Სარჩევი
Უძრავი ქონების აგენტის CV: მაგალითი
👇 წარმოგიდგენთ უძრავი ქონება აგენტის CV-ს ნიმუშს, რომელიც სრულად შეესაბამება რეზიუმეს შედგენის საუკეთესო პრაქტიკას:
უძრავი ქონება აგენტი
+995 555 123 321
m.shukvani@email.com
თბილისი, საქართველო
Linkedin.com/in/merabshukvani
პროფესიული შეჯამება
“5 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე უძრავი ქონების აგენტი, რომელიც საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე უზრუნველვყოფს მომხმარებლებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და გაყიდვების სრული ციკლის წარმატებით მართვას.“
სამუშაო გამოცდილება
უძრავი ქონების აგენტი
კომპანია ‘’’Red House’’
თბილისი, საქართველო
მაისი 2017 – ივნისი 2022
ძირითადი მოვალეობები:
- ვეძებდი უძრავ ქონებას და შესაბამის ვარიანტებს საიტზე ვათავსებდი;
- უზრუნველვყოფდი მომხმარებელთან ვერბალურ და წერით კომუნიკაციას;
- ვაორგანიზებდი ობიექტზე ვიზიტს;
- ვმართავდი მომხმარებელთა ბაზებს;
- ვახორციელებდი დასრულებული მოლაპარაკებებისა და დადებული ხელშეკრულებების რეპორტინგს.
განათლება
მასობრივი კომუნიკაციების მაგისტრი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო (2016 – 2018)
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო (2012 – 2016)
კურსები
- 2023 წელი – მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლის უძრავი ქონების ბროკერის პროფესიული კურსი;
- 2022 წელი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესიული კურსი უძრავი ქონების მართვის შესახებ;
- 2020 წელი – საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის სახელმძღვანელო კურსი უძრავი ქონების წარმომადგენლობის შესახებ;
- 2019 წელი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კურსი მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.
ინტერესები
- ინტერიერის დიზაინი;
- თანამედროვე ტექნოლოგიები;
- კრიპტოსავალუტო ოპერაციები;
- ინვესტიციების მენეჯმენტი.
ხისტი უნარები
- დროის ეფექტურად მართვა;
- ქონების ღირებულების განსაზღვრა;
- სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- ოპერატიულობა და პუნქტუალურობა;
რბილი უნარები
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ,
- ემოციური წონასწორობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პროფესიული ეთიკა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ენები
- ქართული – მშობლიური
- ინგლისური – C1
- გერმანული – B2
Მოთხოვნა უძრავი ქონების აგენტებზე საქართველოში 2023 წელს
ტურისტების მზარდი რაოდენობის შემოდინების გამო უძრავი ქონების აგენტების როლი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
Როგორ უნდა შეადგინოთ რეალტორის CV
იმისთვის, რომ პოტენციურმა დამსაქმებელმა ეფექტურმა შეძლოს თქვენი პროფესიული კვალიფიკაციის აღქმა, მნიშვნელოვანია CV შეძლებისდაგვარად ლაკონური და გონივრულად სტრუქტურირებული იყოს.
👇 საუკეთესო რეალტორის CV-ის შესაქმნელად, სასურველია რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს მიაქციოთ ყურადღება:
- რაოდენობრივად განსაზღვრეთ შედეგები: თქვენი პროფესიული წარმატების დემონსტრირებისთვის ხაზი გაუსვით წარმატებულ ტრანზაქციებს, გამოიყენეთ კონკრეტული რიცხვები და მეტრიკა; აღნიშნეთ გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობა ან გაყიდვების პროცენტული ზრდა.
- უპირატესობა მიანიჭეთ პროფესიულ პრეზენტაციას:რეზიუმეს მომზადებისას უპირატესობა გონივრულ თანმიმდევრობას მიანიჭეთ და გამოიყენეთ პროფესიონალური შრიფტი, რომელიც ინფორმაციის იოლად აღქმას უზრუნველყოფს. CV-ს ქართულ ენაზე წერისას სასურველია არჩევანი Sylfaen ფონტზე შეაჩეროთ.
- შეინარჩუნეთ ლაკონურობა: კონცენტრირდით მხოლოდ სასურველ პოზიციაზე. მოერიდეთ პროფესიისთვის არარელევანტური დეტალების წარმოდგენას და მთელი ინფორმაციის განსათავსებლად მხოლოდ 1–2 გვერდი გამოიყენეთ.
- სათანადო დრო დაუთმეთ CV-ს კორექტირებას:PDF ფაილის გაგზავნამდე ყურადღებით გადახედეთ რეზიუმეს და დარწმუნდით რომ ის ორთოგრაფიულ და გრამატიკულ შეცდომებს არ შეიცავს.
სექციების თანმიმდევრობა
რეზიუმე უძრავი ქონების მართვის სფეროსთვის რელევანტური სექციების საინტერესო ჩამონათვალით უნდა იპყრობდეს დამსაქმებელთა ყურადღებას. თუმცა მრავალფეროვანი სექციების წარმოდგენაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ არის განლაგებული ეს ინფორმაცია რეზიუმეში.
- საკონტაქტო ინფორმაცია და პროფესიული სათაური:
- ელ-ფოსტა;
- ტელეფონის ნომერი;
- ადგილმდებარეობა;
- პროფესიული შეჯამება;
- უძრავი ქონების აგენტის სამუშაო გამოცდილება;
- განათლების სექცია;
- უძრავი ქონების სფეროსთვის საჭირო ხისტი და რბილი უნარ-ჩვევები;
- დამატებითი სექციები (კურსები, კომპიუტერული უნარები, ინტერესები, უცხო ენები).
Როგორია საუკეთესო ფორმატი?
👇 თქვენი, როგორც უძრავი ქონების კვალიფიციური აგენტის პროფესიული ექსპერტიზისა და სამუშაო ისტორიის ეფექტური პრეზენტაციისთვის არსებობს რეზიუმეს ფორმატირების 3 ძირითადი ტიპი:
- ქრონოლოგიური ფორმატი – თქვენს სამუშაო ისტორიას უახლესი დროიდან წარსულისკენ, ქრონოლოგიურად წარმოადგენს და ამ გზით სრულყოფილად აღწერს თქვენს პროფესიულ გამოცდილებას.
- ფუნქციური ფორმატი – რეზიუმეში მითითებულ ინფორმაციას პროფესიისთვის რელევანტურ გრაფებში ანაწილებს და ყურადღებას სამუშაო გამოცდილების ნაცვლად აკადემიურ მიღწევებზე ამახვილებს. შესაბამისად, თუ თქვენი კარიერული გზა ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, სასურველია არჩევანი სწორედ ფუნქციურ ფორმატზე შეაჩეროთ.
- შერეული ფორმატი – ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ შერეული ფორმატი ქრონოლოგიური და ფუნქციური ფორმატებისთვის დამახასიათებელი ელემენტების კომბინაციაა. შესაბამისად, შერეული ფორმატი უნარ-ჩვევების სექციით იწყება და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის სამუშაო ისტორიის საპირისპირო ქრონოლოგიურ ჩამონათვალზე.
სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
აღნიშნული სექცია, საუკეთესო შემთხვევაში, რეზიუმეს ზედა ნაწილში უნდა განთავსდეს და ნათლად ფორმულირებული სათაურით უნდა დაიწყოს.
უძრავი ქონების აგენტი
+995 555 123 123
m.shukvani@email.com
თბილისი, საქართველო
linkedin.com/in/merabshukvani
მერაბ შუკვანი
+995 555 123 123
merabiko123@email.com
თბილისი, აღმაშენებლის გამზირი N12
უძრავი ქონების აგენტის სამუშაო გამოცდილება
უძრავი ქონების აგენტის სამუშაო გამოცდილების სექცია შესაძლებლობას გაძლევთ ეფექტურად განსაზღვროთ პროფესიითვის რელევანტური ისეთი კვალიფიკაციები, როგორიცაა კომერციულად საინტერესო შეთავაზებების მომზადება, მარკეტინგული გეგმის შემუშავება და მომხმარებელთა ეფექტური მომსახურებაა.
👇 უძრავი ქონების აგენტის სამუშაო გამოცდილების ეფექტურად წარმოსადგენად წარმოგიდგენთ ორ მაგალითს:
მაგალითი 1
კომპანია ‘’’Red House’’
თბილისი, საქართველო
მაისი 2017 – ივნისი 2022
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთან ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
- მომხმარებელთა ბაზების მართვა
- რეპორტინგი;
- უძრავი ქონების მოძიება და განთავსება საიტებზე;
- ობიექტზე ვიზიტის ორგანიზება და განხორციელება.
სს “ლიბერთი ბანკი”
თბილისი, საქართველო
თებერვალი 20014 – აპრილი 2016
ძირითადი მოვალეობები:
- მსესხებელთა მიერ კრედიტის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი უძრავი ქონების დასურათება;
- აღნიშნული მასალების გადაგზავნა საკრედიტო ექსპერტებისთვის და უძრავი ქონების შემფასებლებისათვის (სათავოს ჯგუფისთვის).
განათლების სექცია უძრავი ქონების სფეროში
უმაღლესი განათლება რეალტორის პროფესიული წარმატებისთვის მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაშიც კი თუ ის უძრავი ქონების მართვის სფეროსთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული.
👇 თვალსაჩინოებისთვის, წარმოგიდგენთ უძრავი ქონების აგენტისთვის რელევანტური განათლების მაგალითებს:
მაგალითი 1
სოციალური ფსოქოლოგიის ბაკალავრი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო (2012 – 2016)
მაგალითი 2
ევროპის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2012 წლის სექტემბერი – 2016 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- ეკომომიკისა და ბიზნესის სტატისტიკის საფუძვლები;
- ბიზნეს ეთიკა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;
- ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები;
- საერთაშორისო ბიზნეს რეგულიაციები;
- მეწარმეობის პრაქტიკული კურსი.
ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი
კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2016 წლის ოქტომბერი – 2018 წლის ივლისი
შესაბამისი კურსები:
- ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლები;
- ადამიანური რესურსების მენეჯმენტის არსი და პროფესიული განვითარების პრინციპები;
- სტრატეგიული კომუნიკაციები;
- სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები.
უძრავი ქონების აგენტის უნარ-ჩვევები
ხისტი უნარები
- სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კონტრაქტის მენეჯმენტი;
- ქონების ღირებულების განსაზღვრა;
- ამართლებრივი რეგულაციების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- ოპერატიულობა და პუნქტუალურობა;
რბილი უნარები
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ,
- ემოციური წონასწორობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობა;
- პროფესიული ეთიკა;
დამატებითი სექციები
უძრავი ქონების აგენტის რეზიუმეში წარმოდგენილი დამატებითი სექციები შესაძლებლობას გაძლევთ ეფექტურად წარმოაჩინოთ ძირითადი პროფესიული კვალიფიკაციის მიღმა არსებული პროფესიისთვის რელევანტური ინფორმაცია.
👇 Გირჩევთ, რეზიუმეში შემდეგი დამატებითი სექციები გამოიყენოთ:
- კურსებიწარმოადგენს ხელშესახებ მტკიცებულებას, რომ უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეგიძლიათ გაუმკლავდეთ პროფესიით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს;
- კომპიუტერული უნარებიტექნოლოგიების სამუშაო პროცესში ინტეგრირება რეალტორების პროდუქტიულობასა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამოცდილებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.კომპიუტერულ პროგრამებს უძრავი ქონების მართვის აგენტები ონლაინ მარკეტინგის, კლიენტებთან კომუნიკაციისა და მონაცემთა ბაზების ეფექტურად მართვისთვის იყენებენ.
- ინტერესებიუძრავი ქონების მართვასთან დაკავშირებული ინტერესები შესაძლოა ადამიანებთან ინტერაქციაზე დაფუძნებულ აქტივობებსა და არაფორმალურ შეხვედრებაში მონაწილეობის გულისხმობდეს.შედეგზე ორიენტირებული გუნდური სპორტი, ინტელექტუალური აქტოვობები და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა, აგრეთვე, ეფექტურად წარმოაჩენს თქვენს ანალიტიკურ აზროვნებას და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარს.
- უცხო ენებიუძრავი ქონების სფეროს განვითარებადი ბუნება და კლიენტთა მრავალეროვნება სულ უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებს უცხო ენის მცოდნე რეალტორებს.უცხო ენების ცოდნა მომხმარებელთა საჭიროებების სწორად გააზრების გზით უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას.
- მშობლიური
- თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
- შუალედური დონე (B1)
- Საბაზისო (A2)
შეჯამება: ძირითადი რჩევები უძრავი ქონების აგენტის რეზიუმესთვის
- თქვენი პროფესიული წარმატების დემონსტრირებისთვის ყურადღება წარმატებულ ტრანზაქციებსა და გაყიდვების პროცენტულ ზრდაზე გაამახვილეთ.
- გამოიყენეთ პროფესიონალური შრიფტი, რომელიც ინფორმაციას უფრო იოლად აღქმადს გახდის. ამ მიზნით, CV-ს ქართულ ენაზე მომზადებისას სასურველია უპირატესობა Sylfaen-ს მიანიჭოთ.
- რეზიუმეს მომზადებისას სასურველ პოზიციაზე კონცენტრირდით და პროფესიისთვის არარელევანტური დეტალების წარმოდგენას მოერიდეთ.
- სასურველია, თქვენს პროფესიულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია ვორდის მაქსიმუმ 2 გვერდზე განათავსოთ.
- სათანადო დრო დაუთმეთ CV-ს კორექტირებასდა PDF ფაილის დამსაქმებელთან გაგზავნამდე დარწმუნდით რომ რეზიუმე ორთოგრაფიულ და გრამატიკულ შეცდომებს არ შეიცავს.
როდის გჭირდებათ სამოტივაციო წერილი?
რეზიუმესთან ერთად წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი დაგეხმარებათ უძრავი ქონების კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში წარმოაჩინოთ თქვენი პროფესიული კვალიფიკაცია და ხაზი თქვენს კონკურენტულ უპირატესობას გაუსვათ.
კითხვები და პასუხები
1. Რომელია სამი ყველაზე ღირებული უნარი, რომელთა გამოკვეთაც მნიშვნელოვანია უძრავი ქონების აგენტის CV-ში?
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი, ყურადღება დეტალების მიმართ და შედეგზე ორიენტირებულობა გახლავთ ის 3 უნარი, რომელიც ყველა რეალტორს უნდა ჰქონდეს.
2. უძრავი ქონების სფეროსთან დაკავშირებულ რომელ მთავარ გამოწვევასთან გამკლავება უწევთ რეალტორებს?
პროფესიული ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, უძრავი ქონების აგენტებს მომხმარებელთა მრავალფეროვანი მოლოდინების დაკმაყოფილება და მომსახურების მიზნებთან შესაბამისობა მოეთხოვებათ, რაც განსაკუთრებულ პროფესიულ მონდომებასა და ყოველი ინდივიდუალური შემთხვევისადმი პერსონიზებულ მიდგომებს მოითხოვს.