ბუღალტრის პროფესია უდავოდ იმსახურებს ყურადღებას თუ თქვენი ინტერესის სფეროს ბიზნესის ადმინისტრირება და ფინანსები წარმოადგენს!
მოცემულ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ თქვენი მოტივაციის, უნარებისა და გამოცდილების ეფექტურად წარმოჩენასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და გაგიზიარებთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებით შექმნილი ბუღალტრის CV უპირობოდ მოგაპოვებინებთ დამსახურებულ ადგილს სასურველ კომპანიაში!
Სარჩევი
ბუღალტერი CV: სრულყოფილი ნიმუში
👇 წარმოგიდგენთ ბუღალტრის CV-ს ნიმუშს, რომელიც რეზიუმეს შექმნის საერთაშორისოდ აღიარებულ საუკეთესო სტანდარტებს შეესაბამება:
ბუღალტერი
+995 555-555-555
tamardumbadze@email.com
თბილისი, საქართველო
Linkedin.com/in/tamardumbadze
პროფესიული შეჯამება
“5 წლიანი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე შემიძლია ვაწარმოო საბუღალტრო ანგარიშები ცალკეული სააღრიცხვო ობიექტებისა და თემატიკის მიხედვით. ვფლობ სამეწარმეო, საგადასახადო და ბიზნეს სამართალთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებების ანალიზისა და კომპანიის საქმიანობაზე შესაბამისი სტრატეგიით წარმართვის უნარს.”
სამუშაო გამოცდილება
მთავარი ბუღალტერი
აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO
თბილისი, საქართველო
სექტემბერი 2018 – მარტი 2023
ძირითადი მოვალეობები:
- ერთდროულად წარვმართავდი რამდენიმე საბუღალტრო პროექტს და ვახორციელებდი ბუღალტრულ აღრიცხვას შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;
- ვავსებდი საგადასახადო დეკლარაციებს და უზრუნველვყოფდი მათ წარდგენას;
- ვამზადებდი კომპანიის წლიური ფინანსურ ანგარიშგებებს და აქტიური კომუნიკაცია მქონდა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან.
განათლება
ბუღალტრის სრული სასერტიფიკაციო პროგრამა
ბუღალტერთა მომზადების ცენტრი, საქართველო
2016 წლის სექტემბერი – 2018 წლის ივნისი
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ოპერაციების მენეჯმენტში
თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო
2014 წლის სექტემბერი – 2016 წლის ივნისი
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო
2010 წლის სექტემბერი – 2014 წლის დეკემბერი
ტრენინგები & სერთიფიკატები
- მართვის აკადემიის ტრენინგი თემაზე: ბიზნესის ანალიზი და ფინანსური მართვა;
- კავკასიის უნივერსიტეტის სასერთიფიკატო კურსი თემაზე: საგადასახადო დაბეგვრა და ფინანსური ანგარიშგება;
- სმარტ აკადემიის სასერთიფიკატო კურსი თემაზე: კომპიუტერული პროგრამების როლი ბუღალტრის პროფესიაში;
- ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრის სასერტიფიკაციო პროგრამის კურსი თემაზე: კორპორაციული მართვა, რისკი და ეთიკა.
Ხისტი უნარები
- MS Programs
- Microsoft Excel
- Google Sheets
- AccountEdge Pro
- Zipbooks
- Xero
რბილი უნარები
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
- საიმედოობა და პასუხისმგებლობა
- სტრესულ გარემოში მუშაობა
- დროის ეფექტური მენეჯმენტი
- რისკების ანალიზი
- რესურსების გონივრული მართვა
ენები
- ქართული (მშობლიური)
- ინგლისური – B2
- გერმანული – B1
Რამდენად ხელსახრელი პირობებია ბუღალტერად მუშაობისთვის საქართველოში 2023 წელს?
აღნიშნული თანამდებობრივი სარგო ბუღალტრის პროფესიას დამსახურებულად მიაკუთვნებს მაღალანაზღაურებადი პროფესიების კატეგორიას, შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ბუღალტრის პროფესიის მიმართ სულ უფრო იზრდება საქართველოში.
ეფექტური რჩევები ბუღალტრის CV-ის შესაქმნელად
ყოველი პროფესიის უნიკალური ბუნებიდან გამომდინარე არ არსებობს რეზიუმეს საზოგადოდ მიღებული ფორმა, რომლის გამოყენება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში იქნება მიზანშეწონილი.
სამაგიეროდ, არსებობს რამდენიმე უნივერსალური მოცემულობა, რომელთა გათვალისწინებაც მეტ ღირსებას შესძენს თქვენს რეზიუმეს და თქვენი დასაქმების შანსსაც მნიშვნელოვნად გაზრდის.
👇 ბუღალტრის CV-ს შესაქმნელად საჭირო აპრობირებული რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მნიშვნელოვან უპირატესობას მოიპოვებთ კონკურენტებთან მიმართებით და თქვენი წარმატების შანსსაც უდავოდ გაზრდით.
- ისაუბრეთ რელევანტურ პროფესიულ გამოცდილებაზე:თუ უკვე გაქვთ ბუღალტერად მუშაობის გამოცდილება აუცილებლად ისაუბრეთ ამის შესახებ რეზიუმეში, თუმცა, დაიმახსოვრეთ, რომ რაც უფრო რელევანტურია რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაცია, მით უფრო მეტია მისი ეფექტურობა.⚠️ გაფრთხილება: გაუმართლებელია CV-ში ისეთ არარელევანტურ დეტალებზე საუბარი, როგორიც, მაგალითად, წლების წინ დაკავებული ის თანამდებობაა, რომელსაც არაფერი აკავშირებს იმ პოზიციასთან, რომლის დაკავებასაც ახლა გეგმავთ.
- გამოკვეთეთ შესაბამისი უნარ-ჩვევები:ბუღალტერის საქმიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული ფინანსებთან და ეკონომიკურ აღრიცხვასთან.რეზიუმეს შექმნისას მთავარი აქცენტი გააკეთეთ თქვენს კონკურენტულ უპირატესობებზე და ისაუბრეთ იმ პიროვნულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე, რომელთა ქონაც სასურველი პოზიციით განსაზღვრულ მოვალეობებთან თქვენს შესაბამისობას ადასტურებს.
- CV-ს შესძინეთ ორგანიზებული ფორმა:თქვენი რეზიუმე იმ შემთხვევაში მოახდენს დადებით შთაბეჭდილებას პოტენციურ დამსაქმებელზე, თუ ის სტილისტიკურად გამართული და ვიზუალურად მიმზიდველი იქნება. ამ მიზნის მისაღწევად, ყურადღება მიაქციეთ, რომ რეზიუმეს პროფესიონალური სახე ჰქონდეს და არ ჰგავდეს მოთხრობას.სასურველია, თქვენი პროფესიული პროფილი ერთ გვერდზე დაატიოთ, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, შეეცადეთ, ყველა მნიშვნელოვან საკითხს პირველივე გვერდზე მოუყაროთ თავი.
- დაიხმარეთ ვაკანსიასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვები:ბუღალტრის ვაკანსიის აღწერაში აუცილებლად იქნება მითითებული ის საკვანძო სიტყვები და ფრაზები, რომელთა CV-ში გამოყენება პოზიციასთან თქვენს შესაბამისობას გაუსვამს ხაზს და წარმოაჩენს, რომ სრულყოფილად აანალიზებთ ახალი სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას.პროფესიულ გამოცდილებაზე საუბრის პარალელურად ნუ მოერიდებით ზემოთ აღნიშნული საკვანძო სიტყვების ინტეგრირებას იმ ფუნქცია-მოვალეობებში, რომელთა განხორციელებაც თქვენს პროფესიულ კომპეტენციაში შედიოდა.
Როგორ განვალაგოთ სექციები
CV-ს შედგენისას დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული განლაგება ვიზუალურად მიმზიდველია და საკმარისად ნათელად აღქმადს ხდის რეზიუმეში წარმოდგენილ ინფორმაციას.
👇 ბუღალტერის რეზიუმეს შემთხვევაში, ჩვენ მიერ რეკომენდებული ფორმატი ასე გამოიყურება:
- ფურცლის მარცხენა მხარეს განთავსებული სახელი/გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია;
- ელ-ფოსტა
- ტელეფონის ნომერი
- ადგილმდებარეობა
- თხრობითი სახით წარმოდგენილი, 3-4 წინადადებისგან შემდგარი პროფესიული შეჯამება;
- პროფესიული გამოცდილება, რომელიც პოზიციის დასახელებასთან ერთდ თქვენი მოვალეობების აღწერასაც მოიცავს;
- განათლება და კვალიფიკაციები;
- უნარები (უცხო ენების ცოდნა, ტექნიკური უნარები, სერტიფიკატები და ტრენინგები);
Სასურველი ფორმატი და სტრუქტურა
ბუღალტერის CV-ს ფორმატის შერჩევისას უნდა გახსოვდეთ, რომ კონკრეტული ფორმატის გამოყენება თქვენს ინდივიდუალურ გამოცდილებასა და კარიერულ მახასიათებლებზეა დამოკიდებული.
👇 პრაქტიკაში 3 ძირითადი ტიპის ფორმატი არსებობს. თითოეულ მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული სტრუქტურა და დანიშნულება აქვთ.
- ქრონოლოგიური ფორმატიგანსაკუთრებით რელევანტურია მათთვის, ვისაც მრავლისმომცველი სამუშაო გამოცდილება აქვს და რეზიუმეში მნიშვნელოვანი კარიერული მიღწევების წარმოჩენა სურს.ქრონოლოგიური ფორმატი თქვენი სამუშაო გამოცდილების უახლესი დროიდან წარსულისკენ განალაგებით აღწერს თქვენს პროფესიულ მიღწევებს.
- ფუნქციური ფორმატიიმ აპლიკანტების არჩევანია, რომლებმაც ახლახანს დაასრულეს განათლების მიღება და კარიერული გამოცდილება ჯერ არ აქვთ;ამ ტიპის რეზიუმე შესაძლებლობას გაძლევთ თქვენი უნარები ქვეკატეგორიებად წარმოადგინოთ და ამგვარად უფრო მარტივად აღქმადი გახადოთ თქვენი პროფილი პოტენციური დამსაქმებლისთვის.
- შერეული ფორმატითუ თქვენ არაერთხელ შეიცვალეთ პროფესია და ბუღალტრად მუშაობის დაწყებამდე სხვა სამუშაო გამოცდილებებიც გქონდათ, რეკომენდირებულია, რომ უპირატესობა შერეულ ფორმატს მიანიჭოთ. ამ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი თქვენი გამოცდილების ნაცვლად თქვენს უნარებ-ჩვევებზე გაკეთდება.
Სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია
CV-ს სათაურით დაწყება სტრატეგიული ნაბიჯია, ვინაიდან ეს სექცია ერთგვარი შესავალია, რომელიც პოტენციურ დამსაქმებელს თქვენს კანდიდატურასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ინფორმაციას აწვდის.
👉 ყურადღება მიაქციეთ, რომ რეზიუმეში მითითებული ელექტონული ფოსტის მისამართი პროფესიონალურად ჟღერდეს. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ამ საკითხმა ნეგატიური გავლენა იქონიოს თქვენი რეზიუმეს შეფასებაზე.
👇 ბუღალტერის რეზიუმესთვის ეფექტური სათაურის შესაქმნელად, სასურველია, შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ:
- პროფესიული სათაური ფურცლის დასაწყისში, თქვენი სახელისა და გვარის ქვემოთ განათავსეთ;
- მეტი ეფექტურობისთვის სასურველია, რომ რაოდენობრივი ან ფაქტობრივი მონაცემები (მაგალითად, გამოცდილების წლები) გამოიყენოთ;
- ნუ გადატვირთავს რეზიუმეს ზოგადი ფრაზებით, ამის ნაცვლად ეცადეთ მეტად პირდაპირი და კონკრეტული იყოთ;
- სურვილის შემთხვევაში, რეზიუმეს სათაურში შესაძლებელია, რომ თქვენი სოციალური მედიის ბმულებიც (მაგ., LinkedIn) მიეთითოს.
ბუღალტერი
თბილისი, საქართველო | +995 555 123123 | tamardumbadze@email.com
თამარ დუმბაძე
ტელეფონი: 555 555 555
დაბადების თარიღი 10/11/1995 წ
მისამართი: თბილისი, ვეკუას ქუჩა, N21
Რეზიუმეს პროფესიონალური შეჯამება
გონივრულად შედგენილი პროფესიონალური შეჯამება მნიშვნელოვნად განსაზღვავს თქვენი წარმატების ხარისხს.
👇 შესაბამისად, თუ გსურთ, რომ რეზიუმეს ამ ნაწილმა დამსაქმებლის ყურადღება მიიქციოს და ის დადებითად განაწყოს თქვენ მიმართ, რამდენიმე ოქროს წესი უნდა გაითვალისწინოთ.
- პირველ რიგში, პროფესიული შეჯამება უნდა იყოს მოკლე და მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებს უნდა მოიცავდეს. სასურველია, მიმოიხილეთ სწორედ ის პროფესიული გამოცდილება, რომელსაც თქვენთვის სასურველ პოზიციასთან აქვს კავშირი.
- აგრეთვე, გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორი სიცხადით აჩვენებთ დამსაქმებელს, თუ რამდენად შესაფერისი კადრი ხართ თანამდებობისთვის და რაოდენ დიდ სარგებელს მოუტანს თქვენი სამსახურში აყვანა კომპანიას.
Როდის გჭირდებათ ფოტოსურათი ბუღალტრის რეზიუმეში
ბუღალტერის რეზიუმეში ფოტოს დამატება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიზანშეწონილი, თუ ამას თავად დამსაქმებელი მოითხოვს ვაკანსიის აღწერაში. ასეთ შემთხვევაში, დარწმუნდით, რომ CV-ში წარმოდგენილი ფოტოსურათი ნათლად აჩვენებს თქვენს სახეს და საუკეთესოდ წარმოგაჩენთ როგორც პოფესიონალს.
👉 ყურადღება მიაქციეთ ჩაცმულობასაც, შეეცადეთ გამოიყურებოდეთ პროფესონალურად. მოერიდეთ როგორც ცუდად განათებულ ან ბუნდოვან სურათებს, აგრეთვე სპეციალურ ეფექტებსა და ფილტრებს.
სამუშაო გამოცდილების სექცია ბუღალტრის CV-სთვის
ბუღალტერის პოზიციასთან დაკავშირებული პროფესიული გამოცდილების სრულყოფილად აღწერა თქვენს კომპეტენციასა და შესაძლებლობებს ზედმიწევნით წარმოაჩენს.
👇 ნება მოგვეცით წარმოგიდგინოთ ორი სპეფიციკური მაგალითი, რომელიც ბუღალტერის სამუშაო გამოცდილებას საკმაოდ კონკრეტულად და მკაფიოდ აღწერს.
მაგალითი 1
აუდიტორული კომპანია TPsolution
თბილისი, საქართველო
აპრილი 2017 – ივნისი 2022
ძირითადი მოვალეობები:
- ერთდროულად წარვმართავდი რამდენიმე საბუღალტრო პროექტს და ვახორციელებდი ბუღალტრულ აღრიცხვას შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;
- ვავსებდი საგადასახადო დეკლარაციებს მათ წარდგენას უზრუნველვყოფდი;
- ვამზადებდი მე-4 კატეგორიის კომპანიების წლიური ფინანსური ანგარიშგებებს;
- აქტიური კომუნიკაცია მქონდა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან.
მაგალითი 2
საერთაშორისო სავაჭრო პალატა
თბილისი, საქართველო
თებერვალი 2007 – აპრილი 2011
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
- ბუღალტრული ოპერაციებსი წარმოება და აღვრიცხვა შესაბამის პროგრამებში;
- პირველად დოკუმენტაციის მოწესრიგება და კონტროლი;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება.
როცა სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ
მართალია სამუშაო გამოცდილება მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოცდილების ნაკლებობა არ არის ის კრიტიკული ფაქტორი, რომელიც წინაღობად შეიძლება იქცეს თქვენი წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე.
განათლების სექცია
უნდა აღინიშნოს, რომ ბუღალტერისთვის უმაღლეს განათლებასთან ერთად პროფესიული კვალიფიკაცია და Საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნაც მეტად მნიშვნელოვანია.
ბუღალტერმა სწორედ სამეწარმეო, საგადასახადო და ბიზნეს სამართალთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებების ანალიზის საფუძველზე უნდა შეძლოს კომპანიის საქმიანობის ფინანსური ასპექტების სწორად წარმართვა.
👉 სასურველია, განათლების ნაწილში ისეთ ინფორმაციულ დეტალებს მიაქციოთ ყურადღება, როგორიცაა:
- საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება და მისი ადგილმდებარეობა;
- განათლების მიღების პერიოდი (დასაწყისიდან დასრულებამდე);
- მიღებული აკადემიური ხარისხი (მაგ., ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი)
👇 უფრო ნათელი წარმოდგენისთვის, განვიხილოთ ბუღალტრის CV-სთვის შექმნილი განათლების სექციის ორი რელევანტური მაგალითი:
მაგალითი 1
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ოპერაციების მენეჯმენტში, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო (2010 – 2014)
მაგალითი 2
კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2013 წლის სექტემბერი – 2017 წლის დეკემბერი
შესაბამისი კურსები:
- ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები;
- ბიზნესის ეთიკა;
- ინფორმაციული ტექნლოგიები ბიზნესში;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული პროგრამა
პროფესიული განვითარების აკადემიური ცენტრი, თბილისი, საქართველო
2018 წლის სექტემბერი – 2020 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:
- ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;
- მმართველობითი აღრიცხვა;
- კორპორაციული მართვა და კონტროლი;
- ფინანსური ანალიზი.
- ბიზნესსამართალი;
- საგადასახადო დაბეგვრა;
- ფინანსები და ფინანსური მართვა;
Ბუღლატრისთვის საჭირო უნარ-ჩვევები
ჩვენი უნარების რეზიუმეში ჩამოთვლა მარტივ ამოცანად ჟღერს. თუმცა ხშირად რეალურად საკმაოდ რთულია კონკრეტული სამუშაოსთვის რელევანტური უნარების შერჩევა და პოზიციისთვის მათი შესაბამისობა.
👇 ბუღალტერის საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი უნარები, რომელთა ხილვაც დამსაქმებლებს აპლიკანტების რეზიუმეებში სურთ, შემდეგ ასპექტებს მოიცავს:
- ინტელექტუალური უნარი;
- ტექნიკური და ფუნქციონალური უნარი;
- პერსონალური უნარი;
- პერსონალთშორისი და კომუნიკაციური უნარი;
- ორგანიზაციული უნარი.
👇 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უნარები ორ ძირითად ქვეკატეგორიად იყოფა და, როგორც წესი, ხისტი და რბილი უნარების გრაფებში ნაწილდება.
ხისტი უნარები
- MS Programs
- Microsoft Excel
- Google Sheets
- AccountEdge Pro
- Zipbooks
- Xero
რბილი უნარები
- პროფესიული კომპეტენტურობა ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
- სტრესულ გარემოში მუშაობა
- ეფექტური პრეზენტაცია
- დროის ეფექტური მენეჯმენტი
- რისკების ანალიზი
- რესურსების გონივრული მართვა
- საიმედოობა და პასუხისმგებლობა
დამატებითი სექციები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანამედროვე კონკურენტულ გარემოში სამუშაოს მიღებასთან დაკავშირებული თქვენი შანსების გაზრდის აპრობირებულ პრაქტიკას რეზიუმეში დამატებითი სექციების არსებობა წარმოადგენს.
👉 დამატებითი სექციები შესაძლებლობას მოგცემთ მეტად გამოავლინოთ საკუთარი პიროვნული და პროფესიული კვალიფიკაცია, რაც თავისთავად გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან და დამსაქმებელს თქვენდამი დადებითად განაწყობს.
უცხო ენების ცოდნა
აუცილებლად გაუსვით ხაზი უცხო ენების ცოდნას თქვენს რეზიუმეში. მულტილინგვისტური სამუშაო გარემო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და აღნიშნული დეტალი უდავოდ დიდ კონკურენტულ უპირატესობად ჩაითვლება.
👉 უცხო ენის ცოდნა ბუღალტერს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს განვითარდეს კარიერულად, გაიაროს საერთაშორისო სტანდარტის კურსები და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გაეცნოს უცხოენოვან ლიტერატურას.
შრომითი ბაზრის თანამედროვე კონკურენციის პირობებში ეს ცოდნა მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს, რომ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები და თქვენთვის სასურველი პოზიცია დაიკავოთ.
👇 უცხო ენების სექციის მომზადებისას სასურველია ქვემოთ მოცემული ფორმატით იხელმხღვანელოთ:
- მშობლიური
- თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
- შუალედური დონე (B1)
- Საბაზისო (A2)
ტექნიკური უნარები
უწყეტი ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, თანამედროვე სამსახურები სულ უფრო ხშირად საჭიროებენ შესაბამისი კომპიუტერული უნარების ფლობას.
👉 ბუღალტერის ვაკანსიით გათვალისწინებული აუცილებელი კომპიტერული უნარ-ჩვევების ქონა თქვენი უპირატესობაა, შესაბამისად, არ დაგავიწყდეთ მათი აღნიშვნა თქვენს რეზიუმეში.
Სერტიფიკატები და ტრენინგები
ბუღალტერია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების პროფესიულ კვალიფიკაციას წარმოადგენს და თანაბრად მოიცავს როგორც თეორიულ აგრეთვე პრაქტიკულ ასპექტებს.
ამ სფეროში დასაქმებული ყოველი ადამიანი იაზრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აქტიურად ადევნებდე თვალ-ყურს სფეროს ტენდენციებს და იმ საკანონმდებლო/ორგანიზაციულ ცვლილებებს, რომლებიც კერძო სამართლის იურიდიული პირებისა ან სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ ხორციელდება.
👉 დამატებითი სექციის სახით სერტიფიკატებისა და ტრენინგების შესახებ ინფორმაციის წადმოდგენით თქვენ ხაზს გაუსვამთ, რომ სრულყოფილი პროფესიონალიზმით შეძლებთ შეასრულოთ ბუღალტერის საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქცია-მოვალეობები.
შეჯამება: ძირითადი რჩევები ბუღალტრის ეფექტური რეზიუმეს შესადგენად
📍 რეზიუმეს დასაწყისში ან მის ზედა მარცხენა კუთხეში განათავსეთ პროფესიული სათაური და 3-4 წინადადებისგან შემდგარი პროფესიული შეჯამება.
📍 უნარების სექციაში სრულყოფილად წარმოადგინეთ ბუღალტერის პროფესიასთან დაკავშირებული ხისტი და რბილი უნარების ჩამონათვალი.
📍 სამუშაო გამოცდილების არქონის შემთხვევაში მთავარი აქვენტი თქვენს განათლებასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასთან დამავშირებულ აქტივობებზე გააკეთეთ.
📍 მოერიდეთ უმნიშვნელო ინფორმაციით რეზიუმეს გადატვირთვას. Რეზიუმე მოარგეთ ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მხოლოდ ამის გათვალისწინებით შეავსეთ ყოველი სექცია.
📍არ გამოგრჩეთ თქვენს პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული ტექნიკური უნარების, გავლილი ტრენინგებისა და მიღებული სერტიფიკატების აღნიშვნა.
📍 შეეცადეთ, რომ რეზიუმეს ყოველი ნაწილი იყოს მოკლე და ყველა აბზაცი ახალი ხაზიდან იწყებოდეს. აგრეთვე, იზრუნეთ, რომ თავიდან აირიდოთ გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები.
📍 CV-ს შექმნისას გამოიყენეთ ისეთი შრიფტი, რომელიც ადვილად იკითხება. იმ შემთხვევაში, თუ რეზიუმეს ქართულ ენაზე ამზადებთ უპირატესობა Sylfaen ფონტს მიანიჭეთ და რეზიუმე PDF ფორმატით გააგზავნეთ შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე.
კითხვები და პასუხები
შემიძლია ბუღალტრის პოზიცია აკადემიური ხარისხის გარეშე დავიკავო?
ბუღალტერია მეტად სპეციფიკური და კომპლექსური სფეროა. შესაბამისად, ამ მიმართულებით დასაქმების მსურველებს უმაღლეს განათლებასთან ერთად პროფესიული კვალიფიკაციაც ესაჭიროებათ.
კარგ ბუღალტერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს როგორც სამეწარმეო, აგრეთვე საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა და სწორედ ამაზე დაყრდნობით უნდა შეეძლოს კომპანიის ფინანსური საქმიანობის გონივრულად წარმართვა.
Რომელია სამი ყველაზე ღირებული უნარი, რომელთა გამოკვეთაც მნიშვნელოვანია ბუღალტრის CV-ში?
Მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრის პოზიციისთვის საჭირო უნარები მრავალფეროვანია და მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვაკანსიის აღწერილობასა და კომპანიის მოთხოვნებზე, სამი უნარი, რომელიც ყველა ბუღალტერს სჭირდება გახლავთ:
- პროფესიული კომპიუტერული უნარების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ძლიერი ორგანიზაციული უნარები;
- რისკების გონივრული ანალიზი.