Პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის CV: როგორ შევქმნათ მომგებიანი რეზიუმე ნაბიჯ-ნაბიჯ (+ მაგალითი)

თანამედროვე სამყაროს ციფრულმა ევოლუციამ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის საქმიანობა მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად პროფესიად აქცია. ჭკვიანი მოწყობილობების მოხმარების მზარდმა მასშტაბმა კი ამ პროფესიით დასაქმების პერსპექტივა მომდევნო 5 წლის განმავლობაში 21%-ით გაზარდა. 

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები

ყველა თანხმდება, რომ პროგრამული ინჟინერიის სფერო ყველაზე დინამიკურად განვითარდებადი მიმართულებაა, სადაც პროფესიული შეზღუდვები არ არსებობს.

Პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი CV

👉 თქვენ შეგიძლიათ სამუშაოდ საზღვარგარეთ გაემგზავროთ, იმუშაოთ საერთაშორისო პროექტებზე სახლიდან, ან ფრილანს პროექტის ფარგლებში მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

თუმცა იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი აპლიკაცია შექმნათ  და ნათლად წარმოაჩინოთ, რომ თქვენი ცოდნა კონკრეტული პოზიციისთვის შესაფერისია, უდავოდ დაგჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის CV, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვით, საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად იქნება მომზადებული.

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, როგორ უნდა შექმნათ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის CV და წარმოგიდგენთ რჩევებს, რომელთა რეზიუმეში გათვალისწინება პოზიტიურ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენს პოტენციურ დამსაქმებელზე.

Სარჩევი

Პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი CV: მაგალითი

👇 ქვემოთ მოცემულია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის CV-ს ნიმუში, რომელიც საზოგადოდ მიღებულ კრიტერიუმებსა და საუკეთესო სტანდარტებს აკმაყოფილებს:

ივანე ოქროპირიძე
პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი
+995 555-555-555
ivaneokropiridze@email.com
თბილისი, საქართველო
Linkedin.com/in/ivaneokropiridze

პროფესიული შეჯამება
განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი 5 წლიანი პროფესიული გამოცდილებით. სრულყოფილად  ვფლობ C++-ის, Javascript-ისა და Python-ის პროგრამულ ენებს. ჩემი პორტფოლიო საერთაშორისო მულტიფუნქციურ პროექტებზე მუშაობის პროცესში შექმნილ არაერთ უნიკალურ პროექტს აერთიანებს.”

სამუშაო გამოცდილება

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი
EPAM
ოქტომბერი 2018 – აპრილი 2023
ძირითადი მოვალეობები:

  • ვიყავი საერთაშორისო ეჯაილ გუნდის ნაწილი და აქტიური წვლილი შემქონდა ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღებაში;
  • ვქმნიდი შიდა აპლიკაციებს;
  • მევალებოდა პროექტებთან დაკავშირებული რეპორტინგი;
  • ვარჩევდი კოდს და ვახდენდი რეფაქტორინგს;
  • კომპეტენციის ფარგლებში ვახდენდი ტექნიკური რისკებისა და ხარვეზების იდენტიფიცირებას და შემდგომ აღმოვფხვრიდი მათ.

რეკომენდატორი:
იოსებ ფავლენიშვილი, IT & საბანკო სისტემების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

განათლება
კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის ბაკალავრი
თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2014 წლის სექტემბერი-2018 წლის ივნისი

შესაბამისი კურსები:

  • კომპიუტერული მეცნიერებების პრინციპები
  • თვისობრივი და რაოდენობრივი მსჯელობის საფუძვლები
  • მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმების აგება
  • ოპერაციული სისტემების მოდელირება და სიმულაცია
  • ქსელური ტექნოლოგიები და კომუნიკაციები

სერთიფიკატები

  • Google Cloud Developer პროფესიული სერთიფიკატი (2023)
  • Advanced Python Bootcamp კურსი (2021)
  • CompTIA Data+ (2019)
  • Cloudera Certified Associate (CCA) (2019)
  • Microsoft-ის სერტიფიცირებული პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი (2018)

უნარები

  • Python
  • C++
  • SQL
  • Javascript
  • ინოვაციურობა და კრეატიულობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობა
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი
  • კვლევისა და ანალიზის უნარი
  • პრობლემების ეფექტურად გადაჭრა და ლოგიკური აზროვნება
  • გუნდური მუშაობა

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური (თავისუფლად)

Როგორია Მოთხოვნა Პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებზე საქართველოში 2023 წელს?

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობაა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანის ხელფასის ოდენობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პრაქტიკულ გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.

💡 ფაქტი: 2020 წლის კვლევის თანახმად, ტექნოლოგიურ კომპანიაში დასაქმებული პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის საწყისი ყოველწლიური ხელფასი საშუალოდ $177,620-ია.

Რაც შეეხება საქართველოს, შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემების მიხედვით, საქართველოში, კვალიფიციური პროგრამისტის საშუალო ყოველთვიური ხელფასი 3,990 ლარიდან იწყება.

👉აღსანიშნავია, რომ ევროპულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია და 17, 000 ლარს აღემატება.

დეტალური რჩევები პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის CV-ს შესაქმნელად

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის ეფექტური რეზიუმე თქვენი ოცნების სამსახურის მოპოვებაში დაგეხმარებათ და ამ გზით სამუდამოდ, უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

Ზოგადად, რეზიუმე თქვენს განათლებას, გამოცდილებას, მიღწევებსა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, ორგანიზებული სახით, ერთ დოკუმენტად წარმოადგენს და პოტენციურ დამსაქმებელს სრულყოფილ წარმოდგენას შეუქმნის თქვენი პროფესიული იდენტობის შესახებ.

📌 რჩევა:  მართალია, არსებობს რეზიუმეს შექმნასთან დაკავშირებული გარკვეული წესები, რომელთა დაცვა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ყოველი პროფესია უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა. ამიტომ საჭიროა თქვენი რეზიუმეს წერის პროცესში ამ ინჟინრის პროფესიასთან დაკავშირებული სპეციფიკური რჩევები გაითვალისწინოთ.

Პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი CV

👇 ამ მიზნით, ჩვენ მიერ შემუშავებული რჩევები და რეკომენდაციები სწორედ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციას და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობების ეფექტურად წარმოჩენას ეხება:

  • ყურადღება გაამახვილეთ  პროფესიულ გამოცდილებაზე:პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიასთან დაკავშირებული გამოცდილების ქონის შემთხვევაში, აუცილებლად გაუსვით ხაზი თქვენს ამ პროფესიულ კვალიფიკაციას.ნათლად წარმოადგინეთ თქვენს მოვალეობებთან დაკავშირებული დეტალები და ვაკანტური პოზიციით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ისაუბრეთ თქვენს უნარებზე.
  • ხაზი გაუსვით თქვენს რელევანტურ უნარ-ჩვევებს: პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხი, შრომისმოყვარეობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა და გუნდური მუშაობა პიროვნული თვისებების ის მცირე ჩამონათვალია, რომელთა ქონა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერისთვის უმნიშვნელოვანესია.
  • გამოიყენეთ მნიშვნელოვანი სიტყვები ვაკანსიიდან:სასურველი ვაკანსიის აღწერაში მითითებული მნიშვნელოვანი სიტყვების რეზიუმეში ინტეგრირებით ხაზს გაუსვამთ, რომ პასუხისმგებლობით ეკიდებით დამსაქმებლის მოთხოვნებს და მზად ხართ, თქვენი დრო და ენერგია სრულფასოვნად დაუთმოთ კონკრეტული პროექტის ან კომპანიის წარმატებას.
  • რეზიუმეს მიეცით ორგანიზებული ფორმა:სწორად სტრუქტურირებული რეზიუმე შესაძლებლობას მოგცემთ მარტივად მოახდინოთ დადებითი შთაბეჭდილება პოტენციურ დამსაქმებელზე. სწორი ფორმატის შერჩევის გზით რეზიუმე თქვენს ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად თქვენს ორგანიზაციულ უნარებსაც სრულყოფილად გამოავლენს.
  • ტექსტის დიზაინი ერთგვაროვანი უნდა იყოს:თუ რეზიუმეს ქართულ ენაზე ამზადებთ უპირატესობა Sylfaen შრიფტს მიანიჭეთ. ეცადეთ შრიფტის ზომა ერთგვაროვანი იყოს და მოერიდეთ კონკრეტული ინფორმაციის  გამუქებას. რეზიუმეს ოპტიმალური მოცულობა 1 გვერდია.გაითვალისწინეთ ისიც, რომ რეკომენდირებულია CV-ის PDF ფორმატში გადაყვანა და ამ გზით პოტენციური ტექნიკური ხარვეზების თავიდან აცილება.

ახლა კი დროა დეტალურად განვიხილოთ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის რეზიუმეს ყოველი სექცია და გავიგოთ, რა არის საჭირო ეფექტური CV-ს შესადგენად.

Სექციების ჩვენ მიერ რეკომენდებული განლაგება

🎁 რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაციის განლაგებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ შერჩეული ფორმატი საკმარისად მკაფიო, მარტივად აღქმადი და ვიზუალურად მიმზიდველი უნდა იყოს.

👇 განვიხილოთ რეკომენდებული ფორმატი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის CV-სთვის:

  • სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია (მაგალითად, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, და LinkedIn-ის გვერდი)
  • პროფესიული შეჯამება
  • სამუშაო გამოცდილება
  • განათლება, ტრენინგები, სერტიფიკატები
  • უნარ-ჩვევები
  • დამატებითი ინფორმაცია
    • უცხო ენების ცოდნა
    • პროექტები/პორტფოლიო
📌 რჩევა: ნუ გადატვირთავთ რეზიუმეს არასაჭირო ინფორმაციით. Მაგალითად, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციისთვის მოხალისეობრივი გამოცდილება არც თუ ისე საინტერესოა.

ფორმატი და სტრუქტურა

შესაძლოა რეზიუმეს ფორმატსა და სტრუქტურას დამსაქმებელმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს და გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ ფაქტორადაც კი განსაზღვროს.

Სწორედ ამიტომ,  მნიშვნელოვანია გონივრულად შეარჩიოთ როგორც CV-ის ფორმატი, აგრევე სტრუქტურა და ორგანიზებული წყობით წარმოვადგინოთ სასურველი ინფორმაცია.

Პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი CV

👇 წარმოგიდგენთ 3 ძირითადი ტიპის ფორმატს, რომელთა დახმარებით შეძლებთ თქვენს რეზიუმეს ორგანიზებული იერი შესძინოთ:

  • ქრონოლოგიური ფორმატი – თუ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიასთან დაკავშირებული თქვენი სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რეკომენდირებულია სამუშაო გამოცდილება უახლესი პერიოდიდან წარსულისკენ განალაგოთ.
  • ფუნქციური ფორმატი – იმ შემთხვევაში თუ თქვენი მთავარი ღირსება პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევებია და ნაკლებად გაქვთ პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის გამოცდილება, უპირატესობა ფუნქციურ ფორმატს მიანიჭეთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი უნარები ქვეკატეგორიებად განალაგოთ და კონკურენტუნარიანად წარმოაჩინოთ.
  • შერეული ფორმატი – თუ თქვენ ვაკანტური პოზიციის გაცნობის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ დამსაქმებლისთვის უნარები არსებითად მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენ მასთან ერთად მრავალფეროვან სამუშაო გამოცდილებაც ფლობთ, ამ შემთხვევაში არჩევანი ქრონოლოგიური და ფუნქციური ფორმატების კომბინაციაზე შეაჩერეთ.

სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია

Როგორც ყოველთვის, პოტენციური დამსაქმებელი აპლიკანტის რეზიუმეს სათაურით და CV-ის ამ ნაწილში წარმოდგენილი ინფორმაციის მეშვეობით ეცნობა.

სწორედ ამიტომ, პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად, სასურველია, ეს განყოფილება მეტად მოწესრიგებული და სწორად ორგანიზებული იყოს.

👇 ამ მიზნით, რეკომენდირებულია, რომ სათაურის სექცია შემდეგ კატეგორიებს მოიცავდეს:

  • თქვენი სახელი და გვარი
  • პროფესიული სტატუსი
  • ლოკაცია
  • ტელეფონის ნომერი
  • ელექტრონული ფოსტა
  • პროფესიონალური Სოციალური მედიის ბმული (მაგალითად, LinkedIn)
⚠️ გაფრთხილება: რეზიუმეს ამ ნაწილში თავიდან აირიდეთ ისეთი დეტალების წარმოდგენა, როგორიცაა დაბადების თარიღი, ასაკი და ზუსტი მისამართი.
✔️კარგი სათაურის მაგალითი
ივანე ოქროპირიძე
პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი
თბილისი, საქართველო | +995 555 555 555| ivaneokropiridze@email.com
❌ ცუდი სათაურის მაგალითი
პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი
ივანე ოქროპირიძე
ტელეფონი: 555 555 555
დაბადების თარიღი 10/01/1998 წ
მისამართი: თბილისი, რევაზ თაბუკაშვილის 19ა

პროფესიონალური შეჯამება და კარიერული მიზანი

ხშირად, დამსაქმებლის ინტერესის მთავარ სფეროს CV-ს შეჯამების ნაწილი წარმოადგენს, რადგან ის ლაკონურად უსვამს ხაზს თქვენი, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის შესაბამის პროფესიულ გამოცდილებას, უნარებსა და კარიერულ მიღწევებს.

👇 ეფექტური შეჯამების მოსამზადებლად გირჩევთ, რომ შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინოთ:

  • შეჯამება უნდა იყოს ლაკონური: სასურველია, რომ თქვენ მიერ მომზადებული შეჯამება 3-4 წინადადებას არ აღემატებოდეს.
  • ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ძლიერ მხარეებზე: აქცენტი გააკეთეთ ყველა იმ რელევანტურ უნარზე, რომელზეც ფიქრობთ, რომ ნამდვილ პროფესიონალად გაქცევთ.
  • ნუ გამოტოვებთ საკვანძო სიტყვებს: დაკვირვებით გაეცანით ვაკანტური პოზიციის აღწერას და ეცადეთ, რომ თქვენი შეჯამება მასში გამოყენებული მნიშვნელოვანი სიტყვებით გაამრავალფეროვნოთ.
  • მოერგეთ ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნებს: გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება დიდწილად დამოკიდებული თქვენს მზაობაზე, რომ შესაბამისობაში მოიყვანოთ თქვენი რეზიუმე ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

რეკომენდირებულია, რომ თქვენ მიერ მომზადებული შეჯამება იდეურად და შინაარსობრივად ემთხვეოდეს პოტენციური დამსაქმებლის მოლოდინებს.

Პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი CV

ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით წარმოგიდგენთ ორ მაგალითს, რათა ნათლად გაჩვენოთ, თუ როგორია რეზიუმეს შეჯამების სწორი და არასწორი გზები.

✔️ რეზიუმეს შეჯამების სწორი მაგალითი
ინოვაციებზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი 10 წლიანი გამოცდილებით. გამოცდილი ვარ Javascript-ის, Python-ისა და SQL-ის გამოყენებით ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში, მულტიპროფილური პროექტების რეპორტინგსა და რეფაქტორინგში.
❌ რეზიუმეს შეჯამების არასწორი მაგალითი
მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი. მიმუშავია არაერთ საერთაშორისო კომპანიასთან და ვფლობ არაერთ პროგრამულ ენას. მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის!

Როგორ გადავჭრათ ფოტოსურათის დილემა

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პროფესიონალიზმის დონე მისი გარეგნობით არ განისაზღვრება. ამ პროფესიის ადამიანებს არ უწევთ კომპანიის კლიენტებთან ან კონტრაქტორებთან კომუნიკაცია.

💡 შესაბამისად, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის რეზიუმეში ფოტოს განთავსება ნამდვილად არ არის საჭირო.

👇 იმ შემთხვევაში თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ რეზიუმეში ფოტოს წარმოდგენას, ეფექტური თვითპრეზენტაციისთვის, სასურველია, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ.

  • ფოტო უნდა იყოს მაღალი ხარისხის.
  • ნუ გამოიყენებთ ოფიციალური დოკუმენტებისთვის განკუთვნილ ფოტოს, ისინი ხშირად უჩვეულო სიმკაცრით წარმოადგენენ ჩვენს ვიზუალს.

უმჯობესია უპირატესობა შედარებით არაფორმალურ ფოტოს მიანიჭოთ, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს პიროვნებას.

Სამუშაო გამოცდილება: ეფექტური გზა პროფესიონალიზმის წარმოსაჩენად

პროგრამული უზრუნველყოფის სფერო პროფესიათა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც გამოცდილებას განათლებასთან შედარებით მეტი პრივილეგია აქვს.

ამ პროფესიის მქონე ადამიანთა გამოცდილება ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და ისეთ ასპექტებს მოიცავს, როგორიცა კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შექმნა, ქსელის უსაფრთხოების დაცვა, აპლიკაციების შექმნა და სხვ.

შესაბამისად, ამ სფეროში თქვენი ცოდნისა და კომპეტენციის გამოსავლენად უმჯობესია სრულყოფილად აღწეროთ თქვენი სამუშაო გამოცდილება.

🎁 სამუშაო გამოცდილების აღწერისას, სასურველია, გამოიყენოთ მკაფიო წინადადებები და კონკრეტული მაგალითები, რომელთა დახმარებითაც თქვენს მიღწევებს ნათლად წარმოაჩენთ.

👇 უკეთესი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია განვიხილოთ სამუშაო გამოცდილების აღწერის ორი ეფექტური ნიმუში:

მაგალითი 1

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი
TBC ბანკი
სექტემბერი 2017 – ივნისი 2021

  • ვიყავი ეჯაილ გუნდის ნაწილი და აქტიური წვლილი შემქონდა ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღებაში;
  • ვქმნიდი შიდა აპლიკაციებს;
  • მევალებოდა პროექტებთან დაკავშირებული რეპორტინგი;
  • ვაანალიზებდი კოდს და ვახდენდი რეფაქტორინგს;
  • კომპეტენციის ფარგლებში ვახდენდი ტექნიკური რისკებისა და ხარვეზების იდენტიფიცირებას და შემდგომ აღმოვფხვრიდი მათ.
მაგალითი 2

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი
კომპანია MEITEC, თბილისი
იანვარი 2017 – მაისი 2020

  • C++ და Java პროგრამული ენების გამოყენებით ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება;
  • არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ტექნოლოგიურ პლატფორმაზე გადაყვანა და განახლება;
  • უკვე არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა.

Ძირითადი მიღწევა

ვინაიდან პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი პროფესიონალი პროგრამისტია, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდება და განუწყვეტლივ იძენს ახალ კომპეტენციებს, რეზიუმეში, თქვენი, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის მთავარი მიღწევის ხაზგასმა მეტად კონკურენტუნარიანად წარმოგაჩენთ.

👇 Ძირითადი მიღწევის სექციის Მაგალითისთვის, შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ნიმუშები გამოიყენოთ:

  • “შევქმენი და დავნერგე ახალი ფუნქცია პროგრამულ აპლიკაციაში, რომელმაც მომხმარებელთა ჩართულობა და შემოსავალი 20%-ით გააუმჯობესა.”
  • “ოპტიმიზება გავუკეთეპროგრამული აპლიკაციის მნიშვნელოვან კომპონენტს, ის შედეგადაც 50%-ით შემცირდა  აპლიკაციის რეაგირების დრო და გაიზარდა მომხმარებლის კმაყოფილება”.

ჯერ არ გიმუშავიათ პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში?

ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ქართული პროგრამული სექტორი კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის. Სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიური კომპანიების გარკვეული ნაწილი მზადაა პროფესიული გამოცდილების არმქონე აპლიკანტები დაიქირაოს.

ასეთი კომპანიებისთვის მთავარი კრიტერიუმი კონკურენტუნარიანი განათლება და განვითარებისადმი განსაკუთრებული ინტერესია.

📌 რჩევა: თუ ჯერ არ გიმუშავიათ პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში, გირჩევთ დრო პერსონალური პროექტების მომზადებას დაუთმოთ. ამისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო პორტფოლიოს შექმნა შესანიშნავი სტრატეგიაა.

მეტიც, პორტფოლიომ შესაძლოა სამუშაო გამოცდილების სექციაც კი ჩაანაცვლოს და დამსაქმებელს მკაფიოდ დაანახოს თუ რაოდენ კარგად შეგიძლიათ გაართვათ თავი თქვენს საქმიანობას.

განათლება: რა უნდა მიუთითოთ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის CV-ში

ჩვეულებისამებრ, განათლების სექცია რეზიუმეს ფუნდამენტური ნაწილია, ვინაიდან თითოეული პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე ის კანდიდატს შესაბამისი ცოდნითა და საჭირი კომპეტენციებით აღჭურვავს.

📌 რჩევა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან პროფესიულ კოლეჯში მიღებულ განათლებასთან ერთად რეზიუმეს ამ ნაწილში უნდა წარმოაჩინოთ ყველა ის აკადემიური მიღწევა, გავლილი კურსი და მიღებული სერტიფიკატი, რომელიც თქვენს პროფესიას უკავშირდება.

Პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი CV

👇 განათლების ნაწილში სასურველია ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ ინფორმაციაზე:

  • უნივერსიტეტის/პროფესიული სასწავლებლის დასახელება და ადგილმდებარეობა;
  • აკადემიური განათლების წლები;
  • მიღებული აკადემიური ხარისხი (მაგ., ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი).

წარმოგიდგენთ პროგრამული უზრუნველოფის ინჟინრის CV-ისთვის მომზადებული განათლების სექციის ორ მაგალითს:

მაგალითი 1

კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის ბაკალავრი
თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2010 წლის სექტემბერი-2014 წლის დეკემბერი
შესაბამისი კურსები:

  • კომპიუტერული მეცნიერებების პრინციპები
  • თვისობრივი და რაოდენობრივი მსჯელობის საფუძვლები
  • მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმების აგება
  • ოპერაციული სისტემების მოდელირება და სიმულაცია
  • ქსელური ტექნოლოგიები და კომუნიკაციები
მაგალითი 2
  • ინფორმატიკის მაგისტრი (MA), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2014-2016)
  • კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი (BA), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო (2010-2014)

Შესაბამისი კურები და სერტიფიკატები

პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული კურსებისა და სერთიფიკატების სექცია რეზიუმეს ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო ნაწილია. ამ სექციას ბევრი რამ შეუძლია რომ თქვას თქვენი მისწრაფებების, მიზნებისა და ამბიციების შესახებ.

📌 რჩევა: პროგრამული ინჟინრის წარმატებული კარიერისთვის მოსამზადებლად, მნიშვნელოვანია ისეთი პროფესიული კურსების გავლა, რომლებიც თქვენს კვალიფიკაციას აამაღლებს და დამსაქმებლის თვალში კონკურენტუნარიანად წარმოგადგენთ.

Პროფესიული განვითარების საწყის ეტაპზე შესაძლოა განიხილოთ bootcamp პროგრამები და ინტენსიური კურსების გავლით დროის მოკლე პერიოდში მაქსინალური ცოდნა მიიღოთ.

აუცილებელი უნარ-ჩვევები პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრისთვის

📌 რჩევა: თქვენი რეზიუმეს უნარების სექცია ყველა იმ მნიშვნელოვან საკვანძო სიტყვას უნდა მოიცავდეს, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციას უკავშირდება.

პროექტების ეფექტური მენეჯმენტის მიზნით, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები დეტალებზე ორიენტირებულები უნდა იყვნენ და შესანიშნავი ანალიტიკური უნარები უნდა ჰქონდეთ.

გაითვალისწინეთ, რომ უკუკავშირისა და კომუნიკაციის უნარებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია თქვენთვის. არასწორმა კომუნიკაციამ შკი ესაძლოა ფინანსური და ოპერაციული პრობლემებიც კი გამოიწვიოს.

👉 ჩვეულებისამებრ, უნარები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: ხისტი უნარები და რბილი უნარები.

ხისტი უნარები

  • კომპიუტერული პროგრამირება და კოდირება
  • ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი
  • კორპორატიული ქსელის ადმინისტრირება
  • PHP
  • C++
  • SQL
  • java
  • Bitrix

რბილი უნარები

  • ინოვაციურობა და კრეატიულობა
  • გამართული კომუნიკაცია
  • სტრესულ გარემოში მუშაობა
  • ეფექტური პრეზენტაცია
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი
  • კვლევისა და ანალიზის უნარი
  • პრობლემის გადაჭრა და ლოგიკური აზროვნება
  • გუნდური მუშაობა
🎁 ხისტი უნარები დამსაქმებლისთვის მეტად პრიორიტეტულია, რადგან ისინი  პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სამუშაოს სრულყოფილად შესრულებას უკავშირდება და თქვენს კონკრეტულ გამოცდილებას უსვამს ხაზს.

დამატებითი სექციები

პროგრამული უზრუნველყოფის სფეროსთან დაკავშირებული თანამედროვე შრომის ბაზარი მკვეთრად გამოხატული კონკურენციით ხასიათდება. სწორედ ამიტომ, წარმატების მისაღწევად და სასურველი პოზიციის დასაკავებლად, რეკომენდირებულია, რეზიუმე დამატებითი განყოფილებით გაამრავალფეროვნოთ.

ეს შესაძლებლობას მოგცემთ საუკეთესოდ გამოავლინოთ თქვენი პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები და დამსაქმებელზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ.

უცხო ენების ცოდნა

პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მუშაობა უცხო ენის ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია. ამის მიზეზი ის არის, რომ პროგრამული ენების უმრავლესობა სწორედ ინგლისურენოვან ფრაზებზე დაფუძნებულ სინტაქს ეყრდნობა.

💡 ფაქტი: უცხოურ ენებზე შექმნილი საგანმანათლებლო რესურსების ხარისხი და მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება ქართულ ენაზე პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სწავლების ინოვაციურ მეთოდებს და კვალიფიკაციის ასამაღლებელ აუდიო/ვიდეო მასალებს.

Შესაბამისად, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის მიერ უცხო ენის ცოდნა ნიშნავს, რომ მას მარტივად შეუძლია ჰქონდეს წვდომა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მასალებთან. ეს კი, თავის მხრივ, თვითგანვითარებაზე ზრუნვაში დაეხმარება.

👇 უცხო ენების სექციის შესაქმნელად, სასურველია, ქვემოთ მოცემული ფორმატი გამოიყენოთ:

  • მშობლიური
  • თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
  • შუალედური დონე (B1)
  • Საბაზისო (A2)

Პროექტები/პორტფოლიო

📌 რჩევა: გირჩევთ, პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ცოდნის მიღებისთანავე დაიწყოთ მუშაობა პერსონალურ პროექტებზე. მრავალფეროვანი პორტფოლიო თქვენი საუკეთესო შესაძლებობების სრულყოფილი პრეზენტაცია იქნება!

სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ რეზიუმეში დამატებითი სექციის სახით უცხო ენების ცოდნასთან ერთად თქვენ მიერ მომზადებული პროფესიონალური  პორტფოლიოც წარუდგინოთ დამსაქმებელს!

🎁 გახსოვდეთ, იმისთვის, რომ საერთაშორისო დონის ინჟინერი გახდეთ, აუცილებელია საკუთარ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავდეთ. ტექნოლოგიების განვითარების ტემპი განსაკუთრებული სიჩქარით იზრდება, ამიტომ თქვენი პროფესიული განვითარების ტემპიც ამის პროპორციულად უნდა იზრდებოდეს.

შეჯამება: ძირითადი რჩევები პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის რეზიუმესთვის

  • თქვენს სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად, CV-ის დასაწყისში, აუცილებლად მიუთითეთ პროფესიული სათურიც.
  • საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ისეთი ფაქტობრივი ინფორმაცია,  რომელიც თქვენს პროფესიულ გამოცდილებას მეტად დამაჯერებელს გახდის.
  • უნარების სექციაში სრულყოფილად წარმოადგინეთ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პროფესიასთან დაკავშირებული ხისტი და რბილი უნარების ამომწურავი ჩამონათვალი.
  • პროფესიული გამოცდილების არქონის შემთხვევაში რეზიუმეში ხაზგასმით წარმოადგინეთ პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში თქვენ მიერ შექმნილი პროექტების პორტფოლიო.
  • ნუ გადატვირთავთ რეზიუმეს უმნიშვნელო ინფორმაციით. ეცადეთ, თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია პირდაპირმნიშვნელოვნად უკავშირდებოდეს კონკრეტული ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
  • ნუ დაივიწყებთ თქვენს პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ შესაბამის კურსებსა და სერტიფიკატებს. მათი რეზიუმეში მითითება მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი წარმატების შანსს.
  • ეცადეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენი რეზიუმე სრულიად გამართულია, როგორც გრამატიკულად აგრეთვე ორთოგრაფიულად და სტილისტურად. 
  • იმ შემთხვევაში თუ CV-ს ქართულ ენაზე ამზადებთ, უპირატესობა Sylfaen შიფტს მიანიჭეთ. შესაბამის ელ-ფოსტაზე გაგზავნამდე კი რეზიუმე PDF ფორმატში გადაიყვანეთ.

Როდის უნდა გამოიყენოთ სამოტივაციო წერილი

რეზიუმესგან განსხვავებით, სამოტივაციო წერილი შესაძლებლობას გაძლევთ მეტი თავისუფლება მისცეთ თქვენს ფანტაზიას და შესაბამისი მოტივაციის სრულყოფილი აღწერის გზით წარმოაჩინოთ ის ძირითადი პუნქტები, რომლებიც სამუშაოს მიღების შემთხვევაში საშუალებას მოგცემთ ეფექტურად შეასრულოთ თქვენი პროფესიული მოვალეობები.

ამიტომ, მაშინაც კი თუ თქვენი რეზიუმე იდეალურად გამოიყურება, არ დაგავიწყდეთ სამოტივაციო წერილის დაწერა, სადაც გულწრფელად და ნათლად წარმოაჩენთ თქვენს მოტივაციას.

🎁 ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს თქვენი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე! ჩვენი რეზიუმეს მაგალითები დაგეხმარებათ შექმნათ პროფესიონალური CV პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პროფესიისთვის.

საუკეთესო ფორმატის შერჩევასთან დაკავშირებული იდეებისთვის კი აუცილებლად გადახედეთ ჩვენს შაბლონებს. ჩვენ გვჯერა თქვენი და თუ თავადაც ირწმუნებთ საკუთარი შესაძლებლობების მაგიას, აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს!

კითხვები და პასუხები

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის პოზიციის დასაკავებლად საჭიროა უმაღლესი განათლება?

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის კარიერის წარმატებით დასაწყებად ნამდვილად არ არის საჭირო უმაღლესი განათლების მიღება. აღნიშნული მიმართულებით დასაქმებას ყოველგვარი დიპლომის გარეშე, შესაბამისი ცოდნით და გამოცდილებ საფუძველზეც მარტივად შეძლებთ.

შემიძლია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის რეზიუმეში მივუთითო ინფორმაცია რეკომენდატორის შესახებ?

რეზიუმეში რეკომენდატორის შესახებ ინფორმაციის მითითება რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში თუ თქვენი რეკომენდატორი მაღალ პოზიციას იკავებს კომპანიაში და განსაკუთრებული პროფესიული რეპუტაციით სარგებლობს.

ამ პირობების არსებობის შემთხვევაში, რეკომენდატორის შესახებ ინფორმაციით მითითებით თქვენ უდავოდ დაიმსახურებთ მეტ ყურადღებას პოტენციური დამსაქმებლის მხრიდან და თქვენს პროფესიულ კვალიფიკაციასაც უტყუარი გზით დაასაბუთებთ.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...