მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის CV: როგორ უნდა შექმნათ საუკეთესო რეზიუმე

მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერი კომპანიის ფინანსური სტაბილურობისა და პროგრესის გარანტია.  ამ პროფესიის მქონე ადამიანები მომხმარებლებსა და კომპანიის მმართველ პარტნიორებს  შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ასრულებენ. მათი მისია მხარეების ინტერესების ანალიზი და ამის საფუძველზე ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაა. 

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

5.0
Rated 5 out of 5
დან 1 მომხმარებელთა მიმოხილვები

ვინაიდან, მომხმარებელთა მრავალფეროვანი მოთხოვნილებებისა და მოლოდინების ეფექტურად მართვა, ემოციური და გონებრივი ინტელექტის მაღალ დონესთან ასოცირდება, მომხმარებელთან ურთიერთობის კვალიფიციური მენეჯერებისადმი მოთხოვნა სულ უფრო მეტად იზრდება.

თუმცა იმისთვის, რომ სხვებისგან გამოირჩეოდეთ საჭიროა საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შექმნათ მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის CV, რომელიც ეფექტურად წარმოაჩენს თქვენს შესაძლებლობებს.

Მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერი CV

მოცემულ სტატიაში განვიხილავთ ყველა იმ რჩევასა და რეკომენდაციას, რომელიც თქვენი ცოდნის, პროფესიული კვალიფიკაციის, მოტივაციისა და უნარებისა საუკეთესოდ წარმოჩენას შეუწყობს ხელს!

Სარჩევი

მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერი  CV – მაგალითი

👇 წარმოგიდგენთ მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის CV-ს ნიმუშს, რომელიც საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, თქვენი შთაგონების მიზნით შევქმენით:

მარიამ ბეინაშვილი
მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
+995 555 123 321
m.beinashvili@email.com
თბილისი, საქართველო
linkedin.com/in/mariambeinashvili

პროფესიული შეჯამება
“მომხმარებელთან ურთიერთობების მაღალკვალიფიციური მენეჯერი 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებითა და პროფესიული განვითარების უწყვეტი ისტორიით. Microsoft Office Suite-ის სრულყოფილი ცოდნა შესაძლებლობას მაძლევს ეფექტურად განვახორციელო პროფესიული ფუნქცია-მოვალეობები და საერთაშორისი სტანდარტების დაცვით უზრუნველვყო როგორც გაყიდვების სრული ციკლის წარმოება, აგრეთვე, მომხმარებლების ბაზების დამუშავება”

სამუშაო გამოცდილება
კომპანია “ალიანს ჯგუფი”
თბილისი, საქართველო
მარტი 2018 – მაისი 2023

ძირითადი მოვალეობები:

  • ვადგენდი მომხმარებლის საჭიროებებს და უზრუნველვყოფდი მათთვის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნსა;
  • ვახორციელებდი მომხმარებლის უკუკავშირის მონიტორინგს და ამ საკითხის რეგულარულ რეპორტინგს;
  • ვაწარმოებდი მომხმარებლებთან გეგმიურ კომუნიკაციას და მათ მშენებლობის პროგრესისა და მიმდინარეობის შესახებ ვაწვდიდი განახლებულ ინფორმაციას;
  • ვთანამშრომლობდი სხვა დეპარტამენტთან და მათთან ერთად ვამუშავებდი კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმებს.

განათლება
ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი
თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2016 წლის ოქტომბერი – 2018 წლის ივლისი

შესაბამისი კურსები:

  • პერსონალური ბრენდინგი;
  • სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები;
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტის არსი და პროფესიული განვითარების პრინციპები;
  • სტრატეგიული კომუნიკაციები;
  • სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები.

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
ევროპის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2013 წლის სექტემბერი – 2017 წლის ივნისი

შესაბამისი კურსები:

  • სტრატეგიული მენეჯმენტი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები;
  • ეკომომიკისა და ბიზნესის სტატისტიკის საფუძვლები;
  • ბიზნეს ეთიკა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;
  • ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები;
  • საერთაშორისო ბიზნეს რეგულიაციები;

სერტიფიკატები

  • 2013 წელი – სერთიფიცირებული მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის პროფესიული (CCRMP) სერტიფიკატი;
  • 2021 წელი – ბიზნესის ანალიტიკის საერთაშორისო ინსტიტუტის (IIBA) პროფესიული სერთიფიკატი მონაცემთა ანალიტიკის დარგში;
  • 2017 წელი – მენეჯმენტის საკონსულტაციო ინსტიტუტების საერთაშორისო საბჭოს (ICMCI) სერტიფიცირებული ბიზნეს მენეჯერი;:

ხისტი უნარები

  • პროექტების მენეჯმენტი
  • მონაცემთა ანალიზი
  • კრიტიკული აზროვნება
  • მომხმარებლებზე ზემოქმედების უნარი
  • Asana
  • Google Sheets
  • Quickbooks
  • Xero

რბილი უნარები

  • ემოციური ინტელექტი
  • ორგანიზებული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაცია
  • დამოუკიდებლად მოქმედების უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

საოფისე პროგრამები

  • Microsoft Word
  • Microsoft Excel
  • Microsoft PowerPoint
  • Microsoft Outlook

ჰობები და ინტერესები

  • ფსიქოლოგია;
  • სოციალური მედიის მენეჯმენტი;
  • ვორქშოფებსა და სემინარებში მონაწილეობა;
  • კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება.

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური – C1
  • გერმანული – B

მომხმარებელთან ურთიერთოის მენეჯერის სავარაუდო ხელფასი საქართველოში

💡 ფაქტი: salaryexplorer-ის მონაცემების თანახმად, საქართველოში დასაქმებული მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის ყოველთვიური ანაზღაურება 1,980 ლარიდან 11,000 ლარამდე მერყეობს.

👉 გასათვალისწინებელია, რომ მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის პროფესიასთან დაკავშირებული ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკისა და პროფესიული კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ამ პროფესიის წარმომადგენელთა ანაზღაურება ხშირად კომპანიის მასშტაბითა და სფეროს მიხედვით განისაზღვრება.

Რომელ ინდუსტრიაში ეძებენ მომხმარებლებთან ურთიერთობების მენეჯერს?

Მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერი CV

საცალო ვაჭრობის კომპანიები მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერების პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას ხშირად მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამების სამართავად, პერსონალიზებული მარკეტინგული კამპანიების შესაქმნელად და საერთო სავაჭრო გამოცდილების გასაუმჯობესებლად იყენებენ.

მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერები გადამწყვეტ როლს ასრულებენ აგრეთვე ციფრულ სამყაროში. მათი პროფესიული როლი ონლაინ სივრცეში მომხმარებელთა ურთიერთქმედების მართვაში, მათ ერთგულ კლიენტებად ჩამოყალიბებასა და განმეორებადი შესყიდვების წახალისებაში გამოიხატება. აქედან გამომდინარე, ამ პროფესიის მქონე ადამიანებს ელექტრონული კომერციის მიმართულებითაც განსაკუთრებული პოტენციალი აქვთ.

ინდუსტრიებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს არც თანამედროვე ტექნოლოგიების სფერო, ვინაიდან, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები და IT სერვისის პროვაიდერები მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის გარეშე ვერ შეძლებენ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებასა და მათთვით პერსონალური გამოცდილების შექმნას.

მომხმარებელთა პოლიტიკის სამართავად, პრეტენზიების დასამუშავებლად და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პერსონალიზებული სადაზღვევო გადაწყვეტილებების უზრუნველსაყოფად, მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი სადაზღვევო კომპანიებისთვისაც მეტად საჭირო კადრია.მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერები მოთხოვნადი არიან, აგრეთვე, ისეთ ინდუსტრიებში, სადაც კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება გადამწყვეტია ბიზნესის წარმატებისთვის.

ასეთ მიმართულებებს წარმოადგენს:

  • საბანკო და საფინანსო სფერო
  • კონსულტაცია
  • იურიდიული მომსახურება
  • უძრავი ქონება
  • ჯანდაცვა
  • ტურიზმი

Ძირითადი რჩევები მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის CV-სთვის

მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის ეფექტური  CV-ის შექმნა დეტალებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

👇 იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ სასურველი პოზიციის დაკავებაში, წარმოგიდგენთ საუკეთესო პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილ რჩევებს:

  • გააცნობიერეთ ვაკანტური პოზიციით განსაზღვრული მოთხოვნები: ყურადღებით გაეცანით ვაკანსიას და ეცადეთ დაადგინოთ სფეროსთან დაკავშირებულ რომელ ძირითად უნარებს, კვალიფიკაციასა და გამოცდილებას ეძებს დამსაქმებელი აპლიკანტში.ამ ღირებული ინფორმაციის მოპოვების შემდეგ თქვენი CV სწორედ ვაკანსიით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეუსაბამეთ და მასზე დაყრდნობით მოიპოვეთ კონკურენტული უპირატესობა. ნაკლები დრო დაუთმეთ პროფესიისთვის შეუსაბამო ინფორმაციას.
  • რეზიუმე ეფექტური შეჯამებით დაიწყეთ:CV დაიწყეთ ლაკონური პროფესიული შეჯამებით, რომელიც პროფესიასთან დაკავშირებულ თქვენს რელევანტურ გამოცდილებას, უნარებსა და მიღწევებს წარმოაჩენს.პროფესიული შეჯამების როლი დამსაქმებლის თვალში განსაკუთრებით დიდია, რეზიუმეს ამ სექციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.
  • თქვენი მიღწევები რაოდენობრივად წარმოაჩინეთ:რაოდენობრივად განსაზღვრეთ თქვენი მიღწევები, რათა ნათლად წარმოაჩინოთ თქვენი პროფესიული გავლენა კომპანიის  წარმატებაზე.მომხმარებელთა კმაყოფილების, შემოსავლების ზრდისა და მომხმარებელზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელების ეფექტურად წარმოსაჩენად გამოიყენეთ მეტრიკა ან პროცენტული მაჩვენებლები.
  • სრულფასოვნად აღწერეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება: ზედმიწევნით აღწერეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება უახლესი პოზიციიდან უკუმიმართულებით და აქტენტი პროფესიასთან დაკავშირებულ ისეთ  მნიშვნელოვან ასპექტებზე გააკეთეთ, როგორიც ძირითადი პასუხისმგებლობები, მიღწევები და მომხმარებელთან ურთიერთობის მართვაში შეტანილი წვლილია.
  • წარმოაჩინეთ თქვენი ტექნიკური ცოდნა:მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტთან დაკავშირებული ტექნიკური უნარების ქონის შემთხვევაში აუცილებლად გაუსვით მათ ხაზი და აჩვენეთ დამსაქმებელს, რომ მონაცემთა მართვის სისტემებთან ერთად  პროფესიისთვის სხვა რელევანტურ   პროგრამულ უზრუნველყოფებსა და საოფისე პროგრამებსაც ფლობთ.
  • კორექტირება და რედაქტირება: საფუძვლიანად გადახედეთ თქვენს CV-ს და ბეჭდვისას უნებლიედ დაშვებული გრამატიკული ან ორთოგრაფიული შეცდომები გამოასწორეთ. უკუკავშირის მიღების მიზნით სასურველია რეზიუმეს გაგზავნამდე აჩვენოთ ის სანდო პიროვნებას და მისგან შეიტყოთ რამდენად ცხადად და თანმიმდევრულადაა მათთვის ინფორმაცია გადმოცემული.

Სექციების თანმიმდევრობა

კარგად სტრუქტურირებული რეზიუმე და სექციების ლოგიკური თანმიმდევრობა დამსაქმებელს რეზიუმეს მარტივად აღქმისა და საჭირო ინფორმაციის იოლად მოძიების შესაძლებლობას აძლევს.

📌 რჩევა: თქვენი მიღწევების თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად მთავარი აქცენტი პროფესიულ წარმატებაზე გააკეთეთ და პოტენციურ დამსაქმებელს აჩვენეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ მათი კომპანიისთვის.

👇 მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის რეზიუმეს მომზადებისას სასურველია, უპირატესობა ჩვენ მიერ რეკომენდებულ ფორმატს მიანიჭოთ:

  • რეზიუმეს შესავალ ნაწილში მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია;
  • თქენ მიერ ლაკონურად წარმოდგენილი პროფესიული სათაური:
    • ელ-ფოსტა;
    • ტელეფონის ნომერი;
    • ადგილმდებარეობა;
    • პროფესიული სოციალური ქსელის (მაგ., LinkedIn) ბმული;
  • 3-4 წინადადებისგან შემდგარი პროფესიული შეჯამება;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • ძირითადი მიღწევები;
  • სრულყოფილად აღწერილი პროფესიული განათლება;
  • უნარ-ჩვევების ხისტი და რბილი კატეგორიები;
  • დამატებითი სექციები (უცხო ენები, სერტიფიკატები, საოფისე პროგრამები, ჰობები და ინტერესები).

ფორმატი და სტრუქტურა

მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის რეზიუმეს სტრუქტურირებისას მნიშვნელოვანია ყურადღებით განიხილოთ რეზიუმეს 3 ძირითადი ფორმატი და მათგან თქვენთვის ყველაზე შესაფერისი ვაიანტი შეარჩიოთ.

  • ქრონოლოგიური ფორმატისტრუქტურირების ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც თქვენს სამუშაო გამოცდილებას უძველესიდან უახლესი გამოცდილებისკენ განალაგებს. ის თქვენს კარიერულ წინსვლას აჩვენებს და ხაზს თქვენს სტაბილურად მზარდ პროფესიონალიზმს უსვამს.ქრონოლოგიური ფორმატი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, თუ თქვენ მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტში თანმიმდევრული სამუშაო გამოცდილება გაქვთ.
  • ფუნქციური რეზიუმეს ფორმატითქვენს უნარებსა და შესაძლებლობებზეა ფოკუსირებული. ის საშუალებას გაძლევთ წარმოაჩინოთ პროფესიისთვის საჭირო ისეთი უნარები, როგორიცაა დროის მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაცია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყველა სხვა რელევანტური უნარი.აღნიშნული ფორმატი რეკომენდირებულია იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც სამუშაო გამოცდილების ნაცვლად კონკრეტულ უნარებზე სურთ ფოკუსირება.
  • შერეული რეზიუმეს ფორმატიშერეული ფორმატი ქრონოლოგიური და ფუნქციური ფორმატების მახასიათებლებს აერთიანებს. აღნიშნული ტიპის ფორმატი დასაწყისში კვალიფიკაციისა ან უნარების განყოფილებას წარმოადგენს, შემდეგ სამუშაო გამოცდილების აღწერაზე გადადის და უნარებთან ერთად, თქვენს პროფესიულ კვალიფიკაციასაც განსაკუთრებული სიცხადით წარმოაჩენს.

Მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერი CV

Სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

თქვენი შესაძლებლობებისა და კონკურენტული უპირატესობების სრულყოფილად წარმოჩენამდე, სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია სრულფასოვნად უნდა აღწერდეს თქვენი, როგორც მომხმარებელთან ურთიერთობებოის მენეჯერის პერსონალურ ინფორმაციას.

📌 რჩევა: გახსოვდეთ, რომ პროფესიული სათაური მხოლოდ რამდენიმე სიტყვის გამოყენებით უნდა მიუთითებდეს თქვენს კვალიფიკაციაზე.
👉 გიზიარებთ რელევანტურ მაგალითს, რომელიც სრულფასოვნად წარმოაჩენს მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის რეზიუმესთვის განკუთვნილ პროფესიულ სათაურსა და საკონტაქტო ინფორმაციას:
✔️ კარგი სათაურის მაგალითი
მარიამ ბეინაშვილი
მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
+995 555 123 123
m.beinashvili@email.com
თბილისი, საქართველო
linkedin.com/in/mariambeinashvili
❌ ცუდი სათაურის მაგალითი
მარიამ ბეინაშვილი
მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი
+995 555 123 123
mariko-marikuna@email.com
Facebook.com/in/giorgiberidze
საცხოვრებელი მის ამართი: გლდანის მე-8 მ/რ, მე-12 კორსუპი, ბინა 24, თბილისი, საქართველო

პროფესიონალური შეჯამება

პროფესიული შეჯამების მომზადებისას აუცილებელია ლაკონურად აღნიშნოთ მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერისთვის რელევანტური ძირითადი კვალიფიკაციები, გამოცდილება და მიღწევები.

📌 რჩევა: სასურველია პროფესიული შეჯამება დაიწყოთ მომხიბლავი წინადადებით, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობისა და მენეჯმენტის სფეროში თქვენს გამოცდილებას შეაჯამებს.

ამის შემდეგ აუცილებლად გადადით თქვენი სამუშაო გამოცდილების აღწერაზე და ხაზი პროფესიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან როლებსა და პასუხისმგებლობებს გაუსვით.

✔️ რეზიუმეს შეჯამების სწორი მაგალითი
მომხმარებელთან ურთიერთობების მაღალკვალიფიციური მენეჯერი 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებითა და პროფესიული განვითარების უწყვეტი ისტორიით. Microsoft Office Suite-ის სრულყოფილი ცოდნა შესაძლებლობას მაძლევს საერთაშორისი სტანდარტით უზრუნველვყო როგორც გაყიდვების სრული ციკლის წარმოება, აგრეთვე, არსებული მომხმარებლებისთვის ახალი პროექტების შეთავაზება და მათი ბაზების დამუშავება.
❌ რეზიუმეს შეჯამების არასწორი მაგალითი
მე გახლავართ მარიამ ბეინაშვილი, მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი. გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით ჩემს რეზიუმეს და აღმოაჩენთ, რომ წამყვან კერძო კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს და მსურს, რომ ჩემი უნიკალური შესაძლებლობები თქვენი კომპანიის წარმატებას მოვახმარო! 2021 წელს, რეგიონული მასშტაბით მოპოვებული მის ინტელექტის სტატუსი ამტკიცებს, რომ ჩემო მოწოდება პროფესიული განვითარებაა! დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დამიკავშირდით.

Რატომ უნდა მოერიდოთ ფოტოსურათის გამოყენებას?

Პროფესიონალური რეზიუმე ფოკუსირებული უნდა იყოს მხოლოდ კანდიდატის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე და შესაბამის უნარებზე. Სწორედ მომხმარებლებთან ურთიერთობების მენეჯერის რეზიუმეში ფოტოს წარმოდგენა არ არის რეკომენდებული.

👉 აპლიკანტის უნარების ობიექტური შეფასების ნაცვლად, რეზიუმეში ფოტოს წარმოდგენამ  შესაძლოა მიკერძოება ან თქვენს გარეგნობასთან დაკავშირებული განსჯა გამოიწვიოს.
⚠️ გაფრთხილება: რეზიუმეში ფოტოს გამოყენებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კონფიდენციალურობის დარღვევისა და თქვენი პერსონალური ინფორმაციის ბოროტად გამოყენების რისკია.

მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერისთვის საჭირო გამოცდილება

ვინაიდან მომხმარებელთან ურთიერთობების პოზიცია დიდწილად ინტერპერსონალურ უნარებს, მომხმარებელთა კმაყოფილებასა და ეფექტურ მენეჯერულ შესაძლებლობებს ეხება, შესაბამისი სამუშაო გამოცდილების რეზიუმეში წარმოდგენა ნდობის მოსაპოვებლად და პრაქტიკული ცოდნის დემონსტრირებისთვის უმნიშვნელოვანესია.

👇 წარმოგიდგენთ  მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის პოზიციისთვის შექმნილ ორ სპეციფიკურ მაგალითს:

მაგალითი 1

მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერი
კომპანია “ალიანს ჯგუფი”
თბილისი, საქართველო
მარტი 2020 – მაისი 2022

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის საჭიროებების სწორი იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია;
  • მომხმარებლის უკუკავშირის მონიტორინგი და ამ საკითხის რეგულარული რეპორტინგი;
  • ინვესტორების გაცნობა და მათთან აქტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • მომხმარებელთან გეგმიური კომუნიკაცია და განახლებული ინფორმაციის მიწოდება.
მაგალითი 2

მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერი
საქართველოს ბანკის დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტი
თბილისი, საქართველო
თებერვალი 2015 – მარტი 2020

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა საბანკო პროდუქტების გაყიდვა სატელეფონო შეთავაზებით;
  • წინასწარ განსაზღვრული სეგმენტის მომხმარებლებთან პროაქტიული კომუნიკაცია დისტანციური არხებით;
  • მომხმარებლის მონაცემების, დადგენილი საჭიროებების და მიზნების შესაბამისად პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა დისტანციური არხებით;
  • მომხმარებლის პორთფელის დასახული ამოცანების შესაბამისად განვითარება.

Ძირითადი მიღწევები

მთავარი მიღწევების სექცია თქვენი პროფესიული ღირებულებებისა და კონკურენტული უპირატესობების წარმოჩენის უნიკალური შესაძლებლობაა.

იმისთვის, რომ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინოთ პოტენციურ დამსაქმებელზე, გირჩევთ:

  • ორიენტირდეთ რაოდენობრივ შედეგებზე (გამოიყენეთ კონკრეტული მეტრიკა).
  • თქვენი მიღწევები კონკრეტულ პოზიციაზე მოარგეთ;
  • Მიღწევები დამაჯერებლად წარმოადგინეთ.
🎁 მეტი ეფექტურობისთვის ეცადეთ წერისას ენთუზიაზმით აღსავსე სამოქმედო ფრაზები გამოიყენოთ. მაგალითად აღნიშნეთ, რომ მუშაობის პერიოდში დანერგეთ მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამა, რომელმაც განმეორებითი შესყიდვების 25%-იანი ზრდა გამოიწვია.

თუ სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ

სამუშაო გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში, გირჩევთ ყურადღება პროფესიისთვის რელევანტურ უნარებზე, განათლებასა და იმ აკადემიურ მიღწევებზე გაამახვილოთ რომელთა ხაზგასმა თქვენს პროფესიულ პერსპექტივას ნათლად წარმოაჩენს.

📌 რჩევა: ასეთ დროს, გირჩევთ, რომ რეზიუმეს შედგენა შთამბეჭდავი პროფესიული შეჯამებით დაიწყოთ და მთავარი ყურადღება თქვენს ენთუზიაზმს, მოტივაციასა და პროფესიისადმი ინტერესს მიაქციოთ.
🎁 მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო გამოცდილება ღირებულია, თქვენი უნარების, განათლებისა და მოტივაციის ჩვენება შესაძლოა დამსაქმებლისთვის დამაჯერებელი მტკიცებულება აღმოჩნდეს, იმისთვის რომ მან თქვენი როგორც მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის პროფესიული პერსპექტივა დაინახოს.

Როგორ უნდა მოაწყოთ განათლების სექცია

განათლების სექცია ფუნდამენტური ცოდნისა და პროფესიული ექსპერტიზის წარმოჩენით გაძლევთ შესაძლებლობას ეფექტურად განსაზღვროთ პროფესიასთან დაკავშირებული უნიკალური შესაძლებლობები.

👇 მეტი სიცხადისთვის, განვიხილოთ მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერისთვის რელევანტური განათლების მაგალითები:

მაგალითი 1

საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო (2018 – 2020)
მასობრივი კომუნიკაციების ბაკალავრი, ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო (2014 – 2018)

მაგალითი 2

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2015 წლის სექტემბერი – 2019 წლის ივნისი

შესაბამისი კურსები:

  • ეკომომიკისა და ბიზნესის სტატისტიკის საფუძვლები;
  • ბიზნეს ეთიკა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;
  • ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები;
  • საერთაშორისო ბიზნეს რეგულიაციები;
  • მეწარმეობის პრაქტიკული კურსი.

ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2019 წლის ოქტომბერი – 2021 წლის ივლისი

შესაბამისი კურსები:

  • სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები;
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტის არსი და პროფესიული განვითარების პრინციპები;
  • სტრატეგიული კომუნიკაციები;
  • სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები.

Მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები

📌 რჩევა: მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერისთვის  ეფექტური კომუნიკაციის უნარები პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ, რომ ხართ კომუნიკაბელური და კარგად ერკვევით ადამიანის ფსიქოლოგიაში.

პროფესიული ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერი სტრესისადმი მდგრადი და ემოციურად გაწონასწორებული უნდა იყოს.

👇 მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ეფექტური პრეზენტაციისთვის შესაძლოა უნარები ხისტ და რბილ კატეგორიებად გავანაწილოთ.

ხისტი უნარები

  • მაღალი პროფესიონალიზმი
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • განვითარებაზე ორიენტირება
  • ოპერატიულობა და პუნქტუალურობა
  • გუნდური მუშაობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობა
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი
  • კრიტიკული აზროვნება

რბილი უნარები

  • ემოციური ინტელექტი
  • ორგანიზებული
  • აქტიური
  • პოზიტიური
  • შრომისმოყვარე
  • პასუხისმგებლიანი
  • დეტალებზე ორიენტირებული

დამატებითი სექციები

დამატებითი სექციები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის კანდიდატის უნარებისა და როლისთვის შესაბამისობის შესახებ. შესაბამისი დამატებითი სექციების წარმოდგენა კანდიდატის კვალიფიკაციის, მიღწევებისა და პროფესიული ინტერესების ყოვლისმომცველ სურათს გვიხატავს.

🎁 მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის რეზიუმეში შესაბამისი დამატებითი სექციების წარმოდგენამ შესაძლოა ეფექტურად განგასხვაოთ სხვებისგან და თქვენთვის სასურველი სამუშაოს უზრუნველყოფის შანსები მნიშვნელოვნად გაზარდოს.

უცხო ენები

ბიზნესის მზარდი ბუნებისა და მომხმარებელთა მრავალფეროვნების გამო, უცხო ენების ფლობა სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მომხმარებლებთან ურთიერთობების სფეროში.

👉 ენობრივი უნარები ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელთა საჭიროებების სწორად გააზრების საფუძველია.  ეს საშუალებას აძლევს კომპანიებს აითვისონ ახალი ბაზრები, მოიზიდონ საერთაშორისო კლიენტები და მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა გლობალიზებულ ბიზნეს გარემოში.

უცხო ენების ფლობა აგრეთვე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კარიერულ წინსვლას, რადგან კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებენ, განსაკუთრებით აფასებენ უცხო ენის მცოდნე თანამშრომლებს.

👇 უცხო ენების სექციის ორგანიზებისთვის, სასურველია, უპირატესობა ქვემოთ მოცემულ ფორმატს მიანიჭოთ:

  • მშობლიური
  • თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
  • შუალედური დონე (B1)
  • Საბაზისო (A2)

Საოფისე პროგრამები

ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოში საოფისე პროგრამების ცოდნა ეფექტური კომუნიკაციისა და პროფესიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მნიშვნელოვანი საფუძველია.

სწორედ ამიტომ, დამსაქმებლები აქტიურად ეძებენ კანდიდატებს, რომლებსაც შეუფერხებლად შეუძლიათ კომპანიის ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია.

👉 მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერისთვის საჭირო საოფისე პროგრამების ჩამონათვალი შემდეგია:

  • Microsoft Word
  • Microsoft Excel
  • Microsoft PowerPoint
  • Microsoft Outlook

ზემოთ აღნიშნული პროგრამები დოკუმენტების შესაქმნელად, მონაცემების გასაანალიზებლად, პრეზენტაციების მომზადებისა და ელექტრონული კომუნიკაციებისთვის განკუთვნილი შესანიშნავი ინსტრუმენტებია.

🎁 საოფისე პროგრამების ფლობა საშუალებას გაძლევთ ეფექტურად გაუმკლავდეთ მომხმარებელთა მონაცემებს და მათზე დაყრდნობით მიიღოთ ღირებული გადაწყვეტილებები. მათი დახმარებით ეფექტურ კომუნიკაციას, მიმზიდველი პრეზენტაციების შექმნასა და სტრატეგიების დამუშავებას სრულყოფილად შეძლებთ.

Სერტიფიკატები

დამსაქმებლები ხშირად ეძებენ კანდიდატებს, რომლებიც სპეციალიზებულ გამოცდილებას ფლობენ კლიენტებთან ურთიერთობის ისეთ სფეროებში, როგორიც მომხმარებელთა მომსახურება, ურთიერთობების მენეჯმენტი ან CRM პროგრამული უზრუნველყოფაა.

👉 ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი სერთიფიკატების ქონა თქვენი ცოდნის ხელშესახებ მტკიცებულებას წარმოადგენს და კონკურენტუნარიანი სამუშაო ბაზრის პირობებშიც კი გეხმარებათ ინდუსტრიის სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის მიმართ შეინარჩუნოთ ერთგულება.

სერთიფიკატები საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ახალი უნარ-ჩვევები, რაც პირდაპირმნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენი სამუშაოს შესრულების ხარისხს.

ეს სერთიფიკატები შეიძლება მოიცავდეს ისეთ სფეროებს, როგორიც არის:

  • კომუნიკაციის ტექნიკა
  • კონფლიქტის მოგვარება
  • მონაცემთა ანალიზი
💡 ფაქტი: სერთიფიკატებს აქვს პოტენციალი რომ კარიერული წინსვლის წინაპირობა გახდეს. ამის საფუძველი გახლავთ ის ფაქტი, რომ დამსაქმებელთა უმრავლესობა სერტიფიცირებულ კადრებს უფრო მაღალ პოზიციებს, გაზრდილ პასუხისმგებლობებსა და უკეთეს ანაზღაურებას სთავაზობენ.

Ჰობები და ინტერესები

რეზიუმეში შესაბამისი ჰობებისა და ინტერესების წარმოდგენამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის კონკურენტული უპირატესობა და მას სასურველი პოზიციის დაკავებაში დაეხმაროს.

გახსოვდეთ, რომ დამსაქმებლები ეძებენ კანდიდატებს, რომლებიც არა მხოლოდ კვალიფიციურნი არიან, არამედ განსაკუთრებული ენთუზიაზმით ეკიდებიან პროფესიას.

👉 შესაბამისი ჰობებისა და ინტერესების ქონა მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერს პროფესიულ განვითარებაში უწყობს ხელს. ინდუსტრიასთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩართვა მას მოტივაციას აძლევს მუდმივად ადევნოს თვალი სფეროსთან დაკავშირებულ უახლეს ტენდენციებსა და გამოწვევებს.

ეს თავის მხრივ, ამ პროფესიით დასაქმებულ ადამიანებს ინფორმირებული და მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

👇იმის გასააზრებლად თუ რა შეიძლება მივიჩნიოთ მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერისთვის რელევანტური ინტერესის სფეროდ, რამდენიმე მაგალითს წარმოგიდგენთ:

  • ფსიქოლოგია
  • სოციალური მედიის მენეჯმენტი
  • ვორქშოფებსა და სემინარებში მონაწილეობა
  • კულტურული ღონისძიებები (მაგ., ხელოვნების გამოფენები, მუსიკალური ფესტივალები და თეატრალური სპექტაკლები).

4 რჩევა, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერმა უნდა გაითვალისწინოს CV-ს შექმნისას

  • პროფესიულ შეჯამებაში თქვენი გამოცდილების, მიღწევებისა და სამომავლო მიზნების შესახებ წარმოადგინეთ ინფორმაცია და ნათლად აჩვენეთ დამსაქმებელს, რომ ჯანსაღი ამბიციით შეგიძლიათ კომპანიისთვის დიდი წარმატების მოტანა.
  • რეზიუმეში წარმოადგინეთ მეტრიკა და კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებლების გამოყენებით გაუსვით ხაზი თქვენს მიღწევებს.
  • პროფესიული სრულყოფისაკენ სწრაფვა დღეს განსაკუთრებით დასაფასებელია. სწორედ ამიტომ, ეცადეთ პროფესიისთვის რელევანტური სეთიფიკატებისა და სასწავლო პროგრამების წარმოდგენით აჩვენოთ დამსაქმებელს, რომ მუდმივად ადევნებთ თვალს სფეროს უახლეს ტენდენციებს და მზად ხართ სრული პასუცისმგებლობით გაუმკლავდეთ პროფესიით განსაზღვრულ გამოწვევებს.
  • ალბათ გვეთანხმებით, რომ უნარ-ჩვევების სექცია რეზიუმეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწორედ ამიტომ, ეცადეთ CV-ში იდეალურად დააბალანსოთ თქვენი პროფესიული და პიროვნული მახასიათებლები და ხისტი და რბილი უნარების კატეგორიებად წარმოადგინოთ.

არ დაივიწყოთ Სამოტივაციო წერილის მნიშვნელობა!

სამოტივაციო წერილი როლისთვის შესაბამის ენთუზიაზმსა და კვალიფიკაციას პერსონალიზებული გზით წარმოჩენს და მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროს მიმართ თქვენი ნამდვილი ინტერესისა და გატაცების გამოხატვის შესაძლებლობას გაძლევთ.

სამოტივაციო წერილი საშუალებას გაძლევთ ხაზგასმით აღნიშნოთ შესაბამისი მიღწევები და გამოცდილება, რომლებიც შესაძლოა სრულად არ იყოს აღბეჭდილი თქვენს რეზიუმეში. მეტიც, აქ შეგიძლიათ დაწვრილებით ისაუბროთ კონკრეტულ პროექტებზე, მიღწევებზე ან გამოწვევებზე, რომლებიც წარმატებით გადალახეთ მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში.

Საკუთარი მოტივაციის წარმოჩენა თქვენი შანსია, მოარგოთ თქვენი განაცხადი კონკრეტულ კომპანიას ან ორგანიზაციას, რომელსაც მიმართავთ. ეს საშუალებას გაძლევთ გამოხატოთ, რატომ ხართ დაინტერესებული კონკრეტულ კომპანიაში მუშაობით და როგორ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მათი მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილებით გაუმჯობესებაში.

🎁 როგორც ხედავთ მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის თანამდებობის დაკავება სრულიად რეალური პროფესიული მიზანია, რომლის მიღწევასაც იოლად შეძლებთ თუ მხედველობაში  ჩვენი რეზიუმეს მაგალითებს მიიღებთ!

ამიტომ განაგრძეთ წინსვლა თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე და გახსოვდეთ, რომ ჩვენი საუკეთესო შაბლონები ყოველთვის თქვენს განკარგულებაშია!

კითხვები და პასუხები

რა არის მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა?

კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომხმარებელთა მრავალფეროვანი მოთხოვნილებებისა და მოლოდინების ეფექტურად მართვაა.

კლიენტებს კომუნიკაციის განსხვავებული სტილი და პერსონალიზებულ სერვისებთან  დაკავშირებული პრეფერენციები აქვთ, შესაბამისად, მომხმარებელთან ურთიერთობა განსაკუთრებულ ემოციურ ინტელექტს მოითხოვს. კონფლიქტების მოგვარებისას მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერები დიპლომატიური თანაგრძნობით უნდა ახერხებდნენ ვითარების ოპტიმიზაციას და მომხმარებლებთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნებას.

როგორია მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის სამუშაო დღე?

მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის სტანდარტული სამუშაო დღე მეტად მრავალფეროვანია. ამ პროფესიის მქონე ადამიანები კომპანიის ორგანიზაციული პროცესების მართვასთან ერთად ინვესტორების ინფორმაციულ მხარდაჭერასაც უზრუნველყოფენ და  მათ განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით აწვდიან ინფორმაციას.

მეორეს მხრივ, მომხმარებელთან ურთიერთობების მენეჯერის პროფესია თავისთავად გულისხმობს კლიენტებთან ყოველდღიურ კომუნიკაციას და მათი სამომხმარებლო გამოცდილების სრულყოფას.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...