ადმინისტრატორის თანაშემწის CV: მაგალითები და რჩევები ეფექტური რეზიუმეს შესადგენად

ადმინისტრატორის თანაშემწის პოზიცია კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის საკვანძო რგოლია. მრავალფეროვნებისა და პროფესიული განვითარების პარალელურად ეს პროფესია ახალი გამოწვევებით, უნიკალური შესაძლებლობებითა და გამოცდილებით ხასიათდება. 

საშუალო ნიშანი ამ შაბლონისთვის

შესაბამისად, თუ ამ მიმართულებით გსურთ დასაქმება, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორი უნდა იყოს ადმინისტრატორის თანაშემწის ეფექტური CV.

💡 ფაქტი: შრომითი სტატისტიკის ბიუროს უახლესი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ადმინისტრატორის თანაშემწის 354, 000 პოზიცია რჩება ვაკანტური.

მოცემულ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ თქვენი მოტივაციის, უნარებისა და გამოცდილების ეფექტურად წარმოჩენასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. გაგიზიარებთ რჩევებს და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა გათვალისწინებით შექმნილი ადმინისტრატორის თანაშემწის CV უპირობოდ მოგაპოვებინებთ დამსახურებულ ადგილს სასურველ კომპანიაში!

Სარჩევი

ადმინისტრატორის თანაშემწე CV: შაბლონი

👇 განვიხილოთ ადმინისტრატორის თანაშემწის CV-ს ნიმუში, რომელშიც გათვალისწინებულია რეზიუმეს შექმნის საერთაშორისო სტანდარტები:

ანა მოსახლიშვილი
ადმინისტრაციული მენეჯერის თანაშემწე
+995 555 555 555
anamosakhlishvili@email.com
თბილისი, საქართველო
linkedin.com/in/anamosakhlishvili

პროფესიული შეჯამება
“მაღალკვალიფიციური ადმინისტრაციული თანაშემწე ქვეყნის წამყვან აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებითა და უბადლო პროფესიული რეპუტაციით. 2022 წელს TBC-ის ბიზნეს დაჯილდოებაზე მიღებულმა საუკეთესო ადმინისტრაციული თანაშემწის ჯილდომ ჩემი პროფესიული შემართება სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა.”

სამუშაო გამოცდილება 
ადმინისტრაციული მენეჯერის თანაშემწე
აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია AGIC
თბილისი, საქართველო
აპრილი  2013 – მარტი 2023
ძირითადი მოვალეობები:

  • ადმინისტრაციული ხარჯების წლიური ბიუჯეტის შედგენა და ხარჯვის კონტროლი;
  • ადამიანური რესურსების მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის საქმიანობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • საოფისე შესყიდვების მართვა;

განათლება
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2010 წლის სექტემბერი – 2012 წლის ივნისი
პიარისა და კომუნიკაციის ბაკალავრი
თავისუფალი უნივერსიტეტი,  თბილისი, საქართველო
2006 წლის სექტემბერი – 2010 წლის ივნისი

ტრენინგები & კურსები

  • “დროის ეფექტური მენეჯმენტი” – სმარტ აკადემია, 2021 წლის 26 აპრ.
  • ეფექტური ბიზნეს კომუნიკაცია და ლიდერული უნარ-ჩვევები – საერთაშორისო განვითარების ცენტრის სასერთიფიკატო კურსი;
  • “ადამიანური რესურსების მართვა” – ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია, სამთვიანი კურსების სერია

უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები
  • დამოუკიდებლად მოქმედების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტური მართვა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

კომპიუტერული უნარები

  • Microsoft Word
  • Microsoft Excel
  • Microsoft Outlook
  • Microsoft Powerpoint
  • Google Sheets
  • Quickbooks
  • Xero
  • მონაცემთა ბაზების მენეჯმენტი

ენები

  • ქართული (მშობლიური)
  • ინგლისური – C1
  • გერმანული – B1

Რამდენად დიდია კონკურენცია ადმინისტრატორის თანაშემწის პროფესიაზე საქართველოში?

💡 ფაქტი: salaryexpert-ის მონაცემების თანახმად, საქართველოში ადმინისტრაციული თანაშემწის ყოველწლიური ანაზღაურება 25, 734 ლარის ექვივალენტია.

ადმინისტრატორის თანაშემწე CV

Საინტერესოა, რომ თანამდებობრივი სარგოს ასეთი რაოდენობრივი მაჩვენებლის მიუხედავად, აღნიშნული პოზიცია კვლავ სამსახურის მაძიებელთა ყურადღების მიღმა რჩება.

სიამოვნებით გაგიზიარებთ იმ ორგანიზაციების მცირე ჩამონათვალს, რომლებიც თქვენს პოტენციურ დამსაქმებლად შეგიძლიათ რომ მოიაზროთ:

  • შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
🎁 Forbes-ის მიხედვით, ადმინისტრატორის თანაშემწეები XXI საუკუნის სუპერგმირები არიან რომელთა როლი კომპანიის შიდაორგანიზაციული სტრუქტურის  ჩამოყალიბებაში შეუფასებელია.

Როგორ დავწეროთ ადმინსიტრატორის თანაშემწის რეზიუმე ნაბიჯ-ნაბიჯ

ადმინისტრატორის თანაშემწის CV დოკუმენტია, რომელიც ხაზს უსვამს პიროვნების პროფესიულ და აკადემიურ იდენტობას.

🎁 როგორი უნდა იყოს თქვენი რეზიუმე, რომ პოტენციური დამსაქმებლის ყურადღება მიიქციოს? პასუხი მარტივია! საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად შექმნილი ადმინისტრატორის რეზიუმე თქვენი პიროვნული და პროფესიული მახასიათებლების სრულყოფილ  პრეზენტაციის უნდა ახდენდეს.

👇 ამ მიზნით შთაგონებულებმა, წინასწარგანსაზღვრული რეკომენდაციებისა და რჩევების სია მოვამზადეთ და გვჯერა, რომ მათი გათვალისწინება მნიშვნელოვნად  დაგეხმარებათ კარიერული წარმატების მიღწევაში.

  • თქვენი რეზიუმე იმ ვაკანსიას შეუსაბამეთ, რომელზეც განაცხადს აკეთებთ:ყურადღებით გაეცანით ვაკანსიით გათვალისწინებულ სამუშაოს აღწერას და დარწმუნდით, რომ თქვენი რეზიუმე ნათლად წარმოაჩენს იმ უნარებსა და გამოცდილებას, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენთვის სასურველ პოზიციას. ამით თქვენ ხაზს უსვამთ, რომ კარგად იაზრებთ პოტენციური დამსაქმებლის საჭიროებებს და რომ თქვენი კვალიფიკაცია უდავოდ შეესაბამება ვაკანსიას.
  • ყურადღება გაამახვილეთ პიროვნულ უნარ-ჩვევებზე:რეზიუმეს მომზადებისას ყურადღება მიაქციეთ თქვენი პიროვნული თვისებების ეფექტურ პრეზენტაციას. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტური მართვა ის თვისებებია, რომელიც ადმინისტრაციული თანაშემწის პროფესიულ წარმატებას განაპირობებს.
  • პრიორიტეტი მიანიჭეთ შესაბამის გამოცდილებას: სასურველია, რომ მთავარი აქცენტი თქვენს შესაბამის სამუშაო გამოცდილებაზე გააკეთოთ და ხაზგასმით აღნიშნოთ, რომ თქვენი პიროვნება ვაკანსიით გათვალისწინებულ კონკრეტულ როლს შეესაბამება. მაგალითად, თუ თქვენი განაცხადი იურიდიულ ან სამედიცინო სფეროს ეხება, ხაზი გაუსვით სწორედ ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებას და იმ უნარებზე ისაუბრეთ, რომლებიც კონკრეტულად ამ სფეროებისთვისაა აუცილებელი.
  • იყავით გულწრფელი და ზუსტი:რეზიუმეში მცდარი ინფორმაციის მითითებამ, შესაძლოა თქვენი რეპუტაცია დააზიანოს და თქვენი დასაქმების შანსებიც მნიშვნელოვნად შეამციროს. შესაბამისად, დარწმუნდით, რომ ყველაფერი, რასაც თქვენს რეზიუმეში აღნიშნავთ, ზუსტი და გადამოწმებადია.
  • შეინარჩუნეთ ლაკონურობა და სიმარტივე: სასურველია, თქვენი CV ლაკონური და ვიზუალურად სასიამოვნოდ აღქმადი იყოს. მოერიდეთ ვრცელი აბზაცებისა და ბუნდოვანი ფრაზების გამოყენებას. იმისთვის, რომ თქვენი CV ადვილად წასაკითხი გახადოთ, შეგიძლიათ პუნქტების აღმნიშვნელი წერტილები გამოიყენოთ.

Სექციების თანმიმდევრობა

ვინაიდან, რეზიუმე თქვენი პროფესიული პოტენციალის, უნარებისა და გამოცდილების დემონსტრირებას ახდენს, მის სტრუქტურირებას საკამარისი დრო უნდა დაუთმოთ.

ადმინისტრატორის თანაშემწე CV

👉 გაითვალისწინებთ, რომ განლაგება მკაფიოდ აღსაქმელი, კარგად განსაზღვრული და ვიზუალურად სასიამოვნო უნდა იყოს.

სექციების განლაგებისადმი თქვენეული მიდგომა ერთდროულად წარმოაჩენს როგორც თქვენს ორგანიზებულ ბუნებას, აგრეთვე შემოქმედებითობისა და მენეჯმენტის უნარებს.

👇 რეზიუმეს დასაწყისში, სათაურთან ახლოს უნდა წარმოადგინოთ ყველა ის მონაცემი, რომელიც არსებით წარმოდგენას შექმნის თქვენი პიროვნების შესახებ:

  • ელ.ფოსტის მისამართი
  • ტელეფონის ნომერი
  • ადგილმდებარეობა
  • LinkedIn პროფილის ბმული
📌 რჩევა: ელექტრონული ფოსტაში მიღებულია სახელისა და გვარის კომბინაციის გამოყენება მსოფლიოში გავრცელებული ისეთი საფოსტო მისამართების მითითებით, როგორიცაა Gmail ან Yahoo. შესაძლოა აგრეთვე გამოიყენოთ თქვენი უნივერსიტეტის დაბოლოების მქონე ელ.ფოსტაც.
🎁 პროფესიული გამოცდილების მითითებისას, რეკომენდირებულია, თქვენი გამოცდილება უახლესიდან უძველესისკენ,  თარიღების მითითებით აღწეროთ და მხოლოდ იმ რელევანტურ გამოცდილებას გაუსვათ ხაზი, რომელიც ადმინისტრატორის თანაშემწის კონკრეტულ პოზიციას უკავშირდება.

Სასურველი ფორმატი და სტრუქტურა

დამსაქმებლის წინაშე თქვენი  პოტენციალის, უნარებისა და გამოცდილების სრულყოფილი დემონსტრირებისთვის არსებობს CV-ს სამი ძირითადი ფორმატი.

👇 განვიხილოთ რა განსხვავებაა ამ სამ ფორმატს შორის და რა კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი:

  • ქრონოლოგიური ფორმატი – დამსაქმებელთა უმრავლესობა უპირატესობას ქრონოლოგიურ ფორმატს ანიჭებს, ვინაიდან ის უახლესი პოზიციების მითითებით თანმიმდევრულად და სრულყოფილად აღწერს თქვენს სამუშაო გამოცდილებას.
  • ფუნქციური ფორმატი – აღნიშნული ფორმატი ინფორმაციას კატეგორიებად წარმოადგენს და მთავარ აქცენტს თქვენს განათლებაზე, უნარ-ჩვევებსა და ინტერესთა სფეროებზე აკეთებს. შესაბამისად, თუ თქვენი პროფესიული გამოცდილება კვლავ სრულყოფის პროცესშია და საკმარისი გამოცდილება არ გაქვთ, ფუნქციური ფორმატის გამოყენება ნამდვილად სწორი არჩევანი იქნება.
  • შერეული ფორმატი – თუ კონკრეტული სექციისთვის ცალსახა უპირატესობის მინიჭება გიჭირთ და გსურთ ყურადღება თანაბრად გაამახვილოთ თქვენს პროფესიულ და პიროვნულ ღირებულებებზე, მაშინ შერეული ფორმატი უპირობოდ შესაფერისი არჩევანია თქვენთვის.
📌 რჩევა: ფორმატის არჩევისას ეცახდეთ, რომ შემოქმედებითი იყოთ და გამოიყენოთ იმპროვიზაციის უნარი. Მთავარია თქვენი მიზანი მკაფიოდ გამოკვეთოთ და ინფორმაცია ლაკონურად გადმოსცეთ.

Სათაური და საკონტაქტო ინფორმაცია

სათაური და საკონტაქტო დეტალები ის ინფორმაციაა, რომელიც დამსაქმებელს რეზიუმეს გახსნისთანავე ხვდება თვალში. ამიტომ მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ აღნიშნული სექციები მართებულ ინფორმაციას შეიცავენ.

ადმინისტრატორის თანაშემწე CV

👉 სათაურისა და საკონტაქტო ინფორმაციის სექცია უნდა მოიცავდეს თქვენს სახელსა და გვარს, მისამართს, ელექტრონულ ფოსტას და ტელეფონის ნომერს. აგრეთვე, სასურველია გამოიყენოთ თქვენი LinkedIn პროფილის ან სხვა რომელიმე პროფესიული სოციალური მედიის ბმული.

⚠️ გაფრთხილება: რეზიუმეს შედგენისას არ არის საჭირო ისეთი მონაცემების დაზუსტება, როგორიცაა ზუსტი მისამართი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა ან ეროვნება. ეს ინფორმაცია ადმინისტრატორის თანაშემწის პოზიციასთან რელევანტურ კავშირში ნამდვილად არ არის.
✔️ კარგი სათაურის მაგალითი
ანა მოსახლიშვილი
ადმინისტრატორის თანაშემწე
+995 555 555 555
anamosakhlishvili@email.com
თბილისი, საქართველო
linkedin.com/in/anamosakhlishvili
❌ ცუდი სათაურის მაგალითი
ანა მოსახლიშვილი
ადმინისტრატორის თანაშემწე
+995 555 555 555
ankaanka12345@email.com
გლდანი, ბოჭორიშვილის ქუჩა, კორპუსი 21, სართული 4, ბინა 16
თბილისი, საქართველო
დაბადების თარიღი: 1995 წლის 28 აპრ.
სამუშაო გამოცდილება: 2010 წლის 26 აპრ – 2015 წლის 15 აპრ
facebook.com/anamosakhlishvili

პროფესიონალური შეჯამება

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორად შედგენილი პროფესიონალური შეჯამება დამსაქმებელთან პირადად გასაუბრების საგზური და თქვენი წარმატების გარანტია.

პროფესიონალური შეჯამება ეფექტურად უნდა აკეთებდეს სწორ აქცენტებს და ხაზს თქვენს ჯანსაღ ამბიციას უნდა უსვამდეს.

📌 რჩევა: ნუ მოერიდებით თქვენს სამუშაო გამოცდილებასა და უნარებთან დაკავშირებული საუკეთესო ასპექტების წინა პლანზე წამოწევასა და კონკრეტული კარიერული მიღწევების გამოყენებით თქვენი პროფესიონალური კვალიფიკაციის აღნიშვნას.

👇 სრულყოფილი პროფესიონალური შეჯამების მოსამზადებლად, სასურველია შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ:

  • პროფესიული შეჯამება იდეურად უნდა შეესაბამებოდეს დამსაქმებლის მოლოდინს და ვაკანსიის აღწერაში მითითებულ კვალიფიკაციათა ჩამონათვალთან უნდა მოდიოდეს თანხვედრაში.
  • თქვენი უნარები და კვალიფიკაცია პროფესიული შეჯამების მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად მათი აღწერა ადმინისტრატორის თანაშემწის პროფესიასთან დაკავშირებულ ძირითად ტერმინებს უნდა შეესაბამებოდეს.
  • თქვენი ძლიერი მხარეების კონკურენტულ უპირატესობად წარმოჩენა უდავოდ მიიქცევს დამსაქმებლის ყურადღებას და მნიშვნელოვნად შეგიწყობთ ხელს სასურველი პოზიციის დაკავებაში.
  • პროფესიონალური შეჯამება მოკლედ და ამომწურავად, 3-4 წინადადებით უნდა აერთიანებდეს თქვენს კარიერულ მიღწევებს და ძირითად პროფესიულ მახასიათებლებს.
✔️ რეზიუმეს შეჯამების სწორი მაგალითი:
მაღალკვალიფიციური ადმინისტრაციული თანაშემწე ქვეყნის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილებითა და უბადლო პროფესიული რეპუტაციით. სხვა თვალსაჩინო კარიერული მიღწევების გვერდით 2022 წელს მიღებულმა ჯანდაცვის საუკეთესო ადმინისტრაციული თანაშემწის ჯილდომ ჩემი პროფესიული შემართების სრულიად ახალი ჰორიზონტი წარმოაჩინა.
❌ რეზიუმეს შეჯამების არასწორი მაგალითი:
გახლავართ საკუთარ საქმეზე შეყვარებული გამოცდილი თანაშემწე, რომელსაც ადმინისტრაციულ content -ზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს (2010 წლის 26 აპრ – 2020 წლის 15 აპრ). ვფლობ პროფესიისთვის საჭირო ყველა ღირსებას და მოუთმენლად ველი ახალი სამუშაო გამოცდილების მიღებას!

Რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ფოტოსურათი

👉 რეზიუმე თქვენი სავიზიტო ბარათია, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას უქმნის დამსაქმებელს. შესაბამისად მისი ისეთი კომპონენტებით გადატვირთვა, როგორიც ფოტოა, არ არის სასურველი.

რეზიუმეში ფოტოს გამოყენებას თან ახლავს  გონივრული საფრთხე, რომ არასწორად შერჩეულმა ფოტომ შეიძლება თქვენი პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დააყენოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ფოტო ყველა შესაბამის მოთხოვნას აკმაყოფილებს, სასურველია მის გამოყენებას მოერიდოთ.

ადმინისტრატორის თანაშემწე CV

📌 რჩევა: ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რეზიუმეში ფოტოს მითითება დაშვებულია, არის დამსაქმებლის შესაბამისი მოთხოვნა ანდა პოზიციის სპეციფიკა, რომელიც განსაზღვრავს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ცალსახადაა დაკავშირებული თქვენს გარეგნობასთან (მაგალითად, სამოდელო სფერო).

Როგორ წარმოავდგინოთ სამუშაო გამოცდილება

ადმინისტრატორის თანაშემწის პროფესიასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილებისა  და მასთან ასოცირებული ძირითადი მოვალეობების ზედმიწევნით წარმოდგენა თქვენს პროფესიულ ღირსებას სრულფასოვნად წარმოაჩენს.

თქვენი ძირითადი მოვალეობების აღწერისას მხოლოდ იმ ასპექტებზე კონცენტრირდით, რომელიც ადმინისტრატორის თანაშემწის პიზიციისთვის იქნება შესაფერისი.

⚠️ გაფრთხილება: სამუშაო გამოცდილების სექციაში მნიშნველოვანია თავიდან აირიდოთ ისეთი ზედმეტი ინფორმაცია, როგორიცაა ზუსტი თარიღების მითითება (მაგ., 15 აპრ – 26 აპრ, 28 აპრ, და ა.შ.).

👇 წარმოგიდგენთ  ორ კონკრეტულ მაგალითს, რომელიც ადმინისტრატორის თანაშემწის სამუშაო გამოცდილებას მკაფიოდ და სრულყოფილად აღწერს.

მაგალითი 1

ადმინისტრაციული მენეჯერის თანაშემწე
აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია AGIC
თბილისი, საქართველო
მარტი 2015 – მაისი 2020
ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საქმიანობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • ადამიანური რესურსების მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ადმინისტრაციული ხარჯების წლიური ბიუჯეტის შედგენა და ხარჯვის კონტროლი;
  • საოფისე შესყიდვების მართვა;

მაგალითი 2

ადმინისტრაციული ასისტენტი
IDS Borjomi
თბილისი, საქართველო
თებერვალი 2005 – აპრილი 2010
ძირითადი მოვალეობები:

  • ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების (ბრძანება, ინვოისი, მიღება-ჩაბარება და ა.შ) წარმოება და აღრიცხვა;
  • კომპანიის თანამშრომელთა შრომითი ეფექტურობის კონტროლი;
  • მონაცემების შესაბამის ბაზებში შეტანა; მომწოდებლებთან ურთიერთობა და მომსახურების ხარისხის კონტროლი.

როცა სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ ადმინისტრაციულ სფეროში

თუ ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ, ყურადღება სხვა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე გააკეთეთ, როგორიცაა განათლება, ტრენინგები, მოხალისეობრივი აქტივობები და ინტერესები.

ჩვეულებისამებრ, სამუშაო გამოცდილების არქონა მარტივად მოგვარებადი პრობლემაა, თუ რეზიუმეს შექმნის დროს დამსაქმებლის საჭიროებიდან გამომდინარე ფოკუსირდებით თქვენს ძლიერ მხარეებზე. ამისთვის ყურადღება იმ უნარებისკენ უნდა მიმართოთ, რომლებიც სამუშაოს შესასრულებლადაა საჭირო.

📌 რჩევა: CV-ის გასამდიდრებლად ყურადღება გაამახვილეთ სწავლის ან სტაჟირების დროს დაძლეულ ისეთ დაბრკოლებებზე, რომელთა გადალახვის შემდეგაც ახალი უნარები შეიძინეთ.

ამგვარი პრაქტიკული მაგალითები  დამსაქმებელს დაეხმარება თვალნათლივ დაინახოს თქვენი, როგორც პერსპექტიული კადრის ღირებულება.

რჩევები განათლების სექციის ეფექტურად მოსაწყობად

თქვენი განათლება მაღალი პროფესიული  კვალიფიკაციის წინაპირობა და რეზიუმეს აუცილებელი კომპონენტია, რომელიც დაგეხმარებათ სხვა კანდიდატებისგან მნიშვნელოვნად გამოირჩეოდეთ.

ადმინისტრატორის თანაშემწე CV

განათლების სექცია თქვენი განათლების დონეს და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სერტიფიკატს ან დიპლომს უნდა მოიცავდეს. სასურველია, ამ სექციაში აგრეთვე ისაუბროთ თქვენ მიერ გავლილი რელევანტური  კურსების ან ტრენინგების შესახებ.

მიუთითეთ ყველა ის ნიუანსი, რომელიც თქვენი, როგორც პერსპექტიული ადმინისტრატორის თანაშემწის  კონკურენტულ უპირატესობას წარმოაჩენს დამსაქმებლის წინაშე.

👇 ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ დეტალებს და გაითვალისწინეთ, რომ  განათლების სექციის შექმნისას მათი მითითება აუცილებელია:

  • საგანმანათლებლო დაწესებულების სახელი და მისი მდებარეობა;
  • განათლების მიღების პერიოდი;
  • აკადემიური ხარისხი (მაგ., ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი)

👇 თვალსაჩინოებისთვის, განვიხილოთ განათლების სექციის ორი რელევანტური მაგალითი ადმინისტრატორის თანაშემწისთვის:

მაგალითი 1

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო (2012 – 2014)
პიარისა და კომუნიკაციის ბაკალავრი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო (2008 – 2012)
მაგალითი 2
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2012 წლის სექტემბერი – 2016 წლის ივნისი
შესაბამისი კურსები:

  • ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები;
  • საერთაშორისო ბიზნეს რეგულიაციები;
  • ბიზნეს ეთიკა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;
  • მეწარმეობის პრაქტიკული კურსი;

ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2016 წლის ოქტომბერი – 2018 წლის ივლისი
შესაბამისი კურსები:

  • ინგლისური ენის პრაქტიკული კურსი;
  • სოციალური ფსიქოლოგიის საფუძველი;
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტის არსი და პროფესიული განვითარების პრინციპები.

ადმინისტრატორის თანაშემწის უნარ-ჩვევები

Ხშირად ადმინისტრატორის თანაშემწეები ისეთ ინფორმაციას ფლობენ, რომელიც მხოლოდ აღმასრულებელმა რგოლმა იცის. შესაბამისად, კარგი თანაშემწე აუცლებლად უნდა იყოს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით დაჯილდოვებული.

Სამუშაოს შესრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ადმინისტრატორის თანაშემწეს უამრავ ადამიანთან უწევს დღის განმავლობაში კომუნიკაცია. ამიტომ აუცილებელია, რომ მას ყველა საკომუნიკაციო საკითხის დიპლომატიური ენით მოგვარება შეეძლოს და ვერბალური პრეზენტაციის შესანიშნავი უნარი ჰქონდეს.

საკუთარ თავზე ინიციატივის აღება და დამოუკიდებლად მოქმედების უნარი ასევე ღირებული ფაქტორია. კომპანიისთვის არაფერია იმაზე კომფორტული ვიდრე ის ფაქტი, რომ  თანაშემწეს დამოუკიდებლად შეუძლია განსაზღვროს პრიორიტეტები და მიიღოს გონივრული გადაწყვეტილებები.

👇 წარმოგიდგენთ ხისტ და რბილ უნარ-ჩვევათა იმ ძირითად ჩამონათვალს, რომელიც თქვენს პროფესიონალურ და პიროვნულ კვალიფიკაციას თანაბრად გაუსვამს ხაზს.

ხისტი უნარები

  • Microsoft Word
  • Microsoft Excel
  • Microsoft Outlook
  • Microsoft Powerpoint
  • Google Sheets
  • Quickbooks
  • Xero
  • მონაცემთა ბაზების მენეჯმენტი

 რბილი უნარები

  • ინოვაციურობა და კრეატიულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები
  • დამოუკიდებლად მოქმედების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დამატებითი სექციები

👉 დამატებითი სექციების  მითითებით თქვენ სტრატეგიულ ნაბიჯს დგამთ წარმატებისკენ! CV-ს ამგვარი ინფორმაციით გამდიდრება თქვენს უპირატესობას უსვამს ხაზს და დამაჯერებლად წარმოაჩენს თქვენი, როგორც საუკეთესო ადმინისტრატორის თანაშემწის, პროფესიულ ღირსებას.

ადმინისტრატორის თანაშემწე CV

დამატებითი სექციების სახით წარმოსადგენი ინფორმაცია შესაძლოა თქვენი ინდივიდუალიზმის შესაბამისად მრავალგვარი იყოს.

დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ გადავწყვიტეთ რამდენიმე მაგალითი გაგიზიაროთ და მათი მნიშვნელობის შესაღებ მოგაწოდოთ ინფორმაცია.

უცხო ენების ცოდნა

უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა მეტად ეფექტურად წარმოაჩენს თქვენს პროფესიულ კვალიფიკაციას. ეს განსაკუთრებით გამოკვეთილია მაშინ, თუ თქვენ ადმინისტრატოტის თანაშემწის პოზიციას მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულებაში, ტურიზმის სფეროში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში იკავებთ, რადგანაც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მულტიკულტურულ პერსონალთან და საერთაშორისო კლიენტებთან უწევთ ურთიერთობა.

📌 რჩევა: თუ თქვენ ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს ფლობთ აუცილებლად მიუთითეთ ამის შესახებ რეზიუმეში.

წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული კატეგორიზაციის ნიმუში:

  • მშობლიური
  • თავისუფლად ფლობა (C1 ან B2)
  • შუალედური დონე (B1)
  • Საბაზისო (A2)

კომპიუტერული უნარ-ჩვევები

ადმინისტრატორის თანაშემწის საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შესაბამისი პროგრამების ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, კომპიუტერული უნარების ფლობა აღნიშნული პოზიციის განუყოფელი ნაწილია.

ამის გათვალისწინებით, თუ თქვენ უკვე ფლობთ რელევანტურ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს აუცილებლად მიუთითეთ ამის შესახებ თქვენს რეზიუმეში.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ კომპიუტერული უნარ-ჩვევების კატეგორიის შექმნა დამატებითი სექციების გრაფაში არ არის საჭირო, თუ რეზიუმეს “ხისტი უნარების” კატეგორიაში, უკვე ისაუბრეთ ამის შესახებ.

Მოხალისეობა

მოხალისეობა, როგორც უანგარო საქმიანობა, ადამიანს შრომით კულტურას უვითარებს და არამხოლოდ მის პროფესიულ გამოცდილებაზე მიუთითებს, არამედ მკაფიოდ უსვამს ხაზს მის პიროვნულ ღირსებას.

მოხალისეობრივი საქმიანობა ადამიანს ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შეძენაში ეხმარება, შესაბამისად მისი დამატებითი სექციის სახით წარმოდგენა უპირობოდ დადებითად განაწყობს დამსაქმებელს და სხვა კანდიდატებისგანაც იოლად გამოგარჩევთ.

Შესაბამისი კურსები

მაღალკვალიფიციური ტრენინგებისა და სასწავლო კურსებისგან მიღებული ცოდნა, ჩვეულებისამებრ, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების მიღებასთან ასოცირდება და თქვენი მუდმივი განვითარების სურვილზე მეტყველებს.

შესაბამისი კურსების სექცია შესაძლოა მოიცავდეს, როგორც სასერტიფიკატო კურსებს, ასევე  მოკლე და გრძელვადიან სასწავლო პროგრამებს, რომლებიც თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ.

📌 რჩევა: გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმე თქვენი სავიზიტო ბარათია, ამიტომ ეცადეთ მასში საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები და უნარები. შესაბამისად, დამატებითი სექციის სახით რეზიუმეში აგრეთვე შეგიძლიათ მიუთითოთ ინფორმაცია რეკომენდატორებისა და სერტიფიკატების შესახებ.

შეჯამება: 8 ძირითადი რჩევა ადმინისტრატორის თანაშემწის რეზიუმეს შესადგენად

📍 თქვენი პროფესიული  მიღწევებისა და პიროვნული კვალიფიკაციის განსასაზღვრად რეზიუმეს შესავალ ნაწილში წარმოადგინეთ პროფესიული სათაური და შეჯამება. გაითვალისწინეთ, რომ ორივე მათგანი ლაკონურად და ამომწურავად უნდა გამოხატავდეს აზრს.

📍 რეზიუმეს მოცულობის ხელოვნურად გაზრდის მიზნით თავი აარიდეთ ბუნდოვან წინადადებებს და უპირატესობა მკაფიო ფრაზებს მიანიჭეთ.

📍 ყურადღება გაამახვილეთ რეზიუმეს ვიზუალზე. დარწმუნდით, რომ თქვენი კონკურენტული უპირატესობის წარმოსაჩენად საკმარისად ნათლად და მკაფიოდ გაქვთ წარმოდგენილი თქვენი უნარები და კომპეტენციები.

📍 დარწმუნდით, რომ ტექტები სწორად გაქვთ სტრუქტურირებული. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენეთ დანომრილი სიებიც.

📍 კონკრეტული მაგალითების მოყვანით განსაზღვრეთ თქვენი მიღწევები და ყურადღება კონკრეტულ სამუშაო გამოცდილებაზე გაამახვილეთ. ხაზი თქვენს ძლიერ მხარეებს გაუსვით და მხოლოდ ვაკანსიის საჭიროებიდან გამომდინარე ფოკუსირდით რელევანტურ უნარებზე.

📍 ადმინისტრატორის თანაშემწის საქმიანობასთან დაკავშირებული პროფესიული გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში ყურადღება გაამახვილეთ თქვენს განათლებაზე, რელევანტურ უნარ-ჩვევებზე, ტრენინგებსა  და მოხალისეობრივ აქტივობებზე.

📍 რეზიუმეს გაგზავნამდე კიდევ ერთხელ ყურადღებით გადაამოწმეთ ყოველი სექცია და გულდასმით შეასწორეთ ნებისმიერი გრამატიკული ანდა პუნქტუაციური შეცდომა.

📍 რეზიუმეს ქართულ ენაზე მოსამზადებლად გამოიყენეთ Sylfaenფონტი და უპირატესობა PDFფორმატს მიანიჭეთ. ეს არჩევანი ტექნიკური ხარვეზებისგან დაგიცავთ.

Როდის გჭირდებათ სამოტივაციო წერილი?

თქვენი როგორც ადმინისტრატორის თანაშემწის კონკურენტუნარიანობა დეტალებზე კონცენტრაციას, კრეატიულობის მაღალ ხარისხსა და დამსაქმებლის საჭიროებების განსაზღვრას გულისხმობს. თუმცა, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამ ყოველივეს მიღწევა რეზიუმეს ობიექტურ შესაძლებლობებს აღემატება და სრულყოფილ სამოტივავიო წერილსაც საჭიროებს.

სამოტივაციო წერილი CV-ს ნაკლოვანებას ავსებს და თქვენს აპლიკაციას მეტი ენთუზიაზმითა ავსებს. ეს, თავის მხრივ, შესაძლებლობას გაძლევთ სრულყოფილად წარმოაჩინოთ თქვენი შემართება და დამსახურებულად დაიკავოთ ადმინისტრატორის თანაშემწის სასურველი პოზიცია.

🎁 დახვეწილი სტანდარტების შესაბამისად შექმნილი ჩვენი რეზიუმეს მაგალითები  ადმინისტრატორის თანაშემწის საუკეთესო CV-ს შექმნაში დაგეხმარებათ, ხოლო ჩვენი საუკეთესო შაბლონები თქვენს პროფესიულ მიზნებს რეალობად აქცევს. წარმატებებს გისურვებთ თქვენი საოცნებო სამსახურის პოვნაში!

კითხვები და პასუხები

  • შეიძლება რომ ადმინისტრატორის თანაშემწე უმაღლესი განათლების გარეშე გავხდე?ადმინისტრატორის თანაშემწის პოზიციის დაკავება აკადემიური ხარისხისა და უმაღლესი განათლების გარეშეც სრულიად შესაძლებელია, თუ თქვენ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატს ან სამუშაო გამოცდილებას ფლობთ.
  • Რომელი კომპიუტერული უნარები ესაჭიროება ადმინისტრატორის თანაშემწეს ყველაზე მეტად?Მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრატორის თანაშემწის პროფესია მრავალფეროვან კომპიუტერულ უნარებს საჭიროებს, ეს საკითხი კვლავ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კონკრეტული ვაკანსიის მოთხოვნებზე. თუმცა, 3 ძირითადი კომპიუტერული უნარი, რომელიც ყველა ადმინისტრაციულ თანაშემწეს სჭირდება არის Microsoft Office, Google Sheets და Quickbooks.

მსგავსი სტატიები

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ინტერიერის დიზაინერი CV: ნაბიჯ-ნაბიჯ გზამკვლევი საუკეთესო რეზიუმეს შესადგენად

ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა შექმნათ ინტერიერის დიზაინერის CV, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს კონკურენტულ...

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი CV: როგორ უნდა შექმნათ შთამბეჭდავი რეზიუმე

დღეს, სულ უფრო მეტი ადამიამი აანალიზებს, რომ ტექნოლოგიების სფეროში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ ადამიანებთან...