკავშირებული საჭირო უნარების ვრცელ ჩამონათვალს გულისხმობს. შესაბამისად, მზად უნდა იყოთ, რომ დამსაქმებელი ყოველ დეტალზე გაამახვილებს ყურადღებას და შეფასებისას განსაკუთრებით მომთხოვნი იქნება.
👇 ეფექტური რეზიუმეს შექმნის მიზნით, სწორი აქცენტების გასაკეთებლად წარმოგიდგენთ კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს:
- ყურადღება მიაქციეთ ვაკანსიის საკვანძო სიტყვებს:განცხადება ყოველთვის შეიცავს მნიშვნელოვანს საკვანძო სიტყვებს, რომელთა გამოყენება რეზიუმეში ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და თქვენს პროფესიულ კვალიფიკაციას შორის შესაბამისობას უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს.
- ნათლად წარმოადგინეთ თქვენი უნარ-ჩვევები:CV-ის მომზადებისას სათანადო ყურადღება მიაქციეთ როგორც თქვენს პიროვნულ, აგრეთვე პროფესიონალურ უნარ-ჩვევებს. ეფექტური კომუნიკაციის უნარი, დროის გონივრული მენეჯმენტი, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის განსაკუთრებული შეგრძნება ის უნარ-ჩვევებია, რომლებიც ძიძის პროფესიულ წარმატებას განაპირობებს.
- ზედმიწევნით აღწერეთ თქვენი პროფესიული გამოცდილება:რეზიუმე აპლიკანტის სამუშაო გამოცდილებას რამდენიმე რაკურსით უნდა აღწერდეს და ძიძის როლში თქვენს მრავალწლიან გამოცდილებას უნდა ამყარებდეს.
- შეარჩიეთ შესაბამისი სტრუქტურა და ყოველი სექცია მხოლოდ რელევანტური ინფორმაციით შეავსეთ:რეზიუმეს ყოველი განყოფილების სრულყოფილად შევსება ზედმიწევნით წარმოაჩენს თქვენს შესაძლებლობებს და ხაზს გაუსვამს კონკურენტულ უპირატესობებს.
- ყურადღება მიაქციეთ დიზაინთან დაკავშირებულ ასპექტებს:გონივრულად ორგანიზებული CV აპლიკანტის წარმატების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის. რელევანტურ სტრუქტურირებასთან ერთად რაოდენობრივი და ფაქტობრივი მონაცემების გამოყენებით რეზიუმეს მეტ დამაჯერებლობასა და სიცხადეს შესძენთ.
სექციების სწორი განლაგება
პროფესიონალი კადრის მაძიებელი დამსაქმებელი აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას იმაზე თუ რამდენად სწორად გაქვთ სექციები რეზიუმეში განლაგებული.
Სასურველი ფორმატი და სტრუქტურა
CV-ის სტრუქტურირებასთან დაკავშირებული თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინება დაგეხმარებათ, რომ HR-მა დაუბრკოლებლად აღიქვას ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია და პირველივე წამებში დაინტერესდეს თქვენი პიროვნებით.
👇 წარმოგიდგენთ რეზიუმეს ფორმატირების 3 ყველაზე გავრცელებულ მეთოდს:
- ქრონოლოგიური ფორმატიქრონოლოგიური ფორმატი უპირატესობას უახლეს პროფესიულ გამოცდილებას ანიჭებს და მხოლოდ მისი წარმოჩენის შემდეგ გადადის წარსული გამოცდილებების აღწერაზე. აღნიშნული ფორმატი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ შემთხვევაში თუ გსურთ, რომ დამსაქმებელმა თვალი მიადევნოს თქვენი პროფესიული განვითარების დინამიკას.
- ფუნქციური ფორმატიფუნქციური ფორმატი ინფორმაციას კატეგორიებად ჰყოფს და მას განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების სექციებში ანაწილებს. ფუნქციური ფორმატი დამატებითი განყოფილებების სახით შესაძლოა აგრეთვე წარმოადგენდეს მთავარ მიღწევებს, პროფესიულ სასწავლო კურსებს ან მოხალისეობრივ გამოცდილებას.
- შერეული ფორმატიშერეული ფორმატი ქრონოლოგიური და ფუნქციური რეზიუმეს კომბინირებით წარმოადგენს აპლიკანტის კონკურენტულ უპირატესობებს. ის საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისთვისაც პიროვნულ უნარ-ჩვევებთან ერთად პროფესიული გამოცდილებისა და განათლების წარმოჩენაც პრიორიტეტულია.
სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია უნდა შეიცავდეს თქვენთან დაკავშირებულ ყველა იმ პირად და აუცილებელ მონაცემს, რომელიც შესაძლოა პოტენციური დამსაქმებლისთვის საინტერესო იყოს.
აღნიშნული სექცია ზედმიწევნით უნდა აღწერდეს თქვენს სახელს, პროფესიულ სტატუსს, ადგილმდებარეობასა და საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტას).
👇 ეფექტური სათაურის შესაქმნელად, რეკომენდირებულია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
- პროფესიული სათაური თქვენი სახელისა და გვარის ქვემოთ, ფურცლის ზედა მარცხენა მხარეს განათავსეთ;
- პროფილის სათაურის ველს ძირითადად პროფესიის, თანამდებობის ან განათლების აღსანიშნავად იყენებენ. შესაბამისად, ის ლაკონურად, 1-2 სიტყვით უნდა გამოხატავდეს სათქმელს.
- სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექციაში, სასურველია სახელი და გვარი ოფიციალური დოკუმენტების შესაბამისად. მოერიდეთ კნინობითი ფორმებისა და მეტსახელების გამოყენებას.
- მოერიდეთ საკონტაქტო ინფორმაციაში კერძო კომპანიების დასახელებას (მაგ., კერძო საბავშვო ბაღი ნანუ).
ძიძა
თბილისი, საქართველო | +995 555 123123 | tamartsereteli@email.com
პროფესია: ძიძა
სამუშაო ადგილი:
ამერიკული კერძო საბავშვო ბაღი ნანუ (01 ივნ, 2020 – 31 მაი, 2021)
საბავშვო ბაღი ჰულაჰუპი (31 მაი, 2021 – 20 მაი, 2022)
+995 555 555 555
tsero1981@email.com
მისამართი: თბილისი, კორპუსი log, ნომერი 20 მაი აკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია
Როდის უნდა გამოიყენოთ ფოტოსურათი რეზიუმეში?
შესაძლოა დაგაინტერესოთ, რომ პიროვნულ უნარ-ჩვევებთან ერთად მნიშვნელოვანია, ძიძას სასიამოვნო და სანდომიანი გარეგნობა ჰქონდეს, რადგანაც სწორედ მასზეა დამოკიდებული ბავშვის ემოციური დამოკიდებულება სამყაროსადმი. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც, თუმცა გირჩევთ ძიძის რეზიუმეში გამოიყენოთ ფოტოსურათი.
Სამუშაო გამოცდილების ისტორია
პროფესიული გამოცდილების სექცია თქვენი სამუშაო გამოცდილების აღწერით ადასტურებს თქვენს კარიერულ ღირსებას.
👉 გიზიარებთ ძიძის სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებულ ორ სპეციფიკურ მაგალითს:
მაგალითი 1
ამერიკული კერძო საბავშვო ბაღი ნანუ
ოქტომბერი 2011 – მაისი 2020
- სკოლამდელი აღზრდის სფეროსთან დაკავშირებული თანამედროვე პედაგოგიური პრაქტიკის შესაბამისად ვახორციელებდი სააღმზრდელო პროცესს.
- საღმზრდელო აქტივობების მოფიქრებისას ვითვალისწინებდი ბავშვის ასაკს, მისი განვითარების დონესა და სპეციფიკურ ინტერესებს.
- ბავშვთან ერთად ვქმნიდი დღის განრიგს და მისი სურვილის შესაბამისად ვარჩევდი საგანმანათლებლო რესურსებს..
მაგალითი 2
ამერიკული კერძო საბავშვო ბაღი ჰულაჰუპი
თებერვალი 2007 – ივნისი 2011
- უზრუნველვყოფდი ბავშვის სრულფასოვან განვითარებაზე ორიენტირებულ სააღმზრდელო პროცესს;
- აღზრდის პროცესში ვითვალისწინებდი ბავშვთან კომუნიკაციის საერთაშორისოდ დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკას..
- პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, ბავშვთან და მის მშობლებთან ურთიერთობისას ვავლენდი ეფექტური კომუნიკაციის უნარებს.
თუ ძიძად ჯერ არ გიმუშავიათ
ძიძის პროფესიასთან დაკავშირებული გამოცდილების არქონის შემთხვევაშიც კი შეგიძლიათ დაიკავოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია და სრულყოფილად შეასრულოთ თქვენზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები.
რა არის ამისთვის საჭირო? გულწრფელად გიყვარდეთ ბავშვები და ეფექტური კომუნიკაციის საფუძველზე შეგეძლოთ მათთან საერთო ენის გამონახვა.
👉 თუ ძიძად ჯერ არ გიმუშავიათ, შესაძლოა დაგაინტერესოთ შემდეგმა რჩევებმა:
- მკაფიოდ ისაუბრეთ თქვენი განათლებისა და აკადემიური მიღწევების შესახებ: ძიძის შერჩევისას მშობლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ აპლიკანტების აკადემიურ ხარისხს და ყურადღებას ამახვილებენ როგორც თქვენ მიერ გავლილ საგანმანათლებლო კურსებზე, აგრეთვე სასწავლო ტრენინგებზე.სამუშაო გამოცდილების არქონის შემთხვევაში გირჩევთ ნათლად ისაუბროთ როგორც თქვენს განათლებაზე, აგრეთვე აკადემიურ მიღწევებზე.
- ყურადღება მიაქციეთ ძიძის პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს:საუკეთესო შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე იმ უნარ-ჩვევებზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას, რომელიც თქვენი, როგორც საუკეთესო ძიძის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს (მაგ: ეფექტური კომუნიკაცია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება და სხვ.)გადაწყვეტილების მიღებამდე, თქვენი რეზიუმეს განხილვისას დამსაქმებლები სწორედ ამ პიროვნულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებს მიიღებენ მხედველობაში.
ძიძებისთვის შესაბამისი განათლება
საუკეთესო შემთხვევაში ძიძა უნდა ერკვეოდეს ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ასპექტებში, მის ასაკობრივ თავისებურებებში და აღზრდის მეთოდებში. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ მას გარკვეული ცოდნა ჰქონდეს სამედიცინო სფეროში და პირველადი დახმარების აღმოჩენა შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში.
👇 წარმოგიდგენთ განათლების სექციის აღწერასთან დაკავშირებულ ორ სრულყოფილ მაგალითს:
მაგალითი 1
ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (2009 – 2011)
ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი, ილია ჭავჭავაძის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო (2007 – 2011)
მაგალითი 2
BDC აკადემია, საქართველო
2013 წლის სექტემბერი-2017 წლის დეკემბერი
შესაბამისი კურსები:
- ბავშვის ადრეული განვითარების ემოციური და ფიზიკური თავისებურებები;
- ბავშვზე ორიენტირებული აღზრდის მეთოდი;
- სახვითი ხელოვნება და ფიზიკური აქტივობები;
- განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის თვისებურებები;
- პირველადი დახმარება გადაუდებელი შემთხვევების დროს;
- დისციპლინის ტექნიკები
პრაქტიკა
კერძო საბავშვო ბაღი ნანუ
2018 წლის სექტემბერი-2018 წლის დეკემბერი
დამატებითი სექციები ძიძის CV-სთვის
გონივრულად შერჩეული დამატებითი სექციები სხვა აპლიკანტებისგან მნიშვნელოვნად გამოგარჩევთ, თქვენი პიროვნებისადმი პროფესიულ ინტერესს ამძაფრებს და რეზიუმეს მეტად სრულფასოვანს ხდის.
👇 ძიძის პროფესიასთან არსობრივად ასოცირებული დამატებითი სექციების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
სერტიფიკატები/ტრენინგები
იმისთვის, რომ ძიძის პროფესია უფრო მაღალშემოსავლიანი გახადოთ, მნიშვნელოვანია აიმაღლოთ კომპეტენცია და პროფესიული სრულყოფის მიზნით აქტიურად ჩაერთოთ საგანმანათლებლო პროექტებში.
Ჰობები და ინტერესები
თუ თქვენ ეფექტურად შეძლებთ თქვენი პერსონალური ინტერესებისა და ძიძის პროფესიის თავისებურებების ინტეგრაციას, ჰობებისა სექცია თქვენს რეზიუმეს განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს და თქვენს პიროვნებას საუკეთესოდ წარმოაჩენს.
👇 გატაცება ან საქმიანობა, რომელსაც დასვენების დროს საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით მივმართავთ, შესაძლოა ერთი ადამიანისთვის პროფესია იყოს, მეორე ადამიანისთვის იყოს ჰობი (მაგალითად, ბაღის მოვლა ან საჭმლის მომზადება).
ამის გათვალისწინებით, თქვენი საუკეთესო მახასიათებლების წინა პლანზე წამოწევის მიზნით, ძიძის რეზიუმეში შეგიძლიათ შემდეგი ინტერესები მიუთითოთ:
- კულინარია
- ქსოვა
- ფოტოგრაფია
Რეკომენდატორები
იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები ძიძას მათთვის ყველაზე ძვირფას საუნჯეს ანდობენ, საუკეთესო კადრის შერჩევა განსაკუთრებით ფაქიზი და მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ძიძის პიროვნულ თვისებებზე, ბუნებაზე, განათლებაზე, ემოციურ ინტელექტზე, მისწრაფებებსა და ჩვევებზე იქნება დამოკიდებული ბავშვის აღზრდა-განვითარება.
სწორედ ამიტომ, რეკომენდატორების შესახებ რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია თქვენი სანდოობისა და პროფესიული მიღწევების მყარი გარანტი იქნება.
Მოხალისეობა
მოხალისეობრივი საქმიანობის რეზიუმეში ხაზგასმით წარმოაჩენთ, რომ მზად ხართ პრაქტიკაში შეძლოთ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრაცია. დაგვერწმუნეთ, დამსაქმებელი აუცილებლად დააფასებს, რომ პროფესიული განვითარების იდეით შთაგონებული ცდილობთ უანგაროდ დაეხმაროთ სხვებს საკუთარი მოხალისეობრივი საქმიანობით.
უცხო ენები
უცხო ენების ცოდნა ცალსახად უმნიშვნელოვანესი კვალიფიკაციაა ადამიანისთვის, რომელიც ბავშვის აღმზრდელობითი საქმითაა დაკავებული. ძიძის მიერ უცხო ენის ცოდნა მისი პროფესიული განვითარების განსაკუთრებით მაღალ დონეზე მიუთითებს. ეს კი, თავის მხრივ, დამსაქმებელს ობიექტურ წარმოდგენას უქმნის იმის შესახებ, რომ მას საუკეთესოდ შეუძლია საკუთარი საქმიანობის განხორციელება და ბავშვის სწორი განვითარების ხელშეწყობა.
👉 იმისთვის, რომ მკაფიოდ წარმოაჩინოთ უცხო ენის ცოდნასთან დაკავშირებული დონე, სასურველია საერთაშორისოდ მიღებული შემდეგი ფორმატი გამოიყენოთ:
- მშობლიური
- თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
- შუალედური დონე (B1)
- Საბაზისო (A2)
Როგორი უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს ძიძას?
მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი ძიძები, მერი პოპინსი და ფრეკენ ბოკი, უნიკალური უნარ-ჩვევების წყალობით უმკლავდებოდნენ ძიძის გამოწვევებით აღსავსე პროფესიას.
👇წარმოგიდგენთ უნარ-ჩვევების იმ რელევანტურ ჩამონათვალს, რომლებსაც დამსაქმებლები ძიძის პოზიციასთან დაკავშირებული რეზიუმეების განხილვისას აქცევენ ყურადღებას:
ხისტი უნარები
- ბავშვის ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მახასიათებლების ცოდნა
- უსაფრთხოების სტანდარტებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების წესების ცოდნა
- ორგანიზაციული უნარები
- სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა
- პრაქტიკაში საგანმანათლებლო რესურსების სწორი ინტეგრაცია
- პრაქტიკაში ფსიქოლოგიური მიდგომების ეფექტური გამოყენება
- წიგნიერების მაღალი ხარისხი
- დისციპლინა
Რბილი უნარები
- ტოლერანტობა და ჰუმანურობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- დროის მენეჯმენტი
- დეტალებზე ორიენტირება
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- კეთილსინდისიერება
- თანაგრძნობის უნარი
- პასუხისმგებლობა
პროფესიონალური შეჯამება
პროფესიონალური შეჯამება პოზიციასთან თქვენი შესაბამისობის წარმოჩენის გზით გეხმარებათ დამსაქმებლის კეთილგანწყობის მოპოვებაში.
- ყველაფერი მარტივი გენიალურია:რეზიუმეს შესავალ ნაწილში წარმოდგენილი პროფესიული შეჯამება ლაკონურად და ამომწურავად უნდა წარმოაჩენდეს თქვენს პროფესიულ მიღწევებებს და პროფესიის შესრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
- შეუსაბამეთ ვაკანსიის მოთხოვნები თქვენს კვალიფიკაციას:პროფესიულ შეჯამებაში წარმოდგენილი თქვენი განათლება და სამუშაო გამოცდილება არსობრივად უნდა შეესაბამებოდეს დამსაქმებლის მიერ ვაკანსიის აღწერაში მითითებულ მოთხოვნებსა და მოლოდინებს.
- გონივრულად გამოიყენეთ პროფესიასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვები: ჩვეულებისამებრ, ვაკანტური პოზიციის განცხადება ყველა იმ მნიშვნელოვანი ნიუანსის შესახებ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც რეზიუმეების გადარჩევის პროცესში დამსაქმებლისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
- დაეყრდენით თქვენს ძლიერ მხარეებს: პროფესიულ შეჯამებაში ხაზგასმული თქვენი ძლიერი მხარეები გარდაუვალი წარმატების გარანტია. შესაბამისად, ეცადეთ ისარგებლოთ სტრატეგიული უპირატესობით და ვაკანსიით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე წარმოაჩინოთ ყველა რელევანტური თვისება.
👇 წარმოგიდგენთ ძიძის რეზიუმესთან დაკავშირებული პროფესიონალური შეჯამების სწორ და არასწორ მაგალითებს:
შესაძლოა დაგაინტერესოთ ჩემმა პროფესიულმა კვალიფიკაციამ, ამიტომ სიამოვნებით გაგიზიარეთ, რომ მუშაობის ხანგრძლივი და წარმატებული ისტორია მაქვს. ჩემი პირველი სამუშაო ადგილი კერძო საბავშვო ბაღი ჰულაჰუპი იყო (2015 წლის 01 ივნ – 2018 წლის 31 მაი). შემდგომ პროფესიულ გამოცდილებას კი ამერიკული კერძო საბავშვო ბაღი ნანუ წარმოადგენდა (2018 წლის 02 ივნ – 2022 წლის 03 ივნ).
შეჯამება: 7 სასარგებლო რჩევა ძიძის რეზიუმესთვის
📍 პროფესიული სათაური და შეჯამება CV-ს შესავალ ნაწილში წარმოდგინეთ და ლაკონურად გამოხატეთ როგორც თქვენი პროფესიული მიღწევებები, აგრეთვე პიროვნული უნარ-ჩვევები.
📍 ეცადეთ რეზიუმეს მეტი ხიბლი შესძინოთ და მკაფიო ფრაზებთან ერთად დანომრილი სიები და რაციონალურად სტრუქტურირებული აბზაცები გამოიყენოთ. ყურადღებით წაიკითხეთ განცხადება და გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები.
📍 ნუ დატოვებთ რეზიუმეს ვიზუალურ მხარეს თქვენი ყურადღების მიღმა. დარწმუნდით, რომ თქვენი CV კონკურენტული უპირატესობის წარმოსაჩენად საკმარისად შთამბეჭდავად წარმოადგენს თქვენს უნარებსა და კომპეტენციებს.
📍 თქვენი ძლიერი მხარეებისა და კარიერული მიღწევების განსასაზღვრად სასურველია მოიყვანოთ როგორც კონკრეტული მაგალითები, აგრეთვე რელევანტური რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემები.
📍 ძიძის პროფესიასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილების ნაკლებობის ან არქონის შემთხვევაში ყურადღება გაამახვილეთ თქვენს განათლებაზე, პიროვნულ/პროფესიულ უნარ-ჩვევებზე, ტრენინგებსა და მოხალისეობრივ საქმიანობაზე.
📍 თუ რეზიუმეს ქართულ ენაზე მომზადებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ფონტთან დაკავშირებული საუკეთესო არჩევანი უდავოდ Sylfaen იქნება. აგრეთვე, ყურადღება მიაქციეთ, რომ რეზიუმე Word Document-ის ნაცვლად PDF ფორმატში გადაიყვანოთ და ისე გააგზავნოთ დამსაქმებლის ელ.ფოსტაზე.
📍 თქვენი რეზიუმეს დაწუნების მიზეზი შესაძლოა უმნიშვნელო გრამატიკული ანდა პუნქტუაციურიშეცდომა აღმოჩნდეს. სწორედამიტომ, დარწმუნდით, რომთქვენი რეზიუმე გამართულია და დაცული გაქვთ აკადემიური წერის ნორმები.
Რატომ არის სამოტივაციო წერილი აუცილებელი
ერთია როცა აპლიკანტი მშრალ ცნობებს აწვდის დამსაქმელს მისი განათლების, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესახებ და სულ სხვაა, როდესაც ის სამოტივაციო წერილში სრულყოფილად აღწერს მის მოტივაციასა და შემართებას.
Სწორედ ამიტომ, ძიძის რეზიუმეს შედგენის შემდეგ, სასურველია დაფიქრდეთ თქვენს შინაგან მოტივაციაზე და ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილის მეშვეობით აჩვენოთ დამსაქმებელს თუ რაოდენ შესაფერისი კადრი ხართ კონკრეტული პოზიციისთვის.
რეზიუმეს ფორმატთან დაკავშირებული მრავალფეროვანი არჩევანისთვის ეწვიეთ ჩვენი საუკეთესო შაბლონების განყოფილებას და თავადვე დარწმუნდებით, რომ ოცნების რეალობად ქცევა ძალიან მარტივია თუ ამას მოისურვებთ!
კითხვები და პასუხები
შესაძლებელია რომ ძიძა პედაგოგიური ან ფსიქოლოგიური განათლების გარეშე გახდე?
იმისთვის რომ ძიძა გახდეთ სულაც არ არის საჭირო აუცილებლად პედაგოგიური ან ფსიქოლოგიური განათლება გქონდეთ მიღებული. შესაძლოა თქვენ მხოლიდ საშუალო განათლება გაქვთ და სპეციალიზებული კურსების გავლის საფუძველზე შეიძინოთ ძიძისთვის საჭირო უნარები.
მთავარია რეგულარულად აუმჯობესებდეთ თქვენს კვალიფიკაციას ბავშვის ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკაში კურსების ან შესაბამისი ლიტერატურის შესწავლით.
რა სირთულეები არსებობს ამ სფეროში დასაქმების კუთხით?
შესაძლოა დაგაინტერესოთ რა არის ძიძის პოზიციასთან დაკავშირებული მთავარი სირთულე. ეს კი ცალსახად მშობლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების სათანადოდ გაგებაა. გირჩევთ, სწორედ ისეთი ოჯახი ეძიოთ, რომელთან მუშაობაც კომფორტული იქნება თქვენთვის. ეს თავისთავად იქონიებს გავლებას ბავშვთან თქვენს დამოკიდებულებაზე.
კიდევ ერთი სირთულე ბავშვის ნდობის მოპოვებასა და მისი სახასიათო საჭიროებების გააზრებას უკავშირდება. სწორედ ამიტომ მუშაობის დაწყებამდე აუცილებელია მშობლებთან საქმიანად განიხილოს სამუშაოს ყველა საკითხი და ნიუანსი.