Აღსანიშნავია, რომ კარგად დაწერილი რეზიუმეს ქონა გადამწყვეტია პოტენციურ დამსაქმებლებზე კარგუ შთაბეჭდილების მოსახდენად.
💡ფაქტი: ონლაინ პლატფორმა salaryexplorer-ი იუწყება, რომ საქართველოში საბანკო სექტორში მომუშავე პირი, როგორც წესი, თვეში დაახლოებით 8020 ლარს იღებს. ხელფასები მერყეობს 2520 ლარიდან 16500 ლარამდე თვეში.
შეიძლება თქვენ რეზიუმეს ფორმირება საკმაოდ რთულ საქმედ მოგეჩვენოთ, სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალური CV-ს შექმნის მეთოდებს, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ სამუშაო მოთხოვნილებებზე მორგებული რეზიუმე, რომელიც მკაფიოდ ასახავს თქვენს ნიჭს და მიღწევებს.
ნუ მისცემთ უფლებას ცუდად დაწერილ რეზიუმეს, ხელი შეგიშალოთ თქვენი კარიერული მიზნების მიღწევაში. დაე, ჩვენი რჩევები დაგეხმაროთ ბანკის თანამშრომლის საუკეთესო CV-ის შექმნაში, რომელიც შესამჩნევი იქნება პოტენციური დამსაქმებლებისთვის!
Სარჩევი
CV-ის მაგალითი ბანკის თანამშრომლებისათვის
👇იხილეთ მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა გამოიყურებოდეს კარგად შედგენილი ბანკის თანამშრომლის CV:
თამარ ნოდია
მარჯანიშვილის ქ. 11 / თბილისი, საქართველო
მობილური: +995 511 123 456
tamarnodia@gmail.com
რეზიუმე:
ბანკის თანამშრომლის თანამდებობის მოპოვება კარგი რეპუტაციის მქონე ფინანსურ ინსტიტუციაში, რომელისთვისაც მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ხარისხიანი მომსახურება და გუნდური მუშაობა.
განათლება:
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, [უნივერსიტეტის სახელწოდება], თბილისი, საქართველო, [გამოშვების წელი]
საშუალო სკოლის დიპლომი, [საშუალო სკოლის სახელი], თბილისი, საქართველო, [გამოშვების წელი]
სამუშაო გამოცდილება:
ბანკის თანამშრომელი, [ბანკის სახელი], თბილისი, საქართველო, [დასაქმების პერიოდი]
- Კლიენტების დახმარება ახალი ანგარიშების გახსნაში, ტრანზაქციების დამუშავებასა და პრობლემების მოგვარებაში
- საბანკო პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაცია კლიენტებს შემოსავლებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით
- ბანკის პოლიტიკისა და პროცედურების ზედმიწევნით დაცვა
- Გუნდის სხვა წევრებთან აქტიური კომუნიკაცია და კლიენტებთან მაღალ-კვალიფიციური მომსახურების უზრუნველჰყოფა
- მომხმარებელთა საჩივრების მოგვარება დროულად და პროფესიონალურად
მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელი, [კომპანიის სახელი], თბილისი, საქართველო, [დასაქმების პერიოდი]
- მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხის გაცემა ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით, დახმარების გაწევა და პრობლემების გადაჭრა
- მომხმარებელთა ანგარიშების მართვა, შეკვეთების კონტროლი და დამუშავება
- Ბანკის საინტერესო პაკეტების მომხმარებლისთვის შეთავაზება
- კომპანიის პოლიტიკისა და გაიდლაინების ზედმიწევნით დაცვა
უნარები:
- ძლიერი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები
- მომხმარებელთა მომსახურების გაწევის უნარი
- Microsoft Office-ს და საბანკო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
- საბანკო რეგულაციებისა და პროცედურების ცოდნა
- Სტრესის ქვეშ მუშაობის და ადაპტირების უნარი
ენები:
ქართული (მშობლიური)
ინგლისური (თავისუფლად)
რუსული (თავისუფლად)
რეკომენდაციები
Ხელმისაწვდომია მოთხოვნისამებრ.
ბანკის თანამშრომლის ხელფასი
ბანკის თანამშრომლის საშუალო ხელფასი საქართველოში დამოკიდებულია პირის გამოცდილებასა და კავლიფიკაციაზე. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე წყარო, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ბანკის თანამშრომლების საშუალო ხელფასის შესახებ საქართველოში:
- Payscale: Payscale-ის მიხედვით, ბანკის თანამშრომლის საშუალო ხელფასი საქართველოში, არის დაახლოებით 18,000-დან 45,000 ლარამდე წელიწადში. თუმცა, ხელფასი შეიძლება განსხვავდებოდეს სამუშაოს მოთხოვნებიდან გამომდინარე. მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელი წელიწადში საშუალოდ 11000-დან 24000 ლარამდე გამოიმუშავებს, ხოლო ფილიალის მენეჯერს შეუძლია წელიწადში 72000 ლარამდე ანაზღაურება მიიღოს.
- Salary Explorer: Salary Explorer-ის მიხედვით, ბანკის თანამშრომლის საშუალო ხელფასი საქართველოში, არის დაახლოებით 20,100 ლარი წელიწადში, ხელფასის დიაპაზონი 12,800-დან 33,100 ლარამდეა წელიწადში. თუმცა, ხელფასი შეიძლება განსხვავდებოდეს გრაფიკიდან გამომდინარე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებლები შეიცავენ ზოგად ცნობებს და ხელფასი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, როგორიცაა სამუშაოს მდებარეობა, პოზიცია და აპლიკანტის სამუშაო გამოცდილება.
როგორ შევადგინოთ CV ბანკის თანამშრომლებისთვის
კარგად დაწერილი რეზიუმე ან კურიკულუმი (CV) აუცილებელი ინსტრუმენტია ყველასთვის, ვინც ეძებს სამუშაოს საბანკო სფეროში. ეს დოკუმენტი ხაზს უნდა უსვამდეს თქვენს უნარებს, გამოცდილებას და განათლებას, რომელიც შეესაბამება იმ პოზიციას, რომელზეც განაცხადს აკეთებთ.
ამ ნაწილში განვიხილავთ ზოგად მითითებებს ბანკის თანამშრომლისთვის რეზიუმეს დასაწერად.
👇ზოგადი მითითებები კარგი რეზიუმეს დასაწერად ბანკის თანამშრომლებისთვის:
- დააფორმირეთ თქვენი რეზიუმე მკაფიოდ და ლაკონურად, გამოიყენეთ პუნქტები ინფორმაციის ჩასაშლელად და ინფორმაციის ადვილად აღსაქმელად
- Გამოსაჩენ ადგილას (დასაწყისშივე) მიუთითეთ თქვენი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და პროფესიული ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- გამოიყენეთ პროფესიონალური შრიფტი რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10-12 ზომას.
- მოარგეთ თქვენი რეზიუმე კონკრეტულ სამუშაოს მოთხოვნილებებს, რომელზეც განაცხადებას აკეთებთ, ხაზი გაუსვით თქვენს უნარებსა და გამოცდილებას.
- გამოიყენეთ ისეთი სიტყვები თქვენი მიღწევების აღსაწერად, როგორიცაა “განვითარებული”, “შესაბამისი” და “განხორციელებული”.
- ფოკუსირება მოახდინეთ გაზომვად მიღწევებზე, როგორიცაა მაგალითად₾ ბანკსშუ გაყიდვების გაზრდა ან მომხმარებელთა კმაყოფილების გაუმჯობესება.
- Სასურველია თქვენი რეზიუმე 2 გვერს არ აღემატებოდეს
🔖რჩევები ბანკის თანამშრომლისთვის რეზიუმეს დასაწერად:
- Ხაზი გაუსვით თქვენს ფინანსურ და ანალიტიკურ უნარებს, რადგან ეს უნარები საკმაოდ მოთხოვნადია საბანკო სფეროში
- ხაზი გაუსვით თქვენს გამოცდილებას ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფისა და პროგრამების ცოდნის კუთხით, როგორიცაა Excel-ი და Bloomberg-ი.
- Გამოყავით მომხმარებელთა მომსახურების უნარები, რადგან მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების უნარი მნიშვნელოვანია კლიენტებთან ურთიერთობისას.
- მიუთითეთ თქვენს მიერ მოპოვებული ნებისმიერი სერთიფიკატი, როგორიცაა Certified Financial Planner (CFP) ან Series 7 სერტიფიკატი.
ამ ინსტრუქციების დაცვით, შეგიძლიათ შექმნათ მომხიბვლელი რეზიუმე, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს უნარებსა და გამოცდილებას, როგორც ბანკის თანამშრომელი.
CV- ის დიზაინი
ბანკის თანამშრომლის CV უნდა იყოს პროფესიონალური, ადვილად წასაკითხი და ვიზუალურად მიმზიდველი. თქვენი მიზანია, რომ დოკუმენტი გამოირჩეოდეს სუფთა და ორგანიზებული დიზაინით.
👇აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა თქვენი, როგორც ბანკის თანამშრომლის CV-ის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად:
- გამოიყენეთ სუფთა და მარტივი დიზაინი. მოერიდეთ ძალიან ბევრი ფერის ან შრიფტის გამოყენებას, რამაც შეიძლება ყურადღების გაფანტვა გამოიწვიოს.
- დაჰყავით ინფორმაცია სექციებად, როგორიცაა პერსონალური ინფორმაცია, პროფესიული რეზიუმე, სამუშაო გამოცდილება, განათლება და უნარები.
- გამოიყენეთ პუნქტები, ინფორმაცია უფრო ადვილად წასაკითხი იყოს.
- გამოიყენეთ ქრონოლგიური ფორმატი.
- გამოიყენეთ თავსართები რომ სექციები გამოირჩეოდეს ერთმანეთისგან. მაგალითად, გამოიყენეთ უფრო დიდი შრიფტის ზომა თავსართებისათვის.
- გამოიყენეთ თეთრი სივრცე სხვადასხვა სექციების გამოსაყოფად და რეზიუმეს გაადვილებულად წაკითხვისათვის.
- დარწმუნდით, რომ შრიფტის ზომა არის სტანდარტული, რათა მისი წაკითხვა ადვილად შეძლოს რეკრუტერმა. შრიფტის ზომა ისეთი დიდიც არ უნდა იყოს, რომ არაპროფესიონალურად გამოიყურებოდეს.
- გამოიყენეთ ადვილად წასაკითხი შრიფტი, როგორიცაა Times New Roman, Arial ან Calibri.
- დარწმუნდით, რომ დოკუმენტი იხსნება სტანდარტად აღიარებულ ფორმატებში, როგორიცაა PDF ან Word, სხვადასხვა მოწყობილობებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად.
ფორმა და სტრუქტურა
ბანკის თანამშრომლის CV-ის სტრუქტურა უნდა იყოს მორგებული ინდივიდის პროფილსა და გამოცდილებაზე.
💡ზოგადად, ქრონოლოგიური რეზიუმე ყველაზე შესაფერისი ფორმატია მათთვის, ვისაც სტაბილური კარიერული გზა აქვს, ხოლო ფუნქციონალური რეზიუმე უფრო შესაფერისია მათთვის, ვინც ხშირად იცვლის კარიერას/სფეროს. შერეული ფორმატი, რომელიც აერთიანებს როგორც ქრონოლოგიური, ასევე ფუნქციური ფორმატის ელემენტებს, ასევე შეიძლება გამოსადეგი იყოს კონკრეტულ შემთხვევბში.
სამუშაო გამოცდილების აღწერა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, დაწყებული ამჟამინდელი სამუშაო ადგილიდან, დამთავრებული პირველ დამსაქმებელ კომპანიამდე, ხაზს უსვამს კარიერულ წინსვლას და პასუხისმგებლობის მზარდ დონეს. Აღნიშნული ფორმატი უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს დროის სქემატურ განლაგებას რეზიუმეში.
ზოგადად, ქრონოლოგიური CV გახლავთ ყველაზე გავრცელებული ფორმატი ბანკის თანამშრომლებისთვის.
სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია
ბანკის თანამშრომლის CV-ის თავსართში უნდა იყოს მითითებული კანდიდატის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია.
თამარ ნოდია
123 მთავარი ქუჩა
თბილისი, საქართველო
tamarnodia@gmail.com
+995 555-555-5555
ბანკი
555 555-555-555
Როგორც ხედავთ, კარგი მაგალითი შეიცავს კანდიდატის სრულ სახელს, მისამართს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და ტელეფონის ნომერს მკაფიო და ლაკონურ ფორმატში.
მსგავსი თავსართი საშუალებას აძლევს რეკრუტერს ადვილად დაუკავშირდეს კანდიდატს და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია.
ცუდი მაგალითი არ იძლევა რაიმე სასარგებლო ინფორმაციას და იკავებს ზედმეტ სივრცეს.
- დამსაქმებლისგან არ გაქვთ რაიმე კონკრეტული მითითება
- კომპანიას, სადაც განაცხადს აკეთებტ არ აქვს CV-ში ფოტოს ჩართვის პრაქტიკა
- ფოტო არის დაბალი ხარისხის ან არაპროფესიონალური.
როგორ აღვწეროთ სამუშაო გამოცდილება
სამუშაო გამოცდილების განყოფილება ბანკის თანამშრომლის CV-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის წარმოაჩენს კანდიდატის უნარებს, მიღწევებს და გამოცდილებას საბანკო სფეროში.
👇აქ მოცემულია რამდენიმე ძირითადი წესი, რომლებიც უნდა გახსოვდეთ საბანკო სფეროში პროფესიული გამოცდილების ჩამოთვლისას:
- დაიწყეთ ამჟამინდელი სამუშაო პოზიციით და აღწერეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
- მიუთითეთ სამუშაოს დასახელება, კომპანიის სახელი და დასაქმების თარიღები.
- გამოიყენეთ პუნქტები თითოეული სამუშაოს კონკრეტული მოვალეობების, პასუხისმგებლობების და მიღწევების აღსაწერად.
- მიუთითეთ ნებისმიერი რაოდენობრივი მიღწევა, როგორიცაა რომელიმე კომპანიის მოგების გაზრდა, ხარჯების შემცირება ან ეფექტურობის გაუმჯობესება.
- გამოიყენეთ ძლიერი ფრაზები სამუშაო როლებისა და მიღწევების აღსაწერად.
- ხაზგასმით აღნიშნეთ რომ ზუსტად იმ უნარებს და გამოცდილებას ფლობთ, რასაც დამსაქმებელი მოითხოვს
თუ კანდიდატს არ აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში, მათ მაინც შეუძლიათ შეავსონ ეს განყოფილება სხვადასხვა უნარების ან შესაბამისი გამოცდილების წარმოსაჩენად. მაგალითად, თუ კანდიდატი მუშაობდა კლიენტების მომსახურების სფეროში ან გაყიდვებში, მათ შეუძლიათ ხაზი გაუსვან კომუნიკაციისა და ინტერპერსონალურ უნარებს, რაც გადამწყვეტია საბანკო ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად.
აქ მოცემულია სამუშაო გამოცდილების ორი მაგალითი ბანკის თანამშრომლის CV-სთვის:
📍მაგალითი 1:
Ბანკის მოლარე – ოპერატორი
ABC ბანკი
2019 წლის ივნისი – დღემდე
- მომხმარებელთა ტრანზაქციების დამუშავება, მათ შორის დეპოზიტების კონტროლი, თანხის გატანა და სესხის გადახდის უზრუნველჰყოფა.
- Მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია და პრობლემების მოგვარება
- მიღწეულია 99% სიზუსტის მაჩვენებელი ნაღდი ფულის დამუშავებისას.
- კლიენტებზე საბანკო პროდუქტებისა და სერვისების წარმატებული მიწოდება, რის შედეგადაც გაყიდვები 10%-ით გაიზარდა.
📍მაგალითი 2:
კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი
XYZ საცალო ვაჭრობა
2018 წლის იანვარი – 2019 წლის მაისი
- Მომხმარებლების მომსახურება (კმაყოფილების 98%-იანი შკალის მიღწევადობით)
- მომხმარებელთა საჩივრებისა და შეკითხვების დროულად და პროფესიონალურად მოგვარება.
- ახალი ანგარიშების გახსნა და საკრედიტო ბარათებზე განაცხადის გაკეთება.
- Სალაროს ზედამხედველობა
Როგორც ხედავთ, ბანკის თანამშრომლის CV-ის პროფესიული გამოცდილების განყოფილება უნდა ასახავდეს კანდიდატის უნარებს, მიღწევებს და გამოცდილებას საბანკო სფეროში.
როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც არ გვაქვს სამუშაო გამოცდილება
თუ არ გაქვთ გამოცდილება საბანკო სფეროში, შეიძლება გაგიჭირდეთ ძლიერი CV-ის შექმნა. თუმცა, არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ხარვეზები და წარმოაჩინოთ თქვენი უნარები და შესაძლებლობები:
- ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს უნარებზე: მაშინაც კი, თუ ადრე არ გიმუშავიათ ბანკში, შესაძლოა თქვენ ფლობდეთ იმ უნარებს, რომლებიც დაკავშირებულია საბანკო სფეროსთან, მაგალითად მსგავსი უნარებია: მომხმარებელთა მომსახურება, ეფექტური კომუნიკაცია, ორგანიზებულობა ან დეტალებისადმი ყურადღება. მიუთიე ეს უნარები თქვენს CV-ში და აღნიშნეთ ის მაგალითები, როდესაც ეს უნარები თქვენ გამოგადგათ.
- ახსენეთ ნებისმიერი შესაბამისი კურსი ან სერთიფიკატი: თუ თქვენ დაასრულეთ შესაბამისი კურსი ან სერთიფიკატი, როგორიცაა ბუღალტრული აღრიცხვის ან ფინანსების კურსები, შეიტანეთ ისინი თქვენს CV-ში. ეს ხაზს გაუსვამს თქვენს თეორიულ ცოდნასა და ინტერესს საბანკო სფეროს მიმართ.
- Ხაზი გაუსვით სტაჟირებას ან მოხალისეობას: თუ გავლილი გაქვთ რაიმე შესაბამისი სტაჟირება ან მოხალისეობრივი საქმიანობა, მიუთითეთ ეს გამოცდილება თქვენს CV-ში. Აღნიშნულმა შესაძლებელია თქვენი პრაქტიკული გამოცდილება წამოწიოს წინ და ხაზი გაუსვას თქვენს შესაძლებლობას, თქვენივე უნარების რეალურ ცხოვრებაში წარმოჩენისა.
- გამოიყენეთ ფუნქციური ან კომბინირებული ფორმატი: თუ ქრონოლოგიურ ფორმატში წარმოჩენის დიდი გამოცდილება არ გაქვთ, გამოიყენეთ ფუნქციური ან კომბინირებული ფორმატი რეზიუმეს ფორმირების დროს. ფუნქციური ფორმატი ხაზს უსვამს თქვენს უნარებსა და მიღწევებს და არა კონკრეტულ სამუშაოს სახელწოდებებსა და თარიღებს, ხოლო კომბინირებული ფორმატი მოიცავს თქვენი უნარებსა და გამოცდილებას.
- Არ გამოტოვოთ არცერთი მიღწევა: მაშინაც კი, თუ ადრე არ გიმუშავიათ ბანკში, შესაძლოა თქვენ ფლობდეთ მნიშვნელოვან მიღწევებს სხვა სფეროებში,
როგორ მივუთითოთ განათლება რეზიუმეში
ბანკის თანამშრომლისთვის CV-ში განათლების განყოფილება არის გადამწყვეტი ნაწილი, რომელიც წარმოაჩენს კანდიდატის აკადემიურ კვალიფიკაციას და ინფორმაციას გავლილ ტრენინგებზე. ეს სექცია, როგორც წესი, შეიცავს ინფორმაციას კანდიდატის ხარისხების, დიპლომების, სერთიფიკატების და სხვა შესაბამისი საგანმანათლებლო მიღწევების შესახებ.
👇აქ მოცემულია ორი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეადინოთ განათლების განყოფილება ბანკის თანამშრომლისთვის:
მაგალითი 1:
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი (BBA) ფინანსებში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
2018 წლის ივნისი
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA) საბანკო და ფინანსურ საკითხებში
კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
Დასრულების თარიღი: 2022 წლის ივნისი
სერთიფიკატი ფინანსურ ანალიზში
ფინანსური ანალიზის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო
Სერტიფიკატი მიღებულია: 2021 წლის აგვისტო
თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კოლეჯი, საქართველო
2016 წლის მაისი
სერთიფიკატი საბანკო ოპერაციებში
საბანკო სასწავლო ცენტრი, თბილისი, საქართველო
Სერტიფიკატი მიღებულია: 2017 წლის სექტემბერი
გაითვალისწინეთ, რომ ორივე მაგალითში განათლების სექცია იწყება მიღწეული განათლების უმაღლესი დონით და ჩამოთვლილია ხარისხი, დაწესებულება, ადგილმდებარეობა და დამთავრების თარიღი.
უნარები
ბანკის თანამშრომლის თანამდებობაზე განაცხადის შეტანისას აუცილებელია შეავსოთ უნარების განყოფილება, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს ძლიერ მხარეებს და შესაბამის კვალიფიკაციას.
აქ მოცემულია რამდენიმე ძირითადი ხისტი უნარ-ჩვევები, რომლებიც უნდა შედიოდეს ბანკის თანამშრომლის CV-ში:
- Ფინანსური ანალიზი
- Რისკების მართვა
- ბუღალტრული აღრიცხვა
- ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების ცოდნა
- Კლიენტების მომსახურება
- Გაყიდვები და მარკეტინგი
- მონაცემთა ანალიზი და რეპორტინგი
გარდა ხისტი უნარებისა, ასევე მნიშვნელოვანია თქვენს CV-ში რბილი უნარების ხსენება.
მაგალითისთვის:
- კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა
- ყურადღება დეტალებზე
- პრობლემის გადაჭრის უნარები
- დროის მენეჯმენტი და ორგანიზებულობა
- ადაპტაცია და მოქნილობა
- ლიდერობისა და მართვის უნარები
- Ინტერპერსონალური უნარები
შეაჯამეთ თქვენი CV
სრულყოფილი რეზიუმე უნდა იყოს ლაკონური, ინფორმატიული და ხაზს უსვამდეს თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან უნარებსა და გამოცდილებას.
თავსართი უნდა შეიცავდეს 2-3 წინადადებას და დაწერილი იყოს მესამე პირში.
“მე ვარ შრომისმოყვარე და თავდადებული თანამშრომელი, რომელიც ეძებს სამუშაოს საბანკო სფეროში.”
“გამოცდილი ბანკის თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია ფინანსური ანალიზის, რისკების მენეჯმენტის დიდი გამოცდილება. ასევე, გამოცდილი კლიენტების მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში”
შემაჯამებელი თავსართი გადამწყვეტია, რადგან ეს არის პირველი ინფორმაცია, რასაც პოტენციური დამსაქმებლები გაეცნობინ.
დამატებითი სექციები ბანკის თანამშრომლებისთვის
გარდა სამუშაო გამოცდილებისა, სასურველია თუ მიუთითებთ რელევანტურ ინფორმაციას თქვენი დამატებითი მიღწევების შესახებ, მაგალითად საინტერესო იქნებოდა CV-ში იკითხებოდეს ინფორმაცია თქვენი მოხალისეობრივი აქტივობების შესახებ.
ენები:
ენების ჩამოთვლისას მიუთითეთ თქვენი ცოდნის დონე, როგორიცაა დამწყები, საშუალო ან მშობლიური. საჭიროების შემთხვევაში, ასევე მიუთითეთ ნებისმიერი სერთიფიკატი ან ენის გამოცდა, რომელიც წარმატებით ჩააბარეთ.
შეჯამება
- Დაიწყეთ რეზიუმეს წერა მკაფიო და პროფესიონალური თავსართით, რომელიც შეიცავს თქვენს სახელს, საკონტაქტო ინფორმაციას და თუნდაც – LinkedIn-ის პროფილს.
- Გამოიყენეთ ქრონოლოგიური ფორმატი სამუშაო გამოცდილების აღწერის დროს
- Აღწერეთ თქვენი განათლების დონე და ნებისმიერი შესაბამისი სერთიფიკატი ან ლიცენზია.
- Არ გამოტოვოთ უნარების განყოფილება, რომელიც შეიცავს რელევანტურ ხისტ და რბილ უნარებს
- დაწერეთ მოკლე და ინფორმაციული რეზიუმე თქვენი CV-ისა, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს ძირითად კვალიფიკაციას და გამოცდილებას.
- განიხილეთ დამატებითი სათაურების გამოყენებაც, როგორიცაა ენები, მოხალისეობრივი სამუშაო, ინტერესები.
CV-ის გამდიდრება სამოტივაციო წერილით:
სამოტივაციო წერილი საკმაოდ მნიშვნელოვანი დანამატია სამუშაოს მაძებრებისათვის, რადგან ის საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ თქვენი განაცხადის პერსონალიზირება, წარმოაჩინოთ თქვენი წერის და ანალიზის უნარები და დაასაბუთოთ, თუ რატომ ხართ ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა აღნიშნული სამუშაოსთვის.
ხშირად დასმული შეკითხვები ბანკის თანამშრომლების CV-ის შესახებ:
კითხვა: როგორ გავალამაზო ბანკის თანამშრომლის CV?
პასუხი: გამოიყენეთ პროფესიონალური და ადვილად წასაკითხი შრიფტი, შეგიძლიათ გამოიყენოთ Bold სათაურები და დაახარისხოთ ინფორმაცია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
კითხვა: აუცილებელია თუ არა ჩემს CV-ში ფოტოს დამატება?
Პასუხი: აუცილებლად გადაამოწმეთ ითხოვს თუ არა დამსაქმებელი აპლიკანტის ფოტოს. Ინფორმაცია მოცემული იქნება სამუშაო აღწერილობაში.
კითხვა: როგორ შევავსო ჩემი შესაბამისი საბანკო გამოცდილება თუ არ მაქვს რელევანტური სამუშაო გამოცდილება ამ კუთხით?
პასუხი: ფოკუსირება მოახდინეთ რელევანტურ სტაჟირებაზე, კურსებზე ან მოხალისეობრივ სამუშაოზე